მთაწმინდის მთვარე {დასასრული}
საწოლის ზურგს მიყრდნობილი ნელა წამოდგა, მოლბერტთან მგომ ქალს ხელები მუცელზე მოხვია, მაღალ კისერზე მიაკრო ტუჩები და მხოლოდ შემდეგ შეხედა ახალ ქმნილებას. -ეს რა არის ევა? - თვალები მოჭუტა ახლართული სხეულების უკეთ ამოსაცნობად. -ამ ნახატს წითელ ღვინოს ვარქმევ. - დახორკლილი კანი დააიგნორა, კიდევ ერთი ხაზი გაავლო და ფერებიც ერთმანეთში აირია. -რატომ? - სავსე მკერდზე მოუჭირა თითები, თან მხარზე უკბინა. -რადგან ეს ყველაფერი ცეცხლივით წითელია, ღვინის ფერია ეს ღამეები და წითელი ღვინისავით მათრობელა. -წითელი ღვინო არ გიყვარს ევა… -სამაგაიეროდ შენ გიყვარს, მე კიდე შენ მიყვარხარ. - კაცისკენ შეტრიალდა, კისერზე მოხვია ხელები და ტუჩებზე ნაზად აკოცა. ოქტომბრის შეუფერებლად მოწმენდილიყო ცა, ფანჯარასთან მდგომ წყვილს კი მთაწმინდის თავზე შემოკიდებული სავსე მთვარე დანათოდათ. -როდის გვიწყობ გამოფენას? - წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია და მწვანე თვალებში ჩახედა. -ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასახატი და ჯერჯერობით თავში არაფერი მომდის ისეთი რაც მომინდება ხალხს ვაჩვენო. -თუ რამე დაგჭირდება მითხარი. - ნაზ კანზე აატარა ხელი, საწოლზე დააწვინა, თვითონ კი ზევიდან მოექცა, მუცელზე აკოცა, შემდეგ თავი იქვე დაადო და თვალები დახუჭა. -კარგი. - ჩაიცინა, თან თითები თმებში შეუცურა. -ევა, ნერვებს მიშლი! -რა გინდა? -ვერ ვიტან არაფერს რომ არ მთხოვ. -სამაგიეროდ შენით ხვდები, მყიდულობ ყველაფერს რაც მაკლდება და ყიდვისთვის დრო არ მაქვს. -ისევ ის ფუნჯები გაქვს? -კი. -რამდენი ხნის წინ გიყიდე ევა. -ისევ ახალივითაა… - გაიღიმა, შემდეგ საწოლზე ამხტარ კატას შეხედა. -დავაი აქედან. - ხელი ჰკრა და თეთრი ფუმფულა ლუსი იატაკზე მოისროლა. -ნუ აგდებ ეგრე! ორსულადაა, დღე დღეზე ველოდებით ბავშვებს. -მე აღარ მოვალ და გყავდეს ლუსი თავისი ნაბი.ჭვრებით. - მეორე მხარეს გადაწვა და ბალიშს მოხვია ხელები. -ვაჭმევ და მოვალ. - ლოყაზე უკბინა კაცს, შემდეგ საძინებლიდან გავიდა და კატაც სირბილით გაჰყვა უკან. მოეფერა, ცხვირზე აკოცა, მერე აბაზანაში დაიბანა ხელები. საძინებელში დაბრუნებული მსუბუქი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს, თვალ დახუჭულ კაცს სახეზე მიეფერა და ლოყის ცენტრში მიაკრო ტუჩები. -გუგა.. გძინავს? -ჰო… -ხვალ ლუსის ვეტერინართან წამაყვანინებ? -არ მცალია… ლუკას ვეტყვი და წაგიყვანს. -არ მინდა, დედაჩემს დავურეკავ. -ევა მართლა არ მცალია. -ვიცი. - ხერხემალზე ჩამოატარა ნაზი თითები, შემდეგ გვერდი იცვალა და ზურგი აქცია ბურდულს. მალე ზურგზე მიკრული ცხელი სხეულიც იგრძნო და მთლიანად გათბა, გაირინდა მამაკაცის მკლავებში რომელშიც თავს ყოველთვის მშვიდად გრძნობდა. * უკვე ოქტომბერი მთავრდებოდა, ჩვეულებრივთან შედარებით საკმაოდ ციოდა. როგორც ყოველთვის ახლაც სავსე იყო ხალხით თბილისის ქუჩები და მათ ნაბიჯებს აბაშიძეც მიჰყვებოდა. ბოლო დროს იშვიათად ხედავდა გუგას, ევა თავის გამოფენისთვის ახალი ნამუშევრების ხატვაში იყო გართული, გუგა კი საქმეების გადამკიდე იშვიათად მიდიოდა აბაშიძესთან, თუ მივიდოდა მაშინაც გადაღლილს მალევე ეძინებოდა. ძირითადად ტელეფონით კონტაქტობდნენ და ასე საუბარი უფრო ამძიმებდა შექმნილ სიტუაციას. ბევრჯერ გაუთიშია ბურდულს ტელეფონი, შუაღამისას ამდგარა და ევასთან წასულა, მაგრამ მაინც ვერაფრით დაითანხმა თავის სახლში გადასვლაზე. ერთ დღეს კორპორატიულ საღამოზე ევასთან ერთად მივიდა ბურდული, მაშინ ყველამ გაიგო წყვილის შესახებ და გუგამაც იმდენი ილაპარაკა ევას ნახატებზე უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო აბაშიძე და უფრო მეტს გაუჩნდა შემდეგი გამოფენის მოლოდინი. მაშინ პირველად გაერია გუგას წრეში, პირველად ნახა მისი თანამშრომლები და დაინახა რამდენს იზიდავდა თავისი კაცი. არასდროს დაფიქრებულა იმაზე თუ რას გრძნობდნენ თავის თანამშრომელი ქალები ბურდულზე, არც ეჭვი შეუტანია თავის საყვარელ კაცში რადგან იმდენს აკეთებდა გუგა, მისი სიყვარულის გარდა ვერაფერს ხედავდა აბაშიძე. არც მერე გასჩენია ეჭვი, პირიქით, კიდევ უფრო უღრმავდებოდა ფესვები. უკვე ღრმად გადგმოდა კიდეც. -დღეს მალე დავამთავრებ ყველაფერს, რაღაც მოვიფიქრე ჩემი ქალისთვის და სადღაც უნდა წავიყვანო. -შენი ქალი გელოდება, მოენატრე ძალიან და დღეს რომ გადააგდო თავს წაგაცლის. - სწრაფი ნაბიჯებით მიუყვებოდა ქუჩას, ტელეფონი ყურზე მიედო და მომღიმარი ესაუბრებოდა ბურდულს. -როდის გადამიგდიხარ? - გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა. მიხვდა ევა ზუსტად მაგ დროს როგორ ჰქონდა წარბები აწეული ბურდულს და ინსტიქტურად ეცინებოდა. -ღმერთოო! ბევრი მუშაობა მოგიწევს ჩემი პატიება რომ დაიმსახურო. - ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად. -როგორ მომენატრე რომ იცოდე… -ჯანდაბა… - კიბეებზე სირბილით ასულს ბიუსჰალტერის გარეშე მყოფი მკერდი ეტკინა და ხელი მიიჭირა. -რა მოხდა? -კიბეებზე ავრბოდი და ხომ იცი ჩემი მკერდი როგორ დახტის ხოლმე. - როგორც კი თქვა მაშინვე გადაიკისკიდა, გუგას სუნთქვაც აღარ ესმოდა უკვე და კბილებს ქვედა ტუჩზე იჭერდა. - მეტკინა. -დაგერხა ევა! -გელოდები. ჰმმ… მგონი ჩემი თაყვანისმცემელი დაბრუნდა. - კარებში შეტენილი კონვერტი აიღო და მობეზრებულმა შეათვალიერა. - რომ აღარ გამოჩნდი შანსი გამოიყენა. -რა არის? - თვალები აატრიალა გუგამ, მაგრამ შინაგანად მაინც მოეშალა ნერვები. -კონვერტი, ‘გამხსენი’ აწერია. -მაგ შენს თაყვანისმცემელს ვიპოვნი და პირში ჩავტენი მაგ კონვერტს! -კარგი, სახლში ვარ უკვე და მოდი მალე. - ტელეფონი გაუთიშა და კონვერტს დახედა. გული წამიერად აუჩქარდა. სწრაფად გახსნა და შიგნით მოთავსებულ მეხსიერების ბარათს ეჭვის თვალით დახედა. მაშინვე ამოიღო კონვერტიდან, დივანზე დადებული ლეპტოპი სწრაფად გახსნა, მეხსიერების ბარათი მიუმაგრა და ყავის მაგიდაზე დადგა. თვალებ მოჭუტული ვიდეოს გახსნას ცდილობდა, ბოლოს გაიხსნა კიდეც და ეკრანზე განოსახული სცენის დანახვაზე გული გაუჩერდა. სუნთქვა შეწყვიტა და გულში იმხელა ტკივილი იგრძნო ხელის გული მიიჭირა. წამსვე გადმოსცვივდა ცრემლები, თვალებს ვერ უჯერებდა, თან უკვე ბუნდოვნად ხედავდა ყველაფერს. თავში წუილი ესმოდა, სისხლს თითქოს მოძრაობა შეეწყვიტა და გარშემო რაც კი არსებობდა ყველაფერი ინგრეოდა. და მაინც, ფაქტის წინაშე მყოფი ვერ იჯერებდა ვიდეოში დატრიალებულს სცენას, სადაც საპირფარეშოში მყოფ ბურდულს ქალის სხეული კედელზე აეყუდებინა და ქალის სიამოვნებისგან ამოშვებული ხმაც მთლიან ოთახში ვრცელდებოდა. ვეღარ გაუძლო. ლეპტოპი სწრაფად დახურა და ხელის გულები თვალებზე მიიჭირა. არ უნდოდა ტირილი არ უნდოდა წინასწარ ეყარა ცრემლები ამ ყველაფრის გამო. ვერ უშვებდა შემთხვევას სადაც გუგა უღალატებდა, მისი სჯეროდა და სანამ ყველაფერს არ გაარკვევდა პანიკას არ აჰყვებოდა. მიუხედავად იმისა რომ თავს იმშვიდებდა მაინც ეტირებოდა, მაინც ჩხვლეტდა გულში რაღაც და ამ რაღაცას ვერაფერს უხერხებდა. სავარძელში მჯდომმა ვერ გაიგო დრო როგორ გავიდა. სახე ხელის გულებში ჩაერგო და ნანახი კადრების გონებიდან ამოგდებას ცდილობდა. კარგზე გაბმულმა კაკუნმა მოიყვანა გონს, ფრთხილად წამოდგა, თავბრუ ეხვეოდა და ნელა მიიწევდა კარის გასაღებად. როგორც კი გამოაღი მაშინვე შავი ვარდები მოხვდა თვალში, შემდეგ გუგას სახეც გამოჩნდა. უნდოდა გაეღიმა, მაგრამ ვერ ახერხებდა. -იმედია ჩემი ვარდები სჭობს იმ კონვერტში მოთავსებულ სი.ობას. - წელზე მოხვია ხელი ქალს და ტუჩებზე დაეტაკა. გაუკვირდა რომ არ აჰყვა, ის ვნება ვერ იგრძნო რაც ყოველ ჯერზე მოდიოდა ევასგან და წამსვე მოშორდა. - რა გჭირს? - წარბშეკრული დააკვირდა ქვად ქცეულ აბაშიძეს, ურეაქციოდ რომ შესცქეროდა, ათვალიერებდა და არაფერს ამბობდა. - რა მოხდა პატარა? - ლოყაზე მიეფერა, ევამ კი თავი გასწია. - ევა! - არ ესიამოვნა ქალის მოქმედება, სხეული არასასიამოვნო ტალღამ დაუარა, თან მის სიცივესაც ვერაფერს უგებდა. ვერ ხვდებოდა რა დაემართა ნახევარი საათის წინ აცუნდრუკებულ ქალს. ვარდების თაიგული იქვე დადო და მისაღებში წასულს უკან აედევნა. - ამის დედაც! ამიხსნი რა ხდება? - რომ ვეღა გაუძლო ქალის დუმილს წამსვე იფეთქა და ევას ყურადღებაც მიიქცია. -რას გრძნობ? -რა კითხვებს სვამ? - მოულოდნელად დასმულმა კითხვამ დააბნია. ევა კი ისევ ისე შესცქეროდა. - რა დაგემართა? -დაჯექი. - თავით დივნისკენ ანიშნა. გუგამ დაეჭვებულმა შეათვალიერა უემოციო აბაშიძე, ისეთი იყო აქამდე რომ არასდროს ენახა. თვალი გააყოლა მის მოძრაობებს და ბოლოს განათებულ ეკრანს შეხედა. წარბშეკრული აკვირდებოდა ვიდეოს, თავისი თავი რომ ამოიცნი სიმწრით ჩაეცინა, თავი ჩახარა, შემდეგ კი ერთი ხელის მოძრაობით შეაფშვნა ლეპტოპი კედელს. -მაგის დედას შევე.ი მე! - ბოლო ხმაზე იღრიალა ფეხწე წამომხტარმა. - მაგის შენ.რეული კარგისტ.აკი მოვტ..ნ! - იქვე დადებულ ჩაის ჭიქას წაავლო ხელი და ისიც კედელს გაუქანა. -გუგა. - ისევ გაყინული ხმით თქვა ევამ, ბურდულმა კი მაშინვე ბრაზისგან ანთებული თვალებით შეხედა. -არაფერი თქვა! - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად და ჯიბინდა ამოღებულ ტელეფონში ანას ნომერი მოძებნა. - თიკა სად ცხოვრობს?.. მაგის დედაც მოვ..ან! სახლის მისამართი მომწერე მალე!.. გააკეთე რაც გითხარი! - ტელეფონი გაუთიშა, იქვე დივანზე მიაგდო და სიგარეტს მოუკიდა. - ყველა გამო.სირებული მე უნდა გადამეყაროს. - ფანჯარა გამოაღო და ნიკოტინი დიდი რაოდენობით გადაუშვა ფილტვებში. -გუგა. -წესით ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს ევა. - ხმამაღლა გასცა პასუხი, ისევ გააბოლა სიგარეტი და კვამლი ჰაერში გაუშვა. - შენთვის არა! უნდა მენდობოდე ყველანაირად და ეს ყველაფერი ახლა რომ იყოს მომხდარი მაინც არ უნდა გჯეროდეს! -არც მჭირდება ახსნა, ისედაც მჯერა შენი. - კაცის რეაქციამ შედარებით დაამშვიდა, ნელა მიუახლოვდა და ზურგზე მიეკრო საყვარელ მამაკაცს. გრძნობდა როგორი გაბრაზებული იყო, ბრაზისგან სხეული სულ გახურებოდა და მთლიანად იწვოდა. - არც დამიჯერებია მართლა, უბრალოდ მინდოდა შენი რეაქცია მენახა და დარჩენილი ეჭვი გამექრო. -მე ვერ მატყუებ ევა. შენი გულის ცემა აქაც მესმის და მომშორდი თუ არ გინდა რამე დაგიშაო. -შენ მე ვერაფერს დამიშავებ. - გუგას და ფანჯრის რაფას შორის შეძვრა, მკლავები კისერზე მოხვია კაცს და თვალებში ჩახედა. - შემომხედე და მითხარი რას ხედავ? -ეჭვებს. -შენს პორნო ვიდეოს ვუყურე და გინდა პატარა ეჭვიც არ გამიჩნდეს? იმ ქალს .იმავ და იმის დამპალი ხმა ახლაც ჩამესმის ყურში! შენ მე მიღალატე, არ აქვს მნიშვნელობა როდის იყო ეგ ყველაფერი, ჩემს მერე სხვასთან იყავი და ეს ყველაფერი გაგიტარე! ეგეც იმიტომ რომ ჩემი თავი დავიდანაშაულე იმაში რომ სხვასთან გაგიშვი. ჩემი ბრალიც იყო, ორჯერ გკარი ხელი, მაგრამ ახლა იმის მაგივრად რომ მე გეჩხუბებოდე და პანიკებს ვწევდე შენ მეჩხუბები? -არ გეჩხუბები. - მთლიანი ტანით მიაწვა ფანჯრის რაფასთან მომწყვდეულს. - მინდა გჯეროდეს ჩემი, მენდობოდე თვალდახუჭული, ყველანაირი მიზეზის გარეშე! -უბრალოდ არ მესიამოვნა შენი შეხება იმ ვიდეოს ყურებიდან რამდენიმე წუთის მერე. -ჭიქას გიყიდი, ლეპტოპი შენ თვითონ იყიდე. რომ მიშლიდი წინ შენი აზრით რას გავაკეთებდი? - ყელზე მიაკრო ტუჩები. სახე მთლიანად ევას ყელში ჩარგო და მონატრებული სურნელი ხარბად შეისუნთქა. - ზამთარში იყო ეგ. - იქვე ჩაიბურტყუნა და იგრძნო როგორ გაეღიმა ევას. - შენ თავს ვფიცავარ შენს გარდა არავინ მყოლია. ხომ არ ვარ ტო… ვერ გამიცანი? შენ რომ მყავხარ სხვასთან რა მინდა? - ხელები მოხვია წელზე, სხეულზე მჭიდროდ მიიკრა, თან თავს არ სწევდა ევას ყელიდან. -ვიცი, მაგრამ მაინც არასასიამოვნოა შენი საყვარელი კაცის ყურება ამ ამპლუაში. - თმებში შეუცურა თითები, თან კისერზე მიაწება ტუჩები. -სამსახურიდან გავუშვი… -რატომ? -ასე იყო საჭირო. - მაისურის ქვეშ შეუცურა ხელი და შიშველ მკერდზე ნაზად მოუჭირა თითები. - მომენატრე. - თვალებ დაბინდული კოცნით აუყვა ყელიდან ტუჩებამდე, მენჯზე ჩავლებული ხელით ფანჯრის რაფაზე შემოსვა და შუშას ზურგუთ ააკრა. ევას ფეხებს შორის შეცურებულმა ხელები კანზე აატარა, მაისურის ბოლოებიც აიყოლა და მალე მთლიანად მოაშორა. ტუჩები მკერდზე მიაწება, მერე კი კბილებიც იქვე ჩაარსო. შემდეგ ტელეფონზე მიიღო მესიჯი, ჯიბიდან ამოღებულ მობილურს კოდი მოხსნა, ანას გამოგზავნილი მესიჯი სწრაფად გახსნა, თან ევას სხეულს მოშორდა. -არ წახვიდე… ასე არ დამტოვო აქ თორემ სახლში აღარ შემოგიშვებ! -მაპატიე პატარა, უნდა წავიდე და თითები მოვამტვრიო დღევანდელი დღის ჩაშხამებისთვის. - ხელის გულზე აკოცა, შემდეგ მაჯაზე და ევას ხელი ლოყაზე მიიდო. -არ გიშვებ. - მკლავები მოხვია კისერზე, თავისკენ მისწია, ისე შემოეხვია ტანზე, ვერავინ მოაშორებდა. -ევა. - ქალის მკლავებიდან თავის განთავისუფლებას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. -ახლა არა… ხვალ წადი, ან ზეგ. - მაისური გახადა, შემდეგ შარვლის შესაკრავიც შეუხსნა, მაგრამ წამსვე გააჩერა ბურდულმა. ჯერ მწვანე თვალებში უყურებდა, სადაც ვნება, სიყვარული და სურვილი ერთდროულად იკითხებოდა, შემდეგ თითები შეუცურა თმაში, მაშინვე დაეპატრონა საყვარელ ტუჩებს, მეორე ხელი უკანალზე მოკიდა და წელზე შემოისვა. სწრაფად შევიდა საძინებელში, ქალი საწოლზე დააგდო, თვითონ კი შარვლის მოშორების შემდეგ, ზევიდან მოექცა, სხეულზე შერჩენილი ყველანაირი ნაჭერი მოაშორა რაც კი ხელის შემშლელად მიიჩნია და ქვევიდან მოქცეული სრულიად შიშველი დატოვა. ხელი აატარა ბარძაყზე, მუცელს გასცდა და მკერდის გავლით ყელამდე მივიდა. ყბებზე მოუჭირა თითები, თავი ააწევინა, კბილები კი ტუჩზე მოუჭირა. მონატრებულ სხეულს გაუჩერებლად ეფერებოდა, მისი კანის სინაზეს შეიგრძნობდა და ამ უბრალო შეხებითაც სხეული უფორიაქდებოდა. უამრავ სასიამოვნო ემოციებს გრძნობდა სხეულში, ქალის სურნელში გაბრუებული იმ წამების გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. ყელში უტოვებდა ტუჩების კვალს, მკერდისკენ მიუყვებოდა, თან ევას გახშირებული სუნთქვა სწვდებოდა მის სმენას. ქალის წვრილ, ნაზ თითებს გრძნობდა ზურგზე, წელზე, რომლებიც მუცელზე გადასული მკერდისკენ დაძრული მოძრაობას სახესთან ამთავრებდა, სულ ბოლოს კი თმებში შეცურდებოდნენ და სახეს თავის სახესთან აბრუნებინებდნენ. მოულოდნელად ძლიერი ბიძგით შეუერთდა ქალის სხეულს და გონება საერთოდ გაეთიშა. სრულიად მოსწყდა რეალობას. ოთახაში კი მხოლოდ კაცის გახშირებული სუნთქვა ისმოდა, რომელსაც თან ერთვოდა ქალის ურცხვი კვნესა და არაფერი იყო მნიშვნელოვანი იმ დროს ორი ერთმანეთზე გაგიჟებით შეყვარებული ადამიანის სხეულების და მათი ვნების გარდა. *** მისაღებში ბოლთას სცემდა გიორგაძე, ცხოვრებაში ასე არასდროს არაფრის თქმა არ გასჭირვებია. გონებაში ალაგებდა სიტყვებს და თითქმის ყველა ვარიანტს განიხილავდა თუ რა რეაქცია ექნებოდა თავის შვილს ახალი ამბის გაგებისას. სიგარეტის ბოლო ღერი მთლიანად მოწია, ფანჯარა მიხურა და ნამწვი საფერფლეში შააჭყლიტა. -ანდრო! - დივანზე დაჯდა, თან ოთახში მყოფ შვილს გასძახა. -რა? -მოდი მამი ცოტახანი. - ისევ ხმამაღლა დაუბრუნდა პასუხი და ანდროც წამებში გაჩნდა მამის პირდაპირ. - სერიოზული საქმე მაქვს შენთან და შეგიძლია დრო დამითმო? -კი. - გვერდზე მიუჯდა ლუკას, მთლიანი ტანით მისკენ შებრუნდა და მამას გაუსწორა თვალები. -რაღაც უნდა გითხრა და მინდა როგორც ზრდასრულმა ადამიანმა ისე მიიღო ეს ინფორმაცია. ჩემი პატარა კაცი ხარ და როგორც კაცებს შეგვეფერება ისე ვისაუბროთ, მოსულა? -მოსულა. - თავი დაუქნია, ლუკამ კი გაიცინა და თავზე აკოცა. -დედაშენი რომ გავიცანი ჯერ ისევ 19 წლის ვიყავი, მერე შემიყვარდა. ვგიჟდებოდი დედაშენზე, ყველაზე ძალიან მიყვარდა და ყველაფერს ვაკეთებდი მისთვის. -ჰო, მერე? - მამის საუბრით დაინტერესებული მთლიანად ლუკას საუბარს უსმენდა და სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. -პაპაშენს არ მოვწონდი, ამიტომ დედიკო ამერიკაში გაუშვა. შენზე რომ გაიგო დედამ, მე არაფერი მითხრა და ჩემს გარეშე გაგზარდა. ქეთას დიტო შეუყვარდა, მე დამივიწყა, მაგრამ ვიცი ისევ ვუყვარვარ როგორც შენი მამა. ხომ ხვდები რასაც გეუბნები მა? -კი. -მე ახლაც მიყვარს ქეთა, სულ მეყვარება, მაგრამ ის ქეთა რომელიც ამერიკაში წასვლამდე იყო. ახლა გავიზარდეთ, ჩამოვყალიბდით, შევიცვალეთ, ყველაფერი შეიცვალა და დედაშენს სხვა უყვარს. ხვდები? -ახლა როგორიც არის ისეთი არ გიყვარს და ადრე რომ იყო ისეთი გიყვარს? - დაბნეულმა ჩაილაპარაკა, ცოტა რთული იყო ამ ყველაფრის გაგება. -ზუსტად. ამიტომ, ახლა დედას თავისი ცხოვრება აქვს და მეც მინდა რომ მქონდეს ჩემი. -ხომ გაქვს? -მე ვგულისხმობ საყვარელი ადამიანის გვერდში ყოლას. როგორც დედას ყავს დიტო, მეც მინდა რომ მყადეს ქალი, ვინც მეყვარება, ჩვენთან იცხოვრებს, კიდევ ბევრ შვილებს გამიჩენს, შენც დები და ძმები გეყოლება. -გინდა რომ ცოლი მოიყვანო? მერე ჩემი დედინაცვალი იქნება? ბოროტი რომ იყოს? -ბოროტი არ იქნება. უბრალოდ მინდა ჩვენთან იცხოვროს, იმიტომ რომ სულ მენატრება და მინდა ჩემთან იყოს. -მერე მე? დედასთან გამიშვებ? -არა მამი, რას მეკითხები ტო? შენ არასდროს არსად არ გაგიშვებ და იცოდე რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ. -მერე შვილებს რომ გაგიჩენს ისინიც ეგრე გეყვარება და მე აღარ გაგახსენდები. - წარბშეკრულს თვალები აემღვრა, ლუკამ კიდე უკვე იმაზე დაიწყო ფიქრი გაეგრძელებინა თუ არა საუბარი. -ეე რას ატ.რაკებ მა, ჩემი არ გჯერა? -მჯერა. -ხოდა ნუ მეკითხები ეგეთ რაღაცებს რა, ჩემი კაცი ხარ შენ, ყველაზე მეტად მიყვარხარ და სულ ეგრე იქნება. -ვინ უნდა მოიყვანო? - დანებებულმა ჩახარა თავი, თან თავის საღებავიან ხელებს დააკვირდა. -თინი. - ბოლოს თქვა, თან ნერწყვი გადაყლაპა და შვილის რეაქციას დაელოდა. -თინი გიყვარს? - თვალები გაუფართოვდა ბავშვს, ლუკაც პასუხს ვერ უბრუნებდა, რადგან ამაზე ჯერ არც დაფიქრებულა. -ჩემებურად კი. - თმები აიჩეჩა, შემდეგ თითები მოკიდა ნიკაბზე შვილს და თავი ააწევინა. - რას იტყვი? გადმოვიყვანოთ ჩვენთან? -მერე მარტო კაცები რომ ვეღარ ვიქნებით? -თინისთან ერთად ხომ ვიყავით ქობულეთში… ცუდი იყო? -მე რატომ მეკითხები, თუ გინდა ისედაც ხომ შეგიძლია მოიყვანო. -როგორ თუ რატომ? შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჯერ შენ ხარ და მერე სხვა დანარჩენი. -კარგი ხო. ოღონდ მე და მინდა. - მამის პასუხით კმაყოფილის ღიმილი მოედო სახეზე. -ჯერ კიდევ დიდი ხანი მოგიწევს მარტო ყოფნა. - გახარებულმა ხელები მოხვია შვილს და შუბლზე აკოცა. - ცოტახანში დედაშენი მოვა, ბებიაშენთან უნდა წაგიყვანოს და არაფერი თქვა თინიზე კარგი? -რატომ? -ჯერჯერობით ასე მინდა. -კარგი, მაგრამ ბებოსთან არ მინდა. - ლუკას პირდაპირ, მამის ფეხებს შორის იდგა, მკლავები მხრებზე დაელაგებინა და უკმაყოფილოდ ბურტყუნებდა. -რატომ? - მომღიმარი უყურებდა შვილს ქვევიდან, დიდი ხელები ბავშვის წელზე მოეხვია, თან თვალებში შესციცინებდა. -ძალით მაჭმევს თავის გაკეთებულ საჭმელებს, მე კიდე არ მომწონს. -ბებო მაგრად ასწორებს მამი, მე სულ ბებოსთან ვიყავი შენს ასაკში. თან დედის დედა ვაბშე სხვა ტიპია… ჩემთვის შოკოლადებს მალავდა ჩემი ბიძაშვილებისგან და რომ მივდიოდი მარტო მე მაჭმევდა ჩუმად. დარწმუნებული ვარ შენ ყველაზე მეტად უყვარხარ… აი დედაშენიც მოვიდა… მიდი ხელები დაიბანე, მოწესრიგდი და გამოდი. - უკანალზე მირტყმით უბიძგა შვილს აბაზანისკენ, თვითონ კი კარის გასაღებად წავიდან. კარი როგორც კი გამოაღო თინის დაძაბულ სახეს წააწყდა, შემდეგ მის გვერდზე მდგომ ქეთას გახედა და ცოტა დაიბნა კიდეც. - შენ გოგოებთან ერთად არ იყავი? - ლოყაზე აკოცა თინის, წელზე მოხვია ხელი, თან ცოტაოდენი სურნელიც მოპარა თმიდან. -ცუდი სიტუაცია შეიქმნა და წამოვედი. - თვალი ქეთასკენ გააპარა, მერე ისევ ლუკას ახედა. -შემოდი. - ხელით უბიძგა თინის, ქეთას კი წამით შეხედა. -ანდრო მზად არის? -ახლა ემზადება… ხო მართლა, გაიცანი თინი, ეს ქეთაა, ჩემი შვილის დედა. -სასიამოვნოა. - ხელი ჩამოართვა გვიჩიანმა, ქეთამ კი უბრალოდ თავი დაუქნია. -დედაშენს უთხარი კაკლიანი ან თხილიანი არაფერი აჭამოს, არც შოკოლადი. - სავარძელში მჯდომ თინის გვერდზე მიუჯდა, თან ქეთას შეხედა. -რატომ? - დაბნეულმა ჰკითხა. თავს ზედმეტად გრძნობდა, არც ის იცოდა ვინ იყო ეს გოგო და საერთოდ რა ხდებოდა ვერ ხვდებოდა. -გუშინწინ ჭამა ბევრი, გუშინ მთელ ტანზე გამონაყარი ჰქონდა და ექიმთან მყავდა. -და არ მითხარი? -არ დაიწყო ახლა. ტყუილად უნდა გენერვიულა. წამალი გამოუწერა და დღეს აღარაფერი აქვს, გაგაფრთხილე უბრალოდ. -ამის მერე თუ შეძლებ იქნებ შემატყობინო ბავშვის ჯამრთელობი შესახებ. -სერიოზული არაფერი იყო. - თვალები აატრიალა ქალის ბრაზმორეულ ხმაზე. -ვალდებული ხარ მითხრა! -კარგი ქეთა. რაღას შვრები მამი? -სპორტულით რომ წავიდე შეიძლება? - ოთახიდან გამოსძახა პატარა გიორგაძემ. -მანქანით ხარ? - ქეთას შეხედა წარბაწეულმა. -კი, დიტო გველოდება დაბლა. -ჰმ… ხო გამოდი. - დერეფნისკენ გაიხედა, საიდანაც მალე გამოჩნდა ანდრიას სხეული და ქეთასკენ გაექანა ჩასახუტებლად. -ჩემო პატარა. - ყელში აკოცა შვილს, შემდეგ ლოყები დაუკოცნა და ფეხზე წამოდგა. - ზეგ მოვიყვან. -მე წამოვიყვან… მოდი მა ჩემთან. - ხელი დაუქნია შვილს, ისიც წამსვე მასთან გაჩნდა. ჯერ თინის აკოცა ლოყაზე, მერე ლუკას გაუსწორა თავისნაირი თვალები. - ხომ გახსოვს რაზე შევთანხმდით? ძმაკაცები ჩვენს საიდუმლოს ერთმანეთსის გარდა არავისთან ვამბობთ. - ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში, ხელები მოხვია და მაგრად მიიხუტა. -ვიცი. - თავი დაუქნია სერიოზული სახით მომზირალმა, ლოყაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ თინის დაემშვიდობა და ქეთასთან ერთად დატოვა ბინა. -ისე საყვარელი ოჯახი იქნებოდით. - თავჩახრილმა ჩაილაპარაკა გვიჩიანმა, ლუკამ კი მაშინვე გვერდზე მდჯომს გადახედა. -ეს რა იყო? - წარბი ასწია გაოცებულმა. მისკენ გადახრილმა ყბებზე მოკიდა ხელი და თავი ააწევინა. - ეჭვიანობ? - ჩაიღიმა ქეთას შეკრულ წარბებზე, სულ აგიჟებდა ბოლო დროს ეს ბავშვი. -არა ლუკა. მხოლოდ ის მაწუხებს რომ ისევ გიყვარს ამდენი წლის შემდეგ, ხანდახან მგონია რომ ჩემთან მის დასავიწყებლად ხარ და ზოგჯერ სურვილი მიჩნდება შენგან ძალიან შორს გავიქცე. თავს გამოყენებულად ვგრძნობ ყოველ ჯერზე როცა მახსენდება რომ გიყვარს და ეს… ეს ისეთი დამამცირებელია… -რას ბოდავ თინა… - გაკვირვებულმა უკან გასწია თავი და თვალებ ამღვრეული ქალი მთლიანად შეათვალიერა. -არაფერს, დაივიწყე. - ხელი აიქნია და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა. -თინა. - ყურს უკან გადაუწია თმა, ნიკაპზე მოუჭირა თითები და ტუჩებზე ნაზად წაეტანა. - დაიკიდე ყველა… ყველა ვინც შენამდე მყავდა, არ აქვს მნიშვნელობა მიყვარდა თუ არა. შენ ჩემს ცხოვრებაში ვაბშე სხვა განზომილება ხარ ტო. -მაგრამ ქეთა მაინც გიყვარს. -ქეთა ჩემი შვილის დედაა. პატივს ვცემ და დავაფასებ სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ ის სიყვარული სხვა არის. ქეთასთან გატარებული დრო მიყვას, ის პერიოდი როცა შენი ტოლი ვიყავი. მერე კი ქეთა გაქრა და ის სიყვარულიც იმ დროში ჩარჩა. ვერ გავაქრობ, ვერ ამოვშლი გონებიდან და არც მინდა ამოშლა. მე ასეთი სიყარული ვიცი. შენ კი ქალბატონო შეეშვი უაზრო ფიქრებს, სისულელეა ის რომ ქეთას დასავიწყებლად ვარ შენთან. უბრალოდ გამოჩდი პატარავ, გიჟივით შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და ასე გიჟურად მიგყავს ჩემი ცხოვრება… ნუ ტირი რა… მოდი ჩემთან, ჩამეხუტე და იფიქრე იმაზე როგორი იქნება მომდევნო დღეები. -ლამაზი? - კალთაში ჩაუჯდა ლუკას, ცხვირი მის ყელში ჩარგო და ნაცნობი სურნელის შეგრძენისას თვალები მინაბა. -მე და ანდრომ ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ ჩვენთან გადმოგიყვანოთ. -რა? - უცებ წამოსწია თავი და გაფართოვებული თვალებით ცისფერებში ჩააშტერდა. -მინდა ჩემთან იყო სულ, დაძინებისას მინდა შენს სურნელს ვგრძნობდა, დილით კი დღე ისევ შენით იწყებოდეს. არ ვიცი, რაც გინდა ის დაარქვი ამ ყველაფერს, თუ გინდა ხელის თხოვნა, უბრალოდ ჩემთან ცხოვრების შემოთავაზება, თუ გინდა ვაბშე ეგრევე ჩემი ცოლის სტატუსი მიიღე, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მთავარია აქ მყავდე, დანარჩენი უბრალოდ არ მაინტერესებს. - კეფაზე შეუცურა ხელი და საყვარელ ბაგეებს მიუბრუნდა. -ლუკა… მე… -ახლა არა, მოიფიქრე და მერე მითხარი პასუხი. - ისევ დაუკავა სასაუბრო ღრუ, ისე შემოაძარცვა ტანსაცმელი ვნება არეულ ქალს გააზრებაც ვერ მოასწრო, შემდეგ ხელში აიტაცა მისი სიფრიფანა სხეული და საძინებელში შევიდა. *** -შენი აზრით რას იზამს მამა? - ხელი ჩაეკიდა ქმრისთვის, ქუჩაში მისეირნობა, თან გამობერილ მუცელზე წრიულად ისვამდა ხელს. -დედინაცვალს მოგიყვანს სახლში. - ჩაიცინა, თან ლოყაზე აკოცა მარიამს. -ისე რა უცნაურია, ასეთი სიყვარული… როგორ შეიძლება ასე გიყვარდეს? -მე შენ მიყვარხარ, უცნაური სიყვარულში არაფერია. რაც არ უნდა მოხდეს ამ გრძნობასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურია. უფრო სწორად, სიყვარულს ნორმა არ აქვს, შესაბამისად უცნაურიც არაფერია. -ჩემი მასწავლებელი იყო მეათე კლასში, ქიმიას მასწავლიდა, უსაყვარლესი ქალია და არაჩვეულებრივად გვასწავლიდა. იცი… დედა მეცოდება… ყველაფრის მიუხედავად მაინც დედაჩემია და… ჯანდაბა საშინელი ადამიანია… ასეთი რატომ არის? ყოველთვის ყველაფერი გვქონდა და მაინც… -ზოგი ადამიანი სულით ასეთია. ვერ გაიგებ, ზოგი თავის სარჩენად წევს კაცთან… რეებზე მალაპარაკებ ტო… -შენ ყოფილხარ? -არა და ნუ ასმენინებ ჩემს შვილს მსგავს რაღაცებს. -რატომ არა? - ჩაეღიმა თორნიკეს საუბარზე, მაგრამ ლაპარაკს მაინც არ წყვეტდა. -არ მევასება რაა, არაჰიგიენურია, მეცოდებიან, თან ისედაც მყავდა ვინც მინდოდა. -ღმერთო, შენ რომ გოგოების დაკერვა დაიწყე მე შვიდი წლის ვიყავი? შეიძლება უფრო პატარაც. - მხრები აიჩეჩა მომღიმარმა. -რამდენ ხანს მელოდი თურმე… დამიტანჯიხარ. - ტუჩი გადმოაბრუნდა, თორნიკემ კი უკანალზე მიარტყა ხელი და ტუჩებზე აკოცა, შემდეგ უკან მიიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა და კმაყოფილმა უკანალზე მოუჭირა თითები. -სულ გაგიჟდი მგონი. - წარბშეკრულმა მოიშორა ქმრის ხელი. -რა ლამაზი ხარ რომ იცოდე… ჩემი შვილით უფრო გალამაზდი. - ყელში მიაკრო ტუჩები, წელზე მოხვეული ხელით თავისკენ მისწია და ტუჩები ხელმეორედ დაუკოცნა. -გეყოფა… სირცხვილია. - აფართხალებულმა ძლივს მოიშორა ქმრის სხეული და მომღიმარ მოხუც კაცს სახე აწითლებულმა ჩაუარა. -რა არის სირცხვილი, გეფერები და გკოცნი, კი არ გირტყავ ტო… რა უნდა დედაშენს მა? - მუცელზე მიეფერა, უცებ დაიხარა და აკოცა, შემდეგ აწითლებული ლოყები დაუკოცნა ცოლს. მალე ჯიბეში მოთავსებული ტელეფონიც ამღერდა და სწრაფად უპასუხა. - მარიამთან ერთად ვსეირნობ, შენ რას შვრები?.. ვაა მართლა?.. ბიჭო გუგამ დამირეკა წეღან, რომ მოახერხებ ამოდითო და მაგასთან ავიდეთ ბარემ, თან ვერანდაზე გაასწორებს… კარგი მიდი, მე და მარიამიც მოვალთ ცოტახანში. -რაო? -თინი უნდა გაგაცნოს. - ხელი გადახვია და ისე განაგრძო გზა. -შენ იცნობ? -ორჯერ ვნახე, საყვარელი გოგოა, შენი ტოლია. პროსტა იმას უფრო ბავშვის შეხედულება აქვს. -ბავშვოვა რომ მქონოდა მეც მექნებოდა ბავშვის შეხედულება… ჩვენს პატარას ყველაფერს მივცემ რაც მე მინდოდა მქონოდა და მაკლდა. - ოდნავ გამობერილ მუცელს დახედა, თან ნაზად მიეფერა, მერე კი ქვევიდან ახედა მომღიმარ თორნიკეს და იმანაც შუბლზე აკოცა. მალევე გააჩერა ტაქსი ლომიძემ, უკანა სავარძელზე მარიამთან ერთად მოთავსდა და ბურდულის მისამართი უკარნახა. -ევა არ არის? - თბილად გადაეხვია ბურდულს მარიამი, თან ლოყაზა აკოცა. -არა, მაგრამ საღამოს მოვა… რამხელა გაიზარდა ეს პატარა ტო… - მუცელზე მიეფერა მარიამს, თან ყურებამდე იღიმოდა. -დღითითდღე იზრდება… შენ რას შვრები? არ გინდა შვილი? -ჯერ თქვენი შვილებით დავტკბები, ცოტა რომ წამოიზრდებიან მერე ვიფიქრებ ჩემსაზე. - გაიღიმა და მარიამი დივნამდე მიიყვანა. - მოვალ ახლავე. - სამზარეულოში გავიდა ფეხშიშველი სპორტული შარვლის ამარა, უკან კი ხელში ფორთოხლის წვენით და შოკოლადის ტორტით დაბრუნდა, თან შავი მაისურით დაეფარა სხეული. -ჩემს ფიქრებში იფრინე? რომ მოვდიოდი ზუსტად ამაზე ვფიქრობდი. - ტუჩები გაილოკა და მაგიდაზე დადებულ ტორტს ურცხვად ეცა. -რა ხდება? - თვალი ჩაუკრა თორნიკემ ბურდულს, გუგას კი უცებ დაუსერიოზულდა სახე. -თიკა ხომ გახსოვს. -ის სი.ქალა რომ გეუბნებოდი შეეშვითქო? - წარბები შეკრა ლომიძემ, მარიამს კი თითქოს არც გაუგია ისე გაატარა ქმრის სიტყვები და გემრიელად ჭამა განაგრძო. -რა გამიტრაკე, სულ ორჯერ ვიყავი მაგასთან. -რა გააკეთა? -ერთი კვირის წინ ჩემს კაბინეტში შემოვიდა ჩუმად, რომ დამინახა რაღაც უაზრობებით იმართლა თავი. გავარკვიე და თურმე ჩვენი თიკუნა გოგიტას საყვარელი ყოფილა. -მერე? გაგიკვირდა? -გაგიხეთქავ თავს. - წარბები ასწია თორნიკეს საუბარზე. -კარგი… მერე? -კაროჩე რაღაცებს ხლართავდა და გავუშვი. გუშინ ევას გაუგზავნა ჩვენი ვიდეო. - თვალი გააპარა მარიამისკენ და თორნიკესაც თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან. -ხო არ ღადაობ? ევამ რა ქნა? -არ გამიშვა თიკასთან, დღეს მივედი და სახლში არ დამხვდა. საფრანგეთში მოხია და მეზარება დევნა. ურჩევნია არ ჩამოვიდეს. -ანუ ევას არ გაუჭედია? -არა, მაგრამ ვნახე როგორი იმედგაცრუებული იყო და მაგის გამო უფრო მინდა თიკას თმებით თრევა. -ტეხავს ტო… -რომ მახსენდება ნერვები მეშლება. - როგორც კი წინადადება დაამთავრა კარზე გაისმა ზარის ხმა და ისიც გასაღებად წავიდა. - სად ხარ აქამდე ტო… როგორ ხარ თინათინ? - თმები აუჩეჩა გოგოს, თან ლუკა გადაკოცნა. -სახელს მიცვლით. -მოფერებით გეძახი… მოდით. - კარებში შეატარა წყვილი, თვითონ კი უკან აედევნა. -მარიამო… როგორ ხარ პატარა? -ჩემი ქმარი ხელის გულზე მატარებს, შენი აზრით როგორ ვიქნები? - ფეხზე წამომხტარი სწრაფად მოეხვია ლუკას. -ჰოო, თოკას ეგეთები არ ეშლება… გაიცანი თინი, ეს თოკას ცოლია მარიამი და რამდენიმე თვეში პატარა ბავშვს გაგვიჩენს. -სასიამოვნოა. - ხელი გაუწოდა სამუშიას და მარიამმაც ლუკას გაბრწყინებული სახის მიზეზს თავისი ხელი შეაგება. -ჩემთვისას… მართლა, მიხარია რომ აქ ხარ, ლუკას გვერდზე. საერთოდ რაც გაგიცნო იმის მერე დადის ასე სახე გაბრწყინებული. -მარიამ… ჩემზე ჭორაობას არ ვართ. - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად, შემდეგ სავარძელში ჩაეშვა და მაგიდაზე დადებული ლუდის ქილებიდან ერთიცალი აიღო. გუგა ისევ ფეხზე მდგომი აკვირდებოდა იქ შეკრებილ საზოგადოებას და სხეულში სიხარული ედებოდა. ახარებდა ის ფაქტი რომ თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ბედნიერი იყო და სხვა დანარჩენს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მოულოდნელად კარების გაღების ხმა შემოესმა, ცოტახანში ევაც გამოჩნდა ჩემოდნით ხელში, ბურდულს კი მაშინვე მოედო ლაღი ღიმილი სახეზე და ყველა კბილი გამოაჩიან. -საშინელი ღიმილი გაქვს, მაბრმავებს… მორჩა, აქ გადმოვდივარ, აღარ შემიძლია ეს ქალები და მეორედ იგივე რომ განმეორდეს დაგშორდები. მსგავსი ვიდეოების ყურება რომ მინდოდეს სპეციალურ საიტებზე შევიდოდი. - ბურტყუნით დაიძრა ბურდულისკენ, მკლავები კისერზე მოხვია და ტუჩებზე აკოცა. -ყურება არ გინდა, განახებ. - ტუჩები გაილოკა და თვალებ ანთებულს ზევიდან დახედა. - ნახე ვინები გვყავს. - სავარძლებში მოთავსებული წყვილებისკენ გაახედა ევა. -მაპატიეთ, ვერ დაგინახეთ… -რას დაგვინახავდი, ბოლოს უკვე ფიქრი დავიწყე, თვალებზე ამეფარებინა ხელი თუ რა გამეკეთებინა. - სიცილით თქვა ლუკამ, თან მისკენ გადახრილი უცებ გადაკოცნა. -ისეთი არაფერია რაც არ გინახავს ან არ გაგიკეთებია. - თვალი ჩაუკრა და მის გვერდზე მჯდომს შეხედა. - გამარჯობა… ევა. -თინი… მიხარია შენი გაცნობა. -უკვე ორი თვეა ვეუბნები გამაცანითქო, მაგრამ თავი გაიგიჟა შენმა კაცმა… -ოო ევა კარგი რა. - ხელი აიქნია გიორგაძემ, ევა კი მარიამს მიუჯდა გვერდზე. -ჩემი გოგო როგორ არის? - მუცელზე მოეფერა მარიამს. -ღორმუცელაა მამამისივით და მაწვალებს. -მე რა შუაში ვარ მარიამ. - წარბები ასწია ლომიძემ. -შენია და გგავს ალბათ, აბა მე საერთოდ არ ვჭამდი არც ბავშვობაში და არც ახლა. -რას გვაბრალებ მე და ჩემს გოგოს? -ძალიან საყვარლები ხართ, მაგრამ ვერანდაზე გავიდეთ არ გინდათ? გათბობაც მაქვს და პლედებიც. -მინდა, არ ვყოფილვარ და მაინტერესებს. - ნელა წამოდგა ფეხზე და ევას უკან აედევნა. -თინიი, არ მოდიხარ? - მომღიმარმა გადახედა დაბნეულ გოგოს, ისიც უცებ წამოდგა და მეორე სართულისკენ დაძრულებს გაჰყვა. გვიანობამდე იყვნენ ბურდულთან. საუბრობდნენ, სვამდნენ და უამრავ ისტორიებს ყვებოდნენ. ერთ-ორ საათში თინიც მოშინაურდა და ბოლოს ისიც ლაღად, ყველანაირი თავშეკავებულობის გარეშე იცინოდა. სულ სხვანაირი საღამო იყო, ოდნავ შემოდგომის ცივი ნიავიც დაჰკრავდათ გამათბობელთან მსხდარ წყვილებს, მაგრამ ერთმანეთისგან წამოსული სხეულები მაინც ათბობდათ. ლუკას უყურებდა ბურდული, მის საუბარს უსმენდა და ყურებამდე იღიმოდა. ერთი მოათვალიერა იქ მსხდომები, შემდეგ ცას ახედა. ვერსად დაინახა მთვარე და ცოტა გულიც კი დასწყდა. მხოლოდ ვარსვლავები ჩანდა. მთელი ცა გადაჭედილიყო სხვადასხვა ზომის ვარსკვლავებით, ულამაზეს სანახაობას ჰქმნიდა, მაგრამ მთვარე მაინც აკლდა სრულყოფილებისთვის, ისე როგორც იმ წუთებში ბურდულს. *** იყო კითხვა, “ცოლად გამომყვები?” და იყო პასუხი რომელმაც ორ ადამიანს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ბიძგი მისცა. ეს იყო ყველაზე უადგილო კითხვა ყველაზე უადგილო ადგილას და მაინც პასუხმა ყველაფერს ადგილი შესძინა. ნოებერი, ყვითელი ფოთლები და სიყვარულით სავსე გარემო. პარკში მჯდომ აბაშიძეს უყურებდა, რომელიც ნაყინს გემრიელად მიირთმევდა და გუგასაც ცოტ-ცოტას აჭმევდა. გული ისევ ჩვეულ რითმში უცემდა როცა ევასთან იყო. უკვე იმდენად შეჩვეოდა გაორმაგებულ გულისცემას, ახლა ნორმად მიიჩნევდა. მაშინ ჰკითხა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა და პასუხიც სასურველი მიიღო. * პირველ დეკემბერს ჩააცვა თეთრი კაბა აბაშიძეს და ტაძარში მის გვერდით დადგა. ცხოვრებაში ასე არასდროს ყოფილა დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში. იცოდა, გრძნობდა რომ ეს ქალი იყო ის ვინც მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ეყვარებოდა. დარბაზში შეკრებილ საზოგადოებაში მხოლოდ ახლობლები შედიოდნენ, მხოლოდ ის ხალხი ვინც გუგასთვის და ევასთვის იყო მნიშვნელოვანი. ევას წელზე შემოეხვია მკლავები, თვალებ მინაბული ნელა არხევდა ტანს და ქალის სურნელს ისუნთქავდა. -ულამაზესი ხარ. - დაბოხებული ხმით დაიჩურჩულა ევას ყურთან და იგრძნო როგორ შეაჟრჟოლა ქალს. -არ მჯერა იცი? -უბრალოდ ქორწინება ოფიციალური გავხადეთ, ისედაც ჩემთან ცხოვრობ, უკვე თვეზე მეტია, ერთი წელია ჩემი ქალი ხარ და რა არის აქ დაუჯერებელი. - ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ კი მოწყვეტით აკოცა. - ჩემი ხარ ოფიციალურად. -არ გეშინია? -რისი? -რომ მოგბეზრდეს ქორწინება. -ახლა მაგაზე ფიქრის დრო არ არის… -ქალიშვილი არ ვარ პირველ ღამეზე რო ვიფიქრო… -ჩათალე ვითომ ხარ. - თვალი ჩაუკრა, შემდეგ იქვე მოცეკვავე თორნიკეს გახედა მარიამს რომ ეცეკვებოდა, უცებ აბზრიალებდა ქალს, ხელზე გადაიწვენდა და მუცელზე კოცნიდა. ღიმილი მოეფინა სახეზე, უკვე მერამდენედ ხედავდა თოკას მსგავს მოქმედებას და გული უთბებოდა. - ახლა შეიძლება ბავშვზე ფიქრი. -დაინახე ცეკვის დროს როგორ კოცნის მუცელზე? -ჰო. -მიყვარხარ. - ნაზად აკოცა ტუჩებზე, შემდეგ შავ თვალებში ჩახედა. -შენ ისედაც იცი რას ვგრძნობ. -ვიცი. - იღიმოდა და ღიმილისგან მწვანე თვალებიც ეჭუტებოდა. ისეთი ლამაზი იყო თეთრ ატლასის ტანზე მომდგარ კაბაში ენა უვარდებოდა ბურდულს. უყურებდა და მთლიან სხეულში გრძნობდა მისდამინ სიყვარულს. ვეღარ უძლებდა, ისე უნდოდა ეთქვა ყველაფერი წინ მდგომი საოცრებისთვის, სიტყვები ყელში აწვებოდა. უფრო მჭიდროდ მიიხუტა სხეულზე, ევას ყელში სახე ჩარგულმა საყვარელი სურნელი შეისუნთქა, იქვე აკოცა, შემდეგ კი ტუჩები ყურთან მიუტანა სუნთქვაშეკრულ ქალს და იქვე ჩუმად ჩაილაპარაკა. -მეც მიყვარხარ. - ყურის ბიბილოზე მიაკრო ტუჩები, მერე კი თავი ასწია და თვალებ გაბრწყინებულ ევას, მწვანეებში ჩახედა. - ახლა უფრო ლამაზი ხარ. - ცხვირის წვერზე აკოცა და ევამაც ყურებამდე გაიღიმა. -არ მჯერა. -რა? -თავს ნუ იშტერებ. -შეგაჩვევ. - თვალი ჩაუკრა მომღიმარმა, შემდეგ კი მოახლოვებული ნიკოსკენ შეტრიალდა. -რა უთხარი ასეთი, ასე რომ ბრწყინავს. - ისედაც ხვდებოდა თავისნაირი თვალების გაბრწყინების მიზეზს, ყველაფერს ხვდებოდა ამ ორთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა რომ არ მოსწონდა თავისი გოგოს გათხოვება, მაინც ბედნიერი იყო იმ ფაქტით რომ, თავისი ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი ერთად ქმნიდნენ ოჯახს. გუგას ენდობოდა საკუთარ თავზე მეტად, ხეავდა როგორც უყვარდა და იცოდა არაფერი შეეშლებოდა. -საიდუმლოა. -რომელიც ყველამ იცის? - წარბ აწეულმა შეხედა ბურდულს და იმასაც გაეცინა. -რა გინდა ტო? -ჩემი გოგო ცოტა ხნით. -შენი გოგო ჩემია და ნუ გიჭირს მაგის აღიარება. - მხარზე მიარტყა ხელი ვითომ ბრაზით მომზირალ აბაშიძეს. თავის მაგიდასთან მისული სკამზე მოთავსდა, ღვინო მოსვა და იქვე მჯდომ ნიტას გადახედა. სწრაფად გადაჯდა ევას ადგილზე, სახე ჩამოშვებულ ნიტას ნიკაპზე მოკიდა თითები და თავი ააწევინა. - რა გჭირს ნიტ? -ლაშა არ მპასუხობს. -მერე? -ვნერვიულობ. -წამოდი. - სკამზე დაკიდებული ფუმფულა მოსასხანუ მხრებზე მოახვია და ფეხზე წამოაყენა. -სად მოგყავარ? შენც არანორმალური ხარ და ტყუილად მიხაროდა ევას გამო ხო? -მგონი ადგომამ გიშველა. - ლოყაზე უჩქმიტა, შემდეგ რესტორნის უკანა ეზოში გავიდა. -ლაშა! სად ხარ აქამდე, როგორ ვინერვიულე იცი? ხომ იცი რომ ვერ ვიტან როცა არ მპასუხობ. - როგორც კი ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი კაცი დაინახა მისკენ გაექანა და მკლავები კისერზე მოხვია. მომღიმარი უყურებდა წყვის ბურდული. ზურგზე იგრძნო ქალის სხეული და მუცელზე მოხვეულ თითებში თავისები ახლართა. ზუსტად მაგ დროს დაუჩოქა ლაშამ გაქვავებულ ქალს და ბეჭედი გაუწოდა. ბოლოს გუგას წინააღმდეგობის მიუხედავად ლუკას დაყენებული ფეივერკები ისროლეს. ყველა გარეთ იყო, ყველა ბურდულის საყვარელი ადამიანი და მაშინ მთვარეც იქვე იყო, ისევ თავის ადგილას, მთაწმინდის თავზე შემოკიდებული, როგორც ყოველთვის ახლაც ზევიდან დაჰყურებდა და იქ შექმნილი სანახაობით ტკბებოდა. ანათებდა ისე როგორც მის წინ მდგომი ქალი და მთლიანად ენერგიით ივსებოდა. -მთვარე შენთან ერთად მიყვარს გუგა. - გვერდზე შეატრიალა თავი და საფეთქელი ტუჩებზე მიადო. იგრძნო როგორ გაიღიმა, თვალები დახუჭა და მისგან წამოსული სურნელი ღრმად შეისუნთქა. -მთაწმინდის მთვარე პატარავ, ისე მუღამი არ აქვს. - ნიკაპზე წავლებული თითებით ნაზად ეამბორა ტუჩებზე, შემდეგ შავი თვალები შეანათა და როგორც ყოველთვის მასში ჩაძირა. ეს იყო სრულყოფილება გუგა ბურდულისთვის, ქალი რომელიც გვერდზე ჰყავდა, დიდი ოჯახი და მთვარე, რომელიც იცოდა არასდროს დატოვებდა მარტოს. *** დავამთავრე და არ მჯერა... ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის, შეცვლილი გეგმების გამო ვეღარ მოვახერხე სწრაფად დაწერა. ასევე მადლობა რომ მელოდით, კითხულობდით და თქვენს აზრს მიზიარებდით. ეს ისეთი დასასრულია როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო. იმედი მაქვს მოგეწონებათ. შემდეგ ისტორიამდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.