შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისებრი გრძნობა /4/


11-01-2020, 03:22
ავტორი Just Mee
ნანახია 9 954

დილით ერთმანეთზე იყვნენ მიხუტებულები რაღაც მძიმე რომ დაეცათ. რაღაც კი არა ანასტასია .
-კარგით რაა უკვე ცხრა საათია ამდენ ხანს რა გაძინებთ?-ყვავივით დასჩხაოდა თავზე ორივეს. ალექსანდრემ ბალიში ჩაარტყა, ისიც გაბრაზდა და ოთახიდან გავიდა. უკვე იცოდა ალექსანდრემ რომ ტასო ამ ამბავს ასე არ დატოვებდა. ადგა და სააბაზანოში შევიდა. ანასტასიაც გამოჩნდა უზარმაზარი ჭიქით ხელში რომელშიც ცივი წყალი იყო და წესით ალექსანდრეს დაასხა.თუმცა კმაყოფილი ღიმილი მაშინვე წაეშალა სახიდან ლიზა რომ წამოვარდა საწოლიდან. ალექსანდრეც შეესწრო ამ სანახაობას.
-ღმერთო მომკალი აქვე და ახლა. რძალო გეფიცები ალექსანდრესთვის უნდა დამესხა.ვაიმე სულ დასველდი. მოვკლავ იმ გველს იცოდა და იმიტომ ადგა-ისე საყვარლად ტიტინებდა ლიზას სიცილი აუყტკდა. ტასო და ალექსანდრე კი უყურებდნენ მის სიცილს. ტასო ხომ პირველად ხედავსა როგორ იცინოდა, მაგრამ ალექსანდრეც ამაზე დაფიქრდა. რაც ამ სახლში ცხოვრონდნენ ლიზა იშვიათად იცინოდა. მერე მისაღებში გადაინაცვლეს. ლიზამ ისეთები ჩაატარა სამზარეულოში ,ანასტასიამ კი ხახვის დაჭრა სცადა, მერე ეძებდა იმ ხახვს იატაკს მიხუტებილი. ბოლოს ყველაფერი მაგიდაზე დააწყვეს და ალექსანდრეც მოვიდა.
-ანასტასია შენ საჭმელების გაკეთება ისწავლე?-გაოცებულმა შეხედა დას
-ყველაფერი ლიზამ გააკეთა. მე ისევ ისეთი უნიჭო ვარ -წყენით თქვა ტასომ - ბიჭები აქ არ მოდიან? როგორ მომენატრნენ.
-არა ჯერ არ მოსულან, მაგრამ ლიზას კულინარიულ ჯადოქრობაზე რომ გაიგებენ მოვლენ აუცილებლად -ღიმილი მოეფინა სახეზე.
-ახლავე მოვალ-ლიზა წამოდგა და ალექსანდრეს ანიშნა გამომყევიო.ისიც მალევე ადგა და საძინებელში შევიდა.
-რატომ არ მოდიან შენი ბიჭები ჩემს გამო?-წყენა იგრძნობოდა მის სიტყვებში.
-მათ ყველაფერი იციან და არ უნდათ შეგაწუხონ
-ახლა გავიდეთ და საღამოსთვის დავპატიჟოთ.ახალაც შეიძლება მაგრამ რამე მინდა მოვამზადო.
-არ შეწუხდები?თუ არ გინდა იყოს
-მე შენი ცოლი ვარ!არ აქვს მნიშვნელობა გვიყვარს თუ არა ერთმანეთი, მე შენი ნაწილი ვარ შენ ჩემი.ასე რომ რათქმაუნდა მინდა რომ შენი ძმაკაცები გავიცნო.-ალექსანფრე ამ სიტყვებს არ ელოდა. ძალიან გაუხარდა. ახლა რომ ლიზასთვის არ ეკოცნა მოკვდებოდა. ხელები ყელზე მოხვია და აკოცა. ლიზაც ყვებოდა და ალბათ არცერთს არ უნდოდა ეს წუთები დასრულებულიყო. მაგრამ ტასო შემოიჭრა ოთახში ქარბორბალასავით
-კარგით რაა, მარტო რომ დამტოვეთ რა წეს..მე ისა.. ვაიმე გამაგიჟებთ თქვენ-ხელი ჩაიქნია და ოთახი დატოვა. მალე სუფრას დაუბრუნდნენ.
ცოტახანს ისაუბრეს. მერე ლიზამ ტორტის გამოცხობა დაიწყო. ანასტასიასგან შემთხვევით გაიგო რომ ალექსანდრეს შოკოლადის ტორტი უყვარდა და სწორედ მის გაკეთებას აპირებდა. ანასტასიაც დაეხმარა და საბოლოოდ უგემრიელესი შოკოლადის ტორტი იდო მაგიდაზე. ლიზა კი იდგა სამზარეულოში, ფქვილში ამოვლებულს გავდა. ალექსანდრემ სიცილი ვერ შეიკავა მისი დანახვისას. ამაზე ლიზა გაბრაზდა,ორივე მუჭი ფქვილით გაივსო და ასე დაემსგავსა ორივე თოვლის ბაბუას. შემდეგ ოთახში შევიდნენ.
-შედი ოღონდ ერთი საათი არ იყო იქ რაა, ნახე რა დღეში ვარ
-კარგი და დაურეკე შენ იმათ-ლიზა მართლაც მალე გამოვიდა. ჭრელი მუხლებანდე კაბა ეცვა. თმები გაშლილი ქონდა. მაკიაჟი იყო ის რასაც ლიზა ვერ იტანდა. ისედაც ნამდვილად ლამაზი იყო თუმცა ლიზას ეს ყველაფერი დისკომფორტს უქმნიდა.
ალექსანდრემ ჯერ ბიჭებს დაურეკა და მერე ისიც მოწესრიგდა.
მალე კარზე ზარის ხმაც გაისმა. კარები ალექსანდრემ გააღო. დემე, მიშო და მათე იკრიჭებოდნენ კართან. სამივეს მოეხვია და ლიზაც გამოჩნდა.
-ვაა რძალო როგორ ხარრ?-მათეს ჩახუტება უნდოდა მაგრამ შეჩერდა. ლიზა მივიდა და თავად მოეხვია სამივეს.
-გამიხარდა რომ მოხვედით, იმედი მაქვს ხშირად გვესტუმრებით- თბილი იყო ეს გოგო და არ შეეძლო სიძულვილი. ბიჭებმაც დაინახეს ეს სითბო.
-აუცილებლად რძალ...- მიშოს არ უნდოდა წყენოდა თუმცა სულაც არ ეწყინა ლიზას
-რძალი ვარ ხო რა იყოთ ხალხნო მახინჯი ვარ? ყველას სიტყვები რატომ გეშლებათ?-ღიმილით თქვა ლიზამ. მალე დაირღვა უხერხულობა და უკვე ყველა ერთობოდა.
-შოკოლადის ტორტი ვის უნდა?
-აუ რძალო არ მიყვარს მე ნაყიდი ტორტები-დემეტრემ დაიწუწუნა
-ეგ ტორტი ლიზამ გააკეთა-კარებში შემოსულმა ანასტასიამ თქვა და მონატრებული ბიჭებისკენ გაიქვა. ჯერ დემეს მოეხვია, მერე მიშოს,ბოლოს კი მათეს. საეჭვოდ დიდხანს გაგრძელდა მათი ჩახუტება.ეს ფაქტი ლიზას გარდა არავის შეუმჩნევია. მალე ტორტს შეექცეოდნენ და ისე გემრიელად ჭამდნენ ლიზა ღიმილს ვერ იშორებდა სახეზე. მერე ადგა და კურტკა მოიცა.
-ხუთ წუთში მოვალ-ალექსანდრეს უთხრა
-სად მიდიხარ?
-მოვალ მალე, არ გავრბივარ რა იყო
-მეც წამოვალ გვიანია
-უცებ წავალ აქვეა მარკეტი. კიტრის მწნილი მინდა ძალიან- თავი დახარა და ტუჩები გაილოკა. ალექსანდრეს გაეღიმა
-წამო ჩავიდეთ
-მარტო ხო არ დატოვებ ამათ
-ტასო ხო არის აქ
-კარგი მალე ჩაიცვი რაა მინდა ძალიან. ალექსანდრემ ბიჭებს უთხრა მალე მოვალთო. ბიჭებთან ტასო დარჩა . საუბრობდნენ მიშოს ტელეფონი რომ ამღერდა. საქმეზე ურეკავდნენ და უნდა წასულიყო. დემეტრემ მე გაგიყვანო და ასე დარჩნენ მათე და ტასო მარტო.
სიჩუმე ჩამოწვა მთელს სახლში. ტასო ადგა და სამზარეულოში გავიდა. აღარ შეეძლო ამდენის მოთბენა. შევიდა თუ არა ტირილი დაიწყო. მათეც უკან გაყვა ატირებული რომ დაინახა მივიდა და ჩაეხუტა. სიტყვები საჭირო არ იყო. დიდი ტკივილი და მონატრება იგრძნობოდა მათ სულებში. მთელი ორი წელი ერთმანეთის გარეშე. ეს უზომოდ ბევრია შეყვარებული ადამიანისთვის. მათემ ანასტასიას სახე ხელებში მოიქცია და მონატრებულ ტკბილ ბაგეებს დაეწაფა. ამ დროს ლიზა შევიდა სამზარეულოში.
-ვაიმე ხელი შეგიშალეეთ, ბოდიში ახლავე გავალ-გასვლას აპირებდა მაგრამ მათემ გააჩერა
-უნდა წავიდე რძალო. მადლობა მასპინძლობისთვის-ლოყაზე აკოცა და სამზარეულო დატოვა. ტასომ ლიზას შეხედა და უკვე იცოდა რაც ხდებოდა
-არაფერს ვიტყვი დამშვიდდიი-ანასტასია ლიზას ჩაეხუტა. ისეთი თბილი იყო ორივე. ალექსანდრე კი მათი ყურებით თბებოდა.მალე ყველა თავის საძინებელს დაუბრუნდა. ლიზას პენუარი შემთხვევით დასველდა, ამიტომ ალექსანდრეს მაისური აიღო.
-გეფიცები შემიწირავ-ამოიხვნეშა ალექსანდრემ. მალე ორივეს დაეძინა.ღამის სამი საათი იყო ლიზას რომ გამოეღვიძა. სამზარეულოში გავიდა და კიტრის მწნილის ჭამა დაიწყო. ანასტასია წყურვილდმა გააღვძა ლიზა რომ დაინახა ღიმილი მოეფინა სახეზე. ისე გემრიელად მიირთმევდა ანასტასიამ კითხა
-რძალო კიტრის მწნილს ორსულები ხო ჭამენ?შენც ხომ არ გყავს მანდ პატარა ფანგანი?-ლიზა ლამის დაიხრჩო. ადგა და ოთახში გავიდა. ალექსანდრეს ეძინა.ლიზას კი ცრემლები ახრჩობდა.ტასოს სიტყვებმა მასზე ძალიან იმოქმედა. მერე ადგა ალექსანდრეს გვერდით დაწვა და ჩაეხუტა. ალექსანდეს არ ეძინა. ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ლიზას თავს.

დილით სროლის ხმამ გააღვიძა ლიზა. ოთახში არავინ იყო. მხოლოდ ის და მის გვერდით სისხლის გუბეში მწოლი ალექსანდრე.მალე ანასტასიაც ოთახში გაჩნდა და ბოლო ხმზე დაიკივლა. ლიზა შოკირებული იყო. ჯერ კიდევ კოშმარი ეგონა. თუმცა მიხვდა რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო. სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ბიჭებსაც დაურეკა. შემდეგ ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და იქვე ჩაიკეცა. მალე სასწარო დახმარებაც ადგილზე იყო. ალექსანდრე საავადმყოფოში გადაიყვანეს.მისვლის თანავე საოპერაციოში შეიყვანეს. ჭრილობა მუცლის ღრუში იყო მიყენებული. უკვე სამი საათი გავიდა ოპერაციის დაწყებიდან ექიმები კი არ ჩანდნენ. მხოლოდ ექთანი გავიდოდა და ორ სიტყვას ამბობდა.ლიზა იქვე იატაკზე იჯდა და ტიროდა. ტკიოდა რომ ალექსანდრეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.უნდოდა იქ თავად ყოფილიყო ალექსანდრეს მაგივრად. თავის სიცოცხლეს დათმობდა ოღონდ ალექსანდრეს ხმა კიდევ გაეგო, ოღონდ მისი თვალები კიდევ ენახა. იჯდა გაუნძრევლად და საყვარელი კაცის გადარჩენას სთხოვდა ღმერთს..



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

ძალიან ბავშვურია. მეტს ველოდი

 


№2  offline წევრი Just Mee

სტუმარი ქეთო
ძალიან ბავშვურია. მეტს ველოდი

gavitvaliswineb❤

 


№3  offline წევრი gogincha

ძალიან არეულია ყველაფერი და ძალიან უბრალო სიუჟეტია, ასევე გაღარიბებული დიალოგები თუ გამოასწორებთ მშვენიერი იქნება,.წარმატებები

 


№4  offline წევრი Just Mee

gogincha
ძალიან არეულია ყველაფერი და ძალიან უბრალო სიუჟეტია, ასევე გაღარიბებული დიალოგები თუ გამოასწორებთ მშვენიერი იქნება,.წარმატებები

madloba

 


№5 სტუმარი

რაარი არმდენი წერტილები.
მძიმეებით მაინც ჩაანაცვლე

 


№6  offline წევრი Just Mee

რაარი არმდენი წერტილები.
მძიმეებით მაინც ჩაანაცვლე

gavitvaliswineb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent