შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულამდე ათი ნაბიჯია III


11-01-2020, 15:54
ავტორი Celine
ნანახია 868

,, ერთი პერიოდი,როდესაც კარგად ყოფნით ზედმეტად ვიყავი დაკავებული,წერა სულ გადამავიწყდა და ახლა,როცა ყველაფერი წამში გამომეცალა,გული ამერია და კუჭი ძირ-ფესვიანად ამოვირეცხე. ვიცი,რომ სიყვარული ძალიან მალე არ ქრება,მაგრამ ვერ გამიგია ჩემი სახლი ასე უცებ როგორ გაცივდა. ბევრს ვფიქრობ და ვერ ვხდები,ხანდახან ტვინიც მტკივდება ამდენი ფიქრისგან. სიყვარულის ძალა ჩემი ყოფილიდან გამომეცალა. წლები შევალიე ადამიანს,რომელსაც თურმე არაფერში ჭირდებოდა და წლებთან ერთად ეს გრძნობა ჩემშიც ჩამქრალიყო. სიმართლე,რომ ვთქვა არც კი ვიცი რას ვებღაუჭებოდი,ალბათ უფრო სიტყვებს. შორი მანძილიდან გიყვარდეს ადამიანი ეს სრული კრახია. ნელ-ნელა თავზე დაგემხოს ყველაფერი,მაგრამ ამას ვერ იაზრებდე ან უბრალოდ გააზრება არ გინდოდეს,ეს კიდევ უფრო უარესი. ხოდა იმას ვამბობდი,რომ სიყვარულის ძალა ჩემი ყოფილიდან გამომეცალა. თავიდან ღამეების ტირილში გადათენებით დაიწყო. შემდეგ არც ვტიროდი უბრალოდ თვალებს ვახამხამებდი და ვდუმდი. არ ვიცოდი რა მეთქვა,შეიძლება არც უნდა მეთქვა რამე და თავის დროზე მოვშორებოდი იმ სიცივეს,მაგრამ პრობლემა ის იყო,რომ იმ სიცივეს თბილად აღვიქვამდი,რამაც დამღუპა. გავჩერდით. ძაფეფი,რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირებდა დასუსტდა და საბოლოოდ ჩაწყდა. ჩვენი ბრალი იყო. ორივე ჩვენგანის. მერე აღარც მიფიქრია. საერთოდ წაიშალა ადამიანი ჩემი ფიქრებიდან და ვერც შევამჩნიე,რომ სულ სხვა ადამიანი სრულიად მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ აირია ჩემი ანგრეული ოთახი. ამ მტვერიან ოთახში აღარ ვიყავით მხოლოდ მე და ჩემი სევდა,კიდევ ერთი ადამიანი იყო,რომლის სახეც იმ დროს არ მინახავს. ''
ქორწინებიდან ორი კვირის განმავლობაში განუწყვეტლივ წერდა ევა თავის დღიურში და მისი ხმამაღლა ვერ ნათქვამი სიტყვები ედებოდა ირგვლივ ყველაფერს,ოღონდ თავისტვის,ისე რომ არც არავის აწუხებდნენ ევას გარდა. ცხოვრება გრძელდებოდა მაგრამ ყველაზე მწარედ ევასთვის. თავის მარწუხებში მოემწყვდია შავგრემანი ქალი და მის გაშვებას არ ლამობდა,ანდაც სად უნდა წასულიყო,როგორ უნდა გაქცეოდა ბედს,რომელიც დღითიდღე ასუსტებდა?!
ყოველდღე დაჩის წასვლისას,მის კაბინეტსი იკეტება და საბუთებში უმისამართოდ იჩხრიკება. თუმცა ფაქტია ხელჩასაჭიდს ვერაფერს პოულობს.
''კვლავ არაფერია.'' უმეორებს საკუთარ თავს და სამზარეულოში ინაცვლებს,ჩაის იმზადებს და სიგარეტით ხელში განაგრძობს წერას.
,,ამდენად არეული რომ არ ვიყო,ამდენად რომ არ მაბნედეს შენი სურნელი ახლავე წავიდოდი აქედან. მაინც რას გაიგებდი? თვალებს ვხუჭავ და შენზე ვფიქრობ. ამას გაუცნობიერებლად ვაკეთებ,თორემ ზუსტად ვიცი,თავს არ დავიტანჯავდი. კივილი უნდა ჩემს შინაგან მეს,მაგრამ იმდენად გადაღლილი ვარ,ძალა არ შემწევს. შენს ყავისფერ თვალებში ვიძირები. ასე მგონია,ისევ მიყურებ. საწოლის მარჯვენა მხარე თავისუფალია,ნეტავ არ იყოს და აქ იწვე,თმაზე მოგეფერებოდი. მთელი ღამის განმავლობაში თვალს არ მოგაშორებდი და გამთენიისას ჩამეძინებოდა. შთანთქავს ამ ქალაქს ჩემი გონების ხმაური და მეც წამიყოლებს. სანამ დროა იქნებ დაბრუნდე?!
მხოლოდ ის მინდა,რომ მშვიდად ვიცხოვრო,მაგრამ რატომღაც ამის საშუალებას ცხოვრება არ მაძლევს,ან იქნებ შენ.დავდივარ ქუჩებში და ყოველ ნაბიჯზე მახსენდება ის,რაც თვალსა და ყურს გამოეპარა.დანასავით მესობა ყველაფერი გულში. უმისამართოდ ვაცეცებ თვალებს,რათა ვინმეში მაინც ვიპოვო პასუხი,რადგან შენ არ ხარ. შენ არსად არ ხარ.
ამბობენ ცხოვრება მეტისმეტად მტკივნეულიაო და მართალიცაა. საყვარელი ადამიანები ხელიდან არ უნდა გვეცლებოდეს. ან თუ წავლიან აღარ უნდა ბრუნდებოდნენ. შენ კი დაბრუნდი,მხოლოდ სხეულით. და ვინ იცის ვის ეკუთვნის შენი სული.''
რამდენიმე დღე არ გამოჩენილა დაჩი ბურდულიდა ევაც მშვიდად გრძნობდა თავს. არ აფორიაქებდა მისი ყოფნა და განტვირთვას მისცემოდა. იხსენებდა ქორწილის დღეს,თუ როგორი უმწეო იყო საკუთარ ქორილში. როგორი ყალბი. თეთრი ლამაზი კაბით,ძველი სიყვარულითა და ერთი დიდი უბედურებით. ფიქრებში იყო გართული,როცა ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლდა.
-დღეს ძალიან მომგებიანი შეხვედრა მაქვს და რა თქმა უნდა შენც მოდიხარ. რამდენიმე საათში არჩილი მოგიტანს საჭირო ნივთებს. ის კაბა ჩაიცვი. -ახლაც კი როგორი მომთხოვნი იყო ბურდული. გაეცინა ევას და არჩილის მოსვლამდე მომზადებას შეუდგა.
რომ მოსაღამოვდა არცილიც გამოჩნდა რამდენიმე ყუთით ხელში და ევას ხელებში მიაჩეჩა.
-ბატონმა დაჩიმ გთხოვათ,რომ დროულად მოემზადოთ.-მორიდებით მოუწოდა ევას
-ეგ უფრო ბრძანებას გავს არჩილ. -სიცილით უპასუხა ქალმა და კარი მიხურა. ყუთები გახსნა და ულამაზესი კაბა ამოაცოცა თავისი ფეხსაცმლითა და ჩანთით.
-გემოვნება მაინც არ დაუკარგავს ბურდულს.-თქვა და ჩაიცვა. დაახლოებით ოც წუთში უკვე მზად იყო და მანქანაში ჯდებოდა,როცა დაჩის ხმა მოესმა.
-ულამაზესი ხარ,ევა. -დენდარტყმულივით შეტრიალდა და დაჩის გაბრწყინებულ თვალებს შეაცქერა.
-მადლობა - უთხრა მორიდებით. დაციმ მანქანის კარი გაუღო და მასთან ერთად უკანა სავარძელზე მოკალათდა.
-მისმინე -დაიწყო ბურდულმა -ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და იმედი მაქვს ყველაფერს არ ჩაშლი. -მაინც ისეთი მომთხოვნი და ცივი გახდა დაცი.
- რა თქმა უნდა,ბზნესისთვის მიყიდე და ახლა როგორ ჩაგიშლი შენს გეგმებს? -ცივად მიუგო ევამაც. დაჩის აღარაფერი უთქვამს,ფანჯარაში გაიხედა და დანიშნულების ადგილამდე ხმისამოუღებლად იჯდა. მანქანა რომ გაჩერდა დაჩი სწრაფად გადავიდა და ევასაც გადმოსვლისკენ უბიძგა. ხელი წელზე მოხვია ქალს და ახლოს მიიზიდა მასთან.
ევა შეცბა და სახეზეც ყველაფერი დაეტყო.
-ნუ ღელავ,მხოლოდ დღეს იქნები ასეთ პატივში. -დამცინავმა დაჩიმაც იჩინა თავი. რესტორანში შევიდნენ და საპატიო ადგილი დაიკავეს. ცოტაანში დაჩის მომავალი პარტნიორიც გამოჩნდა მეუღლესთან ერთად. ერთმანეთი გაიცნეს,საქმეზეც ისაუბრეს და ცოტ-ცოტა სხვადასხვა თემებსაც შეეხნენ. ევას შზულდა ყალბი დაჩი და საკუთარი ტავიც,რადგან ამ ადამიანების წინ უწევდა თავი ისე მოეჩვენებინა თითქოს და მათ ქორწინებაში ყველაფერი იდეალურად იყო. თითქოს და ორი ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყარებული ადამიანი ძლივს შეუღლდა დამზად იყვნენ ცხოვრების ბოლომდე ერთად ეცხოვრათ. მაგრმა ეს ხომ სრული აბსურდი იყო. გული შეეკუმშა ევას,ბოდიში მოიხადა და აივნისკენ მიაშურა. დაჩიც უკან დაედევნა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმის ამოუღებლად უყურებდნენ ცას.
-ასეთი რატომ ხარ? -სიჩუმე დაარღვია ევამ
-როგორი ვარ? -ღიმილიანი სახე მიაპყრო დაჩიმ ცოლს
- ყალბი და ცივი.
-მართლა გგონია რომ ყალბი ვარ?
-რაც მგონია ზუსტად ის ვთქვი ამ წამს,დაცი. -არ ცხრებოდა ევა.
დაჩი ისევ დუმდა. სიგარეტს ეწეოდა და დუმდა. უეცრად ი მოისროლა ღერი,ევა თავისკენ შემოატრიალა და მის ტუჩებს დაეწაფა. მომთხოვნად უკოცნიდა ბაგეებს და სიამოვნებას მაქსიმალურად იღებდა.
-მენატრებოდი ევა,ყოველ წამს მენატრები. შენდამი გრძნობა არ გამნელებია მთელი ამ დროის განმავლობაში,პირიქით უფროდაუფრო მემატებოდა და რომ მივხვდი,უშენოდ გაძლება აღარ მინდოდა და აღარც შემეძლო ჩემთან წამოგიყვანე. -ევას შავ თმას ნაზად ეხებოდა და ლაპარაკის დროს ყელში კოცნიდა.
-რა მოხდებოდა რომ არ დაგეტოვებინე?! -გაისმა ევას ცრემლნარევი ხმა და დაჩისას გული გაუჩერდა თითქოს.
-მასინ ვერ გავიგებდი,როგორ მიყვარდი. -კიდევ ერთხელ აკოცა ევას,რესტორანი დატოვეს,მანქანაში ჩასხდნენ და სწრაფად წავიდნენ.
-სად მივდივართ დაჩი? არჩილი ომ იქ დარჩა,საერთოდ რას აკეთებ?
- ისეთ ადგილას მივდივართ,რომ უკან წამოსვლა არ მოგინდება. -გაეცინა მამაკაცს და სიჩქარეს უმატა.
ნახევარ საათში მანქანა გააჩერა და მანქანიდან ევა ხელში აყვანილი გადმოიყვანა.
მთელი ქალაქის ხედი გადაიშალა მათ წინ. სწორედ ისე,როგორც უწინ,ერთმანეთის გვერდით იდგნენ ხლიხელჩაკიდებულები და უმზერდნენ ქალაქის ბრწყინვალებას.
ევამ ვეღარ შეიკავა ცრემლები და ატირდა. მამაკაცმაც წამებში მიიხუტა უმწეო სხეული და მხრები დაუკოცნა.
-ყველაზე მეტად მიყვარდი,დაჩი.
-ახლაც ყველაზე მეტად გიყვარვარ ევა. -უთხრა საყვარელ ქალს და კიდევ ერთელ დაეწაფა მის ტუჩებს.
,,მაგრამ ყველაზე დიდ ტკივილს მოგაყენებ იმ წლების და ტკივილის გამო,რაც გამომატარე დაჩი ბურდულო! '' ფიქრობდა ევა და უფრო მეტად სტკიოდა გული.



№1 სტუმარი სტუმარი Salome

Rodis dadeb? Dzalian igvianeb

 


№2  offline წევრი Celine

სტუმარი Salome
Rodis dadeb? Dzalian igvianeb

აბიტურიენტი ვარ და ვერ ვახერხებ მალ-მალე წერას და დადებას

 


№3 სტუმარი სტუმარი Salome

Miaxloebit awi rodis dadeb?

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთო

რა კარგად წერ. ევას ჩანაწერები ძალიან ემოციური იყო. ვხვდები, ხშირად ვერ შეძლებ წერას, მაგრამ შეეცადე მსუყე თავები დადო. მკითხველიც მოგემატება.
წარმატებები სწავლაში

 


№5  offline წევრი Celine

სტუმარი Salome
Miaxloebit awi rodis dadeb?

ხვალ ავტვირთავ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent