უშანსოდ მტოვებ?! (5)
უკვე ვეღარ ვიგებ რამდენი ხანია რაც გზაში ვარ, არცერთ სულიერს ან მანქანას არ ჩაუვლია,.. განა რა ჯანდაბა დამემართა ასეთი რომ ამ ტერიტორიაზე მოვხვდი. ყოჩაღ მარიამ! ბრავო! ფიქრითაც ვეღარ ვფიქრობდი, საერთოდ მებინდებოდა ყველაფერი, უდაბური გზა იყო, ვერ ვხვდები რატომ არ გავგიჟდი ასეთ ადგილში სიარულისას, უკუნითი სიბნელე და მხოლოდ წამიერი გაელვება ანათებდა... ალბათ ზომბივით მივლასლასებდი, ძალა მეცლებოდა და ერთადერთი რაც მახსოვს მანქანის ხმა იყო, შემდეგ თბილ სავარძელში ვიწექი, თვალებს ვერ ვახელდი, მაგრამ ვგრძნობდი რომ უსაფრთხოდ ვიყავი, შესაძლოა მოვკვდი და სამოთხეში მოვხვდი, ან უბრალოდ ისევ იმ ცივ ტყეში ვიდექი და შოკისგან იმდენად ვიყავი გათიშული რომ მოჩვენებები დამეწყო...... სხეული დაბუჟებული ჰქონდა, ვერ გრძნობდა ტერფებს, პირი უშრებოდა, წამლებით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავდა, თვალები რომ გაახილა მიხვდა საავადმყოფოში იწვა, საწოლის გვერდით დადგმული აპარატის წრიპინი ესმოდა, თითქოს არაფერი სტკიოდა მაგრამ მაინც დისკომფორტს განიცდიდა. ნელნელა დაახამხამა თვალები, ხელზე გადასხმის ნემსი ჰქონდა დამაგრებული, მეორე ხელი მისკენ წაიღო და გამოცლას აპირებდა -ეს პირდაპირი გაგებით უმადურობაა! მოესმა ალექსანდრეს ხმა -შენ მომიყვანე აქ? გაოცებულმა ჰკითხა -მადლობა საჭირო არ არის! ირონია ეტყობოდა ხმაში -პაციენტი როგორ გრძნობს თავს? ექიმი შემოვიდა და გაუღიმა მარიამს -როდის გამწერთ? მისი პირველი კითხვა იყო -ნუ ჩქარობ! საკმაოდ რთული მდგომარეობა გქონდა, ორი დღეა გძინავს, ყველანაირი ანალიზი ავიღეთ, სანამ ბოლომდე არ გვეცოდინება პასუხები მანამდე ვერსად წახვალთ. -თავს კარგად ვგრძნობ... ეცადა მარიამი დამაჯერებელი ყოფილიყო -შესაძლოა, თუმცა რეკომენდებულია კიდევ 24 საათი იყოთ კლინიკაში -რა გაეწყობა... ამოიოხრა დაღონებულმა -მაიც მეტი საქმე არ გაქ ამიტომ იყავი აქ! ნაკლებ სისულელეებს ჩაიდენ! ალექსანდრემ დაგესლა როცა ექიმი გავიდა -შეგიძლია წაბრძანდე! -დიდი სიამოვნებით მაგრამ სანამ ბარბარე არ მოვა მე მიწევს აქ ყურყუტი -ცოცხალი ვარ, გადავრჩი ასე რომ თავისუფალი ხარ! -რის გამო დაბოდიალებდი იმ ტყეში? გაბრაზებულმა ჰკითხა -შენი საქმე არ არის! -როგორ არა, იეჭვიანე! გინდოდა ეგაძის ადგილას ყოფნა (ჩაეღიმა კმაყოფილს) -მის ადგილას ყოფნა რომ მდომოდა ვიქნებოდი! თან მე ვარ შენი ცოლი და არა ის! (ნიშნისმოგებით უთხრა) -მაგრამ მე ის მიყვარს და არა შენ! -დიდი ვინმე გგონია შენი თავი? -არ ვიცი შენ მითხარი- ვარ დიდი ვინმე? მასთან ახლოს მივიდა -სიმართლე გითხრა ძალიან უმწეო მეჩვენები ამ წუთას რადგან ლაპარაკის და ბოღმის ნთხევის გარდა არაფერი გიკეთებია ნაყოფიერი! -ლოგინში რომ ჩამიგორდი მაშინ ვიყავი ნაყოფიერი? ეს უთხრა თუ არა იგრძნო კიდევაც ალექსანდრემ სილის გაწნა, მარიამი საწოლიდან წამოხტა, გადასხმა გამოიძრო, ტანსაცმელი მოძებნა კარადაში, წამში გადაიცვა ყველაფერი და უკანმოუხედავად გაეცალა იქაურობას. ალექსანდრე არ გაჰყოლია, არც ელოდა რომ გაჰყვებოდა, ერთადერთი რაც უნდოდა ტირილი იყო, იცოდა რომ წამოაძახებდა, იცოდა ადრე თუ გვიან ეტკინებოდა... *** რამდენიმე დღეში ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა, ბარბარე და მარიამი ისევ ერთად დადიოდნენ ხან უნივერსიტეტში, ხან საყიდლებზე, ხან წვეულებებზე, თუმცა იმ ადგილებს ერიდებოდნენ სადაც მეტრეველის შესაძლო ნახვის შანსი ექნებოდათ,(ეს რა თქმა უნდა მარიამი ერიდებოდა, ბარბარემ არაფერ იცოდა) ასე გავიდა დაახლოებით ერთი თვე, სანამ მერაბის ოჯახში დიდი ბიზნეს-შეხვედრა არ გაიმართა, რომელსაც ნიკოლოზ მეტრეველიც ესწრებოდა და რაღა თქმა უნდა ალექსანდრეც. -საღამომშვიდობის ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, ოჯახის წევრებო! ომახიანად დაიწყო მერაბმა თავისი სიტყვა-მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, თითოეული თქვენგანი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ, საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმისთვის რომ თავი დამემკვიდრებინა, შემექმნა იმპერია, შემეძინა თქვენნაირი ადამიანები მეგობრების სახით. ეს მხოლოდ ბიზნესი და ფული არ არის, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, რომელსაც გზადაგზა ვაფართოებდით და ვზრდიდით, დღეს ამ მაგიდასთან სწორედ ის ადამიანები ხართ რომელთა იმედი მაქვს, რომლებსაც ჩემად ვთვლი და რომლებმაც წლების მანძილზე მაზიდინეს ტვირთი. ჩემო ძვირფასებო მიხარიხართ და მეიმედებით, რადგან ვიცი რომ ყოველი თქვენგანი წრფელი გულით და სუფთა ნამუსით დგახართ ჩემს წინაშე. მართლაც იქ მყოფთაგან ვერცერთზე იტყოდით რომ მერაბის წარმატება შურდა ან არ უხაროდა, ფაქტია უფროსმა გოდერძიშვილმა კარად იცოდა ადამიანების ცნობა... -მემგონი რაღაცამ მაწყინა... ჰაერზე გასულმა მარიამმა გვერდით მდგომ ბარბარეს უთხრა -გინდა მინერალური მოგიტანო? -მალე გამივლის იყოს -მგონი შენ იმ ღამის მერე ხშირად ხდები ცუდად -ანალიზის პასუხები არც გამომიტანია მაშინ, დანანებით ჩაილაპარაკა მარიამმა -ხვალ გამოგყვები თორემ შენი რომ ვიცი ისევ რამე სხვა საქმეს გამოიჩენ -ჩემი პატარა მზრუნველი გოგო ხარ შენ! როგორც ბავშვობაში ისე დაჰკრა ცხვირზე თითი და გადაეხვია სტუმრები დაშლას არ ჩქარობდნენ, მარიამს კი იქ გაჩერება აღარ შეეძლო, ზედმეტად ცუდად გრძნობდა თავს, ჰაერიც არ ჰყოფნიდა, ამიტომ მერაბს დაემშვიდობა, სტუმრებს მოუბოდიშა და გასასვლელისკენ წავიდა, თუმცა გაახსენდა რომ მანქანის გასაღები ოთახში დარჩა, ამიტომ უკან მოუწია შებრუნება, დერეფანში კი ალექსანდრეს შეეჩეხა, რომელსაც ანთებული სიგარეტი ხელიდან გაუვარდა და პირდაპირ მარიამის მაჯაზე მოხვდა -ჯანდაბა! წამოიყვირა სიმწრით, მეტრეველმა ხელის ნახვა სცადა -შემეშვი! კბილებში გამოსცრა მარიამმა და მისი გვერდს გაკვრით გაიარა -შემახედე ერთ წამს! სააბაზანოში შეჰყვა გოგონას და ისევ იგივენაირად სცადა ხელის ნახვა. მარიამს როგორც კი მისი სუნამოს სუნი ეცა გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, ხელი გაითავისუფლა და უნიტაზში ჩაეყუდა -ყველაფერი შენ გემართება. მობეზრებულად გადაატრიალა თვალები მეტრეველმა მარიამს არაფრის თქმის თავი ჰქონდა, სახეზე წყალი შეისხა და წამიერად თვალები დაეხუჭა -ხელი გეწვის? -ნუთუ ჩემზე ზრუნავ? -მაინცდამაინც ჩემი მიზეზით რომ მოკვდე არ მინდა, ცალყბად ჩაეცინა მეტრეველს -კარგად ვარ! გაღიზიანებულმა გასცა პასუხი წინა კითხვაზე და თავის ოთასიკენ წავიდა, ალექსანდრეც უკან გაჰყვა -შემოსვლის ნება მოგეცი? წარბაწევით ჰკითხა მარიამმა -ჩემი ცოლის ოთახში შესასვლელად ნებართვა მჭირდება? არ დააკლო ცინიკა -ცოლის? კარში მდგარი გაოცებული მერაბის ხმა მოესმათ. მარიამს ერჩივნა იქვე მიწა გასკდომოდა და ეს არ მომხდარიყო, მაშინვე საკუთარი თავი დასწყევლა იმ ღამის გამო, შერცხვა მამის, შერცხვა თავისი საქციელის... -ბატონო მერაბ საქმე რაშია ახლავე გეტყვით, საკმაოდ სერიოზული ტონით დაიწყო სანდრომ საუბარი და ეშმაკური მზერით შეხედა მარიამს, აი მაშინ კი იგრძნო გოდერძიშვილმა როგორ გამოეცალა მუხლებში ძალა და გონება დაკარგა.... *** თავის ოთახში იწვა, კარგა ხნის წინ მოვიდა გონს მაგრამ თვალს არ ახელდა, ეშინოდა რეალობაში დაბრუნების შემდეგ რაც ელოდა იმის, მითუმეტეს იცოდა, ალექსანდრე დაწვრილებით მოუყვებოდა მერაბს ყველაფერს, ასეა თუ ისე მაინც ვეღარაფერს გააწყობდა, დროს უკან ვერ დააბრუნებდა, ამიტომ გაბედა და გაახილა თვალები -მარიამ, პატარავ... ბარბარე მის გვერდით იწვა და ელოდა დის გამოფხიზლებას -შვილო როგორ ხარ? მისი საწოლის გვერდით სავარძელში მჯდომი უფროსი გოდერძიშვილი წამოდგა -ჩემო ცხოვრება გამოფხიზლდი?! „შეშფოთებული და გახარებული“ მეტრეველი საწოლის წინ ჩაიმუხლა და მარიამის ხელები თავის ხელებში მოიქცია დაბნეული გოგონა აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, სრულიად შოკირებული იყო, ვერცერთის ქმედებას ვერ ხსნიდა, განსაკუთრებით კი სანდროს საქციელს -მარიამ! ისევ მამამისმა დაიწყო-ალექსანდრემ ყველაფერი გვითხრა -მამა მისმ -ვიცი რომ შეგიყვარდათ ერთმანეთი და ჩვენთვის სიურპრიზის გაკეთება გინდოდათ და ამიტომ მალავდით, ცოტა ნწყენი ვარ რომ არ მითხარი მაგრამ ალექსანდრეზე კარგ არჩევანს ვე გააკეთებდი ნამდვილად -თან ჩვენც გაგვახარეთ ძალიან! ახლახან შეამჩნია ოთახში სესილი და ნიკოლოზიც რომ იყვნენ -რა? ეგონა ყველაფერი ეჩვენებოდა და აღარ იცოდა რა ექნა, საწოლიდან ადგა, ოთახის შუაგულში დადგა-რა სისულელეები უთხარი? გამწარებული სანდროს ეცა -არ იდარდო ჩემო სიცოცხლე, ყველაფერი კარგადაა, ხომ გეუბნებოდი გაუხარდებათ მეთქი! სანდროს ტონი ძალიან დამაჯერებელი იყო, უფრო მეტის ეფექტისთვის კი მარიამი გულში ჩაიკრა მთელი დარჩენილი საღამო თავზე დასტრიალებდენ მარიამს, მეტრეველებისთვის დიდი პატივი იყო გოდერძიშვილებთან დანათესავება და მითუმეტეს მარიამის რძლობა ზუსტად ასე თბილისში ხმა გავარდა მეტრეველი და გოდერძიშვილი საფრანგეთში გაპარულან და იქ მოწაერეს ხელი-ო... ერთმანეთი შეჰყვარებიათ და ოჯახს უმალავდნენო... ახლა მათი იმპერიებიც გაერთიანდება... მეტრეველმა ქალების დევნას თავი დაანება და ოჯახური ცხოვრება დაიწყოო... ერთად არ ცხოვრობენ, სანამ დიდი ქორწილი არ იქნება გოდერძიშვილს უარი უთქვამსო... მთელი ერთი კვირის მანძილზე მარიამი თავს არიდებდა სანდროს ნახვას, თუმცა არც ეს უკანასკნელი იწუხებდა თავს. -მორჩა! ექიმთან მივდივართ! გაბრაზბულმა ბარბარემ ერთ დილას სააბაზანოდან გამოსულ ფერმკრთალ მარიამს უთხრა -მართლა ასე ცუდად გამოვიყურები? -საშინლად! ტანსაცმელი მიაყარა დას და მანქანის გასაღები აიღო საავადმყოფოში ექიმის კაბინეტში მჯდომი ელოდებოდა ანალიზის პასუხებს, დამეთანხმებით და მიხვდებით ალბათ რომ მარიამი ორსულად იყო, თავადაც ხვდებოდა, ციკლი გადაუცდა, თავბრუსხვევები, გონების დაკარგვა, ტოქსიკოზის ნიშნები და ქალია ბოლობოლო და ხვდებოდა, მაგრამ როცა ეს ანალიზის პასუხმა და ექიმის სიტყვებმა „ნაყოფი ორი თვისაა“ დაუდასტურა რეალობას გამოეთიშა -რაო მარიამ? გარეთ მდგომი ბარბარე მომლოდინე თვალებით მიაჩერდა -ჰემოგლობინი მაქვს ძალიან დაბალი, უსირცხვილოდ მოატყუა და -მეტი არაფერი? -კუჭის პრობლემები (თვალები აატრიალა) -მადლობა ღმერთს სერიოზული არაფერია (გადაეხვია დამშვიდებული) სახლში არ გაჰყოლია ბარბარეს -პატარა საქმე მაქვს და ჩემით მოვალ სახლში (გადაკოცნა და დაემშვიდობა) სანდროს ნომერი აკრიფა -ჩემს ცოლს გავახსენდი? მოისმა სანდროს დამცინავი ხმა -ერთ საათში წყნეთში გელოდები! მომთხოვნი და სერიოზული ტონი ჰქონდა მარიამს და ყურმილი გათიშა. სულელურად დამალვას არ აპირებდა, გააგებინებდა ალექსანდრეს ბავშვზე და ერთად მოიფიქრებდნენ გამოსავალს რომელშიც აბორტი რათქმაუნდა არ იგულისხმებოდა, გულის სიღრმეში იცოდა რომ მეტრეველი აბორტს მოსთხოვდა, თუმცა იმედს იტოვებდა რომ გადააფიქრებინებდა, არც იმის ილუზია ჰქონდა რომ ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვერბდნენ, მაქსიმუმ ორ თვეში გაშორდებოდნენ, ესეც მშობლების გამო და იტყოდნე რომ ერთმმანეთს ვრ შეეწყვნენ, პრესას მსუბუქად მიაწვდიდნენ ამ ამბავს და მითქმა-მოთქმაც არ იქნებოდა. ერთ საათში მარიამი თავის ბინაში იყო წყნეთში და ალექსანდრეს ელოდებოდა, ცოტას ნერვიულობდა, დაძაბულიც იყო და ამის მოსახსნელად ერთი ჭიქა ვისკის დალევა გადაწყვიტა, სასმელი გადმოიღო, ჭიქაში ჩამოასხა და როგორც კი ტუჩებთან მიიტანა მაშინვე უკან დააბრუნა -რას აკეთებ მარიამ! თავის თავს გაუბრაზდა, ბავშვისთვის ალკოჰოლი ცუდად იმოქმედებს! კარზე ზარიც გაისმა, ღრმად ჩაოსუნთქა და გასაღებად წავიდა -შემოდი. სანდრო მისკენ დაიხარა და გადაკოცნა, მარიამმა კი თავი უკან გაწია -რა გჭირს? წარბაწევით ჰკიტხა მამაკაცმა -სერიოზული საქმე მაქვს ამიტომ შემოდი, დაჯექი და მომისმინე! -მე კი მეგონა ჩემთან სე*სი მოგენატრა და ამისთვის დამიბარე... სანდრომ მარიამის დადბული ვისკის ჭიქა აიღო და სულმოუთქმელად დაცალა -ორსულად ვარ! უემოციო სახით უთხრა და დაელოდა სანდროს რეაქციას -და? სასხვათაშორისოდ, ისე რომ წარბიც არ შეუხრია ჰკითხა -რა და? გულწრფელად გაიოცა -მე კი შენი ქმარი ვარ, მაგრამ სხვის ბავშვს მაინც ვერ გაგაზრდევინებ, სავარზელში ჩაჯდა და უდარდელად აიჩეჩა მხრები -ორსულად შენგან ვარ! -არ მჯერა, ამდნი ხანი გავიდა რაც ერთად ვიწექით დაახლა მეუბნები რომ ორსულად ხარ. -ახლა გავიგე -როგორ? ყველა ქალი გრძნობს ორსულად რომ არის და შენ სამი თვის მერე მიხვდი მაგას? -ალექსანდრე ხვდები ახლა რომ შეუაცხყოფას მაყენებ? მაქსიმალურად ცდილობდა ემოციები ეკონტროლებინა -რომელ შეურაცხყოფაზე მელაპარაკები? შენ არ ჩამიხტი საწოლში? თან ეს სცენები დადგი ვითომ შენც ქალიშვილი არ მყავდე, წამოხტა მოთმინებიდან გამოსული მამაკაცი -შენ რისთვის დადგი ის სცენები? ვითომ ჩვენი სასიყვარულო ისტორია რის გამო მოიგონე? უყვირა მარიამმა -ჩვენი მშშობლების გამო! რა გგონია მინდა ვინმემ გაიგოს რომ გაუწონასწორებელ და თავში ავარდნილ გოგოზე მთვრალი დავქორწინდი ისე რომ არც მიყვარს და არც რაიმეს ვგრძნობ?! -ამის გამო მოიტყუე? იმის გამო რომ შენზე არ ეთქვათ ცუდი და რეპუტაცია არ შეგლახვოდა? ცრემლები ვეღარ შეიკავა გოდერძიშვილმა -დიახ! ზუსტად მაგიტო! შენც ხომ სარგებელი ნახე? არავის უთქვამს საყვედური იმის გამო რომ კახ*ვით აძლევ ყველას! ამის თქმაზე მარიამი იმდენად გამწარდა რომ ვეღარ მოითმინა და სახეში ძალიან ძლიერად გაარტყა, რაზეც მეტრეველი მხრებში ჩააფრინდა და კედელზე მსუბუქად ააკრა -ფეხებზე მკი*ია ხარ ორსულად თუ არა! ან ბავშვი ვისია! აბორტი გაიკეთე! რაც გინდა ის ქენი ოღონდ დაახვიე აქედან და თვალით არ დამენახო! მძვინვარე მხეცს ჰგავდა იმ წამს და მარიამი შიშმა შეიპყრო, ალექსანდრემ უხეშად გაუშვა ხელი და იქაურობას გაეცალა. რამდენიმე კვირაში პრესამ ახალი სათაურები გამოუშვა -მეტრეველის და გოდერძიშვილის ცხოვრება ეგაძის გამო დასრულდა... -მარიამ გოდერძიშვილმა მეტრეველს ეგაძესთან წაასწრო... -მეტრეველმა ოჯახურ ცხოვრებას ვერ გაუძლო... -გოდერძიშვილების და მეტრეველების ნათესაობა დასრულდა... -აპატიებს მარიამ გოდერძიშვილი ალექსანდრე მეტრეველს ღალატს?... მსგავს სათაურებს საფრაგეთისკენ მიმავალ თვითმფრინავში მჯდომი მარიამი სიმწრით კითხულობდა, იმედი ჰქონდა საქართველოში არასდროს დაბრუნდებოდა, მის ცხოვრებაში ახალი პერსონაჟი ჩნდებოდა და მთლიანად მას უძღვნიდა თავს, არანაირი წარსული, არანაირი მეტრეველი... მოკლედ, გილოცავთ 2020 წელს, არ ვიცი რამდენს რამდენად გახსოვთ ეს ისტორია, რადგან თითქმის წელიწადნახევარია არ დამიდია ახალი თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ <2 პ.ს. ჩემი მარიამის დამსახურებაა ეს რომ დავწერე, ვიცი პატარაა მაგრა რა ვქნა :) გყვარობ მე შენ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.