შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაფიოზობანა (დასასრული)


12-01-2020, 19:08
ავტორი Spongebob
ნანახია 3 608

მალე ერთი თვე გახდება,რაც ყველას დღე და ღამე არეული აქვს. ნიკოლოზი თეთრ კედლებში,საწოლზეა მიჯაჭვული და საერთოდ არ ეტყობა,რომ თვალის გახელას აპირებს. ტყვიამ ფილტვი დააზიანა,ამიტომ ახლა მართვით სუნთქვაზეა,გადარჩება თუ არა არავინ იცის.
-რომა,მითხარი რა გავაკეთო? მე რით ვუშველო? ახლა მის ადგილას მე უნდა ვიყო ან არ ვიცი,შეიძლება ახლა ცოცხალი საერთოდ არ უნდა ვიყო. ის ტყვია მე მეკუთვნოდა...-ვინ იცის,უკვე მერამდენედ ტიროდა რომას მხარს მიყრდნობილი.
-დამშვიდდი,კარგად იქნება,აი ნახავ.-უკვე დაზეპირებულ ტექსტს იმეორებდა რომა,რომელსაც თავისსავე სიტყვებში საფუძვლიანი ეჭვი ეპარებოდა. ნიკოლოზს არანაირი სასიცოცხლო ნიშანი არ გააჩნდა. არ იცოდა რა უნდა ექნა,როგორ დახმარებოდა მეგობრის ცოლს,რომელიც მომხდარში თავს იდანაშაულებდა. არ იცოდა,როგორ ეშველა საკუთარი თავისთვის,რომ ეს მომაკვდინებელი ტკივილი სხეულიდან გამოეწურა. გული უკვდებოდა როცა ხედავდა,შეუპოვარი ნიკოლოზი როგორ დანებებოდა სიკვდილს. ყოველ დღე უფრო მეტ უფლებას აძლევდა მას,რომ თავისი მარწუხები მოეხვია. სახეზეც შეცვლილიყო,ერთიანად გამხდარი და ჩამომხმარი იყო,ერთ დროს საშინლად მიმზიდველი სხეულის მქონე კაცი.
-არაფერი იქნება კარგად! ექიმმა თქვა,ეცადეთ ხშირად ელაპარაკოთო,მე კი ერთი სიტყვის თქმაც არ შემიძლია. ვერაფერს ვეუბნები,ენა არ მიბრუნდება.
-მას იმის გამო არ გადაურჩენიხარ,რომ დანაშაულის გრძნობას მოეკალი!-ხმა გაუმკაცრდა რომას.-მასზე უარეს მდგომარეობაში შენ ხარ,მასზე უფრო მეტად გამხდარი...წესიერად არაფერს ჭამ,მაგრამ ასე არ შეიძლება! კარგი,შენი თავი თუ არ გაღელვებს ბავშვზე მაინც იფიქრე! ის მარტო შენი არ არის,ის ნიკოლოზის შვილიცაა და რომ გაიღვიძებს,საშინლად გაბრაზდება,როცა გაიგებს,რომ მის შვილს სათანადოდ არ უფრთხილდებოდი. სოფია,შენ დედა ხარ!
-არ მინდა...არ მინდა ჩემი შვილი უმამოდ გაიზარდოს.
-ის უმამოდ არ გაიზრდება,ნიკოლოზი თვალს გაახელს და ნახავ,დედას უტირებს იმას,ვინც ეს ჩაიდინა...აუცილებლად.
-ოღონდ გაიღვიძოს...-ისევ გადმოსცვივდა ცრემლები.
კიდევ ერთი კვირა უმიზეზოდ,უმისამართოდ დახეტიალებდნენ რომა და სოფია საავადმყოფოში. მერე,როგორც იქნა ექიმი იმედიანი ღიმილით გამოვიდა ნიკოლოზის ოთახიდან და მომლოდინეებს და ნიკოლოზის გაღვიძების ამბავი ახარა.
ალბათ არ მეყოფა სიტყვები,რომ აღვწერო სოფიას და რომას ემოცია. თოთქოს,თავიდან დაიბადნენ,ამდენ ხანს ნაკავები ცრემლები ერთიანად გადმოყარა რომამ და აქვითინებულ სოფიას მაგრად მოჰხვია ხელები.
-ხომ გეუბნებოდი.-ამოიჩურჩულა ბიჭმა.
მერე დაიწყო ნიკოლოზისთვის ყველაზე საშინელი პროცესი.ყველაზე მეტად საავადმყოფოსთან და ექიმებთან სიარული არ უყვარდა და მთელ დღეებს მათი მეთვალყურეობის ქვეშ ატარებდა. როცა ცოტათი მომჯობინდა კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა ფილტვზე,მერე ჟანგბადის ბალონსაც მოშორდა. ნელ-ნელა გადადგმული ნაბიჯების რაოდენობასაც უმატა და ბოლოს,გაეწერა. მთელი ამ დროის განმავლობაში სოფია გვერდიდან არ სცილდებოდა,არც ერთი წამით ტოვებდა მარტო.
-ნიკოლოზ,რაღაც უნდა გითხრა!-ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა დაბნეულმა.
-რა ხდება?-ჩანგალი თავის ადგილზე დააბრუნა და აღელვებულ ცოლს ინტერესით მიაშტერდა.
-არ ვიცი...არ მინდოდა ასე თქმა,მაგრამ ვეღარ ვუძლებ.
-რა იყო,ხომ არ ვკვდები?-გაეცინა ბიჭს და ცოლის დასამშვიდებლად ხელზე ნაზად დაადო საკუთარი ხელი.
-არა,რა სისულელეა! უბრალოდ მე...ნიკოლოზ,შვილები გვეყოლება...ორი!
-შვილები გვეყოლება,მაგრამ მე ორზე გაჩერებას არ ვაპირებ.-ეშმაკურად შეათამაშა წარბები.
-არა,მაგას არ ვგულისხმობ...ანუ,ახლა გვეყოლება შვილები.
-ბავშვის აყვანა გინდა?-დაეჭვებით გახედა ცოლს.
-ვაიმე ნიკოლოზ,ორსულად ვარ!-ღრმად ამოისუნთქა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.ნიკოლოზი კი გაშტერებული აცეცებდა თვალებს,ცდილობდა სოფიას სიტყვები გადაეხარშა. მერე ფეხზე წამოხტა,ცოლს მაგრად მოჰხვია ხელები და მის კისერში გაინაბა.
-მიყვარხარ!
-ჩვენც გვიყვარხარ!-ბედნიერმა ამოილუღლუღა და საფირმო ცრემლებიც არ დაჰვიწყებია.

****
ოთახში მარტო იჯდა და ტელეფონს დასჩერებოდა.უამრავჯერ აკრიფა და წაშალა მამის ნომერი,ბოლოს მაინც დაურეკა.
-სოფია?!-გავკრვებული ხმა ჰქონდა კაცს.-ყველაფერი კარგად გაქვს?
-კი მამა,დაწყნარდი,ყველაფერი შესანიშნავადაა!
-აბა რა ხდება?
-ამას ტელეფონით არ უნდა გეუბნებოდე,მაგრამ უნდა გითხრა...
-მალე თქვი,უკვე მაშინებ!
-მამა,მე ორსულად ვარ!-ღიმილით ჩასძახა ტელეფონში და მამის რეაქციას ელოდებოდა.-ტყუპები მეყოლება...მამა,არ გაგიხარდა?-ღიმილი ჩამოერეცხა.
-მეხუმრები? მითხარი,რომ ხუმრობ!-გაღიზიანებული ხმა ჰქონდა კაცს.
-არ გეხუმრები მამა! მე მალე დედა გავხდები,ნიკოლოზის შვილების დედა!-ერთიანად მოაწვა ბრაზი.
-ჩემი სახელი აღარ ახსენო,შენ ჩემი შვილი აღარ ხარ! იმისთვის არ გამიზრდიხარ,რომ მაგ ნაბი*ვართან გეკოტრიალა! უსინდისო და უნამუსო ხარ! მრცხვენია,რომ ჩემი შვილი ხარ!-სოიტყვის თქმაც არ აცადა ისე გაუთიშა ტელეფონი შვილს.
-ღმერთმა დაგწყევლოს! მეზიზღები!-ატირებულმა ტელეფონი კედელს გაუქანა,ისიც წამში ნამსხვრევებად იქცა.-მეზიზღები!

********
მიუხედავად იმისა,რომ მამამისისგან მოსმენილი ხშირად ახსენდებოდა და გულზე უსიამოვნოდ გაჰკრავდა ხოლმე რაღაც,მაინც არ აძლევდა ამას და სხვა უსიამოვნო ფაქტორებს იმ ბედნიერებისთვის ხელი შეშლის უფლებას,რომელსაც ნიკოლოზის გვერდით გრძნობდა. იმის გააზრება,რომ მალე საკუთარ შვილებს ჩაიხუტებდა გულში მის სხეულზე ერთიანად დაყრილ ბუსუსებს იწვევდა. თითქოს ყველა ამაღელვებელ გრძნობას მასში მოეყარა თავი და გაზაფხული მოჰყავდათ მის სულში. ამდენი სირთულის შემდეგ,იმის გააზრება,რომ შეძლებდნენ,ერთი სრულფასოვანი ოჯახი გამხდარიყვნენ უსაზღვრო სიხარულს ანიჭებდა. მაგრამ.... მაგრამ ცხოვრება არ არის იმდენად მშვენიერი,რომ ბედნიერება სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაგიხანგრძლივოს. ღმერთმა დასწყევლოს ეს „მაგრამ“.....

******
-სად ხარ? უჩემოდ რატომ წახვედი?-გაისმა ნიკოლოზის უკმაყოფილო ხმა.
-უკვე მოვდივარ,სულ რამდენიმე რაღაც ვიყიდე,არ არის მძიმე.
-იცოდე,არ მომატყუო,შემიძლია ჩამოვიდე.
-არა,მართლა,მარტო ორი პარკი მიჭირავს,ისიც ძალიან მსუბუქი.-გაეცინა.-კარგი გზაზე გადმოვდივარ,უნდა გაგითიშო.
-მიდი,ჭკვიანად...
ღიმილით მოიშორა ტელეფონი ყურიდან და ზებრაზე გადავიდა. საიდანღაც უდიდესი სისწრაფით გამოვარდა მანქანა და შეშინებულმა,ისიც კი ვერ მოიფიქრა,რომ გზიდან გადასულიყო.
არ გადავიდა...
მერე იყო ახალგაზრდა ქალის უსიცოცხლო სხეული და მის ირგვლივ შემოკრებილი შეშინებული და გაოცებული საზოგადოება. ვიღაცა სასწრაფო დახმარებას იძახებდა,ვიღაცა ცდილობდა მისი ვინაობა გაერკვია,ვიღაც კი სახლში ნერვებს აყოლილი ცდილობდა მშვიდად დალოდებოდა ცოლ-შვილს,მაგრამ ისინი იგვიანებდნენ.




**************************
3 თვის შემდეგ....

-სიკვდილის წინ,ერთი სიტყვის თქმის საშუალებასაც არ მომცემ?-იარაღისთვის გაეშტერებინა მზერა და ხვდებოდა,რომ მისი წუთები დათვლილი იყო.
-რა გინდა ?-ამოიღრინა ნიკოლოზმა.
-ტყუილია!
-რა?
-მთელი შენი ცხოვრება ტყუილია. გინდა დაიჯერე,გინდა ნუ დაიჯერებ,მაგრამ ყველაფერი,რაც შენ იცოდი ტყუილია! იმ ადამიანს,რომელსაც მთელი შენი ცხოვრება შესწირე შენი არსებობა ფეხებზე ჰკიდია! მარიამი,რომა-ეს ორი ადამიანი ყველაზე დიდი ტყუილია შენს ცხოვრებაში! მარიამისთვის თითი არ დამიკარებია,არასდროს შევხებივარ! იმ დღეს,რომელსაც მისი სიკვდილის დღედ მოიხსენიებ,მარიამს თავი არ მოუკლავს. არ ვიცი მაშინ რა მოხდა,მაგრამ იმ ღამით შეხვედრა მთხოვა,ერთ-ერთი სკოლის სახურავზე. მითხრა ან ჩემთან იქნები ან თავს მოვიკლავო. იარაღი ჰქონდა ხელში და სახურავის კიდეზე იდგა. მაშინ,როცა იარაღის გამოგლეჯვას ვცდილობდი მარიამს გაუვარდა და ფეხში დაიჭრა. საავადმყოფოში წასვლა არ მოინდომა და ქალაქგარეთ,ერთ სახლში წავიყვანე,ექიმიც დავიბარე. რომ მოღონიერდა მითხრა,რომ უნდა გამეშვა და მისი ცხოვრების დანგრევისთვის ფული მომთხოვა. თუ მის ნებას არ დავემორჩილებოდი,ყველაფერს სოფიას მოუყვებოდა. საფრანგეთში გაემგზავრა,ყოველ თვე მის ანგარიშზე თანხას ვრიცხავ,ის კი დარიცხვისთანავე ხსნის,ანუ ჯერ კიდევ ცოცხალია. რაც შეეხება რომას,მან ეს ყველაფერი იცოდა. სულელი ბიჭი,მასზე ყურებამდე იყო შეყვარებული და ქალის გამო გაგწირა! მარიამმა უთხრა,რომ შენთვის ის ტყუილი დაეჯერებინა და როცა მომკლავდი მერე ისიც მასთან წასულიყო. ეგ შენი მეგობარი,რომელიც ერთადერთია ვისაც ენდობოდი,ვისაც შენი საქმეების შესახებ უყვებოდი,ვისაც პირველად გაანდე,რომ ჩემი ქალიშვილი გიყვარდა, ერთ-ერთი მათგანია,რომელთაც ცხოვრება წაგართვეს. როგორც მახსოვს,გამომძიებლობა გინდოდა,მათ გამო კი ყველაფერზე უარი თქვი და ჭაობში საკუთარი ნებით გადაეშვი.მიუხედავად ამ ყველაფრისა,მიუხედავად იმისა,რომ ყოველდღე უყურებდა,როგორ ინადგურებდი ცხოვრებას,შენმა „ძმამ“ არც ერთხელ გაგიმხილა სიმართლე. ახლა კი დაფიქრდი,მაგ იარაღს ვის უნდა უმიზნებდე,მე თუ იმათ,ვინც შენი ცხოვრება მტვრად აქციეს?
-მე მგონი,ერთზე გაცილებით მეტი სიტყვა თქვი. გგონია მაგ ზღაპარს დავიჯერებ? ბავშვი გგონივარ შე ნაბი*ვარო?- დაიღრიალა ნიკოლოზმა და სასხლეტს თითი სამჯერ გამოჰკრა. გიორგის უსიცოცხლო სხეული მიწაზე დაეცა და სისხლის გუბეში ცურვა დაიწყო.
გაყინული სახით ჩაჯდა მანქანაში და პირდაპირ რომას სახლში მივიდა. კარები მოურიდებლად შეხსნა და როგორც ყოველთვის ბედნიერად მომღიმარ რომას წინ აესვეტა.
-რა ხდება,მშვიდობაა?-ნიკოლოზის სახის დანახვაზე,მაშინვე დასერიოზულდა.
-გიორგი მოვკალი.-პირდაპირ მიახალა და თვალებში ჩააშტერდა. დაინახა ის უცნაური სხივი,რომელიც არ უნდოდა,რომ დაენახა.-სიკვდილის წინ,იცი რა მითხრა?
-რა გითხრა?-პირი გაუშრა და ძლივს ამოიჩურჩულა.
-მარიამი ცოცხალიაო,რომამ ეს ყველაფერი იცოდა და არ გეუბნებოდაო,გასულელებდაო,უყურებდა როგორ კვდებოდი ყოველდღე და არაფერს ამბობდაო-ნელ-ნელა ხმას უწევდა ნიკოლოზი და ბოლოს ღრიალზე გადავიდა,მერე მოულოდნელად დამშვიდდა და ხმით ჩაიცინა-რა თქმა უნდა არ დავუჯერე.-ისევ თვალებში ჩააშტერდა ბიჭს.კიდევ ერთხელ ამიოკითხა მის თვალებში რაღაც უცნაური და გული სიბრაზით,ბოღმით,სიძულვილით,იმედგაცრუებით და ტკივილით აევსო.-სწორად მოვიქეცი,არა? სიმართლე მითხარი,სწორად მოვიქეცი,რომ მოვკალი,არა? მან მარიამს ცხოვრება დაუმახინჯა და ახლა ჩემი მოტყუება და გასულელება სცადა,არა?
-არა.-ძლივს ამოიხავლა რომამ და თავი ჩახარა. ნიკოლოზს სიმწრით ჩაეცინა. როგორ უნდოდა მის წინ მდგომი საკუთარი ხელით დაეხრჩო,მაგრამ ვერაფერს აკეთებდა.-რაც არ უნდა ქნა,როგორც არ უნდა მოიქცე,მართალი იქნები...
-ჩშშ!-ტუჩებზე თითი მიიდო და ჩაწითლებული თვალებით მიაშტერდა-ახლა მე მომისმინე! ერთ დღეს გაძლევ აქედან ასაორთქლებლად! თუ კი როდესმე,შემთხვევით სადმე გადაგეყრები,შენც კარგად იცი,რომ არ დაგინდობ! ხომ იცი,რომ კაცის მოკვლა თვალის ერთ დახამხამებაში შემიძლია?შენ არ გინდოდა,რომ ასეთი ვყოფილიყავი?-ირონიით გაეჟღინთა ხმა-რით დავიმსახურე შენგან ასეთი საქციელი? რა დაგიშავე ისეთი,რომ მთელი ცხოვრება მომპარე? რატომ მაიძულე მკვლელი გავმხდარიყავი? რატომ მაიძულე სოფია შემყვარებოდა? რატომ მაიძულე,რომ შვილები დამეკარგა? რატომ მაიძულე ჩემი ოცნებებისკენ მიმავალი გზის საპირისპიროდ წავსულიყავი? რატომ გამყინე?რატომ ჩაკალი ჩემში ყველა გრძნობა,გარდა ზიზღისა? რატომ მაქციე ასეთ ამაზრზენ ადამიანად? რატომ მკლავდი ყოველდღე? რატომ მიზღუდავდი ჟანგბადს,როცა ასე ძალიან მჭირდებოდა? მე შენ გენდე რომა! მე შენ ჩემი ძმა გიწოდე! ერთადერთი იყავი,ვისაც თვალდახუჭული ვენდობოდი! შენს გამო ტყვიას შუბლში დაუფიქრებლად დავიხლიდი! იცოდი,იცოდი,რომ ყველაზე მეტად შენი მეშინოდა და ეს გამოიყენე! იცოდი,რომ შენგან ღალატს ვერ გავუძლებდი,იცოდი,რომ შენგან მოყენებული ჭრილობა იმდენად ღრმა იქნებოდა,რომ სისხლისგან ერთ წამში დამცლიდა და სულსაც იმ წამსვე ამომაგლეჯდა და შენ ეს გააკეთე! ფეხებზე დაიკი*ე ყველაფერი და ზურგში დანა ჩამცხე! თან ერთხელ კი არა,ყოველ დღე,ყოველ წამს როცა თვალებში მიყურებდი და არაფერს ამბობდი,სასიკვდილოდ მწირავდი! შენ მე გამყიდე,რომა!
თაროზე შემოდებული,ჩარჩოში ჩასმული მათი ფოტო კედელს მიანარცხა და სახლიდან გავარდა. მანქანაში ჩაჯდა და საჭეზე იყარა ჯავრი. ახლა სოფია ერთადერთი იყო,რომელსაც მისი ონდავ დამშვიდება მაინც შეეძლო. მანქანა დაქოქა და პირდაპირ სახლისკენ წავიდა. სახლში მისულმა იგრძნო,რომ რაღაც ისე ვერ იყო. ვეღარ იგრძნო ის სითბო,რომელსაც აქამდე გრძნობდა. ალბათ იმიტომ,რომ გული საბოლოოდ გაუყინა დღევანდელმა დღემ.
-სოფია!-პიჯაკი საკიდზე დაკიდა და მისაღები ოთახისკენ წავიდა,სადაც მაგიდაზე ჩამომჯდარი,თვალცრემლიანი სოფია დახვდა. შეშინებული მაშინვე მასთან მივიდა,მაგრამ სოფიამ არ მიიკარა.
-რამე მოხდა?-ცოლი დაკვირვებით შეათვალიერა.
-რამე მოხდა?-ირონიულად ჩაიცინა გოგომ.-მე მეკითხები,მოხდა თუ არა რამე ნიკოლოზ? მამაჩემი მოკალი და მეკითხები მოხდა თუ არა რამე? შენ მე საქონელივით მიყიდე და მეკითხები მოხდა თუ არა რამე? დამაჯერე,რომ გიყვარდი და ახლა მეკითხები,მოხდა თუ არა რამე? შურისძიებისთვის გამომიყენე,ჩემი გრძნობებით სასტიკად ითამაშე,ოცნებები დამიმსხვრიე,იმედები ჩამიკალი,მარტო დამტოვე,მომკალი და ახლა მეკითხები მოხდა თუ არა რამე? გილოცავ,შენ გაიმარჯვე! ეს ომი მე წავაგე,მე შემიყვარდი და ბოლოს მე დავრჩი გულნატკენი. ნეტავ არ დამვიწყებოდა შენი სიტყვები,ნეტავ არ დამეტანებინა საკუთარი თავისთვის ძალა და არ გამექრო შენი სიტყვები გონებიდან! -ყვიროდა გოგო და გულზე მუშტებს უშენდა.-განქორწინების საბუთებზე ხელი მოაწერე!-წინ აუფრიალა საქაღალდეში მოთავსებული ფურცლები და გაყინული თვალებით მიაშტერდა განადგურებულ ქმარს.-დროზე!
-სოფია,არ გინდა...
-ჩემს სახელს ნუ ახსენებ! მინდა,თანაც როგორ ძალიან მინდა! მოაწერე ხელი და გამიშვი. ცხოვრებაში ერთხელ მაინც გააკეთე რამე სწორი!
ორი წუთით ცოლის ზიზღით სავსე თვალებს უყურა,მერე კალამი აიღო და საბუთზე ხელი მოაწერა.
-მშვიდობით.-ბეჭედი მაგიდაზე დაუგდო და სახლიდან გაუჩინარდა.

°°°°
სოფიას წასვლის შემდეგ ერთ ადგილას მიჰყონვოდა მზერა,არც ერთხელ განრძრეულა. მერე როგორც ადამიანებს სჩვევიათ, სასმლის უკანასკნელი წვეთი გამოისრუტა ბოთლიდან და ბოთლი კედელს მიაფშვნა. ფეხზე ძლივს წამოდგა,ბარბაცით ავიდა მეორე სართულზე და ერთ-ერთ ოთახში შევიდა. კედლებზე ჯერ კიდევ დარჩენილიყო სოფიას სურნელი,ღრმად ჩაისუნთქა და ფილტვებში სამუდამოდ გამოკეტა მისი არომატი. მოლბერტის წინ დაჯდა,საღებავები და ფუნჯი მოიმარჯვა,თან სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა. ყველაზე მუქი ფერების პალიტრა აარჩია და ხატვა დაიწყო.
-როგორ შეგიძლია ჩემი სიყვარულის არ გჯეროდეს,როცა ასეთი მთვრალიც კი შენს თვალებს, ასე რეალურად ვხატავ?!-ამოიგმინა ბიჭმა და მომღიმარი სოფიას სახე კიდევ ერთხელ შეისწავლა.

°°°°°°°°
-როგორ მომნატრებიხარ,ღმერთო!-უკვე მეასედ იხუტებდა მეგობრის მონატრებულ სხეულს და თვალები ცრემლით ევსებოდა.
-კარგი ელენე რა! ტირილს და ცრემლებს, რომ გავქცეოდი მაგიტომ მოვედი შენთან.-სიცილით მოიშორა მეგობარი და ოთახში შეაჭრა.
-რა მოხდა არ მომიყვები?
-მოგიყვები,მაგრამ დღეს არა,გთხოვ!
-კარგი,როგორც გინდა.-მხრები აიჩეჩა გოგომ და დასევდიანებული მეგობრის გასამხიარულებლად გეგმების დაწყობას შეუდგა.-გინდა ბავშვობა გავიხსენოთ?-ეშმაკურად აათამაშა წარბები და სოფიას გაცინებაც მოახერხა.
-მე ბლინები გამოვაცხო და შენ შეჭამო,არა?
-მთლად ეგრეც არ არის,მეც ხომ გეხმარებოდი?-წარბები შეკრა ელენემ.
-კარგი წამოდი. საითაა სამზარეულო?
-აქეთაა,გამომყევი.-სამზარეულოში შეუძღვა,საჭირო ინგრედიენტები მაგიდაზე დაულაგა, თვითონ სკამზე ჩამოჯდა და მისი თვალიერება დაიწყო.უნდოდა გამოეცნო რა შეიცვალა მის ცხოვრებაში,თვითონ მასში,მაგრამ იმის გარდა,რომ რაღაც ძალიან რთულს გაუძლო,ვერც ერთი დასკვნა ვერ გამოიტანა.
-მასე ნუ მიყურებ,დავკომპლექსდი!-სიცილით გახედა მეგობარს.
-არ მინდა ეგ შენი ბლინები,მომიყევი ყველაფერი!-მოთმინებადალელულმა შესძახა და სოფიას წინ აესვეტა.
-ჯერ ბლინები!
-არა!-უტეხად ჩააჩერდა მეგობარს თვალებში,მაგრამ როცა მიხვდა,რომ ამით ვერაფერს გახდებოდა,გეგმა შეცვალა. მზერაც შეეცვალა და ნაწყენი ხმით დაამატა.-ისედაც თითქმის აღარაფერი ვიცი შენზე,იმის გარდა,რომ გათხოვდი...
-კარგი,ჯანდაბა შენ! წამოდი მაშინ იქეთ და მოგიყვები.
სოფია დივანზე მოკალათდა,ელენემ კი მის წინ,სავარძელში დაიკავა ადგილი და თვალებით ანიშნა დაიწყეო.
-სანამ გიორგის მოკლავდა...
-გიორგის,ანუ მამაშენს მოკლავდა?-ლამის თვალები გადმოსცვივდა ელენეს.
-ჰო და გთხოვ ყოველ წამს არ შემაწყვეტინო! ერთ საღამოს სახლში რომ ვიყავით,მოულოდნელად ყველაფრის მოყოლა მოუნდა. რატომ ვიყავი მე მასთან,რატომ ვერ იტანდა გიორგის და ა.შ. თურმე იმ კაცს,რომელსაც ამდენი ხანი მამას ვეძახდი მისი ბიძაშვილის სიკვდილთან ძალიან დიდი კავშირი ჰქონია...არც კი ვიცი როგორ ვთქვა. მოკლედ,მამაჩემმა იმ გოგოზე იძალადა,იმ გოგომ კი თავი მოიკლა. ამიტომ ნიკოლოზის ერთადერთი მიზანი მამაჩემის განადგურება იყო,რისთვისაც მე საკმაოდ კარგი გზა გამოვდექი.-სიმწრით ჩაეცინა.- თურმე იმისთვის,რომ მას ცოლად გავყოლოდი ექვსასი ათასი ლარი გადაიხადა. მე კი იმისთვის ვჭირდებოდი,რომ მამაჩემზე შური ეძია.აპირებდა ის გაეკეთებინა ჩემთვის,რაც მამაჩემმა გაუკეთა იმ გოგოს და ამით მიეყენებინა მისთვის დარტყმა,მაგრამ არ ვიცი რატომ,ეს არ გააკეთა. მერე მითხრა,რომ ვუყვარდი. ისე რეალურად,ისეთი თვალებით მიყურებდა,რომ დავიჯერე,ამით კი თურმე მისი სათამაშო გავხდი. მერე დავორსულდი. მამაჩემმა ამის გაგებისთანავე საბოლოოდ თქვა ჩემზე უარი. მერე ავარიაში მოვყევი და ბავშვები დავკარგე...ორნი იყვენენ.-თვალები ნელ-ნელა ცრემლით ევსებოდა და ნიკაპიც უკანკალებდა.-საავადმყოფოდან რომ გავეწერე იმ მონსტრმა,იცი რა გააკეთა? სახლში თოჯინები გამომიგზავნა,წითელ საღებავში ამოსვრილი და მამცნო,რომ ყველაფერი მისი გაკეთებული იყო. როცა მასთან გაგიჟებული გავვარდი,რომ მომეკლა ზუსტად მაშინ მომიყვა ის ყველაფერი,მერე გონება დავკარგე და რა თქმა უნდა მისი მოკვლა ვერ შევძელი. როცა შოკიდან გამოვედი გავიგე,რომ მამაჩემი ნიკოლოზმა მოკლა. განქორწინების საბუთები მივუტანე და ხელი მომიწერა. ისე,რომ ხელი არ აკანკალებია. ხელი მოაწერა და გამომიშვა!-უკვე ცხარე ცრემლით ტიროდა და მასზე არანაკლებ მდგომარეობაში მყოფ მეგობარს ეხუტებოდა.
-ამისთვის როგორ გაგიმეტეს? ეს რა დაგმართნია! ნეტავ ერთხელ მაინც გეთქვა, რომ გჭირდებოდი!

°°°°°°°
მანქანა პატარა,ხის სახლის წინ გააჩერა და ცოტა ხანს შორიდან უყურებდა,მერე ღიმილით გადავიდა მანქანიდან და კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა.ცოტა ხანში კარის მეორე მხრიდან ნაბიჯების ხმა გაისმა და ბოლოს თეთრწვერა მოხუციც გამოჩნდა. თვალები აუწყლიანდა შვილიშვილის დანახვაზე და სახეგაბადრულმა მოჰხვია დანაოჭებული ხელები მთასავით კაცს.
-ოხ ნიკო,ნიკო! სულ როგორ დამივიწყე შე არამზადა შენა!-სიცილით აქნევდა თავს და მონატრებულ შვილიშვილს სიამაყით ათვალიერებდა- ამხელა კაცი გახდი და სულ დაივიწყე ბაბუაშენი!
-მე ხომ დაგპირდი,დავბრუნდები მეთქი? ჰო და დავბრუნდი.
-მაინც გააკეთე,არა? მაინც გაისვარე სისხლში ხელები,ბიჭო?-წყენით გადახედა შვილიშვილს.
-მომიწია,ბაბუ,მომიწია.-ღრმად ამოიხვნეშა და სავარძელზე გადაწვა.
-დალევ რამეს?-ეშმაკურად აათამაშა წარბები მოხუცმა.
-გაუძლებ გრადუსს ნიკოლოზ?-სიცილით წამოდგა ფეხზე და პირდაპირ მარანისკენ დაიძრა.
-შე მაიმუნო კაცო შენ!-მიაძახა უმცროს ნიკოლოზს და სუფრაზე ყველაფერი გადმოალაგა რაც კი გააჩნდა.
-ხაჭაპურების ცხობაც დაიწყე?-გაკვივრებულმა დახედა თეფშზე დაწყობილ ნაჭრებს.
-არ გახსოვს ბებიაშენი,რომ მასწავლიდა? მაგრამ ყოველთვის უნიჭო მოსწავლე ვიყავი. ახლა მისი ხაჭაპურები,რომ მენატრება აბა რა ვქნა? ვდგავარ და ვაცხობ.
-მაგარი კაცი ხარ,ნიკოლოზ!-ღიმილით დაარტყა მხარზე ხელი.
-ნუ ჩამილეწავ ბიჭო ყველაფერს,შენსავით ჯანზე კი აღარ ვარ.
-მოდი,მოდი დაჯექი,ძალიან მშია!
პირდაპირ დაუჯდა შვილიშვილს და დაკვირვებით შეათვალიერა. მერე ჭიქებში ღვინო ჩამოასხა და ჭიქა წინ დაუდგა.
-რაღაც მოხდა შენს ცხოვრებაში...-ეჭვით გაჯერებული მზერით გახედა უმცროს ნიკოლოზს,რომელმაც მაშინვე შეწყვიტა ჭამა.
-სიყვარულს გაუმარჯოს.-ეშმაკურად ჩაიცინა და ბიჭის ხელს დააცქერდა,რომელიც ჭიქაზე ხელის მოკიდებას არ ჩქარობდა.-რთულად გვქონია საქმე.-ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა,სახე ხელებზე ჩამოაყრდნო და ნიკოლოზს მიაშტერდა,რომელიც საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა-აღარ იტყვი? ვინ არის?
-სოფია,გიორგის შვილი.
-სიყვარულმა შენი მათდამი ზიზღი დაამარცხა ესე იგი.
-სიყვარულმა მათდამი ზიზღი კი არა,მეც დამამარცხა...-ჩაიცინა და ღვინო ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა.
-სად არის ახლა?
-არ ვიცი,წავიდა.-მხრები აიჩეჩა და ჭიქას ჩააშტერდა.
-რატომ არ მოძებნე? რატომ არ მიხვედი მასთან?
-იმიტომ,რომ მიზეზი არ მაქვს მასთან მისასვლელად.
-რა მიზეზი გინდა ბიჭო,კვდები ხომ ხედავ?-წარბები შეკრა კაცმა.
-ეგ არაფერს ცვლის.
-არ მეგონა,ჩემი შვილიშვილი ასეთი სუსტი თუ იქნებოდა!-ხელი ჩაიქნია ნიკოლზმა.
-არც მე მეგონა...
-არის კიდევ რამე,რაც უნდა ვიცოდე?
-არც კი ვიცი უნდა იცოდე თუ არა.
-რომა რატ...
-რომა აღარ არსებობს,დაიმახსოვრე!-ხმა გაეყინა ბიჭს.
-რას ნიშნავს აღარ არსებობს?
-აი ასე,აღარ არსებობს და მორჩა.
-იმასაც მოსწიე ბიჭო რამე?-თვალები გაუფართოვდა და შეშფითებულმა წამოიყვირა.
-რა სისულელეს ამბობ?!
-აბა,ბავშვები ხართ,რომ რაღაც ჩხუბის გამო...
-არ გვუჩხუბია,უბრალოდ საკმარისად გამიცრუა იმედი.
-რას ამბობ,რა გააკეთა?
-საღამოს ვილაპარაკოთ,გთხოვ.
-კარგი,ჰო,კარგი!- ჩაიბუზღინა კაცმა და მაგიდის ასალაგებლად წამოდგა.ნიკოლოზიც აპირებდა მიხმარებას,მაგრამ მაშინვე დასცხო ხელზე ხელი,მაცადე რამის გაკეთებაო.

°°°°°
-აბა დაიწყე.
-გული ხომ არ გაწუხებს?-ეჭვით გახედა.
-გული შენ გაწუხებს,თუ კარგია!-იუკადრისა მოხუცმა და წარბები შეკრა.
-მარიამი ცოცხალია.
-და გულის გარდა მგონი სხვა რაღაცებიც გაწუხებს შენ!-ნერვულად გაეცინა კაცს და გაშტერებული მზერა მიაპყრო შვილიშვილს.
-ნეტავ მასე ყოფილიყო.
-რას ნიშნასვ ცოცხალია? ეგ როგორ...
-აი, ასე...არც გიორგის დაუკარებია მისთვის თითი... რეალურად ეგ ჩვენი მარიამი,რომლის გამოც ჩემს ცხოვრებაზე,მომავალზე და საკუთარ თავზეც კი უარი ვთქვი,რომ მისი გამწარების გამო სათითაოდ მომეთხოვა ყველასთვის პასუხი,თურმე ერთი აცანცარებული და შენ წარმოიდგინე საკმაოდ ჭკვიანი და ეშმაკი ვინმე ყოფილა. გიორგისთან მისულა იმ ღამით,არ ვიცი მანამდე მათ შორის რა იყო,მაგრამ მარიამი გიორგის მასთან ყოფნას სთხოვდა. მამის ტოლი კაცისგან უარი რომ მიიღო არ მოეწონა და გადაწყვიტა მისით ეთამაშა. ფულს ახდევინებდა.ყოველ თვე ძალიან დიდ თანხას ურიცხავდა გიორგი იმის სანაცვლოდ,რომ ამ ამბავს სოფიამდე არ მიეღწია. ხვდები ვინ ყოფილა შენი შვილიშვილი? ეგ ყველაფერი არ არის.რომას...იმ სი*ს სიგიჟემდე ჰყვარებია,იმდენად,რომ მეც და ჩემი ცხოვრებაც ფეხებზე დაგვი*იდა და მარიამს აჰყვა. ანუ შენს შვილიშვილს არ ჰყოფნიდა ფული,რომელიც მის ანგარიშზე ჯდებოდა,იმდენად იყო დაბოღმილი,რომ გადაწყვიტა ჩემი ხელით მოეკლა გიორგი. ხვდები,რამხელა გათვლები ჰქონდა? რომას სთხოვა ჩემთვის ტვინი გადაეტრიალებინა და როცა გიორგის ავამტვერებდი მასთან წასულიყო. ჩემი მართვა კი იმ მომენტში ყველაზე მარტივი რამ იყო. იმდენად დავბრმავდი,იმდენად ჩემს ნაწილად მიმაჩნდა მარიამი,იმდენად ვენდობოდი და მჯეროდა რომასი,რომ არც ერთი წამით შემპარვია რამეში ეჭვი. რას წარმოვიდგენდი,რომ რომასგან...ჩემი ძმისგან,იმ ადამიანისგან,რომელსაც დაუფიქრებლად დავუთმობდი სიცოცხლეს,ამხელა ღალატს,იმედგაცრუებას და სილის გაწნას მივიღებდი...ვენდობოდი,მიყვარდა,მტკიოდა,მჯეროდა,მწამდა,იმედი მქონდა...მაგრამ გამყინეს ნიკოლოზ. ვეღარაფერს ვგრძნობ,ჩემში აღარაფერი დატოვეს. აი ასე,გამომწურეს,გამომფიტეს,გამატყავეს,დამშალეს და დამაგდეს.შვილები წამართვეს,ცოლი წამართვეს,ცხოვრება წამართვეს,საკუთარი თავი წამართვეს და რის გამო? ასეთი რა გავაკეთე?სად დავუშვი შეცდომა?სად დამიცდა ფეხი? მათგან ეს რით დავიმსახურე? ორივე იმდენად ძვირფასები იყვნენ ჩემთვის...მე ხომ მხოლოდ მათ...-საბოლოოდ ჩაუწყდა ხმა,ვეღარ განაგრძო ლაპარაკი. აღარ ჰყოფნიდა ძალა იმისთვის,რომ მასში დარჩენილი ყველა გამანადგურებელი გრძნობა გარეთ გამოეშვა. არ ჰქონდა ძალა იმისთვის,რომ ეყვირა,დაელეწა ირგვლივ მყოფი საგნები,არ ჰქონდა ძალა იმისთვის,რომ საკუთარი თავისთვის ეშველა. -მთელი ჩემი ცხოვრება იმედგაცურება იყო.პირველად იმედგაცრუებას გემო ბავშვობაში გავუსინჯე,როცა მამაჩემმა სათამაშოებით სავსე ყუთი მოიტანა სახლში და ისე ,რომ ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს,პირდაპირ ჩემი ძმის ოთახში წააპორწიალა ის ყუთი. მაშინ მაგრად გამიტყდა-სიმწრით ჩაეცინა,თვალები ოდნავ მოჭუტა და განაგრძო საკუთარი ცხოვრების შეჯამება.-მეორე იმედგაცრუებაც ჩემს ოჯახს უკავშირდება,ისევ მამაჩემს. ეზოში სულ ახალი მანქანა რომ შემოიყვანა,მე და ჩემი ძმა თავქუდმოგლეჯილები გავცვივდით სახლიდან. მაშინ სკოლა ოქროს მედალზე დავამათავრე და მეგონა ეს მისგან რამე წამახალისებელი საჩუქარი იქნებოდა,მაგრამ გასაღები თორნიკეს გადაუგდო და მე მხოლოდ ირონიული მზერა მიძღვნა.ასეთი კიდევ უამრავი იყო,გახსენებაც კი არ ღირს,მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ის იყო,მარიამის სიკვდილისგან გაწბილებულმა ყველაფერზე უარი, რომ ვთქვი და შურისძიება დავისახე მიზნად. იმედი მქონდა,რომ ოჯახი მაშინ მაინც დამიდგებოდა გვერდში,მაგრამ ზურგი მაქციეს. მამაჩემისგან სხვას არც არაფერს მოველოდი,მაგრამ თორნიკეს და დედაჩემის იმედი მაინც მქონდა. მეგონა ჩემი ძმა ძმობას გამიწევდა,მომეხვეოდა და მეტყოდა შენს გვერდით ვარო... ცარიელი სიტყვები რომც ყოფილიყო,ჰაერზე მაინც რომ ეთქვა შენს გვერდით ვარო...მაგრამ,მამამისზე დამსგავსება მოესწრო-ირონიულად ჩაიცინა- მანაც დამცინავი მზერით ამათვალიერა და ოთახიდან გავიდა. დედაჩემთან დარჩენილს,მხოლოდ მისი იმედი მქონდა...მეგონა გზას მაინც დამილოცავდა,მეგონა მეტყოდა დაგელოდებიო,მაგრამ მანაც ფეხებზე დამი*იდა. ჯანდაბამდეც გზა გქონიაო...დედაჩემმა,ქალმა,რომელსაც ვაღმერთებდი,ჯანდაბადმეც გზა გქონიაო მითხრა. ჩემი გზა გავაგრძელე,რომლის ბოლოს ზუსტად ვიცოდი,სიკვდილი მელოდა. ვიცოდი,რომ მოვკვდებოდი,მაგრამ ახლაც ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მეგონა,რომ ვიღაცა ტყვიას დამახლიდა და სადღაც მიყრუებულ ადგილას დაგდებული დავიცლებოდი სისხლისგან,მაგრამ ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა მომკლეს.იმედგაცრუებამ წამიჭირა კისერში ხელები და რამდენიმე წამში მომიღო ბოლო.ახლა უბრალოდ ასე ვარ,ასეთი ცარიელი,ასეთი ნაცრისფერი,ასეთი დაკარგული,ასეთი მიტოვებული,ასეთი განადგურებული,ასეთი იმედგაცრუებული,ასეთი სისხლიანი,ასეთი საზიზღარი,ბინძური,მკვლელი,აი,ასეთი საცოდავი გამხადა შენმა შვილიშვილმა ნიკოლოზ!-იმ მაღალი,მხარ-ბეჭიანი ახალგაზრდა კაცისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. რამდენიმე წამში ჩამოიშალა,დანაწევრდა. უფროსი ნიკოლოზი კი ამღვრეული თვალებით უყურებდა შვილიშვილს,რომელიც რამდენიმე საათის წინ მასზე ორჯერ უფრო მაღალი და დიდი იყო,ახლა კი ისეთი დაპატარავებული...პატარა ბაშვივით უყურებდა,იმედი ჰქონდა,რომ მის დამშვიდებას ისევ შეძლებდა მისთვის ძვირფასი კაცი,მაგრამ კიდევ ერთი იმედი გაუცრუვდა. თეთრწვერა მოხუცი წამში გატყდა,დანაოჭებული სახე ცრემლებმა დაუსველეს. არაფრის თქმა შეეძლო ისეთის,რითაც შვილიშვილის ტკივილის,დარდს,ბრაზს,ბოღმას,სიძულვილს და მრისხანებას მოუღებდა ბოლოს.
-ახლა რას აპირებ ჩემო ბიჭო?
-ახლა...ახლა სიკვდილს ვაპირებ. არ ვიცი რა იქნება ერთი წლის შემდეგ,როგორი ვიქნები ორი წლის შემდეგ,ხუთი წლის შემდეგ...მაგრამ ახლა ცოტა ხანს უნდა ავმტვერდე. აღარ მინდა ფიქრი.
-ოთარი მოგასვენებს?
-ოთარი გზაშია.-ოდნავ გაუკრთა ღიმილი.
-გზაში?
-ჯოჯოხეთში მიემგზავრება.-თვალი ჩაუკრა და დასაძინებლად წავიდა. სრულიად დაცლილს და გამოფიტულს არც გასჭირვებია,რომ ამ სამყაროს გასცლოდა.

°°°°°
-უკვე ორი წელი გავიდა სოფია!
-და?-უემოციოდ გახედა გააფთრებულ დაქალს.
-და ისევ ისეთი ღამისფერი ხარ,არავის იკარებ,ვინც კი შენთან დაახლოება სცადა ყველა თავიდან მოიშორე. ახალგაზრდა ხარ სოფია,ახალგაზრდა და იმ ნიკოლოზით არ დასრულებულა შენი ცხოვრება! როგორ შეგიძლია,რომ ამდენი რაღაცის შემდეგ ისევ გიყვარდეს? იქნებ ფეხებზე ჰკიდიხარ და უკვე მოძებნა ვინმე სხვა?!
-აი,ასე მიყვარს და მორჩა! ვინც არ უნდა ჰყავდეს გვერდით,რამდენიც არ უნდა ჰყავდეს ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს,იმიტომ,რომ მე არც მის გვერდით ყოფნას ვაპირებ და არც მის ცხოვრებაში ჩარევას. უბრალოდ ჩემთვის მიყვარს,მხოლოდ ჩემთვის! მიყვარს და მორჩა. გთხოვ,ამას ნუღარ განვიხილავთ,იმიტომ,რომ არაფერი შეიცვლება და უაზროდ უნდა ვიკამათოთ.
-ალექსანდრემ დარეკა და უნდა,რომ გესაუბროს.
-ოჰ,რა უნდა ბატონ სასიძოს?-მაშინვე გამხიარულდა.
-არ ვიცი,მიხვალ ბარში და გაიგებ!
-კარგი...ელენე!
-რა?
-ნუ მებუტები!
-არ გებუტები,უბრალოდ ვერ ვხვდები,ასე როგორ შეგიძლია? რატომ სწირავ თავს იმ ვიღაც...-დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა და ისევ გახედა სოფიას.-გახსოვს ბავშვობაში,ბებიაჩემი სულ ერთი და იმავე სიტყვებს, რომ გვიმეორებდა? მაშინ ვერ ვხვდებოდით რას ნიშნავდა,მაგრამ ახლა გავიზარდეთ და ვფიქრობ,რომ მართალი იყო!
-ის რასაც შენ ასე უფრთხილდები,ის რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია,სხვისთვის კი ჩალის ფასიც არ ღირს,ეს შენი გრძნობებია. ასე,რომ ნუ გამოააშკარავებ მათ არასწორ ადამიანებთან,ნურავის მისცემ უფლებას,რომ დაგიმსხვრიოს...-გაიმეორა მოხუცის სიტყვები და ტკივილით ჩაეღიმა
°°°°
-ხუთი წლის შემდეგ,ისევ?
-ჰო,ისევ! ათი წლის შემდეგ,თხუთმეტი წლის შემდეგ,ისევ,ისევ და ისევ! აი ასე,დაუსრულებლად...
°°°°
-დღეს რაღაც სხვანაირად ბრწყინავ,რა ხდება?-ეჭვით შეათვალიერა დაქალი ელენემ.
-მაგ ბავშვმა,მე მგონი სულ გაგაფრენინა და რაღაცები გეჩვენება.-სიცილით მიეფერა ელენეს გამობზეკილ მუცელს.
-არა,მართლა გეუბნები. დღეს ბედნიერი ხარ!
-როდის არ ვიყავი ბედნიერი?
-უკაცრავად? ბოლო ხუთი წლის მანძილზე შენ ბედნიერი იყავი და მე ვერ შევნიშნე?-წარბები აწკიპა ელენემ.
-რომ გავიგე,რომ მანდ ბავშვი გეჯდა,პირდაპირ სცენაზე ვინ ავარდა და ვინ ყვიროდა ქართულად არიქა ბავშვი მოდისო?!
-ჰო,მაშინ სულ გამოაშტერე ფრანგები.-გაახსენდა სოფიას საქციელი და კარგადაც გადაიკისკისა.-მაგრამ დღეს ბედნიერი ხარ,ანათებ!
-რაღაც გეჩვენება. კარგი,წავედი სანამ შენი ქმარი მომადგა და თმით წამათრია.-სიცილით დაემშვიდობა ელენეს და სახლიდან გასული პირდალირ ტაქსიში ჩახტა,რომელიც მას ელოდა.
-როგორც იქნა მოაღწიე! მთელი ბარი შეივსო და მომღერალი არ გაგვაჩნია,ხან ვინ ვაყროყინეთ და ხან ვინ!-წარბშეკრული დაჰყურებდა გოგოს.-მოემზადე და ადი სცენაზე,გელოდებიან.
-ისე ამ ბოლო დროს ძალიან აგრესიული ხარ,ვეღარ გავიგე,ელენეა ორსულად თუ შენ?
-ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი და ნუღარ მიმატებ,თორემ ბრდღვნად არ მეყოფი!-კბილებს შორის გამოსცრა,მაგრამ ბოლოს მაინც გაეცინა.-იმღერე გოგო რამე,გამექცა ხალხი!
-ჰო,კარგი,კარგი.-სიცილით წავიდა სცენისკენ,სხვადასხვა ინსტრუმენტთან ჩახუტებულ ბიჭებს ღიმილით მიესალმა და მიკროფონის წინ დადგა.
-რას იმღერებ?
-მოდი დღეს knockin' on heaven's door ვცადოთ.
-ოჰო,კარგი!
სიმღერის მელოდიაც გაისმა,სოფიაც მიკროფონთან კიდევ უფრო ახლოს მიიწია და მელოდიას აჰყვა. იმდენად უცხო ხმის ტემბრი ჰქონდა,რომ ყველასგან განსხვავებულად ასრულებდა და პირველივე წამიდან მსმენელის ოვაციები დაიმსახურა.ისიც სიხარულისგან აციმციმებული თვალებით ათვალიერებდა სცენის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს.მერე ბარისკენ გაიხედა და იქვე გაუშტერდა მზერა. ხმა აუკანკალდა,ბოლოს კი საბოლოოდ ჩაეხრინწა,მაშინვე ჩამოხტა სცენიდან და გარეთ გავარდა.
-კარგად ხარ?-წამში მის გვერდით გაჩნდა ალექსანდრე.
-კარგად ვარ,დამშვიდდი.
-რაღაც არ გეტყობა!
-ბატონო სიძევ,თავი დამანებე,თორემ გცემ!
-ახლა შეგეშვები,მაგრამ თუ არ მეტყვი ელენეს ვეტყვი და მერე ის დაგკითხავს!
-შევთანხმდით.
ბიჭიც მაშინვე ბარში დაბრუნდა.
-ღმერთო,შეუძლებელია! ის,აქ...
-შესაძლებელია!-ზურგსუკან მოესმა ნიკოლოზის ხმა. ამდენი ხნის შემდეგ,ისევ ისეთი ბოხი და გამყინავი იყო. გული ლამის საგულედან ამოუხტა,პირი გაუშრა,სუნთქვა შეეკრა და გაშეშდა. ვერ შეძლო უკან მიბრუნება,ერთ ადგილას გახევებული იდგა. მერე ნაბიჯების ხმა გაიგო და რამდენიმე წამში ნიკოლოზი მის წინ გაჩნდა. მხოლოდ რამდენიმე წამით შეხედა თვალებში,მერე კი სასწრაფოდ აარიდა მზერა და წასვლა დააპირა,მისმა ხმამ ისევ რომ გააშეშა.
-ასე ბავშვივით გაიქცევი? ისევ წახვალ?
-ღმერთო,ნამდვილია!-ძლივს ამოიჩურჩულა.
-სოფია.-ისევ მიუახლოვდა და ზურგიდან აეკრო.-როგორ მომენატრე!-ხრინწიანი ხმით დაიჩურჩულა მის ყურთან.
-გამიშვი.-საცოდავად ამოიკნავლა.
-უნდა ვილაპარაკოთ....გთხოვ!

°°°°°
ლამპიონის ქვეშ,სადღაც სკვერში ისხდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ,რა უნდა ექნათ. ასე უცხოები ერთმანეთისთვის მაშინაც კი არ ყოფილან,სულ პირველად რომ შეხვდნენ ნიკოლოზის სახლში. ორივეს გონება სადღაც იყო გაფრენილი,თუმცა ვერ გეტყვით სადმე ერთად იყვნენ თუ არა.
-გავიყინე,სახლში წასვლის დროა.-ფეხზე წამოდგომა სცადა,მაგრამ ნიკოლოზის თვალებს რომ შეეჩეხა ადგილიდან აღარ დაძრულა.
-ცოტა ხანს ასე ვისხდეთ,იქნებ საჭირო სიტყვები ვიპოვო და პატიება გთხოვო...
-რა უნდა გაპატიო?
-ის,რომ ვერც კი მივხვდი,ჩემი სიყვარულით როგორ დაგანგრიე. ის,რომ ასე გამოგიშვი ჩემგან. ის,რომ არ მეყო ძალა შენს შესანარჩუნებლად. ვერ მოგიფრთხილდი და მეტიც,მე თვითონ დაგამსხვრიე.
-ნანობ? რატომ? ისედაც ხომ ეს იყო შენი მიზანი?
-არა.
-რატომ დაბრუნდი ნიკოლოზ? რა გინდა ჩემგან? გინდა ისევ იმ ჭაობში ჩამითრიო?
-ჭაობი აღარ არსებობს,სოფია. ყველაფერი დამთავრდა. ის ნიკოლოზიც მოკვდა.
-ნუთუ? და რამ მოკლა? როცა ყველას მოუღო ბოლო,მიხვდა,რომ ასე ბედნიერი ვერ იქნებოდა? მითხარი,რამ მოუღო ბოლო?-ცარიელი თვალებით მიშტერებოდა ყოფილ ქმარს.
-ძველ ნიკოლოზთან ერთად,ძველი სოფიაც დამთავრდა? უნდა ვინანო ეს ნაბიჯი?
-კი. მე ის ბავშვი აღარ ვარ! არ ვარ ის,ვისაც შენ იცნობდი. არ ვიცი ახლა ჩემგან რა გინდა,მაგრამ...
-შენგან შენი თავი მინდა სოფია! მინდა ვიღაცის მჯეროდეს,ვიღაცას ვენდობოდე,მიყვარდეს...
-და რატომ მე? დაიცალა დედამიწა ქალებისგან? რა გინდა ნიკოლოზ? ჩემთან რა გინდა? ნუთუ საკმარისად არ დავანგრიეთ ერთმანეთი?! არ გეყო? ამდენი ტყუილი,ამდენი თამაში,ამდენი სიბინძურე! ვერ ავიტან,არ შემიძლია! მე ბედნიერება ვიპოვე ნიკოლოზ. შენგან შორს,უშენოდ ვიპოვე ბედნიერება. შენც შეგიძლია იყო ბედნიერი,მაგრამ მე ვერ მოგანიჭებ ბედნიერებას. ჩვენ ხუთი წლის წინ დავმთავრდით...თუ ვარსებობდით საერთოდ.
-გყავს ვინმე? სხვა გიყვარს?
-არა.
-აქამდე გყავდა?
-არა.
-ჰო და აქედანვე იცოდე,რომ არ ვაპირებ უკან დახევას,მერე პრეტენზიები,რომ არ გქონდეს! ერთხელ უკვე ვთქვი ჩემს მიზნებზე და ბედნიერებაზე უარი და შედეგად სიკვდილი მივიღე. ახლა აღარ ვაპირებ სიკვდილს.ახლა ცხოვრება მინდა,ახლა ბედნიერება მინდა! როდესმე მოგიყვები,როდესმე მოგიყვები ნიკოლოზის შესახებ,მაგრამ ახლა უნდა გიყვარდე. თუ არ გიყვარვარ,თუ კი ჩემს მიმართ გრძნობები გაგიქრა თავიდან უნდა შემიყვარო იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს!
-რატომ დაბრუნდი ახლა? ხუთი წელი გავიდა და რატომ მოგინდა ცხოვრების თავიდან დაწყება? რატომ არ მოხვედი მაშინ,როცა შენი ერთი ჩახუტებაც კი ყველაფერს დამავიწყებდა? ასე რატომ გაართულე?
-იმიტომ,რომ აქამდე მიზეზი არ მქონდა შენთან მოსასვლელი...უფრო სწორად არ მახსოვდა.
-და ახლა გაქვს?
-ახლა მაქვს.-გაეღიმა და აციმციმებული თვალებით გახედა გვერდით მჯდომს-ერთხელ ვიღაცას დავპირდი,რომ ოჯახს ვაპოვნინებდი და დროა ჩემი პირობა შევასრულო!
თვალებში ჩააშტერდა სოფიას და კარგად დაინახა,თუ როგორ აირია სხვადასხვა გრძნობა მის თვალებში. უყურებდა მის ამღვრეულ თვალებს და ხვდებოდა,რომ სწორ დროს,სწორ მისამართზე იმყოფებოდა. მიხვდა,რომ მისთვის ღირდა ერთი სიცოცხლის დათმობა.

დასასრული...

პირველ რიგში მადლობას გიხდით,თუ კი ბოლომდე გამომყევით და შუაში არ გაწყვიტეთ კითვა :დდდ პირველი ისტორიაა და არც კი ვიცი როგორი გამოვიდა. შეიძლება ძალიან სისულელეა და ნანობთ რომ საერთოდ დრო დაკარგეთ... მართლა ვერ ვხვდები,შევძელი თუ არა იმის სწორად გადმოცემა,რაც გონებაში მიტრიალებდა,მაგრამ საბოლოოდ აქ ვართ მეც და ჩემი ისტორიაც. მე,ნიკოლოზი და სოფია ხელჩაკიდებულები ვდგავართ და სუნთქვაშეკრულები ველოდებით თქვენს შეფასებას. (შუაში მე ვდგავარ,რომ იცოდეთ).



№1 სტუმარი უცნობიი

ასეთი იმედ გაცრუებული კარგა ხანია არ ვყოფილვარ, განსხვავებული დასასრული რომ ინდათ და ვითომ ტანჯვას და ათას სისულელეს წერენ რომ სხვანაირი იყოს ისე გამოგივიდა შენც, გული დამწყდა ის ისტორია რომელსაც ვკითხულობდი საერთოდ არაფერი რომ აღარ დარჩა, აი კომა ბავშვების დაკარგვა მერე განშორება და ხუთი წლის შემდეგ შეხვედრა ბანალური იყოო, ნეტა საერთოდ არ წამეკითხა დასასრული და გულოც ასე არ დამწყდებოდაა, ან რა საჭირო იყო მეგობრისგან ასეთი ღალატი, ან გიორგის რატომღა აკვლევინებდიი? ისტორიას ხიბლი დაუკარგეე, სოფიამაც შუა გზაზე დატოვა წავიდა და მერე ნიკოლოზზე ბრაზობდაა. ალბათ მაპატიე და ამ იმედ გაცრუების შემდეგ შენს იატორიებს ვეღარ წავიკითხავ სილ ეს დასასრული გამახსენდებაა. ისტორია შენია მაგრამ კობდა ნიკოლოზი მომკვდარიყო ან რავიციი თან ეს პერსონაჟი ასეთ ტანჯვას არ იმსახურებდა ყველანაირად გაწირეე.

 


№2  offline წევრი Spongebob

უცნობიი
ასეთი იმედ გაცრუებული კარგა ხანია არ ვყოფილვარ, განსხვავებული დასასრული რომ ინდათ და ვითომ ტანჯვას და ათას სისულელეს წერენ რომ სხვანაირი იყოს ისე გამოგივიდა შენც, გული დამწყდა ის ისტორია რომელსაც ვკითხულობდი საერთოდ არაფერი რომ აღარ დარჩა, აი კომა ბავშვების დაკარგვა მერე განშორება და ხუთი წლის შემდეგ შეხვედრა ბანალური იყოო, ნეტა საერთოდ არ წამეკითხა დასასრული და გულოც ასე არ დამწყდებოდაა, ან რა საჭირო იყო მეგობრისგან ასეთი ღალატი, ან გიორგის რატომღა აკვლევინებდიი? ისტორიას ხიბლი დაუკარგეე, სოფიამაც შუა გზაზე დატოვა წავიდა და მერე ნიკოლოზზე ბრაზობდაა. ალბათ მაპატიე და ამ იმედ გაცრუების შემდეგ შენს იატორიებს ვეღარ წავიკითხავ სილ ეს დასასრული გამახსენდებაა. ისტორია შენია მაგრამ კობდა ნიკოლოზი მომკვდარიყო ან რავიციი თან ეს პერსონაჟი ასეთ ტანჯვას არ იმსახურებდა ყველანაირად გაწირეე.

მე თვოთანც ვხვდები და ვიცი,რომ ვიჩქარე,მაგრამ უბრალოდ აღარ მინდოდა დროის გაწელვა. დასასრული ასეთი უნდა ყოფილიყო,უბრალოდ სხვანაირად დაწერილი და შესაძლოა მერე უკეთესად გამოჩენილიყო ის,რისი თქმაც მინდოდა... მადლობა და ვწუხვარ,რომ იმედი გაგიცრუეთ...❤

Spongebob
უცნობიი
ასეთი იმედ გაცრუებული კარგა ხანია არ ვყოფილვარ, განსხვავებული დასასრული რომ ინდათ და ვითომ ტანჯვას და ათას სისულელეს წერენ რომ სხვანაირი იყოს ისე გამოგივიდა შენც, გული დამწყდა ის ისტორია რომელსაც ვკითხულობდი საერთოდ არაფერი რომ აღარ დარჩა, აი კომა ბავშვების დაკარგვა მერე განშორება და ხუთი წლის შემდეგ შეხვედრა ბანალური იყოო, ნეტა საერთოდ არ წამეკითხა დასასრული და გულოც ასე არ დამწყდებოდაა, ან რა საჭირო იყო მეგობრისგან ასეთი ღალატი, ან გიორგის რატომღა აკვლევინებდიი? ისტორიას ხიბლი დაუკარგეე, სოფიამაც შუა გზაზე დატოვა წავიდა და მერე ნიკოლოზზე ბრაზობდაა. ალბათ მაპატიე და ამ იმედ გაცრუების შემდეგ შენს იატორიებს ვეღარ წავიკითხავ სილ ეს დასასრული გამახსენდებაა. ისტორია შენია მაგრამ კობდა ნიკოლოზი მომკვდარიყო ან რავიციი თან ეს პერსონაჟი ასეთ ტანჯვას არ იმსახურებდა ყველანაირად გაწირეე.

მე თვოთანც ვხვდები და ვიცი,რომ ვიჩქარე,მაგრამ უბრალოდ აღარ მინდოდა დროის გაწელვა. დასასრული ასეთი უნდა ყოფილიყო,უბრალოდ სხვანაირად დაწერილი და შესაძლოა მერე უკეთესად გამოჩენილიყო ის,რისი თქმაც მინდოდა... მადლობა და ვწუხვარ,რომ იმედი გაგიცრუეთ...❤

რაც შეეხება სხვა ისტორიებს,ზუსტად სხვა ისტორიების გამო დასრულდა ასე... უამრავი იდეა მაქვს ახალი ისტორიისთვის და შეიძლება არ მამართლებს,უბრალოდ გაჭედილი ვიყავი ამ ორ ისტორიას შორის. რთულია,როცა წერისას ხვდები,რომ ეს ჟანრი შენი არ არის,თავიდან ბოლომდე აყალიბებ გონებაში გაცილებით უფრო მხიარულ,ლაღ და თავისუფალ ისტორიას და ამ დროს ერთ მხარეს მთლიანად ჩაძირული ხარ ამ ისტორიის სიმძიმეებით...მოკლედ,არჩევანი თქვენია.

 


იესსსს, იესსსს, იესსსსსსს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნელი

სასიამოვნოდ იკითხება.

 


№5  offline წევრი Spongebob

სტუმარი ნელი
სასიამოვნოდ იკითხება.

მადლობა,მიხარია ❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

სათაურიდან გამომდინარე და მოდურობიდან გამომდინარე, მე მართლა მაფიოზურ და ზე ტრაგიკულ დასასრულს ველოდი. ცალკე გატერებული წლები მართლა გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ გადავახტი მაგას და ბოლო წავიკითხე :)).
აუცილებლად უნდა წერო, რადგან გამართულად წერ+მსუბუქად იკითხება შენი ისტორიები და იუმორშიც კარგად ხარ.
მაგრამ, იმ 5 წლიან პაუზაზე მეტად კომენტარში შენმა პასუხმა გამაღიზიანა. მომდევნო ისტორიია გამო, რატომ უნდა დააკლო წინა სტორიას რამე, მკითხველი ახლა ამას კითხულობს. მაშინ დაამთვრე ისტორიია წერა, და მერე დაიწყე დადება რომ მკითხველიც მშვიდად იყოს და შენც არასტაბილურის იმიჯი არ აიკიდო :).
რადგან, შენი პირველი ისტორიაა მკითხველი ეგრევე აფიქსირებს საკუთარ აზრს. თორემ, პოპულარული ავტორები ამ საიტზე ისეთ რაღაცეებს 'დებენ' თავიანთ ისტორიებში, დამიჯერე შენი ეს ისტორია მონაგონია :)).

ამიტომ, წერე მშვიდად, ჯერ საკუთარი,
და მერე მკითხველის სიამოვნებისთვის( ანუ ბედნიერი დასასასრული)!

აბა შენ იცი, მალე დაბრუნდი :*.

 


№7  offline წევრი Spongebob

grafo
სათაურიდან გამომდინარე და მოდურობიდან გამომდინარე, მე მართლა მაფიოზურ და ზე ტრაგიკულ დასასრულს ველოდი. ცალკე გატერებული წლები მართლა გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ გადავახტი მაგას და ბოლო წავიკითხე :)).
აუცილებლად უნდა წერო, რადგან გამართულად წერ+მსუბუქად იკითხება შენი ისტორიები და იუმორშიც კარგად ხარ.
მაგრამ, იმ 5 წლიან პაუზაზე მეტად კომენტარში შენმა პასუხმა გამაღიზიანა. მომდევნო ისტორიია გამო, რატომ უნდა დააკლო წინა სტორიას რამე, მკითხველი ახლა ამას კითხულობს. მაშინ დაამთვრე ისტორიია წერა, და მერე დაიწყე დადება რომ მკითხველიც მშვიდად იყოს და შენც არასტაბილურის იმიჯი არ აიკიდო :).
რადგან, შენი პირველი ისტორიაა მკითხველი ეგრევე აფიქსირებს საკუთარ აზრს. თორემ, პოპულარული ავტორები ამ საიტზე ისეთ რაღაცეებს 'დებენ' თავიანთ ისტორიებში, დამიჯერე შენი ეს ისტორია მონაგონია :)).

ამიტომ, წერე მშვიდად, ჯერ საკუთარი,
და მერე მკითხველის სიამოვნებისთვის( ანუ ბედნიერი დასასასრული)!

აბა შენ იცი, მალე დაბრუნდი :*.

ყოველთვის მიყვარდა შენი კომენტარები სხვების ისტორიაზე,ყოველთვის პირდაპირი ხარ და სწორ შენიშვნებს იძლევი. ძალიან მიხარია,რომ ჩემს ისტორიაზეც ვხედავ შენს კომენტარს. დიიიდი მადლობა ❤ ჰო,ნუ მეც გულახდილი უნდა ვყოფილიყავი და მეთქვა რატომ დამემართა ასე,უბრალოდ აზრები ჩემგან დაუკითხავად მოდის....კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ❤

 


№8 სტუმარი სტუმარი მაკო

ყველას თავისი აზრი და გემოვნება აქვს. თუ ეს პირველი ისტორიაა და ასე კარგი გამოგივიდა უნდა წერო
არ გაჩერდე უნდა განვითარდე. მე მომეწონა მართალია ფინალი ნაჩქარევი იყო მაგრამ ლოგიკური. წარმატებები და გელოდები ახალი ისტორიებით

 


№9 სტუმარი მენე

სააინელი ისტორიაა,რანაირად უყვარდა კაცი ,რომელმაც ბავშვებიც დააკარგინა და მამაც.აბდაუბდა ნაწერია????

 


№10  offline წევრი Spongebob

მენე
სააინელი ისტორიაა,რანაირად უყვარდა კაცი ,რომელმაც ბავშვებიც დააკარგინა და მამაც.აბდაუბდა ნაწერია????


მართალია შვილები ნიკოლოზის გამო არ დაუკარგავს მაგრამ მადლობა

სტუმარი მაკო
ყველას თავისი აზრი და გემოვნება აქვს. თუ ეს პირველი ისტორიაა და ასე კარგი გამოგივიდა უნდა წერო
არ გაჩერდე უნდა განვითარდე. მე მომეწონა მართალია ფინალი ნაჩქარევი იყო მაგრამ ლოგიკური. წარმატებები და გელოდები ახალი ისტორიებით

მადლობა დიდი. მიხარია ძალიან ❤ მეც მგონია,რომ ფინალი ასეთი უნდა ყოფილიყო,შესაძლოა სხვანაირად განვითარებული მაგრამ მაინც...

 


№11 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან კარგად დაიწყე საინტერესო იყო მაგრამ ბოლოდი ისე მიაფუჩეჩე და გაურკვეველი დასასრული დაუტოვერომ ცოტა იმედგაცრუება მაქ

 


№12  offline წევრი ნანა73

პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ მომეწონა შენი თხრობის მანერა. ახალი ხარ და ეს თვალში მომხვდა. ახლა კი ისტორიის შესახებ: პირველი სამითავი ისეთი შთამბეჭდავი იყო, გაოცებული ვიყავი. სიუჟეტი, მაშტაბები საკმაოდ საინტერესო და დინამიური იყო, მაგრამ შემდეგ, ვერ მივხვდი რატომ? ისე გვიყვებოდი ამბავს, თითქოს მნიშვნელოვანი ფაქტები იყო მხოლოდ გასახსენებელი. შეგეძლო ეს ისტორია საკმაოდ სერიოზულ ნაწარმოებად გექცია, ყველაფერი ამაზე მეტყვეებდა, თუმცა ასე არ მოხდა. მე გამოცრუვდა მოლოდინი... ვფიქრობ შეგიძლია მეტის შექმნა. წარმატებები და ასე ნუ მოექცევი შენს ჩანაფიქრს blush ❤️

 


№13  offline წევრი Spongebob

ნანა73
პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ მომეწონა შენი თხრობის მანერა. ახალი ხარ და ეს თვალში მომხვდა. ახლა კი ისტორიის შესახებ: პირველი სამითავი ისეთი შთამბეჭდავი იყო, გაოცებული ვიყავი. სიუჟეტი, მაშტაბები საკმაოდ საინტერესო და დინამიური იყო, მაგრამ შემდეგ, ვერ მივხვდი რატომ? ისე გვიყვებოდი ამბავს, თითქოს მნიშვნელოვანი ფაქტები იყო მხოლოდ გასახსენებელი. შეგეძლო ეს ისტორია საკმაოდ სერიოზულ ნაწარმოებად გექცია, ყველაფერი ამაზე მეტყვეებდა, თუმცა ასე არ მოხდა. მე გამოცრუვდა მოლოდინი... ვფიქრობ შეგიძლია მეტის შექმნა. წარმატებები და ასე ნუ მოექცევი შენს ჩანაფიქრს blush ❤️

ძალიან ბევრს ნიშნავს თქევნი სიტყვები ჩემთვის...მადლობა ❤ ვეცდები განვვითარდე

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინო

მთავარია შენ მოგწონდეს ჯერ და მერე ჩვენამდეც მოიტან ემოციას.ვაღიარებ ძალიან მომეწონა 4 თავი და დიდი ინტერესით წავიკითხე.ველოდი სხვაგვარ განვითარებას.მე ვერ ვაპატიებდი ადამიანს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩემი უდანაშაულო მამის სიკვდილს და ისე მარტივად დაავიწყე ეს შენს გმირებს ცოტა მეტკინა.ვფიქრობ ცოტა იჩქარე როცა გიორგი ასე გაწირე და დაუნდობელ მკვლელად აქციე ეს ბიჭი.მივესალმებოდი ალბათ მეგობრის დასჯას რომელიც მეგობარიც კიარ იყო.თუმცა ეს შენი ისტორიაა და შენც შენეულად გიწერია.სასიამოვნო წასაკითხია ნამდვილად.ველი სხვა ისტორიებს.ვეცდები ყველა სიახლეს გავეცნო რომელსაც ამ საიტზე დადებ.წარმატებები

 


№15  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

მაგარიააააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent