მაფიოზობანა (თავი 6)
-დღეს მამაჩემს უნდა შევხვდე.-გამომცდელი თვალებით მიაშტერდა ქმარს. -რა გესაქმება მამაშენთან? -მინდა,რომ მისგანაც მოვისმინო სიმართლე. მინდა მითხრას: ,,შვილო,მე ის კაცი ვარ,რომელმაც ახალგაზრდა გოგოს ცხოვრება დაუნგრია“. მინდა თვალებში ჩამხედოს და ეს სიტყვები მითხრას. -და ამით რას მიაღწევ? -არ ვიცი...ჯანდაბა,არაფერი ვიცი! დავეცი ნიკოლოზ და ვეღარ ვდგები,თითქოს ფესვები გავიდგი,ადგილიდან ვერ ვინძრევი. არ შემიძლია ასე ცხოვრება! -დაწყნარდი,მიეჩვევი. -მივეჩვევი? -ირონიული ღიმილით დაეფარა ცრემლიანი სახე. -ჰო სოფია,მოგიწევს მიეჩვიო,იმიტომ,რომ ჩვენ ზღაპრის გმირები არ ვართ და ვერც ვერასდროს გავხდებით. ჩვენი ცხოვრება ფილმი რომ იყოს,ალბათ საშინელებათა ჟანრის იქნებოდა. -მაგრამ მე არ მინდა. -არც მე. -მაშინ?! -ვერაფერს შევცვლი. ამიტომაც მოგიწევს შეეგუო და რამე ლამაზი კაბა შეარჩიე. -კაბა? -მინდა,რომ საღამოს სადღაც წაგიყვანო. -მარტო ჩვენ ვიქნებით? -სავახშმოდ მივდივართ. -მამაჩემთან მინდა წასვლა. -კარგი.-მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გავიდა. -ჰო კარგი,ნუ მებუტები.- ფეხზე წამოხტა და უკან აედევნა გაბრაზებულ ქმარს. ***** -ესე იგი რესტორანში მაგიდა დაჯავშნა და თან რომანტიული გარემოს შექმნაც მოითხოვა...-ეშმაკურად ჩაეღიმა ჟღალწვერას. -ძალიან მომწონს ამ ბიჭის სიბრიყვე. გიორგის დაურეკე აქ მოვიდეს,დღეს თამაშის ხასიათზე ვარ.-უბრძანა ახალგზარდა ბიჭს და ხელები ერთმანეთზე გაახახუნა. -მალე აქ იქნება. -მაშ,დაველოდოთ. ჰო,მართლა,აბოს უთხარი,რომ ყველაფერი ისე გააკეთოს,როგორც ვუთხარი. -კარგი,ბატონო ოთარ.-მოწიწებით დაუკრა თავი და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში გიორგი შემოვიდა. -რისთვის დამიბარეთ? -დაჯექი,სალაპარაკო გვაქვს. მაშინვე მოკალათდა სავარძელში და მოთმინებით დაელოდა როდის ინებებდა ოთარი სოტყვის თქმას. -დღეს შენ გამოცდის ჩაბარება მოგიწევს. -რა გამოცდის? -დღეს შენი შვილი თავის მეუღლესთან ერთად სავახშმოდ მიდის. სოფიას ხსენებაზე მაშინვე დაიძაბა და გულმა გამალებით დაიწყო ცემა. მიუხედავად იმისა,რომ სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა უკვე იცოდა,რომ მის ქალიშვილს საფრთხე ემუქრებოდა. -რაც არ უნდა იყოს თანახმა ვარ,ოღონდ მას არაფერი დაუშავო. -დარწმუნებული ხარ?-გაეცინა კაცს.-იცოდე,უკან დასახევი გზა არ გექნება! -დარწმუნებული ვარ. -კი ბატონო,მაშინ ადგილზე მისვლისას ბიჭები აგიხსნიან შენს დავალებას. -სოფიას არაფერი დაუშავოთ! -გპირდი,მე არაფერს ვიზამ! ****** თხუთმეტ წუთზე მეტია მანქანაზე ზურგით აკრული ელოდება ცოლის გამოჩენას,რომელსაც არაფერი ეტყობა,რომ გამოსვლას აპირებს. მერამდენედ დახედა მაჯაზე შემოხვეულ საათს. უკვე მოთმინება ელეოდა და სახლში შეჭრას აპირებდა,როცა ულამაზეს,მწვანე კაბაში გამოწყობილი სოფია გამოჩნდა კარებში. გრძელი კულულები მხრებზე დაეყარა და გაბრწყინებული თვალებით მიიწევდა ქმრისკენ. -აბა,როგორ გამოვიყურები?-სიცილით დატრიალდა და კომპლიმენტის მოლოდინშო გაიტრუნა. -საშინლად.-ძლივს ამოთქვა ერთი სიტყვა. -ნიკოლოზ,ნუ ხარ ასეთი საზიზღარი! -გეფიცები. -კარგი,მაშინ არსად არ მოვდივარ!-ხელები გულთან გადაიჯვარედინა და ცხვირი აიბზუა. -გამებუტე?-ჩაეღიმა კაცს და ნელა მიუახლოვდა ცოლს.მერე ხელები წელზე მოჰხვია და ცხვირი მის კისერში ჩარგო.-საშინლად ლამაზი და სექსუალური ხარ! -მაშინ წავედით.- დაბნეულობისგან არ იცოდა რა ექნა,ამიტომ მაშინვე მოშორდა ქმარს და მანქანაშო ჩახტა. გაშტერებულ ნიკოლოზს ხმამაღლა გაეცინა და საჭესთან მოკალათდა. ჭინკებათამაშებული თვალებით გახედა ცოლს და კმაყოფილს ისევ ჩაეღიმა. -ნუ ხარ მასეთი საზიზღარი,თორემ ხმას არასდროს გაგცემ! -ეგეთი მკაცრიც ნუ იქნები. -არ გჯერა?-წარბები აწკიპა სოფიამ. -როგორ არა. მთელი გზა ხმა აღარ ამოუღიათ. უამრავი რამ მოადგა ენაზე მაგრამ გაბუტული იყო და ამიტომაც სიტყვა არ დაუძრავს.მხოლოდ რესტორნის შესასვლელთან ინება ხმის ამოღება. -ნიკოლოზ!-გააჩერა გვერდით მიმავალი ქმარი. -გისმენ. -მიყვარხარ! -ეჭვიც არ მეპარება.-შეიფერა და ოდნავ უბიძგა წასასვლელად მაგრამ სოფია ადგილიდან არ იძვროდა. ჯიუტად მიაშტერდა ქმარს თვალებში. -ასე არ გეტყვი,ტყუილად მელოდები! -საერთოდ არ მჭირდება!-ისევ ეწყინა და მარტო წავიდა კიბეებისკენ. მაგრამ რამდენიმე წამში დაეწია ქმარი და ისევ დაუტოვა კისერზე ერთი კოცნა. -ნუ მებუტები. ****** -ამას ვერ გავაკეთებ,შეუძლებელია! -სოფია ახლა თუ არ მოკვდა,ნიკოლოზს ვეღარასდროს დაამარცხებ! -არ შემიძლია,ჩემს ქალიშვილს ვერ ვესვრი!მე მომკალით,მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხეს ნუ შეუქმნით. -სჯობს ახლა მოკვდეს,ვიდრე უარეს სიბინძურეში გაეხვეს. იცოდე,ტანჯვით და წამებით მოვკლავთ! -არ შემიძლია,ამას ვერ გავაკეთებ. -სნაიპერი იქ არის დამონტაჟებული,როცა საცეკვაოდ ადგებიან ისვრი. -ჯანდაბა!-დაიღრიალა მთელ ხმაზე და სასოწარკვეთილი მუხლებზე დაეცა.-ამის დედაც!რატომ? რატომ? -სამი წუთი დარჩა,მალე საცეკვაოდ ადგებიან. -რომ არ ადგნენ? -ადგებიან. ***** -ბატონო ნიკოლო,ქალბატონო სოფია,გვინდა რომ ერთი ლამაზი ცეკვა გვაჩუქოთ.-მოულოდნელად წყვილის მაგიდასთან რესტორნის მფლობელი გაჩნდა. -ბატონო ლევან!-ნიკოლოზი ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამოართვა კაცს. -რატომ?-ეჭვისთვალით უყურებდა სოფია კაცის გამოჩენას. -დღეს რესტორნის დაბადების დღეა და ვფიქრობ,კარგი იქნებოდა... -რა გჭირს,სოფია? ნუთუ ჩემთან ცეკვაზე უარს ამბობ? -მოჭუტული თვალებით გახედა ცოლს. -როგორ გეკადრებათ!- ქმრის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და ფეხზე წამოდგა. -არ ადგე სოფია,არ ადგე შვილო! ნუ აკეთებ ამას! -ნერვულად ერთი და იგივე ფრაზას იმეორებდა და ცახეს ცრემლები უსერავდნენ. საცეკვაო მოედანზე გავიდნენ და მუსიკის დაწყებისთანავე ააყოლეს მელოდიას ტანი. -მიყვარხარ.-ყურში ჩასჩურჩულა ცოლს და მისი გაბრწყინებული თვალების დანახვაზე გაეღიმა. -მეც მიყვარხარ!-მხრებიდან კისერზე ააცოცა ხელები და უფრო აეკრო ქმრის სხეულს. -იცი,სიზმრებს ვნახულობ.-ხმით გაეცინა. -აქამდე არ ნახულობდი? -არა. -და რა ნახე? -ყველაფერი.ბედნიერები ვიყავით,არაფერი არსებობდა ბედნიერების და ნათელი ფერების გარდა. ერთი შავი წერტილიც კი არსად იყო. -უფრო კონკრეტულად? -ოჯახი გვყავდა.შვილები... ერთი ნაბიჯით დაიხია უკან და ნიკოლოზის თვალებს თავისი გაუსწორა. -სოფია!-ხმა დაეძაბა ნიკოლოზს,მაგრამ ცდილობდა არაფერი შეემჩნია. -გისმენ. -არ გაინძრე კარგი?-ცოლის შუბლზე გამოსახულ წითელ წერტილზე მიჰყინვოდა მზერა. -ნიკოლოზ,რა ხდება? -არაფერი,უბრალოდ მასე იდექი კარგი? -მაშინებ. -ნუ გეშინია. -არც კი ვიცი პატიება ვის ვთხოვო. საკუთარ თავს? სოფიას? ღმერთს? გთხოვ ღმერთო,ნუღარ მაცოცხლებ ამ ღამის შემდეგ! -კიდევ ერთი ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან და სასხლეტს თითი გამოჰკრა. გასროლილი ტყვია სოფიას ნაცვლად მასზე გადაფარებულ ნიკოლოზს მოხვდა. სუნთქვაშეკრული უყურებდა ცოლის დაბნეულ და შეშინებულ თვალებს, მერე კი სიშავის გარდა ვერაფერს ხედავდა. ***** ,,არ ვარ ის კაცი,რომელიც ქალის გამო სიცოცხლეს დათმობს“ **** ...... როგორ დავიგვიანეეეე. მე თვითონაც ვერ ვპატიობ საკუთარ თავს,მიუხედავად იმისა რომ ჩემი ბრალი არ იყო. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით.ვეცდები ბევრი ღარ გალოდინოთ, დასასრულს ვუახლოვდებით და ვნახოთ რა იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.