ერთად ყოფნა შეუძლებელია.. 1 თავი
-არ გაბედო.არ ისროლო,- იარაღშემართულ ბიჭს მეორე ახალგაზრდა გადაეფარა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.გასროლილ ტყვიას აბა რა შეაჩერებდა?ჰაერი გადაკვეთა და გულ-მკერდი შეუნგრია ზურა ფიცხელაურს.ორმეტრიანი ვაჟკაცი ჯერ მყარად იდგა ფეხზე.მხოლოდ გულზე იტაცა ხელები და ვედრებით სავსე თვალებით გადახედა იმედა მაჩაბელს. -სიკვდილისთვის როგორ გამიმეტე ბიჭო?განა ამისთვის ღირდა ეს ყველაფერი? უღონოდ ჩამოყარა ხელები მაჩაბელმა.თითქოს უცებ გამონელდა სასმელი მისი ორგანიზმიდან და წამში გაუნათდა გონება. -ეს რა გავაკეთე?ეს რა ჩავიდინე?- ისტერიკულად იმეორებდა და ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებდა. ფიცხელაურის მეგობარი და მათი საერთო ნაცნობი მიშა გამყრელიძე დაჭრილს ამოუდგა მხარქვეშ და უკვე სასწრაფოში რეკავდა. რესტორანი მაშინვე დაიცალა ხალხისგან,რაც აქ ჩხუბი ატყდა. პირველი ჩხუბი უკვე ჩავლილი იყო და დაცვას თითქოს დაშოშმინებული ჰყავდათ მოჩხუბრები, როცა მოულოდნელად გაუსხლტათ მაჩაბელი,დაცვას იარაღი ამოაცალა და გაისროლა.ვერც გამყრელიძემ მოასწრო მისი შეჩერება.. პოლიცია და სასწრაფო ერთად მოვიდა.ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ფიცხელაური.მიშას მუხლებზე ედო თავი და რაღაცას ბუტბუტებდა. -მიშო,მიშო..მო-მის-მინე,- ძლივს ლაპარაკობდა.-ტელეფონი ამოიღე.. ჩაიწერე… -ჩემი სიკვდილი შემთხვევით მოხდა. პასუხი არავის მოსთხოვოთ..შური არ იძიოთ,იარაღი არ აიღოთ და ტყვია არ გავარდეს...გეყოფათ სისხლისღვრა. დაე მე ბოლო ვიყო...დაამთავრა სათქმელი და თავიც გადაუვარდა. -ზურაააა,ძმაოოო.-იღრიალა მიშომ და სისხლში ამოსვრილი ძმაკაცი გულში ჩაიკრა.როცა სასწრაფოს ექიმებმა და პოლიციამ ერთმანეთს დააშორეს იმედა მაჩაბელი იქ ვეღარ დაინახა.. მაგრამ ახლა სხვა საფიქრალი ჰქონდა ბიჭს როგორ ეთქვა ფიცხელაურებისთვის ეს საშინელი ამბავი…. ****'* მზე რომ ამოიწვერა და ქვეყნიერებას მორიგი დღის გათენება ამცნო, სწორედ მაშინ დაღამდა და წყვდიადი ჩამოწვა ფიცხელაურებთან.ქალებს ჯერ კიდევ ეძინათ.უზარმაზარ ორსართულიან ვილაში ფეხზე მხოლოდ ალექსანდრე ფიცხელაური იდგა ფეხზე და მიშა გამყრელიძეს ელოდა,რომელმაც პოლიციის განყოფილებოდან დაურეკა საქმე მაქვს,მხოლოდ თქვენ უნდა გელაპარაკოთ და მერე დანარჩენებსო. დაცვამ უპრობლემოდ გაატარა ოჯახის მეგობარი.. -რა ხდება ჩვენს თავს მიშა?-ისე იკითხა კაცმა,არც კი მობრუნებულა. ისევ ფანჯარაში იყურებოდა და გარემოს ათვალიერებდა.ა -ზურა აღარ გვყავს ბიძია.-ძლივს მოუყარა რამდენიმე სიტყვას თავი. მეხის გავარდნასავით იყო ეს ამბავი ოჯახის უფროსისთვის.მუშტები ძლიერად შეკრა,ისე ძლიერად რომ თითები ეტკინა.სულის ტკივილი თითქოს მასზე გადაიტანა.მაგრამ განა რამე დაავიწყებდა შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს? -ვინ იყო? -მაჩაბელი.. -რომელი? -იმედა… ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.რომელიც მიშამ დაარღვია. -მაპატიე ბიძია.მაპატიე.ვერ დავიცავი. ვერ მოვასწარი.ჩემი ბრალია.. -გაჩუმდი..ახლა ამის დრო არ არის. ახლა შვილი მყავს მიწას მისაბარებელი.მერე კი მაჩაბელების წყეული გვარიდან ყველას სათითაოდ ამოვხოცავ.-გამოსცრა კბილებში კაცმა. მხოლოდ ახლა მობრუნდა და ბიჭს გადახედა:-ჩემ შვილთან წამიყვანე… მორგში მძიმე სუნი იდგა.ექსპერტს თავის საქმე უკვე მოემთავრებინა, გვამი გადასასვენებლად მზად იყო… სამი დაბურულ მინებიანი მერსედესი ერთმანეთის მიყოლებით გაჩერდა პროზექტურის წინ.ჯერ დაცვა გადმოვიდა,გარემო დაათვალიერეს. მერე ალექსანდრეც გადმოვიდა. არაფრად ჩაუგდია დაცვის უფროსის თხოვნა ჩვენს უკან იარეთო. დაწინაურდა და ჩქარი ნაბიჯებით აირბინა კიბეები. ყველამ იცნო და დანანებით გააყოლეს თვალი. სრულიად უცხოებიც კი უთანაგრძნობდნენ ფიცხელაურს შვილის დაკარგვას. მორგის კარებთან შეჩერდა.მარჯვენა ხელი ზემოთ ასწია.დაცვას ანიშნა აქ დამელოდეთო და მარტომ შეაღო კარი.მაშინვე იგრძნო სიკვდილის სუნი.ჯერ ცხვირში ეცა,მერე კი ნელ-ნელა გაიჟღინთა მისი გონება. საკაცეზე მწოლიარე თეთრზეწარ გადაფარებულ გვამს დახედა.ვერ ბედავდა ახდას.თითქოს იქ მისი შვილი არ იყო.იმედი ჰქონდა.მაგრამ ყველაფერი მაშინ დასრულდა როცა გადახადა.იქვე მოკვდა იმედი.იქ დასრულდა მისი ცხოვრება.შვილის გაციებულ სხეულს ჩაეხუტა და პირველად თავის ცხოვრებაში ალექსანდრე ფიცხელაური დაჭრილი დათვივით აღრიალდა.ხმა გარეთაც გადიოდა მაგრამ ვერავინ გაბედა შესვლა და მისი დამშვიდება… ****** კარზე ბრახუნი შუაღამისას ატყდა. შეშინებული გამოვარდა ოთახიდან გოგო,პენუარზე ხალათის ჩაცმა ვერ მოეხერხებინა.კარი გამოხსნა და საშინელ მდგომარეობაში მყოფი ბიძაშვილი დაინახა.ხელში ისევ იარაღი ეჭირა. -რა ჩაიდინე?რა ჩაიდინე-მეთქი? -იღრიალა სასოწარკვეთილმა. დაუკითხავად და პასუხის გაუცემლად შევიდა სახლში.კარი მიხურა და უკან მიჰყვა. -არ მითხრა რომ ის გააკეთე რასაც ვფიქრობ.გთხოვ მითხარი..გთხოვ უარყავი.-შეკრული მუშტები დაუშინა მკერდში.ცრემლებმა დაუსველა ერთიანად სახე,ისტერიკა დაეწყო. მდუმარედ იდგა ბიჭი.არაფერს აკეთებდა.ან რა უნდა გაეკეთებინა?რა უნდა ეთქვა?ამიერიდან ამ დამღით უნდა ეცხოვრა.მაინც ვერ აარიდეს ამას.ოჯახის მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ დამყარდა მშვიდობა ფიცხელაურებსა და მაჩაბელებს შორის. -უგულო ხარ.უნამუსო ხარ.რამდენჯერ გთხოვე არაფერი დაუშავო მეთქი? -იატაკზე ჩამომჯდარიყო გოგო და ნერვიულად იმეორებდა ერთიდა იგივეს.მის წინ იჯდა იმედა მაჩაბელი. -ახლა როგორ ვიცხოვრო?ახლა როგორ შევხედო ბიძიას თვალებში? ახლა რა გავაკეთო?ჩემ შვილს რა ვუთხრა?-ბუტბუტებდა გოგო. როცა მაჩაბელმა ამ სიტყვებს მოჰკრა ყური და გაიაზრა ყველაფერი უკვე გვიანი იყო.გოგო ღია ფანჯარაში იდგა და ქვემოთ იყურებოდა. -მეტი აღარავინ მოკვდება.გესმის ბიძაშვილო?აღარავინ.ბაბუაჩვენის წყეულმა სულმა იქნებ ახლა მაინც დაისვენოს.-ჩაილაპარაკა გოგომ და ქვემოთ ჩაიხედა -არ გაბედო.გესმის არ გაბედო. -იღრიალა მაჩაბელმა. -შენ მარტო ზურა ფიცხელაური კი არა საკუთარი ბიძაშვილიც მოკალი.-უთხრა და დაუფიქრებლად გადახტა. გაფრინდა ცაში და სამუდამო ანგელოზად დარჩა ოჯახის მეხსიერებაში.ისევე როგორც მას ზურა ეძახდა-მის ანგელოზად...ქალად, რომლის სიყვარულის და სილამაზის გამოც ბიჭი ყველაფრის დათმობას აპირებდა.. ამ დაწყევლილ ღამეს იმედა მაჩაბელი აწყებოდა სიმწრისგან კედლებს. ღრიალებდა და ქვემოთ ჩახედვას ვერ ბედავდა. იარაღი შუბლზე მიიდო.მაგრამ მშიშარა აღმოჩნდა და ვერ გაბედა .ვეღარ გაისროლა ისე გაბედულად როგორც რამდენიმე საათის უკან ფიცხელაურის მიმართულებით.მერე უცებ გონს მოეგო,წამოხტა და კიბეზე კისრის ტეხით დაეშვა.პოლიცია რომ დაინახა შეჩერდა და უკან დაიხია.გადარჩენის ინსტიქტმა სულ სხვა რამე უკარნახა და იქიდანაც მიიმალა. ******** ღამის ოთხ საათზე მაჩაბელების სახლს პოლიცია მიადგა.დაცვას გაუკვირდა და სასწრაფოდ აცნობეს ოჯახის უფროსს. -ვახო რა ხდება?-შეაჩერა ცოლმა. -დაიძინე,არაფერია.-მშვიდად უპასუხა ქმარმა და ჩაცმა განაგრძო.ქალი გადაბრუნდა,მაგრამ ძილი ვეღარ გააგრძელა.გულმა ცუდი უგრძნო. ინტუიციით ხვდებოდა რომ ეს ღამე ბევრ რამეს შეცვლიდა მათ ცხოვრებაში.არ შემცდარა.რამდენიმე წუთი იყო გასული რომ ქვემოდან ქმრის ღრიალი შემოესმა.ძლივს მოძებნა დაბნეულობისგან ჩუსტები და ხალათის ამარა დაეშვა ქვემოთ. კიბე ბოლომდე არ ჰქონდა ჩავლილი რომ ქმარი დაინახა.იატაკზე ხოხავდა სიმწრისგან და მუშტებს უშენდა.ამაოდ ცდილობდნენ დაცვის წევრები მის წამოყენებას და სკამზე დასმას. -რა ხდება ჩვენს თავს ვახო?-ენის ბორძიკით იკითხა ქალმა. -მარიამი აღარ გვყავს ნინო.ჩვენი მარიამი.. ქალს ძალა გამოეცალა და კიბის მოაჯირი რომ არა ნამდვილად დაგორდებოდა.იქვე ჩამოჯდა და თვალები ცრემლით აევსო.მერე სადღაც სივრცეს გაუშტერა და რაღაცის ბუტბუტი დაიწყო.გაოგნებულ დაცვის წევრებს ვერ მოეხერებინათ ვერაფერი.ბოლოს დაცვის უფროსმა სასწრაფო გამოიძახა და ექიმებმა შეძლეს ნინოს დამშვიდება.ნემსი გაუკეთეს და მიეძინა.ვახო მაჩაბელი კი მალევე მოეგო გონს და მაშინვე ვაჟი მოიკითხა.არავინ არაფერი უპასუხა. -რატომ ხართ ჩუმად?რა ხდება? ამოიღეთ ხმა. -თქვენმა ვაჟმა ზურა ფიცხელაურს ესროლა..-როგორც იქნა წამოსცდა დაცვის უფროსს. -რა თქვი?-კიდევ ერთხელ დაეცა მეხი მაჩაბელს.კიდევ ერთხელ მოკვდა. ახლა უკვე საბოლოოდ ხვდებოდა რომ მშვიდობა დასრულდა და ომი ისევ იწყებოდა.ახლა ნამდვილად ვეღარ დააკავებდა ალექსანდრე ფიცხელაურს… -დაცვა გააძლიერეთ.მე კი მანამდე პოლიციაში წავალ.მარიამი უნდა გადმოვასვენოთ.. -ბიჭებიც წამოვლენ.. -არა,ყველა აქ დარჩება,მხოლოდ შენ წამოხვალ.-უთხრა დაცვის უფროსს,- მანამდე გამოვიცვლი,შენ კი ბიჭები გაანაწილე.ყველა აქ უნდა იყოს.. მალე მზე ამოვიდა.ვახო მაჩაბელი უკვე განყოფილებისკენ მიდიოდა… მორგში მარტო შევიდა.მაშინვე დაინახა ძმისშვილის გაციებული და გაყინული გვამი.ის ვარდისფერი ლოყები ახლა გაფითრებოდა.აღარც თვალები უმზერდნენ ისე,როგორც მანამდე. ადგილზე შეტორტმანდა და გულზე იტაცა ხელი.მაგრამ თავი ხელში აიყვანა და მასთან მივიდა. ხელი თავზე გადაუსვა,გაყინულ შუბლზე აკოცა და ცრემლები წამოუვიდა. -ვის მოვკითხო შენი გაუბედურებისთვის პასუხი?ასე რატომ მოიქეცი შვილო?ასე როგორ გაიმეტე თავი და როგორ გაგვიმეტე ჩვენ? მოსთქვამდა მაჩაბელი და დროის შეგრძნება დაეკარგა.ექსპერტმა შეახსენა წასვლია დროაო. კარი რომ გააღო და გარეთ გამოვიდა ალექსანდრე ფიცხელაურის ჩაწითლებულ თვალებს შეეჩეხა.დაცვით გარშემორტყმული კაცის არ შეშინებია.არც მისკენ მიმართული იარაღის.მეტიც,მისკენ გადადგა ნაბიჯი და თავის დაცვის უფროსს ანიშნა არაფერი გააკეთოო. -ახლა რომ მესროლო,ამაზე კარგს ვერაფერს იზავ.სიკვდილი შვება იქნება ჩემთვის და მადლობასაც გადაგიხდი.მაგრამ მაინც გთხოვ რამდენიმე დღე მომცე.ჩემი ძმისგან, მისი ოჯახიდან უკანასკნელი გადარჩენილიც დავკარგე,დიახ,ჩემი მარიამი აღარ მყავს,რამდენიმე საათის უკან თავი მოიკლა,ნება მომეცი ღირსეულად დავკრძალო და გამოვიგლოვო,მერე კი ჩემი ფეხით მოვალ შენთან და შენს ნასროლ ტყვიასაც სიამოვნებით შევეწირები. უხმოდ დაუშვა ალექსანდრემ იარაღი. ხმა არ ამოუღია ისე დატოვა იქაურობა დაცვასთან ერთად. უკან მიჰყვა ვახო მაჩაბელიც.. ხოლო როცა მზემ საბოლოოდ დაასრულა ამოსვლა და საბოლოოდ გაანათა ქვეყანა,როცა ხალხი აჩოჩქოლდა და სამსახურებში დაიწყეს წასვლა მაჩაბელებსა და ფიცხელაურებში გლოვა დაიწყო.. ******* იწყება ახალი ისტორია.ვიცი რომ პატარაა,მაგრამ გპირდებით შემდეგი უფრო დიდი და ნოყიერი თავი იქნება. ახლა იქმნება და ჯერ ძალიან ნუ განმსჯით :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.