ალისებრი გრძნობა /5/
იჯდა გაუნძრევლად და საყვარელი კაცის გადარჩენას სთხოვდა ღმერთს. უკვე საღამო იყო ექიმი რომ გამოვიდა და თქვა რომ მდგომარეობა კრიტიკული იყო.თუმცა ალექსანდრე ცოცხალი იყო და ყველაფერს გაუძლებდა,ეს ყველა იქ მყოფს სჯეროდა. რამდენიმე დღემ ალექსანდრეს ხმის, თვალების და ღიმილის გარეშე გაიარა. ლიზა კი ერთი წამითაც არ შორდებოდა მას. იჯდა სავარძელში და ელაპარაკებოდა, იცოდა რომ ალექსანდრეს ყველაფერი ესმოდა. -მეექვსე დღე გავიდა შენს გარეშე. ისიც კი მომენატრა რომ მეჩხუბებოდი. გამოფხიზლდი და წავიდეთ ჩვენს სახლში თორემ აქაურობა ცუდად მხდის. გაახილე ეგ ლამაზი თვალები და მითხარი რამე, არ ვიცი რატომ მაგრამ ასე მგონია შენს გარეშე ჩემი ცხოვრების ყოველი წამი ფუჭი და არაფრისმომცემია. მომენატრე-უკვე ცრემლებში იხრჩობოდა ლიზა. -მეც მომენატრე მაგრამ შენს ჩემსნაირ ლამაზ თვალებს ცრემლები არ უხდება-ნაწყვეტებად თქვა ,მისი მწვანე სფეროები ლიზას უყურებდნენ და ბედნიერების ნაპერწკალებს იჭერდნენ მის ზღვის ფერ თვალებში. -ღმერთო მეჩვენება?კარგად ხარ? რამე ხო არ მოგიტანო? -არა კარგად ვარ არაფერი არ მინდა- პალატაში ექიმი შემოვიდა და ალექსანდრე გასინჯა -ყველფერი რიგზეა, საფრთხე აღარ არსებობს თუმცა თავს უნდა გაუფრთხილდეთ. რამდენიმე გამოკვლევის პასუხებს ვნახავ კიდევ და გაგწერთ-ექიმმა პალატა დატოვა და დარჩნენ კვლავ ლიზა და ალექსანდრე. -ანუ მოგენატრე?-გაეღიმა. ლიზა კი აწითლდა და ბლუკუნი დაიწყო. ალექსანდრეს ამაზე გაეცინა, უყვარდა პატარა ბავშვივით რომ იბნეოდა და წითლდებოდა ლიზა -მე..მ მეე.. მომენატრე ხო რა იყო არ შეიძლება?-ისეთი საყვარელი იყო ალექსანდრე ცუდად გახდებოდა რომ არ ეკოცნა. -მოდი აქ დაჯექი-საწოლზე მიუთითა -არ მინდა გატკენ რამეს -მოდითქო კარგად ვარ-ლიზა მის გვერდით დაჯდა , ალექსანდრემ კი ხელები მოხვია. ასე ჩახუტებულები იყვნენ რამდენიმე წითი, შემდეგ ალექსანდრე მონატრებულ ბაგეებს დააკვდა. არც ერთი წამალი არ მოქმედებს ისე, როგორც საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა. მალე ანასტასია და ბიჭებიც მოვიდნენ. -აუ ჩემი რამდენხანს გეძინა ტო დაგვაწყდა ნერვები- დემე მოეხვია ალექსანდრეს მერე მიშო და ბოლოს მათემ. -ძმაო შენ უნდა თქვა ცოლი მყავსო. ჩვენ გაგვიშვა სახლში დაისვენეთო და თვითონ დღე და ღამე აქ იყო. იცი როგორ ნერვიულობდა?მაგრამ მაინც მე მამხნევებდა. გულიც კი წაუვიდა ორჯერ ისეთი გამოფიტული იყო-ანასტასიამ დრო იხელთა და ძმას ყველაფერი მოუყვა სამან ლიზა პალატაში არ იყო. ეს კოშმარიც დამთავდრა და ყველანი სახლებს დაუბრუნდნენ. რას წარმოიდგენდა ალექსანდრე საკუთარი სახლი ასე ძალიან თუ მოენატრებოდა. უკვე ყველას ეძინებოდა ამიტომ თავიანთ ოთახებს მიაშურეს. ლიზას ისევ ალექსანდრეს მაისური ეცვა -ჩემი მაისურები მოგწონს? -ასე უფრო კარგად მძინავს თან კარგი სუნი აქვს, თუ გინდა გამოვიცვლი -არა გიხდება. მოდი დავიძინოთ რა ძალიან დავიღალე -ლიზა საწოლში დაწვა და ალექსანდრეს ზურგი აქცია. საბოლოოდ ასე ვერც ერთმა მოისვენა და ისევ ერთამანეთს მიეკრნენ. დილით ბიჭები მოვიდნენ. ალექსანდრეს უთხრეს კაბინეტში ვილაპარაკოთო და მალევე იქ აღმოჩნდნენ -ხვდები რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებ? ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას უმალავ ლიზას და არ იმსახურებს ამას. ან იმ ბავშვმა რა დააშავა მამის გარეშე რომ იზრდება?ლილე ხომ გიყვარდა? ხომ ყოველთვის გინდოდათ შენ და ლილეს შვილი? ახლა რატომ არის შენს ცხოვრებაში საიდუმლო? ლიზას უნდა უთხრა რომ შვილი გყავს,თანაც რაც შეიძლება მალე-დემეტრე ელაპარაკებოდა და ის უფრო იბნეოდა. ალექსანდრეს შვილი ყავდა, პატარა ქერა თაფლისფერთვალება გოგონა. ლილეს ასლი იყო, სურნელიც კი დედის ქონდა. ლილე ალექსანდრეს საცოლე იყო. დაქორწინებას აპირებდნენ მაგრამ ყველაფერი მათ წინააღმდეგ აეწყო. ლილემ თავი ჩამოხრჩო იმიტომ ,რომ მასზე იძალადეს,იმიტომ რომ უღმერთო ადამიანებმა რომელთაც მხოლოდ ფული ადარდებთ ის არ შეიწყალეს. მხოლოდ ერთი დღე გაატარა მის შვილთან და მეორე დღეს მისგან უსიცოცხლო სხეული იყო დარჩენილი. ალექსანდრე ამ ყველაფერმა მოკლა, სულიერად მკვდარი იყო.იმ დღის შემდეგ სულ სხვა ადამიანად იქცა. შვილი კი სოფელში გაგზავნა ბებიასთან რადგან თვლიდა რომ კარგ მამობას ვერ გაუწევდა, მარტო ვერ გაზრდიდა შვილს და რამე რომ შეშლოდა თავს არ აპატიებდა. ახლა კი ეს ყველაფერი ლიზასთვის უნდა ეთქვა. ლიზა იდგა კაბინეტის კართან და დემეტრეს სიტყვები უტირიალებდა თავში. გაბრაზებული იყო რომ ეს უმნიშვნელოვანესი რამ დაუმალა ალექსანდრემ. მაგრამ ისიც ესმოდა რომ ძალიან რთული იყო მისთვის. კარი გააღო და ბიჭენთან შევიდა -ბავშვს რა ქვია? რამდენი წლისაა? საერთოდ ბოლოს როდის ნახე?- მშვიდი იყო თუმცა დაბნეული -ნია 5წლისაა. ქორწილამდე ვიყავი ჩასული-დაპროგრამებულივით უპასუხა -დედა?-ამ სიტყვის გაგონებაზე ალექსანდრეს თითქო რაღაც ჩაწყდა გულში. საბოლოოდ ყველაფერი მოუყვა ლიზას. ის კი ცრემლების ზღვაში ცურავდა -ვიცი რომ არ უნდა დამემალა მაგრამ ვერ შევძელი და ასე მოხდა. არ ველი რომ მაპატიებ-ამხელა კაცი დამნაშავესავით იდგა თუმცა რა იყო მისი ბრალი? -ბარგი ჩაალაგე..- ლიზამ ცრემლები მოიწმინდა და მტკიცედ უთხრა ალექსანდრეს. ყველა სუნთავაშეკრული უსმენდა -ბარგი ჩაალაგე რადგან სოფელში მივდივართ ახლავე ნიას წამოსაყვანად.რამდენ ხანს უნდა იტანჯოს ბავშვი?დედა არ ყავს და მამისგანაც შორს იყოს? ბავშვს ობოლი რატომ ეგონოს თავი როცა მამა ყავს.-არცერთი არ ელოდა ლიზასგან ამ სიტყვებს. ალექსანდრე მივიდა და ჩაეხუტა, აქ სიტყვები ზედმეტი იყო ორივე ხვდებოდა ერთმანეთის მდგომარეობას.ბიჭებიც მოეხვივნენ რძალს და მალე ლიზა და ალექსანდრე სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლის გზას ადგენენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.