je t'aime
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი- 9 ასობგერა, 5 ხმოვანი, 4 თანხმოვანი.. ამქვეყნად არსებობს მრავალგვარი სიყვარული: დედა-შვილური, და-ძმური, ქალ-ვაჟური, მეგობრული, სამშობლოს, სარწმუნოების, უფლის და ა.შ. რა არის სიყვარული? ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის.. მეცნიერები მრავალი წლის მანძილზე იკვლევდნენ თუ რა იყო ‘’სიყვარული’’, მაგრამ მაინც ვერ ახსნეს. ყველა, ამ გრძნობას თავისებურად ხსნის... ბიოლოგებისა და ქიმიკოსების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სიყვარულის შეგრძნებას სამი ძირითადი ჰორმონი განაპირობებს: დოფამინი, ადრენალინი და სეროტონინი. "სიყვარული აქტიური ძალაა ადამიანში - ძალა, რომელიც ადამიანთა შორის აღმართულ ზღუდეებს არღვევს, აერთიანებს მათ." (ერიკ ფრომი) "სიყვარული პარადოქსულია, რადგან ორი არსება ხდება ერთი, თუმცა ამავდროულად კვლავ ორია." (ერიკ ფრომი) "სიყვარული ყოველდღე იზრდება, არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, არ ხუნდება.." "სიყვარული ეს ნიჭია, რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის ვინც ამ ქვეყნიდან ამ ნიჭის გარეშე წავა.” (ნოდარ დუმბაძე) აი რას ამბობენ პატარები: 6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული. 6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ. 5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს გაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ. 7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა. 6 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა. 8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული. და მაინც რა არის სიყვარული??? .......... სახელი: ბარბარე გვარი: მაღლაფერიძე ასაკი: 20 სიმაღლე: 1.70 წონა:55 გარეგნობა: მაქვს წაბლისფერი, ხვეული თმა, ცისფერი თვალები (ხანდახან მწვანეც), კურნოსა ცხვირი და საშუალო ზომის ატმისფერი ტუჩები.. მყავს საოცარი ოჯახი დედა-მაია, მამა-ზურაბი. მართალია და ძმა არ მყავს,მაგრამ მყავს სამი საუკეთესო მეგობარი ლილე, დეა და დემეტრე.. რაც შეეხება დანარჩენს, დროდადრო შეიტყობთ. დღეს 4 მარტია და თითქმის ერთ თვიანი დასვენების შემდგომ გავაგრძელე სწავლა.. დილით 8 ის ნახევარზე ავდექი, მოვწესრიგდი, ჩავიცვი, ვისადილე და გავეშურე სამედიცინო უნივერსიტეტისენ. პეკინზე ვცხოვრობ, ამიტომ უნი ახლოში მაქვს და შესაბამისად და გაგიკვირდებათ 5-10 წუთში ადგილზე ვიყავი. საათს დავხედე და 9 აკლდა 20 წუთი. რა თქმა უნდა ისევ ადრიანად მივედი..იმდენს კივერ ვტვინავ, რომ შედარებით გვიან ავდგე და ძილი არ დავიკლო და თან დილის ძილი... საოცარი რამაა, 5 წუთიც კი უკვე თემაა...მოკლედ, ადრიანად მომიწია მისვლა, ამიტომ ეზოში გავჩერდი და მივათვალიერე არემარე, იმ იმედით, რომ ვინმე ნაცნობს დავინახავდი, თუმცა ამაოდ. ტელეფონი ამოვიღე და დეას მივწერე: -მე უკვე უნიში ვარ, შენ რასშვებიი??სადხარ? -... -ჰეი?? -... -დეა?? -... -სულ მიბმული გაქ ხელზე ეგ ტელეფონი და მე როცა მჭირდები მაშინ გაქვს სადღაც ჯანდაბაში!! -... უკვე ცხრას ათჯ წუთი აკლდა და ამ ქალბატონისგან არაფერი ისმოდა.. ამიტომ დავურეკე.. რა თქმა უნდა, არ აიღო ან რატომ მეგონა, რომ აიღებდა. გადავწყვიტე ჩატში დამეწერა: (კურსელებს გვქონდა ჩატი ე.წ "შოკი, პიკი, პანიკა") -მოსულიხართ ვინმე?? კურსელებთან ცუდი ურთიერთობა ნამდვილად არ მაქვს, პირიქით საკმაოდ კარგი. ნუუ ზოგადად არც არავისთან მაქვს ცუდი ურთიერთობა, ვცდილობ ხოლმე ყველასთან კარგად ვიყო და ვერიდები კონფლიქტებს.. მაგრამ ყველაზე კარგად მაინც დეასთან ვარ. -5 წუთში მანდვარ (კესო) -აუუ, ჩამეძინა და მაგვიანდება (გვანცა) -მეეც (სალომე) -აი თითქმის მოვედი (მარიტა) მარტო შესვლას ნამდვილად არ ვაპირებდი, ამიტომ სხვა რა გზა იყო..ამ დროს შეტყობინება მომივიდა დეასგან -აუუ, ჯანდაბაა, ჩამეძინა, მაგვიანდება და თან მგონი ძააან..(დეა) - ოხ ცოცხალი ხარ?? ნეტა რატო არ მიკვირს.. მიდი მალე ქენი. -შევეცდები(დეა) - ეეეეეეე ბარბი,როგორ ხარ? მომენატრე,რამდენიხანია არ მინანიხარ.. (დათო) -კარგად ვარ, თითქმის ერთი თვე, თავად? -რავი ნორმ რაა..(დათო) დათო-სახელგანთქმული "ბაბნიკი", ისიც მესამე კურსელია, მაგრამ ჩემს ჯგუფში არაა, თუმცა რაღაც ლექციები გვიტარდება ერთად.. დათო საკმაოდ სიმპატიურა..მაღალი, ქერა,მწვანე თვალებით, სწორი,პატარა ცხვირით, სავსე თუჩებით.. თაყვანისმცემლებს ნამდვილად არუჩიოდა და ასევე ისიც "თაყვანსსცემდა" :D ამჯერად კი მე ვიყავი ის გოგო, ვისაც თვალი დაადგა და "დაკერვა" უნდოდა.. მართალია დათო საკმაოდ სიმპატიური იყო, მაგრამ მხოლოდ გარეგნობა ხომ არაა? დათოზე რას ვფიქრობ? საკმაოდ სიმპატიურია, საოცარი ღიმილი აქვს, მეგობრულია, ცოტა ძაან ნარცისი. მოკლედ ბევრი,რომ აღარ ვილაპარაკო და თქვენც თავი არ მოგაბეზროთ, ჩემი ლაყბობით, გეტყვით,ერთი შეხედვით კარგი ბიჭია.. მაგრამ მაინც ბაბნიკია, დღეს ბარბარე მოსწონს,ხვალ თიკა, ზეგ ანანო და ა.შ. ჩემზე აშკარად დიდხანს შეჩერდა, განა რამე.. უბრალოდ აქამდე ვის დაკერვასაც ცდილობდა, საწადელს ადვილად აღწევდა და შემდეგ ის გოგო აღარ აინტერესებდა. აი ჩემთან კი არაფერი გამოსდიოდა, ამიტომაც უკვე მთელი ნახევარი წელი "მეჩალიჩებოდა" ეს კი მისთვის, რეკორდი იყო. ჩემი კურსელი, სალომე, რომელიც მანამდე იცნობდა დათოს, მეუბნებოდა რომ ჩემდამი სხვა დამოკიდებულება ჰქონდა.. მართალია "ბაბნიკიაო" მაგრამ ბაბნიკებსც ოდესღაც უყვარდებათო და ეგ შენ ხარო!! შენს მიმართ ზედმეტად ყურადღებიანიაო და საყვარელიო!! დაა მგონია რო ზედმეტად მოწონხარო, და ეს დროებითი ახირება არააო! მაგრამ მე არმჯეროდა.. ადამიანებს 100%-ით ვერასდროს ვენდობოდი და მითუმეტეს "ბაბნიკ" დათოს. გაინტერესებთ, თუ რატომ ვერ ვენდობი ადამიანებს?? 4 წლის წინ, როდესაც 16 წლის ვიყავი, მყავდა შეყვარებული სახელად ლევანი. საკმაოდ სიმპატიური იყო, მაღალი, შავგრემანი, შავი დიდრონი თვალებით და ულამაზესი დიდი, ხშირი წამწამებით.. ასაკით,ჩემზე 2 წლით უფროსი იყო.. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ამიტომ ყოველდღე ვნახულობდი მას.. ის სკოლას წელს ამთავრებდა და განვიცდიდი, რადგან სასწავლებად თბილისში გადადიოდა.. ლევანი მამშვიდებდა, რომ არაფერი იყო სანერვიულო და ჩვენ მანძილი ვერ დაგვაშორებდა, მპირდებოდა, რომ, ხშირად ჩამოვიდოდა ჩემ სანახავად ბათუმში. თუმცა შემდეგ რამოხდა.. გაინტერესებთ?? 23 მარტი, რა დამავიწყებს ამ დღეს და ამ თარიღს.. დღეს 22 მარტია, ხვალ კი ელენეს დაბადების დღეა და ჩემი გოგო 17_ის ხდება. ელენეს საკმაოდ დიდიხანია ვიცნობ. არც კი მახსოვს,როდის გავიცანი,ბავშვობიდან ერთად ვართ, სამივენი. ჯერ ბაღი, შემდეგ სკოლა; მოკლედ თითქმის 24 საათი ერთად ვიყავით, განუყრელი მეგობრები, "სამი მუშკეტერი": ბარბარე, ელენე და ლილე! ამ წელს გადავწყვიტეთ მე და ლილემ, რომ ელესთვის განსაკუთრებულად მიგველოცა და ვაპირებდით, რომ ზუსტად 12 საათზე დავდგომოდთ, ტორტით, ბუშტებით და ამბებით.. თან დღეს მარტო იქნებოდა სახლში, მისი მშობლები ქალაქში არიყვნენ ამიტომ ბოლომდე დავიმხობდით სახლს თავზე.. უკვე თორმეტს 5 წუთი აკლდა, რომ მის სახლთან ვიდექით.. გასაღები გვქონდა და კარი ჩუმად გავაღეთ, რომ არგაეგო და არჩაგვშლოდა ჩვენი სიურპრიზი. სახლში ფეხაკრებით შევედით და მოვათვალიერეთ არემარე, შემოვიარეთ თითქმის მთელი სახლი, არსად ჩანდა: -სად ჯანდაბაშია ეს ბავშვი? ჩურჩულით ვკითხე ლილეს -დავიჯერო სძინავს? (ლილე) საძინებლისკენ წავედით.. რაღაც გაურკვეველი ჰანგები შემომგვესმა... -მოიცა.. სერიოზულად?? ეს, ხომ?? სიცილს ვერ ვიკავებდი.. პორნოს უყურებს??? -აუუ რა ღადაობაა, არარსებობს! პატარა შოკი.. (ლილე) ორივენი გონებაში ვხითხითებდი და კარი დაუფიქრებლად შევაღეთ -გარყვნილოო, გილოცაა..... ადგილზე გავქვავდი.. ხელიდან ყველაფერი გამიციცდა.. თვალთ დამიბნელდა.. არვიცი რა დამემართა, უბრალოდ...გავქვავდი.. ნუთუ? არა, მეჩვენება.. მოლანდებები დამეწყო, ხო,ხო, ნამდვილად.. ჩემს წინ ჩემი "საუკეთესო" მეგობარი და ჩემი "შეყვრებული" იყვნენ. მგონი ვერც კი შეგვამჩნიეს,იმდენად გართულნი იყვნენ სექსით. -ჯანდაბააა (ლევანი) -ბარბარე.. ბარბი.. აგიხსნი (ელენე) მოიცა ახლა ამ არსებამ, მართლა ეს თქვა, თუ მომესმა?? -რაა? ბო*ო, ძუ*ნა, ნაბი*ვრებო, ჩა*ლახებო.. გამწარებული, შოკირებული, განრისხეუბული უკიოდა ლილე. მე კი გაუნძრევლად ვიდექი და იმდენად შოკირებული ვიყავი,რომ ვერაფერს ვამბობდი და ვერაფერს ვგრძნობდი. გამოვიქეცი.. და სად?! რატომ?! რას გავურბოდი, რატომ გავრბოდი, არც კი ვიცოდი... ვერ ვფიქრობდი. არაფერი მესმოდა.. როგორ ჩავირბინე კიბეები, როგორ გავედი სადარბაზოდან, როგორ ვკეთდი გზას...უბრალოდ მივრბოდი და განადგურებული ვიყავი. ვერ ვიჯერებდი, არმინდოდა დამეჯერებინა. ლილე უკან მომდევდა და, როგორც იქნა დიდიხანი დევნის შემდეგ დამეწია და გამაჩერა: -ბარბარე! გაჩერდი! რას შვები, თავს იკლავ? კინაღამ მანქანამ გაგიტანა, უბრალოდ გაჩერდი,გთხოვ.. -ეს როგორ გამიკეთა? ეს როგორ გამიკეთეს? შენც ის დაინახე,რაც მე? იქნებ მომეჩვენა..იქნებ ბინა შეგვეშალა და არცერთი მათგანი იყო და უბრალოდ გავდნენ მათ, იქნებ რამე ხუმრობაა.. რა სისულელეებს ვამბობდი არც კი ვიცოდი.. რას ვგრძნობდი? ყველაფერს და ვერაფერს.. ვერც კი აგიხსნით, რახდებოდა ჩემში.. ლევანი, რომელიც ჩემი შეყვარებულია, უფროსწორედ მეგონა,რომ იყო, რომელიც სიყვარულს მეფიცებოდა და ელენე, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი და ჩემი დაქალი იყო.. ორი უსაყვარლესი ადამიანი,რომლებიც უზომოდ მიყვარდა.. ეს როგორ გამიკეთეს? როგორ შეეძლოთ?? გული მტკიოდა, სული მეწვოდა, ვიგუდებოდი, გულისრევის შეგრძნება მქონდა, შინაგანად ვკიოდი, ვბღაოდი.. სულ რაღაც წუთების წინ, როგორი ბედნიერი ვიყავი და ახლა? გაუბედურებული, ნაღალატევი, განადგურებული. ვერ ვხსნი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ან როგორ გადმოგცეთ? თუ რას ვგრძნობდი.. თქვენ.. თქვენ რას იგრძნობდით? -ვიცი, მესმის, მაგრამ გთხოვ დამშვიდდი (ლილე) -როგორ, როგორ დავმშვიდდე?? -წამოდი ჩემთან და... საუბარი შევაწყვეტინე, რადგან ვხვდებოდი,რომ არიცოდა რაუნდა ეთქვა, უნდოდა,რომ დამმხმარებოდა, დავემშვიდებინე, მაგრამ როგორ არიცოდა -ხო.. წამოვალ, ასეთ ფორმაში სახლში ნამდვილად ვერ მივალ -კარგი საყვარელო, მაშინ ტაქსს გავაჩერებ -არა,ფეხით მივიდეთ, არშემიძლია.. -კარგი,როგორც გინდა ჩუმად მივუყვებოდით, წვიმიან ბათუმს..თითქოს ამინდიც იზიარებდა ჩემს წუხილს და ტკივილს, ისიც ჩემთან ერთად ტიროდა.. 15-20 წუთში უკვე ლილესთან ვიყავით. სახლში გალუმპულები მივედით და ვიყინებოდი.. მაგრამ ეს არ შეედრებოდა ჩემს ტკივილს,ამიტომ ყურადღებას არ ვაქცევდი.. გავშრით,გამოვიცვალეთ და მე ღონემიხდილი დივანზე დავეგდე.. -ჩაის გაგიმზადებ,ხომ გინდა -კი ჩაი მალევე გაამზადა წინ დამიდგა და იქვე ჩამომიჯდა.. არვიცი ის რას ფიქრობდა,მაგრამ ვიცოდი,რომ მასაც ტკიოდა, ჩემი ეს მდგომარეობა,თუმცა არიცოდა რაუნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა ეშველა ჩემთვის,როგორ უნდა დავემშვიდებინე და რაუნდა ეთქვა.. ამას მის თვალებში ვხედავდი.. ბრაზს, რისხს, სევდას. -არც კი გამოგვყვნენ, ალბათ გააგრძელეს, ისს რასაც აკეთებდნენ.. ამის წარმოდგენაზე ისევ.. გულში მჩხვლეტდა, გულისრევაა, უჰაერობა... და უკვე აღარ შემეძლო,ვეღარ ვიტევდი ჩემში ამ ყველაფერს და ერთიანად ამოხეთქა.. ცრემლები წამსკდა და ვტიროდი.. არა ამას უფრო ბღავილი ერქვა.. ვბღაოდი.. ვსლუკუნებდი.. მინდოდა,რაღაც მეთქვა, თუმცა ტირილს ვერ ვწყვეტდი. -დამშვიდდი, ვიცი, ძალიან გტკივა,მაგრამ იქნებ დამშვიდდე.. და გულში ჩამიკრა.. ისიც ტიროდა.. ამ ამბის შემდეგ თვეზე მეტი გასულიყო.. ელენეც და ლევანიც ცდილობდნენ,რომ დამლაპარაკებოდნენ, მაგრამ ამის საშუალებას ლილე არაძლევდა, ჩემამდე არუშვებდა და მისი მადლიერი ვარ, რადგან ალბათ იქვე ორივეს დავახრჩობდი, ბრაზისგან.. იმ ტკივილისთვის,რაც მომაყენეს.. თუმცა ერთხელ ეს მაინც, მოახერხეს.. ამ დღეს ლილე სკოლაში არმოვიდა და ეს იმ დროს გავიგე, როცა უკვე იქ ვიყვი. მარტო ნამდვილად არ შემეძლო, იქ ყოფნა და მათი ყურება ,ისე თოთქოს, ვითომ არაფერი მომხდსრა, ამიტომ გადავწყვიტე უკან გავბრუნებულიყავი და ჰოი, საოცრებავ.. ჩემს წინ ელენე და ლევანი იდგნენ -უნდა ვილაპარაკოთ (ლევანი) -ახსნის საშუალება მოგვეცი, რამდენიხანი უნდა გდიოთ? (ელენე) -ვინ გეხვეწებათ? -აგვახსნევინე (ელენე) -რა აგახსნევინო? როგორ მიღალატა ჩემმა "შეყავრებულმა" ჩემს "დაქალთან"? -მისმინე, ასე არარის, უფროსწორედ.. უბრალოდ აგიხსი ყველაფერს. არვიცი ეს,როგორ დამემართა.. არმინდოდა, მეე.. მე არ მიფიქრია, არმინდოდა,რომ გწყენოდა.. ვიცოდი,რომ ლევანი გიყვარდა.. ჯანდაბა, არც კი ვიცი რა დამემართა, უბრალოდ შემიყვარდა, სიგიჟემდე. ვცდილობდი მეთქვა,თუმცა ვერ ვბედავდი.. არმინდოდა რომ გამებრაზებინე და არ მიმდოდა, რომ გწყენოდა. ჩვენ უბრალოდ... უბრალოდ ჩვენ, შეგვიყვარდა ერთმანეთი.. ვიცი ჩემს საქციელს არაქვს გამართლება, მაგრამ გთხოვ რომ მაპატიო, არმინდოდა, მართლა არმინდოდა. ხოიცი,რომ მიყვარხარ და თან ძალიან, ბავშვობიდან ერთმანეთს ვიცნობთ და არშემიძლია შენი დაკარგვა.. არმინდა.. ვიცი უპატიებელი შეცდომა დავუშვი, გამოუსწორებელი, საშინლად მოგექეცი, გული გატკინე და საშინელი ადმაიანი ვარ, ეს ვიცი. უბრალოდ არ ვიცი რა ჯანდაბა დამემართა. იქნებ გამიგო.. იქნებ, გაგვიგო და შეეჩვიო.. შეეეგუო იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. არ გვინდოდა ასე გაგეგო ყველაფერი.. მაგრამ... ახლა რაღა აზრი აქვს.. უბრალოდ იქნებ გვაპატიო.. ლევანს თავიდან მართლა უყვარდი, მაგამ შემდეგ, შენ არაძლევდი საშუალებას, რომ შენთან ყოფილიყო.. რავი, უხეში იყავი ხშირად მის მიმართ.. ხოიცი,ნუუუ როგორ გითხრა, ისედაც ხომ იცი როგორი უკარება ხარ.. შეყვარებულები არც კი იყავით, შენ გეგონა, რომ იყავით, მაგრამ არიყავით, უფრო მეგობრები იყავით, კარგი მეგობრები.. ხოო ნამდვილად.. -რაა? -რა გიკვირს, არაფრის საშუალებას აძლევდი, სულ დაძაბული იყო, ხელის გადახვევის საშუალებასაც კი არ აძლევდი, კოცნაზე ხომ ზედმეტია საუბარი.. ხოო დაუშვად გიყვარდა, მაგრამ არამგონია გყვარებოდა, რადგან არიქცეოდი შესაბამისად, აი როგორც მეგობრები ეგრე იყავით, საუკუნეში ერთხელ თუ იქნებოდუ კარგ ხასიათზე და მაგ დროს თუ მიიკარებდი, სიყვარულის ბუშტი გაგისკდებოდა და ჩაიხუტებდი თორე, რაცი აბა.. უბრალოდ .. ლევანი მის წუხილს, მე მიყვებოდა, მეკითხებოდა, თუ რატოიყავი ასეთი უკარება, ასეთი დისტანციური, ხანდახან უხეშიც.. უნდოდა,რომ ახლოს ყოლოდი, უფრო მეტად გამოეხატა სიყვარული შენსმიმართ, მაგრამ შენ არ აძლევდი ამის საშუალებას.. და ჩვენი ურთიერთობა აქედან დაიწყო, დავახლოვდით და ვერც კი მივხვდით, თუ როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი. -მოიცა.. შენ? სათქმელს თავს ვერ ვუყრიდი..მისი სიტყვების გადახარშვას ვცდილობდი! ვგრძობდი რომ ბრაზი მახრჩობდა, აქვე შემეძლო ორივე ერთმანეთზე დამეკლა. ეს ძუ*ნა და ეს *ლე მე მადანაშაულებენ?? ეს ჩემი დაქალი იყო?? ან ეს ჩემი შეყვარებული? აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი? როგორ ვერ ვამჩნევდი, რომ ასეთები იყვნენ? არა აღარ შემეძლო, ბრაზისგან, ზიზღისგან, გული გამისკდებოდა,აღარ შემეძლო, ჯერ ის ვერ გადამეხარშა და ახლა მისი სიტყვები,მეგონა უარესი აღარაფერი მოხდებოდა,თუმცა თურმე სად ხარ ბარბარე.. მომენტალურად ავფეთქდი და წყობიდან გამოვედი!! მთელი ძალით და ღონით ლევანს მივვარდი და მუშტების რტყმა დავუწყე, ვუყვიროდი და თან ვტიროდი, არვიცი რას ვეუბნებოდი, უბრალოდ გამეტებით ვურტყამდი.. მერწმუნეთ, გამწარებულ ქალზე, საშიში, არავინაა.. ჩოჩქოლი ატყდა, ზოგი იცინოდა, ზოგი მამხნევებდა, თუმცა არავინ ცდილობდა ჩემს შეჩერებას.. მაგრამ უცებ ვიღაცამ შემაჩერა და ხელიდან გამომგლიჯა ლევანი.. ეს დემეტრე იყო.. იქაურობას მომაშორა და მანქანაში ჩამტენა რასაცქვია.. -რაგინდოდა?? აქ რა გინდა?? განრისხებული,დემეტრეს ვუყვიროდი.. (დემეტრე ჩემი ძმაკაცია, ამ ამბების შესახებ არიცოდა, უფროსწორედ მე არ მითქვამს, თუმცა რადგან აქ იყო ანუ ყველაფერი უკვე გაეგო) -ლილემ დამირეკა და მითხრა,რომ წამომეყვანე..კარგ დროს მოგისწარი,თორე ალბათ მოკლავდი.. -ხოო ახლა გამახსენდა ლევანის ჩალურჯებული თვალი და მიხვდი,რომ ეს დემეს დამსახურება იყო.. _ასეთი არასდროს მინახავხარ, შენ ისეთი წყნარი და გაწონასწორებული ხარ, რომ არვიცი ვერგცნობ ბარბი -არგინდა.. ასეთ სიტუაციაში,მშვიდი და გაწონასწორებული როგორ უნდა ვყოფილიყავი? თქვენ,როგორ მოიქცეოდით მკითხველნო? თქვენ რას იზამდით,რას მოიმოქმედებდით? ...ახლანდელი დრო... დღეს,რომ მკითხოთ მიყვარდა თუარა ლევანი, ვერ გეტყვით რომ არა. ეს ბავშვური სიყვარული იყო, უფრო გატაცებას დავარქმევდი. ის ფაქტი რაც მოხდა,მას ვერ დავივიწყებდი ვერასდროს.. მომხდარი, იმდენად "დიდი გადატრიალება" იყო ჩემთვის, რომ სწორედ ამის გამო, ვეღარავის ვენდობოდი. არც 4 წლის წინ ვიყავი ძალზედ გახსნილი ბიჭების მიმართ,თუმცა ახლა მეშინოდა, სასტიკად მეშინოდა ვინმეს შეყვარების. მეშინოდა,რომ ისევ მომატყუებდნენ, ისევ მიღალატებდნენ.. მეგონა,რომ ვეღარ გადავიტანდი. ამიტომ ვინც ჩემს გარშემო, იყო მითუმეტეს ბიჭი, ჩემთან ახლოს არვუშვებდი, მათთან ბოლომდე გახსნილი არასდროს ვიყავი და ვერ ვენდობოდი.. ყოველთვის ვხვდებოდი თუ რას ფიქრობდნენ ჩემზე ადამიანები, მათთან ლაპარაკისას, კონტაქტისას და ურთიერთობის დროს, თვალები ხომ ყველაფრის მთქმელია. შეიძლება ადამიანმა მოგატყუოს სიტყვიერად, მაგრამ თვალები მათ ყოველთვის გასცემენ.. ალბთ თექვსმეტი წლის ასაკშიც შევამჩნევდი ლევანს და ელენეს რამე საეჭვოს,თუმცა მაშინ "ვარდისფერი სათვალე" მქონდა მორგებული, თუმცა ამჯერად სამყაროს თვალი გავუსწორე... პირველმა დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული მომხდარა უნიში. ბავშვებმა გადავწყვიტეთ, რომ საქეიფოდ წავსულიყავით, სანამ შეგვეძლო და სამეცადინო თავზე საყრელად არ გვქონდა.. მოკლედ,სახლში მივედი, ვიმეცადინე, ცოტა სახლი მივალაგე.. აბა ჩემს გარდა ამას ვერავინ გააკეთებდა რადგან მარტო ვცხოვრობდი.. უკვე შვიდი საათი იყო და რვაზე ვიკრიბებოდით,ამიტომ მომზადება დავიწყე. კლასიკური შარვალი და კოფთა ჩავიცვი და ლაითი მაკიაჟი გავიკეთე. სანამ სახლიდან გავიდოდი დედას დავურეკე: -დეე,რასშვები?? როგორ ხარ?? მომენატრეეე..მე თუარ დაგირეკე შენ არ უნდა დამირეკო?? სულ დაივიწყე,ხომ შენი ერთადერთი შვილი? -კარგად დე, შენ როგორ ხარ? ოხხ ბარბარე, ბევრს ნუ ლაპარაკობ..დეე, ხო ჭამ კარგად? -მეც კარგად. მაგაზე არინერვიულო არდავიკლებ ჭამას.. -აბა მომიყევი რახდებოდა უნივერსიტეტში, რაქენი? -რავი დეე, ისეთი არაფერი, ჩვეულებრივად ჩაიარა დღემ, მამა როგორაა? -კარგადაა მამა,ახალი მოსულია სამსახურიდან და ახლა ისვენებს -გასაგებია.. დეე მისმინე დღეს ბავშვები საქეიფოდ მივდივართ და შეიძლება იქ ვერგავიგო ზარის ხმა და რორამე არინერვიულო -კარგი დე,ვჭკვიანად.. სახლში როგორც კი მიხვალ გამაგებინე, არდაგავიწყდეს. -კაი დეე, როცა სახლში ვიქნები დაგირეკავ აუცილებლად, გკოცნი და მიყვარხარ -მეც ჩემო საყვარელო.. ტელეფონი გავთიშე,ფეხზე ჩავიცვი, ჩანთა გადავიკიდე და გავეშურე.. და ზუსტად დროული იყო დეას ზარი, არა ზოგადად ეს ბავშვი სულ საოცარ დროს არჩევდა დასარეკად, მანდამაინც იმ დროს დამირეკა გზა რომ უნდა გადამეკვეთა, გვერდით მივიხედე და არ მოდიოდა მანქანა, ამიტომ დაუფიქრებლად გადავაჭერი და ტელეფონი ავიღე -რაშვები? სადხარ?? მე მივედი უკვე -ვა ვაა, სააღოლ შენ.. შენ და დროულად მისვლა? ნამდვილად შენ ხარ??ხოარ გამომიცვალეს დაქალი? -ბევრს ნუ ტლიკინებ, სადხარ? -გამოსული ვარ და მალე მოვალ ამ დროს კი სიგნალის ხმა გავიგე გვერდით გავიხედე და პირდაპირ ჩემსკენ მოდიოდა მანქანა.. თვალწინ ჩამიარა ჩემმა 20 წლიანმა ცხოვრებამ, ვიდექი გაუნძრევლად და ვუყურებდი ჩემსკენ მომავალ მანქანას, რომელიც ნამდვილად დამეჯახებოდა, რადგან საკმაოდ ახლოს იყო, მაგრამ როგორღაც მოახერხა და ამაცილა, თუმცა გაჩერება ვეღარ მოასწრო და რაღაცას შეასკდა.. მე უვნებელი ვიყავი,უბრალოდ ოდნავ გამკრა და ოდნავი ტკივილი ვიგრძენი. -ნორალური ხარ? სად გადადიხარ?? კინაღამ გაგიტანე, რასაკეთებ?? - ლამის გამიტანე და კიდევ მე მეჩხუბები? ნორმალური ხარ??? -მე ნორმალური ვარ,მაგრამ შენზე იგივეს ვერ ვიტყოდი, დამინახე რომ მოვდიოდი და არც კი გაჩერებულხარ, სრულ ჭკუაზე ხაარ?? თუგინდა სხვანაირად სცადე, მე რომ მივარდები და თავს იღუპავ და მეც მღუპავ! -არანორმალურო, უსინდისო. მე როგორ მეჩხუბები? მე ვარ დამნაშავე? -აბა ვინაა? -დეგენერატი ხარ, იქნებ მკითხო მაინც ზრდილობისთვის როგორ ვარ?? ყველაფერი მე როგორ უნდა დამემართოს და ყველა იდიოტი როგორ უნდა გადამეყაროს ლამის გამიტანა და აქეთ მეჩხუბება.. -ჩემი სწრაფი რეაქციის დამსახურებაა რომ არაფერი გჭირს და არ დაგეჯახე, თორე არვიცი რაა.. -მადლობა ხომ არ გადაგიხადო, რომ არ გამიტანე ან ბოდიში ხომარ მოგიხადო მანქანა რომ დაგელეწა და შემთხვევით ხოარ გაგიკეთო? -არა მაგაზე არ შეგაწუხებ -ოჰ, კიდევ კარგი. თუმცა არ გამიკვირდებოდა, რომ გეთქვა გამიკეთეო რაღაცის თქმას აპირება მაგრამ ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა, რა თქმა უნდა დეა იყო -სადხარ გოგო ამდენხანს?? ყველა მოვიდა შენს გარდა -მოვალ მალე,რაღაც შემემთხვა დაა -რა მოხდა? -მოგიყვები რომ მოვალ -კარგი,მალე ქენი -შევეცდები ასე "მშვიდობიანად" დავშორდით ერთმანეთს, ის თავის გზაზე წავიდა და მე კი ჩემს.. ტაქსი გავაჩერე და როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე. დეას ყველაფერი მოვუყევი -კიდევ კარგი,რომ არ დაგეჯახა. შენი უშნო სიარულის ამბავი კარგად ვიცი, გვერდით არც კი იხედები ისე გადადიხარ გზაზე -გავიხედე მაგრამ არიყო, არდამინახავს -აბა გაჩნდა იქ მანქანა? -ალბათ -არანორმალურო -არდამინახავს და რაჩემი ბრალია -აბა ვის ბრალია, ის მის გზაზე მოდიოდა -მერე რა -მერე ის რომ შარი არუნდა მოგედო, ხელი ძაან გტკივა? -არა შიგნით შევედით და შევუერთდით ბავშვებს. ჩვენი ჯგუფის გარდა დათოს ჯგუფიდანაც იყვნენ ბავშვები და რა თქმა უნდა, დათოც აქ იყო. მთელი საღამოს განმავლობაში თვალს არ მაშორებდა.. -წამო რაა ვიცეკვოთ (დეა) -მოიცა ერთსაც დავლევ და.. გადავკარი და საცეკვაოდ გავედით მე და დეა.. -შეიძლება ვიცეკვოთ?? (ლაშა) -კი (დეა) ლაშა დათოს ჯგუფელი იყო და მგონი დეა მოსწონდა.. ხოდაა აი ასე ამახიეს ჩემი გოგო.. დაჯდომას ვაპირებდი,როცა დათო მოვიდა ჩემთან და ამის საშუალება არ მომცა და ჯანდაბაა!! მანდამაინც ახლა დამთავრდა ეს მუსიკა და ჩართეს წყნარი და ცოტა ძააან რომანტიკული.. სერიოზულაად? რაღა მანდამაინც ეს?? იმედია მალე დამთავრდება.. გონებაში ვფიქრობდი და ვილანძღებოდი.. -ძალიან ლამაზი ხარ, ბარბი.. -მადლობა -თვალი ვერ მოგწყიტე -ვიცი შევამჩნიე (ჯანდაბაა ეს არუნდა მეთქვა) ჩემი სიტყვები და მისი გაღიმება ერთი იყო.. უფრო მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა -ბარბი! საოცრება ხარ!! ძაალიან მომწონხარ! დავიბენი და სად წავსულიყავი არვიცოდი. ძალიან უხერხულში ვიყავი, თუმცა ამავდროულად მესიოვნა.. პატარა პაუზის შემდეგ კი ვუპასუხე -მე იგივეს ვერ ვიტყოდი გაეღიმა ჩემს პასუხზე.. ოხხ მისი საოცარი ღიმილი.. რატომაა ეს ბიჭი ასეთი სიმპატიური?? მაგრამ თან რატომაა ასეთი?? აიი იცით როგორი იყო? ძალიან საყვარელი, გარეგნულად შეუდარებელი.. მაგრამ.. არასერიოზული, "ნარცისი" ასევე ს ეწეოდა და დადიოდნენ ბედნიერები, დაბოლილები და მოცინრები, ჩემ ჯგუფელ ბიჭებთან ერთად.. მე კი საშინლად ვერვიტანდი ვერც სიგარეტს და მითუმეტეს მოსაწევს..თანაც ასეთი ნარცისიი.. ოხხ როგორ ვერ ვიტანდი ასეთ ბიჭებს. თავდაჯერებული ყეყეჩი! -ასეთი უკარება რატომ ხარ? -რადგან კისერზე არ გეკიდები ამიტომ ვარ უკარება?? -უხეშო როგორც იქნა დამთავრდა მუსიკა და მეც დავაღწიე თავი დათოსგან და დავუბრუნდი ჩემ ადგილს.. -აუ როგორი საყვარლები იყავით (დეა) -ხო ძაან -დაფქვი მიდი ყველაფერი -რაუნდა ეთქვა ახლა.. როგორი ლამაზი ხარო, ძალიან მომწონხარო, მერე უხეში და უკარება ხარო -მართალი უთქვამს რაგინდა -შემეშვი -აბაა?? -არა! -კარგი რაა, დავიჯერო არ მოგწონს? ცოტა მაინც?? -არა! -მე კიდე მგონია,რომ კი.. -არა დეა! ხოიცი ვერ ვიტან ასეთ ტიპებს -ყველაფერი აქედან იწყება ჩემო საყვარელო!! სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია. -არაფერიც!! მოკლედ მშვენივრად გავერთეთ და მოვისიყვარულეთ ერთმანეთი მონატრებულებმა. ძალიან კარგი დრო გავატარეთ.. შემდეგ გადავწყვიტეთ ფეხით გაგვევლო ცოტა ამიტომ მეტრომდე გადავწყვიტეთ ფეხით წავსულიყავით.. ისევ ამეტუზა დათო, ოხ უკვე ნერვებს მიშლიდაა! -სად ცხოვრობ? -საბურთალოზე -საბურთალო დიდია -ვიცი -ოხ,ბარბი! ბათუმელი ხარ ხო? -კი გცოდნია და რაღას მეკითხები -არშეგიძლია რომ ყველა სიტყვაზე არმიკბინო? -უბრალოდ ასეთივარ.. როგორც შენთქვი "უხეში" -მარათალია,თუმცა ძალიან საყვარელი -გაიხარე -მეტროდან შორს ცხოვრობ? -არა -მარტო ცხოვრობ? -კი -ხომ არ გეშინია? გვიანია და მიგაცილებ -არა მადლობა არმინდა -რაზე ჭუქჭუკებთ გვრიტებოო?? (დეა) -საინტერესო არაფერი -კარგი ხელს აღარ შეგიშლით -არ გვიშლი მოვკლავ ამ ბავშვს, რატომ არ სჯერა რომ არ მომწონდა დათო.. -ჩემთან ხო მოდიხარ დღეს, დეაკო? -აბა რა, გავაგრძელოთ ქეიფი ამით მიხვდა დათო, რომ ზედმეტი იყო და ბიჭებისკენ გადაინაცვლა.. მეტრომდეც მივედით, დათომ ისევ შემომთავაზა გამოყოლა მაგრამ ისევ უარი განვუცხადე. შემდეგ კი ისე გადამეფსკვნა და ჩამეხუტა,რომ მეგონა ბოლოჯერ მნახულიბდა.. -აუუ როგორია, ცაკალელიი(დეა) -აუ არ დაიღალე? -ხო კაი რაიყო, გეღადავები.. უბრალოდ სიმპატიურია და დავიჯერო არგსიამოვნებს მისი ყურადღება? -სიმპატიური ნამდვილადაა და მსიამოვნებს ყურადღება, მაგრამ ყეყეჩია! -ვერ შეგედავები, მაგრამ მაინც საყვარელია -ხო ძაან.. სანამ სახლში ავიდოდით, ნიკორაში შევიარეთ და სასუსნავები და სასმელი ვიყიდეთ. სადარბაზოში შევედით -აუუ ხოიცი მეშინია მაგ ლიფტის,ფეხით ავიდეთ რა -უიმე არც გადაირიო -რომ ჩავარდეს? -სამი წელია არჩავარდნილა, არაფერი მოუვა. ნუ პანიკიორობ! -ოხხ ვერგიტან - მეც მიყვარხარ ლიფტის კარი გაიღო და ვიღაც ბიჭი გამოვიდა. ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა.. ხოო,რა თქმა უნდა, ეს ხომ ის იყო დღეს, რომ ლამის გამიტანა.. ნეტა აქ რაუნდოდა?? P.S გამარჯობა, ეს ისტორია კარგახნის წინ დავდე, თუმცა შემდეგ შევწვყიტე, ვეღარ ვიცლიდი და გადამავიწყდა კიდეც, თუ ვინმე ელოდით და იმედები გაგიცრუეთ ამისთვის ბოდიშს გიხდით. გპირდებით, რომ ამჯერად ბოლომდე დავამთავრებ.. სათაური შევუცვალე და ასევე, თავიდან წაკითხვის დროს შევცვალე კიდეც.. დიდი იმედი მაქვს რომ წაიკითხავთ, მოგეწონებათ და დამიკომენტარებთ თუ რამე შენიშვნა გექნებათ, არდიზაროთ და მაქსიმალურად შევეცდები, რომ გავითვალისწინო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.