შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი პატარძალი (თავი მეხუთე)


14-01-2020, 01:08
ავტორი Mia_smith
ნანახია 11 381

დემეტრე*

-რამდენი გინდა?მობეზრებულად ვკითხე თათიას და მაისური გადავიცვი.
-როგორც ყოველთვის,მოკლედ მომიჭრა ქალმა შემდეგ კი ძილი შეიბრუნა.ჩემი ნივთები სწრაფად შევაგროვე,სიგარეტი საფერფლეში ჩავაგდე შემდეგ კი ადგილი ელვის სისწრაფით დავტოვე.თბილისში გაზაფხულის შემოსვლა უკვე იგრძნობოდა ნელ-ნელა,ხალხიც აღარ უფრთხოდა ამინდს და გარეთ სასეირნოდ გამოსულიყვნენ.წამით ლილე გამახსენდა,ღამით ქუჩაში რო მიბორიალობდა,რამის მანქანამ რომ გაიტანა,როგორი უდარდელი იყო არა მაშინ?ვინ იცის ახლა სადაა და რას აკეთებს.იქნებ გათხოვდა?არა შეუძლებელია,განა ასეთი ადვილია დაივიწყო შენი ცხოვრების სიყვარული?
წამით გვერძე გავიხედე,თითქოს გულმა მიგრძნო,ვიღაც მას ძალიან გავდა უბრალოდ ის ჩემს პრინცესაზე გამხდარი იყო,თმებიც უფრო მოკლედ ჰქონდა,მაგრამ ძალიან გავდა.თავი გავაქნიე რათა ლილეზე ფიქრები უკუმეგდო,თუმცა არ გამომივიდა,თი დადგება ის მომენტი,რომ მას შევხვდები რას ვეტყვი ან როგორ მოვიქცევი არ ვიცი.ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
-გისმენ ბიძა ლევან
-სანდრო შვილო,ერთი საქმის აღება მინდა მაგარამ ვერ გადავწყვიტე ღირს თუ არა იმ ხალხთან თანამშრომლიბა,მინდა მიხვიდე პირობები გაარკვიო და შთაბეჭდილებები მითხრა,ღირს თუ არა მათთან ურთიერთობა.
-კარგი,რა კომპანიაა?
-ქვიტექსის ჰოლდინგი,თუ არ ვცდები საბურთალოზე უნდა ჰქონდეთ მთავარი ფილიალი
-კარგი მოვძებნი და მივალ
-შენ კარგად იცი ჩვენ რა პირობებიც დაგვაკმაყოფილებს ხო?
-რა თქმა უნდა
-კარგი,შენი იმედი მაქვს
-კარგი ბიძია
გეზი იმ კომპანიისკენ ავიღე რომელზეც ლევანიმ მითხრა.მანქანა დავაპარკინგე და მშვიდი ნაბიჯით შენობაში შევედი.
-გამარჯობა,მივესალმე ქერა მაღალ გოგოს
-გამარჯობა,გისმენთ,ღიმილით მომიგო
-ბატონ კოკასთან მსურს საუბარი
-ბატონი კოკა გასული,თუ გნებავთ ფირმაში მეორე არქიტექტორ-დიზაინერთან შეგიძლიათ გადაუბრება.
-არა არ მინდა,კოკას დაველოდები.
-კარგით,პირდაპირ და ხელმარცხნივ მოსასვენებელი ოთახია.
-ყავას დიდი სიამოვნებით დავლევდი თქვენთან ერთად
-ახლა?
-დიახ სანამ კოკა მოვა ვისაუბროთ ცოტა
-კარგი,შესვენებეა ალბათ მეც მეკუთნის,აციმციმებული თვალებით მითხრა გოგომ და გვერდით ტანის რხევით გამომყვა.
-ესპრესო თუ ლატე?
-ლატე
-აი აიღე,რამდენიმე წუთში მომაწოდა ყავა,შემდეგ კი ადგილი ჩემს გვერდით დაიკავა.
-რა გქვია? საუბრის გაბმა ვცადე
-სალომე,შენ
-დემეტრე
-სასიამოვნოა,სალომესთვის პასუხი არ დამიბრუნებიანუბრალოდ გავუღიმე და თითები მის თმაში ავხლართე.
-ამ საღამოს კლუბში წასვლს ვაპირებდი მეგობრებთან ერთად და ხომ არ გინდა შემოგვიერთდე?მაცდურად ამითამაშა თვალები გოგომ.ის ის იყო პასუხის გაცემას ვაპირებდი რომ ნაცნობი ხმა მომესმა.
-სალი,შეგიძლია 2010 წლის გაგრის პროექტის მაკეტები მომცე?
-ახლავე ლილე. ლილე ის აქქ,ანუ არ მომჩვენებია.ხაირად მიფიარია იმ მომენტზე როცა შევხვდებოდით რას ვეტყოდი ან როგორ მოვიცეოდი თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამ წამს გავშრი ვერაფერ ვაკეთებდი.რამდენიმე წამში გონს მოვედი და მისკენ შევტრიალდი.ადგილზე გაქვავდა ჩემი დანახვისას.შეცვლილი იყო სახეზე დაღლილობა ეტყობოდა,უფრო მეტად გამხდარიყო,თვალები ძველებურად აღარ უციმციმებდა,თოთქოს ჩამქრალი იყო.
-დემეტრე?ენის ბორძიკით წარმოთქვა ჩრმი სახელი.
-აქქ რას აკეთებ?გაკვირვებულ მკითხა.არაფერი მითქვამს უბრალოდ ითახი მშვიდად დავტოვე და მანქანა ადგილიდან წამებში მოვწყვიტე.


ნია*
-დაწყნარდი ლილე,არც მე ვიცი მანდ რა უნდოდა.
-.......
-კარგი მგონი მოვიდა
-.....
-კი კი შეგატყობინებ,ნამტირალებ გოგონას ტელეფონი გავუთიშე და ფანჯრიდან გავიხედე,ეზოში ჯერ ახლა შემოდიოდა.
-ღმერთო გთხოვ არ ვინანო ეს საქციელი.
ჩანთიდან ლილეს დღიური ამოვიღე და ელვის სისწრაფით შევვარდი ჩემი ძმის ოთახში,იქვე სამიშაო მაგიდაზე დავაგდე,შემდეგ კი მისაღებში გავედი.
-დემე...სიტყვის დამთავრება არ მაცადა ბიჭმა,ისე მიპასუხა
-ოღონდ ახლა არა ნია.მეგონა გამწარებული მოვიდოდა,ყველაფერს დაანგრევდა და მიწასთან გაასწორებდა,როგორც მაშინ,იყვირებდა მაგრამ შევცდი.დინჯად ადიოდა კიბეებზე ჯობეში ხელებჩაწყობილი.ვერ მივხვდი ეს კარგის ნოშანი იყო თუ არა ამიტომ ტელეფონი ამოვიღე და ლუკას დავურეკე.
-ლუკა,გაიგო
-......
-კარგი გელოდები
ბიჭს ყურმილი გავუთიშე შემდეგ სამზარეულოში შევედი და ფორთოხლის წვენის გაკეთება დავიწყე.

დემეტრე*
მეგონა დაპროგრამებულივით მივდიოდი,ყვირილი მინდოდა მაგრამ ვერ ვყვიროდი.აივნის კარი გამოვაღე რათა ცივ ჰაერს ცოტათი მაინც გამოვეფხიზლებინე.გვერდით მდგარ სამუშაო მაგიდაზე ჭიქა წყალი იდო,ერთი მოყიდებით დავლიე და თავის ადგილზე დავაბრუნე.ჩემი ყურადღება რაღაც ბლოკნოტმა მიიქცია,რომელიც დანამდვილებიდ ვიცოდი,რომ ჩემი არ იყო,გადავშალე,პირველივე გვერძე ეწერა
“ლილე ფილფანის ჩანაწერები 2018-2019”
ეს აქ საიდან გაჩნდა?დღიურს ხელი დავავლე და იქვე იატაკზე კომფორტულად მოვკალათდი.

“2018 წლის 23 მაისი

დღეს პირველად ჩავიტარე ქიმიის კურსი,თავს სუსტად ვგრძნობ,ნის კი ვესაუბრე,მაგრამ არ მინდოდა შემეშინებონა და ვუთხარი კარგად ვარ ჩემზე არ ინერვიულო მეთქი.სინამდვილეში ცუდად ვარ დემეტრეს გარეშე ვერ ვსუნთქავ,ასე მგონია გული ამომგლიჯეს,თავბრუს ხვევა მაწუხებს,გული მერევა გამაფრთხილა ექიმმა ასე იქნებაო,დარჩი ლილე შვილო ჩვენთან ერთი დღე მაინცო,მაგრამ მე სახლში წასვლა მოვინდომე.ახლა ვზივარ,ბოსფორს გავუყურებ და ვნატრობ,ნეტავ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო,ნეტავ დემეტრე ჩემს გვერდით იჯდეს,სიმითს და ჩაის მიირთმევდეს ჩემთან ერთად პარალელურად კი მისი დიდი თაფლისფერი თვალები,სიყვარულით მიმზერდეს.”


“2018 წლის 11 ივნისი

დღეს დილით,რომ გავიღვიძე შემეშინდა,ბალიშზე ნახევარი თმა გაცვენილი ეყარა.საავადმყოფოში ექიმმა კატეგორიულად მომთხოვა თავის გადაპარსვა.ჩემს თავს ვერ ვუყურებ,თვალები ჩაცვენილი მაქვს,მელოტი ვარ,ხელები ჩხირებივით გამიხდა.ალბათ კარგიცაა ასეთს რომ ვერ მიყირებს დემეტრე,აღარ მოვეწონებოდი ალბათ მას.ერთი ქართველი გოგონა გავიცანი მარიამი ქვია,ისიც ჩემსავით სამკურნალოდაა აქ.სულ არავის ყოლას შენნაირი მაინც გყავდეს ჯობს.გუშინ ჩემი თაფლისფერთვალებას დაბადებისდღე იყო,ვერ გავბედე დარეკვა,სოციალური ქსელით ვნახე,რომ კარგად ერთობოდა,გამიხარდა.სიყვარულიც ხომ ესაა გააჩნია როგორ გიყვარს ადამიანი თუ ნამდვილია ეს გრძნობა მისი ბედნიერება თუნდაც სხვასთან შენც გაბედნიერებს.თითქოს რაც მის ცხოვრებაში აღარ ვარ ნაკლები დრამაა მის თავს.დღითი დღე ვრწმუნდები,რომ სწორედ მოვიქეცი,ჩემი ავადმყოფოს შესახებ არავინ არაფერი რომ არ იცის.”



“2018 წლის 25 ივნისი

დღეს საშინელი დღე მქონდა,ცრემლებს ჯერ კიდევ ვერ ვიკავებ.3 თვის ორსული ავღმოჩნდი,მაგრამ ექიმმა მითხრა ნაყოფს ვერ შეინარჩუნებო,ქიმია მას მოკლავს და ჯობს დროზე მოიშოროო.მთელი დღე სანაპიროზე გავატარე.ბოლოს ერთმა მოხუცმა მკითხა შვილო ასე რამ დაგანაღვლიანა,შეიძლება ცხოვრებამ სილა ათასჯერ გაგაწნას,მაგრამ დენ საკუთარ თავში უნდა იპოვო იმის მიზეზი როს გამოც წამოდგომას შეძლებო.იმდენად მქონდა გული დამძიმებული,რომ გადავწყვიტე მთელი ჩემი ისტორია ამ სანდომიანი მოხუცისთვის გამენდო.ქალი ყურადღებით მისმენდა შემდეგ კი მკითხა.
-განა რამდენი წლის ხარ?
-21,გაღიმება ვცადე და ჩამოსული ცრემლი სახიდან მოვიწმინდე.
-მესმის რაოდენ რთულია შენთვის იმ ცოცხალი არსების მოშორება რომელიც შენში იზრდება,ის უკვე გიყვარს და აღმერთებ.ალბათ მომავალიც წარმოიდგინე,მაგრამ ლილე ბავშვი კიდე გეყოლება,მთავარია შენ გამოჯანმრთელდე მალე.დარწმუნებული ვარ შენი ქმარი ამ ყველაფერს გაგიგებს.
-იმედია
-აი იქ ვცხოვრობ,მიმითითა მოხუცმა სანაპიროსთან მდგარ პატარა ლამაზ სახლზე.-როცა მოგინდება შემომიარე.
-მადლობა”

“2018 წლის 1 ივლის

ბიჭი იყო,დარწმუნებული ვარ დემეტრეს გაუხარდებოდა,წამებში გაიქცეოდა და ყველა საჭირო ნივთს უყიდიდა.სამი დამამშვიდებელი გამიკეთეს,2 კვირაში კი ოპერაციის თარიღი ჩანიშნეს.ვისთვის ვიბრძოლო ან რისთვის?ცხოვრებამ ისევ წამართვა ის ნათელი წერტილი რომელმაც წამიერად სიცოცხლის წყურვილი გამიღვიძა.ოპერაცია რომ ვერ გადავიტანო,შემდეგ რა იქნება?იქნებ უკეთეს მიმზადებს სამყარო,იქნებ უნდა გამომცადოს და დამამტკიცებინოს რომ გადავრჩები ამ მწარე რეალობაში.გუშინ დემეტრე ვიღაც გოგოსთან ერთად ჟურნალისტებმა დააფიქსირეს.მე მტკივა,მაგრამ ალბათ მას ჩემზე ასჯერ მეტად სტკივა და განიცდის რადგან გაურკვევლობაშია.სიყვარულიც ხომ ასეთია გაუგებარი,მაგრამ ტკბილი”

“2018 წლის 23 ივლისი

როგორც მითხრეს ოპერაციამ კარგად ჩაიარა,მაგრამ აუცილებელია კიდევ მინიმუმ ექვსი ქიმიის კურსი.საკმაოდ დიდი დროა,დიდი დრო იმისთვის,რომ დაივიწყო საყვარელი ადამიანი.მენატრება,უზომოდ მინდა ახლა ვინმე ჩემს თავთან იჯდეს და მეუბნებოდეს,ლილე ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება,შენ ძლიერი ხარ და ამასაც გადალახავ.მერწმუნე,საკუთარ თავს ამას ათასჯერ ვუმეორებ,რათა უკან უფრო ძლიერი დავბრუნდე.”

“2018 წლის 18 სექტემბერი

გახსოვს რომ გიყვებოდი ქართველი გოგო გავიცანი მეთქი?გამოჯანმრთელდა და დღეს გაწერეს,სახეზე უდიდესი ბედნიერება ეტყობოდა,ოჯახმა მოაკითხა და ერთად წავიდნენ.მეც დავფიქრდი იქნებ ერთ დღეს ლილე ფილფანსაც ეღირსოს ასეთი სიხარული?იქნებ ლილემაც შეძლოს ამ დაავადების დამარცხება?შესაძლოა.დღეს ნიას ველაპარაკე საქმეები კარგად მიდის,უნივერსიტეტის ამბები მომიყვა,შემდეგ დამარიგა,რომ არ დამავიწყდეს წამლების დროულად მიღება,ბოლოს კი ცოტა რამ მომიყვა დემეტრეზე.როდესაც მის სახელს ვიგებ გულს ყოველთვის ბათქა-ბუთქი გაუდის,მუცელში ზოოპარკი იხსნება და სახეზე ღიმილი თავისით მეპარება.იმედია ოდესმე მაპატიებს ჩემი თაფლისფერთვალება”

“2018 წლის 7 ოქტომბერი

სანდრო,ნიას მამა პოლიტიკაში მიდის.დარწმუნებული ვარ ის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება,რადგან სუფთა გულის პატრონია.დიახ ახალ ამბებს მეც ვუსმენ და თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელებს,რა თქმა უნდა სხვა სახელით და გავრით.უი მართლა როგორც იქნა ამდენი ხნის შემდეგ რაღაც სასიხარულო მოხდა ჩემს ცხოვრებაში,თმა ამომდის,ახლა საკუთარი თავის ყურბა აღარ მეზიზღება სარკეში.სანაპიროზე რომ გავიცანი ქალი სოფოა,ხშირად მეკონტაქტება,მგონი ვეცოდები,მაგრამ არაუშავს ახლა ამაზეც თანახმა ვარ.სიმართლე რომ ვთქვა დემეტრესთან იმიტო არ დავრჩი,რომ არ მინდოდა ვალდებული ყოფილიყო ავადმყოფი ქალისთვის მოეარა,მალე მოვბეზრდებოდი,შევეცოდებოდი მე კი თავს უხერხულად ვიგრძნობდი.თურქეთი საკმაოდ ლამაზია,დოლმაბაღჩე კი ალბათ ჩემი ფავლრიტი ადგილია ამიერიდან”

“2018 წლის 31 დეკემბერი

დღეს ახალი წელია,ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღე.ბოლო ქიმიამ გამანადგურა,ამიტომ ერთი კვირაა სავადმყოფოში ვრჩები.ქალბატონმა სოფოამ შემომთავაზა მე მოგივლი,ჩემთან წამოდი მარტო არ შეხვდე ახალ წელსო,მაგრამ არ შემეძლო,განსაკუთრებით სუსტად ვგრძნობდი თავს.აი სულ რაღაც წამები რჩება ახალი წლის დადგომამდე ახალი წელი ახალი მე და იმედია ახალი,კარგი ცხოვრება.ტელევიზიორის გამორთვა მინდოდა ამიტომ ფეხზე წამოვდექი,თუმცა წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და ძირს დავეცი.ჩემი ცხოვრების ჩვეულ წესად იქაცა ეს.ყოველი ქიმიის შემდეგ თავბრუს ხვევა,გულის რევა და სისუტე.საწოლთან მივჩოჩდი ზურგით კამოდს მივეყუდე და საკუთარ თავს ვუთხარი.გილოცავ ლილე ახალ წელს”

“2019 წლის 10 იანვარი

სანაპიროს წინ ჩემს საყვარელ კაფეში,გიორგისთან ერთად ვზივარ.ალბათ გაინტერესებს ვინ არის ეს ადამიანი არა?ან სად ვიპოვე ამხელა სტამბულში ქართველი.ბორანზე,დიახ ბორანზე,დაჩაზე მივდიოდი დასათვალიერებლად,ჩაის ვსვავდი და წყლის ხმაურით ვტკბებოდი,როდესაც ეს მამაკაცი გვერდით მომიჯდა,ხმამაღლა ჩავილაპარაკე მშვენიერია თქო,გამომხედა და სიცილი აუტყდა,რა არის მშვენიერიო.ახლა კი ერთად ვსხედვართ სანაპიროზე,განვიხილავთ სხვადასხვა ამბავს და ვიცინით,ეს პირველი დღეა როდესაც საკუთარ თავს არ ვტანჯავ იმის გამო რომ ვცოცხლობ”


“2019 წლის 20 მარტი

ნიას ველაპარაკე დღეს,ყველას ისტორია მოვისმინე ახლა კი აქ ვწერ.თურმე დემეტრე უცნაურად იქცევა,სადღაც ჩხუბებზე დადის,რა თქმა უნდა ეს არ მომეწონა,მაგრამ ახლა ვერაფერს გავხდები.სანდროს საქმეები კარგადაა,ჩემი მშობლებიც ნორმალურად არიან.რაც შემეხება მე თმა გამეზარდა,ჩემი ორგანიზმი მიეჩვია ქიმიებს ალბათ და ასე მძაფრად აღარ აღიქვავს ამას.დღეს გიორგისთან ერთად თაქსიმზე ვსეირნობდი.უამრავი ადამიანი იყო,ყველა სიცოცხლით სავსე,ბედნიერი.ვისურვებდი დემეტრეც აქ ყოფილიყო,მენატრები ჩემო თაფლისფერთვალებავ”

“2019 წლის 10 აპრილი

ხუთი დღის წინ როდესაც გიორგისთან ერთად ვსაუზმობდი გული წამივიდა,დღეს კი ისევ საავადმყოფოს პალატაში გავიღვიძე.თავზე ცისფერთვალება,შავგრემანი ბიჭი მედგა შეშფოთებული სახით.
-როგორ ხარ?
-ცოტა სუსტად,მაგრამ არამიშავს
-ექიმმა თქვა,წამლებს არ იღებდა და ამიტომ დაემართა ესო.რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ლილე ამ თემაზე?
-უბრალოდ თავიდან ამომივარდა
-უფრო მნიშვნელოვანი სადარდებელი რა გაქვს?არ გინდა რომ საყვარელ ადამიანებს მალე დაუბრუნდე?
-მინდა
-ხოდა მაშინ მეტი სერიოზულობით მოეკიდე შენს ავადმყოფობას.
-გიორგი
-გისმენ
-არ მინდა რომ გეცოდებოდე ან ვალდებულების გამო იყო ჩემს გვერდით,აქამდე როგორღაც მარტო მოვედი და ასე გავაგრძელებ ბოლომდე,გაგიგებ თუ ჩემთან აღარ მოგინდება.
-სულელო,სიცილით მითხრა ბიჭმა-შენთან ყოფნა ვის შეიძლება არ მოუნდეს?დაიმახსოვრე მე არასდროს მიგატოვებ,ყოველთვის იქნება ადამიანი სახელად გიორგი რომელიც მხარში ამოგიდგება.
-მადლობა. მადლიერი ვარ მისი ამ სიტყვების გამო,თოთქოს ახლა დავაფასე ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი და მივხვდი რომ მე ისინი ძალიან მჭირდებოდა”

“2019 წლის 15 მაისი

დღეს ჩემი დაბადების დღეა,ორი წლის წინ ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ავღნიშნავდი ახლა კი ვენაში კათეტერი მიდგას.ნიამ დამირეკა და მითხრა რომ დემეტრე გალეშილი მთვრალი მივიდა სახლში.ვხვდები რომ მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანა ჩემი ბრალი იყო.ასე რომ თუ ოდესმე ისევ შეგხვდები მინდა,გითხრა ბოდიში,მაპატიე ასეთი დაუფიქრებელი საქციელისთვია,ბოდიში ამხელა ტკივილი რომ მოგაყენე,მე შენ ძალიან მიყვარხარ,ამიტომ ზოგჯერ ეს გრძნობა მაბრმავებს და სწორ გადაწყვეტილებებს ვერ მაღებინებს.გიორგიმ პატარა ნამცხვარში ჩარჭობილი სანთლით მომილოცა,მადლობა მას რომ თავი არ მაგრძნობინა ამ დროს მარტოდ”


“2019 წლის 20 ივლისი

უკვე საკმაოდ ცხელა სტამბულში,სანაპიროზე სასიამოვნო მიავი უბერავს ამიტომ აქ ყოფნას ვარჩევ მუდმივად.აქ უკეთ ვფიქრობ ვახვევ და ვახვევ მოგონებებს რომელიც წარსულის დღეებს მილამაზებდა.თოლიები ზღვასთან ახლოს დაფრინავენ,მეთევზეებს ზღვიდან თევზი ამოყავთ,მოხუცები შინაურ ცხოველებს ასეირნებენ,აქ ყველაფერი ჯადოსნურადაა.ხო მართლა არ დამავიწყდეს აქ თუ მოხვდებით აუცილებლად შეჭამეთ თევზის ბურგერი,უგემრიელესია.”

“2019 წლის 17 სექტემბერი

დღეს ბოლოს წინა ქიმია გავიკეთე,წესით ორ თვეში ავიღებ ანალიზს და თუ ყველაფერი კარგად იქნება სახლში დაბრუნება შემეძლება.ჩემზე ბედნიერი ამ წამს ალბათ არავინაა,თუმცა საკუთარ თავს არ უნდა მივცე იმის უფლება,რომ მხოლოდ კარგი მოლოდინში ბოლოს იმედი გამოცრუვდეს.მე გიორგიმ და ქალბატონმა სოფიამ ერთი ჭიქა ღვინით ავღნიშნეთ ეს ამბავი.”


“2019 წლის 30 დეკემბერი

ღმერთო არ მჯერა განა დასრულდა ჩემი ტანივა?ეს რთული გზა დავლახე?საავადმყოფოს წინ გიორგის მკლავებში აქვითინებული ხალხის ყურადღებას ვიქცევდი.
-დასრულდა?გადავრჩი?ტირილით ვეუბნებოდი ცისფერთვალებას.
-ჩვენ შენი დაავადება დავამრცხეთ,მაგრამ კონტროლი აუცილებელია ხომ იცი?ეს საწყისი ეტაპია.
-ვიცი,თუმცა ახლა ემოციები განსაკუთრებულად მომეძალა.
-მესმის,ღიმილით მითხრა ბიჭმა.
საინტერესოდ ჩაირა დღემ,ნიას დავურეკე და ვაცნობე ჩემი ამბავი,ბედნიერებისგან ცას ეწია.რა თქმა უნდა ახლა ადამიანს დავემსგავსები,გრძნობები დამიბრუნდება,გარეგნულად უკეთ ვიქნები,საყვარელ ადამინებთან დავბრუნდები და ბოლობოლო შორიდან ვუყურებ თუ მათთან გამოჩენას ჯერ ვერ გავბედავ.ზღვის ჰაერი ღრმად შევისუნთქე,რაღაც უჩვეულო სიმსუბუქე ვიგრძენი.დემეტრე,მე შენთან მოვდივარ”


დღიური დავკეცე და გვერძე გადავდე,რამდენიმე ჩანაწერი წავიკითხე რამდენიმეს გადავახტი.ჩემი ლამაზი გოგო ეს რატომ გააკეთა?რატომ არ მითხრა რომ ცუდად იყო?რატომ არ მომცა საშვალება რომ მის გვერდოთ ვყოფილიყავი?.ეს ერთად უნდა გადაგველახა,ჩვენი სიყვარული ამას თუ ვერ გაუძლებდა ის არ იქნებოდა ნამდვილი,მაგრამ დარწმუნებული ვარ გაუძლებდა და დღემდე მყარად იდგებოდა.მამა ვყოფილვარ,თუმცა არ ვიცოდი.თვალებიდან წამოსული ცრემლები მუჭით შევიმშრალე.ჩემი პატარა ვაჟკაცი,ალბათ ბედნიერია დედიკოს ჯანმრთელს რომ ხედავს.ლილე,როგორ არ მითხარი ეს?როგორ დამიმალე?როგორ შეგეძლო უჩემოდ ამხელა ტანჯვისთვის გაგეძლო?
შენ ჩემო პატარავ უამრავ რამეს გაუძელი ამხეა დაავადება თოთქმის დაამარცხე,მე კი მხოლოდ მაშინ გავიგე ეს ყველაფერი,როდესაც ეს შენ მოისურვე.მაგრამ როგორ აღმოჩნდა ეს დღიური აქ?რა თქმა უნდა ნია.მას ცალკე მოვთხოვ ამაზე პასუხს.ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი,რომ ჩემმა ფილფანმა ეს გადაიტანა,ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ ბოლომდე რომ შეიძლებოდა ლილე დამეკარგა.მაინც რამხელა თავმოყვარეობა გაქვს დემეტრე,რატომ არ მოძებნე?იქნებ რა უჭირდა?ასე ხომ შეძლებდი მის გვერდით ყოფნას?შენ ამით მის ოჯახს დაემსგავსე რომელიც მასზე არ ზრუნავს დიდად.დღეს მისი სახე,რომ დავინახე მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო ისე,მაგრამ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.ნივი ფარდას აფრიალებდა,მეც მას ვაყოლებდი თვალს და ფილფანზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი.ბოლოს როგორც იქნა გონს მოვედი,პირველ საეთულზე ჩავედი შემდეგ კი სამზარეულოში მომღიმარ ნის სიმყუდროვე დავურღვიე ლუკასთან.
-ნია
-დემეტრე,წაიკითხე?მისმინე ეს ლილეს თხოვნის გამო გავაკეთე,მან დამაფიცა და მეც ვერაფერი გითხარი.
-ის ძლიერია დემე,ის ყველა ჩვენგანზე ძლიერია ამდენს,რომ გაუძლო.
-შენც იცოდი?
-კი,დამნაშავესავით ჩახარა თავი ლუკამ.
-კიდევ ვინ იცოდა?
-მეტი არავინ,მანაც მაშინ გაიგო ლილეს რო ველაპარაკებოდი.სხარტად მიპასუხა ჩემმა დამ.
-ახლა სადაა ლილე?
-მისმართს გეტუვით,სიხარულით მომიგო ორივემ.

დაახლოვებით ერთ საათში მანქანა მისი ბინის წინ მეყენა და სათქმელს თავში ვიმეორებდი.კარზე ზარი დავრეკე შემდეგ კი მომლოდინედ დაველოდე.
-დემეტრე? გაკვირვებულმა მკითხა ჩემთვის სრულიდ შეცვლილმა ადამიანმა
-შემომიშვებ?
-მოდი
სახლი მყუდრო,ნათელი აღმოჩნდა.იქვე დივანზე ჩამოვჯექი
-მოდი ჩემს წინ დაჯექი
-მისმინე,ყველაფრის ახსნა შემიძლია უბრალოდ მომისმინე.
-ვიცი ჩემო ლამაზო,ვიცი რაც გადაიტანე,ვიცი თოთოეული შენი ემოცია თუ ფოქრი,ვიცი რასაც განოცდიდი და ახლა მე შენს ნაცვლად მტკივა.საუბრისას მისი სახე ხელებში მოვაქციე და ცრემლები მოვწმინდე.
-უნდა გეთქვა,ჩვენ ამას ერთად დავამარცხებდით,ჩვენ ამ ყველაფერს ერთად გადავლახავდით.ჩემი შუბლი მისას მივადე,ამჯერად კი ჩემი სახიდან მოვიშორე ცრემლი.
-ვიცი შეცდომა დავუშვი,დამნაშავეს ხმით მიპსუხა ლილემ
-გამოსწორება გვიანი არაა,ნება მომეცი დაგეხმარო,შენზე ვიზრუნო და ჩემი სიყვარული დაგიმტკიცო,დამიბრუნდი ლილე ფილფანო.გოგონა წამიყ შეყოვნდა შემდეგ კი ტირილით მიპასუხა
-ამ სიტყვებზე ყველაზე ტკბილ სიზმარშიც კი ვერ ვიპცნებებდი.
-ხომ ხედავ ზოგჯერ ოცნებები ხდება,სიცილით მივუგე და მთელი ძალით ჩავიხუტე.


გამოცდებს მალე ვრჩები და შემდეგ უფრო დიდ,ნაყოფიერ და საინტერესო თავებს შემოგთავაზებთ.მადლობთ რომ კითხულობთ



№1 სტუმარი nia

ლილე ძალიან შემეცოდა,გთხოვ მალე დადე რა sweat

მალე ძაან მაგარიაააააა heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი სალი

ძალიან მომწონს ძალიან კარგი გოგო ხარ, ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ველოდები ახალ თავს ძალიან საინტერესოა

 


№4 სტუმარი სტუმარი ლია

დადე ახალი თავი, რატომ აგვიანებ , კარგი ისტორიაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent