შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 4)


16-01-2020, 11:58
ავტორი Smailiki
ნანახია 1 978

გაოცებული ვდგავარ ოთახის კარებთან და შევყურებ ჩემს დას. მის სახეზე გაკვირვება იხატება, დაძაბულობის განსამუხტად იღიმის. "როგორ გეღადავება ბედი მარიამ. სხვას ასეთი რამ არასოდეს დაემართებოდა. დედა მოატყუე და დამ გამოგიჭირა."

- მარიამ. - არ ვიცი ეს გაოცებას უფრო გამოხატავდა თუ სიხარულს. მწვანე თვალები განსხვავებულად ლამაზად უღელავდნენ. წამიერად შემშურდა კიდეც მისი სილამაზის. ოღონდ ეს კეთილი შურია.

- ლიზი, ანი(ჩემი და ლიზის  მეგობარი)- ვამბობ და ვიღიმი. ვცდილობ დავმალო ჩემი გაოცება და დაძაბული ხასიათი. ცოტათი შიშსაც კი ვგრძნობ. მეშინია ჩემმა დამ დედაჩემთან არ "ჩამიშვას". მაგრამ ამას ვერ იზამს, რადგან ანალოგიურად შემიძლია მეც გავაკეთო. ლიზიმ დედას უთხრა მოგებართან ერთად კინოში მივდივარო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ტყუილი აღმოჩნდებოდა. ორივენი აქ არიან. ალბათ ესენიც ძალიან უბედოებად თვლიან საკუთარ თავს, მე რომ გამოვიჭირე.

- თქვენ უკვე იცნობთ ერთმანეთს? - ამბობს გაკვირვებული ლევანი და პირი ღია რჩება. ძალიან მაინტერესებს რა სტატუსით აპირებდა ჩემთვის ჩემი დის და ანის გაცნობას.

- კიი მე ლიზის და ვარ. ანი კი ჩვენი ახლო მეგობარია. - ვიღიმი და უდარდელად ვჯდები სავარძელზე. იქაურებს თვალს ვავლებ, ბიჭებიდან ყველა გაოცებულია, ნიკას გარდა რა თქმა უნდა. ნიკა. მისი სახელის გაფიქრებაზე, ისევ ის კოცნა მახსენდება. რა გამიკეთა ამ იდიოტმა? რატომ ტრიალებს ყველა ჩემი ფიქრი მის გარშემო? მერე ტუჩზე ვაკვირდები ისევ ეტყობა ჩემი "ნიშანი".

- ძალიან დააგვიანეთ, მეგონა აღარც კი მოხვიდოდით.- ამბობს ბექა და ელესკენ მიდის, კოცნის და ძლიერად იხუტებს. მათი შემხედვარე ძალიან ბედნიერი ვარ. და ჩემს სულ პატარა ნაწილს უნდა, რომ შეყვარებული ჰყავდეს.

- არაუშავს. მთავარია მოვედით. - ვთქვი ხალისიანდ და ბავშვებს გადავხედე. ყველანი აქ არიან.

ლიკა და ლუკა ერთად სხედან და ტრადიციულად ერთმანეთს ეხუტებიან. ლუკასი საოცრად გამოიყურებდა, ლიკა კი ძალიან საყვარელია. თმაზე ორი კოსა აქვს გაკეთებული, რაც თითქოს ბავშვურ იერს ძენს. ძალიან უხდება.
მათ გვერდზე ლევანი ზის. როგორც ყოველთვის ღიმილიანი სახით და მინიმუმ ერთ წუთში თვალს მის გვერდით მჯდომ ლიზისკენ აპარებს.
რა უქენი დაიკო ასეთი? ასე ორ დღეში როგორ მოაჯადოვე?

ლიზის, როგორც ყოველთვის სპორტულად აცვია. იასამნისფერი ჰუდი, მოტკეცილი შავი შარვალი და შავი ბოტასები. მწვანე თვალები ლამაზად უბრწყინავს. ისიც ხშირად უყურებს ბექას. ვფიქრობ ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვისაა შექმნილი.

მის გვერდით სხდებიან ელე და ბექა. ჩემს გვერდით, მარჯვნივ ნიკა ჯდება. მარცხნივ გიორგი და მის გვერდით ანი ზის. ეს ორიც ხშირად უყურებს ერთმანეთს, მაგრამ დიდათ ვერ ვატყობ რომ ერთმანეთი მოსწონთ.

- აბა რას აკეთებდით ჩვენს მოსვლამდე? - კითხულობს ელე.

- სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობდით. გავაგრძელოთ, ბევრი რამ მაინტერესებს ჩემს დაზე.- ამბობს ლიზი და მიღიმის. ცალ წარბს ზევით ვწევ და ისე ვუყურებ - სხვებისაც. - ამატებს და ამაზე მე ვიწყებ სიცილს.

ელე ბოთლს ატრიალებს. ლევანი და ნიკა ამოდიან. ვფიქრობ მოვლენები საინტერესოდ განვითარდება.

- სიმართლე თუ მოქმედება? - ეკითხება ლევანი.

- სიმართლე. - გაბედულად პასუხობს ნიკა.

- ვინ გიკბინა ტუჩზე? - ამ კითხვის გაგონებისას ცუდად ვხვდები. ნიკასკენ ვიყურები და პასუხის მოლოდინში ვიძაბები. ახლა ყველა გაიგებს რაც მოხდა. მინდა მიწა გასკდეს და თან ჩამიტანოს.

- რატომ ფიქრობ, რომ ნაკბენია? - ნიშნისმოგებით კითხულობს ნიკა. ვერ ვხვდები ასე კარგად როგორ შეუძლია დააბნიოს ადამიანი.

- კარგი რა ძმაო, დებილებს ვგავართ? ყველა მიხვდება, რომ გოგოს ნამოქმედარია. - ასევე ნიშნისმოგებით ამბობს ლევანი და თავს ძლივს იკავებს, რომ არ გაეცინოს. ყველა ანალოგიურად იქცევა. მეც ოდნავ ვიღიმი და ნიკას საცოდავი თვალებით ვუყურებ.

- არ გეტყვით. - ამბობს ნიკა, მის ხმაში მხოლოდ სიმშვიდე იკვეთება. ვერ ვხვდები ასეთ მშვიდად როგორ იქცევა.

- აუ კაი რაა. მაშინ მოგვიწევს დაგსაჯოთ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, ამიტომ ერთი ლიტრი ლუდის დალევა მოგიწევს. - "კეთილი ვარ და ერთი ლიტრი ლუდის დალევა მოგიწევს?" ასეთ დასჯას, ვფიქრობ სიტყვა კეთილი არ შეესაბამება.

- კარგი რა ლევან პასუხს ერთ ლიტრ ლუდზე ცვლი. არც კი დაათრობს ხომ იცი? - ამბობს ბექა, მას გიორგი და ლუკასიც ეთანხმებიან. ასე ძალიან რატომ აინტერესებთ მომხდარი? თუმცა ისინი ხომ ნიკას ძმაკაცები არიან. მეც დამაინტერესებდა ასეთი რამ. ოოჰ, იმედია ვერასოდეს გაიგებენ.

- დღეს კეთილი ვარ-თქო - იმეორებს ლევანი.

ნიკა ლუდის ბოთლს იღებს. და ორ წუთში ცლის. როგორც ბექამ იწინასწარმეტყველა, ნიკაზე ეს ალკოჰოლი საერთოდ არ მოქმედებს. ოდნავადაც კი არ ჰგავს მთვრალს. შეიძლება ცოტათი დათვრა, თუმცა საერთოდ არ ეტყობა.

- გავაგრძელოთ. - ამბობს ნიკა და იღიმის. მერე მე მიყურებს და თვალს მიკრავს ისე, რომ ვერავინ შემაჩნიოს.

მის ასეთ ქცევაზე მეცინება და თვალებს ვარიდებ.
ბოთლი ტრიალდება, ანი და ბექა ამოდიან.

- ანი, სიმართლე თუ მოქმედება? - კითხულობს ბექა მაცდურად.

- სიმართლე. - პასუხობს ანი დაუფიქრებლად.

- შეყავრებული გყავს? - ამ კითხვის გაგონებაზე ელე ეჭვისთვალით უყურებს ბექას. როგორც კი ბიჭი ამას ხვდება ელეს ხელს წელზე ხვევს და იხუტებს.

- არა. - ანი ამბობს და თვალს რატომღაც გიორგისკენ აპარებს. ანი ჩემი ახლო მეგობარიცაა, ამიტომ ადვილად ვკითხულობ მის მიმიკებს. გიორგის ღიმილიან სახეს, რომ ხედავს ლამისაა შუაზე გაგლიჯოს.

- რა გაცინებს? - ეკითხება გაბრაზებული სახით.

- არაფერი. უბრალოდ რატომღაც არ მიკვირს. - ამბობს გიორგი და ანის თვალს უკრავს. გოგო საპასუხოდ მაგრად ჩქმეტს ბიჭს. თმაში ხელს ავლებს და ქაჩავს. ეს მანამ გრძელდება, სანამ გიორგი ბოდიშს არ იხდის და თავის სიტყვები უკან  მიაქვს.

შემდეგ ჯერზე ბოთლი ჩემსა და ლევანს შორის ჩერდება.

- სიმართლე თუ მოქმედება ლეო?

- სიმართლე. - ამბობს და მიღიმის. ჩემი ძმაკაცი ხარ, მაგრამ რა ვქნა? უნდა გაგწირო.

- ჩემი და მოგწონს? - ლევანის ღიმილი სახეზე ეყინება. დაბნეული ლიზისკენ იხედება. ჩემ დასაც დაინტერესებული სახე აქვს.

- კითხვას არ ვუპასუხებ. -ამ სიტყვების წარმოთქმისას ლიზის თვალს არ აშორებს და იღიმის. თითქოს რაღაცაში აჯობაო.

- კარგი მაშინ ანალოგიურად შენც მოგიწევს ლუდის დალევა, ოღონ ერთი კი არა ორი ლიტრის. რაღაც ცუდ ხასიათზე ვარ დღეს. - ღიმილიანი სახით ვამბობ და ბოთლებს ვაწვდი.

ისიც სვამს და ეტყობა როგორ ეკიდება სასმელი. ახლა იგივე რამ, რომ ვკითხო უეჭველად გაამხელს.

ბიჭებს ლევანი ცოტა ხნით გაჰყავთ და მის გამოფხიზლებას ცდილობენ. მე კი ცოტათი მეცოდება და ვნანობ კიდეც ჩემს საქციელს. ბოლოს, რომ ბრუნდებიან ისე აღარ სხდებიან, როგორც აქამდე ისხდნენ. ჩემს წინ ნიკა ჯდება. იმედია ეს სპეციალურად არ გაუკეთებია.

ბოთლს ვატრიალებთ და მე და ლიზი ამოვდივართ.

- როგორი სასიამოვნოა, რომ ჩვენ ამოვედით. სიმართლე თუ მოქმედება მარიამ? - ამბობს ლიზი გახარებული ხმით. მეკი სულაც არ ვარ იგივე მდგომარეობაში. ვიცი ისეთს მკითხავს მიწასთან გამასწორებს. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედების შესრულება უარესი იქნება, ვიდრე სიმართლის.

- სიმართლე. - შიშით ვპასუხობ და ლიზის ველოდები. იმედია დამინდობს.

- ვინმესთვის თუ გიკოცნია? - მის კითხვაზე სული მეხუთება, ვგრძნობ როგორ ვწითლდები. სიკვდილს ვნატრობ. ხმასაც კი ვერ ვიღებ. ერთი-ორი წუთის განმავლობაში ყველა ჩუმადაა და მეიყურებს. ნიკას ჩვეულებრივი სახე აქვს. ნუთუ სრულიად არ აღელვებს
საიდუმსლოს გამხელა, რომ მიწევს. ხმის ამოღებას ვერ ვბედავ. "დუმილი თანხმობის ნიშანია"-ო ამნობენ. ვინ მოიგონა ეს სისულელე. "დუმილო უარყოფის ნიშანია". ეს,რომ ეთქვა მომფიქრებელს. მადლობას შევწირავდი. მაგრამ ახლა ძალიან, ძალიან ცუდად ვარ.

- არ არსებობს. რატომ არ მითხარი? - ელენეს ხმაში იმედგაცრუება და გაბრაზება, ორივე ერთად იკვეთება. დგება და ოთახიდან გასვლას აპირებს.

- არ გაბრაზდე. გუშინ მოხდა და ამიტომ ვერ გითხარი. - ჩემი ხმის გაგონებაზე უკან ტრიალდება და თავის ადგილზე ჯდება. იატაკს ვუყურებ, თვალებში ყურებას ვერ ვბედავ. არ ვიცი როგორ მიიღეს ჩემი პასუხი, ან ახლა რას ფიქრობენ ჩემზე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მანერვიულებს.

- ერთი წამით, ერთი წამით. გუშინ გაკოცეს პირველად ხომ ასეა? - მეკითხება ელე მე თავს ვუქნევ. ახლა მხოლოდ ის მინდა ელენე არ დავკარგო. ასე, რომ პასუხებს არ ვაგვიანებ.

- და ნიკასაც გუშინ გაუჩნდა ეს ნაკბენი ტუჩზე. - ელენეს სიტყვებს ბექა აგრძელებს. აი, ამ სიტყვების გაგონებაზე ლამისაა მოვკვდე. ვერ ვბედავ მათ სახეში შევხედო. მცხელა და სახეზე ვწითლდები. ლამისაა ავტირდე. თავს ძლივს ვიკავებ. ისიც იმიტომ, რომ ღირსება არ მაძლევს ატირების უფლებას. არავის არასდროს ვანახებ ჩემს ცრემლებს, არასდორს.

- ანუ თქვენ ორმა იცუღლუტეთ? - ამბობს მთვრალი ლევანი. გაოცებული ვუყურებ და მინდა, რომ მოვკლა. ასეთ რამეს როგორ ამბობს? საერთოდ მე ვინ ვგონივარ? " მაგრამ მარიამ მას რას ერჩი. ნუთუ მართალი არაა, რომ თქვენ ორმა ერთმანეთს აკოცეთ. ახლა მასზე კი არა საკუთარ თავზე უნდა ბრაზობდე. "- ნერვების მოშლას იწყებს ჩემი მეორე მე.

ნეტავ ეს დღე საერთოდ არ არსებობდეს. რა ჯანდაბა გინდოდა ნიკა? რატომ ვერ დაეტიე შენს ადგილას? რომ არ გეკოცნა, არც მე აღმოვჩნდებოდი ასეთ საშინელ მდგომარეობაში.

- მე ვაკოცე. დაისვენეთ? ახლა კი განვაგძოთ თამაში. - ოდნავ ხმამაღლა ამბობს ნიკა. არანაირი განსხვავებული გრძნობა იკვეთება მის ხმაში, ან სახეზე. როგორ შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნება, როდესაც ასეთ რამეში ამხილეს?

- მოიცათ, ერთი კითხვა მაქვს ნიკა. მარიამია ძალიან მოუხერხებელი თუუ კოცნაზე უარი გითხრ... - დამთავრებას არ ვაცდი ბექას.

- ჩვენს ურთიერთობას თავად გავარკვევთ თუ შეიძლება - ისე გესლიანად ვპასუხობ თავი გველი მგონია.

ბავშვები თამაშს აგრძელებენ, თუმცა მე არ ვუსმენ. ფიქრების სამყაროში ვეშვები. უმარავი პასუხგაუცემელი კითხვა მებადება.

ნუთუ ნიკასთვის მართლა არაფერს ვნიშნავ? მართლა კიდია ჩვენი კოცნის შესახებ? როცა კითხეს რატომ არ თქვა სიმართლე? ან ახლა რატომ გაამხილა, რომ თვითონ მაკოცა? ნეტავ გამაგებინა რას ფიქრობს ეს ბიჭი, ნეტა მის ტვინში ჩამახედა.

ნეტავ ბავშვები რას ფიქრობენ ჩემზე. იმედია ლიზი დედას არაფერს ეტყვის. ელე ისევ გაბრაზებული ჩანს. შემეძლო დღეს დილით მეთქვა მაგარმ ეს არ გავაკეთე, ალბათ ამიტომ.

ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე, როცა გიორგი ნიკას უსვამდა კითხვას.

- მარის რატომ აკოცე?

- მინდოდა და იმიტომ - ამბობს ნიკა, იღიმის და თავის მწვანე თვალებს მაბყრობს. სირცხვილისგან სად გავქრე არ ვიცი. ეს დღე უსაშინლესია ჩემს ცხოვრებაში, ნიკას გამო. თანდათანობით აქაურობა ჩემი საიდუმლოებების სასაფლაოს ემსგავსება.

- მაგრამ შენ არ უთხარი ჩემს სტილში არ ჯდებიო? - ამატებს გიორგი. აი ეს ნამდბილად საინტერესოა ჩემთვისაც. თანდათან ეს ადგილი ნიკას საიდუმლოების სასაფლაოც ხდება.

- არ ვარ ვალდებული გიპასუხო. ერთ კითხვას უკვე ვუპასუხე. ასე რომ, განვაგრძოთ - მოკლედ მოუჭრა ნიკამ. სამწუხაროდ მხოლოდ ჩემი საიდუმლოებები მჟღავნდება.

გიროგი ბოთლს ატრიალებს, მე და ნიკა ამოვდივართ.

- ანუ სიმართლე ხო? - მეკითხება ნიკა.

- შენ რატომ წყვეტ? - გაბრაზებული ვპასუხობ.

- დროის დაზოგვას ვცდილობ. ვიცი ისედაც სიმართლეს...

-არა მოქმედებას ვირჩევ. - ვაწყვეტინებ სიტყვებს. ის კი სიცილს ძლივს იკავებს. კმაყოფილი სახე აქვს. ახლა ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი გამიჩალიჩა.

- საღოლ ძმაო, მაგრად გააჩალიჩე. - ამომს ლევანი და იცინის. ახლა ორივეს ერთმანეთზე ვარტყმევინებ თავს.

- მაკოცე. - ნიკა ამ სიტყვებს ძალიან საყვარლად წარმოთქვამს და ცინიკურად მიღიმის. რაა? რაო? მაკოცეო? მგონი რაღაც მომესმა. უსირცხვილო. როგორ მეუბნება მაკოცეო? და თან ამდენი ადამიანის წინ. იდიოტი!

ყველა რაღაცას ამბობს, უკემონტაროდ არავინ ტოვებს ამ ფაქტს.

- არ დაგავიწყდეს შენს სტილში რომ არ ვჯდები. - თავს ვეღარ ვიკავებ და კბილებში ვცრი. თან თვალებს არ ვაშორებ. წამიერად მის თვალებში გაოცებასაც კი ვკითხულობ.

- ეგ არაფერ შუაშია, ჩემი აზრით. - ამბობს ნიკა. ამაზრზენია მისი ასეთი პასუხი და სულელურიც.

- ვფიქრობ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. და არ იფიქრო, რომ გაკოცებ. - მკაცრი ტონით ვესაუბრები.

- რატომ? გიტყდება ამდენ ხალხში ჩემი კოცნა? - ისიც გაუბედავად მეკითხება.

- მარტო, რომ ვიყოთ მაშინაც არ გაკოცებდი. - ვპასუხობ ნიშნისმოგებით, ვუღიმი და თვალს ვუკრავ.

- რატომ გუშინ ხომ მაკოცე.

- მე კი არა შენ მაკოცე.

- მე გაკოცე, მაგრამ შენც ხომ ამყევი? - ახლა რაღა ვუპასუხო? კი თქო, რომ ვთქვა, გამოდის, რომ კამათში მომიგებს.

- მთვრალი ვიყავი და ამიტომ. როგორც უკვე ვთქვი: მარტო, რომც ვიყოთ მაინც არ გაკოცებ. - მხოლოდ ახლაღა ვაცნობიერებ, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და სირცხვილით ვკვდები. უკვე რამდენჯერ მოხდა მსგავსი?

ყველა დიდი ინტერესით გვისმენს. რატომ უნდათ ასე ძალიან ყველაფრის გაგება? თავი მაინც მომაჩვენონ, ვითომ არ მისმენენ. მაგრამ არა. ნუთუ ვერ ხვდებიან უხერხულ მდგომარეობაში, რომ მაგდებენ. ფიქრებიდან ნიკას ხმას გამოვყავარ.

- ნუ მიწვევ. - ამბობს ის, მე კი მხრებს ვიჩეჩავ, უდარდელობის ნიშნად. ცოტა მეშინია, მაგრამ არ ვიმჩნევ. აცლა ის მაინტერეაებს გამოქვევა რაში მდგომრეობს, მის კოცნაზე უარი, რომ ვთქვი?

- კარგი მაშინ დაისჯები. მე შენზე ცუდ ხასიათზე ვარ, ამიტომ სამი ლიტრი ლუდის დალევა მოგიწევს.- მისი სიტყვების გაგონების შემდეგ თვალები მიფართოვდება. მართლა არ ღირდა მისი გამოწვევა.

- შანსი არაა. ლუდს სასმელებიდან ყველაზე მეტად ვერ ვიტან. თან რა ამბავია სამი ლიტრი. რა იყო ჩემი მოკვლა გინდა?

- კარგი მაშინ ამოირჩიე. ან სამ ლიტრ ლუდს დალევ ან სამ ლიტრ არაყს. - თვალები მიფართოვდება. ეს მაგრად უბერავს მგონი.

- ღადაობ ხოო? სამი ლიტრი რა ამბავია. რა იყო ჩემი მოკვლა გინდა? - ჩვენს გაცეცხლებულ ლაპარაკში ვერავინ ბედავს სიტყვის ჩაკვეტებას და მშვიდად გვისმენენ.

- არ ვღადაობ. მოქმედებას შეასრულებ ან ლუდს დალევ ან არაყს. - მის ნათქვამზე ვბრაზდები. მას არ ვაკოცებ, ვერც ლუდს დავლევ. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი გზა მრჩება.

- არაყს დავლევ- ვამბობ ამაყად.

ნიკა არაყს მაწვდის. მეც ვიყუდებ და ერთ ყლუპს ვსვამ. ვგრძნობ როგორ მეწვის ყელი, ლამისაა ცეცხლი წამეკიდოს. არაყის ბოთლს ვიყუდებ და მანამ არ ვჩერდები, სანამ სიმწრისგან თვალები არ მეცრემლება. ბოთლს მაგიდაზე ძლივს ვდებ, ლიმონათის ჭიქას ვიღებ და ვაყოლებ. მსიამოვნებს, რადგან სიმწარე ქრება.

ყველა მიყურებს და მაკვირდება, განსაკუთრებით ნიკა, მელის როდის განვაგრძობ. მეც ბოთლს ვიღებ და ვაგრძელებ. ყელი ერთიანად მეწვის. უკვე ვგრძნობ, რომ მთვრალი ვარ და ცეცხლი მეკიდება. ლუკასი რაღაც ტკბილეულს მაწვდის.

- ეს შეჭამე და სიმწარე გადაგივლის. - მეც მაშინვე ვიღებ და ვჭამ.

ფეხზე ვდგები და ბარბაცით გავდივარ ოთახიდან.

- საით? ჯერ არ დაგისრულებია.- ამბობს ნიკა მკაცრი ხმით, მისკენ ვიხედები და ვამბობ:

- მალე დავბეუნდები და აუცილებლად გავაგრძელებ. - მისი სიმკაცრის აღარც კი მეშინია და თამამად ვეპასუხები.

მთვრალი ვარ. ვცდილობ ეს ფაქტი დავმალო და სწორად გავიარო. ისინი ჩემსკენ მოდიან დასახმარებლად. მე კი ყველას ვანიშნებ შემეშვან. კედელს ხელს ვკიდებ და მისი დახმარებით შევდივარ საპირფარეშოში. ვგრძნობ უკნიდან ვიღაც მომყვება.

ხელებს ვიბან და შემდეგ სახეზე ვისვამ. უეცრად მკლავში ვიღაც მეჭიდება და კედელზე მაკრავს. რა თქმა უნდა ეს ნიკაა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ურცხვად ვუყურებ მის მწვანე თვალებს და მასში ვიძირები. ის ჩემთან ძალიან, ძალიან ახლოს მოდის. მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ. რაღაცას ამბობს, მაგრამ არ მესმის. წამიერად თავბრუ მესხმის და ყველაფერი შავდება.

******

დილით მზის სხივები მაღვიძებენ. თავი მისკდება. მალე ეს ტკივილი მომკლავს.

თვალებს ვახელ და უცხო ოთახს ვხედავ. სად ვარ? აქ რა მინდა? მეორე მხარეს ვტრიალდები და... და ნიკას ვხედავ. მას სძინავს. გადასაფარებელს ვწევ და ვხედავ, რომ ბიჭის მაიკა მაცვია. ალბათ ნიკასია, მისი სურნელი აქვს.

უეცრად ნიკა თვალებს ახელს და თავის მწვანე თვალებს მანათებს.

- გუშინ რა მოხდ...- ვუყვირი ხმამაღლა. მინდა კიდევ უამრავი რამ ვკითხო. მაგრამ არ მაცლის. ტუჩზე ხელს ძლიერად მაფარებს, ჩემს ზემოთ ექცევა და იქედან დამყურებს.

- სახლში მარტო არ ვართ.  მგონი ორივესთვის უკეთესი იქნება თუ არ იყვირებ. - ჩურჩულებს. მე თავს ვუქნევ, რის შემდეგაც ხელს მიშვებს.

- აქ რას ვაკეთებ? - ვეკითხები ხმადაბლა. სირცხვილისგან თვალებში შეხედვასაც ვერ ვბედავ. ნუთუ ეს ისაა რაც მე მგონია? არა შეუძლებელია ამას არ ვიზამდი.

ის თავის ადგილას წვება, ჩემსკენ იხედება და თვალებს ხუჭავს.

მოიცა და რატო მაიგნორებს ეს იდიოტი? დააიგნორე ბებიაშენი დებილო.

- ჰეი მითხარი აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ და გუშინ რა მოხდა, თორემ ვიყვირებ. - ამ სიტყვებს ძლივს ვამბობ, იმდენად ვარ შეშინებული. ნეტავ აქ რატომ ვარ? გულის წასვლის მერე არაფერი მახსოვს. უეცრად ნიკა მიახლოვდება. ჩემთან ძალიან ახლოს მოაქვს თავისი სახე და თვალებს არ მაშორებს.

- გუშინ ერთად ვიწექით მარიამ. ისე ძალიან კარგი იყავი. მართლა. - ამბობს და ლოყაზე ხელს მისვამს.

ნუთუ, ნუთუ ეს სისულელე მართლა ჩავიდინე. რატომ? როგორ? არა ღმერთო გთხოვ სიზმარში ვიყო. გთხოვ არ არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში ნიკა. თვალები მიცრემლიანდება. როგორ შემეძლო ეს გამეკეთებინა. ვიცი მალე ავტირდები, ამიტომ საწოლს ვშორდები და ნიკასთან ზურგით ვდგები. არასდროს დავანახებ ჩემს ცრემლებს, მით უმეტეს, რომ მის გამო ვტირი.

უეცრად ნიკას სიცილის ხმა მესმის, მისკენ ვიხედები, ის ჩემსკენ მოდის.

- გეხუმრე.

- რა გააკეთე? - არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალებიდან ობოლი ცრემლი გადმომვარდა. ნიკა მოდის და მიხუტებს. მე კი ძალიან გაბრაზებული ვარ და მკერდზე მუშტებს ვუშენ. თან ძალიან გაბრაზებული ვარ და თან ძალიან გახარებული.

- კარგი მაპატიე რა. არ იტირო გთხოვ.

- ნუ გეშინია მტირალა გოგო არ ვარ.- ობლად ჩამოგორებულ ცრემლს ვიშორებ და სწერვულად ვუღიმი.

- იცოდე აღარ გაბედო ჩემი მოტყუება თორემ მოგკლავ. - ჩემს მუქარაზე ორივემ სიცილი დავიწყეთ. რომც მოვინდომო არამგონია ამის შესრულება შევძლო.

მალე კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
- უნდა დაიმალო. - ამბობს ნიკა და აქეთ-იქით იხედება, მალევე მიმითითებს კარადისკენ. მე შიგნით ვიმალები, ისმის ოთახის კარის გაღების ხმა.

- საყვარელო მე მალე წავალ და დახმარება ხომ არ გჭირდება? მოდი მაისურს გაგიუთოვებ. - როგორც ჩანს ქალი კარადისკენ მოდის. ლამისაა მოვკვდე. საშინელება იქნება აქ, რომ გამომიჭიროს. გუშინდელი დღე არ მყოფნის უხერხული სიტუაციებისთვის? იმედია დღესაც იგივე არ მომივა. თორემ თავს მოვიკლავ.

- არა, იყოს არ მინდა. მე თვითონ მივხედავ საკუთარ თავს. - პასუხობს ნიკა.

- კარგი ნიკა, როგორც გინდა. თუ რაიმე დაგჭირდეს დამიძახე.

რამოდენიმე წამში ნიკა კარს მიღებს. მკლავში ხელს ძლიერად მჭიდებს, საწოლზე მსვამს და გუშინდელის მოყოლას იწყებს.

- გუშინ ძალიან ბევრი დალიე და...

- ნეტავ რატომ? - ვეჩრები საუბარში. ნიკა მკვლელი სიფათით მიყურებს.

- გონება დაკარგე. ლიზი ან ელე ვეღარ წაგიყვანდნენ, ამიტომ შენი ჩემთან დარჩენა შევთავაზე. გუშინ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. ამაზე არ ინერვიულო.

- ეს ვინ ჩამაცვა. - ვამბობ და მაისურზე ვუთითებ, რომელიც მე მაცვია. ლამის მოვკვდი პასუხის მოლოდინში.

- ელემ. - მის ნათქვამზე ამოვისუნთქე.

- რატომ არ უთხარი ბიჭებს, რომ ლიზი ჩემი და იყო? - ძალიან მაინტერესებს. შეეძლო ჩემთვის ეთქვა ან მათთვია, მაგრამ არა. ნუთუ ბიჭებთან თავის გამომჟღავნება არ უნდოდა?

- მე რა დაკითხვაზე ვარ? რატომ უნდა მეთქვა.

- კარგი. მაშინ მითხარი ამდენი არაყი რატომ დამალევინე.

- შენთვითონაც ხომ გახსოვს. - ამბობს და ჩემთან ძალიან ახლოს მოდის. მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ და თვალებში ვუყურებ. ხელს ტუჩზე მისვამს. მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის და ღაღაც სასიამოვნი, ამოუცნობი გრძნობა მეუფლება.

- ეს, რომ არ გამასინჯე იმიტომ.-
მას ვშორდები და ტანსაცმლის ძებნას ვიწყებ.

- ჩემი ტანსაცმელი სადაა? - უშედეგო ძებნის შემდეგ მისკენ ვიხედები და ვეკითხები. ნიკა ჩემს ტანსაცმელს მაჩვენებს.

- ჰმმ.. სად უნდა გამოვიცვალო. - ვამბობ და ოთახს ვათვალიერებ. მართალია დიდი ოთახია, მაგრამ სხვა რაიმე ოთახი ან აბაზანა არ აქვს მიერთებული.

- აქ. - ამბობს ნიკა და საწოლზე კომფორტულად თავსდება.

- არ არსებობს. - ვამბობ ხმადაბლა, მისმა მშობლებმა, რომ არ გაიგონ. სხვა შემთხვევაში ისე ვიყვირებდი, მთელს სახლს თავზე დავამხობდი.

- შევტრიალდები თუ გრცხვენია. - ამბობს და ცინიკურად მიყურებს.

- არა. გარეთ გადი. არ გენდობი, შეიძლება შემოტრიალდე. - ვამბობ და კარისკენ ვიშვერ ხელს. იქნებ გავიდეს და მაცალოს გამოცვლა, მაგრამ არა.

- რატომ გაქვს შენს თავზე დიდი წარმოდგენა და რატომ გგონია, რომ შენი შიშველი სხეულის დანახვა მინდა. - "ჩემთვის უკეთესი თუ არ გინდა ნიკა." ვპასუხობ ჩემს ფიქრებში.

- მოკეტე. შენთან ერთ ოთახში ყოფნის შემთხვევაში არ გამოვიცვლი.

- კარგი, მე ასე გამოწყობილიც მომწონხარ. - ამბობს და კარგად მათვალიერებს. ვიბნები და პომიდორივით ვწითლდები. მისი მაისური საერთოდ არაა გრძელი. წელს და თეძოს ძლივს მიფარავს.

- ვიღაცამ მითხრა შენი შიშველი სხეულის დანახვა სრულიად არ მინდაო.

- მე ეს არ მითქვამს. უბრალოდ გკითხე: რატომ ფიქრობ, რომ შენი შიშველი სხეულის დანახვა მინდა-თქო.

- ანუ...

- მარიამ გაჩუმდი.

- კარგი.

******

სახლში მარტო დავრჩით. ნიკა საკუთარი ოთახიდან გავაგდე და ტანსაცმელი ჩავიცვი. შემდეგ კი ოთახში შემოვუშვი.

- ნიკა ჩემი კედები სად არის? - მან კედები საწოლთან მომიტანა, ისე კი მიკვირს ასე, რომ იქცევა. არ მეგონა თავის ხელით თუ მომიტანდა.მეც ჩავიცვი, მაგრამ შეკვრა ძალიან დამეზარა და საწოლზე გადავწექი.

- ხომ არ გინდა ისევ მე შეგიკრა თასმები? - ნიკას სიტყვების გაგონებაზე გაოცებული ვუყურებ მას.

- შენ რა გახსოვს? და აქამდე არაფერს იმჩნევდი.

- აბა მე სულელი კი არა ვარ, მახსოვს რა თქმა უნდა.

- კარგი მაშინ შემიკარი. - ვამბობ და თვალს ვუკრავ.

- მეტი საქმე არ მაქვს. - ამბობს. მე კი თასმებს ვიკრავ.

მოვრჩი თუ არა მაშინვე ნიკას ავხედე, მაისურს იხდის. მისი დაკუნთული სხეულის დანახვისას თვალებს ვხუჭავ. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი, მაგრამ სირცხვილია.

- რას აკეთებ? - ვყვირი ბოლო ხმაზე .

- ტანსაცმელს ვიცვლი. შენგან განსხვავებით არ ვმორცხვობ. - მესმის მისი ხმა. წარმომიდგენია, როგორი დამცინავი სახით მიყურებს.

- რომ მორჩები მითხარი. - ვამბობ თვალებდახუჭული.

- მოვრჩი - ამბობს ნიკა. იმედია არ მატყუებს. მეშინია ისევ ტყული არ იყოს, ნუ არ ვიცი რა საბაბით გააკეთებდა, მაგრამ მაინც. უეცრად წელზე მის ძლიერ ხელს ვგრძნობ ნიკა მაყენებს. ის ჩემთან ძალიან ახლოსაა.

- მარიამ, თვალები გაახილე. - მის ნათქვამზე ტანში ჟრუანტელი მივლის, მხოლოდ ოჯახის წევრები მეძახიან მარიამს და ისიც ძალიან იშვიათად. თვალებს ვახელ და მის მწვანე თვალებში კიდევ ერთხელ ვიძირები.

ჩვენი ასეთი სიახლოვე მაშინებს მისგან თავის დაღწევას ვცდილობ, ვცდილობ, რომ წავიდე. ნიკა წელზე ხელს უფრო მეტად მჭიდროდ მხვევს, ორივენი ერთად მივდივართ მგონი სამზარეულოსკენ. ვცდილობ მისი ხელი ჩემს წელს მოვაშორო, მაგრამ არ გამომდის.

სამზარეულოში ერთად შევდივართ და უეცრად თვალები მიფართოვდება უცხო ბიჭის დანახვაზე.

ნიკა ხელს მიშვებს და ბიჭისკენ მიდის.

- ბიძაშვილო როდის ჩამოხვედი? - მონატრებულები ერთმანეთს ჯერ ხელს ართმევენ და შემდეგ ეხუტებიან. მე კი დარცხვენილი შევყურებ მათ. უცხო ჩემსკენ თვალს აპარაებს და დამცინავ ღიმილს მაპყრობს. თან მათვალიერებს თავიდან ბოლომდე. უხერხულობას ვგრძნობ.

- ეს ტატოა ჩემი ბიძაშვილი, ეს კი მარიამია ჩემი მეგობარი. - ერთმანეთს გვაცნობს ნიკა. ტატო ეშმაკურ და ცინიზმით გაჯერებულ ღიმილს არ მაშორებს. ნიკა მკლავზე ხელს ჰკრავს, ისე ჩუმად, რომ ძლივს ვხედავ.

- გამარჯობა. - ტატო ღიმილს სახიდან იშორებს და ხელს მიწვდის.

- გამარჯობა - ვამბობ, ვუღიმი და ხელს ვართმევ.

- აბა რა შევჭამოთ? - კითხულობს ნიკა.

- მე არაფერი მინდა. ნივთებს ავიღებ და წავალ. - ვამბობ და ოთახიდან გამოვდივარ.

- სხვათაშორის მომწონს შენი ახალი სათამაშო. ლამაზი გოგოა, მაგრამ ჩემს სტილში უფრო ჯდება ვიდრე შენსაში. - მესმის ტატოს ხმა, ვჩერდები და ვცდილობ ყველა სიტყვა ზედმიწევნით გავიგო. ვიცი ცუდი საქციელია სხვისი ლაპარაკის მოსმენა, მაგრამ ეს საუბარი ჩემზეა და თავს ვერ ვიკავებ.

- გაჩუმდი. - ამბობს აუღელვებლად ნიკა და ნაბიჯების ხმით ვხვდები, რომ ოთახიდან გამოდის. სწრაფად შევრბივარ მის ოთახში და ტელეფონს ვიღებ. ნიკა წამებში შემოდის ოთახში. ვფიქრობ, ვერ გამომიჭირა.

- უკვე მიდიხარ? - მეკითხება ის

- ხო, სკოლას ვერ მივუსწრებდი, ამიტომ გავაცდინე. სახლში დედაჩემი არ იქნება და აჯობებს იქ წავიდე. დედაჩემი ვერ დამტუქსავს, რადგან ვერ გაიგებს ამ ამბავს.

- კარგი. მე გაგაცილებ.

- არ მინდა, ტატო მარტო არ დატოვო. მე ისედაც მივაგნებ საკუთარ სახლს. - ახლა მხოლოდ ფიქრი მჭირდება. მასთან საუბარი ყველაზე ნაკლებად. ამიტომ ვცდილობ გადავაფიქრებინო.

- არა წამოვალ.

- კარგი, როგორც გინდა. - ყურსასმენებს ვიკეთებ მუსიკას ვრთავ და გარეთ გავდივარ. ნიკა მომყვება, მაგრამ მას არ ვიმჩნევ.

ნიკასთვის მართლა სათამაშო ვარ?
როგორ ვერ მივხვდი. ის ჩემს მიმართ არაფერს გრძნობს. უბრალოდ მეთამაშება. ერთი უბრალო თოჯინა ვარ მისთვის, მორიგი სათამაშო. ფიქრობს ჩემით გაერთობა და მერე მიმაგდებს. ნურას უკაცრავად ბატონო ნიკა ჩემით თამაშის უფლებას არ მოგცემ.

ამ ფიქრებში გართული უკვე ჩემი კარის წინ ვდგავარ. ყურსასმენებს ვიხსნი და უკან ვტრიალდები ნიკა აქ აღარაა. ვერც კი შევამჩნიე მისი წასვლა. არც მიკვირს ეს ფაქტი.

კარს გასაღებით ვაღებ, შიგნით შევდივარ და ვხურავ, მაშინვე სამზარეულოსკენ მივიწევ და წყალს ვსვამ. უეცრად რაღაც ხმა მესმის. ვხვდები, რომ სახლში მარტო არ ვარ. კარები არ ჩამიკეტავს. "მარიამ ასეთი უყურადღებო როგორ ხარ?" ვტუქსავ საკუთარ თავს. ჭიქას მაგიდაზე ვდებ, და ჩუმად გავდივარ სამზარეულოდან. გასვლისას ვიღაც ძლიერად მკიდებს ხელს და კედელზე მაკრავს. ყვირილს ვიწყებ, მაგრამ ეს ვიღაც მეორე ხელს პირზე მადებს.

ვაცნობიერებ, რომ ეს ნიკაა. მეგონა წავიდა, აქ რას აკეთებს? ის ხელებს მიშვებს. თვალებში ვუყურებ და კვლავ მის თვალებში ვიძირები. ერთერთ მხარეს ვტრიალდები და წასვლას ვაპირებ, მაგრამ ნიკა ხელს ახებს კედელს და გასვლის საშუალებას არ მაძლევს. მეორე მხარეს ვბრუნდები და აქედან გასვლას ვცდილობ, მაგრამ ნიკა ანალოგიურს აკეთებს ახლაც. მეორე ხელსაც კედელზე დებს და აქედან თავის დაღწევის საშუალებას მაკარგვინებს.

ისევ თვალებში ვუყურებ, რომლებიც თანდათან მიახლოვდება.
რამდენიმე წამში მის მკერდს ჩემსაზე ვგრძნობ. სიახლოვე თავბრუს მახვევს.

ნიკა ჩემსკენ იხრება და ყელზე მკოცნის. ტანში სიამოვნების გრძნობა და ჟრუანტელი ერთად მივლის. თვალები მეხუჭება. ნიკა კიდევ უამრავ კოცნას მიტოვებს ყელზე, შემდეგ კი ტუჩებზე მეწაფება.
ვერც კი ვაცნობიერებ კოცნაში, იდრ ვყვები. ძალიან მსიამოვნებს მისი ასე ახლოს ყოფნა. მის სხეულს ფეხებს ვხვევ და მთელი ტანით მას ვეტმასნები. ნიკა კოცნას აგრძელებს, მე კი უფრო და უფრო მეტად ვგრძნობ სიცხეს და სიამოვნებას.

უეცრად ნიკა კოცნას წყვეტს და მშორდება. თვალებს ნელა ვახელ და მის გაღიმებულ მზერას ვაწყდები. ის კვლავ მიახლოვდება, საკუთარი ტუჩები ჩემს ყურთან მიაქვს და მეჩურჩულება.
  
   - მარტოც, რომ ვიყოთ არ გაკოცებო არა? - ნიკა თავს დაბლა წევს და ლავიწზე სველ კოცნას მიტოვებს. შემდდგ მეორე მეორე ყურში ჩამჩურჩულებს.

- ეცადე არ შეგიყვარდე. - მის სიტყვებს ჯერ ვერ ვაცნობიერებ.

ნიკა თავს ნელ-ნელ უკან სწავს, ლოყაზე ნაზად მკოცნის და მიდის.

ლამისაა ავტირდე. თვალები მიცრემლიანდება. როგორ შეუძლია მაკოცოს და შემდეგ ასეთი რამ მითხრას? როგორ შეუძლია ასე მომექცეს?

სწრაფი ნაბიჯებით უკვე კარებთან მივიდა.

- არც ვაპირებდი შენს შეყვარებას. - ვამბობ ჩვეული ტონით. საკუთარი ხმის ტემბრი თავადვე მაოცებს. ნიკა ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს და სახლიდან გადის.

კართან მივდივარ და ვკეტავ. ვგრძნობ, როგორ მეცლება ძალა და მუხლები მეკვეთება. კედლის ბოლოს ვეყუდები, თანდათან იატაკისკენ მივიწევ და კუთხეში ვჯდები. ტკივილი ერთიანად მანადგურებს. როგორი საცოდავი ვჩანვარ. ახლა ვინმე, რომ მიყურებდეს ნამდვილად შევეცოდებოდი.

როგორ შეუძლია ჯერ მოვიდეს მაკოცოს და შემდეგ მითხრას "ეცადე არ შეგიყვარდეო"? ტატო მართალია მისთვის ერთი უბრალო სათამაშო ვარ, რომელიც უკვე მოისროლა.

მეზიზღება ნიკა და მასზე მეტად საკუთარი თავი.

როგორ მივეცი ჩემით გართობის საშუალება? როგორ მივეცი უფლება ეკოცნა? როგორ ან რატომ ავყევი კოცნაში? ან როგორ ბედავს ჩემთან ასე მოქცევას?

ყველაფერს თავიდან ვიხსენებ მასთან დაკავშირებით. ჯერ თასმა შევაკვრევინე მოტყუებით, გუშინ წინ მაკოცა, გუშინ მითხრა დაიკიდე, როგორც მეო. დღეს კი ისევ მაკოცა და მითხრა არ შემიყვაროო. თავისი სათამაშო გამხადა.

რატომ მაინც და მაინც მე? სკოლის ვერც ერთი გოგო იტყოდა უარს ნიკაზე. ახლაც არცერთი დაიხევს უკან მის ხელში ჩასაგდებად. უამრავი ცდილობს მისი ყურადღება მიიბყროს. თავად ნიკამ კი მე ამომირჩია გასართობად. რატომ? რატომ მე? მის გემოვნებაში არ ვჯდები, როგორც ჩანს არც მის "ძველ სათამაშოებს" ვგავარ. აბა რა გინდა ნიკა მე რა ჯანდაბას მერჩი? რა გინდა? არ მესმის და ალბათ ვერც ვერასდროს გავიგებ.

იდიოტი ხარ! დამპალი! ნაგავი!

ყოჩაღ ნიკა შენ ეს შეძელი, საკუთარი თავი შემაძულე და შემაცოდე. გამანადგურე. ჰაერში ამიტაცე და მოულოდნელად ძირს დამანარცხე.

მაგრამ მე რეალისტი ვარ, ამაყი, ღირსება და თავმოყვარეობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

აი ნახავ, მე მაინც წამოვდგები ფეხზე. შენს ჯინაზე მოვიკრებ ძალებს და წამოვდგები. წინ დაგიდგები, ამაყად ჩაგივლი გვერდით და ზედაც არ შემოგხედავ.

შენგან თავს შორს დავიჭერ. ვიცი ამას შევძლებ. მე დანარჩენებს არ ვგავარ. არ გამოგეკიდები და არ შეგაკავებ, პირიქით ჩემი ცხოვრებიდან გაგაქრობ.

" მე ამას შევძლებ. " - ამ ფიქრებში გართულს ღრმად ჩამეძინა.

******


ამ ფაქტის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. ნიკა არ გამკარებია, მეც ანალოგიურად. მისგან თავს შორს ვიჭერდი.

არ მინდოდა მისი ნახვა. სულით და გულით მეზიზღება. ვერ ვიტან. თუმცა ვის ვატყუებ?

გულის სიღრმეში მინდოდა მასთან საუბარი, მისი თვალების დანახვა, რომელნიც მხოლოდ მე მიმზერდნენ. მინდოდა მისი ტკბილი ხმის გაგონება.

თავს ვიტყუებდი. დიახ, თავს ვიტყუებდი, რადგან ჩემს ცხოვრებას აკლდა ის ერთი ადამიანი, რომელიც ჩემთვის უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემს ცხოვრებას ნიკა აკლდა.

ამის გამო საკუთარი თავი საშინლად მეზიზღება.

თავს ვიტყუებდი. გარშემო ყველას ვატყუებდი და საკუთარ თავსაც ტყუილს ვაჯერებდი. და იცით რა? გამომდიოდა.

ვცდილობდი ნიკასთვის არც კი შემეხედა და მართლაც არ ვიმჩნევდი მის არსებობას.

ვცდილობდი ნიკა შემძულებოდა და მართლაც შევიძულე მთელი არსებით.

ვცდილობდი ნიკა ჩემი ცხოვრებიდან გამექრო და ჩემი "სასიყვარულო" ურთუერთობა სხვა ამბებით შემეცვალა და იცით რა? ესეც გამომივიდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად გადავერთე მეგობრების სასიყვარულო ურთიერთობებში. ზოგისთვის მსმენელი ვიყავი, ზოგისთვის რჩევების მიმცემი, ზოგისთვის პრობლემების მომგვარებელი.

ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები. ქეთოს და გიორგის წყვილს განსაკუთრებით ვბალიშიკობ.

მათ ურთიერთობაში ყველაფერი უკუღმა მიდის. იმის მაგივრად შერიგებულიყვნენ უფრო მეტად იჩხუბეს.

მეც ჩემი ტვინი ჩავრთე ამ საკითხში და მაგარი გეგმა დავსახე, რომელიც გუშინ განვახორციელე.

გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ქეთო და გიორგი ერთ კლასში ჩავკეტე. ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, ამიტომ მათი საუბრის მოსმენა დავიწყე. მაინც მეტყოდნენ. ხოდა მეც მათ ენერგიას დავზოგავ და ახლავე გავიგებ სიახლეს.

- მგონი ჩავიკეტეთ. - ამბობს ქეთო უემოციო სახით და სკამზე ჯდება. გიორგის არც კი უყურებს. თუმცა ჩემი ძმაკაცი სრულიად საპირისპიროდ იქცევა და ქეთოს თვალს არ აშორებს.

- შეიძლება კარგიც არის, რომ ჩავიკეტეთ - ამბობს გიორგი და ქეთოს გვერდით ჯდება. მალე მის ხელს ეხება და ლაპარაკის დაწყებას აპირებს, თუმცა ქეთო არ აცლის.

- წადი და შენს ნიას მოეფერე - ქეთო ხელს წევს და სწერვული სახით უყურებს გიორგის.

- კარგი რა. ნია ჩემი დეიდაშვილია, ნუ ეჭვიანობ. - ამბობს გიორგი და უღიმის.

- ჯერ ეს ერთი არ ვვეჭვიანობ და მერე მეორე რატომ ცდილობ ჩემს მოტყუებას? - ყვირის ქეთო და გიორგის მკერდზე ხელებს უშენს. ბიჭი გოგოს ხელებს კიდებს და მის შეკავებას ცდილობს.

- მე არც მომიტყუებიხარ. - ამბობს გიორგი ნიშნისმოგებით.

- იდიოტი ხარ. - უყვირის წყობიდან გამოსული ქეთო, დგება და სხვა სკამზე იკავებს ადგილს.

ეს ის მომენტია, როდესაც რაღაცაში მოგიგეს. თუმცა შენ მაინც შენს მხარეს იცავ და ცდილობ მაინც შენი თავი გამოიყვანო გამარჯვებულად.

ქეთომაც ვერაფერი, რომ ვერ მოიფიქრა გიორგის გაეცალა. თუმცა გიორგი არ მოეშვა და კვლავ მასთან ახლოს დაჯდა.

- ქეთო, გთხოვ ასე ნუ იქცევი. უბრალოდ მაპატიე. არ მინდოდა შეცდომაში შემეყვანე. ნია უბრალოდ ჩემი ნათესავია. არც გამტყუნებ იეჭვიანე, თუმცა მინდა იცოდე, რომ მე შენ ძალიან .... - ქეთო გიორგის სილას აწნის. ვფიქრობ ვერ მიხვდა რის თქმას ცდილობდა. მას უნდა ეთქვა მიყვარხარო, მაგრამ ვინ აცალა. ახლა ისე ვარ ლამისაა შევვარდე და თავები ერთმანეთზე ვარტყმევინო. ერთმანეთსაც კი ვერ უმჟღავნებენ თავის გრძნობს, არა და ამდენი ხანია ერთმანეთი უყვართ.

გიორგის ვუყურებ. ძალიან გაბრაზებული სახე აქვს. გაოცებისაგან განძრევასაც კი ვეღარ ახერხებს. საქმე ცუდადაა. ახლა შეიძლება ისეთი რამ თქვას, რომ ქეთო საბოლოოდ დაკარგოს.

კარს ვაღებ. იმედია, რომელიმე გამოვა და ამგვარად ერთმანეთს მეტად აღარ აწყენინებენ.

კარის გაღების ხმაზე ქეთო დგება და გარეთ გამოდის. უკვე კარებთან მოსული გიორგის ხმის გაგონებისთანავე ერთ ადგილზე იყინება.

- ქეთო, მე შენ მიყვარხარ. - გიორგი ქეთოს უახლოვდება და თავისკენ ატრიალებს. ქეთოს სიხარულის ცრემლები მოსდის და ეს ორი ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი ერთმანეთს ძლიერად ეხუტება.

ჩემი გეგმა წარმატებით განვახორციელე. ქეთო და გიორგი შერიგდნენ. ძალიან მიხარია. გახარებული სწრაფი ნაბიჯით მივდივარ გასასვლელისკენ და უეცრად ვიღაც მეჯახება.

- ჰეი წინ იყურე. - ვამბობ და ვხედავ, რომ ულამაზესი მწვანე თავლები მიმზერენ. ბედიც მე მეღადავება. სულ ნიკას როგორ უნდა შევეჩეხო?

წამში ვშორდები მას და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ. მინდა მალე გავეცალო მას.

- რა იყო ხმის გაცემის ღირსიც აღარ ვარ? მაიგნორებ? - მესმის ხმადაბალი და ცინიზმით გაჟღენთილი ხმა. როგორ ბედავს ასეთი რამის თქმას. იდიოტი! იდიოტი! ნაგავი! ნეტა რატომ გონია, რომ მომხდარის მიუხედავად მაინც მომინდება მასთან საუბარი?!

- რა სისულელეებს ამბობ ნიკა. არ ფიქრობ, რომ შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს? უბრალოდ მეჩქარება. დაიგნორება არაფერ შუაშია. - ვამბობ და იქაურობას სწრაფად ვშორდები.

*****

ლიზის და ლევანსაც უყვართ ერთმანეთი და ურთიერთობის აწყობას ცდილობენ. გიორგი და ანი სულ გამუდმებით ჩხუბობენ, მაგრამ სიძულვილიდან სიყავრულამდე ერთი ნაბიჯია. ასე რომ ვფიქრობ, მათგან კარგი წყვილი შედგება.

ამ ბოლო დროს ჩემი ერთერთი მეგობარი გვანცა დაუახლოვდა ნიკას ბიძაშვილ ტატოს. ამის გამო ცოტა ვითრგუნები. მეშინია გვანცას გული არ ეტკინოს.

გვანცამ და ტატომ ერთმანეთი ჩემი საშუალებით გაიცნეს. ტატო ჩვენს სკოლაში გადმოვიდა. ერთ დღეს, როდესაც გვანცასთან ერთად ვიყავი ტატო ჩვენთან მოვიდა.

- გამარჯობა მარიამ როგორ ხარ? - მეკითხება ტატო და თან გვანცას შეთვალიერებას იწყებს. ჩემი მეგობარი ზედაც არ უყურებს. სულ სხვა მხარეს იყურება.

- კარგად, შენ როგორ ხარ? - თვალთმაქცურად ვუღიმი. ამ ადამიანს გაცნობის დღიდან ვერ ვიტან. ჩემზე ცუდი რამ თქვა, მან მე სათამაშო მიწოდა. მაგრამ შეიძლება მხოლოდ ეს არაა პრობლემა. ტატომ მწარე რეალობაც დამანახა.

- მეც კარგად ვარ. არ გამაცნობ შენს მეგობარს? - მეკითხება ტატო. ამის გაგონებაზე გვანცა ტატოს სახეში უყურებს, ხელს უწვდის და ამბობს:
- გვანცა.

- ტატო - ბიჭი გოგოს ხელს ართმევს და უღიმის. გვანცა, რომ არა ტატოს მის თავს არასოდეს გავაცნობდი. თუმცა სიტუაციაზე კონტროლი დავკარგე...

- ჩვენ გვეჩქარება. - ვთქვი და გვანცა ტატოს გავაშორე. ისინი ერთმანეთს უღიმოდნენ. იფიქრებდი კარგი წყვილი გამოვა მათგანო, მაგრამ მე ვიცი ტატოს ნამდვილი სახე და ისიც, რომ გვანცას გულს ატკენს.

- ეს ბიჭი საშიშია გულს გატკენს. - ვეჩურჩულები გვანცას.

- კარგი რა. სისულელეა, ვფიქრობ არასწორად აფასებ, ძალიან საყვარელი ვინმე ჩანს. - გვანცამ ტატოსკენ გაიხედა და გაუღიმა. ამ გოგოს ექსტრემი უყვარს და გამუდმებით საშიშ სიტუაციებში ყოფს თავს.

მეორე დღეს გვანცა მიყვება ახალ ამბებს. ტატოსთან ერთად გაუსეირნია. ერთმანეთი კარგად გაუცვნიათ. გვანცას ტატო ძალიან მოსწონს და ფიქრობს, რომ მისი ქრაშიც იგივეს გრძნობს.

შარი, შარი და ისევ შარი. ყველგან შარია. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.

იმედი მაქვს ჩემს გარშემო ყველა ბედნიერი იქნება.


****

დილით მზის სხივები მაფხიზლებენ. ვაცნობიერებ, რომ დღეს ორშაბათია. ვდგები და ვემზადები.

სარკეში ვიხედები და ვფიქრობ, რომ სრულყოფილად გამოვიყურები.

თეთრი კედები, ღია ფერის ჯინსის შარვალი და ცისფერი ტოპი მაცვია. ჩემი თმა დასწორებულს გავს, თუმცა არაა. ზოგადად ასეთი სწორი თმა მაქვს.

მე და ლიზი ერთად გამოვდივართ სახლიდან.

- ლიზი, აბა მითხარი რა ხდება ახალი ლეოსთან? - ვეკითხები მოურიდებლად და მის დარცხვენილ სახეს ვამჩნევ.

- არაფერი. - ამბობს და მიღიმის.

- ლიზი. - თვალებს ვუბრიალებ პატარა დაიკოს.

- კარგი, კარგი. გეტყვი. მაგრამ მანამ რაღაც უნდა გთხოვო.

- აბა გისმენ.

- ლევანიმ დღეს დამპატიჟა სასეირნოდ მგონი, თუ კაფეში, თუ... ნუ სიმართლე გითხრა არ მახსოვს სად. ჩვენებს ვერ ვეტყვი. არ გამიშვებენ. ამიტომ შენ უნდა გამაპარო. გთხოოვ. - მუდარის თვალებით მიყურებს ლიზი.

- ჯანდაბა, კარგი. დაგეხმარები. - მარიამ შარში ხარ, ვეუბნები ჩემს თავს. იმედია დედა ვერ გამოგვიჭერს.

- მსოფლიოში საუკეთესო და ხარ.

- ლიზი, თანახმა ვარ. დაგეხმარები, მაგრამ იცოდე, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა მომიყვე. - ვამბობ და ჩემს სიტყვებზე მეცინება. ჭორიკანა ქალს ვგავარ.

- კარგი. კარგი.

სკოლაში მალე მივედით. კლასში შევედი და ტრადიციულად ელეს გვერდით დავჯექი.

- როგორ ხარ? - მეკითხება ელენე ღიმილიანი სახით.

- კარგად. შენ? - ვამბობ და ვუღიმი.

- მეც კარგად. მარი, ვიცი არ გინდა მოყოლა, ბევრჯერ გთხოვე, მაგრამ გთხოვ ახლა მაინც მომიყევი რა ხდება შენსა და ნიკას შორის? - მის სიტყვებზე ვვოცდები. როგორ შეიძლება მილიონჯერ დაუბრუნდეს ერთი და იმავე საკითხს. ხომ უნდა მიხვდეს, რომ ამ თემაზე საუბარი არ მინდა.

- ელენე, გთხოვ ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ.ჩემსა და ნიკას შორის არაფერი ხდება.

- აბა ის კოცნა?

- შეცდომა იყო. - ვამბობ და ჩემდა გასაკვირად ელე კითხვებს აღარ მისვამს.

ფიქრების სამყაროში ვეშვები. ეს ფიქრები მხოლოდ მე მიკავშირდება, ჩემს მომავალს. მინდა საზღვარ გარეთ წავიდე და იქიდან ახალ წელს ჩამოვიდე. ისე, რომ ახალ წელს ბევრჯერ შევხვდე, სხადასხვა ქვეყნებში. იმედია მიმიხვდით იდეას. ოღონდ მინდა თანხა ჩემით შევაგროვო. მეცოდებიან ჩემი მშობლები ამდენი ფული არამგონია, რომ მომცენ. თუ დამჭირდა ცოტას დავამატებინებ.

ფული როგორ შევაგროვო? როგორ? იქნებ ვიმუშავო? ახალ წლამდე ორი თვეა დარჩენილი. ასე რომ შემიძლია ფულის შეგროვება.

- ელე მუშაობის დაწყება მინდა. შეგიძლია დამეხმარო რამის შოვნაში? - ელენე გაკვირვებული მიყურებდა. თითქოს მისი სახე მეუბნებოდა. რა ჯანდაბად გინდა მუშაობაო და ა.შ. ამის გამო ელეს ყველაფერი ავუხსენი.

- კარგი ბექას დაველაპარაკები დასვენებაზე იქნებ ის დაგვეხმაროს.

- კარგი.

*****

გაკვეთილები დასრულდა, მეც მშვიდად გამოვედი სკოლიდან.

- მარი. - მესმის ელეს და ბექას ხმა. უკან ვტრიალდები და ველოდები როდის დამეწევიან.

- მარი, ერთი შესაფერისი სამსახური ვიცი. სამუშაო საათები სკოლასთან ხელშეწყობით გექნება. ასისტენტი ესაჭიროებათ. აქედან გამომდინარე, შენ მოგიწევს ყავის მოდუღება, საბუთების მიტან-მოტანა. და კიდე ის რასაც უფროსი დაგავალებს, ამ შემთხვევაში შენი უფროსი...

- კარგი ბექა ჩვენ გვეჩქარევა წავიდეთ. - ელემ ბექას საუბარი გააწყვეტინა და ორივე მალე გაუჩინარდნენ თვალსაწიერიდან.

ნეტა ვინ იქნება ჩემი უფროსი. ბექა აპირებდა თქმას, მაგრამ ელენემ არ აცალა. ჯანდაბა დაქალიც შენს წინააღმდეგ როგორ უნდა იყოს?

სახლში მივედი თუ არა, ტელეფონზე მესიჯი მომივიდა ელესგან.

*დღეს ერთად წავიდეთ გასაუბრებაზე. მისამართი ვიცი*

*კარგი*

******
დაახლოებით ექვს საათზე დანიშნულ ადგილას მივედით. ოფისი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მე და ელენემ გადატვირთული ფოიე გავიარეთ და მიმღებში მდგომ ლამაზ გოგონასთან მივედით.

- გამარჯობა. - ვესალმებით წითურ, შავთვალება გოგონას.

- გამარჯობა. - გვიღიმის ის.

- ჩვენ ვაკანსიის თაობაზე ვართ მოსულები.

- დიახ, ასისტენტი გვესაჭიროება. ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მიხვიდეთ მისტერ გორდერთან. მეორე სართული, პირველი კარი.

- მადლობა. - ვუთხარი და გავუღიმე, მანაც ანალოგიურად. ძალიან საყვარელი ვიღაცაა. ზუსტად ვიცი ადვილად შევძლებთ დამეგობრებას.

მე და ელემ მისტერ გორდერის კაბინეტის კარზე დავაკაკუნეთ.

- მობრძანდით. - გაისმა კაცის სასიამოვნო ხმა.

მე და ელენე შევედით და გაჭაღარავებული კაცის პირდაპირ სკამებზე დავსხედით.

- მე ვაკანსიის თაობაზე ვარ მოსული. - ვთქვი და გავიღიმე.

მისტერ გორდერმა უამრავი კითხვა დამისვა. მეც დამაკმაყოფილებლად ვუპასუხე. სამსახურში ამიყვანეს. ჩემსა და ამ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ორი თვის განმავლობაში ვიმუშავებ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.

ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ხელშეკრულების თითოეულ პუნქტს ვგულისხმობ. ყველა კარგია, ერთის გარდა:

ამ ორი თვის განმავლობაში არ მაქვს უფლება წავიდე სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ანაზღაურების გადახდა აქეთ მე მომიწევს. კომპანიის უფროსობას კი შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში გამაგდოს სამსახურიდან.

"მარიამ უბრალოდ უნდა ეცადო ყველაფერი სუპერ ხარისხზე გააკეთო და სამსახურიდან არ წამოხვიდე, ძალიან მარტივია" - ჩამძახის ჩემი მეორე მე.

მე უკვე საქმიანი ადამიანი ვარ.

მე უკვე საქმიანი ადამიანი ვარ, საქმიანი ადამიანი. მაგარია.

******
სახლში მისულს გამოპრანჭულ ჩემს დას ვაწყდები. უკვე რვა საათი ხდება. ლიზიც მზადაა. ულამაზესი მწვანე კაბა აცვია, რაც მის მწვანე თვალებს არაჩვეულებრივად ეხამება. სახეს მსუბუქი მაკიაჟი უმშვენებს, თმაც ლამაზად აქვს დახვეული. სახლში მხოლოდ ის არის. მშობლები ჯერ არ მოსულან, მუშაობენ. იმედია მოასწრებს მათ მოსვლამდე შინ დაბრუნებას.

- მარი, მე მივდივარ ლევანიმ მომაკითხა. თუ მოვლენ უთხარი, რომ... უთხარი, რომ... ნუ რამე მოიფიქრე გთხოვ რა.- ამბობს და ტელეფონს იღებს. ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმის. მეც მივდივარ და ვაღებ. ლევანი ძალიან სიმპატიურად გამოიყურება. თანაც ძალიან საყვარელი და კარგი ბიჭია. ჩემ დას გაუმართლა ის, რომ იპოვა. ლევანისაც ძალიან გაუმართლა ლიზის მსგავსი გოგო, რომ იპოვა.

- გამარჯობა მარი, იცი მე...- მან საჭირო სიტყვები ვეღარ იპოვა და შეჩერდა. ალბათ ცოტა ეუხერხულა, არ ეგონა მეც თუ ვიცოდი მათი პაემნის შესახებ.

- ლიზი უკვე მზად არის მალე მოვა. - ვთქვი და სწორედ ამ დროს ისიც მოგვიახლოვდა.

- კარგად მარი. - თქვეს ერთხმად და წავიდნენ.

დაბრუნებისას ლიზის ყველაფრის მოყოლა მოუწევს.

კიდევ კარგი ლიზი მშობლების მოსვლამდე მოვიდა და მეც გადავურჩი მორიგი ტყუილის მოფიქრებას.

- აბა მომიყევი რა მოხდა? ყველაფერი დაწვრილებით მაინტერესებს. - ვეუბნები ლიზის, როგორც კი კარს ვაღებ.

- ლევანიმ მითხრა, რომ მოვწონვარ. - ამბობს გახარებული ხმით. ეტყობა, რომ ბედნიერია. ნასიამოვნები სახით ჯდება სკამზე, ერთ წერტილს აშტერდება და იღიმის.

- ლიზი, დაწვრილებით მომიყევი - ეს სიტყვები, რამოდენიმეჯერ გავუმეორე, მაგრამ ამაოდ. ურექციოდ უყურებდა კედელს და იღიმოდა. მასთან საუბარს აზრი არ აქვს, ამიტომ ჩემს ოთახში შევედი და დავიძინე.

******

ახალი დღე საშინლად დაიწყო. სკოლაში დავაგვიანე. პირველ გაკვეთილზე მასწავლებელმა აღარ შემიშვა. გაკვეთილების შემდეგ კი ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა.

ჩემს საუკეთესო მეგობრის გიორგის კლასში მივდივარ გაკვეთილების ბოლოს, რადგან მასთან რაღაც საქმე მაქვს. ( ის, ნიკა, ლუკასი, ლევანი, გიორგი, ბექა და ტატო ერთ კლასში არიან.)

კლასში შევდივარ და რას ვხედავ. აქ მხოლოდ ჩემი მეგონარი ეკუნა და ნიკა არიან. ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ. როგორც ჩანს მყუდროება დავურღვიე.

არა ისე ეკუნა მართლა უნდა შევაქო. შეძლო და მაინც გაიცნო ნიკა, ჩემი დახმარების გარეშე. ყოჩაღ!

ჩემს შესვლაზე ორივემ მე შემომხედა. გაოცებული სახით ვუყურებდი მათ და ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. იმაზეც კი ვეღარ ვფიქრობდი თუ რა მეთქვა მათთვის.

- მარი, როგორ ხარ? - მეკითხება ეკა და ღიმილიანი სახით მეხუტება. ნიკა გაოცებული გვიყურებს. ალბად ვერასდროს იფიქრებდა,რომ მე და ეკა ერთმანეთს ვიცნობდით. სამწოხაროდ იმედი უნდა გაგიცრუო ბატონო ნიკა. ვინც არ უნდა მოგეწონოს ჩვენი სკოლიდან ყველას ვიცნობ. (ზოგადად სკოლაში თითქმის ყველა გოგოს ვიცნობ.)

- კარგად შენ როგორ ხარ ეკა? - ვეკითხები ზრდილობისთვის, თორემ ისე ერთი სული მაქვს თმებით ვითრიო.

- მეც კარგად.

- გამარჯობა ნიკა. გიორგი უკვე წავიდა? - მივმართე ნიკას.

- როგორც ხედავ, მარიამ. - მითხრა ცინიზმით გაჯერებული ხმით. მისი ბაგეების მიერ ჩემი სახელის წარმოთქმის გამო ისევ დამიარს ტანში ჟრუანტელმა. მხოლოდ ის მეძახის მარიამს.

მის ასეთ აგდებულ პასუხზე ვბრაზდები. თუმცა რას მოველოდი? ცუდ დროს შემოვეჭერი და მყუდროება დავურღვიე.

თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე, რადგან გაბრაზება არ დამტყობოდა და ჩხუბი არ დამეწყო. მაშინევე გამოვედი კლასიდან. და სახლისკენ გავეშურე.

ჯანდაბა! რა ხდება მათ შორის? ნუთუ რაიმე ხდება ან იქნებ ნიკა ანალოგიურად უნდა მოექცეს ეკას, როგორც მე. მართალია ამ გოგოზე ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ ის მაინც ჩემი მეგობარია და უნდა დავიცვა. არ მინდა ის შეცდომა დაუშვას რაც მე. არ მინდა ნიკას გარეგნულმა იერსახემ მოატყუოს და ბოლოს ისეთი მოტყუებული დარჩეს, როგორც მე.

ამ ფიქრებში გართული თითქმის სახლამდე ვიყავი მისული, როდესაც გამახსენდა, რომ სამსახურში უნდა წავსულიყავი. დაახლოებით ნახევარი საათი დამრჩა იქ მისასვლელად. სახლში გავლას და ჭამასაც კი ვეღარ ვასწრებ. სულ სირბილით მივდივარ ავტობუსის გაჩერებისკენ. ტრაფარეტი მიჩვენებს, რომ "ჩემი" ავტობუსი ხუთ წუთში მოვა. მისვლისთვის დაახლოებით ათი-თხუთმეტი წუთი დამჭირდება.

ავტობუსი ძალიან სწრაფად მოძრაობდა. ასე, რომ ზუსტ დროზე უკვე ფოიეში ვიდექი და ლამაზ წითურ გოგონას ვესაუბრებოდი, გუშინ, რომელიც ვნახეთ.

- გამარჯობა. - მეუბნება საყვარელი ხმით და მიღიმის.

- გამარჯობა, მე ახალი...

- ასისტენტი ხართ, ვიცი. ვიცი. მესამე სართულზე აბრძანდით, მეორე კარია. ოთახს უნდა ეწეროს
" ნომერი 404". - ვერ ვხვდები თქვენობით რატომ მესაუბრება, აშკარად მასზე პატარა ვარ რამოდენიმე წლით.

მესამე სართულზე ავდივარ და ვეძებ კარს წარწერით "ნომერი 404". მალევე ვპოულობ, დაუკაკუნებლად შევდივარ და ამას მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებ, როდესაც ბოხი ბარიტონი ჩამესმის.

- დაკაკუნება არ გასწავლეს? - მის სახეს ვუყურებ და ნაცნობ სილუეტს კარგად ვაკვირდები. ჩვეულებრი ასე არ გამოიყურება ხოლმე. პიჯაკი, კოსტუმი, და ჩემდა გასაკვირად ჰალსტუხიც კი უკეთია. ძალიან სიმპატიურია, მაგრამ აქ ყოფნას მაინც არ ვისურვებდი.

კვლავ ჩემი ბედი დამცინის. მისი აქ ყოფნა შეუძლებელი უნდა იყოს. შეიძლება მეჩვენება კიდეც. ხელზე ვბრწკენ საკუთარ თავს და ეს სიზმარი მაინც არ წყდება. რეალობა ყოფილა.

- არ გეჩვენები, მართლა მე ვარ. - ამბობს და ცინიკური ღიმილით ბრწყინავს მისი სახე.

ჯანდაბა! ამაზე უარესი ვერაფერი დამემართებოდა. ახლავე წავიდოდი სამსახურიდან, მაგრამ ეს ორ თვიანი კონტრაქტი. 'მარიამ, რატომ მოხვედი მაინცდამაინც აქ გასაუბრებაზე?' ვეუბნები ჩემს თავს, მაგრამ სინანული უკვე გვიანია.

_____________


აბა, რას ფიქრობთ, საკმარისი ინტრიგაა?? ვინ აღმოჩნდება მარიამის უფროსი?(ვფიქრობ მარტივი შეკითხვაა)
ვფიქრობ დიდი და კარგი თავი გამოვიდა. ვიმედოვნებ კითხვის პროცესი უინტერესო არ ყოფილა.
შემდეგი თავის დადება თქვენზეა დამოკიდებული(ნაწილობრივ ჩემზეც) აბა იაქტიურეთ.
დააკომენტარეთ: ღირს კი ამ მოთხრობის გაგრძელებაა?



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

გელოდებით, კარგი ისტორიაა ...

 


№2  offline წევრი Smailiki

სტუმარი მანანა
გელოდებით, კარგი ისტორიაა ...


მადლობა შეფასებისთვის, მიხარია თუ მოგწონს ❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargi istoriia, intrigas rac sheexeba ver vfiqrob jer, tu nikaa mashin mtlad skolis moswavlec ar unda iyos, meechveba mainc ese iyos, sxva aravin maxsendeba am istoriidan ise ro mariami icnobdes, veli shemdeg tqvs warmatebebi
????

 


№4  offline წევრი Smailiki

მადლობაა შეფასებისთვიის ❤????❤ ვეცდები მალე ავტვირთო ახალი თავიი????

 


№5  offline წევრი secretgirl

ჩემი აზრით ნიკა არაა! კარგი იქნება თუ ნიკა არ იქნება!ჩემი აზრით ნიკა და მარიამი ძაან საყვარლები არიან ერთად მაგრამ მარიამმა ნიკას საეჭვიანოდ ვინმე უნდა გამოეყენოს(ვიცი ბოროტულად ჟღერს მაგრამ მგონი კარგი იქნება ასე თუ მოხდება).ჩემი აზრით ნიკას კი არ მოსწონს მარიამი,არამედ უყვარს,მაგრამ უბრალოდ უნდა ჯერ მარიამის გრძნობებში გაერკვეს.რაც შეეხება ეკუნას,არა მგონია ნიკასი და ეკანს ურთიერთოდა დიდხანს გაგრძელდეს,რადგან მარიამისთვის უსამართლობაა,თუმცა რეალური ცხოვრება ხო უსამართლოა!ასევე ვფიქრობ მარიამის მშობლები გაიგებენ მის პირველ კოცნაზე და ღამით ნიკასთან დარჩენაზე!კარგი იქნება თუ მარიამი ნიკას ვინმეთი აეჭვიანებს!არ მინდა რომ იმ კომპანიაში ნიკა მუშაობდეს!
მომწონს რომ დიდ ისტორიებს ბეჭდავ ხოლმე!მე გადაკითხული მაქვს სხვა ისტორიებინ და ისენი პირველი,შენს ისტორიასთან ვერ მოვლენ და მეორე,მათ ძალიან პატარები აქვთ ისტორიები!ისე მე ვისზე რას ვამბობ ჩემი ისტორია თითის ტოლაა! და შენთან მაქვს თხოვნა! ახლახან ს დავწერე მოთხრობა"ბიჭი უკანა რიგებიდან"და მინდა გადაიკითხო და მირჩიო გავაგრძელო თუ არა! დიდი თხოვნა მაქვს რომ კვირას დილით ან ხვალ საღამოზე დადო...ვიცი გაგიჭირდება მაგრამ გთხოვ შენს მკითხველებს ნუ აწყენინებ!გევედრები

 


№6  offline წევრი Smailiki

secretgirl
ჩემი აზრით ნიკა არაა! კარგი იქნება თუ ნიკა არ იქნება!ჩემი აზრით ნიკა და მარიამი ძაან საყვარლები არიან ერთად მაგრამ მარიამმა ნიკას საეჭვიანოდ ვინმე უნდა გამოეყენოს(ვიცი ბოროტულად ჟღერს მაგრამ მგონი კარგი იქნება ასე თუ მოხდება).ჩემი აზრით ნიკას კი არ მოსწონს მარიამი,არამედ უყვარს,მაგრამ უბრალოდ უნდა ჯერ მარიამის გრძნობებში გაერკვეს.რაც შეეხება ეკუნას,არა მგონია ნიკასი და ეკანს ურთიერთოდა დიდხანს გაგრძელდეს,რადგან მარიამისთვის უსამართლობაა,თუმცა რეალური ცხოვრება ხო უსამართლოა!ასევე ვფიქრობ მარიამის მშობლები გაიგებენ მის პირველ კოცნაზე და ღამით ნიკასთან დარჩენაზე!კარგი იქნება თუ მარიამი ნიკას ვინმეთი აეჭვიანებს!არ მინდა რომ იმ კომპანიაში ნიკა მუშაობდეს!
მომწონს რომ დიდ ისტორიებს ბეჭდავ ხოლმე!მე გადაკითხული მაქვს სხვა ისტორიებინ და ისენი პირველი,შენს ისტორიასთან ვერ მოვლენ და მეორე,მათ ძალიან პატარები აქვთ ისტორიები!ისე მე ვისზე რას ვამბობ ჩემი ისტორია თითის ტოლაა! და შენთან მაქვს თხოვნა! ახლახან ს დავწერე მოთხრობა"ბიჭი უკანა რიგებიდან"და მინდა გადაიკითხო და მირჩიო გავაგრძელო თუ არა! დიდი თხოვნა მაქვს რომ კვირას დილით ან ხვალ საღამოზე დადო...ვიცი გაგიჭირდება მაგრამ გთხოვ შენს მკითხველებს ნუ აწყენინებ!გევედრები



ჯერ ეს ერთი დიდი მადლობა შეფასებისთვის, მიხარია თუ მოგწონს❤❤❤ მოთხრობის შემდეგი თავი უკვე დაწერილი, (დანარჩენებიც ოღონდ ჩემს ტვინში) და ახლა უკვე ვეღარ შევცვლი იმ ფაქტს, რომ ნიკას ამ კომპანიაში მუშაობს.
მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგი თავის წაკითხვა საინტერესო იქნება.❤❤❤
შენს მოთხრობას კი აუცილებლად წავიკითხავ❤❤❤ რატომღაც დარწმუნებული ვარ კარგი იქნება❤❤❤❤❤

 


№7  offline წევრი S.მეგი

რათქმაუნდა უნდა გააგრძელო.მომწონს.
რაც შეეხება უფროსს ნიკაა❤დარწმუნებულივარ.
ელეც ისე იქცეოდა როცა ბექა უფროსის სახელის თქმას აპირებდა რომ დარწმუნებულივარ
❤ინტრიგა❤
ველოდები შემდეგს

 


№8  offline წევრი Smailiki

S.მეგი
რათქმაუნდა უნდა გააგრძელო.მომწონს.
რაც შეეხება უფროსს ნიკაა❤დარწმუნებულივარ.
ელეც ისე იქცეოდა როცა ბექა უფროსის სახელის თქმას აპირებდა რომ დარწმუნებულივარ
❤ინტრიგა❤
ველოდები შემდეგს


მიხარია ელეს ქცევა, რომ დააფიქსირე და დასკვნებიც ამის მიხედვით გააკეთე❤❤ ახალი მენტალისტი ეზრდები ქვეყანას.❤❤❤ მიხარია, რომ მოგწონს საყვარელო❤❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი ანი

მალე დადე შემდეგი

 


№10  offline წევრი Smailiki

სტუმარი ანი
მალე დადე შემდეგი


ვეცდებიი❤❤❤

 


№11 სტუმარი ეკა

ძალიან ძალიან მაგარია. საოცრად წერ. ძალიან მაგარი თავი იყო და თან დიდიც
ზუსტად ვიცი აქ ნიკაზეა საუბარი. უეჭველად ერთად იმუშავებენ.
აუცილებლად უნდა გააგრძელოს წერა გთხოვ შემდეგი თავი მალევე დადე :O <3 <3

 


№12  offline წევრი Smailiki

ეკა
ძალიან ძალიან მაგარია. საოცრად წერ. ძალიან მაგარი თავი იყო და თან დიდიც
ზუსტად ვიცი აქ ნიკაზეა საუბარი. უეჭველად ერთად იმუშავებენ.
აუცილებლად უნდა გააგრძელოს წერა გთხოვ შემდეგი თავი მალევე დადე :O <3 <3


ვეცდები მალე დავდოო❤❤❤ მადლობა შეფასებისთვიიის ❤❤

 


№13 სტუმარი ჯეინ

გთხოვ მალე დადე რა

 


№14  offline წევრი Smailiki

ჯეინ
გთხოვ მალე დადე რა


რამოდენიმე საათში დადებული იქნებაა❤❤

Smailiki
ჯეინ
გთხოვ მალე დადე რა


რამოდენიმე საათში დადებული იქნებაა❤❤

ოღონდ მერე გადამოწმდება მმართველის მიერ და ძირითადად ეგ ღამე ხდებახოლმეე. ასერომ არვიცი აქ როდის აიტვირთება

 


№15  offline წევრი secretgirl

სამწუხაროდ წასვლა მიწევს საიტიდან რადგან უსამართლოდ მომექცნენ...მითხრეს რომ აღწერა უნდა ყოფილიყო სიახლის აღეწერა და არა თვითონ მისი...სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რისი მიხვედვრება უნდოდა...მადლობა რომ ასეთი კარგი დრო მატარებინა და კარგად...

 


№16  offline წევრი Smailiki

secretgirl
სამწუხაროდ წასვლა მიწევს საიტიდან რადგან უსამართლოდ მომექცნენ...მითხრეს რომ აღწერა უნდა ყოფილიყო სიახლის აღეწერა და არა თვითონ მისი...სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რისი მიხვედვრება უნდოდა...მადლობა რომ ასეთი კარგი დრო მატარებინა და კარგად...


საყვარელო რა გითხრეს ასეთიი? მე ძალიან მომეწონა შენი მოთხრობა და დიდი სიხარულითჰ ველოდი შემდეგ თავს. წერის სტილი ნელნელა ეხვეწება და არა ვოპლა და უკვე კარგია ❤❤❤

[quote=Smailiki][quote=secretgirl]სამწუხაროდ წასვლა მიწევს საიტიდან რადგან უსამართლოდ მომექცნენ...მითხრეს რომ აღწერა უნდა ყოფილიყო სიახლის აღეწერა და არა თვითონ მისი...სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რისი მიხვედვრება უნდოდა...მადლობა რომ ასეთი კარგი დრო მატარებინა და კარგად...[/quote]

საყვარელო რა გითხრეს ასეთიი? მე ძალიან მომეწონა შენი მოთხრობა და დიდი სიხარულითჰ ველოდი შემდეგ თავს. წერის სტილი ნელნელა იხვეწება და არა ჰოპლა და უკვე კარგია ❤❤❤ არ დანებდე დამიჯერეე❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent