შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესპანელი მაფიოები◇◆8◇◆


16-01-2020, 13:27
ავტორი წერო:)
ნანახია 1 099

ჩემს ოთახში შევედი და ვიმედოვნებდი რომ ჩემი წყევლა გაამართლებდა და მატიასს სპაგეტი დაახრჩობდა.საწოლზე ვიწექი და ვფიქრობდი ალბათ როგორ ნერვიულობდა ჩემი ოჯახი.მამიდა ალბათ ნერვიულობს და ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებს ფიქრობს რომ ყურადღება ვერ მოგვაქცია.არადა რა მისი ბრალია?ის საუკეთესო მამიდაა.ჩემს ძმას კი დარწმუნებული ვარ ორი მეტრის რადიუსზე ვერავინ უახლოვდება. გაგიჟებული იქნება.გაცოფებული საკუთარ თავზე და მასზე ვინც მტკენს.ვიცი!ვიცი რომ გაუჩერებლად მეძებს ხანდახან მისი იმედი უფრო მაქვს ვიდრე პოლიციის.ჩემი დიდი ძმა სულ ჩემი საყრდენი იყო,არის და იქნება თუ ცოცხალი გადავრჩი.
მშობლები...ამაზე ფიქრიც არ მინდა.ხო,ალბათ ინერვიულებდნენ ორივეს დაკიდებული რომ არ ვყავდე და გაშორებულები რომ არ იყვნენ.ერთს სულ სასმელი და აზარტული თამაშები უდგას თვალწინ და რომ შეიძლებოდეს მისთვის მეც გამყიდდა მეორეს კი ხანდახან ახსენდება რომ დედაა ტირის და პატიებას ითხოვს იმისთვის რაც კი ოდესმე ცხოვრებაში ცუდი გაუკეთებია ერთ წუთში კი ავიწყდება და ისევ თავის სახეს იბრუნებს და ძვირფას " დაქალებზე" თავგადამკვდარი ქალი ხდება რომელიც ყველა გამვლელის საყვარელია.
ნეტავ საერთოდ თუ იციან?
არ ვიცი და არც მაინტერესებს.მათ დიდი ხნის წინ დაავიწყდათ რომ შვილები ყავდათ.
ფიქრებიდან მატიასმა გამომაფხიზლდა რომელიც ჩემს სახელს ღრიალებდა
_ლიზააა!_წამით შიშმა დამიარა მაგრამ მაშინვე მოვთოკე.ახლა რაღა დავაშავე?ფეხზე სწრაფად წამოვდექი და კაბინეტისკენ წავედი,ხმა იქედან ისმოდა.კარი გაუბედავად შევაღე და მაშინვე რომ მატიასის გაცოფებულ შავ თვალებს შევეჩეხე,ტანში გამცრა
_რა ხდება?_ვეცადე მყარი ხმა მქონოდა მაგრამ ჩემს აკანკალებულ ამოკნავლებას მყარს ნამდვილად ვერ უწოდებდით.განგსტერი თვალებით მბურღავდა
_დღეს ჩემს კაბინეტში იყავი?_ ამ ოთხ სიტყვაში იმდენი სიბრაზე და ყინული დაატია რომ ცივმა ოფლმა დამასხა.გული ისე მიბრაგუნებდა რომ ამოხტომას ლამობდა.საიდან გაიგო?
_რრააა..?_საცოდავად ვთქვი მე
_რა და აი ეს!_მომიჭრა და კომპიუტერი ჩემსკენ შემოატრიალა.რამდენიმეწამიანი ვიდეო იყო და ზედ მე ვჩანდი კომპიუტერში პაროლს რომ ვწერდი.
ვერც კი აგიღწერთ რა განვიცადე.სიცხე,სიცივე, თავბრუსხვევა,აჩქარებული გულისცემა,შიში და კითხვა "რა ვუთხრა?"
მაინცდამაინც ახლა არ მიმდის ეს გული!
_მე...მაპატიე...ამას აღარ გავიმეორებ...
_ჰო,ნამდვილად აღარ გაიმეორებ.ვეღარ._ყელში ბურთი გამეჩხირა მაგრამ მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად გადავყლაპე.ხელები გადაეჯვარედებინა და მაგიდას იყო მიყრდონობილი ჩემგან ახსნა_განმარტებას ელოდა, მე კი თავჩახრილი ვიდექი და არ ვიცოდი რა მეთქვა.ვერც მოვთვლი რამდენ ცეცხლს შუა ვიდექი.ჩემი ძლივს მოპოვებული ცოტა თავისუფლება,დიეგო,გადარჩენის გეგმა,სიცოცხლე,ეს ყველაფერი ახლა სასწორზე იდო. მხოლოდ ჩემი წინდაუხედავობის გამო
_ამოღერღავ აქ რა ჯანდაბა გინდოდა?!_იღრიალა ბოლოს ხმას რომ არ ვიღებდი.მთელი ტანით შევხტი და მატიასს დამფრთხალმა ავხედე გამაკანკალა და პირველად რაც ენაზე მომდგა ის ვთქვი
_მე...უბრალოდ ვალაგებდი
_ჯერ ეს ერთი,ჩემს ოთახში შემოსვლა არავის შეუძლია თუ მე თავად არ ვეუბნები
_მაგრამ მე არ ვიცოდი!_წამოვიძახე უცბად მატიასმა კი თვალები დამიბრიალა
_ენა ჩაიგდე!მეორეც,თუ ალაგებდი კომპიუტერთან რა გინდოდა?_თავი ისევ დავხარე.ენა ისევ ჩამივარდა მაგრამ გაჩუმება ორი წამითაც არ მაცადა
_თქვი!_მიყვირა და ისევ შევხტი
_არ ვიცი...
_არ იცი?!_ყალბი გაოცებისგან წარბები აზიდა მატიასმა_ვის ვკითხოთ ლიზა?_მატიასი მომიახლოვდა და მეც უკან დავიხიე .მოვიბუზე,მგონი იმის ნახევარი ვჩანდი რაც ვიყავი.
_რა გინდოდა ჩემს კომპიუტერში?_თითები ნიკაპზე მომკიდა და თავი ამაწევინა.კისერში ხელახლა მოწოლილ ბურთს ვეღარ გავუძელი და ცრემლები წამომივიდა.ხელს არ მიშვებდა,არ მაძლევდა უფლებას სხვაგან გამეხედა,თავი ჩამეხარა.
_ინტერესმა მძლია.თანაც მე ხომ ტყვე ვარ! ვიფიქრე ვინმეს დავუკავშირდებოდი და გავიქცეოდი_უეცრად ტვინმა ტყული შეთხზა და სანამ მეთვითონ გავიაზრებდი მანამდე ვთქვი.
_ოჰ,მართლა?_თავი მიამიტი ბავშვივით დავუქნიე.
_მერე ახლა რა გელის იცი?
_ჩაკეტვა?_უიმედოდ ვუთხარი
_არა._მშვიდად მიპასუხა.გავვოცდი.რამე საშინელებას აპირებდა?რას ნეტავ?
ჩემს შეშინებულ სახეზე მზაკვრულად გაეცინა მე კი შიშმა უფრო დამრია ხელი
_მაშიმშელებთ?
_არა პატარავ_თვალებში ჩამხედა და მისმა ნათქვამმა პატარამ სულ ამირია გონება და ბუსუსებმა დამაყარა.
_...აბ..ა?
_იტყვი რა კავშირი გაქვს დიეგოსთან._ცივად მომიჭრა ხელი უხეშად გამიშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
გავთეთრდი.ამას საიდანღა მიხვდა?არა ამას როგორც შემეძლება ისე ვუარყოფ.ერთადერთ შანსს ვერ დავკარგავ,ვერც დიეგოს დავღუპავ
_საიდან მოიტანე?_შევიცხადე
_ამას უყურეთ.გაუკვირდა კიდეც!
_არანაირი კავშირი არ მაქვს დიეგოსთან!ვინაა საერთოდ?
_მისი მოგზავნილი ხარ?
_არაა!რით ასაბუთებ მაგ შენს თეორიას რომ მე დიეგოსთან მაქვს კავშირი?
_გავარკვიე რომ ჩამოსვლის დღეს აქ იყო მოსული.იმ დღეს შენ ოთახის კარი ღია იყო და ჩემს კაბინეტში დაძვრები.რა გითხრა?
_ის აქ იყო?_თვალები დავამრგვალე,თითქოს გამიკვირდა
_გეყოფა ეს სპექტაკლები!_იყვირა მან და ცრემლები ისებ წამომცვივდა_ჯანდაბა!შეწყვიტე ეს ტირილი!
_მაგრამ მე მართლა არანაირი კავშირი არ მაქვს მასთან!_ავსულუკნდი_იმ დღესაც გითხარი და ახლაც გიმეორებ ჩაკეტვა დაავიწყდათ!მე კი არც შემიმოწმებია.მეგონა ისევ დაკეტილი იქნებოდა ოთახში ამიტომ დაგხვდი
_და გაბრაზებული რატომ იყავი?_თვალი თვალში გამიყარა.დავიბენი
_ეგ რაში გაინტერესებს?
_მაინტერესებს ალბათ!_მიყვირა
_მაშინ მანქანიდან გადმოსვლისას გაქცევა რომ ვცადე და არ გამომივიდა მაგაზე ვბრაზობდი_მთელი გულით ავქვითინდი ის კი ჩუმად იყო და მაკვირდებოდა.არ ვიცი ასე რამდენი ხანი ვიყავი მაგრამ საუკუნედ კი მომეჩვენა.ხმა ისევ მატიასმა ამოიღო
_დღეს ჩაკეტილი იქნები,თუ რამე სისულელეს ჩაიდენ დამიჯერე შენს ოჯახს კარგი დღე არ დაადგება_უცბად ავხედე_დამიჯერე ლიზა ბერიძე არც მამიდაშენს და არც შენს ძამიკო სანდროს დავინდობ მადრიდში ეკლებზე რომ სხედან.მისამართი გითხრა სად არიან მეტი დამაჯერებლობისთვის?და კიდევ დღეიდან შენს ყველა ქმედებას უფრო მეტად ვაკონტროლებ
_ჩემს ოჯახს არაფერი დაუშავო...გევედრები_ცრემლებისგან მთელი სახე სველი მქონდა
_ეს შენზეა დამოკიდებული_ცივად მიპასუხა ზურგზე ხელით მიბიძგა და ოთახიდან გამიყვანა

***
ფიქრებში ჩაფლული ვიყავი და ვერც კი ვამჩნევდი რომ უკვე ათი წუთი იყო რაც ერთ წერტილს ვხვეტავდი.თვალებზე ცრემლები მაწვებოდა და რატომ მეც არ ვიცოდი.როგორც იტყვიან "მენთალ ბრეიქდაუნი" მქონდა.გონება დაბინდული იყო და გათიშულ ძილს ვნატრობდი.მინდოდა ამ სამყაროს მოვშორებოდი.მტვერი ისე გადავწმინდე ვერც კი შევამჩნიე სანამ არ აღმოვაჩინე რომ ტილო უკვე გასარეცხი იყო. მატიასი ჩემი სახელის ძახილს მოყვა.კაბინეტისკენ დავიძარი და გონებაში აქაურობასთან ჩემი წინა სტუმრობის კადრები მიტრიალებდა და ჯერ კიდევ ჟრუანტელს მგვირდა
კარი შევაღე.
_მეძახდი?_მატიასს მაგიდაზე ღვინის თითქმის დაცლილი ბოთლი ედგა და მთვრალი იყო.არეული თვალებით მიყურებდა.თითქოს მზერით მაშიშვლებდა
_ჭიქა გამიტყდა.იატაკი მოასუფთავე და ახალი ჭიქა მომიტანე_მიბრძანა და მეც დავემორჩილე.თავი დავუქნიე ოთახიდან გავედი და ახალი ჭიქით,ცოცხით და იატაკის საწმენდით დავბრუნდი.მატიასს მზერას ვარიდებდი რასაც თავად მატიასზე ვერ ვიტყოდი.ვცდილობდი საქმე სწრაფად მომემთავრებინა და იქაურობას გავცლოდი.
_ლიზა_ჩემი სახელი ისე წარმოთქვა თითქოს გემოს უსინჯავდა.გავხედე._ლიზა,ლიზი,ელიზაბეთი...ლამაზი სახელია ლიზა...ნაზია..._დაბნეული ვიყავი,ან ძალიან მთვრალია ან ნოსტალგია შემოაწვა.უფრო ალბათ ორივე ერთად.რამდენიმე წამის შემდეგ "მადლობა" ამოვიბურტყუნე.
_ლამაზი ხარ ლიზა._თქვა ცოტა ხანში.ახლა მართლა გავვოცდი.თვალებდაჭყეტილმა გავხედე.
_კაარგიი...მგონი ამდენი არ უნდა დაგელია_გაეცინა.
_საყვარელი ხარ ლიზა იცი?
_ჩემი სახელი ახლა ასე უნდა იძახო?
_არ მოგწონს ლიზა?_თვალები გადავატრიალე.
_ასე რატომ ლაპარაკობ?
_როგორ ვლაპარაკობ ლიზა?
_აი ასე..._ხელები უმისამართოდ ავიქნიე_უცნაურად.
_ფლირტს გულისხმობ?_გავწითლდი.ესპანელმა კაცებმა იმედები გამიცრუეს.ამაზე საშინელი ფლირტი ცხოვრებაში არ მენახა
_საშინლად გამოგდის_პირდაპირ ვუთხარი
_ალბათ იმიტომ რომ პირდაპირ ვეკითხები ხოლმე თუ უნდათ._ჭინკები აუთამაშდა თვალებში და უფრო გამაწითლა
_საზიზღარი ხარ!_ოთახიდან გასვლა დავაპირე მაგრამ შემაჩერა.
_მოიცადე ლიზა!
_რა გინდა?_მობეზრებული სახით შემოვტრიალდი.
_ძალიან გძულვარ?
_რაში გაინტერესებს?_წარბები შევჭმუხნე
_მითხარი
_ნათელი არ არის?_მგონი მომეჩვენა თუ იმედგაცრუებამ მართლა გაუელვა თვალებში?
_მართალია...ამის მიზეზი მოგეცი...მაგრამ ვერ გიშვებ_მობოდიშებასავით გამოუვიდა_საქმე მარტო პოლიციის ხიფათში არ არის იცი?არის შენში რაღაც ისეთი რაც ძალიან მიზიდავს.დიდი ეგოისტი ვინმე ვარ_თვალები შუბლზე ამივიდა.მატიასი მშვიდიც მინახავს, გაცეცხლებულიც, სარკასტულიც, დაუნდობელიც , უცნაურიც მაგრამ ამბობდეს მომწონხარო?ეს რაღაც ახალია.წამების ახალი მეთოდი მოიფიქრა?_ძლიერი ხარ ლიზა!შენს ადგილას სხვა ალბათ მთელ დღეს ცრემლებად ღვრაში გაატარებდა,შეიძლებოდა თავი მოეკლათ კიდეც !მაგრამ შენ?ყველაფერს აკეთებ რომ ძლიერი იყო,სუსტად არ გამოჩნდე,აქედან გააღწიო. შეუპოვარი ხარ!ძლიერი,ლამაზი და ამავდროულად სათუთი.ჩემს დაკერვასაც არ ცდილობ._ჩაიცინა ბოლოს მერე დასერიოზულდა და ისევ თვალებში ჩამხედა_შენნაირები ცოტანი არიან ლიზა...ამის დედაც! ცოტანი კი არა მგონი საერთოდ არ არიან...მაინცდამაინც მე რატომ შემხვდი?_თვალები ამცრემლვოდა და რატომ მეც არ ვიცოდი.ხელი ასწია და ცერით ცრემლები შემიშრალა.ლოყები გამივარდისფრდა და თავი ჩავხარე_ნუ ტირი ლიზია._თითები კისერზე შემომხვია და ცერი ლოყაზე დამისვა.ლოყები გამიხურდა_არ გინდა...
_მაშინ აქედან გამიშვი..._ამოვისრუტუნე მე
_არ შემიძლია_სევდიანად გამიღიმა ხელი თმაზე გადამისვა და ტუჩები შუბლზე მომაკრო.გახევებული ვიდექი.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ვერ ვვაზროვნებდი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.
ნელა მომშორდა და ჩემს დაბნეულობაზე გაეცინა.
_მგონი ამდენი არ უნდა დაგელია_ამოვილაპარაკე ბოლოს.
_ნამდვილად არ უნდა დამელია ბევრს მალაპარაკებს._გაიღიმა და მოულოდნელად თვალებში ისევ სიცივე ჩაუდგა._აბა რას იტყვი კიდევ არ შემიძლია ფლირტი?
_არანაირა_მივუგე ჩემს თავზე გაბრაზებულმა.რისი იმდე მქონდა?რომ შევუყვარდებოდი და გამიშვებდა?ვაი ჩემს პატრონს უბედურს!ზურგი ვაქციე და გასასვლელისკენ წავედი.
_კარის დაკეტვა არ დაგავიწყდეს!_მომაძახა მატიასმა.

მართალია პასიუობაზე მე არ უნდა ვლაპარაკობდე მაგრამ მაინც...რატომ პასიურობთ?



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ცოდოა ლოზაძალიან, მატიასს მგონი გრძნობები შემოაწვა :დდ მოკლედ კარგი მოთხრობაა ჩამითრია :დდდ ველოდებივაგრძელებას ❤️

 


№2  offline წევრი წერო:)

ablabudaa
ცოდოა ლოზაძალიან, მატიასს მგონი გრძნობები შემოაწვა :დდ მოკლედ კარგი მოთხრობაა ჩამითრია :დდდ ველოდებივაგრძელებას ❤️

მადლობაა♡♡♡ relaxed

 


№3 სტუმარი maco maco

კოველდღე გელოდებიი :)

 


№4  offline წევრი წერო:)

maco maco
კოველდღე გელოდებიი :)

სასიამოვნოა ამის გაგება blush მადლობა blush

 


№5  offline წევრი salo_O

ნუუ რაუნდავთქვააგარდა იმისაა რომ მოთხრობა არისს შოკი პიკი პანიკაა მართლაა ძან მომწონსს და ერთი სული მაქ როდის დაიდებაა ხოლმეე შემდეგიი თავებიი

 


№6  offline წევრი წერო:)

salo_O
ნუუ რაუნდავთქვააგარდა იმისაა რომ მოთხრობა არისს შოკი პიკი პანიკაა მართლაა ძან მომწონსს და ერთი სული მაქ როდის დაიდებაა ხოლმეე შემდეგიი თავებიი

ოო მაი გუდნეეს დდ აიმ ფრიქინგ აუთ დდდდ
დახვეწილი ინგლისური იქით იყოს და დიდი მადლობააა
მახარებ kissing_closed_eyes

 


№7  offline წევრი salo_O

წერო:)
salo_O
ნუუ რაუნდავთქვააგარდა იმისაა რომ მოთხრობა არისს შოკი პიკი პანიკაა მართლაა ძან მომწონსს და ერთი სული მაქ როდის დაიდებაა ხოლმეე შემდეგიი თავებიი

ოო მაი გუდნეეს დდ აიმ ფრიქინგ აუთ დდდდ
დახვეწილი ინგლისური იქით იყოს და დიდი მადლობააა
მახარებ kissing_closed_eyes



მეც ძალიანნ გამახარებ მალლმალეე რომ დადოო ახალი თავები <3

 


№8 სტუმარი ნეშომპალად ქცეული ფოთოლი

ვეფხისტყაოსანს ხო არ წერ ამდენხანს?

 


№9  offline წევრი წერო:)

ნეშომპალად ქცეული ფოთოლი
ვეფხისტყაოსანს ხო არ წერ ამდენხანს?

მეც დავაგვიანე მაგრამ ახლა საწერილი მაქვს და ვერ ვდებ რაღაც პრობლემაა საიტზე[right][/right] pensive :(((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent