Je t'aime (3 თავი)
დღეს პარასკევია. ძალიან მიყვარს პარასკევი, რადგან მთელი ორი დღე მაქვს დასასვენებლად, ნუუ თითქმის ორ ნახევარი. უნივერსიტეტში არაფერი საინტერესო მომხდარა. ლექციებმა მალევე ჩაიარა, საინტერესო იყო და არ გაწელილა.. შემდეგ დათოს უაზრო მცდელოები.. ნეტა რით არ მობეზრდა ამ ბიჭს! მე და დეა მეტრომდე მივდიოდით, როდესაც დაიწყო -იციი, ამ დათოს ნამდვილად მოსწონხარ. როგორ ცდილობს, რომ თავი მოგაწონოს, დაგიახლოვდეს. თან ჩვენმა ბიჭებმაც იციან აშკარად, ალბათ უთხრა, რომ დაეხმარნონ თუ რაღაც ეგეთი.. ხოიცი ეგ როგორი ზარმაცია, სწავლაც ეზარება, დილით ადრე ადგომა, სულ აგვიანდებოდა და აი გაფიცებ რა, ასე ადრე, რომ მოდის განა შენ გამო არა? -აუ არ დაიწყო რა -არაფერს არ ვიწყებ, ეგრეა. ყველანაირად ცდილობს რაა.. ნუ ცოტა ბოთეა, მაგრამ აი რაღაც პონტში რაა, როგორ გითხრა, რაღაცნაირად საყვარელია.. ანუ დებილო ბიჭი არაა ნამდვილად, უბრალოდ ზარმაცია, არაა ის ტიპი შკოლნიკივით, რომ დაიწყოს მეცადინეობა და სწავლა.. აი ვერვხვდები რასერჩი, რადაგიშავა. სულ კბენ, ეუხეშები და თან ძაან სასტიკად.. - თუ ეგეთი აღფრთოვანებული ხარ გენაცვალე გყავდეს, გითმობ -კარგი რა ბარბი, კარგი რა.. მე რაზე გელაპაარაკები და შენ?! -კარგი რა დეა, ასეთი მეამიტი რატომ ხარ? რა გგონია,რომ მოვწონვარ და ჭკუა ეკეტება ჩემზე? ყველას ადვილად "კერავს" მერე წაეფლირტავება და მობეზრდება და სხვაზე გადადის. მისი გარეგნობიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად არუჭირს, ადვილად გამოსდის ყველაფერი, საწადელს ადვილად აღწევს.. ეს გოგონებიც შტერდებიან მისი გარეგნობით. ახლა ჩემზე ამდენიხანი იმიტომ შეჩერდა, რომ სხვებივით არ დავშტერებულვარ გარეგნობაზე.. ეგონა ალბათ, რომ კისერზე ჩამივეკიდებოდი მას მერე რაც მითხრა,რომ მოვწონვარ.. იდიოტი! რა მე რომ მეთქვა მეც მომწონხარ, ურთიერთობა გვქონდოდა და ბლა ბლაა.. 1-2 კვირაში დამიკიდებდა -აუ კარგი რა! ის გოგონები აქეთ ეტენებიან მაგას, მთელ კურსის გოგოებს მოწონს მგონი -და მაგასთან ერთად მგონი შენც ხო? -არა მე ლაშუკა მყავს და სხვა თემაზე არ გადავიდეთ.. გეუბნები, მართლა მოწონხარ -არა! -აი რატო ეძებ ყოველთვის რაღაც მიზეზს? რატომ ვერსვის ენდობი?! რატომ არ შიძლება, რომ მართლა მოწონდე? რა უშნო ხარ? ცუდი ადამიანი? უტვინო? თუ რაუნდა დაგიწუნოს? -აუ კარგი რა, მართლა ძალიან მეამიტი ხარ. ან თუნდაც მოვწონდე, სულერთია, მე არ მომწონს! ეგეთი ტიპები არც არასდროს მომეწონება.. -ნუ კარგი.. შევეშვათ დათოს, ყველა ბიჭი აქმდე ვინც ცდილობდა რამეს შენთან, ყველასთან იმდენად ცივი ხარ, რომ საბოლოოდ ყველა იმას გეუბნება,რომ ძალიან უხეში და აგრესიული ხარ! ყველა იმას გეკითხება თუ რატომ? რა დაუშავე და ასე შემდეგ და არშეიძლება ეგრე, არავის იკარებ ახლოს. აი რომ მიხვდე მოგწონს თუარა ხომ უნდა გქონდეთ ნორმლური ურთიერთობა, დრო ხომ გჭირდებათ არა? -ხო მაგრამ არშემიძლია! ვერ ვენდობი ვერავის, მითუმეტეს ბიჭებს.. სულ მგონია,რომ მომატყუებენ.. მუდმივად შიში მაქვს, ურთიერთობის დაწყების მეშინია -ხოდა არშეიძლება ეგრე. ნუ ეგრეც ხდება, რომ ატყუებენ, იყენებენ. არსებობენ ეგეთი ადამიანებიც, მაგრამ ყველა ეგეთი არარის! -ვიცი მაგრამ.. -ხო ვიცი, რაც ადრე მოხდა, აშკარად დღემდე ვერ ივიწყებ, მაგრამ ყველა ხომ ეგეთი არარის არა? -ნუ ხო არვიცი -არც მე მენდობი? ან ლილეს? ან დემეტრეს? -არ ვიცი -ანუ არა -აუ კარგი რა დეა -მე თვალდახუჭული გენდობი და ძალიან მეწყინა -დეა -ხო ვიცი -ვცდილობ, მაგრამ არგამომდის -ხო ვიცი, მაგრამ მაინც მწყინს. ნუ კარგი დავიშალეთ. დეა ვაჟაზე ცხოვრობდა ამიტომ სხვადასხვა გზა გვქონდა და დავიშალეთ.. ჩემი კომპლექსების, შიშების გამო ვაწყენინე საუკეთესო დაქალს, მაგრამ ვერ მოვატყუებდი.. მართლა ყველანაირად ვცდილობდი, რომ ეს ჩემი საშინელი მხარე დამეძლია. გულით მინდოდა, თუმცა არგამომდიოდა.. ყველაფერს მუდმივად ეჭვისთვალით ვიყურებ. ყველა ურთიერთობის მეშინია, თუნდაც დაქალებთან, ძმაკაცებთან. განსაკუთრებულად კი იმის მეშინია რომ ვინმე თავდავიწყებით შემიყვარდება და შემდეგ აღმოაჩენდი რომ გატყუებენ! სიყვარულს რომ გეფიცებოდა, თურმე არც კი უყვარდი, არც მოწონდი! უბრალოდ შენით ერთობოდა.. დრო გაყავდა.. ძმაკაცებთან "მარიაჟობდა" ან თუნდაც სურვილი წააგო და მაგარი "ნაშა" დაკერა. მოკლედ მუდმივად, ასეთი აზრები მომდიოდა.. ამიტომ მერჩივნა არავინ მომეშვა ჩემთან ახლოს და არაფერი დამეწყო, და ასე არც არავინ შემიყვარდებოდა. რა სულელივარ არა? ვიცი, ნამდვილად! იდიოტი! მშიშარა! მაგრამ, მართლა არ შემეძლო, ვცდილობდი, თუმცა არგამომდიოდა.. მკითხველნო დავიჯერო მხოლოდ მე მაქვს ეს შიშები? მხოლოდ მევარ ეგეთი?? სახლში რომ მივედი, რაღაც "მოქოქილი" ვიყავი, ამიტომ მეცადინეობა დავიწყე. თან მერჩივნა დღეს დამემთავრებინა და ხვალ და ზეგ თავისუფალი ვიქნებოდი.. პირველი კვირა იყო და ბევრი არგვქონდა, ამიტომ მალევე მოვრჩი. ამასობაში მოსაღამოვდა, 7 იყო დაწყებული, პროდუქტები მქონდა საყიდი და სანამ არმეზარებოდა ჩავედი მაღაზიაში. თითქოს ბევრი არაფერი მინდოდა, მაგრამ, რომ შევედი მერე აღმოვაჩინე თურმე მდომებია და დატვირთული დავბრუნდი სახლისაკენ. საათს დავხედე და 8 ის 5 წუთი იყო.. ლიფტამდე ძლივს ავბობღდი ორი დიდი პარკით, მოლოდინის პროცესში ალექსანდეც გვერდით ამომიდგა, ნეტა ასე უცებ საიდან გაჩნდა აქ. ჩემს დანახვაზე ჩაეღიმა -საღამო მშვიდობის, მომეცი პარკები დაგიჭერ -არმინდა -მომე -არა -ჯიუტი ხარ -სადაც აქამდე მოვიტანე როგორმე ლიფტშიც შევიტან შენი დახმარების გარეშე -ოხხ ბარბი ძალიან ჯიუტი ხარ -ბარბარე! ლიფტის კარიც გაიღო და შევედით -ბარბი, კიდევ იმას იტყვი დამთხვევები არ არსებობსო? -რათქმაუნდა კი, დაგავიწყდა რომ მეზობლები ვართ? -ოხ, მოკლედ რაა. ხელი რასგიშვება -ჯერჯერობით მშვენივრად, კიდე რამე თუარ დამმართა ვინმემ -კარგია თუ გადაგიარა -ხო კი მომენტალურად ლიფტი გაჩერდა -რამოხდა? (სანდრო) -შუქი ჩაქრა, მოვა ალბათ რამდნეიმე წუთში -ხშირად ითიშება? -არა, უბრალოდ ერთხელ გავიჭედე და 4-5 წუთში მოვიდა -გასაგებია, მაშინ დავიცადოთ -სხვა რა გზაა -არის, კარის გაღება ვცადოთ და გავიდეთ -არა! მოვიცადოთ -რატო გეშინია? -გასვლის პროცესში რომ უცებ მოვიდეს და ამუშავდეს მერე რასაპირებ? ამიტომ დაეტიე -კარგი -თან იმდენი ფილმი მაქვს ლიფტებზე ნანახი რომ.. -გიყვარს ფილმების ყურება? -კი -ხოდა როცა გავალთ, შემდეგ გასვლის ავღნიშნოთ და ერთად ჩავუჯდეთ რამე კარგ ფილმს -ერთად არაა აუცილებელი ჯანდაბა, ეს შუქი მგონი აღარ აპირებდა მოსვლას.. უჰაერობა მკლავდა.. რა მალე მთავრდება ამ ლიფტში ჰაერი! -ცუდად ხომარხარ? -არა უბრალოდ უჰაერობას ვერვიტან პატარა ლიფტი იყო და მასთან ერთად ყოფნა ამ უჰაერობას ემატებოდა და სულს მიხუთავდა. კარი ოდნავ შეაღო რომ ჰაერი შემოსულიყო. რომ დამევიწყებინა საშინელება ფილმები, ლიფტზე ისე ცუდად იყო გაჩერებული ვერანაირად გავიდოდით, ამიტომ მხოლოდ შუქის იმედზე ვიყავით -მოდი, ცოტა ჰაერი შემოდის -მადლობა კართან მივედი და ჰაერი ხარბად შევისუნთქე.. მაგრამ მაინც მოუსვენრად ვიყავი, სანდროსთან სიახლოვე ჩემს კომფორტის ზონას მირღვევდა.. კარი უკვე 10 წუთი ეკავა ხელით, და აშკარად დაეღალა, თუმცა ცდილობდა არშეემჩნია. ვაკვირდებოდი და ბოლომდე შევისწავლე მისი სახის თითოეული ნაკვთი.. მაღალი, სუსტი, კულულა თმები, მუქი ყავისფერი თვალები, პატარა კურნოსა ცხვირი და საოცარი ღიმილი! -ეგრე რატომ მიყურებ? (სანდრო) -არგიყურებ -აა, ესეიგი მაგასაც არ აღიარებ -რაარი მაგაში საღიარებელი, ეს ისეთი პატარა ლიფტია სხვაგან ფაქტიურად ვერ გავიხედავ -აჰამ გასაგებია, კარგი, მაწყობს ეგ ისევ და ისევ ეს ღიმილი. შემდეგ კი უფრო მეტად მომიახლოვდა და დაჟინებით დამიწყო ყურება.. გონებაში საკუთარ თავს ვლანძღავდი: რა სულელი ხარ ბარბარე! ეს რამ გათქმევინა?! იდიოტო! ამას კიდევ ეს უნდოდა? საშინლად უხერხულად ვიყავი, ალბათ აწითლებული ვიყავი, რადგან მთლიანად ვხურდი, გული ამიჩქარდა.. ღია კარიც ვერ მშველოდა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, ასე აღარ შემეძლო, მინდოდა გავსულოყავი აქედან! უკვე პანიკა მიტევდა! ჯანდაბა ბარბარე თავი ხელში აიყვანე! მალე მოვა შუქი და მალე გახვალ აქედან, შემდეგ კი სუფთა ჰაერს ხარბად ჩაისუნთქავ.. არ მიაქციო ყურადღება სანდროს, რომელიც ასე უნამუსოდ გიყურებს და თვალს არ გაშორებს, მის ღიმილს! ჯანდაბა! არ გამომდის! ვბრაზდებოდი, არვიცოდი რატომ.. ვერგავიგე რამჭირდა, მართლა აღარ შემეძლო, ჟანგბადი მჭირდებოდა!! თუმცა ვერგამეგო ეს ყველაფერი ლიფტში გაჭედვის გამო თუ სანდროს დამსახურება იყო! -რამდენხანს დაიჭერ ამ ლიფტს? (უხეშად დავუსვი კითხვა) -სანამ შუქი არ მოვა (მან კი ისე მშვიდად მიპასუხა ვითომაც არაფერი, ვითომ თითქმის ნახევარი საათი არ ვყოფილიყავით აქ და კიდევ არც კი ვიცით რამდენხანს ვიქნებოდით) კარს მოვშორდი და კუთხეში ავიტუზე, მის სიახლოვე მაწუხებდა და ჩემი ჭკუით ეს შევიმსუბუქე.. -მგონი შუქი მოსვლას აღარ აპირებს (სასოწარკვეთილო ვიყავი) -კარგად ხარ? -კი (თუმცა ნამდვილად არვიყავი კარგად!) -შემომხედე, დამშვიდდი.. რაც უფრო ფიქრობ იმაზე, რომ უჰაერობაა, უფრო მეტად გიტევს პანიკა და საკუთარ თავს აჯერებ, რომ ჰაერი არ გყოფნის, მაგრამ ასე არაა! საკმარისი ჰაერია, შეეცადე მშვიდად ისუნთქო და დაწყნარდე. მალე მოვა შუქი და შესაბამისად ამუშავდება ლიფტიც.. უბრალოდ შეეცადე ამ ყველაფერზე არიფიქრო (სანდრო) კიდევ მომიახლოვდა და ესეც არ ეყო და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, რომ თვალებში კარგად ჩაეხედა და ასე ცდილობდა ჩემს დაწყნარებას.. მე კი ვერვიაზრებდი რასმეუბნებოდა.. ალბათ გავაფრენდი, ასეთი პატარა სივრცე და კიდე მავიწროვებდა, არვიყავი ამყველაფერს მიჩვეული, ვერ ვეგუებოდი.. ვერ ვიტანდი! ამ მდგომარეობას! გონება მიდუღდა, და მასთან ერთად მთელი სხეულიც.. ვერ აღვწერ იმას რასაც ვგრძნობდი.. თითქოს თან მსიამოვნებდა და თან არა, გულზე მხვდებოდა, სული მეხუთებოდა, ვბრაზდებოდი. საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი და რატომ არვიცოდი! უცნაური იყო! არვიცოდი რა მჭირდა, სრულ გაუგებრობაში ვიყავი! მაგრამ უკვე ზღვარზე ვიყავი! რაც არ უნდა ყოფილიყო ეს ამოუცნობი გრძნობა, ვეღარ ვუძლებდი! ალექსანდეს ცივად მოვშორდი და ყველანაირი გრძნობის გარეშე ვუპასუხე -გამომივიდა ფსიქოლოგი -ბარბი -უბრალოდ გაჩუმდი, არმშველის, ხომ შეგიძლია რომ გაჩუმდე?! -კი მაგრამ -გაჩუმდი! დგომისგან დავიღალე ან ემოციებისგან, მოწყვეტით დავჯექი -ჭუჭყიანია -არ მანაღვლებს არვიცი რამდნეიხანი ვიჯექი ასე, ჩუმად.. სანდრო რაღაცეებს მეუბნებოდა, თუმცა არვუსმენდი.. ამ პატარა ოთხ კედელშიც კი ვცდილობდი თავი ამერიდებინა, დამეიგნორებინა, მაგრამ რამდნეად გამომდიოდა ეგ არვიცოდი. მოულოდნელად, შუქი მოვიდა და ლიფტიც ამუშავდა, შვებით ამოვისუნთქე.. კარი როგორც კი გაიღო გავვარდი, გასაღები ხელში მქონდა მომარჯვებული, თუმცა ეს როდის მოხდა არმახსოვს. კარი გავაღე, სახლში შევედი, შემდეგ კი რაც ფანჯრები მქონდა დავაღე. აივანზე გავვარდი და ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი! თვალები დავხუჭე.. როგორი სასიამოვნო იყო.. ვგრძნობდი, როგორ ჩადიოდა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი ჩემს ფილტვებში და ეს საოცარი გრძნობა იყო!! ცოტა დავმშვიდდი, დავწყნარდი და გონს მოვეგე. თვალები გავახილე.. ჩემს წინ სანდრო იდგა და შეშინებული მიყურებდა -კარგად ხარ? -.. -ბარბარე მიპასუხე -.. -ბარბარე! ხმა ამოიღე ცრემლები წამომივიდა, არვიცი რა მემართებოდა, არციცი რა მჭირდა.. ჯანდაბა!!! რა ხდებოდა ჩემს თავს?! ვერ ვხსნიდი, გაუგებრობაში და გაურკვევლობაში ვიყავი.. არვიცი საერთოს რას ვშვებოდი! რას ვაკეთებდი! რა დეგენერატი ხარ! სულელი და იდიოტი! ვკანკალებდი! და ვტიროდი, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა.. შემდეგ სითბო ვიგრძენი.. ჩამეხუტა და საოცრად მესიამოვნა, საოცარი სურნელი ჰქონდა და საოცრად თბილი იყო, პულსაცია ამიჩქარდა.. ჯანდაბა! რა მჭირდა!! სადნრო ჩემს დამშვიდებას განაგრძობდ. თავზე ხელს მისმევდა, ცდილობდა დავეწყნარებინე, თავისთვის ბუტბუტებდა: დაწყნარდი ბარბარე, ყვალაფერი კარგადაა, უკვე ხომ გამოვედით, ხომ კარგად ხარ? მიპსუხე ბარბარე გთხოვ სანდროს უხეშად მოვშორდი -მარტო დამტოვე -ვერ დაგტოვებ -გადი -არა! ასეთ მდგომაეობაში არ დაგტოვებ! აღარაფერი მითქვამს, საქანელა სკამთან მივედი და ჩავეშვი.. სანდრო დაბნეული მიყურებდა, ვერგაეგო რამჭირდა.. თუმცა ის რასგაიგებდა, მეთვითონაც არვიცოდი. ალბათ ყველაფერმა ერთად იმოქმედა ჩემზე.. ოთხ კედელში გამოკეტვამ, უჰაერობამ, ჩემი სივრცის უხეშმა დარღვევამ. აიი ასე ძალიან რომ ვცდილობდი, ასე ძალიან რომ მეშინოდა, აი ამის!! გულის მიკარგულ ბნელ კუნჭულში ვგრძნობდი და ვხვდებოდი!! სანდრო და კიდევ სანდრო!! წყალი მომაწოდა, ერთიანად დავცალე -კიდევ გინდა? -არა -ბარბარე ძალიან შემაშინე -მაპატიე -არა ამიტომ არმითქვამს, რადაგემართა? -არ ვიცი მართლა არვიცოდი, რამემართებოდა.. რას იფიქრებდა ჩემზე, ალბათ გიჟიაო ფიქრობდა!! -ახლა კარგად ხარ? -კი -დაწმუნებულიხარ? -კი -კარგი, სახლში შევიდეთ, არ გცივა? -ცოტახანიც -კარგი, დაგელოდები -არა გთხოვ შედი, უბრალოდ ცოტახანს გთხოვ მარტო დამტოვე სახლში შევიდა. არვიცი ასე გაშეშებული რამდენხანს ვიყავი, თუმცა სიცივემ გამომაფხიზლა და სახლში შევედი. ახლა შედარებით კარგად ვგრძნობდი თავს.. ალექსანდე ისევ ჩემთან იყო, არ აპირებდა გასვლას და არც მე მქონდა ბევრი ჩხუბის და შეწინაარმდეგების თავი, თან ჩემს რაღაც ნაწილს უნდოდა, რომ დარჩენილიყო -არ მეტყვი რა დაგემართა? -არვიცი. აღმოვაჩიმე, რომ დახურული სივრცის შიში მქონია.. პირველად არვყოფილვარ ლიფტში ნამდვილად, თუმცა არასდროს დამმართნია მსგავსი რამ.. ამდენიხანი ასე პატარა სივრცეში, ოთხ კედელში, უბრალოდ საშინელება იყო. აქამდეც ხშირად მითქვამს ხანდახან სუნთქვა არ მყოფნისთქო, სახლში მუდმივად მაქვს ღია ფანჯარა, ზამთარშიც კი, რადგან ვერვიტან ჩახუთულობას, მაგრამ თუ ამდენად ცუდად გავხდებოდი არვიცოდი (ნაწილობრივ მართალი ვუთხარი, თუმცა ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო!) -გასაგებია.. ძალიან შემაშინე, არვიცოდი რაუნდა მექნა, მინდოდა დაგხმარებოდი, თუმცა არშემეძლო და არც მაძლევდი ამის საშუალებას.. ახლა ხომ ნამდვილად კარგად ხარ? -კი -არგშია? -კი, დილის შემდეგ არაფერი მიჭამია -ნორმალური ხარ? 11 საათია თითქმის და თავს იკლავ? დარწმუნებული ხარ, რომ შიმშილის გამო არ გახდი ცუდად? -11 საათი? დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე.. დაა არ მშიოდა -არახარ ნორმალური -ძაან ხოარ გამითამამდი?! -ხო დამაკლდა შენი მწარე ენა და.. -ოჰჰ მოულოდნელად წამოდგა და ისევ თამამად დაიწყო სახლში ტრიალი, ამჯერად სამზარეულოში, ჩემი ნაყიდი პროდუქტი ამოწყობილი , ხილი დარეცხილინი მოკლედ ყველაფერი თავის ადგილას.. ნუ ეს როდის მოასწრო არვიცი.. მაგრამ გარეთ საკმაოდ დიდხანს ვყოფილვარ და ამ დროში ადამიანი ყველაფერს მოასწრებდა.. -რასაკეთებ? (მე) -უნდა მოგიმზადო რამე -არა მეთვითონ გავაკეთებ -ვერ შევთანხმდებით ვატყობ, ამიტომ არცერთის და არც მეორის, ან სადმე წავიდეთ, ან რამე გამოვიძახოთ -არვაპირებ სადმე წამოსვლას -ეგრეც ვიცოდი. კარგი, რა გამოვიძახო, რა გინდა? -არვიცი -როგორ არიცი, პიცა, სალათა, ბურგერი თუ რა -მართლა არაქვს მნიშვნელობა, ასე განსაკუთრებულად არმინდა არაფერი -კარგი, მე ვიცი კარგი ბურგერები, თან დილიდან არგიჭამია, ამიტომ.. -კარგი შეკვეთას დიდხანს არ დაუგვიანია, burger bar-იდან გამოვიძახეთ ბურგერები, მართლაც უგემრიელესი იყო, საოცარი ყველის სოუსი ჰქონდა. ცოტახანი ვილაპარაკეთ, მასზე და დემეტრეზე მომიყვა რაღაცეები.. -კარგი გავალ მე, სანამ გამაგდებ. თან გადაღლილი იქნები და დაიძინე -კარგი, მადლობა ყველაფრისთვის -რისი მადლობა, ძილინებისა -კარგად ემოციებისგან გადაღლილს, მალე ჩამეძინა. .. დღეს , 18 მაისია, პარასკევი.. საკმაოდ დიდი დრო გავიდა და შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ თუ რა მოხდა ამ დროის განმავლობაში.. დეას გამოუტყდა ლაშა, როგორც იქნა დაადგათ საშველი და ახლა ოფიციალურად შეყვარებულები არიან.. რაც შეეხება დემეს და ლილეს ახლოვდებოდა მათი ქორწილის დღე. მე, რა თქმა უნდა, ლილეს მეჯვარე ვიყავი, დემეტრეს მეჯვარე კი ნიკა იყო, მისი ძმაკაცი.. ალექსანდრეს რაც შეეხება,ისევ ჩემი მეზობელია და ისევ გამუდმებით ვკბენთ ერთმანეთს. ჩვენ ასეთ არასტაბილურ ურთიერთობას უკვე შეჩვეული ვიყავი..ხანდახან ლამის ხელით ვეხებით ერთმანეთს და ხანაც ადამიანური ურთიერთობა გვაქვს, მეგობრული. ზოგჯერ ზედმეტად საყვარელიცაა, თუმცა მეორე წუთას მინდა, რომ გავგლიჯო და თმები ღერა-ღერა დავაპუტო. თითქმის ყოვდღე ვხედავ მას, ნუ გასაკვირი არარის ჩემი კარის მეზობელია, თუმცა მაინც.. დეა და ლილე მეუბნება, რომ მოვწონვარ, თუმცა არამგონია ან არმინდა,რომ დავიჯერო..მე კი თავს ვაიძულებ და ვარწმუნებ,რომ არანაირი არაფერი ხდება ჩვენს შორის და უბრალოდ ვმეგობრობთ და ვმეზობლობთ.. როდესაც ამაზე ვფიქრობ, გამუდმებით მახსენდებოდა ელენეს და ლევანის ღალატი! პანიკური შიში მქონდა, რომ ისევ მიღალატებდნენ და მომატყუებდნენ. ფიქრებში გადაკარგული ძლივს გამოვერკვიე და ტელეფონი ავიღე -ბარბარიკუნა, როგორ ხარ? (დემეტრე) -კარგად დემე,შეენ? -რავი ნორმალურად.. მისმინე მაგარი იდეა მაქვს, ეს შაბათ-კვირა ძაან მაგარი ამინდებია და წავიდთ სადმე, განვიტვირთოთ და მოვშორდეთ ამ ხმაურიან თბილისს,. ორი დღე მაინც ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი. -აუუ ძალიან კარგი აზრია, თორე მომბეზრდა ეს ერთფეროვნება -ხოდაა, წავიდეთ. მოვალთ დღეს შენთან საღამოს და გადავწყვიტოთ -ხო კაი გელოდებით მაშინ, გავიქეცი ახლა თორე უნიში დამაგვიანდება. სწრაფად მოვემზადე, ვისაუზმე და გავედი, ფეხით ჩავირბინე კიბეები (იმ შემთხვევის შემდეგ ლიფტით აღარ ვსარგებლობდი) სადარვაზოდან გავედი, როდესაც სანდრო დავინახე მანქანასთან -ბარბი! როგორ ხარ?! -ოჰჰ დილიდან მაქვს შენი ხილვის ბედნიერება -ნამდვილად მისი სიახლოვე სულს მიხუთავდა! განსხვავებული და ჩემთვის სრულიად უცხო განცდა მეუფლებოდა მასთან ყოფნისას. ჩემს თავს კითხვას ვუსვამდი, რატომ? რაა? შანსი არაა! არა, არა, რა სისულელეა.. -გინდა გაგიყვანო უნიში? -არა -რატომ ასე მკაცრი უარი -ჩემითაც წავალ, არ შეწუხდე -არ შემაწუხებ,მაქეთკენ მივდივარ, გზად უნდა გავიარო და დაგტოვებდი -ნუ კარგი თუარ იშლი.. იმედია არ დამლეწავ -ვინმე შენნაირი თუარ გადმომიხტება -ოჰ, თვალებში გამოიხედე და დაინახავ დასანახს -რომ არ დამენახე ახლა არცერთი ვისხდებოდით აქ -ხო კიდევ კარგი -მოიცა შენ ახლა არ მეწინააღმდეგები?? თუ მეჩვენება?? -არ გეჩვენება -ვაახ, სასწაულებიც ხდება თურმე -არგჯერა სასწაულების ?? -უკვე კი ამ დროს სანდროს ტელეფონი აწკრიალდა, აიღო და ხმამაღალზე ჩართო, დემეტრე იყო. -რას შვები ბრაატ? როგორ ხარ? -საჭესთან ვარ, ბარბარიკა მიმყავს უნივერსიტეტში, შენსკენ? -ჩვენი ბარბარიკა? (მოიცა, მოგესმა ბარბარე?! ჩვენი რას ნიიშნავს დემესი და სანდროსი? თუ? ) -ხო,ხო -ვა ვა! გაბედე? და ეს ჩვენი ალქაჯიც დაიღალა და.. -კი ბრატ დამნებდა და როგორც იქნა, არ გაჯიუტდა და წამოვიყვანე მანქანით უნივერისტეტში -რაა?! -ვერ გაიგე? გაგიმეორეო -არა გასაგებია ყველაფერი -კიდევ კარგი სანდროს ამდროს რა დაემართა ვერ გეტყვით, საკმაოდ ანერვიულდა და აღელდა.. დაბნეულმა გამომხრდა.. მე კი ჩემი დამემართა? სად წავსულიყავი, სად გადავმხტარიყავი რას ნიშნავსა დემეტრეს ეს სიტყვები?! რა უნდა გაებედა? ან რით დავიღალე?? გაურკვევლობიდან დემეტრეს ხმამ გამომიყვანა -მოკლედ მისმინე, ამ შაბათ-კვირას გვინდა სადმე წასვლა და შენც წამო, ხოგცალია? -კი კი მცალია, რომ არ მეცალოს, როგორმე მოვიცლიდი. აბა ამის გამოტოვება როგორ შეიძლება.. მე გამომხედა და ჩაიღიმა -წინ იყურე (მე) -თვალს ვერ გწყვეტ (სანდრო) -უკაცრავად? (მე) -რაღაც ზედმეტად ვგრძნობ თავს (ტელეფონიდან მოგვესმა დემეს ხმა) -მოკეტე რაა (მე) -კაი წავედი ბარბარიკა, ხელს აღარ შეგიშლით.. და ტელეფონი სწრაფად გათიშა -აი მოვედით (სანდრო) რა კარგ დროს მოვედით, რა უხერხულ საუბარს გადავურჩი, ისეთი ბედნიერი ვიყავი,რომ რავიცი.. მადლობა დაგავუხადე და მანქანიდან გამოვფრინდი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.. ახლა ვიგრძენი, რომ მომეშვა და საკმაოდ დაძაბული ვიყავი მასთან. გული საგულედან ამომვარდნოდა და ბაგაბუგი გაუდიოდა..რა ჯანდაბა მემართება?? შეგიყვარდა შე შტერო!! (გული) ჩაკვდი! (გონება) ნამდვილად გიყვარს! ჩემი მეორე მე მეუბნებოდა, რომელსაც სადღაც გამუდმებით ვკუჭავდი.. უნივერსიტეტის ეზოში შევედი, უკან გავიხედე და სანდრო ისევ იქ იდგა და ვხედავდი მის მომღიმარ სახეს.. როგორ მიყვარდა მისი ღიმლი, როგორ საოცრად უხდებოდა. მისი შემხედვარე მეც კარგ გუნება-განწყობაზე ვდგებოდი. ოხ ბარბარე! მოეშვი მასზე ფიქრს! დეა ეზოში ვერ შევამჩნიე, ისე ავუარე გვერდი, თუმცა იმდენი მეძახა გავიგე -რაგჭირს? დაბრმავდი? ვინ მოგიყვანა? სანდროს მანქანა არაა ეგ? რახდება? ერთად ხართ? გითხრა ხო რომ მოწონხარ? აი ხომ ვამბობდით მე და ლილე? -მგონი შემიყვარდა! (არმჯერა, ეს რომ ვთქვი, თუმცა იმდენად ვიყავი დაბნეული, რომ ეს უნებურად წამომცდა. ჩემ ფიქრებს, გრძნობებს, რომელსაც ბნელ კუნჭულში ვკუჭავდი, გამოვამჟღავნ.. წამომცდა და ეს ხმამაღლა ვაღიარე -რაა?? (დეა) -ვიხუმრე -არა -კაი რა, აბა მე და სიყვარული ხოიცი რა შორს ვარ სიყვარულისგან! -ერთხელ ყველას უყვარდება! -ოო კაი რა -ბარბარე! -ვიხუმრე დეა, ვიხუმრე -არ მჯერა! აღიარე რა! -რა ვაღიარო? გეტყოდი, რომ მიყვარდეს, ან მომწონდრს! -ჯიუტი ხარ! კარგი, შენ ის მომიყევი, მანქანაში რახდებოდა,მომოყევი აბა? -არაფერი რაუნდა მომხდარიყო?გამოვედი სახლიდან ესეც მაგ დროს,ხოდა მაგ გზაზე მივდივარო, წაგიყვან ბარემო და წამოვყევი -გზაში რახდებოდა მერე რაზე ილაპარაკეთ?? -არაფერზე ისეთზე, ვკინკლაობდით როგორც ყოველთვის, მერე დემემ დარეკა, წასვლასთან დაკავშირებით -სადმე მივდივართ და არვიცი? -ხო დემემ, შაბათ-კვირას სადმე წავიდეთო, ბუნებაშიო. ნუ მაგას ჩემთან მოვიფიქრებთ საღოს თუ სად წავალთ -ვაა ძალიან კარგი აზრია.. კაი მერე მერე რაო ბატონმა ალექსანდემ? მოკლედ ყველაფერი დაწვრილებით მოუყევი! -ოჰოო,მერე მერეეე -მერე რა, არაფერი, იდიოტმა დემეტრემ ხელს არ შეგიშლითო და გათიშა... და მეთქი დაგერხა ბარბარე, დაა კიდევ კარგი, რომ მოვედით და გადმოვხტი მანქანიდან იი ვსოო -აუუ, არადა მუღამში შევედი რა! აუ როგორი საყვარელიაა.. გვეღირსა.. აიი ხო ვიცოდი რა 99% პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ მოწონდი.. და ახლა დემეტრეს ამ სიტყვემა 100%-ით დამარწმუნა და ოდესმე შენც აღიარე რომ მოგწონს, უფროსწორედ უკვე გიყვარს -არაფერიც! ლექციებმა როგორ ჩაიარა ვერ გეტყვით, რადგან საერთოდ არ ვფიქრობდი, არაფერი მესმოდა. მთელი ჩემი გონება ალექსანდეს ეკავა და იმ ორ დღეს რომელსაც მასთან ერთად გავატარებდი და წინასწარ მეშინოდა, თუმცა რისი არვიცი ან ვიცი და ამას არვაღიარებდი! ან იქნებ უკვე ვაღიარე, მოკლედ გონებაში სრული არეულობა მქონდა, ეგ დანამდვილებით ვიცოდი! უნივერსიტეტიდან კარფურში გავიარე, პროდუქტის და სასუსნავების საყიდლად.. ცეზარის, პიცის და პერაშკების გაკეთება გადავწყვიტე, ამიტომ საჭირო პროდუქტი ვიყიდე და დახუნძლული გავემართე სახლისკენ.. სანამ მოვიდნენ ყველაფერი მოვასწარი, ჩემი მარჯვე ხელებით და კარზე ზარიც გაისმა ლილე და დემეტრე იყვნენ -ოჰოო რა სუნები ტრიალებს, რა გააკეთე ჩემო სიყვარულო? (ლილე) -ცეზარი, პიცა და პერაშკები, თუმცა მოგვიანებით შევწვავ მაგათ -უფფ კარგია შენი გემრიელობები. მოგეხმარები სუფრის გაწყობაში. დეა როდის მოვა? ან ალექსანდე? -დეა მალე მოვა, ლაშასთან ერთად და ალექსანდრე არვიცი, აზრზე არვარ.. -რატო მერე არ უნდა იცოდე? -რატო უნდა ვიცოდე? -მიტო! დღეს მითხრა დემემ, როგორ საყვარლად ჭუქჭუკებდით -ხო ძაან -შენ რაუთხარი? -რასათან დაკავშირებით? -არიცი ხო? -არაფერი, მივედით უნიში და გადმოვედი მანქანიდან -კაი რაა -კაი მოვრჩეთ ეხლა სუფრა გავაწყვეთ.. დეა, ლაშა და ალექსანდეც მალე შემოგვიერთდნენ -კარგი აბა რა იდეები გაქვთ, სად წავიდეთ? (მე) -დაშბაში? (დეა) -არა, ეგ ზაფხულშია კარგი(ლილე) -კახეთში? (ლაშა) -აუ არა მანდ იმდენჯერ ვარ ნამყოფი, არგვინდა (დეა) -სამარგალო? (ლაშა) -აუ არც მანდ (მე) -გონა? (ალექსანდრე) -ეგ სადაა? (დეა) -რაჭაში, ძალიან ლამაზი ადგილია (ალექსანდრე) -მიდი დაგუგლე რაა(დეა) სოფელი გონა- ულამაზესი სოფელი, რომელიც პატარა შვეიცარიას შეიძლება შევადაროთ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი გონა ღების ძირითადი ნაწილია. ის ღებზე მაღლაა და დათოვლილი მთებითაა შემოზღუდული. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩვეშურის ნაპირას. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 39 კილომეტრით. მართლაც საოცარი ადგილი იყო, თანაც რაჭაში კიდევ უამრავი ლამაზი ადგილია მოსანახულებლად: შაორის ტბა, უწერა, ღები.. მოკლედ კარგი ვარიანტი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ რაჭაში წავსულიყავით. -ერთად რომ წავიდეთ აქედან არგინდათ? ჩემთან დარჩით (მე) -კარგი აზრია (დეა) -ხო მაგრამ სახლებში უნდა წავიდეთ, ხომ უნდა მოვემზადოთ (დემეტრე) -ხოდა ჯერ 8 საათიც არაა და წადით წამოიღეთ რაცგინდათ, მერე რომ მოხვალთ კარფურში გავიდეთ ვიყიდოთ ხვალისთვის რაღაცეები, კიდევ დრო რომ არ დავკარგოთ დილას.. ასე აჯობებს, აბა ხვალ სანამ გავიღვიძებთ შევიკრიბებით და ამბები, მოკლედ რა! დროის კარგვაა (მე) -უდავო ხარ! (ლილე) -მიდით გაეყარენით (მე) -რატო გვყრი?? ერთი სული გაქ ხო როდის დარჩებით მარტო შენ და სანდრო? ჩამჩურჩულა დეამ -მოგკლავ როგორც იქნა სახლიდან გაეტიენ, ამინდი ვნახე და კარგი ამინდები იყო, ღამეს ცოტა სიგრილე.. -ასე უნდა იყო ახლა? შენ არ უნდა ჩალაგდე? -მაგას მერეც მოვასწრებ -ხოდა მიდი -შენ დაგეხმარები წასვლას ნამდვილად არ აპირებდა და სიმართლე,რომ გითხრათ არც მინდიდა. ჩემს ოთახში შევედი, ზურგჩანთა ავიღე და კარადას მივადექი, ჯინსის შარვალი, ორი მოკლემკალვიანი მაისური, ჯინსის კურტკა ავიღე. პლედი მოვიძებნე და ჩანთაში ჩავდე.. -საღამოს შეგცივდება, რამე თბილი ჩადე -მაქვს ჯინსის კურტკა -ეგ თხელია, შეგცივდება დამიჯერე -არ შემცივდება -ჩადე -არა კარადასთან მივიდა და დაიწყო "ბურჭალი" -სერიოზულად?! რა უფლება გაქვს? ჩემს ნივთებში იქექო? -მაქვს! როდესაც არ გესმის ჩემი! როცა ვამბობ სიცივე იქნება და უნდა ჩადო თბილი ჟაკეტითქო ასეც უნდა გააკეთო! -და შენ ვინ მყავხარ შენ ნებაზე და კაპრიზებზე რომ ვიარო? -არაა ეგ კაპრიზები -არის! -ღმერთო ჩემო რა ჯიუტი ხარ! ენა გამოვუყავი -მაგ ენას ამოგაცლი -ფეხებსაც ვერ მომჭამ -ვცადოთ ჩემსკენ წამოვიდა, მე კი ნაბიჯი უკან გადავდი,ისევ წამოვიდა და ისევ გადავდგი და ვაგრძელებდით ასე სინქრონში სანამ კედელს არ შევასკდი. კმაყოფილი სახით მიმიმწყვდია კუთხეში და მივხვდი, რომ სერიოზულ შარში ვიყავი, ვეღარ ვინძრეოდი და ვეღარსად მივდიოდი.. ჯანდაბა! ბარბარე, რა სულელი ხარ! მისი სიახლოვე სულს მიხუთავდა და სულს მიწიოკებდა.. იმდენად ახლოს იყო, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი.. რა საოცარია, როგორი ლამაზი ნაკვთები აქვს, მისი თითოეული ნაკვთი შესწავლილი მქონდა. ვხვდებოდი, რომ მაგარი დარხეული მქონდა. ზღვარზე ვიყავი ნამდვილად, და ადრე თუ გვიან ამოხეთქავდა ერთიანად, როგორც ვულკანი.. აღარ შემეძლო ასე ყოფნა! გონების და გულის ჭიდილში..ვეღარ ვუძლებდი ამ მდგომარეობას.. მტკიოდა! აუცილებლად რაღაც უნდა მომემოქმედებინა, მაგრამ რა?! -საოცრება ხარ ბარბარე! ღმერთო ჩემო, როგორ ვიკავებ თავს, რომ...(თუმცა სათქმელი არ დაუმთავრებია) როგორ მინდოდა მეც იგივე მეპასუხა, მაგრამ ვდუმდი! ისიც ვიცოდი რასაც გულისხმობდა და ჩემი სხეულის თითოეული ნაწილი მას ითხოვდა! თუმცა...! მოულოდნელად ჩემი დაუმორჩილებელი კულული გადამიწია ყურს უკან და თან თვალს არ მაშორებდა, იღიმოდა.. ალბათ ამ დროს გული გამიჩერდა, ჩვენი მანძილი ნელ-ნელა მცირდებოდა.. გული ამიჩქარდა, საგულედან ამომმავდნოდა ლამის! რას აკეთებ ბარბარე! ეს არ გააკეთო! არ გაბედო! არც კი გაიფიქრო! არა უკვე ფიქრობ, არ გაბედო!!! ინანებ! გული.. გონება.. გული.. გონება.. გული.. გული.. გული.. არა! ბარბარე! გონება..! არვიცი ეს, როგორ მოვახერხე, მაგრამ როგორღაც დავუსხლტი მას, თუმცა ბოლომდე ვერა. -გამიშვი -ვერ გაგიშვებ -გამატარე -არ შემიძლია -სანდრო! -ბარბარე, ამჯერად ვეღარ გაგიშვებ (მის თვალებში ყველაფერი იკითხებოდა.. სიყვარული, სურვილი, ბრაზი, ტკივილი) იცით როგორ ტკივილს ვგრძნობდი?! მისი თვალები! მეტკინა, მისი ტკივილი.. გულში მჩხვეტდა, მინდოდა გულს გონებაზე გაემარჯვა, მაგრამ ისევ და ისევ ვერ გავბედე! ისევ და ისევ საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი! -გთხოვ სანდრო, გამიშვი.. -დარწმუნებული ხარ? -კი სადნროს აღარაფერი უთქვამს, ისე გავიდა.. მე კი აბაზანაში შევედი და სახეზე წყალი შევსხი გამოსაფხიზლებლად.. შემდეგ კი გაუნძრევლად ვიჯექი ტახტზე და ვფიქრობდი თუ რამდენად უსუსური ვიყავი.. რამდენად მაბრკოლებდა საკუთარი თავი.. შიშები!! არა! ამაზე ფიქრი აღარ შემეძლო.. ვეღარ ვუძლებდი ამ ტკივილს, ამდენი ემოციის დამალვას.. ხან გონების და ხანაც გულის ჭიდილს! P.S ესეც 3 თავი! ძალიან გთხოვთ, რომ დამიკომენტაროთ, რადგან მგონია რომ უინტერესოა და არავინ კითხულობს.. მეტი სტიმულისთვის მჭირდება და თუ არავინ კითხულობთ, მაშინ მგონი გაგრძელებას აზრი არ აქვს და სამუდამოდ ხელი უნდა ჩავიქნიო "მწერლობაზე".. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.