შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვრო {1}


18-01-2020, 17:32
ავტორი painter1
ნანახია 5 531

სანამ კითხვას დაიწყებთ!!
მინდა გითხრათ რომ,
ყოვეთვის როცა ისტორიის სათაურს ვარჩევ,
საიტზე შემოვდივარ და სათაურს ვწერ საძიებელში.
წიკად მექცა ეს, იმის გამო რომ მინდა განსხვავებული სათაური ჰქონდეს.
ახლაც ვნახე, მაგრამ ამ ისტორიის სახელი მაინც განვასხვავე ერთი ასოთი.
ჰო, ჯერ მართლა არ ვგეგმავდი დადებას,
რადგან ცოტა არეული მაქვს აზრები.
ისტორიაც ცოტა არეულია მგონი თავიდან,
მაგრამ ერთ თავში რამდენიც მოვახერხე იმდენი ჩავტიე.
თუ მოგეწონებათ და გამომყვებით,
შემდეგ თავში შედარებით სხვანაირ და უფრო კარგ სიუჟეტებსაც ნახავთ.
მომენატრეთ და რომ ვერ გავძელი დავბრუნდი ისევ.
ველოდები შეფასებებს.
......................

რამდენიმე დღის გამოფხიზლებული საავადმყოფოს დიდი ფანჯრის წინ ეტლში მჯდომი განაცრისფერებულ ქალაქს გაჰყურებდა. ხეებს არცერთი ფოთოლი არ შემორჩენოდა, ცაზე ნაცრისფერი ღრუბელი წვიმის მომასწავლებლად მოღრუბლულიყო, თან მათ შორის გაელვებული ლურჯი სხივები რამდენიმე წამში გრუხუნით იკლებდა იქაურობას.
მალე წვიმაც წამოვიდა. მთელი ძალით ენარცხებოდა ფანჯრებს. დიდი ხანი იყო ასეთი ძლიერი წვიმა არ ენახა. თითქოს მალე ცა ჩამოიქცეოდა და ყველაფერს წალეკავდა.
-სულ დავსველდი. - უკნიდან მოესმა გოგოს წკრიალა ხმა, მაგრამ წამითაც არ შერხეულა. - ღმერთო, მართლა გაწუწულ ქათამს ვგავარ… არადა სულ ორი წუთი დამჭირდა აქ შემოსასვლელად. - წინ გადაეღობა ყიფიანს და აიძულა მისთვის ყურადღება მიექცია. ფეხებიდან ააყოლა თვალი დას, ბოლოს მის სახეზე გაუშტერდა თვალი, რამდენიმე წამით უყურებდა, შემდეგ გაიცინა, თან თავი გააქნია.
-რას გავხარ პატარა, წადი გამოიცვალე.
-მე გარეთ გამსვევლი აღარ ვარ.
-მარტო მოხვედი?
-იკამ მომიყვანა, მანქანაში დარჩა და მელოდება.
-უნივერსიტეტში რა ხდება? - დაიანახა როგორ გაუბრწყინდა თვალები მაშოს, მაგრამ მზერა ისევ ფანჯრებზე გადაიტანა და თემაც შეცვალა.
-მე მეგონა სკოლაზე ადვილი იქნებოდა და წამება აღარ მომიწევდა, მაგრამ უარეს ადგილში გავყავი თავი… რა გაცინებს… მერის გამოჭერილი ვყავარ, როგორც კი გავაცდენ ეგრევე ჩხუბს იწყებს… ნუ არ ყვირის, უბრალოდ თავის უფროს შვილებს მადარებს, აი ელენემ გრანტი აიღო, ისა ესა… აღარ შემიძლია. ავდგები და გადავალ სახლიდან.
-ჩემთან გადმოდი. - გაყინულ მტევანზე მოკიდა ხელი და თითები დაუკოცნა.
-შენ გგონია შენს სახლში მარტო ცხოვრების უფლებას მოგცემს?
-დიდი ხანია მერის ბრძანებებს აღარ ვემორჩილები.
-ხო, მაგრამ დემეს ოთახს შენთვის ამზადებს.
-უთხარი რომ სახლში არ მივალ. - ხელი გაუშვა დას, ეტლი შეატრიალა და დაელოდა როდის წაიყვანდა მაშო თავისი პალატისკენ.
-ტიტე.
-სახლში არ წამოვალ მაშო, ბევრი ლაპრაკი აღარ მინდა ამ თემაზე და მერისაც უთხარი რომ არაფერი თქვას.
-კი, მაგრამ…
-და კიდევ, თუ შეძლებ დამხმარე მომიძებნე… პრინციპში შენ რას გეუბნები.
-ერთ გოგოს ვიცნობ, სამსახური სჭირდება, თან არავინ ჰყავს, ქირით ცხოვრობს და…
-ჩემი სახლი თავშესაფარი არ არის, არც ახალგაზრდა გოგო მჭირდება ჩემი დანახვისას საცვალი რომ დაუსველდეს.
-ნუ ხარ დეგენერატი! - მხარზე დაარტყა ხელი ტიტეს, თან პალატაში შეიყვანა.
-დაი.კიდე, ეკას დავურეკავ და ის მომიგვარებს მაგას.
-ტიტე, რათ გინდა დამხმარე როცა შეგიძლია…
-არ გააგრძელო! - თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთ და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-მოსული იყო…
-წადი.
-ტიტე.
-წადი მეთქი! - ხელი გაიშვირა კარებისკენ, მაშო კი ისევ ერთ ადგილზე იდგა.
-არსადაც არ წავალ!
-მაშო!
-ადექი და გამაგდე. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, იქვე სავარძელში ჩაჯდა და თვალებ ანთებულ ძმას დააკვირდა გამჭოლი მზერით. ცოტახანი უყურებდნენ ერთმანეთს ერთნაირ მწვანეებში, ბოლოს თავი ჩახარა ყიფიანმა. თავი სიცილით გააქნია და ქვედა ტუჩზე ძლიერად დააჭირა კბილები.
-კუდიანო… გაცივდები. - ბოლოს მაინც მოლბა ყოფიანი და ყურებამდე გაიღიმა.
-გადაიღოს და წავალ. - ფეხზე წამომდგარი მიუახლოვდა ტიტეს, ხელები სახეზე მოკიდა და შუბლზე აკოცა. - დაწვები?
-ჰო, მომეხმარე. - საწოლთან მისული ხელებით დაეყრდნო ზედაპირს და მაშოს დახმარებით ზევიდან დაწვა. უგრძნობ ფეხებს ზიზღით დახედა, შემდეგ კი მწვანე თვალები მინაბა. იგრძნო ერთ ადგილზე გაშეშებულ დას როგორ სცვიოდა ცრემლები და უარესად მოეშალა ნერვები. - ახლა ხვდები?
-ტიტე…
-ხვდები რატომ არ მინდა სახლში ყოფნა? ამის დედაც! ხვდები რატომ არ ვუშვებ ჩემს საყვარელ ქალს ჩემთან? - დაჭრილი მგელივით აღრიალდა, თვალები სულ ჩაუწითლდა და ასლუკუნებულ დას მიაშტერდა. - შენ გგონია მინდა მისგან შორს ყოფნა? ჩემი ბედის დედას შევ.ცი! იმ მცხოვრების სადაც სიარული არ შემიძლია! არ შემიძლია ჩემი გოგო ხელში აყვანილმა ვატარო, ვანახო ის რაც ჯერ არ მინახებია მისთვის გესმის? იმდენად მიყვარს ჩემთვის ვერ ვიმეტებ! ვერ და არ დავისვამ 20 წლის გოგოს სახლში ჩემს მოსავლელად! არ შემიძლია მის გვერდზე წოლა როცა წელს ქვემოთ ვერაფერს ვგრძნობ. ვერ ვიქნები მის გვერდით როცა ვიცი რომ ვერ შევეხები, ჩემებურად ვერ მოვეფერები და ვერ შევიგრძნობ მის სიყვარულს! რა მივცე მითხარი? რა შევთავაზო ინვალიდმა? ძიძობა?! ამის დედაც შეწყვიტე ტირილი!
-მაპატიე რა. - ნელა მოუახლოვდა ტიტეს და გააფთრებულს ხელები კისერზე მოხვია. ესმოდა როგორ სწრაფად უცემდა გული, მაგრამ ხელებს მაინც არ აშორებდა, მკერდზე ეკვროდა და ცრემლების შეკავებას ამაოდ ცდილობდა.
-წადი სახლში და ჭკვიანად მოიქეცი. ფეხებს არა, მაგრამ ხელებს ვგრძნობ და შენს შეყვარებულს გავუსიებ თავს რამეს თუ მიქარავს.
-რით ვერ შეეგუე, რამდენი ხანი გავიდა?
-მნიშვნელობა არ აქვს. - შედარებით დაწნარებულმა ჩაილაპრაკა და მაშოს შუბლზე აკოცა.
-ხვალ გნახავ. - კარებისკენ წასულმა საწოლზე მწოლს ბოლოჯერ შეხედა, თბილად გაუღიმა და კარებიც გაიხურა. ისევ მარტო დარჩა თავის ფიქრებთან. თვალები დახუჭა და მოგონებებში გადაეშვა.
***
2 წლის წინ.

სამზარეულოში მაგიდასთან მდგომი წვრილი თითებით ცომის ერთგვაროვან მასად მიღებას ცდილობდა, ფქვლით სავსე ჯამში დებდა გაშლილ ხელის გულს, შემდეგ კი ისევ ცომის ზილვას განაგრძობდა. შემოსასვლელი კარის გაღების ხმა შემოესმა, მას კი ბიჭების ხმამაღალი საუბარი და სიცილი მოჰყვა. წინასწარ გაეღიმა მოსალოდნელ შექებებზე, დაელოდა როდის შეყოფდნენ თავს სამზარეულოში და მელე სამი ბიჭი სათითაოდ შემოლაგდა.
-რას აკეთებ გოგონი? - ყურებამდე იღიმოდა ნიკუშა გეგეჭკორი, თან პატარა ცომის ამოცლას ცდილობდა ჯამიდან.
-პეჩენიებს ვაცხობ თქვენთვის.
-მართლა? - თვალები გაუბრწყინდა ჟაჭვლიანს და ფქვილში ამოსვრილი და მთლიანად შეათვალიერა. ასეთიც კი ლამაზი იყო, თეთრი თმა კოსად დაემაგრებინა თავზე, ვარდისფერი ტუჩებიდან თეთრი კბილები გამოეჩინა და თეთრი წამწამების ქვეშ მოთავსებული ღია ცისფერი თვალებით ათვალიერებდა ბიჭებს. - რამდენ ხანში იქნება?
-მაქსიმუმ ოც წუთში, ცივ ყავასაც გაგიკეთებთ.
-შენ სასწავლი არ გაქვს? რა დროს ნამცხვრების კეთებაა? - ლოყაზე აკოცა დადიანმა მამიდაშვილს, შემდეგ მუცელზე მოხვია ხელი და ცხვირი მის ყელში ჩარგო.
-მეღუტუნება უტა! - მაშინვე აკისკისდა, შეეცადა თავი დაეხსნა ბიძაშვილის მკლავებიდან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. - მაქვს, მაგრამ დღეს დედა არ მოვა და ხომ უნდა მოგხედოთ?
-მორიგეა? - მაცივრიდან გამოღებული ლუდი მოსვა ანდრომ, ბიჭებსაც მიაწოდა და მაგიდასთან დის წინ მოთავსდა.
-ჰო.
-მამა?
-მუშაობს და საღამოს მოვა… დღეს თავისუფალი ვარ, ამას რომ გამოვაცხობ მერე ვისწავლი. - ფორმებიან ტაფაზე ზეთი ოდნავ წაუსვა და რბილი ცომი ფორმებში ჩადო.
-დღეს ფეხბურთია, ბიჭები უნდა მოვიდნენ…
-ბოლო ხმაზე თუ არ იღრიალებთ, არ ამოვა ხმა ჩემს ოთახში… და კიდევ, ხვალ სკოლაში უნდა წავიდე, ჩემმა დამრიგებელმა დაურეკა დედას, აცდენსო.
-რა გაატრაკა მაგ ქალმა ტო, ხომ იცის რომ არ გცალია?
-მე რა ვიცი ანდრო?
-გინდა მივიდე დაველაპარაკო? - სერიოზული ტონით თქვა ნიკუშამ და ქალბატონის გაცინებაც შეძლო. - რამდენი წლისაა მითხარი და მე მოგიგვარებ უცებ.
-56 წლის არის ნიკუშ, ქმარი გარდაეცვალა, შენი ტოლი შვილები ჰყავს და დიდი ალბათობით კლიმაქსიც დაეწყო. მადლობა ცდისთვის. - ღუმელში შედგა ტაფა, შემდეგ იქაურობის ალაგებას შეუდგა.
-ამ ბოლო დროს ნიკუშა დიდი დეიდებისკენ იხრება კეკე, მაგიტომ გკითხა. - სიცილით გახედა ძმაკაცს უტამ და მისგან თავში წამორტყმაც მიიღო.
-არ მოუსმინო ამათ პატარა… ხომ იცი მე შენი დაქალოჭკა მევასება… სად არის ისე, რამდენი ხანია არ გამოჩენილა.
-სწავლობს, თან სესას სხვა მოსწონს.
-კაი რას იძახი? მერე მე?
-ხანდახან მგონია რომ მართლა მოგწონს და მაგ ხუმრობით გრძნობებს ნიღბავ. - თვალები მოჭუტა ჯაჭვლიანმა, ნიკუშას კი გულიანად გაეცინა.
-არ მომწონს არა… შენ თავს გეფიცები, ხომ იცი ეგეთ გოგოებს სერიოზულად ვერ ვუყურებ.
-როგორებს?
-გიჟებს, შენი დაქალი გიჟია და რომ მიახლოვდება ენერგიას მაცლის, არ შემიძლია მსგავსი ხალხის ყოლა გვერდზე. თან როგორც გოგოს ისე ვერ ვუყურებ.
-შენ არავინ მოგწონს პატარა? - სიგარეტი გააბოლა უტამ, ფანჯარა გამოაღო, თან რაფაზე შემოჯდა.
-დრო არ მაქვს რომ მოვიწონო თორემ მომეწონებოდა.
-სააგენტოში როგორ მიდის საქმეები?
-აღარ მინდა, უნდა შევეშვა სამოდელოს.
-გაგიჟდი? - მაშინვე თვალები ჭყიტა გეგეჭკორმა. - მთელი ქვეყანა გიცნობს ტო და ახლა ანებებ თავს?
-ჰო. - უდარდელად ჩაილაპარაკა და მაცივრიდან გამოღებული მარწყვის ჭამას შეუდგა.
-რატომ? - ჩაფიქრებული აკვირდებოდა დას, რომელიც მარწყვს თვალს არ აშორებდა და ნელ-ნელა აგემოვნებდა. ხვდებოდა ყველაფერს, ზეპირად იცოდა ეკატერინეს ფიქრები ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა მტკივნეული თუ არასასიამოვნო აზრები მისგან შორს გაეფანტა.
-ხშირად დებენ ჩემს სურათს სოციალურ ქსელებში, არ ვნახულობ კომენტარებს, მაგრამ სხვები მისქრინავენ და მანახებენ. არ მინდა პოპულალურობა, არ მინდა ყველა მიცნობდეს, ისედაც ყველას ყურადღებას ვიქცევ ქუჩაში სიარულის დროს. როგორც მინდა ისე ვერ ვიქცევი ვერსად, რადგან ვიცი ბევრი კამერა მიღებს. დავიღალე, არ არის ეს ჩემი ცხოვრება, არ მომწონს და ისედაც მოკლე ცხოვრების ასე გატარებას არ ვაპირებ.
-ეკა!
-ნუ მეძახი ეკას და არ გინდა, ყველამ ვიცით ორმოც წლამდე ან მივაღწევ ჯამრთელი ან ვერა… ხალხი ბრბოა, ბრბოს კი ვერ შეაჩერებ. უამრავი ქაჯი ხტება ფეისბუქზე და ჩემს მომავალს მიჩვენებს.
-პატარა კარგი რა… მაგათ ვაბშე რატომ უსმენ, შურთ შენი და დაბოღმილები მაგიტომ წერენ მსგავს უაზრობებს.
-რისი შურთ ნუ მაცინებ. - ხელი აიქნია ირონიულად მომღიმარმა, შემდეგ ღუმელიდან გამომცხვარი ფხვიერი ორცხობილები გამოიღო და თეფშზე დაალაგა. ხმა აღარ ამოუღიათ ბიჭებს, ყველამ კარგად იცოდა ოჯახში რამდენ წელსაც აძლევდნენ ალბინოსებს. ეკატერინე ჯაჭვლიანიც ალბინოსი გახლდათ.
უტა დადიანს მშობლები პატარაობაში გარდაეცვალა, თამარმა კი ერთადერთი ძმის, ერთადერთი შვილი საკუთარი შვილივით გაზარდა. არაფერს აკლებდა და არასდროს განასხვავებდა შვილებისგან. ლევან ჯაჭვლიანს კი ცოლის მიმართ იმხელა სიყვარული გააჩნდა, უტა თვითონაც საკუთარ შვილად აკურთხა.
ასე ცხოვრობდნენ ჯაჭვლიანების სახლში ოთხის ნაცვლად ხუთნი და ოჯახის ყველაზე პატარა წევრს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ.
ყველაფერი ჰქონდა ეკატერინეს, ისე რომ თვითონ სურვილს არც კი გამოსთქვამდა. ჰქონდა უზრუნველყოფილი ცხოვრება, უამრავი ხალხის სიყვარული რომელიც აძლიერებდა და ცუდზე ფიქრის საშვალებას არ აძლევდა. ერთადერთი საუკეთესო მეგობარი ჰყავდა, სესილია წიკლაური. სესა რადიკალურად განსხვავდებოდა ჯაჭვლიანისგან, არანორმალური და ცოტა ქაჯიც იყო. პირველ კლასში ყველა არიდებდა თავს თეთრ გოგოს, მხოლოდ სესილიამ გამოიჩინა ინიციატივა. მას შემდეგ კი ყველას სცემდა ვინც კი ეკატერინეზე ცუდს იტყოდა.

თვრამეტი წლის იყო ჯაჭვლიანი პირველად რომ შეუყვარდა. შეიყვარდა მთელი სიგიჟით და მთელი არსებით. მისი ნაჩუქარი თეთრი ვარდი, რომელიც გაურკვევლად ხვდებოდა ყოველ დილით საძინებელში, მთელ დღეს ულამაზებდა და ეს უკვე იყო სიგიჟე, ცალკე სიგიჟე რომელსაც ტიტე ყიფიანი ერქვა.
***
-აუ ძმურად კესო გამოიყვანე სკოლიდან და ცოტახანი გყავდეს რა, ვერ ვახერხებ ვერანაირად მისვლას.
-რას მიხსნი, რომელ სკოლაში სწავლობს?
-მაშო სადაც სწავლობს იქ.
-მერე რანაირად გავიგო სად აქვს კლასი შე ჩემა?
-გარეთ იქნება კარებთან, დაინახავ რა.
-ახლა წავიდე უკვე?
-ხო მიდი თორემ ხომ იცი რამხელა ენა აქვს, მთელი ცხოვრება შეგახსენებს ერთ დაგვიანებას.
-მივდივარ. - სიცილით გათიშა ტელეფონი ყიფიანმა, სწრაფად გავიდა სახლიდან და მანქანაში მოთავსებული იქაურობას წამებში გაეცალა. ისე ჩქარა მიაქროლებდა მანქანას პატარა ქალბატონს გამოსვლამდე მიასწრო.
საუბარი კესარია რატიანზე იყო. გიგი რატიანის პატარა დაზე, რომელსაც მთელი საძმაკაცო ხელის გულზე დაატარებდა და პატარა გატუტუცებულ ქალბატონს ყველა სურვილს უსრულებდა.
სკოლის წინ სკამზე იჯდა, გარეთ რამდენიმე მოსწავლეს მოეყარა თავი და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. უკვე მაისი მთავრდებოდა, ბავშვებიც აღარ რჩებოდნენ კლასშლი და ნელ-ნელა გარეთ გამოდიოდნენ. გრძნობდა რამდენიმე გოგოს მზერას, ინსტიქტურად ეღიმებოდა ამ პატარა ბავშვებზე სიმპატიურ მაღალ ბიჭზე5 გაუჩერებლად რომ საუბრობდნენ.
-დღეს რატომ არ მოვიდა? არადა დავინახე თავისი შვილი სკოლაში. - ზურგს უკან, ოდნავ მოშორებით გოგოს ხმადაბალი წუწუნი მოესმა და მაშინვე მიხვდა ვისზეც იყო საუბარი. გაეღიმა, არ ეგონა მოსწავლე თაყვანისმცემლები თუ ჰყავდა რატიანს. ალბათ მოგვიანებით დასცინებდა კიდეც, აწვალებდა და არაფრის დიდებით არ ეტყოდა გოგოს ვინაობას.
-სესაა… არ იქნება შვილი, ალბათ და არის. - გოგოს წკრიალა ხმაზე ინსტიქტურად გაიმართა წელში, უცნაური შეგრძნება დაეუფლა და თავი ძლივს შეიკავა უკან არ მიეხედა.
-შვილზეც თანახმა ვარ… ისედაც საყვარელი ბავშვია.
-ღმერთო ჩემო… პირდაპირ რომ მიხვიდე და კითხო კესოს არა? - გოგოების საუბრით გამხიარულებულმა პირზე ჩამოისვა ხელი ხარხარი რომ არ მოერთო. ვერც მათ საუბარს აიგნორებდა და თავსაც არაკომფორტულად გრძნობდა სხვის ლაპარაკს ჩუმად რომ ისმენდა.
-შენ კითხე რა… თან ხომ იცი როგორ უყვარხარ.
-ჰო ერთადერთი ბავშვია ვისაც ჩემი არ ეშინია.
-ახლა არ დაიწყო თორემ მაგ ლამაზ სახეს დაგიმახინჯებ.
-გამოვა და ვკითხოთ…
-მართლა კითხავ?
-ისევ და ისევ ჩემთვის გავიგებ ვინ არის რომ შენს წუწუნს აღარ მოვუსმინო.
-მიყვარხარ! - კოცნის ხმა გაიგო ყიფიანმა და თავი ძლივს შეიკავა არ ახარხარებულიყო. ახლა უფრო მეტად აინტერესებდა ორივეს სახე, თავი ოდნავ გაატრიალა გვერდზე და თვალში წითელი თმები მოხვდა. - ეს მელოტი ვინღაა? ჩემმა კაცმა ხომ არ გამოუშვა ნეტა.
-შეგიძლია შეეშვა ცოტახანი იმ კაცზე საუბარს? საერთოდ შეეშვი, მამაშენის ტოლია მგონი.
-ნუ არც ეგაა გამორიცხული… მაგრამ არ შემიძლია.
-წავიდეთ რა, ისედაც რამდენი ხანია უაზროდ ვდგავართ სკოლაში მაგ კაცის გამო. დავამთავრებთ სკოლად და მერე რას იზამ?
-თუ ვერ შემამჩნია მანამდე ბოლო დღეს პირდაპირ მივალ… ან ზეგ ბოლო ზარზე ხომ მოვა? ჩემს გარდა წითელი თმა არავის აქვს ამ სკოლაში, ყველა ამჩნევს და იმ დეგენერატს ცოლი ყავს თუ სად აქვს თვალები?
-ემალები რანაირად შეგამჩნევს.
-ალბათ შეყვარებული ჰყავს, ნუ პრინციპში როგორ არ ეყოლება ვინმე.
-კეკე! - ბიჭის ხმა შემოესმა ყიფიანს და ინსტიქტურად იქით გაიხედა. კეკე, პირველად მაშინ გაიგო ჯაჭვლიანის სახელიც და ხმაც.
-რა იყო?
-გვაკადრებ შენთან სურათს პატარა?
-ნუ მეძახი ამ პატარას. - ბოლო სიტყვები ძლივს გაიგო ყიფიანმა და შეკრული წარბები ოდნავ დააშორა ერთმანეთს. დაინახა ტანის ნაზი რხევით როგორ დაიძრა თეთრთმიანი გოგო მომღიმარი ბიჭისკენ, სახე ვერა, მაგრამ მისი თეთრი თმები კარგად დაინახა. იფიქრა რომ შეღებილი ჰქონდა და მაგის მერე აღარც შეუხედავს. ისევ ისმოდა სიცილი, ათას თემაზე ხმამაღლა საუბარი. შემდეგ კესოც გამოჩნდა თავისი ვარდისფერი ჩანთით.
-ტიტეე! - გახარებული გაექანა ყიფიანისკე და ტიტემაც სწრაფად აიტაცა ჰაერში.
-ჩემი პრინცესა… რა ლამაზი ხარ. - ლოყები დაუკოცნა ბავშვს, შემდეგ მიწაზე დაბრუნებულს ჩანთა გამოართვა, მეორე ხელი კესოს ჩაკიდა და მანქანისკენ წავიდა.
-გიგი სად არის?
-არ სცალია პატარა, მაგრამ მე ვარ აქ და წავიდეთ ნაყინები ვჭამოთ. - მანქანის კარი გაუღო, დაჯდომაში მიეხმარა, შემდეგ კი საჭესთან დაიკავა თავისი ადგილი.
-აუუ როგორ მიყვარხარ… მარწყვის მინდა ხო?
-რომელიც გინდა, თუ გინდა ყველანაირი ჭამე.
-არა მარწყვი მინდა. - თავი გააქნია გახარებულმა, სავარძელზე დამაგრებულ თავის მისადებს ხელები მოხვია და სახე ტოტეს თავთან ახლოს მოსწია.
-რა ხდება სკოლაში? ხომ არავინ გაბრაზებს? - მარჯვენა ხელით მიეფერა ლოყაზე მომღიმარ ბავშვს.
-არა.
-თუ ვინმე გაგაბრაზებს მითხარი, ყურებს დავაჭრი ეგრევე.
-თუ ვინმე რამეს მეტყვის რატის ვეტყვი.
-რატი ვინ არის?
-ჩემი შეყვარებული.
-რაოო? - გაუცებულმა გახედა სარკიდან ბავშვს, თან სიცილს ძლივს იკავებდა.
-ხო, მე ხო რატიანი ვარ, ხოდა რატი რო რატია, ჩემია.
-მოდი რატიკოზე არ ვუთხრათ გიგის კარგი?
-რატომ?
-გეჩხუბება.
-კარგი. - მხრები ისე აიჩეჩა თითქოს მნიშნველობა არ ჰქონდა გაიგებდა თუ არა გიგი.
გიგის დედა, ლიზა, კესარიას მშობიარობას გადაჰყვა, ხანში შესულმა არაფრის დიდებით არ მოიშორა ერთადერთი ბიჭის შემდეგ ჩასახული ქალიშვილი და სიცოცხლე პატარა კესარიას შესწირა. უფროსი რატიანი მას შემდეგ შეიცვალა, დიდი ხანი ვერ ეკარებოდა ბავშვს, ამიტომ გიგი იყო კესარიასთვის მამაც, დედაც და ძმაც. უფროსი რატიანი საერთოდ საზღვარ გარეთ წავიდა და შვილებს მხოლოდ ინტერნეტის დახმარებით ესაუბრებოდა.

მალე მივიდნენ სანაყინეში, ნაყინებიც შეუკვეთეს და იქვე მაგიდასთან დასხდნენ. კესოს საუბარს უსმენდა, თან იცინოდა, შემდეგ კი ნაცნობი ხმა მოესმა, ინსტიქტურად გაიხედა კარისკენ და დაინახა კიდეც თეთრი ქალი. თეთრ გრძელ წამწამებში ძლივს უჩანდა სიცილისგან მოჭუტული ცისფერი თვალები, ჟღალს რაღაცაზე ესაუბრებოდა, შემდეგ უკან მიყოლილ ბიჭს შეუტრიალდა და ლოყაზე აკოცა. აღარ ესმოდა კესოს საუბარი, ვეღარაფერს ხედავდა კეკეს გარდა და მის ღიმილზე შესამჩნევად შტერდებოდა.
-ნუ უყურებ ეგრე! - ხელი აუფრიალა ცხვირწინ წარბშეკრულმა კესარიამ და ყიფიანიც წამსვე მოეგო გონს.
-რატომ?
-არ უყვარს რომ აშტერდებიან, განსხვავებულია და ბევრს არ უყვარს ჩემს კლასში.
-შენ საიდან იცნობ?
-სპორტის გაკვეთილზე წავიქეცი, ფეხი ვიტკინე და ეკატერინემ მიმიყვანა ექიმის კაბინეტში. - ყურადღებით უსმენდა პატარა რატიანს, მაგრამ თვალი მაინც ჯაჭვლიანისკენ გაურბოდა. - ლამაზია ხო?
-ძალიან. - თვალი არ მოუშორებია კეკესთვის ისე თქვა, ბავშვის ჩუმმა კისკისმა კი აიძულა მისთვის შეეხედა. - გაჩუმდი და ჭამე. - წარბშეკრულმა გაუსწორა თვალი პატარა ქალბატონს.
-კარგი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-ის ბიჭი ვინ არის?
-კეკეს კლასელი და მეგობარი. - მარწყვის ნაყინით მოსვრილი ტუჩები გაილოკა, თან ფეხებს იქნევდა მაგიდის ქვეშ. - გინდა გაგაცნო?
-არა.
-მართლა არ იცი ვინ არის? - დაეჭვებულმა შეათვალიერა ყიფიანი, რომელიც ისევ ეკატერინეს უყურებდა.
-არა და წამოხტი, გეყოფა ჭამა. - უცებ წამოდგა ფეხზე, კესარიას ჯინსის ქურთუკი მხარზე გადაიკიდა, ხელი ჩაკიდა ბავშვს და გასასვლელისკენ დაიძრა.
-კეკე! - ხელი დაუქნია გასვლისას კესარიამ და ჯაჭვლიანმაც წამსვე გამოხედა.
-გამარჯობა პატარა! - ღიმილით მიესალმა, წამით შეხედა ყიფიანს და თვალი მის მწვანეებზე გაუშეშდა. ტუჩის კუთხე ჩატეხა ტიტემ, თვალი მოაშორა გოგოს ინტერესით სავსე ცისფერებს, შემდეგ კი კესარიასთან ერთად შენობიდან გავიდა. შუშის ფანჯრიდან გრძნობდა გოგოს მზერას იქამდე სანამ მანქანაში არ მოთავსდა. კმაყოფილების ღიმილი არ შორდებოდა სახიდან და წამით გარემოც კი სულ სხვანაირი მოეჩვენა.

-ეს ის მელოტი არაა? - სესილიას ხმამ მოიყვანა აზრზე ჯერ ისევ გაქვავებული ჯაჭვლიანი.
-ჰო, მგონი ეგ არის. - ჩაახველა და გვერდზე მჯომ ირაკლის გადახედა.
-ეგ მელოტი ტიტე ყიფიანია. - სიცილით ჩახარა თავი ბიჭმა.
-შენ რა იცი? - დაეჭვებულმა შეხედა სესამ.
-ჩემი მაშოს ძმაა. - ქვევიდან ახედა გაოცებულ გოგოებს.
-არა მაშო ლამაზია, მაგრამ თავის ძმა თუ აჯობებდა რას ვიფიქრებდი. - ხელის გულებში ჩარგო სახე, იკას შეკრულ წარბებზე კი გულიანად გადაიხარხარა. - ისე ეგენი ბევრნი არიან ხო?
-შვიდნი. - ქვედა ტუჩზე იკბინა ერისთავმა.
-რაა? - გაოცებისგან თვალები ჭყიტა სესილიამ. - რა ამბავია.
-რა გინდა, ბევრი დედმამიშვილი კარგია. - მხრები აიჩეჩა ჯაჭვლიანმა, გონებაში კი ისევ მწვანე თვალები ამოუტივტივდა. ტიტე ყიფიანის ირონიული ჩაღიმებაც დაუდგა თვალწინ და მიუხედავად იმისა რომ მისმა საშუალო ზომის მომღიმარმა ტუჩებმა კვალი დატოვეს ეკატერინეს გონებაში, მაინც ნერვებზე გაჰკრა მისმა მსგავსმა ქცევამ. შეუწყვეტლივ საუბრობდნენ ყიფიანების ოჯახზე, კეკე კი ფიქრებით სხვაგან დაფრინავდა. გრძნობდა როგორ უღებდა ვიღაც სურათს, მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც ცდილობდა არ შეემჩნია.
-წავიდეთ? - უცებ გააწყვეტინა საუბარი ერთმანეთში მოსაუბრე წყვილს და ფეხზე წამოდგა.
-რა გეტაკა. - ბურტყუნით ჩაილაპარაკა წიკლაურმა, თან ისიც დაქალს გაჰყვა.
-სახლში უნდა მივიდე, მერე სააგენტოში წავიდე და მანჩოს ახალი ამბავი ვახარო.
-კარგად დაფიქრდი.
-თუ მომინდება ისევ მიმიღებს. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, შუშის კარი გამოაღო და გარეთ გავიდა.
***
ბოლო ზარზე თეთრ პერანჯებში გამოწყობილი ბავშვებით გადატენილიყო ეზო, სამი კლასი ამთავრებდა და შესაბამისად ბავშვებიც უფრო მეტნი ირეოდნენ ერთმანეთში. მართლაც მხოლოდ სესილია იყო წითელი თმით თეთრ პერანგში გამოწყობილი. უფრო შესამჩნევი ამდენ ბავშვებში.
მის გვერდზე ჯაჭვლიანი იდგა, სიხარულს ასხივებდა და როგორც ყოველთვის ახლაც უამრავი ხალხი ეხვია გარს. ყველა აწერდა, ყველა ულოცავდა და სურათებს იღებდნენ ეკატერინე ჯაჭვლიანთან.
მოშორებით მდგომი ყიფიანი კი გაღიმებული შესცქეროდა ამ ყველაფერს. ძმაკაცის გვერდზე იდგა და პატარა ქალბატონის გამოსვლას ელოდებოდა.
-ბიჭო. - ხელის ზურგი მიარტყა მკლავზე ყიფიანს, თან თვალს არ აშორებდა ჟღალს, რომელიც ყველას ესაუბრებოდა, უღიმოდა, პარალელურად თეთრ გოგოს გადახედავდა, რაღაცას ჩასჩურჩულებდა და ისევ სხვებთან აბავდა დიალოგს. - ის წითური რა მოძრავია, რაც მოვედი ვუყურებ და არ გაჩერებულა, დამღალა ტო. - ტიტეს გასაგონად ჩაილაპარაკა, ყიფიანს კი მაშინვე ჩაეცინა და წარბშეკრულ გიგის ქვევიდან ახედა. - რა?
-დაგევასა?
-წავა რა. - მხრები აიჩეჩა, ტიტემ კი ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად. - გაგიტეხავ თავს!
-აბა რას მენაზები შე ჩემა… აი ნახე აქეთ მოდის. - ისევ იქით იყურებოდა, გიგი კი ყიფიანს მიშტერებოდა.
-მართლა? - დაბნეულმა სწრაფად იცვალა პოზა.
-ჰო, ცოტა მხრებში გაიმართე. - ჩუმად თქვა, გიგიც რომ დაემორჩილა ჯერ ჩაიცინა, მერე კი ბოლო ხმაზე ახარხარდა.
-წადი შენი. - მხარზე მიარტყა მუშტი. ნერვებს უშლიდა ბოლო დროს, სულ კარგ ხასიათზე იყო, სულ რაღაცას მაიმუნობდა პატარა ბიჭივით, მიზეზს კი ჯერ ვერ იგებდა. - ის მაშო არ არის? - შავ თმიან ბიჭზე მიკრულ გოგოზე ანიშნა და ყიფიანსაც წამსვე მოშორდა ღიმილი სახიდან. - მოიცადე სად მიდიხარ. - მკლავში წაავლო ხელი წინ წასულ ძმაკას და უკან დააბრუნა. - დაურეკე და უთხარი გამოვიდეს აქეთ.
-შეყვარებული ჰყავს გოგოს და მალავს? - ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და წამსვე გადაურეკა დას.
-კაი შე ჩემა, შეიძლება მეგობარია.
-გაჩუმდი რა, ეგეთი მეგობრობა არ ვიცი მე და ნუ ამართლებ ყოველთვის… მარჯვნივ გამოიხედე… მოდი აქ აბა. - ტელეფონი გაუთიშა, თან დამფრთხალი დის სახეს აკვირდებოდა ნელა რომ მიიწევდა მისკენ, თვალს კი უკან მდგომი ბიჭისკენ აპარებდა.
-ბიჭებოო, აქ რა გინდათ? - გიგის მოეხვია, შემდეგ ტიტეც გადაკოცნა დაძაბულმა.
-კესოს ველოდებით.
-რა ხვევნა კოცნა გამიმართე აქ? - წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა დის გასაგონად, მაშო კი უარესად დააბნია.
-ტიტეე…
-სახლში ვილაპარაკებთ, მანამდე კიდე წესიერად მოიქეცი და ნუ ეკრობი ვიღაც ტიპს მთელი სკოლის წინაშე, გაიგე?
-თავი დამანებე რა. - თვალებ ამღვრეულმა ძლივს თქვა სამი სიტყვა, თან თავი ჩახარა.
-გამარჯობათ! - მომღიმარი ამოუდგა გვერდზე მაშოს, მკლავი მოხვია კისერზე გოგოს და ტიტეს ხელი გაუწოდა. ჯერ წარბები ასწია ყოფიანმა, თავის დაზე შემოხვეულ მკლავს დახედა, ძარღვები შესამჩნევად დაეჭიმა და ფრთხილად მოაშორებინა ხელი მაშოს მხრებიდან. - კარგი… - ხელები ასწია მაღლა ირაკლიმ, საერთოდ არ ეტყობოდა ნერვიულობა, ტიტეს კი ნერვები უარესად ეშლებოდა. - გავიდეთ?
-არ გინდათ რა...
-ჩვენ მერე ვილაპარაკებთ. - თითი დაუქნია დას, ბიჭს ხელი დაარტყა მხარზე, წინ გაიჭრა, თან სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან. დაინახა როგორ წამოიშალნენ რამდენიე ბიჭი და წამსვე ერისთავს გადახედა წარბაწეულმა. ხელით ანიშნა ბიჭებს იქ დარჩენილიყვნენ, მერე კი სკოლიდან მოშორებით მდგომ ყოფიანს მიუახლოვდა, მანქანაზე ნახევრად ჩამომჯდარი სიგარეტს რომ ეწეოდა და თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა. - ეწევი? - ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილს გაუწოდა კოლოფი.
-ჩემიც მაქვს, მაგრამ არ მინდა. - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. ის პატარა ბიჭი აღარ იყო მაშოსთან ერთად რომ იღიმოდა, სახე დაესერიოზულებინა და ზევიდან დაჰყურებდა ყიფიანს.
-მოკლედ გეტყვი, არ მინდა ჩემს დასთან იყო, პატარაა ჯერ, არც შენ ხარ დიდი და სერიოზული…
-მაშო მიყვარს. - საუბარი გააწყვეტინა ყიფიანს და მწვანე თვალებში ჩააშტერდა.
-შეიძლება ახლა გიყვარს, მაგრამ უნივერსიტეტში რომ წახვალ გადაგიყვარდება.
-ეგრე არ ხდება. - ჩაიცინა ერისთავმა, ტიტემ კი წარბები შეკრა.
-ჩემ დასთან ვერ იქნები, მე კიდე ვერ ავიტან მაშოს ცრემლების ყურებას როცა გაიგებს რომ თავის შეყვარებული ვიღაც გოგოსთან იყო.
-შეყვარებული არ არის, საერთოდ არ მითქვამს რომ მიყვარს…
-და მაგით იმშვიდებ თავს?
-კაროჩე… მაშო მიყვარს. გპირდები ჩემს გამო არ იტირებს… პირიქით, ჩემთან ყოველთვის მხიარულია. ერთადერთი რის გამოც შეიძლება იტიროს ჩემგან შორს ყოფნა იქნეა. არ დაუშალო ჩემთან ყოფნა, მეც არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც არ მოგეწონება.
-მე არც ეს ყველაფერი მომწონს. ჩემი დის გაყოფა მიწევს შენთვის და რისკზე მივდივარ, რის გამო?
-ისევ შენი დის ბედნიერების გამო. - ხელები გაშალა მომღიმარმა.
-ზედმეტად დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში. - თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა, მაგრამ ის ბობოქარი ტალღები ჩაწყნარებულიყო მასში და დამშვიდებული უსმენდა ბიჭს.
-შენ გეტყობა არავინ გყვარებია.
-ბოდიშით ბიჭებო… - მოულოდნელად გაჩნდა იქვე ჯაჭვლიანი და ტიტეც დააბნია. - გამარჯობა. - მომღიმარმა ჩახედა მწვანე თვალებში. - ჩემი ძმაკაცის გადასარჩენად მოვედი და იმედია არ გაბრაზდებით. - თავისი წკრიალა ხმით საუბრობდა და ტიტესაც საუბრის უნარს ართმევდა.
-შედი შიგნით. - შუბლზე აკოცა ირაკლიმ, მერე კი ყიფიანს დახედა, სუნთქვაშეკრული უყურებდა გოგოს და ირგვლივ ვეღარაფერს ამჩნევდა.
-არ გამაცნობ შენს მეგობარს? - თვალებ ანთებულმა შეხედა ერისთავს და ირაკლიც წამსვე ყველაფერს მიხვდა.
-ეკატერინე. - ხელი გაუწოდა ყიფიანს.
-სასიამოვნოა ქალბატონო. - მტევანზე ეამბორა, თან ქვევიდან ახედა დაბნეულ ჯაჭვლიანს.
-ჩემთვისაც... მმ… დამაწერ? - ჩვეულებრივი კალამი გაუწოდა გათამამებულმა, იკა კი გაოცებული შეჰყურებდა მეგობარს. მისი ასეთი სითამამე ჯერ არასდროს ენახა.
-რათქმაუნდა. - ფეხზე წამოდგა, სიგარეტის ღერი მარცხენა ხელის თითებში მოიქცია და კალამი თითებიდან ააცალა. მთლიანად შეუთვალიერა გადაჭრელებული პერანგი, ბოლოს ცარიელი ადგილი მკერდზე იპოვნა. - დამიჭირე. - ანთებული ღერი გაუწოდა ჯაჭვლიანს. მაშინვე გამოართვა სიგარეტი, თან მწვანეებში ჩახედა. ტიტემ თითებით დაიჭირა პერანგი, მოხრილი თითი ოდნავ შეახო კანზე და მისი სინაზის შეგრძნებისას სხეულში სასიამოვნოდ გასცრა. ცოტა ხანს თვალებ მოჭუტული ფიქრობდა რა დაეწერა, ბოლოს უბრალოდ “გილოცავ” დააწერა და იქვე პატარა ვარდი მიახატა.
-ლამაზია… - მომღიმარმა დახედა თავის მკერდს. არაფერი უთქვამს ტიტეს, მანქანის უკანა კარი გამოაღო, თეთრი ვარდების თაიგულს ერთი ამოაცალა და გაოცებულ ჯაჭვლიანს გაუწოდა.
-გილოცავ პატარა. - თვალი ჩაუკრა, ლოყაზე ოდნავ შეახო ტუჩები, სიგარეტი დაიბრუნა და კმაყოფილი ისევ მანქანას მიეყრდნო.
-მადლობა. - ლოყებ შეფარკლულმა დახედა ვარდს, გრძნობდა მთლიანი სახე უხურდა და ის ადგილი ეწვოდა სადაც ყოფიანი რამდენიმე წამის წინ შეეხო. - ნახვამდის. - ვარდს დასუნა, მერე კი ღია ცისფერები შეანათა კაცს.
-შეხვედრამდე. - თბილად გაუღიმა, თან თვალი გააყოლა სკოლისკენ დაძრულ გოგოს. ახლოდან უფრო ლამაზი იყო, გრძელი თეთრი წამწამები ჰქონდა და კამკამა ცისფერი თვალები, რომელბმაც მაშინვე დაატყვევეს ყიფიანი.
-ეს რა იყო?
-შენ ისევ აქ ხარ? - მობეზრებულმა აატრიალა თვალები. - დავაი მიდი… არ დაგავიწყდეს რომ მაშო ჯერ ჩვიდმეტი წლისაა და მეთერთმეტე კლასს ახლა ამთავრებს… ანუ შეგიძლია ჩემს დასთან იყო, შენი დაპირების გათვალისწინებით… და კიდევ ასეთ ხალხმრავლობაში კოცნებს, ჩახუტებებს და მსგავს რამეებს მოეშვით. დაგინახავთ ისე როგორც წეღან და მერე სხვანაირად ვილაპარაკებთ.
-მადლობა. - ხელი ჩამოართვა ტიტეს, შემდეგ კი წასასვლელად შებრუნდა, მაგრამ წამით შეყოვნებულმა ყიფიანს შეხედა. - ფრთხილად იყავი, კეკეს შენზე გიჟი ძმები ჰყავს.
-წადი, თორემ ჩემი კარგ ხასიათზე ყოფნა ვეღარ გიშველის. - წარბი ასწია ყოფიანმა, იკამ კი გზა გააგრძელა. დაინახა როგორ მივიდა ანერვიულებულ მაშოსთან, ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა. - ამის დედაც. - თმები აიჩეჩა, საერთოდ არ სიამოვნებდა შექმნილი სიტუაცია, მაგრამ არც პატარა დის განაწყენება სურდა.
-რა ამბავში ხარ? - გაკვირვებული მიუახლოვდა კესოსთან ერთად გიგი, ბავშვს კარი გაუღო თან ყიფიანს აკვირდებოდა, ისევ თეთრ თმიანი გოგოსთვის რომ მიეპყრო მზერა.
-საყვარელია. - მხრები აიჩეჩა, მძღოლის გვერდზე ადგილი დაიკავა და უკან მიტრიალდა. - როგორ ხარ ქალბატონო?
-კარგად. ეს ვარდები ვისთვისაა?
-შენთვის.
-მართლაა? - გახარებულმა წამოიძახა, თან თაიგულს ხელი მოხვია.
-ჰო. - სიცილით მიტრიალდა, თავი სავარძლის საზურგეს მიადო თვალებ დახუჭულმა. წამსვე კეკეს კამკამა თვალები დაუდგა თვალწინ და გაუაზრებლად ტუჩზე იკბინა.
***
ყიფიანების სახლში მთელი ოჯახი შეკრებილიყო და ერთად აღნიშნავდნე ქალბატონი მერის ორმოცდამეთექვსმეტე დაბადების დღეს.
სუფრის თავში როგორც ყოველთვის ახლაც უფროსი ყიფიანი, ბატონი ნიკოლოზი იჯდა, მაგიდის მეორე ბოლოს კი მერი ამშვენებდა. შვიდივე შვილი ჩამწკრივებულიყო მაგიდასთა, ზოგი ცოლებით, ზოგი ქმრებით. მამის გვერდზე მაშო იჯდა, რომელსაც ტელეფონში ჩაერგო თავი და გაუჩერებლად მესიჯობდა, მის შემდეგ ტიტე იყო, მას კი დანარჩენები მიჰყვებოდნენ.
-აქ ვართ მარიამ. - წარბაწეულმა შეხედა ნაბოლარა ქალიშვილს, გაეღიმა მის დაბნეულ სახეზე და წარბ შეკრულ ტიტეს შეხედა.
-აუ ვმესიჯობ მა…
-არსად გაგექცევიან შენი დაქალები, ასე ერთად კიდე ხშირად ვერ ვსხდებით.
-კარგი. - საბოლოო შეტყობინებაც გააგზავნა, შემდეგ ტელეფონი მაგიდაზე დადო და და-ძმები მოათვალიერა.
-რა გჭირთ თქვენ? - დაეჭვებულმა შეათვალიერა შვილები. მაშო თვალს არიდებდა ტიტეს, ისიც არ იწუხებდა საუბრით თავს.
-არაფერი. - ძმისკენ გააპარა თვალი, ისევ არ უყურებდა ტიტე, შემდეგ მის მზერას გააყოლა მწვანეები, ხელში კი სიძე შერჩა. გაგა მეექვსე შვილის, ლილეს ქმარი იყო, რომელიც გულზე არ ეხატებოდა ტიტე ყიფიანს. პირიქით, დასანახად ვერ იტანდა და იმ სუფრაზეც მხოლოდ დედამისის გამო იჯდა.
გაგა ცეცხლაძემ კაიფში მყოფმა რატიანს პირდაპირ მუცელში გაუყარა დანა. ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მაინც ვერ მოინელა ყიფიანმა.
სულ გაგიჟდა გასულ ზაფხულს ლილემ რომ გააცნო და თავი ძლივს შეიკავა დის წინ არ ეცემა. ყურებამდე შეყვარებული ლილე არჩევნის წინაშეც კი დააყენა, მაგრამ გაგაზე არაფრის დიდებით არ თქვა უარი. ქორწილში არ მისულა ტოტე, ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და დასამტკიცებლად საავადმყოფოშიც კი დაწვა.
არავინ იცოდა რეალური მიზეზი თვითონ ლილეს და მაშოს გარდა.
გათხოვების შემდეგ ყოველთვის შორიდან უყურებდა ტიტეს, მასთან მისვლას ვერ ბედავდა ბოლო საუბრის შემდეგ. იშვიათად თუ გამოელაპარაკებოდა, ისიც მხოლოდ მშობლების დასანახად, მაგრამ ნიკოლოზი მაინც ყველაფერს ხვდებოდა.
დის წვრილი თითები იგრძნო მტევანზე, წამსვე ხელს დახედა. ჩაეღიმა მაშოს ქცევაზე და თითები სათითაოდ დაუკოცნა.
-შენ ხომ არ გამოიშტერებ თავს მარიამ? - დისკენ გადაიხარა და ტუჩები ლოყაზე მიაწება.
-იკა ხომ მოგეწონა? - ჩუმად ჩაილაპარაკა ლოყებ შეფარკლულმა და მომღიმარმა ჩახედა მის მსგავს მწვანეებში.
-მე არასდროს არავინ მომეწონება შენთვის პატარავ. - ლოყაზე მიეფერა, ცხვირის წვერზე აკოცა, თან თმებზე გადაუსვა ხელი. - ჩვენ არაფერი ტო, რა უნდა გვჭირდეს… ჩვენ რომ ვართ ნეტა ეგრე იყოს ყველა, არა მაშო?
-ჰო. - ქვევიდან ახედა ძმას და ნიკოლოზსაც კმაყოფილს გაეღიმა.
-არ ვიცეკვოთ? - ფეხზე წამოხტა სანდრო, იქვე მჯდომი ცამეტი წლის ძმის შვილი ჰაერში ააფრიალა და სასტუმრო ოთახის ცენტრში დააყენა. - რა ჩავრთოთ მითხარი ძი, ნებისმიერ რამეზე თანახმა ვარ. - ტელეფონი დააკავშირა დინამიკთან და მუსიკის მოძებნა სოფის მიანდო. სოფი პირველი შვილიშვილი იყო, ყველაზე უფროსის, დემეტრეს ქალიშვილი, რომელზეც ყველას მზე და მთვარე ამოსდიოდა.
თვითონ სანდრო მეოთხე შვილი გახლდათ, ოჯახში ყველაზე მხიარული და პოზიტიური არსება, რომელსაც წლების მატება მის ხასიათს ვერაფერს აკლებდა. მალე მთლიან სახლში ისმოდა სიმღერა, ექვსივე ბავშვი ააცეკვა, მერე კი მაშოც გაიყვანა ‘სცენაზე’. ყველა მომღიმარი უყურებდა სანახაობას, ყველაზე სახალისო კი ის იყო როცა 35 წლის ცოტნე ფეხზე წამოდგა 1 წლის დის შვილთან ერთად, ისიც ბავშვებს შეერია და პატარა ლილიანის მსგავსად მაჯის ტრიალი დაიწყო. რამდენიმე კბილი უჩანდა პირ დაღებულს, კისკისებდა და ყველას აცინებდა. მერე წარბშეკრული ლიზა მოეხვია მამამისს ფეხზე და ეჭვიანი მზერით ახედა ქვევიდან.
-რაო მა? ეჭვიანობ? - შვილიც აიტაცა ხელში და ლოყაზე აკოცა. ლიზამ უბრალოდ მამის ყელში ჩარგო სახე და მამიდაშვის დაბღვერილმა გახედა.
-სურათი გადავიღოთ. - ფეხზე წამოჭრილმა მერიმ ქმარიც წამოაყენა და დივანზე მასთან ერთად მოთავსდა.
-მე გადავიღებ, თან შენთვის საჩუქარი მაქვს და ეს ფოტოები გამომადგება. - ხელში მომარჯვებული ტელეფონით წამოდგა ფეხზე უფროსი რძალი და დედამთილ-მამამთილს ლაღი ღიმილით გაუღიმა. - დემე! მოხვალ თუ შენ ცალკე გადაგიღო?
-რა აგრესიული ხარ ამ ბოლო დროს ანა, რამე დავაშავე და არ მახსოვს? - მოწყვეტით აკოცა ცოლს, შემდეგ მამამისს მიუჯდა გვერდზე. ცოტნე მერის გვერდზე მოთავსდა და თავისზე ორი წლით უმცროსი და ცალ მუხლზე დაისვა. სანდრო და ტიტე მშობლების ფეხებთან ხალიჩაზე მოთავსდნენ, მაშო შუაში ჩაისვეს, ტიტემ კი დემეტრეს გვერდზე მჯდომ დას ახედა.
-მოდი შენ აქ, გარიყული ბავშვივით ზიხარ მანდ. - ხელი ჩაკიდა და თვალებ გაფართოვებული ლილე თაფის ფეხებს შორის დასვა. რამდენიმე სურათი გადაიღეს, შემდეგ ბავშვებიც შეესივნენ, ბიძებს, მამიდებს და დეიდებს, ბოლოს კი მხოლოდ შვილიშვილები დატოვეს.
-ხალხო! ყურადღებას ვითხოვ. - ფეხზე წამომდგარმა ყველას ყურადღება მიიქცია, გაჩუმებული საზოგადოება მოათვალიერა და საუბრის დაწყებამდე ჩაახველა. - კაროჩე დედის კალთას ვცილდები და ცოლი მომყავს! ვინც წინააღმდეგია ახლავე თქვას. - ცოტახანი გაუნძრევლად იდგა, ხმას არავინ იღებდა და ცოტა დაიძაბა კიდეც.
-გილოცავ ძმაო. - ბოლოს ტიტე წამოდგა, ხელები მაგრად მოხვია, თან ზურგზე მიარტყა რამდენჯერმე.
-მე ვარ წინააღმდეგი. - ხელი ასწია მაშომ და ყველას მზერა მასზე გადავიდა.
-რატომ ვითომ?
-არ მომეწონა ეგ შენი ნათია.
-ეე შენ არ თქვი მომეწონაო?
-იცნობ ქალბატონო შენ? - წარბები ასწია ნიკოლოზმა.
-ვიცნობ!
-მე რატომ არ ვიცი ვინაა ნათია? - განაწყენებულმა ჩაილაპარაკა ლილემ.
-შენ ჩემო ლამაზო გათხოვდი, აქეთ-იქით ვეღარ გატარებ და აი ეს შემრჩა ახლა, ხოდა ნერვებს თუ მომიშლის მოვაჭამ ლოყებს. - ლოყაზე აკოცა მაშოს, შემდეგ უკბინა და ისიც აწივლდა.
-მართლა ცოლი მოგყავს დედი?
-ხო.
-ამ ქალბატონს რატომ არ მოსწონს?
-მოსწონს, უბრალოდ ეჭვიანობს, არ უნდა რომ ცოლი მოვიყვანო და მიზეზებს იგონებს. - ლოყები გაუწელა დას, თან თავზე აკოცა.
-მომშორდი… აუ რაა… რა უაზრობაა ეს პატარაობა, ყველა დიდები ხართ და სულ თქვენთვის ერთობით. მე კიდე პატარა რომ ვარ არსად არ დაგყავართ. ჩემს კლასელებს დემეს ტოლი მამები ჰყავთ, ცოტა ადრე რომ დაქორწინებულიყავით ჩემი ძმის შვილი ჩემი ტოლი იქნებოდა.
-უი, მინუსებიც ქონია ნაბოლარობას. - ტუჩები დაბრიცა ცოტნემ, მაშომ კი იქვე დადებული ოხრახუში ესროლა სახეში. იმანაც მაშინვე დაიჭირა და პირში გაიქანა, თან თვალი ჩაუკრა დას.
-ეგრე არ არის? სულ სადღაც დადიხართ…
-რა გინდა პატარა? ჩემს ძმაკაცებში შენ ვერ გაერთობი თორემ წაგიყვანდი. ელენე იმათთან ერთად გაიზარდა და შენ როგორ წაგიყვანე ტო?
-არაფერი… ტიტე მინდა მარტო, თქვენ ბებრები ხართ.
-ეგრე რა, მაგაზე ვაბშე არც უნდა ინერვიულო ტო, არც მე და სანდრო დავყავდით არსად ამ სამს, მაგრამ კი არ ვწუწუნებდით. შენ შენს მეგობრებთან ერთად უნდა იგულაო, ამათთან რა გინდა, ვერ ხედავ დანევროზებულები არიან ამდენი ბავშვებით. - ლოყაზე აკოცა მაშოს, თან ელენეს ჩაუკრა თვალი.
-კეკე რომ გეყოლება მეც ხომ წამიყვან ხოლმე? - ჩუმად ჩაილაპარაკა და ტიტემაც თვალები ჭყიტა. - დაგინახეთ.
-შე პატარა მაიმუნო!
-რამე ხდება? - დაინტერესებულმა იკითხა ნიკოლოზმა.
-მეუბნება წავიდეთო. - ჩაიცინა, მერე სანდროს მიუბრუნდა. - რას ვშრებით, როდის მივდივართ ხელის სათხოვნელად, თუ ეგრევე მოგყვება?
-ბიჭო არ მინდა ეს ქორწილი და რაღაცები რა, ერთი წლის წინ გარდაეცვალა მამა, დედამისი უცხოეთშია და ხო აზრზე ხარ, ცოტა ისეთი პონტია.
-როგორი გოგოა?
-შესანიშნავი დედა… ვიხუმრე წეღან. უსაყვარლესია და სანდროც ძალიან უყვარს.
-ბიჭო, ისეთი რაღაცნაირია ვერ აღვიქვავ ტო. - სიცილით უთხრა გვერდზე მჯდომ ცოტნეს დემეტრემ.
-სანდროს ცოლთან ერთად? - ისიც აჰყვა უფროს ძმას, შემდეგ ორივე სანდროს მიაჩერდა სიცილით.
-ეე რას ატრაკებთ ბიჭო? ცოლი ბავშვების გასაკეთებლად და სახლის დასალაგებლად კი არ მინდა. პროსტა მიყვარს და მინდა სულ ჩემთან იყოს.
-კაი ვხუმრობთ ტო, რა გჭირს.
-ბედნიერებას გისურვებთ მაშინ, სხვა რაღა უნდა გითხრა, გადაგიწყვეტია უკვე.
-დიდი მადლობა. - თავი დაუქნია ნიკოს, მერე ჯიბიდან ამღერებული ტელეფონი ამოიღო და ნათიას ზარს უცებ უპასუხა, თან ოთახიდან გავიდა.
-ამათ რეაქცია აღარ აქვთ იმდენი დააქორწინეს უკვე. - სიცილით უთხრა გვერდზე მჯდომ ძმას მაშომ.
-შენზე ექნება ყველას ერთად, ამიტომ ჭკვიანად იყავი. - თვალი ჩაუკრა დემეტრემ და მაშომაც დაბნეულმა შეხედა.
-თავი არ დაიწვა პატარა, არ იცის, მაგრამ გაიგებს თუ არ დახურავ პირს. - შეუმჩნევლად ჩაილაპარაკა ტიტემ, მაშოც წამსვე მოეგო გონს.
-ჭკვიანად ვარ მე.
-ხოო? მერე ვილაპრაკოთ მაგაზე. - გაუღიმა დას, მის დამფრთხალ სახეს კი თვალი აარიდა.
-როგორია? არც კი ვიცნობ წესიერად და ვერაფერს ვუგებ. - ტიტესკენ გადახრილმა ჩუმად ჩაილაპარაკა, თან ძმისთვის არ მოუშორებია თვალი. სულ რაღაც სამი წლის იყო მაშო დემეტრემ ცოლი რომ მოიყვანა და სახლიდან გადავიდა, მალე ელენეც მიჰყვა, ცოტნეც და შერჩა მხოლოდ სანდრო, ტიტე და ლილე, რომლებთან წრთადაც გაიზარდა. უფროსი ძმებიც ძალიან უყვარდა, მაგრამ მათთან საერთო ენას ვერ პოულობდა, ხშირად ვერ ესაუბრებოდა, ვერ კონტაქტობდა, ამიტომ მთლიანად ტიტეთი და სანდროთი ივსებდა ყველანაირ დანაკლისს.
-უფროსია. - მხრები აიჩეჩა ტიტემ.
***
ახლა.

-აბა, მზად ხარ? - ეტლში მჯომდ ძმას უყურებდა დოინჯ შემორტყმული, ტიტე კი ეჭვის თვალით ათვალიერებდა უფროს ძმას, თან არაფრის დიდებით არ ხსნიდა წარბებს.
-რისთვის? - ცინიკურად ჩაიცინა და თავი გვერდზე გაატრიალა.
-ნუ იბღვირები შენი ჭირიმე. - ხელი აიქნია სანდრომ. - მადლობა თქვი მანდ რომ ზიხარ.
-შიგ ხომ არ გაქვს?
-მიწაში წოლას არ ჯობია?
-შენ წარმოიდგინე, არა!
-ატრ.აკებ და გიხარია. - ტიტეს უკან დადგა, ეტლის ზურგზე მოთავსებულ სახელურებს ჩაეჭიდა და ტიტე პალატიდან გაიყვანა. გარეთ გასულმა თავის მანქანასთან მიიყვანა, წინა კარები გამოაღო და სავარძელზე გაჭირვებით მოათავსა. დაკეცილი ეტლი საბარგულში ჩადო, შემდეგ კი თავისი ადგილი დაიკავა საჭესთან. - იცი რა მაგარი ეტლი დაგითრიე? ღილაკებზეა, თან რულის პონტი რაღაც აქვს და შეგიძლია შენ თვოთონ იარო.
-მადლობა გადაგიხადო?
-ასე უნდა იყო ახლა? - თვალები აატრიალა ძმის ხასიათით დაღლილმა.
-ასე როგორ?
-ამძ.ნერებული. ვინც შენზე ზრუნვას დაიწყებს უნდა ენაგლო და გული ატკინო?
-გულს გტკენ?
-ტიტე გცემ ჩენს ძმობას ვფიცავარ!
-იცი ძნელია იმის გაანალიზება რომ ხეიბარი ხარ, არაფრის გაკეთება არ შეგიძლია და უაზროდ ზიხარ. ძნელია იმის ყურება როცა შენი ოჯახის წევრები გიყურებენ და მათ თვალებში სიბრალურს ხედავ. უარესაც ვგრძნობ თავს. უფრო გამოუსადეგარად ვიდრე მე ვფიქრობ და ამას ვერ ვიტან გაიგე? ამიტომ მოკეტე და ატარე მანქანა. ვერ გაიგებ როგორ ვარ რადგან არაფირს დანაკლისს არ განიცდი.
-ნათია ორსულად არის. - სწრაფად შეცვალა თემა და ტიტემაც გაოცებულმა გახედა. სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, ერთი ტიტეს მიაწოდა, მეორეს კი თვითონ მოუკიდა.
-ღადაობ? მაგარია ტო. - მაშინვე შეეცვალა ხასიათი. თვალები გაუბრწყინდა და ანერვიულებულ სანდროს მიაჩერდა. - რა? რა განერვიულებს?
-არ ვიცი… შვილი ცოტა ისეთი თემაა… არ ვიცი ვარ თუარა მზად.
-32 წლის ხარ შე ჩემა, რაღა მომზადება გინდა ტო? - მხარზე დაარტყა ხელი. სანდრომ კი წარბაწეულმა გამოხედა. თვალი გაუსწორა ძმას და ტიტეც ყველაფერს მიხვდა. - სანი… რა ჯანდაბაა… შენი შვილია.
-თითქმის ყოველ დღე ვყრი ჩემს შვილებს. - ჩაიცინა, თან ისევ გზას შეხედა.
-რა უთხარი.
-არაფერი. არ იცის რომ ვიცი. შემთხვევით ვნახე ორსულობის ტესტი.
-ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. პირიქით უნდა გიხაროდეს, მამა ხდები ტო… აბა მე ვაბშე ვერ გავაკეთებ ბავშვს, შენ კიდე იმის მაგივრად რომ გიხაროდეს სახე ჩამოგტირის.
-ნუ ბოდავ. იმკურნალებ, ივარჯიშებ და დადგები ისევ ფეხზე.
-შენ მაინც ნუ საუბრობ ეგრე ძმურად. შენც იქ იყავი და გაიგე რა თქვა ექიმმა.
-გაჩუმდი! - ხელი აიქნია წარბშეკრულმა. მართალი იყო ტიტე. იცოდა სულ რამდენიმე პროცენტი არსებობდა მგრძნობელობის დაბრუნების, მაგრამ ეს ერთეული პროცენტობა დიდ იმედებს ვერ აძლევდა ვერც ერთ მათგანს. - მიხარია, როგორ არ მიხარი… ჩემი შვილია ტო, პროსტა ვერ ვიაზრებ და...
-ნათია ხომ გიყვარს?
-მიყვარს.
-დარწმუნებული ხარ?
-კი. - უყოყმანოდ გასცა პასუხი. რათქმაუნდა დარწმუნებული იყო თავის გრძნობებში. მხოლოდ კი არ უყვარდა, გიჟდებოდა თავის ცოლზე, მის გარდა ვერავის ხედავდა და არც არავინ სურდა. უბრალოდ ბავშვზე არასდროს უფიქრია, არასდროს ულაპრაკია ამაზე ნათიასთან და ახლა ისიც რომ არაფერს ამბობდა სულ იბნეოდა. - დღეს დაველაპარაკები.
-არ გადადო და არაფერი უთხრა ისეთი რაც გულს ატკენს… სად მიგყავარ?
-სახლში.
-მოაბრუნე მანქანა!
-არა. ყველა გელოდება. მერიმ ნამცხვრები გამოგიცხო, შენი საყვარელი საჭმელები გაგიკეთა და ახლა რომ არ მიხვიდე ეწყინება… ჩათვალე შენი დაბადების დღეა. - სახლის წინ გააჩერა მანქანა, საბარგულიდან ამოღებულ ეტლში ჩასვა და სახლისკენ დაიძრა. როგორც კი სახლში შევიდა მაშინვე დაინახა კედელზე მიკრული “welcome back”. და-ძმებს მოავლო თვალი, ქუდები რომ დაემაგრებინათ და წვრილ საშტვენ მილში ჰაერს უბერავდნენ. მილზე მიმაგრებული ჭრაჭუნა პარკიც იშლებოდა და მისალოც ხმებს გამოსცემდა. ყველას თვალებს დააკვირდა. ვერ შეამჩნია სიბრალურთან მიახლოვებული გრძნობა და სხეულიც მოუდუნდა. მხოდოლ მერის შეატყო ტკივილი, რომელიც შვილის ამ მდგომარებით გამოწვეულიყო და დამალვის მიუხედავად მაინც ემჩნეოდა.
-შენთვის საჩუქარი გვაქვს! იმედია შენმა ძმამ არ გითხრა თორემ მოვკლავ. - სახეზე მოკიდა ხელები მაშომ და ლოყები დაუკოცნა.
-არაფერი უთქვამს. - მხრები აიჩეჩა და მომღიმარი გაჰყვა დას უკან.
-ესეც შეენ! - ხელები გაიშვირა ბანტებით მორთული ეტლისკენ, რომელზეც ბავშვები ამხტარიყვნენ და ღილაკებს გაუჩერებლად აწვებოდნენ.
-ბოლო მოდელია. - მხარზე დაარტყა ხელი სანდრომ და ტიტემაც სიცილი ვერ შეიკავა.
-რა ლამაზი საჩუქარია. - თავი გააქნია, შემდეგ ეტლს მიუახლოვდა. - დამითმობ ადგილს ძი? - პატარა ნიკოლოზს ლოყაზე მიეფერა და ისიც უცებ ჩამოხტა ძირს. სანდროს და ცოტნეს დახმარებით ახალ ეტლშიც გადაჯდა, თან თავისი სხეული შეათვალიერა. უფრო მაღალი იყო, უფრო კომფორტულიც და მოსახერხებელიც. - კარგია.
-გიხდება. - თმებში შეუცურა ელენემ თითები და საფეთქელზე აკოცა.
-ჰმ… რა კომპლიმენტებით ხარ.
-წავედით აბა. - ტიტეს ფეხებზე მოთავსდა და ძმას ანიშნა თავისით გაეტარებინა.
-კიდევ კარგი ვერ ვგრძნობ, თორემ მეტკინებოდა. - ცხვირი შეჭმუხნა. მაშომ რომ აკოცა გაეცინა და გაშლილი მაგიდისკენ დაიძრა. - ადექი. - დის ხელში ბავშვის დანახვამ სახე გაუბრწყინა. სწრაფად ააგდო მაშო და ლილეს მიუახლოვდა. - პატარა… შენ…
-ეს ნუცაა ძია. - ცრემლები წამოუვიდა ლილეს და ძმისკენ დაიხარა.
-კი მაგრამ… ჯერ ხომ ადრე იყო…
-შენ რომ ავარიაში მოყევი ვინერვიულე და ნაადრევად დამეწყო მშობიარობა.
-ჯანდაბა… რა პატარაა. - ხელის გულებში მოიქცია ბავშვის პატარა სხეული და თვალებ ამღვრეულმა დახედა უმცროსი დის პირველ შვილს. - გამარჯობა პატარა. - საჩვენებელი თითით ნაზად მიეფერა ლოყაზე, ისიც თვალებს ნახევრად ახელდა და ტუჩებს სასაცილოდ ამოძრავებდა. - რა ძლიერი გოგო ხარ… - თითზე დადებულ მტევანს დახედა და თითები დაუკოცნა. - აპატიე ბიძაშენს კარგი? - თავზე ფრთილად აკოცა, შემდეგ ლილეს ახედა. ხელი ჩაკიდა და მტევანზე აკოცა. - მაპატიე.
-არაუშავს… უფრო მალე ვნახე ჩემი გოგო… მთავარია ჯამრთელია. - თითები მოუჭირა ტიტეს. ჩემდეგ ბავში გამოართვა. - უნდა წავიდეთ. ბევრნი ვართ და ჯერ არ შეიძლება ასეთ გარემოში ყოფნა… ცოტა რომ გავიზრდებით მერე ხშირად გნახავთ. - ლოყაზე აკოცა ძმას, შემდეგ გასასვლელისკენ დაიძრა ქმართან ერთად. - ნახვამდის. - ბავშვი მკერდზე მიიხუტა, თბილი პლედი ისე მოახვია მთლიანად დაფარა, შემდეგ კი სახლიც დატოვა.
შეძლებისდაგვარად ართობდნენ ტიტეს. უამრავ თემაზე ესაუბრებოდნენ, მის გაცინებასაც ახერხებდნენ, მაგრამ იმ ტკივილს მაინც ვერ უყუჩებდნენ რომელიც ყველა უჯრედში გავრცელებულიყო და მთლიანი ორგანიზმი მოეცვა.
იქვე პირველ სართულზე უფროსი ძმის საძინებელში დააწვინეს, მაშოც გვერდზე მიუწვა და მთელი ღამე ძმაზე მიხუტებულმა გაატარა. ერთ ადგილზე გაშეშებული იწვა და განძრევასაც ვერ ახერხებდა. უნდოდა გვერდი ეცვალა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ცრემლი აწვებოდა თვალებში, ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორებას ამაოდ ცდილობდა. ახრჩობდა, ვერ სუნთქავდა და სუნთქვაშეკრული ცრემლების შეკავებას ცდილობდა. თვალები ეწვოდა, მწვანეების გარშემო თეთრი ადგილები სულ მთლად გასწითლებოდა და ერთადერთი რაც სურდა ეკატერინეს გვერდზე ყოფნა იყო. ისე ენატრებოდა მისი ალერსი სურვილისგან აკანკალებდა. უნდოდა ისევ ეგრძნო ქალის გამაგიჟებელი სურნელი, ისევ დაეგემოვნებინა მისი გემრიელი ტუჩები და ისევ შეეგრძნო მისი უნაკლო სხეული, მაგრამ აღარაფრის გაკეთება არ შეეძლო.
ენატრებოდა მისი ბავშვურობა, ჩხუბის შემდეგ ნეკა თითს რომ გამოუწევდა და შერიგებას სთხოვდა.
არ გავდნენ ჩვეულებრივ წყვილს და ყველაზე მეტად ეს მოსწონდა. ის განსხვავებულობა და ყველა ის გრძნობა მოსწონდა რაც ეკატერინესთან ყოფნის დროს ატყდებოდა თავს.
მოსწონდა ისიც რომ ვნებით გაგიჟებულს კი არა, სიყვარულით გაგიჟებულ ქალს ხედავდა და თვითონაც გიჟდებოდა.
გონებიდან არ ამოსდიოდა მისი ცისფერი კამკამა თვალები, ცრემლით გაჟღენთილი მთლად რომ გაღიავებულიყო. სველი თეთი წამწამები და ვარდისფერი სველი ტუჩები, რომლებიც ცრემლისგან დასველებულიყო და ეს სისველეც უფრო მიმზიდველს და სასურველს ხდიდა.



№1 სტუმარი არსებობს

დღეს ვფიქრობდი ზუსტად ახალ ისტორიას როდის დაიწყებს თქოო... რაღაცა არსებობს

 


№2  offline მოდერი painter1

არსებობს
დღეს ვფიქრობდი ზუსტად ახალ ისტორიას როდის დაიწყებს თქოო... რაღაცა არსებობს

აშკარად არსებობს :დ

 


№3 სტუმარი ank

აუ როგორ მომენატრე და როგორ გამიხარდი <3 <3 <3 ძალიან მაგარი ისტორია იწყება.. პირველმა თავმა გამაგიჟა და შემდეგები რა იქნებაა <3 <3 გელოდები ძალიან მალე ახალი თავით!! უკვე ძალაინ მომწონს <3

 


№4  offline წევრი Takk.22

როგორც იქნა ტყუილად აღარ შემოვბოდიალდები საიტზე,ძალიან კარგია როგორც ყოველთვის

 


№5  offline მოდერი painter1

ank
აუ როგორ მომენატრე და როგორ გამიხარდი <3 <3 <3 ძალიან მაგარი ისტორია იწყება.. პირველმა თავმა გამაგიჟა და შემდეგები რა იქნებაა <3 <3 გელოდები ძალიან მალე ახალი თავით!! უკვე ძალაინ მომწონს <3

მიხარიაა რომ გაგაგიჟა :დ მადლობა ❤️

Takk.22
როგორც იქნა ტყუილად აღარ შემოვბოდიალდები საიტზე,ძალიან კარგია როგორც ყოველთვის

დაგახვედრებ ხოლმე ახალ თავებს ^^ მიხარია ისევ აქ რომ ხარ. ❤️

 


№6  offline წევრი დარინა

აუ ძალიან მიხარია რომ დაბრუნდიიი გელოდებოდიიი, ხომ იცი სულ გელოდებიი, ისტორია უკვე ძალიან მომწონს და შემდეგი თავის მოლოდინში ვარ, დამპირდი რომ მთავარი პერსონაჟს შემაყვარებდი, მაგრამ რატომღაც ისევ მეორე მომეწონა გიგა და ჟღალიი, რატომღაც მეტი მოლოდინი მაქვს ამ წყვილისგან, ვნახოთ შემდეგ თავებდი როგორ მომაწონებ ტიტეს, მაგრამ უკვე ავიცრუე გული, საყვარელ ქალს რომ ტკენს გულს ვითომდა მისი კეთილდღეობისთვის ეს არ მესმის იმას როგორ ვერ უნდა ხვდებოდეს რომ მის გარეშე უფრო ცუდად იქნება, მართლა დიდი მოლოდინი მაქვს უკვე ამ ისტორიისგან.

 


№7  offline მოდერი painter1

დარინა
აუ ძალიან მიხარია რომ დაბრუნდიიი გელოდებოდიიი, ხომ იცი სულ გელოდებიი, ისტორია უკვე ძალიან მომწონს და შემდეგი თავის მოლოდინში ვარ, დამპირდი რომ მთავარი პერსონაჟს შემაყვარებდი, მაგრამ რატომღაც ისევ მეორე მომეწონა გიგა და ჟღალიი, რატომღაც მეტი მოლოდინი მაქვს ამ წყვილისგან, ვნახოთ შემდეგ თავებდი როგორ მომაწონებ ტიტეს, მაგრამ უკვე ავიცრუე გული, საყვარელ ქალს რომ ტკენს გულს ვითომდა მისი კეთილდღეობისთვის ეს არ მესმის იმას როგორ ვერ უნდა ხვდებოდეს რომ მის გარეშე უფრო ცუდად იქნება, მართლა დიდი მოლოდინი მაქვს უკვე ამ ისტორიისგან.

მეღადავები ხო :| :დ არ ვიცი მე გიგი... ძირითადად ამათზე მომიწევს წერა და უნდა შეეგუო თავიდანვე. :დ
ვიცი ვიცი რომ მელოდები და მეც სულ ველოდები შენს კომენტარს.
ეს ხომ ჯერ დასაწყისია. რა იცი რა მოხდება შემდეგ თავში ან იმის შემდეგში და რა გადაუტრიალდება ტოტეს თავში. ❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ელენე

ვაი რამდენი პერსონაჟია თავბრუ დამეხვა

 


№9  offline მოდერი painter1

სტუმარი ელენე
ვაი რამდენი პერსონაჟია თავბრუ დამეხვა

ჰმ... ეს თავიდან, უფრო გარკვეულები რომ ყოფილიყავით სიტუაციაში. რომ არ დამეწერა ყველა პერსონაჟზე, მერე გაურკვეველი მკითხველის კომენტარები წამოვიდოდა. :დ

 


№10 სტუმარი სტუმარი ...

ვაიმეე ძალიან კარგი იყოო
ხვალ დადებ ახალს?

 


№11  offline მოდერი painter1

სტუმარი ...
ვაიმეე ძალიან კარგი იყოო
ხვალ დადებ ახალს?

ალბათ კი, ვნახოთ. მიხარია რომ მოგწონს. <3

 


№12  offline წევრი ლილილი

ძალიან კარგი სიუჟეტია.
პირველად ვკითხულობ ისტორიას ამ თემაზე(ალბინიზმი).
მომწონს კეკეს და ტიტეს წყვილი და მათზე უფრო მეტი მაინტერესებს.
ბევრი პერსონაჟია,ალბათ მათზეც იქნება რამე და უფრო განავრცობ ისტორიასაც(?)
ველი შემდეგს,იმედია დიდხანს არ გვალოდინებ❤

 


№13  offline წევრი დარინა

painter1
დარინა
აუ ძალიან მიხარია რომ დაბრუნდიიი გელოდებოდიიი, ხომ იცი სულ გელოდებიი, ისტორია უკვე ძალიან მომწონს და შემდეგი თავის მოლოდინში ვარ, დამპირდი რომ მთავარი პერსონაჟს შემაყვარებდი, მაგრამ რატომღაც ისევ მეორე მომეწონა გიგა და ჟღალიი, რატომღაც მეტი მოლოდინი მაქვს ამ წყვილისგან, ვნახოთ შემდეგ თავებდი როგორ მომაწონებ ტიტეს, მაგრამ უკვე ავიცრუე გული, საყვარელ ქალს რომ ტკენს გულს ვითომდა მისი კეთილდღეობისთვის ეს არ მესმის იმას როგორ ვერ უნდა ხვდებოდეს რომ მის გარეშე უფრო ცუდად იქნება, მართლა დიდი მოლოდინი მაქვს უკვე ამ ისტორიისგან.

მეღადავები ხო :| :დ არ ვიცი მე გიგი... ძირითადად ამათზე მომიწევს წერა და უნდა შეეგუო თავიდანვე. :დ
ვიცი ვიცი რომ მელოდები და მეც სულ ველოდები შენს კომენტარს.
ეს ხომ ჯერ დასაწყისია. რა იცი რა მოხდება შემდეგ თავში ან იმის შემდეგში და რა გადაუტრიალდება ტოტეს თავში. ❤️❤️

აუ მე გიგა მინდა მე ეგ რომ მომეწონა უფრო რა გავაკეთო თან ტიტემ ნერვები მომიშალა საყვარელ ქალს რომ აწყენინა, ეგდოს ეგ თავის სავარძელში, კეკეს ადგილას ზედაც აღარ შევხედავდი გული რომ ატკინა ღირსია ეგ, ვაი რა გაბოროტებული ვარ. გიგაზე და იმ წითელ თავაზეც დაწერე და დავფიქრდები ტიტეს შეყვარებაზე, მაგრამ რატომღაც აი გული არ მიმივიდა, შენი მეორე პერსონაჟები უფრო მომწონს ამ ბოლო ისტორიებში.

 


№14  offline მოდერი painter1

L.eli13
ძალიან კარგი სიუჟეტია.
პირველად ვკითხულობ ისტორიას ამ თემაზე(ალბინიზმი).
მომწონს კეკეს და ტიტეს წყვილი და მათზე უფრო მეტი მაინტერესებს.
ბევრი პერსონაჟია,ალბათ მათზეც იქნება რამე და უფრო განავრცობ ისტორიასაც(?)
ველი შემდეგს,იმედია დიდხანს არ გვალოდინებ❤

არც მე წამიკითხავს, მინდოდა რაღაც განსხვავებული შემექმნა და ვეცდები ყველანაირად ისეთი გამოვიდეს როგორიც ჩაფიქრებული მაქვს.
შემდეგი თავი ძირითადად სულ ამ წვილზე იქნება და უფრო მეტსაც გაიგებ.
ვეცდები ხვალ დავდო ახალი თავი ❤️

დარინა
painter1
დარინა
აუ ძალიან მიხარია რომ დაბრუნდიიი გელოდებოდიიი, ხომ იცი სულ გელოდებიი, ისტორია უკვე ძალიან მომწონს და შემდეგი თავის მოლოდინში ვარ, დამპირდი რომ მთავარი პერსონაჟს შემაყვარებდი, მაგრამ რატომღაც ისევ მეორე მომეწონა გიგა და ჟღალიი, რატომღაც მეტი მოლოდინი მაქვს ამ წყვილისგან, ვნახოთ შემდეგ თავებდი როგორ მომაწონებ ტიტეს, მაგრამ უკვე ავიცრუე გული, საყვარელ ქალს რომ ტკენს გულს ვითომდა მისი კეთილდღეობისთვის ეს არ მესმის იმას როგორ ვერ უნდა ხვდებოდეს რომ მის გარეშე უფრო ცუდად იქნება, მართლა დიდი მოლოდინი მაქვს უკვე ამ ისტორიისგან.

მეღადავები ხო :| :დ არ ვიცი მე გიგი... ძირითადად ამათზე მომიწევს წერა და უნდა შეეგუო თავიდანვე. :დ
ვიცი ვიცი რომ მელოდები და მეც სულ ველოდები შენს კომენტარს.
ეს ხომ ჯერ დასაწყისია. რა იცი რა მოხდება შემდეგ თავში ან იმის შემდეგში და რა გადაუტრიალდება ტოტეს თავში. ❤️❤️

აუ მე გიგა მინდა მე ეგ რომ მომეწონა უფრო რა გავაკეთო თან ტიტემ ნერვები მომიშალა საყვარელ ქალს რომ აწყენინა, ეგდოს ეგ თავის სავარძელში, კეკეს ადგილას ზედაც აღარ შევხედავდი გული რომ ატკინა ღირსია ეგ, ვაი რა გაბოროტებული ვარ. გიგაზე და იმ წითელ თავაზეც დაწერე და დავფიქრდები ტიტეს შეყვარებაზე, მაგრამ რატომღაც აი გული არ მიმივიდა, შენი მეორე პერსონაჟები უფრო მომწონს ამ ბოლო ისტორიებში.

რა აგრესიაა დარინა :D გიგი გიგი... შენ მგონი სხვა ისტორიის გიგა დაგამახსოვრდა და მირევ სახელს.
ნუ გიგი ტყუილად არ გამომიჩენია... მაგაზეც დავწერ რაღაც მონაკვეთებს. ტიტე ჯერ ისევ შოკშია და დრო სჭირდება ცოტა ხანი. ეგრე ადვილი ხომ არ არის იმ აზრთან შეგუება რომ ვეღარ გაივლი. დადიხარ, მერე უცებ ავარიაში ყვები, იღვიძებ და ვეღარაფერს გრძნობ წელს ქვემოთ.
რომ ჩასწვდე ტიტეს ფიქრებს შეიძლება ეგ ბრაზიც მოიშორო. ❤️❤️

 


№15  offline წევრი დარინა

კი მესმის მაგრამ მაინც მგონია რომ ასე სუსტი ადამიანები იქცევიან და ამ მომენტში ტიტეს სუსტ ადამიანად მივიჩნევ, აგრესიულად არა უფრო ბოროტულად ვარ განწყობილი ტიტეს მიმართ, ვერ ვაპატიე მისი სუსტი საქციელიი, იმედია კეკე თავზე დაალეწავს მაგ იდიოტს ყველაფერს, გონზე რომ მოვა ცოტა კი არა ბევრი აწვალოს პატიების მოსაპოვებლად, ხო კარგი იყოს გიგი მაინც ეგ მომწონს ჯერჯერობით, ბევრი ვიხალისე ჟღალი რომ ელაპარაკებოდა გიგიზეე, მგონი მაგენი მართლა მაგარი წყვილი გამოვაა. მაშინ ტიტე მომაწონე მაგრამ მაგარი ამოთვალისწუნებული მყავს და რაღაცნაირად სახელიც ვერ მოვუხდინე, კი არ მაქვს გართილება მაგრამ მაინც დღეს ბოროტულად ვარ განწყობილი.

 


№16  offline მოდერი painter1

დარინა
კი მესმის მაგრამ მაინც მგონია რომ ასე სუსტი ადამიანები იქცევიან და ამ მომენტში ტიტეს სუსტ ადამიანად მივიჩნევ, აგრესიულად არა უფრო ბოროტულად ვარ განწყობილი ტიტეს მიმართ, ვერ ვაპატიე მისი სუსტი საქციელიი, იმედია კეკე თავზე დაალეწავს მაგ იდიოტს ყველაფერს, გონზე რომ მოვა ცოტა კი არა ბევრი აწვალოს პატიების მოსაპოვებლად, ხო კარგი იყოს გიგი მაინც ეგ მომწონს ჯერჯერობით, ბევრი ვიხალისე ჟღალი რომ ელაპარაკებოდა გიგიზეე, მგონი მაგენი მართლა მაგარი წყვილი გამოვაა. მაშინ ტიტე მომაწონე მაგრამ მაგარი ამოთვალისწუნებული მყავს და რაღაცნაირად სახელიც ვერ მოვუხდინე, კი არ მაქვს გართილება მაგრამ მაინც დღეს ბოროტულად ვარ განწყობილი.

დღეს აშკარად ხასიათზე არ ხარ :D
მე კიდე პირიქით. დღეს რომ ვარ ასეთ ხასიათზე მგონი დიდიხანია არ ვყოფილვარ.
ჯერ ხომ დასაწყისია? იქნებ არასწორი წარმოდგენა შეგიქმნა ამ პირველმა თავმა და მეორე თავში სხვანაირი ტიტე დაინახო (მე იმედს არ ვკარგავ ხომ ხედავ :D). თავიდანვე ამოთვალწუნებით რომ დაიწყებ მერე რაც არ უნდა გააჯეთოს აღარ მოგეწონება. თან ჯერ ხომ არ იცი რა მოხდა ავარიამდე, ავარიის შემდეგ და საერთოდ არაფერია გარკვეული. ასე რომ ხვალ ცოტა წინ წავიწევთ ალბათ და თუ მერე ციტა მაინც არ მოგეწონება ვსო, ხმას აღარ ამოვიღებ.

 


№17  offline წევრი Sweet Home

აუუ ძაან მიხარიაა რო დაბრუნდიი შენი ნიკი როდავინახე ძაან გამიხარდა. შრნს წინა ისტორიას ვკითხულობდი დაა ძაან აღფრთოვანებული ვარ შენით. ეს პირველი თავი რაღაცნაირად ბუნდოვანი იყო ანუ ბევრი პერსონაჟი გამოჩნდა და ამერიაა ყველა ერთმანეთში მაგრამ ბოლოსკენ უფრო მივხვდი და დავლაგდი ვინ ვინ იყო. სიუჟეტი ძალიან კარგიაა საინტერესოც. წარმატებებს გისურვებ მალე ველოდები ახალთავს. აუ კიდე იცირაა ყოველთვის მაინტერესებდა შენი ასაკი და ძაან გთხოვ მიპასუხე რა????????

 


№18  offline მოდერი painter1

Sweet Home
აუუ ძაან მიხარიაა რო დაბრუნდიი შენი ნიკი როდავინახე ძაან გამიხარდა. შრნს წინა ისტორიას ვკითხულობდი დაა ძაან აღფრთოვანებული ვარ შენით. ეს პირველი თავი რაღაცნაირად ბუნდოვანი იყო ანუ ბევრი პერსონაჟი გამოჩნდა და ამერიაა ყველა ერთმანეთში მაგრამ ბოლოსკენ უფრო მივხვდი და დავლაგდი ვინ ვინ იყო. სიუჟეტი ძალიან კარგიაა საინტერესოც. წარმატებებს გისურვებ მალე ველოდები ახალთავს. აუ კიდე იცირაა ყოველთვის მაინტერესებდა შენი ასაკი და ძაან გთხოვ მიპასუხე რა????????

ვიცი ვიცი, მეც ამერეოდა ალბათ. მიხარია ასე რომ მოვწონს და ისიც მიხარია ჩემს ისტორიებს რომ კითხულობ. თუ არ ვიზარმაცე ხვალ მანდ რომ მოსაღამოვდება მაშინ დავდებ.
17 წლის ვარ, ზაფხულში ვხდები თვრამეტის. ❤️

 


№19 სტუმარი სტუმარი artificial

პირველად ყველაფერი გუშინად დარჩა წავიკითხე შენი და იმის მერე მიყვარხარ, გფანობ, ძაან დერსკი ტიპი ხარ და მოკლედ გელი მთელი ჩემი არსებით. არაორდინალური წყვილები მიყვარს და შენი ისტორიები მანებივრებს მაგით,ამიტომაცაა, რომ ეკატერინე და ტიტე ერთად არ მინდა მაგრამ ეგ უკვე შენი საქმეა და მთელი ჩემი მეთი გენდობი.
პ.ს ჰანიი იუ არ ზე ბესთ❤️

 


№20  offline მოდერი painter1

სტუმარი artificial
პირველად ყველაფერი გუშინად დარჩა წავიკითხე შენი და იმის მერე მიყვარხარ, გფანობ, ძაან დერსკი ტიპი ხარ და მოკლედ გელი მთელი ჩემი არსებით. არაორდინალური წყვილები მიყვარს და შენი ისტორიები მანებივრებს მაგით,ამიტომაცაა, რომ ეკატერინე და ტიტე ერთად არ მინდა მაგრამ ეგ უკვე შენი საქმეა და მთელი ჩემი მეთი გენდობი.
პ.ს ჰანიი იუ არ ზე ბესთ❤️

ოჰ, დეარ... ვერ წამოისგენ როგორ მიხარია იქიდან რომ მომყვები და ახლაც კითხულობ. ხომ მენდობი, ამიტომ ისე ვიზამ რომ ტიტე და კეკე მოგეწონოს. მეორე თავს შეხედე და მერე მითხარი შეგეცვლება აზრი თუ არა. მიხარია რომ გამოჩნდი❤️
მადლობა დიდი ❤️❤️

 


№21 სტუმარი სტუმარი ალიონა

წინა ისტორიისგან განსხვავებით ეს მთელი ემოციით წავიკითხე.
ძალიან ძალიან კარგია .
ნეკა თითით შერიგებაზე იაგამი გამახსენდა მას უწერია რაღაც ჩანახატი, ნუ მოკლედ საინტერესოა.
დიდი თავი იყო, ჩემი აზრით მეტი ვნება და ნაკლები ხალხი თუ იქნება უკეთესია .
ამდენი დედმამიშვილები ისე ირევა ხოლმე რთმანეთში .
ეს ჩემი აზრია მხოლოდ <3
წარმატებები

 


№22 სტუმარი სტუმარი ელე

ვაიმეეე ისეთი ისტორიაა მე რო მიყვარს???????????? რაკარგია რომ გამოჩნდი და გაგვახარე. გელოდები ახალი თავით დღეს❤️❤️

 


№23  offline წევრი LI_BE

ოოხ, პეინტერ, კარგი იყო, ძალიან ვისიამოვნე.

"გავუსიებ თავსო" - ამ სიტყვებზე იმდენი ვიცინე, რომ მარტო ამად ღირს მგონი მთელი ისტორია. არ ვიცი ადრე თუ გითხარი, მაგრამ შენი გმირების ლექსიკა ისე მომწონს, ისეე... მგონია, რომ ჩემს მეგობრებში ვზივარ და მათ საუბრებს ვუსმენ. ნუ ჩვიდმეტი წლის რომ ხარ და ჩემს გაოცებას ისევ და ისევ რომ ახერხებ, ამ შენი "ძაან ქართული გაგებით", ამას ისევ გავიმეორებ და ისევ ვიტყვი, რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. relaxed

ჩემს პრეტენზიას ისევ ვიტყვი, რომ ამდენი გმირი მეც თავბრუს მახვევს, ვიბნევი და მერე ისტორიას ვახვევ. მაგრამ შენი საქმის შენ იცი. როგორც ადრე გითხარი - "შენებურად შეუბერე". laughing

ხო, ტიტეს რაც შეეხება, მე ძალიან კარგად მესმის მისი. დარინას არ დავეთანხმები და ვიტყვი, რომ ასეთი რამ სუსტებს კი არა, ძალიან ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ. უბრალოდ, სისუსტე ის არის, რომ არ უნდა დანებდეს, თუნდაც არსებული შანსის ერთი პროცენტისთვის უნდა იბრძოლოს, კეკესთვის უნდა იბრძოლოს და ყველა შანსი გამოიყენოს.

გელოდები... blush

 


№24  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან საინტერესო დასაწყისია როგორც ჩანს ბევრი პერსონაჟი გვეყოლება და ნელ ნელა დავიმახსოვრებ ვინ ვინ არის,რა კარგია რომ მალე დაგვიბრუნდი ❤️

 


№25  offline მოდერი painter1

სტუმარი ალიონა
წინა ისტორიისგან განსხვავებით ეს მთელი ემოციით წავიკითხე.
ძალიან ძალიან კარგია .
ნეკა თითით შერიგებაზე იაგამი გამახსენდა მას უწერია რაღაც ჩანახატი, ნუ მოკლედ საინტერესოა.
დიდი თავი იყო, ჩემი აზრით მეტი ვნება და ნაკლები ხალხი თუ იქნება უკეთესია .
ამდენი დედმამიშვილები ისე ირევა ხოლმე რთმანეთში .
ეს ჩემი აზრია მხოლოდ <3
წარმატებები

ჰოო, იაგამი ყველამ ვიცით მგონი, მომწონს მისი ჩანახატები... ნეკა თითზე არ წამიკითხავს, ახალი დადო რამე? პოსტებს იშვიათად მიგდებ, რა სჭირს მაგათ გვერდს არ ვიცი..
კი მართალი ხარ, ეს უბრალოდ პირველი თავი ყველაფრის გასარკვევად, შემდეგში სხვანაირი იქნება.
მადლობა❤️

სტუმარი ელე
ვაიმეეე ისეთი ისტორიაა მე რო მიყვარს???????????? რაკარგია რომ გამოჩნდი და გაგვახარე. გელოდები ახალი თავით დღეს❤️❤️

მაბედნიერებს ასე რომ გიხარიათ ჩემი გამოჩენა ^^❤️

LI_BE
ოოხ, პეინტერ, კარგი იყო, ძალიან ვისიამოვნე.

"გავუსიებ თავსო" - ამ სიტყვებზე იმდენი ვიცინე, რომ მარტო ამად ღირს მგონი მთელი ისტორია. არ ვიცი ადრე თუ გითხარი, მაგრამ შენი გმირების ლექსიკა ისე მომწონს, ისეე... მგონია, რომ ჩემს მეგობრებში ვზივარ და მათ საუბრებს ვუსმენ. ნუ ჩვიდმეტი წლის რომ ხარ და ჩემს გაოცებას ისევ და ისევ რომ ახერხებ, ამ შენი "ძაან ქართული გაგებით", ამას ისევ გავიმეორებ და ისევ ვიტყვი, რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. relaxed

ჩემს პრეტენზიას ისევ ვიტყვი, რომ ამდენი გმირი მეც თავბრუს მახვევს, ვიბნევი და მერე ისტორიას ვახვევ. მაგრამ შენი საქმის შენ იცი. როგორც ადრე გითხარი - "შენებურად შეუბერე". laughing

ხო, ტიტეს რაც შეეხება, მე ძალიან კარგად მესმის მისი. დარინას არ დავეთანხმები და ვიტყვი, რომ ასეთი რამ სუსტებს კი არა, ძალიან ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ. უბრალოდ, სისუსტე ის არის, რომ არ უნდა დანებდეს, თუნდაც არსებული შანსის ერთი პროცენტისთვის უნდა იბრძოლოს, კეკესთვის უნდა იბრძოლოს და ყველა შანსი გამოიყენოს.

გელოდები... blush

მითხარი კი ^^ ეს ალბათ ძმა და ბიძაშვილების დამსახურებაა, მეგობრებისაც და მეც ხშირად იმათთან ვგრძნობ თავს.

ლამის მეც დამეხვა თავბრუ, ვიცი ბევრი პერსონაჟები იყო, მაგრამ ეს უბრალოდ და ძმების გასაცნობად. არ ვაპირებ ყველა მათგანზე ვწერო და შენც გადახვევა მოგიწიოს.

მიხარია რომ გესმის ტოტეს მდგომარეობა. ცოტა ხანი სჭირდება, რომ შეეჩვევა, აზრზე რომვა და გაიაზრებს რა ხდება მის გარშემო მერე გონზეც მოვა ალბათ.

მიხარია ახალ ისტორიაზე ისევ რომ ვხედავ შენს კომენტარს.
დავდებ ცოტახანში ❤️❤️

ablabudaa
ძალიან საინტერესო დასაწყისია როგორც ჩანს ბევრი პერსონაჟი გვეყოლება და ნელ ნელა დავიმახსოვრებ ვინ ვინ არის,რა კარგია რომ მალე დაგვიბრუნდი ❤️

პერსონაჟებს ცოტა შევამცირებ, შემდეგი თავი მინდა რომ ძირიდადად ტიტეზე და ეკატერინეზე იყოს, ამიტომ გონების დაძაბვა არ დაგჭირდება.
არ ვაპირებდი ასე მალე დაბრუნებას მაგრამ გულმა ვეღარ მომითმინა ^^❤️

 


№26  offline წევრი Veronika

გელოდებოდი❤️
ძალიან მომეწონა, უმაგრესი იყო

 


№27  offline მოდერი painter1

Veronika
გელოდებოდი❤️
ძალიან მომეწონა, უმაგრესი იყო

გელოდებოდი❤️
ძალიან მომეწონა, უმაგრესი იყო

მიხარია რომ გამოჩნდი ❤️
მადლობა❤️

 


№29  offline მოდერი painter1

თათუ♡
Dges dadeb?

კი თათუ, გადავიკითხავ ახლა ერთხელ და დავდებ❤️

 


№30 სტუმარი Tako

Ar deb???????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent