შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და დღის მანძილზე დაგროვილ ღიმილს,ღამით სულ ერთად გამოიტირებ...


4-11-2018, 18:39
ავტორი sweetgirl
ნანახია 2 171

სევდამ ასწია გრძნობები ცამდე,სიცოცხლის ხაზიც სწორედ იქ სწყდება,
გელოდი ისევ ბოლო წუთამდე,ცრემლი თვალიდან ვერა,ვერ ცხრება
ვეღარ დაიწყებ უდარდოდ სიცილს,საღამოს რომ ვერ გამოიძინებ
და დღის მანძილზე დაგროვილ ღიმილს,ღამით სულ ერთად გამოიტირებ...

ყურში ჩამესმის წვიმის წვეთები მე მელოდიის ლამაზ ბგერებად
გადაიღებს და ცისარტყელა კვლავ გამოანათებს ლამაზ ფერებად
და დღის მანძილზე დაგროვილ ღიმილს ისევ ბურუსის სიჩუმე შეცვლის
კვლავ დაბრუნდება ნაცნობი სევდა,სევდა,რომელიც სიჩუმეს ერთვის...



P.S. ჩემო კარგებო, ირაკლი ჭიკაიძის შესანიშნავმა ფრაზამ,რომელიც სათაურად დავდე,ეს ლექსი შთამაგონა.რაც შეეხება სათაურს,ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე,რომ პატარა სათაური არ მოუხდებოდა ამ ლექსს.იმედია მკაცრად არ განმსჯით.ველოდები თქვენს კომენტარებს.



№1  offline წევრი luana

მე არ ვარ ბიჭი და შემიძლია თამამად ვიტირო ???? ძალიან ლამაზი იყო ❤️ იმდენად ლამაზი რომ არ მეყო ❤️

 


№2  offline წევრი იზუკა

მე სათაურმა მიმიზიდა იმდენად ლამაზად ჟღერს..ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო,იმდენად რომ დაუსრულებლად წავიკითხავდი რომ ყოფილიყო გაგრძელება ❤

 


№3  offline წევრი sweetgirl

იზუკა
მე სათაურმა მიმიზიდა იმდენად ლამაზად ჟღერს..ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო,იმდენად რომ დაუსრულებლად წავიკითხავდი რომ ყოფილიყო გაგრძელება ❤

მეც ზუსტად სათაურმა მიმიზიდა იმდენად ლამაზი სიტყვებია.დიდი მადლობა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent