უსაზღვრო {2}
მგონი ჩემებური ზომა გამოვიდა.... როგორც გითხარით ამ თავში ძირითადად ტიტეს და ეკატერინეს ვეხები. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უკვე შემიყვარდნენ ჩემი პერსონაჟები და იმედია თქვენც მალე შეგიყვარდებათ. ველოდები შეფასებებს. .................... თვეები იყო გასული ბოლო ზარის შემდეგ, უკვე აგვისტოს შუა რიცხვები მოსულიყო. სანამ ისევ თბილოდა ხევსურეთში წასვლა გადაწყვიტეს, კერძოდ არდოტში, იქ სადაც კომუნიკაციისთვის მოსახმარებილი ტექნიკა გამქრალიყო და დენი მხოლოდ მზის დახმარებით მიეწოდებოდათ. -ლუკას ჯიპით მივდივართ, ნუ ნერვიულობთ რა. -ცუდი გზებიაო იძახიან და ფრთხილად იარეთ. - ლოყებს უკოცნიდა თამარი ქალიშვილს, თან წასვლამდე უამრავ დარიგებას აძლევდა. -გეყოფა გთხოვ… კარგად ვიქნებით, ზეპირად იცის ლუკამ გზები. -ჭკვიანად. - შუბლზე აკოცა ანდრომ, შემდეგ უტასაც გადაეხვია, ბოლოს ლევანს მიეხუტა, ლოყაზე მიაკრო ტუჩები და ჩანთით ხელში სახლიდან გავარდა. -მაპატიე ვეღარ გამოვაღწიე. - ლოყაზე აკოცა მომღიმარ არდოტელს. -არაუშავს ტო, შენი დაქალი მაინც გვალოდინებდა ნახევარი საათი და ახლა ზუსტად მივალთ. - სიმღერას ოდნავ დაუწია, შემდეგ მანქანა დაძრა და მეგობრების ასაყვანად წავიდა. ჯერ ისევ ჩანდა მზის სხივები არდოტში რომ ავიდნენ პროდუქტით დატვირთულები. ლუკას შეჰქონდა ყველაფერი სახლში, დანარჩენები კი გაოცებულები უყურებდნენ გამწვანებულ მთებს. მხოლოდ სამი სახლი იდგა, ისიც მოშორებით. -გამოფხიზლდით და მომეხმარეთ, დათვალიერებას მერეც მოასწრებთ. - ლუკას ხმამ დაურღვია ყველას მყუდროება და აზრზე მოიყვანა სამივე. -ბიჭო, ახლა რომ დაბნელდება შუქები აღარ იქნება? - სახლში შესულ ლუკას აედევნა ჩანთებით ხელში. -დატენილია და სადამდეც გაუძლებს იქნება. გენერატორიც მაქვს და საწვავიც. -აჰა გასაგებია. -ლუკ, აქ ცხოვრობს ვინმე? - იქაურობას მოავლო თვალი ეკატერინემ, ბოლოს მეგობარზე გაუჩერდა მზერა. -ცხოვრებით ამ ადგილზე არავინ ცხოვრობს, უფრო ქვევით ცხოვრობენ, მაგრამ იქ ჩამოსულები არიან ზვიადაურები, ერთ კვირაში ისინიც წავლენ ალბათ. - ხელი გაიშვირა გირაზე მდგომი სახლისკენ, შემდეგ ისევ სახლში შებრუნდა. -რა უცნაურები არიან ეს ხევსურები თავისი გვარებით. - ხელი გადახვია დაქალს სესილიამ და გორაზე მდგომ სახლს ახედა. - მე გამიგია ცოტა ვერ არიანო. -ლუკამ არ გაგიგოს. -გამიგოს, რას მიზამს. საერთოდ მთის ხალხი ცოტა უბერავს. -ვიღაც ენას ატლიკინებსოო. - უკნიდან მოესმა ლუკას ხმა და სესაც გაკრეჭილი შეტრიალდა მისკენ. -არ მითხრა რომ არ მეთანხმები. -გეთანხმები. მაგრამ აქაურებმა არ გაგიგონ, აგჩეხავენ ეგრევე… შემოდით და მიხედეთ პროდუქტს რა, მე ბუხარს დავანთებ. -ხვალ მაშო ჩამოდის და შატილში უნდა ჩავიდეთ. - შეშების დალაგებაში გართულ ძმაკაცს წამოადგა თავზე. -შენი მაშო? - ქვევიდან ახედა ერისთავს, შემდეგ ისევ შეშის დალაგება განაგრძო. -ჰო. -ვის მოჰყავს? -ტიტეს. -უთხარი ვისთან მოდის? - ცოტაოდენი სპირტი მიასხა შეშას და ცეცხლი წაუკიდა, მერე კი ფეხზე წამოდგა. -კი. -ამოიყვანს, არაა პრობლემა. გიოს ძმაკაცია და ხშირად ამოდიან ხოლმე აქ. -ვა მართლა? -ჰო… აუ მაგრად დავიღალე ტო… საჭმელი არაფერი გვაქვს? - იქვე სავარძელში ჩაეშვა, თავი საზურგეს ჩამოადო თვალ დახუჭულმა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. თერთმეტი საათი ხდებოდა, ოთხკუთხედი მაგიდის გარშემო პუფებში მსხდომები კარტს თამაშობდნენ, უამრავ თემაზე საუბრობდნენ, თან ხმამაღლა იცინოდნენ. ზუსტად მაშინ გაისმა კარზე კაკუნი როცა ლუკა ხევსურეთში მომხდარ საშიშ ამბებს ყვებოდა. გოგოები იმხელაზე აკივლდნენ ირაკლიც კი აღრიალდა. ლუკა სიცილით დაიძრა კარისკენ, სწრაფად გამოაღო და ძმის ძმაკაცს გაღიმებული შეეგება. -მეგონა ხვალ მოდიოდით. - სწრაფად გადაკოცნა ტიტე, მაშოს უბრალოდ გაუღიმა და ორივე შიგნით შეატარა. -მთელი დღე წუწუნებდა და სხვა გზა არ დამიტოვა… გამარჯობა. - დაიბნა იქვე მჯდომი თეთრი ქალის დანახვისას. უკვე დიდი ხანი იყო გასული ბოლო ნახვის შემდეგ და გული ისე სწრაფად აუძგერდა გონებაში საკუთარ თავს დასცინე. გაეღიმა გოგოს გაფართოვებულ თვალებზე, მიხვდა რომ კეკემაც არაფერი იცოდა ამ ვიზიტის შესახებ და ეს დამთხვევა ბედს მიაწერა. -გამარჯობა… - ერთხმად თქვეს გოგოებმა და ტიტესაც ჩაეცინა. -ეს სესილიაა, კეკე გეცოდინება ისედაც. - მხარზე მიარტყა ხელი ლუკამ და ტიტეც სავარძელში ჩაეშვა. -უნდა ვიცოდე? - თვალი გაუსწორა წარბ შეკრულ გოგოს, თავიდან ბოლომდე შეათვალიერა და ქვედა ტუჩს კბილი გამოსდო გაუაზრებლად. -არ თქვა რომ არ იცი ვინ არის ეკატერინე ჯაჭვლიანი. -გაცნობის პატივი მერგო, მაგრამ ასე კონკრეტულად რატომ უნდა ვიცოდე? ეს პატარა ბავშვები რა უცნაურები ხართ ტო. -მოდელია. -სოციალურ ქსელს არ ვიყენებ. - თვალი აარიდა ლუკას და იკაზე მიკრულ დას შეხედა. - შენ! მოშორდი მაგას და ცალკე დაჯექი თუ არ გინდა უკან წაგიყვანო. -აუ ტიტე კარგი რა. - ხელები მოაშორა ერისთავს და ცალკე პუფში გადაჯდა. -მე შენ აქ პირობებით წამოგიყვანე, დაარღვევთ და უკან წახვალ. -ისე შენ თმა არ ამოგდის თუ სულ მოშიშვლებული რატომ გაქვს თავი? - ქვევიდან ახედა სესილიამ და ტიტეს ყურადღებაც დაიმსახურა. -უი, იცი რა გამახსენდა? - ისე შეიცხადა სესილია წამსვე დაიბნა. -რა? -“შენი კაცი” სახლში დამრჩა. - როგორც კი თქვა მაშინვე გაუფართოვდა თვალები წიკლაურს, გრძნობდა როგორ სწრაფად უცემდა გული გოგოს თავის ძმაკაცის გამო და კმაყოფილ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -შენ… ვისზე ამბობ? - თვალი აარიდა ტიტეს, გაოცებულ დაქალს შეხედა რომელიც ყიფიანს მიშტერებოდა სუნთქვაშეკრული და მის ირონიულ ღიმილზე შესამჩნევად გამოშტერებულიყო. -ნუ ნერვიულობ, არაფერი მითქვამს… ისე, მაინც რომ იცოდე, კესო გიგის და არის. - თვალი ჩაუკრა და სესასაც ტუჩები გაეპო. -ჯანდაბა… -წავალ დავწვები, დავიღალე, თან ხვალ ისევ გზაში მიწევს ყოფნა. - მუხლებზე დაირტყა გაშლილი ხელის გულები, შემდეგ წამოდგა და გიორგის საძინებლისკენ დაიძრა. - ღამემშვიდობის. - ოთახში შესვლამდე წამით გაუსწორა თვალი კეკეს, შემდეგ სიბნელეში გაუჩინარდა. საწოლზე მძიმედ დაეშვა, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თვალები დახუჭა. ისევ ეს ცისფერი კამკამა თვალები, რომლებიც ყიფიანის გონებიდან არა და არ ქრებოდა. სუნთქვა ეკვროდა ისე უნდოდა მის თეთრ თმებს შეხებოდა, თეთრი, ნაზი კანი ისევ ეგრძნო და იმ ცისფერებში ისევ ჩაეხედა, რომლებიც თეთრ წამწამებს შორის მოთავსებულიყო. უცნაური შეგრძნება ეუფლებოდა როცა მის სიახლოვეს იყო, თავს უფრო ცოცხლად გრძნობდა. თითქოს აქამდე არც ეცხოვრა, სესას გაცნობამ კი სულ სხვანაირად დაანახა ყველაფერი. * -რანაირი ძმა გყავს. - საძინებელში ცალცალკე საწოლებში იწვნენ და სიბნელეში ერთმანეთის დანახვას ამაოდ ცდილობდნენ. -საერთოდ კარგი ტიპია, ხასიათს გააჩნია ოღონდ. -თქვენ ბევრი და-მა გყავთ ხო? - ისევ განაგრძნობდა კითხვების დასმას წიკლაური, კეკეს კი ხელები ბალიშებისთვის მოეხვია და ჩუმად უსმენდა მათ საუბარს. -ძალიან. ყველაზე პატარა მე ვარ, ჩემს მერე ლილეა, მაგრამ ის ერთი წლის წინ გათხოვდა, მერე ტიტე მოდის, დანარჩენი ოთხი დაოჯახებულია. -ანუ შენი და ტიტეს გარდა ყველა დაოჯახებულია. -ეგრე გამოდის. -ტიტეს არავინ ჰყავს? -ჰყავდა, მაგრამ დიდი ხნის წინ დაშორდა. -გიგი როგორია? - ბოლოს ვეღარ მოითმინა და თავისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნებას მიადგა. - რა გაცინებს. - წარბები შეკრა კეკეს სიცილიზე, შემდეგ ისევ მაშოსკენ გადატრიალდა. -ასე ვერ გაიგებ, ყველასთან სხვადასხვანაირია, თუ გაგება გინდა უნდა გაიცნო და ნახავ შენთან როგორი იქნება. -ეჰ… სათქმელად ადვილია. ერთი წელია მგონი ტიპზე ლამის დორბლებს ვყრი, რომ შემძლებოდა აქამდე ვერ გავიცნობდი? -ტიტეს ძმაკაცია, დიდიხანია ვიცნობ და ჩემი ოჯახის წევრებზე ნაკლებად არ მიყვარს. დედამისი კესოს მშობიარობას გადაჰყვა, ამიტომ გიგი ზრდის და როგორც მე ვყავდი ტიტეს ძმაკაცებს გატუტუცებული ახლა ისე ატუტუცებენ კესოსაც. -გასაგებია. * გვიანობამდე ვერ დაიძინა ფიქრებში გართულმა ყიფიანმა. ოთხი საათი იქნებოდა ფეხზე რომ წამოდგა და წყლის დასალევად სამზარეულოში გავიდა. ლამის ადგილზე შეხტა მაგიდასთან ზურგით მჯდომი თეთრი ქალი რომ დაინახა, სანთელი წინ დაედგა და თავის გაკეთებულ სენდვიჩს გემრიელად მიირთმევდა. -მეც გამიკეთებ? - ნელა მიუახლოვდა, კეკემ კი შეშინებულმა ახედა. - მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა. - ხელები ასწია, შემდეგ სკამი გამოსწია და ზედ კომფორტულად მოთავსდა. -მართლა გინდა? ტყუილად არ მაწვალო. -მართლა მინდა. - გაღიმებულმა გააყოლა თვალი მაცივართან მისულს. - ანუ მოდელი? -ყოფილი. - სენდვიჩის მასალები გამოიღო და მომზადებას შეუდგა. - წამოვედი. -რატომ? -პირადი მიზეზების გამო. -აჰ… გასაგებია. - გაიღიმა, თან თავი ჩახარა. -მიირთვი. - მაგიდაზე დაუდო თეფში, თვითონ ისევ თავისი ადგილი დაიკავა და ჭამა განაგრძო. - სესაზე საიდან იცი? - ბოლოს უხერხული სიჩუმე კეკემ დაარღვია და ყიფიანის მწვანე თვალებს თავისები გაუსწორა. -რატომ არ გძინავს? - იმის თქმას რომ ჭორიკანა ქალივით უსმენდა მათ საუბარს, კითხვის შებრუნება არჩია და გოგოს ცისფერებს გაუსწორა თვალი. -ვერ ვიძინებ უცხო სახლში, შეჩვევა მჭირდება. -გემრიელია… - სენდვიჩზე ანიშნა და კეკეც დააბნია. -რანაირი გადასვლები გაქვს. - თვალი აარიდა ყიფიანს, მისი ჩაცინება შემოესმა, მაგრამ აღარ შეუხედავს. ტიტე ხმის ამოუღებლად ადგა მაგიდიდან სენდვიჩით ხელში, ორ წუთში კი უკან დაბრუნდა. -წამოდი. - კეკეს ყურთან ჩუმად დაიჩურჩულა, შემდეგ გასასვლელისკენ დაიძრა და ჯაჭვლიანიც გაუაზრებლად გაჰყვა უკან. -ტიტე… - პირველად წარმოსთქვა კაცის სახელი და ყიფიანსაც შეაჟრჟოლა. უკუნითი სიბნელე იყო, ვერაფერს ხედავდა და თვალებ მოჭუტული ერთ ადგილზე გაუნძრევლად იდგა. -აქ ვარ. - კაცის ხელი შემოეხვია წელზე, მისგან წამოსული სითბო იგრძნო და სხეულში სასიამოვნო ტალღამ დაუარა. -სად მივდივართ? - ჩურჩულით ჰკითხა, თან სიცივისგან ტანზე უფრო მეტად მიეკრა. -მოითმინე, რაღაც უნდა გაჩვენო. - გაღიმებულმა დახედა თეთრ თმაზე. გოგოს აცახცახებულ სხეულს გრძნობდა, მაგრამ ჯერ ვერ ხვდებოდა რისგან იყო გამოწვეული ეს მდგომარეობა. - გეშინია? -აქ მგლები არიან? -ახლა ამ დროს არა. - გულიანად გაეცინა კეკეს დასმულ კითხვაზე, ჯაჭვლიანმა კი გაოცებულმა ახედა. უნდოდა დაენახა მისი სახე, თვალები უკეთესად დაძაბა და ოდნავ მაინც გაარჩია ტიტეს მომღიმარი სახე. გული უცნაურად აუთამაშდა მის ღიმილზე. მალევე გაჩერდა ყიფიანი, მეორე ხელში მითავსებული პლედი ნორჩ ბალახზე დააფინა, კეკეს მიეხმარა დაჯდომაში, შემდეგ მეორე პლედი მხრებზე მოახვია და გვერდზე მიუჯდა. -უკუნითი სიბნელეა. ან მართლა არ ჩანს, ან ჩემი თვალების ბრალია. -შენი თვალებისგან რა გინდა? - ზურგზე დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -მხედველობას არ ვუჩივი, მაგრამ მთლად კარგად ვერ ვხედავ, განსაკუთრებით მზეში. -სიბნელეში ვერც მე ვხედავ პატარა… უბრალოდ დაწექი და დაინახავ იმას რის გამოც მოგიყვანე აქ. - თვალ დახუჭულმა ჩაილაპარაკა, კეკე კი ყიფიანს მიშტერებოდა. კარგად ვერ ხედავდა მის სახეს, მაგრამ გრძნობდა როგორ იღიმოდა. ჩუმად მიუწვა გვერდზე, მოწმენდილ ცას ახედა და მისი სილამაზის აღქმისგან სუნთქვაც კი შეეკრა. იმდენად ახლოს იყო ვარსკვლავები ეგონა შეეხებოდა. წვრილ-წვრილი სინათლეებით გადაჭედილიყო ცა, ერთი მეორესთან შედარებით უფრო მეტად კაშკაშებდა, მთლიანობაში კი საოცარ სანახაობას ჰქმნიდა. დამუნჯდა ჯაჭვლიანი, ხმას ვეღარ იღებდა ამ სილამაზის შემყურე. აღარც სიცივე ახსოვდა და აღარც ტიტეს მზერა უშლიდა ხელს, რომელიც საგრძნობლად წვავდა. -ღმერთო… - ძლივს ამოხდა ბოლოს ერთი სიტყვა. თავი წამოსწია და ცის სიბნელისგან გამოყოფილ შავად დაჩრდილულ მთებს შეხედა, დილით გადამწვანებული ღამით საშიშ აჩრდილებს რომ ჰგავდა. - ასეთი არაფერი მინახავს. -ეს იმასთან შედარებით არაფერია რასაც ეს მთები მალავს. -შენ, სვანმა ამდენი საიდან იცი? -სვანი… - ჩაიცინა ყიფიანმა, თან ეკატერინეს გადახედა. - აქაურობაზე უფრი მეტი ვიცი ვიდრე სვანეთზე პატარა. - აპრეხილ ცხვირზე ჩამოჰკრა თითი. - ლუკას ძმა ჩემი ძმაკაცია, ტურებს აწყობს და მეც ხშირად მოვყვები. -ალბათ ამის მერე მეც ვივლი ხშირად… აქამდე ჩემებს ეშინოდათ სადმე მარტო გაშვების. ზოგჯერ ზედმეტად ზრუნავენ ჩემზე და ცოტა მოსაბეზრებელიც არის. -მაშოსავით წუწუნებ. -მიკვირს იცი? -რა? -აქ რომ ჩამოიყვანე… იკასთან. -რატომ, შენ ხომ არ მიცნობ და არ იცი როგორი ვარ. -მაშინ ისე გაიყვანე ცალკე სალაპარაკოდ, ვიფიქრე ახლა სცემსთქო. - ჩაიცინა და ყიფიანის გაცინებაც მოახერხა. -ნწ… ჩემზე ათი წლით პატარა როგორ ვცემო? -ათი? 28 წლის ხარ? -ანგარიში გცოდნია მოდელობის მიუხედავად. - კარგად ხედავდა მის კამკამა ცისფერ თვალებს, თეთრ წამწამებს ხშირად ახამხამებდა და ცდილობდა ტიტეს სახე უკეთ დაენახა. ხმას არ იღებდა, ყიფიანი კი მაგრად აჭერდა კბილებს ერთმანეს რომ არ გასცინებოდა. -ჰო, ვცდილობ. - მუცელზე დაილაგა ხელები, თან ცას ახედა. -ვიხუმრე ხომ იცი? -ვიცი, მაგრამ საერთოდ ვერ ხუმრობ… -აშკარად შენთან არ გამომდის. -იცი, ასაკი არ გეტყობა. -ვცდილობ არ შევიტყო. - მხრები აიჩეჩა, თან თვალები დახუჭა. -ახლა აღარ ვნანობ რომ წამოვედი. - ოფრო თავისთვის ჩაილაპრაკა, პლედის გასასწორებლად ხელები აამოძრავა და ყიფიანის სხეულსაც შეეხო იდაყვით. იმხელა სიმხურვალე იგრძნო მთლიანად გათბა, მაგრამ მის ცახცახს მაინც გრძნობდა. - გცივა? -ისე რა. - ჩაიღიმა, მერე პლედიც იგრძნი მუცელზე და მთლიანი სხეული გაუთბა. უფრო კეკეს საქციელმა და მისმა ‘ზრუნვამ’ გაათბო. -შეგცივდება. - თვითონაც მუცელზე დაილაგა ხელის გულები, მკლავით ეკატერინეს მკლავს ეხებოდა და აქამდე უგრძნობი გრძნობები ეუფლებოდა. -რომ შემცივდება წავალთ… ძალიან ცხელი ხარ. - ტანში სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა, რაც ტიტეს არ გამოჰპარვია და კმაყოფილს ჩაეღიმა. -პატარა მცივანა ბავშვი ხარ. -სითბო მიყვარს უბრალოდ. - მხრები აიჩეჩა, შემდეგ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს დააკვირდა. - აი ის ყველაზე ლამაზია. -მაგას ეკატერინე ჰქვია მგონი. - სერიოზულად ჩაილაპარაკა. ჯაჭვლიანი ჩუმად შესქეროდა ვარსკვლავს, ბოლოს მიხვდა რაც უთხრა ტიტემ და სიცილით ყიფიანს გადახედა, თან ქვედა ტუჩზე იკბინა. -მართლა? საიდან იცი? -მე დავარქვი ახლა. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, ისე მოუნდა იმ პატარა ცხვირზე ეკოცნა სისხლი აუდუღდა. აკოცა კიდეც. მასთან ძალიან ახლოს მიწეულს ცხვირის წვერზე მიაკრო წამიერად ტუჩები და მის დაბნეულ ცისფერებსაც წააწყდა. -არ ხარ ნორმალური. - ლოყებ შეფარკლულმა სახე აარიდა ყიფიანს. ისევ ცას ახედა და აჩქარებული გულისცემა ძლივს დააიგნორა. -თუ გინდა გადავარქვათ, არაა პრობლემა. -არა იყოს. - წამსვე გასცა პასუხი, მერე კი თავის თავზე გაეცინა. ცოტა ხანს ჩუმად იწვნენ თვალ დახუჭულები, ბოლოს ეკატერინეს წრიალზე თვალები ჭყიტა და შეწუხებულს შეხედა. -შემცივდა. - მიხვდა ტიტეს მზერის მიზეზს და ჩუმად ჩაილაპარაკა. -წავიდეთ. - ნელა წამოდგა ფეხზე, ეკატერინეს წვრილი თითები თავისაში მოიქცია, ფრთხილად წამოაყენა, თან პლედი მხრებზე მოახვია. წინ წასულს მალევე ჩაეჭიდა კეკეს თითები მტევანზე და მაშინვე მოედო ღიმილი სახეზე. სასწაულად მოსწონდა მისი ბავშვურობა. არცერთ ქალს არ გამოუწვევია იმხელა ინტერესი რამხელასაც სესა იწვევდა. სახლში ჩუმად შესულები პირდაპირ საძინებლებისკენ დაიძრნენ. ჩუმად გაიარეს მისაღები და საძინებლისკენ დაიძრნენ. -ხვალ მიდიხარ? - პლედი მიაწოდა ტიტეს თავის საძინებლის კართან გაჩერებულმა, თვალებში უყურებდა, მხოლოდ მის მწვანეებს ხედავდა სიბნელეში და ესეც ჰყოფნიდა. -დავრჩები თუ ხვალ სადღაც წამომყვები. -სად? - დაუფიქრებლად ჰკითხა, მაშინვე აეწვა ლოყები და თავი დაბლა ჩახარა. -წამომყვები? -არ ვიცი. -კეკე… - კედელთან მიიმწყვდია ჯაჭვლიანი, თმა ყურს უკან გადაუწია, თან სახე გოგოს სახესთან ძალიან ახლოს მისწია. ახლა უკვე მთლიან სახეს ხედავდა და კაცის სიახლოვისგან გული ისე გამალებით უცემდა ეგონა სადაც იყო გასკდებოდა. - მინდა რომ მენდო. - ლოყაზე მიეფერა ცერით. კეკეს გახშირებული სუნთქვა ესმოდა მის აჩქარებულ გულისცემასთან ერთად და იმ დროს ისე უნდოდა მის ვარდისფერ ტუჩებს შეხებოდა ყველაფერი ეწვოდა. - მინდა წამომყვე, მხოლოდ ორი დღე მაჩუქო და გპირდები ჩემთან ერთად გატარებული ორი დღე არასდროს დაგავიწყდება. -მე… -იმას არ ვგულისხმობ რაც მაგ ლამაზ თავში გიტრიალებს პატარა ქალბატონო. - ჩაიღიმა, კეკემ კი აღარ იცოდა სირცხვილისგან სად დამალულიყო. - ღმერთო, რა პატარა და ნაზი ხარ. - თეთრ თმაში შეუცურა თითები, თავი ააწევინა და ერთმანეთს დაშორებულ ბაგეებს დახედა. სუნთქვა შეკრული უყურებდა ცოტა ხანს, უნდოდა ჰაერის გამოცლამდე დაეკოცნა ეს სავსე ბაგეები, უნდოდა, მაგრამ თავის შეკავება შეძლო და ტუჩები ყბის ძვალზე მიაწება, ისიც იმიტომ რომ მისი დაფრთხობა არ სურდა. - წამომყვები? -ჰო. - მთლიანად გაივსო ფილტვები ჰაერით, შემდეგ თვალები გაახილა და ტიტეს მწვანეებსაც შეეჩეხა. -მიდი დაიძინე, მალე მოგვიწევს ადგომა… ენერგია დაგვჭირდება. -ღამემშვიდობისა. -ტკბილი ძილი. - თბილად გაუღიმა, დაელოდა როდის შევიდოდა საძინებელში, შემდეგ თავის ოთახში შევიდა, საწოლზე წამოწვა და გაღიმებული მიაშტერდა სივრცეს. გული არათანაბრად უცემდა. თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად მასთან ერთად ყოფნა სურდა. თავისთვის გაეღიმა, გვერდზე გადაბრუნებულმა ბალიშს ხელები მოხვია და გაღიმებულმა თვალები დახუჭა. *** ახლა. ეტლში მჯდომი მის წინ, სავარძელში მოთავსებულ ძმაკაცს თვალს არიდებდა. ფანჯარაში იყურებოდა და ხელში ვისკით ნახევრად სავსე ჭიქას ათამაშებდა. -ნუ მიყურებ ეგრე ძმურად! - ბოლოს რომ ვეღარ აიტანა ძმაკაცის სიბრალურით სავსე მზერა, ხმამაღლა წამოიძახა და გიგის თვალებში ჩააშტერდა. -მაპატიე. - სწრაფად დახარა თვალები, ყელი ჩახველებით ჩაიწმინდა და ისევ ტიტეს ახედა. - ჯანდაბა ვერ ვეგუები და რა გავაკეთო? -კაი ერთი… მე ხომ შევეგუე უკვე რას ამბობ. -აუუ… - თვალები აატრიალა რატიანმა და კეფა სავარძლის საზურგეს ჩამოადო. - იმენა სულ აურიე რაა. -რას ითხოვთ ჩემგან ვაბშე არ მესმის ტო. - თვალებ მოჭუტული დააკვირდა ძმაკაც, გიგიმაც მაგ დროს წამოსწია თავი. - ინვალიდი ვარ, დამხმარე ქალი მაბანავებს, ჩემით ვერაფერს ვაკეთებ, სახლში ვზივარ გამოკეტილი და ქუჩაშიც ვერ გავდივარ. ჩემი ცხოვრება შეიცვალა, აღარაფერი მაქვს რაც მქონდა, ვეღარ ვაკეთებ იმას რასაც ვაკეთებდი და მაინც გინდათ რომ საავადმყოფოდან ერთი კვირის გამოსულმა ამ დედამოტყ.ულ ცხოვრებას ლამაზი ფერებით ვუყურო? შენ! შენ მაინც უნდა გესმოდეს ჩემი, რადგან შენს გარდა ვერავინ ხვდებოდა ჩემს გრძნობებს უთქმელად! ახლა კიდე მალაპარაკებ უაზროდ და მეც უმაქნისი კაცივით ვწუწუნებ! უმაქნისი ვარ აბა რა ჩემი ფეხები ვარ. - ზიზღით გამოსცრა კბილებში, ვისკი სწრაფად გადაჰკრა და თავი გვერდზე გაატრიალა. - შენთვის არ უნდა მჭირდებოდეს ახსნა! -კარგი… ამ ცხოვრების დედაც ვატირე, დაი.კიდე ერთი მაგისიც… წავიდეთ და გავისეირნოთ. -არ მინდა. -მკიდ.ია, მაინც ვერაფერს იზამ. - ფეხზე წამომდგარი უცებ მივარდა ეტლს, ხელები მოკიდა სახელურებს და გასასვლელისკენ დაიძრა. -გიგი გცემ! -ადექი და მცემე. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, ქურთუკი ფეხებზე დაუგდო და სახლი მასთან ერთად დატოვა. -აუუ შენ ვინ ხარ ტო… რა გიყო ჟღალმა. -მაგას ნუ მიხსენებ ვაბშე, ისე გამაბრაზა დღეს ლამის წავედი და თმებით ვითრიე. - მაშინვე შეეცვალა ხმის ტონალობა რატიანს, წარბები შეკრა და ძმაკაცი ლიფტში შეაგორა. -რატო, რა მოხდა? - გიგის ყურებით გამხიარულებული იღიმოდა, თან ქურთუკს გაჭირვებით იცვამდა. -დღეს სადღაც კლუბში ბრძანდებოდა ვიღაც ქართველებთან ერთად. ჯერ არ მითხრა სად იყო, კლუბის საპირფარეშოდან მელაპარაკებოდა და კამერას არ რთავდა. ნერვებზე ამთხარა. მერე ვაბშე ვიღაც ტიპთან ერთად დადო სურათი სთორიში. ისე ხვევდა ხელებს მუცელზე მომინდა იქ ვყოფილიყავი და ძირში წამემყვრია. -ხომ იცი რომ გიჟია, გაეჭვიანებს შე ჩემა რა გჭირს, მე დავუმუღამე და შენ რით ვერ შეეჩვიე მაგის სიგიჟეებს. -ვაბშე არ ვეჭვიანობ და ვერ ხვდება მაგდენს. პროსტა მაგრად არ მისწორდება ვიღაც გამო.სირებული ჩემს ქალს რომ ეხვევა! ჩამოვა ერთ კვირაში და ნახოს მერე როგორ უნდა ეჭვიანობა. -კეკე როგორ არის იცი? - ბოლოს მაინც ჰკითხა, თან გარეთ გასულმა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. -გუშინ კაფეში ვნახე, თავის მეგობრებთან ერთად იჯდა, როგორც ყოველთვის ახლაც ყველა კეკეს უყურებდა… რა ვიცი, ცუდად არ გამოიყურებდოდა. იღიმოდა, როგორც იცის ხოლმე ისე. რომ დამინახა დაიბნა, მაგრამ მაინც იღიმოდა. დიდ ტკივილს მალავს მაგ ღიმილის უკან, ორივემ ვიცით. -ჯანდაბა… რომ იცოდე როგორ მომენატრა. - თვალები დააჭირა ერთმანეთს და თვალზე მოწოლილი ცრემლი ძლივს შეაკავა. -ვიცი, როგორ არ ვიცი… არასწორად მოიქეცი ძმაო, ახლაც არასწორად იქცევი. -გიგი. -მე ნუ მიმალავ, ხომ იცი მაინც ვერაფერს დამიმალავ და ახლაც ვგრძნობ ყველა შენს გრძნობდა. ყველ შენი ფიქრი მესმის, მაგრამ ეს ყველაფერი არასწორია. შენც იცი ეგ. -ცოტა დრო მჭირდება. -ვიცი რომ გჭირდება… დარწმუნებული ვარ კეკეც ხვდება ყველაფერს… თუ ვერ ხვდება მიხვალ და მიახვედრებ. - კმაყოფილი გამომეტყველება აეკრა სახეზე რატიანს, ეტლს მიაგორებდა, თან თებერვლის ცივ ჰაერს ფილტვებში უშვებდა. ისევ გიგი თუ დაამშვიდებდა, ისევ ის თუ გაუგებდა და ჩასწვდებიდა ყველა მის აზრს. გიგი იყო ერთადერთი და გამორჩეული მეგობარი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა. არ ახსოვს დღე მის გარეშე და ვერც მომავალში შეეგუებოდა მის გარეშე ყოფნას. და მაინც, ყველაფრის მიუხედავდად ეკატერინე ჯაჭვლიანი სჭირდებოდა. გოგო რომელმაც მისი ცხოვრება ამოაბრუნა, ისე რომ თითიც არ გაუნძრევია. უბრალოდ ყიფიანის ცხოვრებაში შეიჭრა და ყველაფერი ლამაზი ფერებით გააფერადა. ცოტა დრო სჭირდებოდა. დრო ახლანდელ მდგომარეობასთან სესაჩვევად. ეტლთან ერთად ცხოვრება უნდა ესწავლა, რაც არც თუ ისე ადვილი იყო 30 წლის ასაკში. *** 2 წლის წინ. -ჩამოხტი, აქედან ფეხით გვიწევს ასვლა. - დაძაბულ კეკეს გადახედა და მანქანიდან გადავიდა. ჯაჭვლიანიც უკან მიჰყვა, პატარა ჩანთა მოიკიდა ზურგზე და ყიფიანს დააკვირდა. სალაშქრო ჩანთა მოეკიდებინა, მკერდზე შესაკრავის დამაგრებას ცდილობდა, ბოლოს შეკრა კიდეც, მანქანის საბარგული დახურა, მანქანა ჩაკეტა და იქვე პატარა “ბუტკა” მაღაზიისკენ დაიძრა. -ხვიჩა! - ზურგით მდგომ 65 წლამდე კაცს დაუყვირა და რომ შეხტა კაცი მაშინვე ხარხარი აუტყდა. -კიდე შენა ხარ?! გულს გამიხეთქ ერთხელაც. - გულზე მიიბჯინა ხელი კაცმა და მის საუბარზე კეკესაც გაეცინა. -მე ვარ მე… აბა შემინახე გასაღები, ხვალ საღამოს დავბრუნდები. - მხარზე მიარტყა ხელი კაცს, თან გასაღები ხელის გულზე დაუდო. -ეს თეთრ ქალაუ ვინაა? -ჩემი გოგოა ხვიჩა, ზევით მიმყავს. -ღმერთმა მშვიდობის მასვლა-წასვლა მაგცასთ, აბა კარგა იყვენით. -გაიხარე ხვიჩა, მადლობა. - ისევ მხარზე მიუტყაპუნა, შემდეგ მომღიმარ ეკატერინეს მიუბრუნდა. - წავედით პატარა? - ხელი გადახვია ჯაჭვლიანს და ისე გაუყვა გზას. -შენი გოგო, საერთოდ ხელი მომაშორე. -ჰმ… კარგი. - მაღლა ასწია ხელები, თან თავისთვის გაიღიმა. -ბევრი გვაქვს გასავლელი? -ძალიან. დღეს შეიძლება ვერც მივიდეთ ტბებამდე, გააჩნია როგორ ივლი. - ლოყაზე უჩქმიტა, შემდეგ გზას გახედა. -გამხდარი ვარ და უფრო ადვილად დავდივარ გორებზე. -ვნახოთ ვნახოთ. -რა სილამაზეს… სურათებს ხომ გადამიღებ? -კამერა მომაქვს. -პოზიორობა კი შემიძლია. - ჩაიცინა, თან სათვალე მოირგო. -სამოდელოს რატომ შეეშვი? -შრომატევადი საქმეა, თუ მოდელობა გინდა და ამ საქმეში ხედავ შენს ცხოვრებას მაშინ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და ამ საქმიანობას მიჰყვე… მე იმდენად არ მიზიდავს რომ ყველაფერზე უარი ვთქვა. პატარაობიდან მანჩოსთან დავდივარ, მაგრამ ახლა სამოდელოზე ბევრად მეტი მოთხოვნილებები მაქვს. თან აღარ მომწონს ჩემს ცხოვრებაში რომ იქექებიან, ყველა ნაბიჯს მიკონტროლებენ, რას ვაკეთებ, რა მაცვია, როგორ ვიცინი, როგორ ვსაუბრობ და ეს ყველაფერი დამღლელია. ისედაც სულ ყურადღების ცენტრში ვარ ჩემი თმების გამო. -შენს თმებს შეეშვი, მე ძალიან მომწინს. -დამიჯერე არ მოგეწონებოდა შენ რომ გქონდეს. - სიმწრით ჩაიცინა, თან თმის სამაგრით მაღლა აიწია გრძელი თეთრი თმა. - ექიმებთან სიარული, შემოწმებები, იმის შიში რომ კანის კიბო გაგიჩნდება, ან მხედველობა დაგიქვეითდება… და ყველაზე ცუდი, მალე კვდები. -რა პერსიმიზმით ხარ სავსე პატარა… ეგრე რომ ვიმსჯელოთ შეიძლება ფეხი დამიცდეს, ხევში გადავვარდე და ვსიო, დამთავრდა ყველაფერი. -შენ არ გესმის… -მესმის, გამოკვლევები ყველასთვის საჭიროა. მინიმუმ წელში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარო. -სამ თვეში ერთხელ ჩატარებაზე რას იტყვი? -უკეთესი. - მხრები აიჩეჩა და მომღიმარს ზევიდან დახედა. - გიხდება. -რა? -ღიმილი. - ცალი თვალი გააპარა ჯაჭვლიანისკენ, მის შეფარკლულ ლოყებზე ინსტიქტურად ჩაიღიმა. -მადლობა. - ტიტეს კომპლიმენტით ნასიამოვნებმა თავი ჩახარა, თავის ფეხებს მიაშტერდა და ისე გაერთო ტიტეზე ფიქრში ქვას ფეხი წამოჰჯრა. რომ არა ყიფიანის სწრაფი მოძრაობა, უთუოდ რამეს იტკენდა დაცემისგან. - ჯანდაბა. -ხელი მომკიდე თორემ ხვალ საღამოს მოტეხილობებით მოგვიწევს უკან დაბრუნება. -თავი დამანებე. - ტიტეს თითებიდან შეეცადა მტევნის განთავისუფლებას მაგრამ არაფერი გამოუვიდა. - ჰმ… კარგი. - რომ ვეღარაფერი მოიფიქრა დანებდა. თვითონაც სიამოვნებდა ასე სიარული, მაგრამ ამას არასდროს აღიარებდა. ტიტეს გახურებული ხელის გულიდან სასიამოვნო მუხტები მოდიოდა და ეკატერინესაც ხელის გაშვების სურვილს უკარგავდა. - ალბათ ჩემი ძმა გაგიჟდებოდა რომ იცოდეს ახლა შენთან ერთად სადღაც გადაკარგულშო მივდივარ, შენ კიდე თვითონ ჩამოიყვანე მაშო. -ჰო, ერთი წლის წინ მეც გავჭედავდი, მაგრამ ახლა ვცდილობ ის შეცდომა არ დავუშვა რაც ჩემს პატარა დასთან დავიშვი. -ლილეზე ამბობ? -შენ რა იცი? -გუშინ მაშომ გვითხრა. - თავის ხელს დახედა, უფრო ძლიერად რომ მოეხვია თითები ტიტეს, თან წინ მიიწევდა, ფაქტიურად მიჰყავდა ჯაჭვლიანი. -ლილეს ყველაზე მეტ ყურადღებას ვაქცევდი, ყველა მისი ნაბიჯის შესახებ ვიცოდი. იცოდა რომ ვნერვიულობდი როცა აგვიანებდა და ყოველთვის მირეკავდა, მაფრთხილებდა სად იყო, თან მამშვიდებდა. ეს თვითონ, მე არაფერს ვაძალებდი. ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, გამომეპარა ჩემი პატარა დის სიყვარულით სავსე თვალები და რომ გავიგე ვინც იყო მისი შეყვარებული გავგიჟდი. ვუშლიდი ნახვას და ყველა ნაბიჯში დავყვებოდი. არ მინდოდა ის ადამიანი ჰყვარებოდა ვინც ჩემი ძმაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა და მეც მტრად გადავეკიდე. სულ რამოდენიმე საათით მოვადუნე ყურადღება და ლილეც გალიიდან გამოპარული ჩიტივით გამიფრინდა. გაიპარა და ცოლად გაჰყვა კაცს რომელსაც დღემდე ვერ ვუყურებ ისე როგორც ჩემს სიძეს. ვერ ვიტან როცა ჩემი და ეხვევა იმის მოუხედავად რომ იცის რაც გააკეთა. არ მინდა იგივე შეცდომა დავუშვა მაშოსთან. მირჩევნია ჩემს წინ იყვნენ, ვხედავდე რას აკეთებენ და ბედნიერ მარიამს ვუყურებდე. არაფერს ვუშლი, სანაცვლოდ კი სულ მცირედს ვითხოვ. იმედია ჩემს ნდობას ცუდად არ გამოიყენებენ, თორემ მერე სხვანაირად მივიქცევი. -ანუ მაინც აკონტროლებ. - გაიღიმა, თან ტიტეს თითებისგან წამოსული მუხტი კიდევ ერთხელ დააიგნორა. ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა მასთან ყოფნის დროს, რატომ უხტებოდა გული საგულედან და ასე რატომ სიამოვნებდა მისი უბრალო შეხებაც კი. აღარ უნდოდა როდისმე გაეშვა ხელი. სასიამოვნოდ ედებოდა ყურში მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა რომელსაც სასიამოვნოდ დაბოხებული ხმით წარმოსთქვამდა. -უბრალოდ მისი დაცვა მინდა ტკივილისგან. ჯერ პატარაა და არ მინდა ამ ასაკში გული ეტკინოს. -ძალიან სწრაფად მიდიხარ იცი? - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ადგილზე შემდგარმა ტიტეს ხელს თითები მოუჭირა გასაჩერებლად. -უკვე დაიღალე? - შუბლზე ჩამოყრილი პატარა თმები თავზე ხელის გადასმით უკან გადაუწია, სათვალე თავზე დაუმაგრა, შემდეგ მოჭუტულ ცისფერ თვალებში ჩახედა. გაეღიმა გაშეშებული კეკეს ყურებისას, სუნთქვა საერთოდ რომ შეეკრა და ისე უყურებდა ქვევიდან. - ასე ხშირად თუ გამაჩერე ხვალამდე ვერ ავალთ პატარა. - კისერზე შეუცურა ხელი და შუბლზე აკოცა. -ძალიან ჩქარა მიდიხარ და მეც მიგყავარ. - უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები ხელი რონ გაუშვა ტიტემ, იქვე ქვაზე ჩამოჯდა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. როგორც კი გააბოლა კეკეს შეხედა თვალებ მოჭუტულმა, ბახმაროს ბოთლი რომ მოეყუდებინა და წყალსაც კი სექსუალურად სვამდა. საკუთარ ფიქრებზე გაეცინა, მოწევა სწრაფად დაამთავრა, ფეხზე წამომდგარმა ბოთლი ხელიდან ააცალა და ნახევრამდე ჩაუცალა წყალი თვალებ გაფართოვებულ ჯაჭვლიანს. - სერიოზულად? -შეგვხვდება წყარო და აავსებ. - მხრები აიჩეჩა, შემდეგ ისევ სიარული განაგრძო. ხელი რომ არ ჩაკიდა უკმაყოფილებით სავსე აედევნა უკან. ხმას აღარ იღებდა, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ჩაეკიდა ხელი თუ არა. ვერ ბედავდა, სცხვენოდა, მაგრამ სურვილი ჰკლავდა. ბოლოს დაინახა უკან რომ გამოსწია ხელი ტიტემ, თითებით ანიშნა რომ ხელი ჩაეკიდა და კეკემაც გახარებულმა მოხვია თითები მტევანზე. მთელი გზა საუბრობდნენ, გაუაზრებლად იგებდნენ ერთმანეთზე უფრო მეტ და მეტ იმფორმაციას, თან ძველ მოგონებებზე იცინოდნენ. ყველგან უღებდა სურათებს ეკატერინეს. მართალი იყო ჯაჭვლიანი, პოზიორობა კარგად გამოსდიოდა. ტიტეც გაოცებას ვერ მალავდა ამ სილამაზის შემყურე, თეთრ თმებს რომ აფრიალებდა და დახუჭულ თვალებზე ჩამწკრივებული თეთრი წამწამები ღია ფერის უპეებზე ლამაზად ელაგა. ზევიდან მომავალი ტურისტი ფოტოგრაფიც შეხვდათ, კამერა ხელში მიაჩეჩა კაცს და ეკატერინეს მიუახლოვდა. უამრავ პოზაში გადაიღეს სურათები, ჰაერში აფრიალებდა და ეკატერინეც ბუნებრივად კისკისებდა. ტიტეს ნათქვამი “one more”-ით უამრავი ფოტო გამოვიდა, მაგრამ აწუწუნებულ ჯაჭვლიანს არაფრის დიდებით არ ანახებდა. ბოლოს როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილას, შემდეგ კეკეს ემოციებს უსმენდა. უყურებდა მის გაოცებულ სახეს და მისი გაცისკროვნებული თვალები უფრო ლამაზი ეჩვენებოდა ვიდე უამრავჯერ ნანახი აბუდელაურის ტბა. -მართლა სამოთხეს ჰგავს აქაურობა. -ჩავიდეთ? -გამიგია რომ ცივია. - ეჭით შეათვალიერა ტბა, ბოლოს ტიტეს ახედა. -ძალიან ცივია, მაგრამ აქ რომ მოხვედი უნდა ჩახვიდე. -სიცივეს ვერ ვიტან ხომ იცი? თან ბნელდება და შემცივდება. -ჰმ… გაიხადე, ან ეგრევე ჩაგაგდებ. - მაისური მოიშორა, შემდეგ შარვლის გახდა დაიწყო. -შიგნით რამე არის? რომ ჩამითრიოს. - როგორც კი თქვა მაშინვე გაოცებულმა გახედა ტიტემ, შემდეგ ბოლო ხმაზე ახარხარდა და დიდი ქვისკენ დაიძრა. -თევზებიც კი არ არიან პატარა, მოდი აქ და ნუ გეშინია. -რეებს მაკეთებინებს. - თავისთვის ჩაიურტყუნა და ტიტესკენ დაიძრა. იმდენად იყო მიჩვეული გადაღებებზე საცვლებით დგომას სულ დაავიწყდა რომ ახლა მოდელი გეი ბიჭების ნაცვლად ტიტეს წინ იდგა შავი ბიუსჰალტერის და საცვლის ამარა. ყელიდან ფეხის თითებამდე შეათვალიერა ქალის სხეული ტიტემ და ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა. ისე უნდოდა შეხებოდა სუნთქვა ეკვროდა. უნდოდა მისი ნაზი კანი ეგრძნო და ერთმანეთს დაშორებული ვარდისფერი ტუჩები სათითაოდ დაეკოცნა. -წავედით? - ბოლოს ძლივს მოეგო გონს, ჩაახველა და კეკეს ხელი გაუწოდა. -ჰო. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი როგორც კი ტიტემ დათვლა დაიწყო, ცხვირზე მოიჭირა თითები და ტიტეს სხეულს გაჰყვა. მაშინვე გააკანკალა როგორც კი გაყინული წყალი იგრძნო და სუნთქვა შეკრულმა ჰაერის ჩასასუნთქად სწრაფად ამოყვინთა. - ღმერთო რა ცივია! - უცებ წამოიკივლა და ტიტესაც სიცილი აუტყდა. - აქვე გავიყინები! -მოდი აქ. - წვრილ თითებზე ჩაეჭიდა და თავისკენ მისწია. -ვერ ვძლებ ტიტე! -მე ხომ თბილი ვარ. - სხეულზე აიკრა და თმები უკან გადაუწია. - ჯანდაბა… რა ლამაზი ხარ. - გაუაზრებლად ხმამაღლა იფიქრა და კეკეც გაოცებული მიაშტერდა. ქვედა ტუჩზე იკბინა ყიფიანმა, ლოყაზე მიეფერა ცერით, თან გოგოს სველ ტუჩებს დახედა. წელზე მოხვეული ხელით ისე აიკრა სხეულზე კეკე ოდნავ განძრევასაც ვეღარ ახერხებდა. კეფაზე შეცურებული თითებით თავი გვერდზე გადააწევინა და მაღალ კისერზე ტუჩები მიაწება. იგრძნო როგორ შეაჟრჟოლა გოგოს და უფრო გათამამდა. ყელიდან კოცნით აუყვა ტუჩებამდე, შემდეგ ნახევრად მინაბულ თვალებში ჩახედა, სულ ოდნავ შეეხო ტუჩებზე და კეკესაც მაშინვე თვალები დაეხუჭა. გულ აშქარებულმა ოდნავ მისწია თავი ტიტესკენ, ყიფიანმაც თანხმობად ჩათვალა ეს მოქმედება და ნანატრ ტუჩებზე ნაზად შეეხო. ხერხემალში ჟრუანტელმა დაუარა, სულ გაბრუვდა ისე როგორც კეკე და ის ცივი წყალიც გადაავიწყდა. ჯერ მსგავსი არაფერი უგრძვნია არცერთ ქალთან, რას წარმოიდგენდა უბრალოდ კოცნა თუ გამოიწვევდა ამდენ ემოციას ერთად, მაგრამ კეკე სხვა იყო, აღარაფერი გაუკვირდებოდა მას შემდეგ, როცა პირველად კანზე ოდნავ შეხებითაც კი ამოუხსნელი გრძნობა აგრძნობინა. აინტერესებდა ჯაჭვლიანი, ყველაფერი აინტერესებდა მის შესახებ და ეს უკვე განასხვავებდა სხვა ქალებისგან. იმდენად სხვანაირი იყო ვერც ვერავის ადარებდა და არც შეადარებდა, რადგან წინა ღამესვე იგრძნო განსხვავებული გარემო, რომელსაც ეკატერინე უქმნიდა. ახლა კი ნატვრა აისრულა, ფაერის გამოცლამდე დაუკოცნა ტუჩები. ბოლოს შუბლი მიაბჯინა შუბლზე და თვალები მინაბა. ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, ცივი წყალს ისევ გრძნობდა ტანზე და აკანკალებულ ქალის სხეულს ხელებს მჭიდროდ ხვევდა. ცხვირის წვერი ოდნავ გაუსვა პატარა ცხვირზე, შემდეგ მოწყვეტით აკოცა და ამღვრეულ ცისფერებში ჩახედა. ცალკე სიამოვნება იყო ყოველ ჯერზე იმის აღქმა რომ ცისფერი თვალები თეთრ წამწამებს შორის იყო მოთავსებული. -ავიდეთ. - შუბლზე აკოცა, შემდეგ ნაპირისკენ გაცურა. - მოდი. - ჩანთიდან ამოღებული პირსახოცი გაშალა და მისკენ აწითლებული სახით მიმავალს სახეზე მიაშტერდა. - ჯანდაბა პატარა… ზოგჯერ მავიწყდება რომ პატარა ხარ. - მომღიმარმა მოახვია პირსახოცი, თმები გაუმშრალა, შემდეგ ტანზე მოახვია. - ფეხსაცმელი ჩაიცვი და წავიდეთ. -რა? ასე? - გაოცებულმა დაიხედა ტანზე. -აქვე ერთი ადგილია, ცეცხლს დავანთებთ, კარავს გავშლით და გავშრებით. -ტანსაცმელი სწრაფად წამოკრიფა, ჩანთაში ჩადო და ფეხსაცმლის მორგების შემდეგ იქაურობა დატოვა. -სურათები? -ხვალ გადავიღოთ, ბნელდება და იქამდე უნდა მივასწროთ. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი. ცოტახანი ჩუმად მიდიოდნენ, შემდეგ ჯაჭვლიანი ახარხარდა და ტიტემაც გაოცებულმა შეხედა. ისე უხდებოდა სიცილი, ყოველ ჯერზე გაუაზრებლად აშტერდებოდა. - რა? - თვითონაც გაეცინა მის ლაღ სიცილზე და დაელოდა როდის გასცემდა პასუხს. -ჩემ თავზე მეცინება… როგორ დავდივარ. - ფეხებზე დაიხედა, შემდეგ ტიტეს ახედა. -პირსახოცი ოდნავ დაბლა ჩამოსწია. - საცვალი გაუსწორა უკანალზე და პირსახოციც დაბლა დაქაჩა. ახლა უკვე ტიტეს ეცინებოდა გოგოს აწითლებულ სახეზე. უნდოდა ეთქვა რომ ზედმეტი მოსდიოდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. ვერასდროს წარმოიდგენდა უცხი კაცს ამდენის უფლებას თუ მისცემდა. ბიჭისთვის კოცნის უფლებაც არ მიუცია, ახლა კი ტიტეს ვერაფრით ეწინააღმდეგებოდა. უდიდეს მიზიდულობას გრძნობდა ამ კაცთან. იმაზე ჩაციკლული რომ მოკლე ცხოვრება ჰქონდა თავს სურვილების ასრულების უფლებას აძლევდა და კაცთან, ვისთანაც განსხვავებული გრძნობები აკავშირებდა, ყველა სიგიჟის გაკეთება სურდა. კარავი რომ ააწყეს ცეცხლიც დაანთეს, შემდეგ პლედი გაშალა ბალახზე ყიფიანმა, კეკემ თავის გაკეთებული სენდვიჩები ამოაძვრინა ჩანთიდან და ტიტესაც თვალები გაუბრწყინდა. -ღმერთო რა გემრიელია. - როგორც კი დააგემოვნა თვალები აატრიალა და პლედზე ზურგით გადაწვა. კეკეს სიცილზე ისევ წამოჯდა და ჭამა გააგრძელა. -სურათებს არ დამათვალიერებინებ? -ჯერ ვჭამოთ პატარა… უი, შენთვის იცი რა მაქვს? -რა? -მოვალ ახლავე. - ფეხზე წამომდგარი ჩანთისკენ დაიძრა. თერმუსის ჭიქა ამოიღო და პლედზე მოთავსებულმა კეკეს გაუწოდა. - ჩაია, ცხელი თუ არა წესით თბილი მაინც უნდა იყოს. -მადლობა. - გახარებულმა მოხსნა თავსაფარი და ცოტა მოსვა. - თითქმის ცხელია. -ძალიან კარგი. - ჩაიღიმა, თან ჭამა განაგრძო. - ყველაზე გემრიელი სენდვიძია რაც კი მიჭამია. -აფერისტო! -არა სერიოზულად, გემრიელია. - კიდევ ერთხელ შეუქო სენდვიჩი, შემდეგ ჩუმად განაგრძო ვახშმობა. - მოდი. - როგორც კი ჭამა დაასრულა ხელი დაარტყა მის წინ მიწაზე. თავიდან დაეჭვებულმა შეათვალიერა კეკემ, ბოლოს ყოყმანით მაინც მივიდა ყიფიანთან. მის ფეხებს შორის მოთავსებული ზურგით მკერდზე მიეკრო და როგორც კი მისი შიშველი ნავარჯიშები სხეული იგრძნო ლამის გული გადაუქანდა. ზურგზე პლედი მოიხვია ყიფიანმა, სახით ცეცხლისკნ იყო, მაგრამ წინიდან ისედაც ათბობდა კეკეს შიშველი ზურგი. აპარატი დაიჭირა ხელში, გალერეაში შევიდა და სურათების თვალიერება დაიწყო, თან კეკეს მხარზე ჰქონდა ნიკაპი ჩამოდებული. ბევრი სურათი წააშლევინა ქალბატონმა, ზოგზე გულიანად იცინოდა, ტიტეს მიერ გადაღებულ ვიდეოებს უყურებდა, რომლებიც თავიდან სურათები ეგონა. ბოლოს ერთად გადაღებულ სურათებსაც წააწყდა და რამდენიმე სამახსოვროდ შეინახა. -ეს ყველაზე მეტად მომწონს. - ერთ-ერთ ფოტოზე ანიშნა, სადაც ხელში აეყვანა ტიტეს ჯაჭვლიანი და თეთრი თმებიც ლამაზად უფრიალებდა. - ეტყობა ფოტოგრაფის გადაღებული რომ არის. -რისი თქმა გინდა რომ მე ვერ ვიღებ? -არაა… უბრალოდ ისე აქვს გადაღებული იმ კაცს... ორივე კარგად ვჩანვართ. -გათბი? - ფოტო აპრატი გვერდზე გადადო, ხელები მოხვია მუცელზე და ტუჩები კისერზე მიაკრო. -ჰო. -გინდა საიდუმლო გაგანდო? - დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა, შემდეგ ყელზე აკოცა. -მინდა. -გიგის შენი დაქალი მოეწონა, მთელი ზაფხულია უთვალთვალებს, იცის სად არის, ვისთან ერთად და მგონი დარხეული აქვს. ეგეთი არასდროს მინახავს. -სერიოზულად? - თვალებ გაფართოვებულმა შეატრიალა თავი ტიტესკენ. -ჰო. -სესა გაგიჟდება რომ გაიგოს. -არ უთხრა, როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ ეტყვის ყველაფერს გიგი. - მუცელზე ეფერებოდა, თან მის სურნელს ისუნთქავდა. ასეთი ნაზი და სასიამოვნო სურნელი არასდრის უგრძვნია ყიფიანს. -არა, მე რა უფლება მაქვს. - ჩაიღიმა ახალი ამბით გახარებულმა, შემდეგ კეფა ტიტეს მხარს მიაბჯინა და ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას შეხედა. -დაიღალე? -ალბათ ხვალ ვეღარ ვივლი და კუნთების ტკივილით მოვკვდები… ამდენი არასდრის მივლია. -მიდი გაიხადე ესენი, ტანსაცმელი ჩაიცვი და ხვალამდე ესენიც გაშრება. -არ გამოიხედო იცოდე! - დარცხვენილი მოშორდა ყოფიანს. -ნუ ნერვიულობ. - ჩაიცინა და ფეხზე წამომდგარს თვალი გააყოლა. კარავში შესულმა სწრაფად გაიხადა საცვლები, მაისური და შორტი ამოიცვა, შემდეგ კარვის შესაკრავი გახსნა და ფეხზე მდგომ ტიტეს შეხედა, მისგან ზურგით რომ იდგა და ცეცხლს ეფიცხებოდა. -ტიტე. - ხმადაბლა დაუძახა და ისიც წარბებ აწეული შეტრიალდა კეკესკენ. -ჩავაქრობ და მოვალ. - იქვე დადებული წყალი დაასხა ცეცხლს, შემდეგ კარვისკენ დაიძრა. ელვა შესაკრავით კარავი დახურა და საძილე ტომარაზე მწოლ კეკეს დახედა. -ერთია. -ვიცი… მაგრამ ორ კაციანია, სხვა ვერ ვნახე სახლში მაშოს თავს ვფიცავარ. - გვერდზე მიუწვა სახე აწითლებულს, ელვა შესაკრავი შეკრა და კეკესკენ გადაბრუნდა. - კარგად წევხარ? -ჰო. -გრცხვენია? - მომღიმარი მიეფერა ღაწვებზე. -ცხოვრებაში არასდროს გავწითლებულვარ, შენთან კიდე სულ წითელი დავდივარ. - თავი ჩახარა და ტიტეს გაცინება ისევ მოახერხა. -გიხდება. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა. - გამოვრთო ეს? - ჭერზე მიმაგრებულ სანათზე ანიშნა და კეკემაც თავი დაუქნია. სიბნელეში დარჩენილებს ახლა უფრო მეტად ესმოდათ ერთმანეთის გულის ცემა და გახშირებული სუნთქვა. მის თეთრ თმებს მაინც ხედავდა და გრძელ თითებს მასში დაათარეშებდა. ნელა მისწია თავი კეკეს სახესთან და ტუჩებზე ნაზად აკოცა. აზლა უფრო ძლიერად იგრძნო ჟრუანტელი ვიდრე პირველად. გაიღიმა, თავი იქვე დადო და თვალები დახუჭა. აღარაფერი უთქვამთ ისე გაითიშნენ ენერგია გამოცლილები. დაეფიცება ყიფიანს რომ ასე მშვიდად ცხოვრებაში არასდროს უგრძვნია თავი. ყველაფრისგან დაცლილიყო და სხეულში სრულ ჰარმონიას გრძნობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.