შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 5)


20-01-2020, 18:36
ავტორი Smailiki
ნანახია 1 693

  - ნიკა აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - ვეკითხები ჩემს წინ მდგარ ბიჭს. თვალს ვაყოლებ ქვევიდან ზევით და მის ჩაცმულობას კარგად ვაკვირდები. სრულიად სხვანაირად გამოიყურება.

- ჯერ ეს ერთი აჯობებს თუ მომართავთ ზრდილობის ფარგლებში- ბატონო ნიკა. მერე მეორე, თქვენ ჩემი ასისტენტი ხართ, გევალებათ ჩემთვის დახმარების გაწევა. საბუთების მოწესრიგება, განრიგის შედგენა და ყველაფერი იმის გაკეთება რასაც მე დაგავალებთ.-  ვერ ვხდები თქვენობით რატომ მესაუბრება?! ისე თითქოს არ მიცნობდეს.

   - ესე იგი შენ ხარ ამ კომპანიის მმართველის შვილი? - ვეკითხები გაოცებული. ალბათ ასეა სხვა შემთხვევაში აქ ვერ იქნებოდა.

   - დიახ, მე ვარ ქალბატონო... უკაცრავად, თქვენი სახელი შემახსენეთ. - ამბობს ის და მიყურებს. პასუხს ელოდება, ისე თითქოს არ მიცნობდეს. მე პასუხის გაცემის გარეშე გამოვდივარ კაბინეტიდან და კარს ძლიერად ვაჯახუნებ. გარეთ მყოფები მე მიყურებენ, მე კი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ვიღიმი და პირველ სართულზე ჩავდივარ.

   - მარი, თქვენი კაბინეტი "ნომერი 404" გვერდით არის. - ამბობს წითური გოგონა, როგორც კი მხედავს.

   - მადლობა, მაგრამ იქნებ შევწყვიტო თქვენობით საუბარი და ერთმანეთი გავიცნოთ? მარიამი. - ვამბობ და ხელს ვუწვდი.

   - ანა. - ამბობს და ხელს მართმევს.

   - ანა შეიძლება რაღაც გკითხო? ნიკა, უფროსწორად ბატონი ნიკა აქ დიდი ხანია მუშაობს? ის ხომ ჯერ სკოლის მოსწავლეა? აქ რატომ მუშაობს? ან ჩვეულებრივ სკოლაში რატომ სწავლობს თუ ასეთი მდიდარია? - კითხვებს ვუსვამ და მის გაოცებულ სახეს ვუცქერ.

   - ეს მამამისის ბატონი გიორგის კომპანიაა. ბატონი ნიკა აქ დიდი ხანი არაა რაც მუშაობს. მამამისს უნდა, რომ მისმა შვილმა ეს საქმიანობა აითვისოს. შენამდე ბევრი ასისტენტი გვყავდა. არცერთი გაჩერებულა აქ ერთ კვირაზე მეტი. ბატონმა ნიკამ ყველა გააგდო. წარმატებებს გისუყვებ საყვარელო. ძალიან კარგი გოგო ხარ, იმედია შენ გაუძლებ ბატონი ნიკას ასისტენტობას. - მითხრა და გამიღიმა. როგორი საყვარელი და ხალისიანი ვერც კი წარმოიდგენთ.

   - დარწმუნებული ვარ შევძლებ- ვამბობ თავდაჯერებული. ნიკას უფლებას არ მივცემ გამაგდოს.

  - ხო მართლა სიხარულო, შენ საიდან იცი, თუ სად სწავლობს ბატონი ნიკა? - მეკითხება და კვლავ მიღიმის.

   - გეტყვი. ოღონდ ჩვენ შორის უნდა დარჩეს. - ვამბობ და ვიცინი. თითქოს ისეთ საიდუმლოს ვამხელ სიკვდილ- სიცოცხლის საქმე იყოს. თუმცა ჩემთვის მართლაც ასეა.

   - კარგი. მითხარი.

   - მე ნიკას უკვე ვიცნობ. ერთ სკოლაში დავდივართ. - ვამბობ და მის გაკვირვებულ სახეს ვაკვირდები. ძალიან ლამაზი შავი თვალები პირდაპირ მე მიყურებენ.

   - მართლაა? მაშინ გაგვიმართლა. არც შენ გაგაგდებს და არც ჩვენ მოგვიწევს შემცვლელის პოვნა. - ამბობს და მიღიმის.

   - იმედია - ვამბობ, ვუღიმი და ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ.

    შევედი თუ არა მაგიდაზე დადებულმა ტელეფონმა დარეკა, მივედი და ვუპასუხე.

   - ყავა შემომიტანე. - მესმის ნიკას მკაცრი ხმა. ასრულებს თუ არა საუბარს ტელეფონს თიშავს. უზრდელი. იქნებ რაიმეს თქმა მინდა. აქამდეც ვიცოდი, როგორი საშინელებების გამკეთებებლია, მაგრამ ეს მეტისმეტია. ის მაინც ეთქვა, რომელი ყავა უნდა. იდიოტი!

   პირველ სართულზე ჩავდივარ და ანას ვეკითხები, რომელი ყავა უნდა მოვუდუღო ნიკას. საბედნიეროდ მან იცის. ყავის გაკეთებაშიც მეხმარება და ფინჯანშიც მისხამს.

    კვლავ მესამე სართულზე ავედი და "ნომერ 404"-ს მივუახლოვდი. ამ სართულებზე ასვლა-ჩასვლამ უკვე ფეხები მატკინა. კარზე დავაკაკუნე და პასუხს დაველოდე. არ მინდე მეორედ მოვისმინო ნიკას შენიშვნა დაკაკუნებასთან დაკავშირებით.

   - მობრძანდით. - მესმის ნიკას ხმა. მეც შიგნით შევდივარ და ყავას ნიკასთან ახლოს მაგიდაზე ვდებ.

   - კიდევ რამე ხომ არ გნებავთ. - ვეუბნები ნიკას. არ მინდა რაიმე შენიშვნა მომცეს. მე ასე მარტივად სამსახურიდან ვერ გამაგდებს. ნიკა ფინჯანს იღებს, ერთ ყლუპს სვამს და კვლავ მაგიდაზე აბრუნებს.

    - შენი სახელი შემახსენე. - მის სიტყვებზე ვბრაზდები, ვითომ არ იცოდეს.

   - იზოლდა. - ვამბობ და სიცილს ძლივს ვიკავებ.

   - მომისმინე იზოლდა, შაქარი ზედმეტი მოგივიდა, შემდეგ ჯერზე ასეთი ტკბილი აღარ გააკეთო. და კიდევ, საბუთები შემომიტანე.- ნიკა კვლავ იღებს ფინჯანს და მეორე ყლუპს სვამს. მის სიტყვებზე ვცოფდები. შემდეგ ჯერზე ცეცხლს და ნავთს მოგიდუღებ და დაგალევინებ იმედია მოგეწონება.

    მისი კაბინეტიდან გამოვდივარ და ორ წუთში შევდივარ საბუთებით ხელში. ნიკასთან ახლოს მივდივარ და პირდაპირ მის წინ მაგიდაზე ვახეთქებ საბუთებზე. ის კი გაკვირვებული მიყურებს.

    - რატომღაც მეგონა ადამიანი იმას არ სვამდა რაც არ მოსწონდა. თუ არ მოგეწონათ რაღატომ დაასრულეთ ბატონო ნიკა? - მან დაიწყო ეს თამაში და მეც მისი წესებით ვითამაშებ. ჩემი ოინებით გავუმწარებ სიცოცხლეს.

    - ალბათ არასწორად გეგონათ ქალბატონო იზოლდა. - ამბობს და იცინის, სიცილს ძლივს ვიკავებ, კარისკენ მივდივარ და როდესაც ნიკას კაბინეტიდან გამოვდივარ სიცილს ვიწყებ.
  
    "ქალბატონი იზოლდა" არა კვახი.

     სამუშაო დღე ისე დასრულდა, რომ ნიკას კაბინეტში შესვლა აღარ მომიწია. რაც ძალიან მიხარია.

     ბოლოს ჩანთა მოვიკიდე და კიბეებზე დავეშვი. ღმერთის სასჯელია ეს კიბეები.

    პირველ სართულზე ანას ვხვდები და ერთად გავდივართ ოფისიდან.

    - აბა როგორი იყო პირველი სამუშაო დღე? - ამბობს ხალისიანი ხმით და ეს ხალისი მეც მედება.

    - კარგი იყო, რადგან ახალი მეგობარი შევიძინე. - ამ მეგობარში ანას ვგულისხმობ. ის ამას ხვდება და მიღიმის.

   - ბატონ ნიკასთან დაკავშირებით რა ხდება?

    - ნიკას ჩვენი გაკეთებული ყავა არ მოეწონა. - ანიმ გაკვირვებული სახით  შემომხედა.

    - არა და ასეთი უყვარს, ზუსტად ვიცი. სულ ასეთს სვამს ხოლმე.

   - ხო შეიძლება უბრალოდ ჩემი ნერვების მოშლა უნდა და თან შურისძიებაც. - ვამბობ ხმადაბლა, ჩემთვის, მაგრამ ჩემი სიტყვები ანასაც ესმის.

   - რა შურისძიება. არ გინდა მომიყვე? - მეკითხება და თან მიღიმის.

  - მოგიყვები ოღონდ არავის არ უნდა უთხრა. - ანამ თავი დამიქნია. - მოკლედ ნიკას ძმაკაცი და ჩემი დაქალი შეყვარებულები არიან. მათი საშუალებით გავიცანით ერთმანეთი. მაგრამ ნიკას აქამდეც ვიცნობდი...- ანას ყველაფერი მოვუყევი რაც ჩემსა და ნიკას შორის მოხდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მას ვენდობი.

   - ვერ ვხვდები, რატომ გითხრა ეცადე არ შემიყვაროო? ზოგადად მისი ხასიათი ძალიან რთულია, მაგრამ არ მეგონა ასეთი საშინელება თუ იქნებოდა. სიხარულო, შენ არ ინერვიულო. ყველაფერი მოგვარდება. - მითხრა და გამიღიმა, მეც ანალოგიურად.
  

    *******

   დილით დედაჩემმა გამაღვიძა. ისე გვიან ავდექი ათ წუთში მომიწია მომზადება. თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სკოლისკენ, რომ არ დამგვიანებოდა. ასე არეულად დაიწყო დღე და ასე არეულადვე დასრულდა გაკვეთილები.
  
   საშინელი დღე იყო. უხალისო, თან ელეც არ იყო სკოლაში და მთლად გავგიჟდი.

    დღეს მორიგე ვიყავი. გარეთ, როცა გამოვედი ბავშვები უკვე წასულები იყვნენ. ყვირილის ხმა შემომესმა და იქეთ გავიხედე საიდანაც მოდიოდა ეს ხმა. გვანცა და ტატო იყვნენ.

     - რა ჯანდაბა გინდოდა იმ გოგოსთან ერთად. - ყვირის გვანცა და ტატოს მკერდზე მუშტებს ურტყავს.

    - შენ არასწორად გაიგე. გთხოვ მომისმინე. - ტატო ჩუმი და მშვიდი ხმით საუბრობს.

   - არა ტატო, შემეშვი. - ამბობს გვანცა და ეზოს გასასვლელისკენ მიდის.

    - არასწორად იქცევი. - ამბობს ტატო და ელოდება როდის შეჩერდება გვანცა მოსასმენად. სულ პატარა იმედი მაინც აქვს, რომ ასე მოიქცევა. მაგრამ არა. გოგონა გზას ისე აგრძელებს თითქოს არც არაფერი გაუგონია. ტატო მისკენ მიდის, ძლიერად კიდებს მკლავში ხელს და გვანცას წაყვანას ცდილობს.

    ეს რა საქციელია?ტატოს არ მივცემ გვანცას აქედან "წათრევის" საშუალებას. მათკენ მივდივარ, მაგრამ ვიღაც მკლავში ხელს მავლებს და თავისკენ მატრიალებს.
წონასწორობას ვერ ვიცავ და პირდაპირ მის სხეულს ვეჯახები. ცოტაც და წავიქცეოდით. მის სხეულს ვშორდები და იცით ვინ შემრჩა ხელში? რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, ნიკა.

    - შეეშვი თავად მოაგვარებენ პრობლემას. - ამბობს ჩვეული ხმით და თვალებში მაშტერდება.

    - რომ არ დაგიჯერო და წასვლა მოვინდომო რას იზამ?

    - არ გაგიშვებ.- ამბობს ნიკა კატეგოეიული ხმით.

    - მომისმინე ნიკა, შემეშვი რა! შენ ჩემი უფროსი მხოლოდ სამსახურში ხარ. ასე, რომ არ ვარ ვალდებული დაგიჯერო. შემეშვი! - ვუყვირი ბოლო ხმაზე. მაგრამ მაინც არ მაძლევს წასვლის უფლებას. იმ ადგილისკენ ვიხედები სადაც ტატო და გვანცა იყვნენ, მაგრამ ისინი იქ აღარ არიან.

    - ჯანდაბა უკვე წავიდნენ. - ვამბობ და ნიკას ხელს ვაშვებინებ. თან გაბრაზებული სახით ვუყურებ.

    - წამოდი წავიდეთ? - ეს მგონი ცოტა ძაან უბერავს. სად უნდა წავიდეთ? ან რატომ გონია,რომ სადმე მასთან ერთად წასვლა მინდა.

    - რა?

    - ახლა ორივე ოფისში მივდივართ, ასე რომ წამოდი მე წაგიყვან. - ამბობს ისე თითქოს მოთხოვნა იყოს. ან ბრძანება, რომელიც აუცილებლად უნდა შევუსრულო. ეს ფაქტი ძალიან მაღიზიანებს.

    - არა იყოს ჩემს უფროსს არ შევაწუხებ. - სიტყვა უფროსს გამოკვეთილად ვამბობ.

    - ნუ სულელობ მარიამ.

    - ააა, ახლა გაგხსენდა ჩემი სახელი? - ვამბობ ნიშნისმოგებით.

    - თემას ნუ ცვლი და წამოდი. - ნიკა ხელს ძლიერად მჭიდებს და ისე აპირებს ჩემს გათრევას, როგორც ორი წუთის წინ ტატომ გაათრია გვანცა.

    -არა მეთქი. - ხელს ვაშვებინებ და მივდივარ. ნიკა არ გამომყოლია. ცოტათი ნერვებიც მეშლება. იქნებ ადამიანი თავს იფასებს მეორედ აღარ უნდა კითხო? თავში ტვინი აღარ შერჩა ამ საწყალს. ეკითხა მეორედ და მერე დავთანხმდებოდი, რა იქნებოდა?

    სამსახურში ათი წუთით მაინც დამაგვიანდა. როგორც კი ფოიეში შევედი, მაშინვე ანას მოღუშულ სახეს გადავაწყდი. პირველად არის, როცა ის არ იღიმება.

    - რამე მოხდა?

    - დააგვიანე. ბატონი ნიკა გაბრაზდა და გადმოგცა, როცა მოვა მაშინვე შემოვიდესო. შენს მაგივრად მე ვნერვიულობ. - ძლივს მორჩა სათქმელს. როგორი საყვარელია ჩემს გამო ლამის მოკვდა ნერვიულობით.

    - კარგი ანა ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება. - ჩემს ნათქვამზე ორივე ერთად ვიღიმით.

    მესამე სართულზე ავდივარ და ნიკას კაბინეტის კარზე ვაკაკუნებ.

    - მობრძანდით. - მესმის მისი მკაცრი ხმა.

   - გამარჯობა. - ვამბობ და ვუღიმი. იქნებ ამ ღიმილმა მაინც გადამარჩინოს ნიკას კლანჭებიდან.

   - დააგვიანე. - ამბობს კატეგორიული ხმით.

   - დიახ, დავაგვიანე.

   - და რატომ?

   - ისე ნუ იქცევი თითქოს არ იცოდე ნიკა.- ვუყვირი.

   - ჩემთან ხმას ნუ უწევ. გასაგებია? -ისიც მიყვირის. შეშინებული თავს ვუქნევ.  ვეღარაფერს ვამბობ.

   - ახლა კი წადი და ყავა მომიდუღე.- რასაც ქვია მაგდებს კაბინეტიდან. ასე არა, ბატონო ნიკა? შენ ნახავ რასაც გიზამ, ნახავ ჩემს რეალურ მხარეს. სასწრაფოდ გეგმა მჭირდება, რაღაც ორიგინალური. როგორ მიყვარს ჩემი ტვინი, საოცარი რამ მოვიფიქრე და განხორციელებაც არ გამიჭირდება.

    ******

    ნიკას ყავა შევუტანე. გუშინდელი არ მოგეწონა, დღევანდელმა შეიძლება მოგკლას კიდეც. - გავიფიქრე ჩემთვის.

    - ეს რა არის? - ამ სიტყვებს ძლივს ამბობს ხველებებს შორის.

    - ყავა. რა უნდა იყოს?

    - მარილიანი ყავა? - ამბობს დაჭყანული სახით.

    - შენ არ თქვი გუშინდელ  მოდუღებულზე ზედმეტად ტკბილია და არ მიყვარსო? - სიცილს ძლივს ვიკავებ.

    - ხო მაგრამ მე მარილიანიც არ მიყვარს.

    - აა უიი უკაცრავად არ ვიცოდი.

    - კარგი იზოლდა შეგიძლია წაიღო- მაწვდის სავსე ფინჯანს. შენ გგონია ასე მარტივად შეგეშვები?

    - არ შემიძლია ბატონო ნიკა ჯერ არ დაგისრულებიათ. - ვამბობ და ვუღიმი. ისეთი სახით მიყურებს ცოტაც და შემოვაკვდები.

    - შენ ფიქრობ ამას დავასრულებ? არ მომწონს! არ ვარგა!

    - თქვენ არც გუშინდელი ყავა მოგეწონათ, მაგრამ ბოლომდე ხომ დალიეთ?- ვამბობ ნიშნისმოგებით.

    - მარიამ ახლავე გადი აქედან. - მიყვირის.

    - არა, ბატონო ნიკა გეშლებათ, იზოლდა მქვია.

    - გადი. - ყვირის. უკვე კანზე სისხლძარღვები ეტყობა. ოუფს, ძალიან გამიბრაზებია.

     ესეც ასე გეგმა ათიანზე კი არა ასიანზე შევასრულე. როგორც კი კაბინეტიდან გამოვედი მაშინვე სიცილი ამიტყდა.

    ჩემთან ომს არავის ვურჩევ. მსგავს ოინებს ვერავინ მოიფიქრებს. თქვენი ბრალი არაა, უბრალოდ მე ვარ ზედმეტად ჭკვიანი.

    პირველ სართულზე ჩავედი და ანას მოვუყუვი მომხდარი. ერთად ძალიან ბევრი ვიცინეთ. ბოლოს ანას ტელეფონზე დაურეკეს.

    - გისმენთ. - ამბობს ანა და სახე ეძაბება.

    - კარგი. ახლავე გადავცემ. - ამბობს ანა და ტელეფონს თიშავს.

   - ბატონი ნიკა იყო. შენ გეძახის. - მითხრა შეწუხებული ხმით, მგონი ანას უფრო მეტად ეშინია ჩემი სამსახურიდან გაგდების ვიდრე მე.

   - რა განერვიულებს ანა? ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე. - ვუღიმი და ნიკას კაბინეტისკენ მივდივარ. კარზე ვაკაკუნებ.

    - მობრძანდით. - მესმის მისი ხმა, რომელშიც ჩვეულ ტონს ვერ ვამჩნევ. თითქოს გაბრაზებული ხმა აქვს.

   შევდივარ და კარებთან ვიტუზები, ველი როდის დაიწყებს საუბარს. სიტყვის თქმასაც ვერ ვბედავ, ან საერთოდაც რა უნდა ვუთხრა?

   - ხელფასს ჭორაობაში არ გიხდიან ხომ ასეა? - ამას როგორ მეუბნება? ცრემლებს ძლივს ვიკავებ. იდიოტი!

   - არა. - ვპასუხობ ჩახლეჩილი ხმით.
თვალები მიწყლიანდება და ყელში ბურთულა მეხლიჩება.
 
   - მაშინ კარგი იქნება შენს მოვალეობას თუ შეასრულებ. აქ ხელფასს ხარისხიან მუშაობაში იხდიან და არა... - ნიკას საუბარს ვაწყვეტინებ.

   - შეურაცხყოფას ნუ მაყენებ. - ვუყვირი და თვალიდან ცრემლი მომდის, რომელსაც სწრაფადვე ვიშორებ.

   - მარიამ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო. რამე არასწორი შენიშვნა გითხარი? მიპასუხე. - ისიც ყვირილზე გადადის. ასეა, თუ ისეა, ნიკა მართალია. ანასთან ჩასვლა და მასთან საუბრი სამუშაო საათებში არასწორი საქციელი იყო.

   - არა.

   - მაშინ რაღაზე ბრაზდები?!

   - გასაგებია ჩემი ბრალია. მაგრამ არ არის საჭირო თავი არარობად მაგრძნობინო. მხოლოდ ფული ყველაფერი არ არის და თავში ნუ აგივარდება ის ფაქტი, რომ ჩემი უფროსი ხარ. ნებისმიერ შემთხვევაში, მე შემიძლია წავიდე სამსახურიდან.

    - დარწმუნებული ხარ, რომ შეგიძლია წასვლა? დაგავიწყდა ორთვიანი ხელშეკრულების შესახებ? - აი ახლა კი გამომიჭირა. ვიღიმი, რომ ცრემლები არ წამომივიდეს, მაგრამ არ გამომდის. ძალიან უსუსური ვარ ახლა, ამ მომენტში. ნიკას მწვანე თველებში ჩავხედე და საუბარი დავიწყე.

    - გთხოვ, ასე ნუ იქცევი... - ვერც ჩემი ხმის ტემბრს ვაკონტროლებ და ვერც ფიქრებს. კარს ვაღებ, გარეთ გავდივარ და ტირილით მივდივარ საპირფარეშოსკენ.

   მალე სიარულის ნაცვლად სირბილს ვიწყებ. ყველა გაოცებული სახით მიყურებს. მინდა გავქრე, მინდა მიწა გასკდეს და თან ჩამიყოლოს. როგორი სუსტი ვჩანვარ, როგორი უსუსური, როგორი საწყალი.

    გოგონების საპირფარეშოში შევდივარ. ონკანს ვაღებ და სახეზე წყალს ვისხამ. უეცრად კარი იღებდა და ნიკა შემოდის.

    - აქ რა ჯანდაბას აკეთებ. ვერ დაინახე წარწერა გოგონებისთვისაა? - ვამბობ აცრემლიანებული თვალებით.

    - არაუშავს. - ამბობს და მიახლოვდება. ტრადიციულად მაჯაში ხელს მკიდებს და კედელზე მაკრავს. გულის საშინლად სწრაფად იწყებს ძგერას. ნიკას თვალებში ვუყურებ და ამ მშვენიერ მწვანე ფერში ვიძირები. მას თავისი სახე მოაქვს ჩემთან ახლოს, რაზეც გაუცნობიერებლად მეხუჭება თვალები და მაშინვე სიცილის ხმა მესმის.

     "ასე მარტივად როგორ მოტყუვდი მარიამ? ნიკა ისევ და ისევ განაგრძობს შენს დამცირებას. შენ კი
უფრო და უფრო მეტ საბაბს აძლევ."

    ვერ ვხვდები ნიკა რატომ მეთამაშება? რატომ მტკენს გულს გამუდმებით ?

   - იდიოტი ხარ ნიკა! - ვყვირი, მისგან თავს ვინთავისუფლებ და გასასვლელისკენ მივდივარ. წამიერად ნიკა ხელს მკიდებს და კვლავ იგივე ადგილას მაბრუნებს.

    ჯერ თვალებში მაცქერდება, შემდეგ მზერა ტუჩებზე გადააქვს და მკოცნის. მაშინვე სიცხეს ვგრძნობ, თითქოს ბუხარში შემაგდესო. მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლის და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ. მისი სუნამოს სუნი თავბრუს მახვევს. თურმე როგორ მომნატრებია მისი საიახლოვე. ნიკას ხელებს ძლიერად ვხვევ და მის სხეულს ვეტმასნები. რამდენიმე წამში კოცნას ვწყვეტ და ნიკას უკან ვწევ. ვცდილობ ჩვენს შორის დისტანცია დავიცვა.

    მრცხვენია. ჩემი საქციელის მრცხვენია. ასე ურცხვად, რომ  ვკოცნიდი, იმის მიუხედავადა, რომ ვიცი მას არ ვუყვარვარ. მე მხოლოდ მისი გასართობი ვარ. ნერვები მეშლება, რადგან მას ჩემი ცრემლები დავანახე, ხელი ვერ შევუშალე და მან კვლავ დამამცირა.

    ცოტა ხნით თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს. ნიკა ცდილობს გაკვირვება დამალოს. ალბათ არ ელოდა თავიდან თუ მოვიშორებდი.

   კარისკენ მივდივარ და გაღებას ვცდილობ, მაგრამ ნიკას ხელი ამ პროცესს აჩერებს. ის იმდენად ახლოსაა ჩემთან, რომ მის სუნთქვას ყელზე ვგრძნობ.

    - მერე შენ მეტყვი ცუდად ნუ მექცევიო.

    ამბობს ჩვეული ხმით და გადის.

     ისევ მარტო ვრჩები ჩემს ფიქრებთან და კვლავ ყველგან კითხვის ნიშნებია. პასუხი არაფერზე მაქვს. ვერ ვხვდები რას აკეთებს ნიკა. რა უნდა ჩემგან ან რის გაკეთებას ცდილობს.

    უკვე თავში ყველაფერი ამერია. მხოლოდ სამი სიტყვა ჩამესმის ყურში.

    ეცადე არ შეგიყვარდე.

    ეცადე არ შეგიყვარდე.

    ეცადე არ შეგიყვარდე.

    ნიკა რატომ მითხარი ეს სიტყვები? რატომ მაინტრიგნებ? თუ რამის თქმას იწყებ რატომ არ ამთავრებ?  ის მაინც გავარკვიოთ ჩვენს შორის რა ხდება! დავიღალე ამ ურთიერთობით, რომელიც საერთოდ გაურკვეველია და უამრავი კითხვით არის გარშემორტყმული.

    ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ ნიკას სიახლოვე მაბედნიერებს. მისი დანახვაც კი კარგ ხასიათზე მაყენებს. მასზე ფიქრისას სულ მეღიმება.

    მაგრამ შეიძლება ეს ცალმხეივი სიყვარულია. არ მაქვს კარგი არჩევის უნარი. ამქვეყნად ყველაზე უნამუსო ადამინი შემიყვარდა.

    მე მის სტილში არ ვჯდები, მაგრამ უკვე სამჯერ მაკოცა. თან ჩემს მეგობართანაც ცდილობს რაღაცას. ვფიქრობ ეკას უნდა ვესაუბრო ამ საკითხზე, მაგრამ როგორ? ან რა ვუთხრა?

    ჩემს კაბინეტში შევდივარ. მაგიდაზე საბუთები დევს. მეც ხელს ვკიდებ და მოვალეობას ვასრულებ. ნიკას კაბინეტის კარზე ვაკაკუნებ და შევდივარ. საბუთებს ვდებ და ველოდები, როდის მოაწერს ხელს, რომ უკან გავიტანო.

    ძალიან მინდა, რომ რაიმე მითხრას მაგრამ არა. ისევ ამ კითხვის ნიშნებიან სამყაროში მტოვებს და ხმის ამოუღებლად აწერს ხელს ყველა საბუთზე. მეც ყველაფერი გამაქვს "ნომერი 404იდან"  და ჩემს ოთახში შევდივარ.

     ცოტა ხანში კარზე კაკუნის ხმა გაისმის. ვფიქრობ ნიკაა და ეს ფაქტი მაბედნიერებს. კარს ვაღებ და ანას ვაწყდები. მას გარეთ გავყავარ და თანამშეომლებს მაცნობს.

    - გაიცანი ეს საბაა. - ამბობს ანა და წლოვანებით დაახლოებით თავის ტოლ ბიჭზე მიმითითებს.

    - სასიამოვნოა - მიწვდის ხელს ბიჭი და მიღიმის.

    - ჩემთვისაც ხელს ვართმევ და ვიღიმი. - ამ დროს ნიკას გაბრაზებულ მზერას ვაწყდები. ის გვერდს გვივლის და შენობას ტოვებს.

    მისი რეაქცია ოდნავ მაკვირვებს. ნუთუ იეჭვიანა? ნუთუ მართლა იეჭვიანა?

დაალაიქეთ და დააკომენტარეთ. თქვენთვის ეს არაფერს ნიშნავს და ჩემთვის კი ყველაფერს. ____________
ცოტა პატარა, მაგრამ მაინც საინტერესო თავი გამოვიდა, ხოო?
ფოტო შევცვალე და ძველი ჯობს თუ ახალიი?



№1 სტუმარი ანუ

კარგია.. მალე დადე Შემდეგი..

 


№2 სტუმარი ნიცა

აი არ ვიცი რა ვთქვა მე ახალი ვარ და გუშინ ვნახე ეს მოთხრობა და იმის მერე შევჯექი შენს მოთხრობაზე???? მოკლედ რო დავიწყე კითხვა ვეღარ გავჩერდი და იმედია მალე დადებ შემდეგ თავს?

და ხო მაინტერესებს რამდენი წლის ხარ?

გთხოვ მიპასუხე რა❤❤❤❤

 


№3  offline წევრი Smailiki

ანუ
კარგია.. მალე დადე Შემდეგი..


ვეცდები მალე დავდო ახალი თავი, სწავლა განახლდა და ტონა სამეცადინოს გამო ვერ ვასწრებ წერას ხოლმე,მაგრამ ვეცდებიი❤❤❤

მიხარია თუ მოგეწონაა❤❤❤

ნიცა
აი არ ვიცი რა ვთქვა მე ახალი ვარ და გუშინ ვნახე ეს მოთხრობა და იმის მერე შევჯექი შენს მოთხრობაზე???? მოკლედ რო დავიწყე კითხვა ვეღარ გავჩერდი და იმედია მალე დადებ შემდეგ თავს?

და ხო მაინტერესებს რამდენი წლის ხარ?

გთხოვ მიპასუხე რა❤❤❤❤


მიხარია თუ ასე ძალიან მოგეწონა ❤❤❤ ვეცდები მალე ავტვირთო ოღონდ ისე დიდი ვერ იქნება როგორც მესამე თავი იყო.
რაც შეეხება ჩემს ასაკს, მინდა კონფიდენციალურობა დავიცვა. ან ამ საიტზე პირადში მომწერე. ან ფბ თუ გაქ მომწერე როგორ ხარ და დაგიმატებ❤❤❤
და კიდევ ერთი. დაახლოებით რამდენი წლის გგონივარ? ❤ :dd

 


№4 სტუმარი ნიცა

Smailiki
ანუ
კარგია.. მალე დადე Შემდეგი..


ვეცდები მალე დავდო ახალი თავი, სწავლა განახლდა და ტონა სამეცადინოს გამო ვერ ვასწრებ წერას ხოლმე,მაგრამ ვეცდებიი❤❤❤

მიხარია თუ მოგეწონაა❤❤❤

ნიცა
აი არ ვიცი რა ვთქვა მე ახალი ვარ და გუშინ ვნახე ეს მოთხრობა და იმის მერე შევჯექი შენს მოთხრობაზე???? მოკლედ რო დავიწყე კითხვა ვეღარ გავჩერდი და იმედია მალე დადებ შემდეგ თავს?

და ხო მაინტერესებს რამდენი წლის ხარ?

გთხოვ მიპასუხე რა❤❤❤❤


მიხარია თუ ასე ძალიან მოგეწონა ❤❤❤ ვეცდები მალე ავტვირთო ოღონდ ისე დიდი ვერ იქნება როგორც მესამე თავი იყო.
რაც შეეხება ჩემს ასაკს, მინდა კონფიდენციალურობა დავიცვა. ან ამ საიტზე პირადში მომწერე. ან ფბ თუ გაქ მომწერე როგორ ხარ და დაგიმატებ❤❤❤
და კიდევ ერთი. დაახლოებით რამდენი წლის გგონივარ? ❤ :dd

აუუ ძაან დიდი მადლობა რო მიპასუხე მე 13 წლის ვარ და ძაან მომწონოს შენი მოთხრობა❤❤ შენ ალბათ ჩემზე დიდი იქნები❤❤❤❤

 


№5  offline წევრი Smailiki

ნიცა
Smailiki
ანუ
კარგია.. მალე დადე Შემდეგი..


ვეცდები მალე დავდო ახალი თავი, სწავლა განახლდა და ტონა სამეცადინოს გამო ვერ ვასწრებ წერას ხოლმე,მაგრამ ვეცდებიი❤❤❤

მიხარია თუ მოგეწონაა❤❤❤

ნიცა
აი არ ვიცი რა ვთქვა მე ახალი ვარ და გუშინ ვნახე ეს მოთხრობა და იმის მერე შევჯექი შენს მოთხრობაზე???? მოკლედ რო დავიწყე კითხვა ვეღარ გავჩერდი და იმედია მალე დადებ შემდეგ თავს?

და ხო მაინტერესებს რამდენი წლის ხარ?

გთხოვ მიპასუხე რა❤❤❤❤


მიხარია თუ ასე ძალიან მოგეწონა ❤❤❤ ვეცდები მალე ავტვირთო ოღონდ ისე დიდი ვერ იქნება როგორც მესამე თავი იყო.
რაც შეეხება ჩემს ასაკს, მინდა კონფიდენციალურობა დავიცვა. ან ამ საიტზე პირადში მომწერე. ან ფბ თუ გაქ მომწერე როგორ ხარ და დაგიმატებ❤❤❤
და კიდევ ერთი. დაახლოებით რამდენი წლის გგონივარ? ❤ :dd

აუუ ძაან დიდი მადლობა რო მიპასუხე მე 13 წლის ვარ და ძაან მომწონოს შენი მოთხრობა❤❤ შენ ალბათ ჩემზე დიდი იქნები❤❤❤❤


კიიი შენზე დიდი ვარ. ძალიან მიხარია თუ მოგწოონს ❤❤❤

 


№6  offline წევრი S.მეგი

იცოდე შემდეგს ველოდებო და მალე დადევი❤

რატომღაც საბას გამოჩენამაც გამახარა.მაინტერესებს ნიკა და საბა.

იზოლდაზე ბევრი ვიცინე, მაგრამ ერთიც უნდა ვთქვა ეს ჩვენი იზოლდა ცოტა გამბედავი უნდა იყოს ნიკას ერთი ჩახუტება♡ და ყველაფერი ავიწყდება
❤❤❤
მიდი იზოლდა აჩვენე ნიკას რა ძლიერი ქალბატონიც ხარ❤

"რატომ მაინტრიგებ?"❤

 


№7  offline წევრი Smailiki

S.მეგი
იცოდე შემდეგს ველოდებო და მალე დადევი❤

რატომღაც საბას გამოჩენამაც გამახარა.მაინტერესებს ნიკა და საბა.

იზოლდაზე ბევრი ვიცინე, მაგრამ ერთიც უნდა ვთქვა ეს ჩვენი იზოლდა ცოტა გამბედავი უნდა იყოს ნიკას ერთი ჩახუტება♡ და ყველაფერი ავიწყდება
❤❤❤
მიდი იზოლდა აჩვენე ნიკას რა ძლიერი ქალბატონიც ხარ❤

"რატომ მაინტრიგებ?"❤



რამდენჯერაც წავიკითხე თავიდან ეს თავი იმდენჯერ გამეცინა იზოლდაზე.❤❤❤
ხოო. ნამდვილად მიყვარს ძლიერი ქალბატონები, რომლებიც არ ნებდებიან. მით უმეტეს სიყვარულში. მარიამიც ასეთი ძლიერი უნდა იყოს, მაქსიმალურად ვეცდები ძლიერი ადამიანი წარმოვაჩინო.❤❤❤
მიხარია, რომ მოგწონს და მაქსიმალურად ვეცდები სწრაფად დავდო ახალი თავი. ❤❤❤ ( არ ვიცი რამდემად გამომივა. სწავლა განახლდა და ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს.)
მალე დავდებ ხვალ ალბად ავტვირთავ❤❤❤❤ მადლობა, რომ კითხულობ.❤❤❤

 


№8 სტუმარი Anj

Rodis dadeb

 


№9  offline წევრი Smailiki

Anj
Rodis dadeb


დღეს ავტვირთავ და შემდეგ უნდა გადამოწმდეს ადმინისტრაციის მიერ. ასე,რომ ზუსტი დრო არ ვიცი. ვეცდები მალე ავტვირთო❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent