Je t'aime (თავი 5)
პირველი სიყვარული?? ყველაფერი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა… ის ყოველთვის შენში რჩება! ყველა ადამიანის ფიქრებში ტივტივებს აზრი ‘’მარადიული სიყვარულისა’’ და ყველა იმ დასკვნამდე მიდის, რომ ის მარადიულია. ... -ბარბი -... -ბარბარე, გაიღვიძე ჩემო პატარავ თვალები გავახილე და სანდრო დავინახე, შემდეგ არემარე მოვათვალიერე და ჩემთვის უცხო იყო აქაურობა.. არმახსოვდა საიდან მოვხვდი ამ ოთახში -ჩაგეძინა და ჩემს ოთახში დაგაწვინე, არგახსოვს? -რანაირად -რავიცი რანაირადაც აწვენენ ხოლმე (იცინის) -არა, როგორ არ გამეღვიძა, წესით ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს -ოო ეგ არვიცი, პატარა ბავშვივით გეძინა და არც შეფხიზლებულხარ -უცნაურია, ასე არასდროს დამმართნია -ოდესღაც ყველაფერი პირველად ხდება.. იციი?! როდესაც დაგაწვინე ისე ჩაებღაუჭე და ჩაიხუტე ჩემი ბალიში ძაან მომინდა მის ადგილას ყოფნა -ხოო? -ჰოო, ჰოო. კარგი მიდი ადე ვჭამოთ, საუზმე მოგიმზადე -მე მომიმზადე? -ხო რაიყო, რატო გაგიკვირდა? -რავი აბა -ხოდა თუარიცი მაშინ რასლაპარაკობ სრულფასოვანი საზმე მომიზადა: ბლინები, ერბოკვერცხი, ბეკონი, ხილ-ბოსტნეული, ნატურალური წვენი.. საოცრად მესიამოვნა მისი ასეთი ერთგვარი ზრუნვა ჩემდამი. -მადლობა, ძალიან საყვარელი ხარ -ძალიან მეუცნაურება შენგან ამდენი კომპლიმენტი (საოცრად მიღიმის და ნაზად სახეზე მეფერება) -შეირგე, სულ ასეთი არვიქნები -რატომ? -ზედმეტობა ყველაფერს აუფერულებს -აჰამ გასაგებია (ისევ და ისევ ეს ღიმილი, რომელიც გულს მიფორიაქებდა) გემრიელად ვისაუზმეთ, შემდეგ ალაგებაში მივეხმარე, ცოტახანი ვისაუბრეთ.. -უნდა გავიდე (მე) -რატომ? იყავი რა (სანდრო) -სამეცადინო მაქვს -მერე აქ იმეცადინე -ოო, ეგრე ვერა -გპირდები ხელს არ შეგიშლი -შეგეშლევინება -ეგ როგორ? -შენ რომ გვერდით მეყოლები როგორ ვიმეცადინო -ძალიან ჩვეულებრივად -კონცენტრირებას ვერ მოვახდენ -კარგი მიდი ხო, მიგაცილო სახლამდე? (იცინის) -სულელო ალექსანდრეს სიყვარული მავსებდა და მაბედნიერებდა. ბედნიერებისგან დავფარფატებდი. ახლა გამახსენდა, რომ ტელეფონი სახლში დამრჩენია და როდესაც შევამოწმე უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა ლილესგან და დეაგან.. ლილეს დავურეკე -ოჰ როგორც იქნა აიღე! სად იყავი აქამდე?? რატო არ იღებდი?? -სანდროსთან -მომესმა? -არა -მოიცა მოიცა, ბოლოს, რომ დაგარიგეთ და ამბები ხო არ დაგვიჯერე და სისულელეები გააკეთე, მერე ლაპარაკი არმინდაო და საკუთარ თავს ლანძღავდი დაა... მიდი დაფქვი რამოხდა? მაგრამ არა! შენთან მოვდივარ! და დეასაც ვურეკავ (ლილე) -ოჰჰ, კარგი კარგი გელოდებით (მე) მალე მოვიდნენ და მეც მათ ყველაფერი მოვუყევი -გარყვნილო (დეა) -რატო?? (მე) -პირველივე დღეს გორაობდი ქალბატონო სანდროს საწოლში და კიდე მეკითხები რატო ვარო?! (იცინის) -იდიოტო (ვიცინი) -კაი ხუმრობა იქით იყოს დაა ძაან საყვარელია.. ვიცოდი რაა თქვენ რო ერთად იქნებოდით, ის რო მოწონდი და შენც მოგწონდა, აი ველოდებოდი როდის აღიარებდი, მოკლედ რა სპეცი ვარ (დეა) -რა სპეცი, რამდენი ბიჭს დაინხავდი ჩემგან 2 მეტრის რადიუსში იმას ამბობდი მოწონხარ და შენც მოგწონსო და ასე მტენიდი ყველას (მე) -არაფერიც! მოკლედ რაა, მოსაკლავი ხარ! ასე ადრე რატომ გამოიქეცი სახლში? სად გაგვიანდებოდა? დაგიღამდებოდა გზაში? თუუუ?? დატეულიყავი სანდროსთან! (დეა) -რატო და სამეცადინო მაქვს უამრავი, ხომ არ დაგავიწყდა რომ ხვალ ჰისტოლოგიაში ქვიზი გვაქ და მაგრად დამერხა, რადგან არც კი გადამიშლია (მე) -ოჰჰ მოიმიზეზა მეცადინეობა, აბა დამანახე სად გაქ წიგნები როგორ აკლავ თავს.. (დეა) -ვინ მაცადა -ნახეე, ჩვენ დაგვაბრალა (ლილე) -რა თქმა უნდა, აბა ვის დავაბრალო? (მე) -აბა ასეთი ამბები მოხდა, სახლში რა გამაჩერებდა (ლილე) -ხოდა ჩუუ (მე) ყურადღება მოვიკრიბე, მოვინდომე და მე და დეა ერთად შევუდექით მეცადინეობას. დეა ჩემთან დარჩა. დილით უბედნიერესმა გავიღვიძე, დაუზარელად ავდექი, გავემზადე და შევუდექი საუზმის მომზადებას, როდესაც ზარი გაისმა.. სანდრო იყო -დილამშვიდობისა ლამაზუნა! (სანდრო) -დილამშვიდობის (მე) -მომენატრე -ასე მალე? -ჰო, სულ მინდა რომ ჩემთან იყო -ოჰჰ მომინდომა ბიჭმა -გვრიტებო, ხელი ხომ არ შეგიშალეთ (დეა) -სიმართლე რომ გითხრა კი (ვიცინი) -მომიტევეთ (დეა) -ისაუზმე ჩვენთან ერთად (მე) -უკვე ვისაუზმე, მადლობა -შენ რა შუსტრი ყოფილხარ -აბაა -კარგი, ქვევით დაგელოდებით, მე წაგიყვანთ -არ მინდა რომ შეგაწუხო -დღეიდან სულ მე გატარებ და არც კი შემეწინააღმდეგო -ნუ თუ შენსას არიშლი -ყოჩაღ მომწონხარ! როგორ უცებ დამთანხმდი -სულ ეგრე არ იქნება -ვნახოთ, ვნახოთ მალევე მოვრჩით საუზმეს და ბედნიერმა ჩავირბინე კიბეები.. ლაღად, თავისუფლად და უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ თავს.. გზა უნივერსიტეტამდე სანდროს ცქერაში გავატარე და შემეძლო მთელი დღე ასე გამეტარებინა. მისი ყოველი გამოხედვა, ყოველი ღიმილი, გულს მიფორიაქებდა! უცნაური, ახალი და ამოუცნობი იყო ეს მდგომარეობა ჩემთვის, თუმცა საოცრად სასიამოვნო.. -არ მჯერა რა! (დეა) -რისი? (მე) -ასეთს რომ გიყურებ.. გიციმციმებს თვალები და ისეთი "აცუნდრუკებული" ხარ -ასე იცის ალბათ სიყვარულმა -ნახე როგორ სხვანაირად ჭუქჭუკებს -არ დამაცადო ახლა -გაცდი, უბრალოდ აღვნიშნე, მაგრამ მიკვირს ძალზედ, რანაირად, როგოორ... -რა როგორ რაგინდა გოგო? -როგორ მოახერხა სანდრომ შენი ასე უცაბედად შეცვლა.. -აბა თუ დამაცდი -გაცდი! განა რამე.. უძალიანმაგრესად მიხარია შენი ამბავი.. -მგონი ჩემზე მეტადაც (ვიცინი) დღემ კარგად ჩაიარა, ქვიზს კარგად გავართვი თავი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მაღალი შეფასება მექნებოდა დაა იმედი მქონდა სხვა საგნებზეც იგივეს ვიტყოდი. შუალედურების ციებ-ცხელება მქონდა. წუთი-წუთს მისდევდა, საათი-საათს და დღე-დღეს, ასე გავიდა 2 კვირა.. როგორც იქნა ჩაიარა ამ "ტანჯულმა" დღეებმა, დღეს ჩავაბარე ბოლო შუალედური და უბედნიერესი ვიყავი. "მოქეიფე და მუცლის მონა" ხალხმა გადავწყიტეთ შუალედურების ჩაბარება აღგვენიშნა, აბაა ამას გამოვტოვებდით?! Club 10/11 გადავწყიტეთ, 9ზე იღებოდა ამიტომ მოსამზადებლად დრო მქონდა.. სახლში მივედი ცოტა წავუძინე, რადგან საკმაოდ გადამწვარი ვიყავი. შემდეგ კი სახლი მივალაგე, მართალია ძალიან მეზარებოდა, მაგრამ სახლი სახლს არგავდა, მე კი უწესრიგობას კიდევ ერთი დღით ვეღარ ავიტანდი.. განსაკუთრებით მიყვარდა გამოცდების შემდეგი შაბათ-კვირა, ამ დედამიწაზე არაფერი რომ არ გაღელვებს და ჩიტივით თავისუფალი ხარ! სანდროსთვის ეს 2 კვირა საერთოდ არ მეცალა და ძალიან მიბრაზდებოდა. მოსაღამოვდა და ნელ-ნელა მზადებასაც შევუდექი და კარზე ზარიც გაისმა, სანდრო იყო. -ამჯერად შემომიშვებ? (სანდრო) -კი, მაგრამ.. (მე) -კიდევ მაგრამ? -ხოო, 9 საათისთვის club 10/11 -ში უნდა ვიყო, შუალედურების ჩაბარებას ავღნიშნავთ ბავშვები -გასაგებია, ანუ ჩვენი გეგმები გადაიდო კიდევ ერთი დღით, თუ მეტით? -გვქონდა რამე გეგმები?? -მინდოდა, რომ სადმე წავსულოყავით დღეს. ორი კვირა კარებს ცხვირწინ მიხურავდი არმცალია სამეცადინო მაქვსო და.. (სანდრო) ისეთი საყვარელი იყო ამ დროს, როცა ბრაზობდა, ბუზღუნებდა. მივუახლოვდი და ნაზად შევეხე სახეზე. რამდენი რამის შეცვლა შეუძლია ერთ შეხებას?! თუნდაც სულ ოდნავ თითის ბალიშის, წამიერად, ნაზად შეხებას.. მხოლოდ ეს ნაზი შეხებაა საჭირო ჟრუანტელის გამოსაწვევად. შემდეგ მისი სახე ხელებში მოვიქციე და დავეწაფე მის ტუჩებს. მისგან წამოსული იმპულსები, წამიერად ედებოდა მთელს სხეულს და ამ ბედნიერებას ყველგან ვგრძნობდი. მასში ერთი უჯრედიც კი არ იყო ისეთი, რომლის შეხება, მოფერება და კოცნა არ მინდოდა! -მიყვარხარ -მეც ძალიან (სანდრო) -მაპატიე, მაგრამ მოსამზადებელი ვარ. დღესაც და ხვალიდან მცალია შენთვის -რა პატივია ქალბატონო ბარბარე! -კარგი მორჩი ახლა და მაცადე მომზადება -საზიზღარი ხარ! -არვარ კარგი, როცა მზად იქნები მითხარი და მე წაგიყვან -კარგი შავი სადა კაბა ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმა კი მსუბუქად ავიწიე. შემდეგ კი სანდროს დავუძახე, რომ წავეყვანე. -იმდენად ლამაზი ხარ რომ არმინდა გაგიშვა და არგინდა რომ აღარ წახვიდე და ჩემთან დარჩე? -აფერისტობას აქვს ადგილი -ეგ მეორედ აღარ თქვა! -კარგი, ბოდიში (ვიცინი) -კარგი მიდი დროზე გადადი, თორე უკან წაგიყვან (იცინის) -ძაან ნუ გამითამამდი შენ, შენი საკუთრება არვარ! -რატო არ შეგიძლია უბრალოდ კომპლიმენტი მიიღო და ყოველ სიტყვაზე არმიკბინო?! -არაფერიც! რაცაა იმას ვამბობ -კარგი, წამოსვლამდე აუცილებლად დამირეკე და მოგაკითხავ კარგი? -კარგი, შეგეხმიანები თითქმის ყველა მოსული იყო. ჩვენი ჯგუფის გარდა ლაშას ჯგუფიც აქ იყო და რა თქმა უნდა, დათოც. ის ისევ ცდილობდა მისეული ხერხებით ჩემს მოხიბვლას, თუმცა ამაოდ. დაძაბული კვირის შემდეგ, ამ საღამოთი განტვირთვას ვცდილობდი, ცეკვით და სასმლით. საღამო მშვენივრად მიმდინარეობდა, დროს სასიამოვნოდ ვატარებდი. ხმაურმა და სიგარეტის სუნმა შემაწუხა ამიტომ გადავწყიტე გარეთ გავსულოყავი. საკმაოდ მესიამოვნა სუფთა ჰაერი. -დიდხანს ველოდი როდის დარჩებოდი მარტო გვერდით არც კი გამიხედავს, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ დათო იქნებოდა -რით აღარ დაიღალე იქნებ ოდესმე მიხვდე და შემეშვა -იქნებ გამომხედო აშკარად ვიღაცაში გეშლები ჩემს გვერდით ლევანი იდგა.. მისი დანახვა და ყველაფერი წამიერად გამახსენდა.. თითქოს ჭრილობა კვლავ განმიახლდა, ის ტკივილი და სიბრაზე კვლავ ვიგრძენი, ნაკლებად თუმცა მაინც მტკივნეული იყო. ის ბავშვური სიყვარული გამახსენდა.. არა სიყვარული არიყო, ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში რომ არმიყვარდა. სანდრო მიყვარდა და თან ძალიან! ლევანს აქ რაუნდოდა, რატომ იყო აქ?! რატომ მოვიდა ჩემთან?! -დიდიხანი იქნები ჩუმად? (ლევანი) -აქ რა გინდა?! (მე) -მინდა მომისმინო და არ გაიქცე - გისმენ -ბათუმში ხშირად გხედავდი, შემდეგ თბილისშიც რამდენჯერმე დაგინახე.. 3 თვის წინ კი სამედიცინო უნივერსიტეტთან შეგამჩნიე და მას შემდეგ ხშირად გადევნებ თვალს, მეგონა რომ მამჩნევდი და მაიგნორებდი თუმცა... -მითვალთვალებდი? -არა -არაა?? და თვალს გადევნებდი რასნიშნავს?! -მისმინე ვიცი არასწორია. ბევრი დაგიშავე, გატკინე და არმაქ უფლება -ნამდვად არგაქვს! -გთხოვ დამამთავრებინე, ძალიან მიჭირს ისედაც საუბარი.. იმ ამბის შემდეგ უამრავი რამ მოხდა, არანაირი გასამართლებელი საბუთი არმაქვს. საშინელი შეცდომა დავუშვი, მეგონა ელენე მიყვარდა, მაგამ მივხვდი რომ არ მყვარებია.. ბარბარე ისევ მიყვარხარ, თავიდან ვერ ამოგიგდე. ვერ გივიწყებ, ვერანაირად, გამუდმებით შენზე ვფიქრობ. მინდოდა მოვსულიყავი, მუდამ ვფიქრობდი ამაზე, თუმცა ვერ ვბედავდი, რაღაც მაკავებდა რაღაც ხელს მიშლიდა და საკმარისი გამბედაობა არ მყოფნიდა.. მეშინოდა, შენი სიტყვების, რეაქციის მაგრამ, დღეს აქ ძმაკაცებთან ერთად წამოვედი და ვერც კი წარმოვიდგენდი აქ თუ იქნებოდი. სულ შემთხვევით დავემთხვით ერთმანეთს და მიხვდი, რომ აი სწორეს ეს იყო!! ნიშანია! იმედი მომეცა, რომ ეს ჩვენი შანსია. მინდა მაპატიო, მინდა კიდევ ვცადოთ.. გთხოვ, დაფიქრდი.. უშენოდ არშემიძლია! -უკაცრავად?! ხვდები მაინც რას ამბობ? -არვიცი, რადგან საკმაოდ არეული ვარ -რა იმედი? რა ჩვენი შანსი?! რა ნიშანი?! ჩვეენ?! ჩვენ არვარსებობთ და არც არასდროს ვიარსებებთ -მინდა დაფიქრდე, ვიცი გიყვარდი მე საშინლად მოვიქეცი, საშინელი შეცდომა დავუშვი.. მაგრამ იქნებ, როგორც მე ვერ დაგივიწყე და კვლავ მიყვარხარ შენც იმავეს გრძნობ ჩემს მიმართ! პირველი სიყვარულო ხომ დაუვიწყარია. გთხოვ დაფიქრდი, გაბრაზებულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტულებას, ვიცი... -გაჩერდი! -ბოლომდე დამამთავრებინე გთხოვ. ვიცი რთულია რომ ეს დაივიწყო, რომ ისევ მენდო, მაგრამ მეორე შანსს გთხოვ, ძალიან გთხოვ. უზომოდ მიყვარხარ! ვიცი ეს აბსურდად გეჩვენება, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდები არაა ასე.. ასე არუნდა მოგქცეოდი, შენ არიყავი მზად სერიოზული ურთიერთობისთვის, იმ დროს მეტი არგინდოა, ისე კომფორტულად იყავი ჩემთან და მე იდიოტს მეგონა რომ არ გიყვარდი! და ელენეს ვეკითხებოდი რჩევებს, მე კი მან თავგზა ამიბნია! ჯანდაბა!! მინდა გამოვასწორო ჩემი შეცდომა, მინდა დრო უკან დავაბრუნო, მაგრამ ეს შეუძლებელია.. ბარბარე გთხოვ უბრალოდ დაფიქრდი, რამდენიც გინდა იმდენ დროს მოგცემ! რამდენსაც მეტყვი.. მაგრამ კიდევ ერთ შანს გთხოვ, მეორე შანსს! მინდა ვცადოთ! ცდას ხომ არაფერი უდგას წინ. მინდა ის დრო გაიხსენო, როცა გიყვარდი ან ახლა თუ ოდნავ მაინც გაქვს ჩემდამი რამე გრძნობა, გთხოვ მაპატიო და გთხოვ, რომ მეორე შანსი მომცე. მიყვარხარ, მაგიჟებ და არვიცი, საოცრება ხარ! როგორ დავუშვი და ხელოდან როგორ გაგიშვი, ეს შეცდომა როგორ დავუშვი!! ბარბარე მიყვარხარ! -მორჩი? -კი -გაპატიო? მეორე შანსი მოგცე? სერიოზილად? ტვინში რამე პრობლემა გაქვს?! ხვდები მაინც რას ლაპარაკობ? 5 წლის შემდეგ გამომეცხადე და სიყვარულს მეფიცები. შენი არცერთი სიტყვის არმჯერა! რას იგონებ, რა ზღაპრებს თხზავ, საერთოდ ხვდები მაინც რას ლაპარაკობ?! სრულ ჭკუაზე ხარ?! ან დავუშვათ და მართალს ამბობ. იცი?! რასვფიქრობ შენზე?! -კი რა თქმა უნდა, მაგრამ იცოდე არაფერს ვთხზავ, არ გატყუებ, სიმ... -არა გაჩუმდი, აღარ გააგრძელო! არმაინტერესებს! არ მანაღვლებს და არც შენ მაინტერესებ! არ მიყვარხარ! მეგონა მიყვარდი, თუმცა დრო გავიდა და მივხვდი რომ არც არასდროს მყვარებიხარ. ჩემთვის არაფერს ნიშნავ და არაფერს წარმოადგენ! გასაგებად აგიხსენი? ახლა კი ძალიან გთხოვ შემეშვა! -ბარბარე! -უნდა შევიდე წინ გადამეღობა და ხელი ხელზე მომკიდა -გთხოვ, ამ ყველაფერს სიბრაზით ამბობ -ხელი გამიშვი -არმინდა შენი გაშვება, მიყვარხარ! ამ დროს დათო გამოვიდა.. ხო ეს მაკლდა ზუსტად სრული ბედნიერებისთვის, აბა რა! -ბარბარე რახდება? გაწუხებს? შენ ვინხარ? ჩემ ბარბის რატო მიწუხებ? (დათო) -ამის გამო? ესაა ამ ყველაფრის მიზეზი? (ლევანი) -შენთან ყველაფერი დავამთავრე, გასაგებად აგიხსენი და თურამე ვერ გაიგე ეგ ჩემი პრობლემა არაა!! და ბატონო დავით, თქვენი მფარველობა არმჭირდება, საკუთარ თავს მეც მივხედავ და დიდ პატივს დამდებ თუ ჩემს საქმეში არ ჩაერევი! -როგორ თუ არა?? აშკარად გაწუხებენ. ამის? რა ყველაფრის მიზეზი? რახდება? ან ვინხარ რომ ასეთი ტონით მომმართო (დათო) -შენ საერთოდ ვინხარ? რა პრობლემა გაქვს (ლევანი) ჯანდაბა!!! რა დავაშავე??? ნელ ნელა ტონს აუწიეს, სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა და ვხვდებოდი რომ ეს საშინლად დამთავრდებოდა, სიუხეშით ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ დათოს მივუახლოვდი -მისმინე არაფერი ხდება! ეს ჩემი ძველი ნაცობია, თუმცა არაფერი ხდება, გთხოვ შემოდი -როგორი საყვარლები ხართ ერთად.. ძველი ნაცნობი არა?! (ლევანი) -შენ გაჩუმდი, მგონი შენ არგელაპარაკები (მე) -ბიჭო, შენ ასე რა უფლებით ლაპარაკობ?! რას წარმოადგენ? (დათო) -დათო შიგნით შევიდეთ. ნასვამი ხარ და უბრალოდ გეჩვენება. ისიც ნასვამია და არიცის რას ლაპარაკობს. გთხოვ, თუ ოდნავ მაინც მცენ პატივს შემომყევი. (მე) ერთმანეთისკენ მაინვ იწეოდნენ თუმცა ამის საშუალებას დათოს არვაძლევდი!! ლევანთან აზრი აქ ქონდა! -გთხოვ (მე) -კარგი, საკუთარ თავს გადავაბიჯე და ისიც შენი ხათრით (დათო) -მადლობა და ლამის წიხლით შევტენე.. ამოვისუნთქე.. ლევანი შემოგვყვა და მის გამოწვევას კვლავ ცდილობდა -აქედან გაეთრიე, არც კი გაბედო! (მე) ლევანი ისევ მის მაგიდას და მის ძმაკაცებს დაუბრუნდა და გამუდმებით აქეთ იყურებოდა, აშკარად ბრაზი ახრჩობდა და ერთი ადგილი ეწვოდა, ვიცოდი, რომ ცოტახნით გავაჩერე თუმცა რაღაც მაინც მოხდებოდა, თუ რომელიმე აქედან არ წავიდოდა. -ბარბარიკა სადიყავი? გეძებდი (დეა) -შენი დახმარება მჭირდება -რახდება? -ახლა ყველაფერს ვერ მოვყვები მაგრამ გთხოვ დამეხმარე, რომ როგორმე დათო სახლში წავიყვანოთ, ან ლაშას უთხარი ან არვიცი -რახდება? -დათო საკმაოდ ნასვამია და დროებით შევაჩერე თუმცა რამდენიხანი არვიცი. ლევანი კიდევ, გამუდმებით აქეთ იყურება! ერთი სული აქვს წიხლქვეშ გაიგდოს -ბარბარე ნორმალურად მოყევი. ვინაა ლევანი? -ბევრ ლევანს იცნობ?? იმ მაგიდაზე ზის.. გარეთ, როცა გავედი გამომყვა და სისულელეები მელაპარაკა, ნუ არაქვს მაგას მნიშვნელობა, შემდეგ დათო მოვიდა და ჰოპ, ესეც შარი! და დათოს თუ არ წავიყვანთ, ვიცი რომ ჩხუბი ატყდება და მარტო დათოს და ლევანს შორის არა! -ჯანდაბა! აუცილებლად უნდა წავიდეს, ტაქსს გამოვიძახებ ახლავე, მაგრამ ეგ სანამ მკვა იქნებ აქაა გავალ ვნახავ.. შენ აქ იყავი დათოსთან მარტო არ დატოვო, არმოშორდე. შენთან ერთად ხოარმოგვაფდება.. ლაშა დაწლაპარაკება და წავა დათო, დამშვიდდი (დეა) -კარგი, მადლობა ვნერვიულბდი, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. დაძაბული ვიყავი დათოს გვერდით. გამუდმებით ვუყურებდი ხან დათოს და ხანაც ლევანს და ყოველწამს მეგონა, რომ ერთმანეთს დაეტაკებოდნენ.. დათო რაღაცეებს ბუტბუტებდა, თუმცა არვუსმენდი. -ტაქსი გველოდება წავიდეთ (ლაშა) -სად უნდა წავიდეთ? (დათო) -ნასვამი ხარ და სანამ ყველაფერი გართულდება სახლში წადი (ლაშა) -ორი წლის ბავშვი ვარ სახლში რომ მიგყავართ? (დათო) -არხარ! მაგრამ საკმაოდ ნასვამი ხარ (მე) -ჩემო ბარბარე (დათო) ჯანდაბა ვერვიტან მთვრალ ხალხს! როგორც იქნა, დავითანეთ წასვლაზე, მისი გარეთ გაყვანა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. -ბარბარე თუ არ წამოვა არც მე წავალ! (დათო) -ჩაგეჯი და წავიდეთ (ლაშა) -არა! მის გარეშე არსად წასვლას ვაპირებ (დათო) -კარგი, მეც მივდივარ, ჩანთას და მოსაცმელს ავიღებ (მე) -რაა? (დეა) -არ წავა, ამიტომ სხვა გზა არ არის (მე) ნამდვილად არ მინდოდა მთვრალ დათოსთან ერთად მგზავრობა და მითუმეტეს სახლში გაცილება, თუმცა სხვა გზა არ მქონდა ამიტომ ჩანთა და მოსაცმელი ავიღე და უკან მალევე დავბრუნდი. -კარგი მეც წამოგყვებით (ლაშა) -არა! მხოლოდ მე და ბარბი მივდივართ, მასთან საქმე მაქვს (დათო) -ა*რაკებ (ლაშა) -მხოლოდ მე და ბარბი (დათო) -კარგი, არმინდა შენი გამოყოლა, საკუთარ თავს მივხედავ, წავედით.. თქვენ კი შებრუნდით და გაერთეთ ისედაც ჩემი პრობლემებით დაგღალეთ. -ბარბარე დარწმუნებული ხარ? (დეა) -კი დარწმუნებულივარ.. ვერვიტანდი!! ვერცერთს ვიტანდი! რას ითხოვდნენ, რა უნდოდად. ერთმანეთზე იდიოტები! საღამოს მშვიდად გატარება და განტვირთვა მინდოდა, თუმცა ვინ დაგაცადა! დათომ მთელი გზა ტვინი გამიბურღა. ძალიან მომწონხარო, უფროსწორედ მიყვარხარო. აღიარა ბაბნიკი ვარო თუმცა ეთხელ ყველას უყვარდება და ის ადამიანი სწორედ შენხარო! ის ერთადერთი ხარო. მიბრაზდებოდა თუ რატო არმჯეროდა მისი, ასევე ყველანაირად ეცდებოდა ჩემ მოხიბვლას და არასდროს დანებდებოდა! ნეტა თვითონ თუ სჯეროდა ამ სიტყვების? როგორც იქნა მივაღწიეთ დათოს სახლამდე -მოვედით, გადასვლას აღარ აპირებ? (მე) -მე შენთან მინდა (დათო) -ზედმეტები მოგდის! -მართლა მინდა შენთან! გადადი და გადმოვალ მეც. ცოტახანი დარჩი ჩემთან, გთხოვ -უკაცრავად?! -ხო რა, ძალიან გთხოვ -იავნანაც ხორ გიმღერო?! -აუ კი რა -ყველა იდიოტი მე რატო უნდა გადამეკიდოს, თუარგადახვალ მანდ ეგდე!!! -თქვენი სახელი ბატონო? ნახეთ როგორ მაწვალებს, ხომ ხედავთ არა? (ტაქსისტს მიმართავს) გაბრაზებული, გამწარებული ვიყავი.. ცრემლებამდე ცოტაღა მაკლდა! როგორ ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე ამდენის გაბედვის საშუალებას რომ ვაძლევდი.. ან რას მოვყვებოდი? დაეწყვიტათ ერთმანეთი!! მაგრამ ვერ დავუშვებდი, რომ ჩემ გამო ეჩხუბათ, თან რის გამო? სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. მთელი ღამე ამ დასაწვავ ტაქსში ხომ ვერვიქნებოდი.. ან ეს ტაქსისტი რასიფიქრებდა? დათოს გაუჩერებელი ლაპარაკი, აქეთ კი ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა.. ჯანდაბა, ვერვიტანდი! -უკაცრავად, ამდენიხანი რომ შეგაყოვნეთ (მე) -არაუშავს შვილო (ტაქსისტი) მანქანიდან გადავედი და დათოც თან გადმოვყვა, ტელეფონი ავიღე ლაშა იყო -მიხვედით? -კი -კარგი მე და დეაც მალე მოვალთ, უკან გამოგყევით.. არმინდოდა ამ შუაღამე მარტო გევლო და თან ვიცი მაგის სიმთვრალის ამბები, ძაან გადაეკეტება ხოლმე -მადლობა, გელოდებით.. ტელეფონი გავთიშე.. ეს იდიოტი კი გვერდით იდგა და მიღიმოდა -ძალიან ლამაზი ხარ, მინდა მთელი ცხოვრება შენ გიყურებდე -მეკი მინდა მოკეტო და აღარასოდეს გნახო! ახლა კი სახლში შედი და შემეშვი!!! -ასეთი უხეში რატომხარ -ასეთი უხეში რატომვარ? ხვდები მაინც რას აკეთებ? ჩემს საქმეში უხეშად, უტაქტოდ ერევი, შემდეგ ყველანაირად მარცხვენ, პრობლემებს მიქმნი და კიდევ მეკითხები თუ უხეში რატომ ვარ?!!! -მაპატიე რა, არმინდოდა დეა და ლაშა მოვიდნენ და ამოვისუნთქე. ლაშამ დათო ძლივს შეათრია სახლში -მისმინეთ, ეს არაფრის ღირსია, მაგრამ მარტო ვერ დავტოვებ. ცუდად არგახდეს, მაგრამ მეტი რაღა უნდა დაემართოს ისეთი მთვარალია.. მის მაგივრად გიხდი ბოდიშს ბარბარე! მოკლედ მე ვერ გამოგყვებით ამიტომ დეამ სანდროს დაურეკა, უკვე მოდის და წაგიყვანთ სახლში -შენ ბოდიშს რატომ იხდი, პირიქით ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდება -შენ თავს ნუ იდანაშაულებ (დეა) -აბა ვის მოვთხოვო პასუხი ამას? თუ ლევანს?! ერთმანეთზე იდიოტები! რასვფიქრობდი საერთოდ რატომ წამოვყევი. -დამშვიდდი ბარბი -ვერ ვმშვიდდები. საკუთარ თავზე მეშლება ნერვები ამასობაში სანდროც მოვიდა.. როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა მაშინვე შევნიშნე მისი მრისხანე სახე, არც კი შემოუხედავს ჩემთვის.. მთელი გზა ჩუმად ვიყავით, დეა ცდილობსა სიტუაცია განემუხტა, თუმცა არგამოდიოდა. მთელი გზა მას ვუყურებდი.. ისეთი დაძაბული იყო, მისი შემხედვარე თავს კიდევ უფრო დამნაშავედ ვგრძნობდი. დეა სახლში დავტოვეთ და გზა ისევ სიჩუმეში გავარძელეთ.. P.S ესეც 5 თავი! იმედია მოგეწონებათ, გთხოვთ დამიკომენტაროთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.