შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის კაქტუსი 5


22-01-2020, 23:12
ავტორი კატერინკა
ნანახია 1 035

დეე , ბუტერბროტს სკოლაში წავიღებ , სახლში ჭამას ვერ ვასწრებ ...
- როგორც ყოველთვის ! , ცოტა ადრე ადექი და ამდენი ბოდიალი არ დაგჭირდება
- კარგი რა , ასეც მშვენვრად ვარ...
- სკოლაში სახლის ბაჩუჩებით მიდიხარ ?! ისე რა გინდა ყველაა შენ შემოგხედავს
- აუუ , ბოტები გამომიტანე რაა
- ჰაა , მიდი დროზე ... დღეს მამიდაშენთან მივდივართ არ დაგავიწყდეს !
- უი , არადააა , დღეს საბასთან გასვლა მინდოდა სკოლის მერე , ჰო იცი ცუდადაა თან 1 კვირა ვერ ვნახავ ცოტას ვიჭუკჭუკებთ , დავპირდი კიდეც ( პირობა არ არსებობდა უბრალოდ მეტი დამაჯერებლობითვის ) იქნებ უჩემოდ წახვიდეთ შენ და მამა !
- ამჯერად კარგი , მხოლოდ საბას უმადლოდე
- გაკოცე , გაძლებას გისურვებ!
- ნადვილად დამჭირდება ????
მკითხველო არ გეგონოთ ელენეს ოჯახური შეკრებები აღიზიანებდეს ან მსგავსი , სრულებითაც არა პირიქით მას ეს ყოველივე ძალიან უყვარს , მაგრამ არა მამიდამისთან . ცუდი ურთიერთობა ამ ორს ნამდვილად არ აქვთ , მეტიც მშვენივრად უგებენ ერთმანეთს. უბრალოდ ნინას( მამიდა) ზედმეტად ბევრი კითხვების დასმა უყვარს , ყველაფერში ცხვირს რგავს , ისეთ თემებშიც რომელიც მას სრულებით არ ეხება. გოგასა და მეგის დიალოგში უდროო ჩარევა მისი ჰობია , ამას წინათ მათი ოთახის შეღებვაზე და ახალი ფერის არჩევაზე საუბრობდნენ , მეგის ცისფერი ფერი უნდოდა გოგაც როგორც დამჯერი მეუღლე მსგავს საკითხებში მეგის სრულ ნდობას უცხადებს , მაგრამ ნონა ?! ახალი ფერიო ? ამ ამბის გაგებითანავე თავი წამოყო , "ვფიქრობ თეთრი ფერი ყველას აჯობებს , მშვიდი ფერია, ნერვებსაც დაგიწყნარებდათ"...
არა ამას ნამდვილად მეგის ნერვების მოსაშლელად ამბობს , ყველამ კარგად იცის რომ მეგის ეს ფერი არ უყვარს. მაგრამ 17 წლის თანაცხოვრებამ თავისი გამოიღო , მსგავსს დროს მეგის სურვილი უჩნდება უთხრა : " საყვარელო ნონა , ნერვების დამშვიდება მხოლოდ შენ გჭირდება , რა გააკეთო აღარ იცი " მაგრამ ხშირ შემთხვევაში წაყრუებას ამჯობინებს თითქოს არც არაფერი გაუგონია .... ჰო ის კედელი ახლა ცისფერია! მოლურჯო ელფერით ...
სკოლის ესდღეც უსაშველოდ გაიწელა , მხოლოდ 10 წუთი და ბოლო გაკვეთილიც გამოვა ! ....

* * *

-ელენე, სახლი ხომ მოპირდაპირე მხარეს გაქვს ? საით მიდიხარ ?
- როგორი დაკვირვებული ყოფილხარ ლევან ;)
- ამბობენ კი
- ჰო სახლი ნამდვილად მოპირდაპირე მხარეს მაქვს , მაგრამ სახლში არ მივდივარ
- აბა სად ? ... (მცირე პაუზა) მინდოდა მეთქვაა ალბათ აქეთ ნათესავი გყავს , იქნებ მეც ვიცნობდე , მეც აქვე ვცხოვრობ და ... ჰო მიმიხვდი )))
- არაა ნათესავები აქეთ არ ცხოვრობენ , საბასთან მივდივარ !
-საბა ?
- ჰოო
- ვინ საბა ?
- ვის მერხზეც დროებით ზიხარ
- აჰ , კლასელ საბაზე ამბობ ?
- ჰო საბა ზამთარაძეზე , ჩვენს კლასელზე
- ალბათ სხვა კლასელებიც მოდიან ჰო ?
- არაა , მხოლოდ მე
-გეთქვა მერე ვინმესთვის წამოვიდოდნენ , თუნდაც ნინისთვის ან მაკოსთვის
- აჰ არაა , დამიჯერე საბას მხოლოდ ჩემი დანახვა უფრო გაუხარდება ... ისე გიოსთვის რომ მეთქვა კი შეილებოდა ...
- აკი მარტო მივდივარო ?
- ესეც არის ... აუ 2 წუთი მომიცდი მაღაზიაში შევირბენ , საბას ჩხირები უყვარს თან წავუღებდი. და მარტო წასვლაც არ მომიწევს
- კარგი მეც შემოვალ , რამეზე დაგპატიჟებ !
- კარგი ;)
- ბამბის ნაყინი ? ზამთარში ? ))) ზედმეტად უცნაური ხარ ელენე ...
- რა მოხდა დავინახე და მომინდა , ამ მაღაზიაში ყველაფერს იპოვი !
- მშვენიერი , მაშინ ამ ვარდისფერი ბამბის ნაყინით ჩვენი კლასელობა და გაცნობა აღვნიშნოთ!
- ნწ , ასე ადვილად ვერ გამოძვრები ????
- მაშ! ველი შემდეგ დავალებას
- არ მჩვევია , ყველაფრის ერთდროულად გაფლანგვა , სხვა დროითვის შევინახავ !
-თქვენი ნებაა ...
-ცოტა მეც დამიტოვეე
- არა იყოს , ხელები გაგიწებიანდება ))) თან ზამთარია და
-ელენე!
- ჰა მოდი აიღე ...
- ელენე! რა იყო ახლა ეს ? ))
- რა გინდა მოგიხდა ვარდისფერი ლოყები ????
-სულ არაა სასაცილო
- რა იყო ვიხუმრე , ბოლო ბოლო ლოყაზე მოგაცხე , ((((
- არ გავდა !
- ზედმეტად უჟმური ხარ
- მადლობა კომპლიმენტად ჩავთვლი
- ჩათვალე შენ გეკუთვნის
-ასე ჰომ!
- ლევან , ჩემი ნაყინია ნუ მიჭამ !
- არ ვიცოდი ასე ძალიანაც თუ გიყვარდა
- კი მიყვარს , მაგრამ ეს შეფითულია და იმდენად არა .. აი ზაფხულობით პარკში რომ იყიდი ჯერ კიდევ ცხელი რომაა აი ეგ სულ სხვაა !..
-;)
- კარგი , აქ დაგემშვიდობები , საბა ამ შესახვევში ცხოვრობს
- ხვალამდე ))
- ხვალამდე ,
კარგად... ორივე თავიანთ გზაზე წავიდა.

***
- საბა , ზარია შეგიძლია გაიხედო ვინ არის ?
- კარგი , თქვენ ჰომ სიცხიანსაც არ მომასვენებთ ...

- ელე ? მემგონი ჰალუცინაციები დამეწყო , ნამდვილად შენ ხარ ?
- ყოჩაღ საბ ? ასე უნდა დახვდე შენს საუკეთესო მეგობარს ?!
- საუკეთესო? მგონი მომესმა ! რას მივაწეროთ ეს დიდი პატივი , მეგონა აღარ გახსოვდი
- კაი რა , პროვოკაციას ავყვებოდი ,მაგრამ ცუდად ხარ და გითმობ
- პასუხი უარყოფილია! ვერაფით შემომირიგებ
- იცოდე ინანებ , მით უმეტეს ახლა !
- სულ რომ მიმღერო არ გამოგივა
- საბსუნ , ისედაც კარგად იცი რომ სიმღერას - ჩემს ყროყინს ვერ მოესწრები , მაშინ აბაზანის კართან უნდა მელოდო .
- მაშ, აქ რა დაგრჩენია ?
- ხრაშ-ხრუშ, ჰმმ როგორ კარგად ხრაშნებს დაა თან როგორი მარილიანიაა .. მნ მნ !
- სულაც არ წამოვეგები ამ ანკესს
- შენთან მაინც არ მოვსულვარ !
- ?!
- ჰო რა , მაია დეიდასთან მოვედი , ცოდო შენ ხელში გაწამებული იქნება , ვიფიქრე ცოტას წაუხრაშტუნებთ , ყავას დავლევთ კინოს ვუყურებთ , საბას ახირებებისგან მოვასვეენებ ქალს ცოტასთქო.
- ლოდინი მოგიწევს , აბაზანაშია!
- კაი გვეყო ! მოდი ჩაგეხუტო ????- გაიწი !
-?!
- ჯერ ჩხირები ! მერე ჩახუტება
- საბსუნ !
- ეგრე ნუ მეძახი !
- ჩახუტება , ჩხირები მერე
- გააგებინეთ ვინმემ მე ვარ აქ სიცხიანი თუ თქვენ ?! რა წესია , ყველაფერს იქეთ ვუჯერებ
- ხმა ! მხოლოდ ჩახუტება
- მოდიი აქ , სულელო , ლოყები მოწიე პასუხი უნდა გაგებიო!
- მეტკინა გეყო ..
- მეწყინა (( რაღაცა გავიგე , სალაპარაკო გვაქ ისე ქალბატონო


* * *

- ვინ იყო ?
- მაია დეიდა ,მე ვარ ელენე
- უი რა კარგია რომ მოდი , ამის ბუზღუნის თავი არ მქონდა ... მიდი თქვენ გაერთეთ მე კექსს შემოგიტანთ
- საბსუნ
-ჰოო
- რამე კინო ჩავრთოთ
- რა დროს კინოა ! მოდი აქ , არაფერი გაქვს სათქმელი ? ვინ არის ის ჩემი კუთვნილი ადგილი რომ დაიკავა შენს გულში და ჩემს მერხზე ? ვეჭვობ , სწორედ ისაა მიზეზი 2 დღე რომ არ შემომეხმიანე !
- ნუ აჭარბებ ! ჰომ იცი შენ შეუცვლელი ხარ ????????
-გატკეპნილ სიტყვებს შეეშვი !

* * *
რაც შეეხება საბას , ამ კეთილ და უბოროტო არსებას , ის ელენეს შეუცვლელი მაჩო , რაინდი იყო , ნამდვილი ჯენტმენი , რომლის იმედიც ყველგან და ყველაფერში შეიძლება გქონოდათ ???? ტანად ბრგე , შავტუხა , ხუჭუჭა თმიან , შავ თვალება ბიჭს არც ისე მიმზიდველი იერი დაჰკრავდა , მაგრამ თუ გაიცინებდა მასზე საყვარელ არსებას ვერ იპოვნიდით, ლოყებზე წამსვე ნაკეცები გაუჩნდებოდა ???? მათი ურთიერთობა ქალ-ვაჟის წრფელი მეგობრობის ნათელ მაგალითს წარმოადგენს . ერთმანეთს მთელი ცხოვრება ზურგს უმაგრებდნენ , დამცავ კედელს წარმოადგენდა ერთისთვის მეორე . საბა ელენეს უკვე 11 წელია იცნობდა, სკოლის 1დღიდან აქამდე ერთ მერხზე ისხდნენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა კი ეს დაუწერელი კანონი ვიღაც ლევანმა დაარღვია !

* * *

- აბა რა გაინტერესებს? სკოლის ახალი ჭორები ?
- არა ! ისედაც მშვენივრად ხვდები ვინც !
- ვისზე საუბრობ ?
- შენ მე გადამრევ , გოგო მე მაკოსგან უნდა ვგებულობდე რომ ახალი კლასელი გვყავს ?!
- ოჰ , მოუსწრია ქალბატონს
- ხმა ! ეგ სხვა საქმეა ....
- მაშ გცოდნია ეგ უკვე და ახლა სხვა რამეს მოგიყვები ...
- თავს ვერ დაიძვრენ !
- ღმერთო მიშველე , აბა ისედაც იცი რომ ახალი კლასელი გვყავს - ლევან დვალი . თან მაკო ყველაფერს გეტყოდა...
- შენი ინტერპრეტირებული უფრო მაინტერესებს ...
- რადგან არ იშლი ...
ამ წამიდან კი ნამდვილი დაკითხვა დაიწყო , კითხვები ერთიანად დააყარა ელენეს , ყველაფრის ანალიზი მოასწრო ხასიათი , გარეგნობა , ვინაობა , მისწრაფებები. ელენე ყოველივეს დალაგებულად , სწრაფად და ლაკონურად პასუხობდა ....
- აჰამ , და ბოლო კითხვა მაქვს , სანამ წახვალ
- რაღა დარჩა ? ბიძაშვილ-მამიდაშვილები თუ ყავს ეგ უკვე ნამდვილად აღარ ვიცი , მეტი რაღა დარჩა?
- ელენე, შენ რას ფიქრობ ?
-ვერ გავიგე ?!
- ლევანზე რას ფიქრობ როგორი ბიჭია ?
- აბა მე რა ვიცი ? ისე კი ეტყობა გაგვიჭირდება მასთან საერთო ენის ნახვა , რაღაც ზედმეტად სერიოზულია მაგრამ განა ეგრე ახლოს ვარ მასთან, სულ არ მაინტერესებს , როგორ კითხვებს მისვამ შენ მართლა სიცხე გაქვს ! ხისტად, ოდნავ გაბრაზებული ხმით შეეპასუხა ელენე საბას
- კარგი დაწყნარდი რაიყო , რა დაგემართა
- საერთოდაც ამდენი ხანია აქ ვარ , შენსანახავად მოვედი შენ კი ლევანის მეტი არაფერი გაკერია პირზე ! ...
- კაი აბაახლა ფილმი ავარჩიოთ!
- დაგასწარი საბსუნ, მე ავარჩევ
- ვითომ რატომ ?
-ნერვებიმე დამაწყბიტეს ორიოდე წამის წინ !
- და რამ აგაღელვა ? ლევანის ხსენებამ ? მე კიდევ სიცხიანი ვარ ასე რომ ბედი ჩემკენაა !
ელენე მიხვდა კამათს აზრი არ ქონდა ისედაც ვეღარ გაეგო რას ჩადიოდა.
- კარგი შენ აარჩიე.
და აი მორიგი ფენტეზიც გამოჩნდა ეკრანზე , 2 საათი უყურებდნენ ფილმს , უფრო სწორედ კი საბა უყურებდა , ელენე 2 საათია მხოლოდ ერთ კითხვაზე ეძებდა პასუხს - " რას ვფიქრობ ლევანიზე? ვინ არისის ? " ... არცერთი სიტყვა გაუგონია და არცერთი სცენა განუხილავს მას ! ....
- ელე, რას ფიქრობ ჰომ ღირდა ყურებად ?
-....
- ელენე ?!
- რა?
- ჰომ ღირდა ყურებადმეთქი?!
- აა, ჰო კი ნამდვილად
ოჰოო 7 საათი სრულდება აწი მეც წავალ ,
- კაიც
- სკოლაში როდის გამოხვალ ?
- რავი ორშაბათიდან
- უი ასე მალე ?
- რა იყო გწყინს?
- თავიდან ნუ იწყებ !
- კაი , კაი ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent