მოტაცება ქართულად (2თავი)
მარიანა ოთახში შეიყვანა ლიკუნამ და სავარძელზე დასვა, ლალი შექანდა მაშინვე ბამბით და იოდით, მარიანამ უკმაყოფილოდ დაბრიცა სახე, ლალიმ ჭრილობა დაუმუშავა და მალევე გავიდა -რა მწარე ხელი აქ-ცრემლები შეიმშრალა მარიანამ -კაი ნუ წუწუნებ-ლიკუნამ საათს დახედა-დავურეკავ ეხლა იმ შეშლილს თორემ ხოიცი გადაირევა-ლიკუნამ დარეკა ინგლისურის რეპეტიტორთან და მდგომარეობა აუხსნა რომელიც მეტისმეტად დაამძიმა -გეფიცები მსახიობი უნდა გამოხვიდე-გადაბჟირდა მარიანა -აბა რა მეთქვა ,ისტერიკა მარიანამ საერთოდაც არ იტკინა არაფერი და პროსტა გიცდენთთქო? -მიდი ყავა მოადუღე-ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გაუძღვა ლიკუნას -მე მოგიდუღებთ-დაეხმაურა ლალი მათ -ანი ადგა?-სამზარეულოში შევიდნენ მაინც -არა წევს ისევ, ჩაეძინა -მამამ დარეკა? -სად დარეკავდა? ყველაფერი მილეწა -ბებია არ გამიქციო ეს გოგო სახლიდან ახლა-შეფიქრიანებულ ლიკუნას გახედა მარიანამ -მე მოგცემ ტელეფონს გადარეულო, მაქ ჩემი ძველი ტელეფონი -კაი სანამ დაშოშმინდება და გვიყიდის მათხოვე-დაეთანხმა მარიანა და მირთმეული ყავა დალია. ანის სინამდვილეში არ ეძინა, თავს იკატუნებდა როცა ლალი შედიოდა მის ოთახში, საერთოდაც არ აპირებდა მთელი კვირა დასჯის ატანას და სახლში ჯდომას მითუმეტეს უტელეფონოთ, მითუმეტეს ნიკასთან დაშორებას... -ლიკუნა დღეს უეჭველი უნდა ვნახო ნიკა -გაგიჟდი მარიანა? -გამომყევი რა -გადაირიე გოგო? -გამომყევი!-ფაქტიურად უბრძანა დაბნეულ მეგობარს მარიანამ -და რა უნდა უთხრა -ჩემ დას შეეშვას -მამაშენი ვერ აშინებს მაგათ და შენ დაგიჯერებს ეგ არანორმალური? -მაგ იდიოტს მე ვუყვარვარ ისევ -რაა?-ლამის შეკივლა ლიკუნამ -წარმოიდგინე ანის კიდე სჯერა რომ მე დამივიწყა და ახლა ის შეუყვარდა, ის ნაგავი კი პარალელურად მე დამდევს კუდში... -მარიანა ანის დაელაპარაკე -აზრი? რამდენჯერმე ვცადე მეთქვა მაგრამ მომახალა, გშურს ჩემიო -დედაშენს დაელაპარაკე -არც მასთან აქ აზრი ლაპარაკს, მხოლოდ ისტერიკას დაიმართებს, იკივლებს იყვირებს და მორჩა -კარგი გამოგყვები-ლიკუნას ტელეფონი ააართვა მარიანამ ხელიდან და ნიკას დაურეკა -შენი ნახვა მინდა-მკაცრი ტონით მიახალა როგორცკი უპასუხა ნიკამ -მოგენატრე?-მის ხმაში ირონია გაერია -რა ავადმყოფი ხარ-მიახალა მარიანამ-სად გნახო -არ მეგონა ასე გენატრებოდი -სად გნახო-მარიანა არ აყვა მის პროვოკაციას -სადაც შენ გინდა იქ მოვალ-უთხრა ისევ ირონია ნარევი ხმით -კარგი ჩვენთან კაფეში ახლავე-და გაუთიშა -ახლავე?-ლიკუნა დაიძაბა -წავედით-მარიანა წამოფრინდა სკამიდან ლიკუნას ხელი ჩაკიდა და გააქცია- ლალი მალე მოვალთ -მიაძახა სააბაზანოში მყოფ ბებიას და გარეთ გავარდნენ. ნიკას ლოდინით დაიღალნენ და უკვე იმედი რომ გადაეწურათ გამოჩნდა მისი მანქანა -ეხლა ეს ყავს?-გაუკვირდა ლიკუნას -ხოო-ამოიბურტყუნა მარიანამ და გახედა თავადაც, ნიკამ დააპარკინგა თავის ბეემვე და ზუსტად მათკენ გამოიხედა ინსტიქტურად, ლიკუნა და მარიამმა მაშინვე თვალი აარიდეს -ჯანდაბა-ლიკუნას გაეცინა-მაინც ვერ გავიგე რატო არ გევასება -იმიტომ რომ იდიოტია -დიდხანს ხოარ გალოდინეთ?-ნიკა თავზე წამოადგა გოგონებს რომელნიც ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ, ინსტიქტურად ორივემ ახედა და ნიკამ ჯერ მარიანა გადაკოცნა და მერე ლიკუნა და მათ შუაში სკამზე დაჯდა, მარიანამ ლიკუნას გახედა რომელიც აშკარად დაბნეული იყო ამ გადაკოცნით -მე გავალ-ფეხზე წამოდგა და მარიანას დაჭყეტილ თვალებს მზერა აარიდა -სად მიდიხარ-მარიანა ძლივს იკავებდა ბრაზს -ჩემი გეშინია?-ნიკამ გოგონას დაჟინებული მზერა იქამდე არ მოაშორა სანამ მარიამანაც არ შეხედა -არავისი მეშინია მითუმეტეს შენი -აბა რატომ ხარ დაძაბული?-ნიკას თავაზიანობამ ცოტა გააკვირვა მარიანა -ადამიანებთან ნორმალური ლაპარაკი გისწავლია-მიახალა მკვახეთ და თვალი აარიდა მის ნაცრისფერ არეუ თვალებს -გააჩნია ვის ველაპარაკები, ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან შემიძლია წესიერი მოქცევა, ოღონდ თუ დაიმსახურეს!- ბოლო ნათქვვამმა გააღიზიანა გოგონა -აქ შენზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ, მინდა ანის თავი დაანებო-მარიანას გაღიზიანება დაეტყო ხმაში, უნებურად ძაბავდა ეს ბიჭი, მისი მზერა, ქმედება, საერთოდ ყველაფერი ძაბავდა ზედმეტად -მაგრად მევასება შენი და, იმიტომ რომ შენ გგავს, თან შენზე იოლი დასაკერია-ნიკას ამ სიტყვებმა ისე გააღიზიანა გოგონა რომ საერთოდ გადაეკეტა, რამდენიმე წამი დასჭირდა რომ გადაეხარშა ეს შეურაცხყოფა და გაეაზრა რა უთხარ და რახდებოდა მის თავს, უცებ ფეხზე წამოვარდა გაგიჟებული და სახეში შეასხა ფორთოხლის წვენი, ყველას ყურადღება მიიპყრეს, ლიკუნამაც დაინახა და ისე დაიბნა ადგილზე გაშეშდა -ოო-ნიკა აშკარად არ ელოდა ასეთ სიგიჟეს, ფეხზე წამოვარდა და მარიანას მაჯაში სტაცა ხელი და თავისკენ მოქაჩა ძლიერად და უხეში მოძრაობით -გამიშვი მტკივა-ისე ძლიერად უჭერდა მაჯაში რომ გოგონა მეორე ხელით დაებღაუჭა მის მარწუხივით ხელს, თუმცა ნიკამ ის ხელიც დაუჭირა და უფრო მიიზიდა დაბნეული გოგონა თავისკენ -იცოდე ამისთვის დაისჯები-ნიკამ დაბნეულ შეშინებულ და დაძაბაულ გოგონას სახე ისე ახლოს მიუტანა რომ მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მიეფრქვია სუნთქვა არეულ მარიანას -გამიშვი არანორმალურო-მარიანამ ძლივს შეძლო გონს მოსვლა და ხელების განთავისუფლება სცადა -ჩვენს ურთიერთობაში ჩარევა აღარ გაბედო -რაგინდა მისგან-მარიანამ ახედა თვალებამღვრეულ ბიჭს -შენ რა გინდა ჩვენგან?-უფრო ძლიერად მოუჭირა ხელები -შენ ის არ გიყვარს-ლამის იკივლა მარიანამ -ხოარ ეჭვიანობ?-ნიკას ირონიამ სულ გააცოფა ისედაც გადარეული გოგონა და მთელი ძალით სცადა ხელების დახსნა ნიკამ გაუშვა რადგან ყველას ყურადღება ზედმეტად მიიქციეს -ყველა შენნაირი ავადმყოფი ნუ გგონია -პირველი მე არ ვარ ვისაც ორივე და ევასება -მიახალა ნიკამ და მიბრუნდა -თუ არ შეეშვები ანას ვეტყვი რომ... -რომ რა?-ნიკა მისკენ მიბრუნდა-რომ შენ მიყვარხარ, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ? რომ შენთან სიახლოვის გამო ვიქცევი ასე? და რომ ანი მაგრად ?-ლამის უყვირა მწყობრიდან გამოსულმა-მიდი და უთხარი-დაიყვირა ბოლოს და ისე გაირა რომ ლიკუნას მხარი გაკრა, ამრიანას უმალ ცრემლები ჩამისცვივდა -დამშვიდდი-ლიკუნა ჩაეხუტა და კაფედან გაიყვანა წაშლილი გოგონა-სხვას რას ელოდი მისგან, ხომ იცი რომ ნამდვილი ავადმყოფია?-ლიკუნას სიტყვებზე უარესად ატირდა მარიანა. მაგრამ რა იცოდა სახლში მისულს თუ უარესი ელოდა... მაკა იჯდა სავარძელში, გაოგნებული, დაბნეული,შეშინებული, იმედგაცრუებული, გაბრაზებული, ყველაფერი ერთად ჭირდა, ყველა ემოცია ერთად მოაწვა და ტირილსაც ვეღარ ახერხებდა რომ დამშვიდებულიყო. მარიანა და ლიკუნა ტაქსიდან გადმოვიდნენ თუარა თამაზი წამოადგათ თავზე, მარიანამ ცრემლები მოიწმინდა და მამას ახედა -რა ხდება? სად ეგდე? -მე-მარიანა ისე დააბნია მამამისის დანახვამ რომ ხმა ჩაუწყდა შეშისგან -ავარიაში მოვყეევით და...-ლიკუნამ ძლივს გაბედა ხმის ამოღება, თამაზის მასაც ეშინოდა, რატომღაც. -რა ავარია?-ეჭვნეულად იკითხა და მარიანას თვალს არ აშორებდა -ტროტუარზე დაგვეჯახა-ლიკუნა ძალიან დაიძაბა როც თამაზმა მზერა შვილიდან მასზე გადაიტანა და თვალეში ჩააცქერდა -წიგნები სად აქ?-წარბი აწია -მე მაქ ჩანთაში-სულ დაფრთხა ლიკუნა -დაუბრუნე და მე ავიყვან სახლში-ისევ მკვლელი მზერით ბურღავდ დამფრთხალ გოგონას -დიახ-ლიკუნა სულ აიბნა მაგრამ მოახერხა თავის წიგნი და რვეული ამოიღო და მარიამს მიაჩეჩა -წავალ მე-მოიბლუდუნა და გატრიალდა -ფეხი ძალიან გტკივა?-შვილს დახედა თამაზმა -კიი-ამოიტირა მარიანამ და წინ წავიდა. სახლში შესულებს, მაკა და ლალი გადაფითრებული დაუხვდათ -რა მოხდა ანი გაიპარა ისევ?-დაიყვირა თამაზმა -ჩაალაგე შენი ნივთები და წაეთრიე-უკივლა მაკამ -რას ბოდავ-დაუღრინა თამაზმა -გშორდები მორჩა გაიგე!-იკივლა მაკამ -ვინ ჩაალაგებს და წავა ამ სახლიდან ეგ საკითხავია-დაიღრინა ისევ კაცმა -შენ წახვალ-მიახალა ლალიმ შვილს -და რატომ ამიხსნის ვინმე?-თამაზს აშკარად ამოეწურა მოთმინების ლიმიტი, მარიანა იქვე დაჯდა სავარძელში და ოჯახურ დრამას აკვირდებოდა, მაკა ოთახიდან გავიდა და მალე რაღაც ფურცლებით დაბრუნდა და ქმარს მიაჩეჩა -ეს რა არის-თამაზმა გადაათვალიერა და ვერაფერი გაიგო -შენი კახპა ორსულადაა, წადი და მას მიხედე-იკივლა მაკამ და ფურცლები გამოსტაცა-ხედავ? სამი თვისაა ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე შევრიგდით მეასეჯერ და მაინც წახვედი და მიღალატე, ალბათ იმ დდღესვე მიღალატე-კიოდა მაკა -რას ბოდავ-აყვირდა თამაზი-რით ვერ შეიგნე რომ დავშორდი და მასთან საერთო აღარაფერი მაქ -მატყუებ, დარწმუნებული ვარ ისევ მასთან დადიხარ -რამდენჯერ უნდა გითხრა რომ არავისთან აღარ მაქ საქმე -მატყუებ, დაგინახა ტატამ -ფუ თქვენ დედასაც...-იღრიალა კაცმა-არ გღალატობ მეთქი-დაიღრიალა და გარეთ გავარდა, კარი ისე გაიჯახუნა რომ ყველა შეხტა ხმაზე. ნატამ კარი დაფეთებულმა გააღო -შე კახპა-თამაზმა ყელში წაუჭირა ხელი როცა დაბნეულმა ქალმა კარი გააღო -თამაზ-ამოიხრიალა ქალმა -მითხარი ვისგან ხარ ორსულად და ვის ბავშს მტენიდი თორემ მიგახრჩობ -რას ამბობ-არ გატყდა ნატა -მითხარი თორემ მოგკლავ-თამაზმა მეტად წაუჭირა ყელში -დათოსგან-ამოიხრიალა ნატამ -ჩემთანაც დაეთრეოდი და მასთანაც?-ხელი გაუშვა და გიჟივით გაეცინა -ჩემ მძღოლთან- თამაზი ისევ გაოგნებული იყო-და გადაწყვიტე რომ მდიდარი მამა აგერჩია არა ბავშვისთვის? შე კახპა-თამაზი ისევ დაექროლა ატირებულ ნატას, მარამ თავი შეიკავა -გული მერევა შენზე-ფმგადააფურთხა და სახლიდან გაცოფებული გამოვარდა, კარი კი ისე გაიჯახუნა კარგახანს ზრიალებდა. ოჯახური სკანდალი რომ ეგონა მარიანას დასრულდა თავის ოთახში შეიკეტა და დაწვა საწოლზე, ყველაფერი ერთად მოაწვა და ატირდა, ძალიან დაიღალა ამდენი გაუგებრობით და სკანდალებით, ისტერიკებით და სცენებით , კარგახნიანი ტირილის მერე ჩაეძინა, შუაღამისას გამოეთვიძა, სახლში სიჩუმმე და სიწყნარე რომ იყო გაუკვირდა, საათს დახედა ღამის სამი საათი იყო, რატომღაც ვეღარ მოისვენა საწოლში და ადგა, სამზარეულოში გავიდა წყალი დალია და ანის ოთახში შეიხედა ჩუმად, ფეხაკრეფით, რომ დარწმუნდა საწოლში იწვა ადგა და გამოვიდა და დაწყნარებული დაწვა, მალევე ჩაეძინა და დილით გამთენიას დაფეთებულს გამოეღვიძა, რატომღაც გული აჩქარებული ქონდა, რაღაც აფირიაქებული იყო და ეგრევა ანის ოთახში შევარდა ,,ჯანდაბა" ამოიყვირა როცა მიხვდა რომ ბალიშები ელაგა საბნის ქვეშ, ,,იდიოტი, სულელი, არანორმალური"-ფიქროდა თავისთვის და ფეხაკერეფით შევიდა თავის საძინებელში, თხსლი ქურთუკი მოიცვა, კედები ჩაიცვა და სახლიდან გამოიპარა, ტაქსი მალევე გააჩერა და პირდაპირ ნიკას სახლის მისამართი უთხრა. შავი ლითონის კარის წინ დადგა თუ არა, გული შეეკუმშა, ძალიან არ უნდოდა ანი აქ დახვედროდა, ღმერთს ეხვეწებოდა ნეტა მასთან არ იყოსო მაგრამ ინტუიციით გრძნობდა რომ აქ იყო, ამიტომ კარზე ბრახუნი სტახა, პირველად ეს დაუსრულებელი და გაუჩერებელი ხმა ანის ყურს მიწვდა, გოგონამ თვალები გაახილა და გაშეშდა შიშისგან, იმის გაცნობიერება რომ შიშველი იწვა, უცხო საწოლში, უცხო ოთახში და მითუმეტეს ვიღაცასთან ერთად საერთოდ გამოიყვანა მწყობრიდან, ისე დაიძაბა და შეეშინდა რომ ვერ გაბედა ხმის ამოღება ან გამოძრავება, თვალები დახუჭა და სცადა გახსენება იმის რაც მოხდა მაგრამ ვერაფერი გაიხსენა, ცრემლები მოეძლა შიში დაძლია და სასოწრაკვეთილებაში ჩავარდნილი აკივლდა ბოლოს, ამ ხმაურზე დაფეთებული ნიკა წამოვარდა საწოლიდან -ანი დამშვიდდი-მიუბრუბდა აკივლებულ გოგონას, რომელიც საწოლიდან წამოვარდა გადასაფარებელი აითრია და ტანზე მჭიდროდ მოიხვია თვალდახუჭულმა რომ ნიკა არ დაენახა -ჯანდაბა-ნიკა წამოდგა ანერვიულებულმა შარვალი ამოიცვა და პერანგი მოიცვა, კარზე ბრახუნი რომ არ დასრულდა გავიდა -გააღე თორემ ჩამოვიღებ ამ წყეულ კარს-კიოდა მარიანა და გააღო მაშინვე დაფეთებულმა ნიკამ რომ მის მშობლებს არ გაეგო არაფერი რომელნიც გვერდითა სახლში ცხოვრობდნენ, მარიანა გაოგნებული მიაჩერდა ქამარგახსნილ, ფეხშიშველა, თმაარეულ და პერანგგახსნილ ბიჭს -რა გინდა-კითხა უკმეხად დაბნეულ გოგონას -ჩემი და სადაა?-კითხა გონს მოსულმა მარიანამ -არვიცი-იცრუა დამაჯერებლად -მატყუებ-უკივლა მარიანამ -მორჩი ისტერიკას, რომ გეუბნები ესეიგი არ ვიცი-და კარი დაუკეტა ცზვირწინ, მარიანა მაინც არ წამოვიდა, რატომღაც ეჭვები ღრღნიდა და ისევ ბრახუნი ატეხა კარზე -რა გინდა?-გააღო მოთმინება დაკარგულმა ნიკამ -აქაა?-კითხა უკვე დაბნეულ ბიჭს, რომელიც აშკარად წაიშალა -ძალა არ დამიტანებია, თავის ნებით გამომყვა-ამოიბლუდუნა და მარიანას რეაქციას დაელოდა რომელიც ადგილზე გაიყინა, გაქვავდა, გაშეშდა, სუნთქვა გაუჩერდა, თვალთ დაუბნელდა, სამყარო ჩამოექცა თავზე ... კარგახანს იდგა მარიანა ასე დაბნეული დაოგნებული შეშინებული და დამფრთხალი, როცა პირველი ემოციების ზღვამ გადაუარა, გადათელა და გადაიარა ძალა მოიკრიბა და სახლში შევიდა, ტირილის ხმა რომ გაიგო, ოთახში შევიდა და თავადაც ცრემლები მოეძალა, ხმა ვერ ამოიღო, ვერც მისვლა გაბედა, ვერაფერი გააკეთა, ისეთი დაბნეული უყო თავადაც და შეშინებული რომ არ იცოდა რა ექნა. -მისმინე არმინდოდა ასე მომხდარიყო-ნიკა მარიანას უკან დადგა და ყურთან დაუჩურჩულა გოგონა საერთოდ გამოიყვანა მწყობრიდან მისმა ქმედებამ და ლაპარაკმა -მისგან რა გინდა-უყვირა ბიჭს და მისკენ შეტრიალდა, თვალებში ჩააცქერდა, უნდოდა ამოეკითხა, ის თუ რას გრძნობდა ახლა ეს უსულგულო არსება, ნიკას ხმა არ ამოუღია - გააქ იმის კაცობა რომ პასუხის მგებლობა აიღო მასზე?-ნიკა დუმდა, ანიც გაჩუმდა და მათ მიაჩერდა -ნიკა დედიკო რა ხდება?- თამუნა წამოადგა შვილს თავზე -აქ რა გინდა ? -დაუღრინა დედას -წადი შენ საქმეს მიხედე-კარიდან გააბრუნა დედამისი რომელიც შვილს არ დაემორჩილა, და შემოიჭრა სახლში -ეს გოგო ვინაა?-მარიანა აათვალიერ ჩაათვალიერა -მეგობარი-მარიანას მიუახლოვდა და კარი გამოკეტა ოთახის -ვინ მეგობარი?-ქალი ეჭვნეულად უყურებდა შვილს -ვიღაც-დაუღრინა დედას -ხოიცი მამაშენმა რომ გაიგოს ვიღაც გოგო მოათრიე აქ მანქანას აგახევს ისევ-მარიანა უბრალოდ შოკში იყო დედაშვილის საუბრით და საქციელით -თუ არ ეტყვი ვერ გაიგებს-ნიკამ დედას შეხედაა მუდარით -უკაცრავად, მე მისი ნაშა არ ვარ-ამოასხა მარიამს, -გაჩუმდი, ჩვენ მოვაგვაროთ-თვალები დაააჭყიტა ნიკამ -რა ნაბიჭვ. ხარ-უკივლა მარიანამ და ოთახში შევარდა -ნიკა დედიკო რა ხდება?-ქალმა ოთახისკენ გაიწია -არაფერი-დედას გასტუმრება სცადა მაგრამ ქალი გაბრაზდ და ოთახში შეიჭრა,თვალი საწოლისკენ გაექცა და მერე ანისკენ -რახდება აქ?-ქალი დაიძაბა-მიხვდა რომ იმაზე რთულად იყო საქმე ვიდრე ეგონა -ამის დედასაც შევ.-იყვირა ნიკამ და სახლიდან გავარდა გაგიჟებული -ვინ ხართ?-ქალს გული შეუწუხდა უკვე -თქვენი შვილი არაკაცია-მიახალა მარიანამ და ანის დახედა-ადექი ჩაიცვი მივდივართ -არ შემიძლია-ამოიხავლა ტირილისგან ხმა ჩამწყდარმა გოგონამ -წავიდა დაგტოვა-დაუყვირა მარიანამ წაშლილ ანის-გაიქცა -მისმინე გოგონა ვინ ხარ საერთოდ?-თამუნა გაბრაზდა რომ მისი შვილი მშიშარა ბაჭიას შეადარა მარიანამ -ამ არასრურწლოვანი გოგონას და ვარ ქალბატონო თამუნა, რომელიც თქვენმა შვილმა მოიყვანა აქ სავარაუდოდ წამლით გაბრუებული-მიახალა მარიანამ -მოდი დავმშვიდდეთ, ეს საქმე ასე არ მოგვარდება, ხომ ხვდები რომ საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე წარმოგვედგინა მე და შენ-ამ ქალის ეს დახვეწილობა, არისროკრატიული სიმშვიდე და უნერვობა მარიანას აგიჟებდა, უბრალოდ მწყობრიდან გამოყავდა -და რა გავაკეთოთ ხელი მოვაწერინოთ?-მარიანა კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა ქალს-ალბათ იცით რომ მშობლების თანხმობა უნდა... მითუმეტეს ანი თექვსმეტისაა...და მამაჩემი ნმდვილი გადარეულია, ამას რომ გაიგებს გაგიჟდება -აბა რას მთავაზობ? წაიყვან შენ დას და წახვალთ? ისე გააგრძელებს ცხოვრებას თითქოს არაფერი მომხდარა? -ამას მე კიარა თქვენი შვილი გვთავაზობს, რომელიც გაიქცა -იმიტომ გაიქცა რომ დაბნეულია და არიცის გამოსავალი რა არის -იმიტომ გიქცა რომ არ ქვს იმდენი კაცობა რომ პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე -საკმარისია-ანიმ ამოიტირა-ჩავიცმევ და წავიდეთ-გახედა კართან მდგომ მარიანას, რო.ელმაც კარი მიხურა -შეცდომას უშვებ -თქვენ შვილს არ უყვარ ჩემი და-უთხრა მარიანამ ზიზღით თამუნას-მეც არ მეშვებოდა და ანისაც დასდევდა, გესმით? -მისმინე გოგონა, მგონი ვერ იაზრებ რა მოხდა აქ -და მათი დაქორწინება რას შეცვლის? გადამიყვარებს?-ამოხეთქა მარიანამ და ატირდა, ვეღარ გაუმკლავდა მოზღვავებულ ემოციებს -ესეიგი შენ ხარ მარიანა-ქალმა მკვლელი მზერა ესეოლა-მისმინე მარიანა ისინი დაქორწინდებიან და ერთად იცხოვრებენ-მიახლა მკაცრი ტონით-მამაშენი საკრებულოს თავმჯდომარეა და ვიცი რა ხასიათისაცაა, არც ჩემი ქმარი დახიჭავს თვალს ამაზე, ის რომ ნიკას უყვარხარ დაივიწყე და თავი დაანებე ბავშვებს, ამ საქმე სმე მივხედავ -მისმინეთ-გაბრაზდა მარიანა -შენ მისმინე! არასრულწლოვნები ხართ ორივე და არც შენ იცი რა ჯობია, ახლა წადით დამშვიდდით ორივე და მე გადავწყვეტვრა იქნება -იქნებ ნიკას არიუნდა... -ნიკა ჩემი შვილია! და მე ვიცი რაჯობია მისთვის და როგორ გავაკონტროლო!-ჩურჩული უმალ დაასრულეს ანი რომ გავიდა მისაღებში. მარიანა გაგიჟებული იყო, გაცოფებული, მაგრამ არაფერი უთხრა ანის რადგან ხვსებოდა რომ ცუდად იყო ისედაც -ლიკუნასთან წავიდეთ და დავილაპარაკოთ -სალაპარაკო არაფერია -ცოლად გაყვები?-შეიცხადა მარიანამ -რა გინდა? ვერ გავიგე რატომ ერევი ასე ჩემ ცხოვრებაში? -თუ მოვა გაყვები თუარადა დაიკიდებ არა? -გეყოფა!-დაუყვირა ანიმ-შენ რაიცი რას ვგრძნობ ახლა -რატომ წახვედი სახლიდან? რატომ გაყევი კლუბში? -იმიტომ რომ მიყვარს!-იკივლა ანიმ- მიყვარს გესმის? იცი რა არის სიყვარული? საერთოდ იცი რა გრძნობაა? იცი რა ? საერთოდ არ ვნანობ რომ მისი გავხდი-ანი დის პირდაპირ დადგა და მიახალა დას რასაც ფიქრობდა, მარიანა ისე გამოიყვანა მწყობრიდან მისმა ნათქვამმა რომ ლამის სახეში გაარტყა -იცი რა? მაგ შენს ნაძირალას ...-მარიანას ზმა ჩაუწყდა ვერ გაიმეტა ანი -შენ უყვარხარ-მიახალა ანიმ-ამის თქმა გინდოდა ?-ანის ცრემლები მოეძალა -ნაძირალაა, გესმის? ასე არ მოგექცეოდა რომ უყვარდე კიარა ელემენტარულ პატივს რომ გცემდეს -მე ვთხოვე მასთან წავსულიყავით-ამოიტირა ანიმ -მატყუებ -მე ვთხოვე-აკოიყვირა ანიმ და გაიქცა.მარიანა არ გაკიდებია ძალა არ ეყო, ვერ შეძლო რადგან ამით აგრძნობინა ანიმ რომ არუნდოდა მის ცხოვრებაში ჩარეულიყო, ამიტომ ლიკასთან წავიდა. კარგახნის ფიქრის მერე დაურეკა ყველას ვისთანსც შეიძლება წასულიყო ანი და მოიკითხა. ბოლოს თიკას დაურეკა და ძალით ათქმევინა რომ მასთან იყო, მაშინვე მასთან წავიდა და ანის პატიება სთხოვა რომ არ გაეკიდა უკან და მიატოვა -იმიტომ გავიქეცი რომ არ გამომკიდებოდი და არა იმიტომ რომ გამომკიდებოდი, შენ დედაჩემი არ ხარ, არავინ არ ხარ საერთოდ...მე გადავწყვეტ რა ჯობია -კარგი ასე იყოს, მაგრამ ინანებ, შენი სიყვარული ვერ შეძლებს ოჯახი ააწყოს, მითუმეტეს რომ ქმრად ირჩევ ისეთ ნაძირალას რომელიც ასე მოგექცა. ნიკას ვერაფერი რომ ვერ შეასმინა თამიუნამ ქმარი გამოაქცია სამსახურიდან და აუხსნა სიტუაცია -მოკიდებ ხელს იმ გოგოს და აქ მოიყვან-უბრძანა ვახომ -ამას არ ვიზავ -იზავ -თავისი ნებით დამიწვა, ძალა კიარ დამიტანებია-აყვირდა ნიკა -ის არასრულწლოვანია, თექვსმეტის-უყვირა თამუნამ-მამამისი იცი ვინცაა და რაცაა - მამამისი -წახვალ დამოიყვან -ვახოს ხმა გაუმკაცრდა თორემ შენზე როგორც შვილზე უარს ვიტყვი, ეს არაკაცობაა, მე კი არაკაცი შვილი არ მჭირდება -მე მარიანა მიყვას-იყვირა ნიკამ რის გამოც მამამ სახეში გაარტყა, -რა სულმდაბალი ყოფილხარ, არაკაცი, ერთი და გიყვარს და მეორეს აურიე თავგზა, მოიწამლე ცხოვრება, წაართვი ნამუსი ღირსება! არ გაბედო და უარა არ თქვა იმ გოგონაზე თოორემ იცოდე არასოდეს გაპატიებ. -ნიკა მირეკავ-თიკას ტელეფონზე ნიკას ნომერი რომ დაინახა სიხარულისგან გადაირია ანი -ნიკა -სად ხარ -თიკასთან -მიგაკითხავ და მზად დამხვდი -კარგი-ანი ისეთი ბედნიერი იყო და გახარებული რომ მარიანამ ხმა ვერ ამოიღო, ცრემლები მოეძალა და ძლივს შეიკავა თავი რომარ ეტირა -მე წავალ-ამოღერღა როცა მიხვდა ვერ დაიოკებდა ცრემლებს -დედას მე დავურეკავ-ითხრა ანიმ მიმავალ დას -კარგი-არ მოუხედი ისე უთხრა -არ მომილოცავ?-ირონია გაერია ხმაში ანის -სულელი ხარ-არც მოუხედია ისე უთხრა -მარიანა შენც რომ შეგიყვარდება მერე გაგცემ პასუხს-უთხრა ანიმ კართან მდგომ დას, მარიანამ კარი გააღო და გაიჯახუნა ისე რომ პასუხი არ დაუბრუნა, მერვე სართულიდან კიბით ჩავიდა დაბლა, თან ტიროდა, არ იცოდა სწორად იქცეოდა თუ არა... სადარბაზოდან გავიდა თუარა ისე აიბნა ვერ მიხვდა საით წასულიყო, მიულოდნელად მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა, მარიანა შეკრთა შიშისგან და ფეხებთან გაჩერებულ მანქანას დააკვირდა, ეცნო მაგრამ ვერ მიხვდა საიდან, მერე ინსტიქტურად მძღოლს გახედა, ნიკა მკვლელი მზერით უყურებდა დაბნეულ გოგონას, კარგახანს შეყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, მარიანა ისე დაიბნა რომ წასვლა ვერ მოიფიქრა და დლიდგა გარინდული, ნიკა მანქანიდა გადმოვიდა ალეწილი სახით -ჩამოდი გელოდები-მარიანას გასაგონათ უფრო თქვა ვიდრე ანის მომლოდინემ, ანი ჩამოვიდა მალევე და ნიკას შეაფრინდა, მან შუბლზე აკოცა და მიუთითა წინა სავარძელზე, მარიანა იზე უყურებდა ამ სცენას თითქოს იქ არ იყო თავად და საიდანღაც შორიდან უყურებდა, ნიკამ იკუსვლით გაიყვანა ვიწრო ქუჩიდან მანქანა, უცბათ მოაბზრიალა და მიიმალა. იმის მიუხედავად რომ ეშინოდა შეცდომა ხომ არ დავუშვი დედას რომ არაფერი ვუთხარიო იცოდა საქმე მაიინც აქამდე მივიდოდა, მამამისი და არც დედანისიბარ დაუშვებდნენ მათ შვილს შერცხვენილს ევლო და ქორწილამდე საქმეს თავად მიიყვანდნენ. ლიკუნასთან იჯდა სახე არეული, განადგურებული, დაბნეული შეშინებული, დაძაბული -კაი გეყოფა გათხოვდა რა -მერე ვისზე? -შენ რაუნდა გექნა? -არუნდა გაყოლოდა -ანი მაინც არ დაგიჯერებდა, ისე ასე უცებ რა მოხდა ნეტა?-ჩაფიქრდა ლიკუნა-გიშინ ყვიროდა შენ მიყვარხარო -ისიოტია და ეგ, ჩემი ჯიბრით-ძლივს გაამართლა მათი ნაბიჯი დაეჭვებულ ლიკუნასთან. მაკამ მეასეჯერ რომ დარეკა და სახლში მისვლა მოსთხოვა მარიანას მერე ადგა და წამოვიდა ლიკუნასგან, სახლში წასვლა არ უნდოდა რადგან გაიგებდნენ ანიზე და იქნებოდა ერთი აურზაური, წივილ-კივილი მოთქმა, გოდება და მუქარა, მაგრამ რა ექნა?უნდა წასულიყო... მაგრამ თავი ცუდად იგრძნო და იქვე ახლოს პარკში სკამზე დაჯდა, ცდილობდა ძალა მოეკრიბა რომ სახლში მისულიყო და დედასთვის თვალებში ჩაეხედა, თან სინდისი ქენჯნიდა , რომ დაუმალა მშობლებს ეს ამბავი და თავად სცადა მოგვარება,ისეთი მძიმე პრობლემის რომლის გადაჭრისნარც ძალა ქომდა და შესაძლებლობა, ტირილი აუვარდა და ვიღაცამ ხელხახოცი რომ გაუწოდა დაფრთხა, რადგან ფეხის ზმა ვერ გაიგო, როგორ მიუახლოვდა უცნობი -გამომართვი-მარიანამ ახედა მომღიმარ ბიჭს და გამოართვა ხელსახოცი -მადლობა-მოიფიქრა ბოლოს და წამოდგა რომ გარიდებოდა, მაგრამ უარესი დაემართა, ორმა ნასვამმა მამაკაცმა გზა გადაუჭრა ტროტუარზე -სად მიიჩქარი ლამაზო გაგაცილებთ-თან იცინოდნენ -შემეშვით-უკივლა შიშისა და ბრაზისგან გაავებულმა -ოჰო, რა ბარზიანია და როგორ უხდება-ერთმანეთს შეხედეზ და ერთი წაეპოტინა -არ მომეკარო ავადმყოფო-უკივლა მარიანამ დაბგაქცევა რომ დააპირა ერთმა მაჯააი ხელი სტაცა -სად გარბიხარ-თვალები დაუბრიალა -რა ხდება?-მშიდი ტონით იკითხა მარიანასთვისნუკვე ნაცნობმა ხმამ -არაფერი საშენო გაიარე-მიახალა ერთმა რომელმაც სახეში მუშტი მიიღო და ძირს გაიახლართა მეორემ დანა გააძრო მაგრამ ბიჭმა ხელიდან აართვა და რომ მოუქნია თავად მარიანამ შეკივლა შიშისგან, ის ორნი კი მოტყდნენ იქიდან, ბიჭმა დაკეცა დანა და ნაგვის ურნაში მოისროლა -შენი შეშინება არ მინდოდა-პირდაპირ თვალებში უყურებდა დამფრთხალ გოგონას მომღიმარი ბიჭი, რომელიც აშკარა უნდობლობას გრძნობდანისევ გოგონასგან -არაუშავს ღირსები იყვნენ-დაძლია შიში და ხმა ამოიღო ბოლოს და ბოლოს -თორნიკე ჯიშკარიანი-ხელი გაუწოდა გოგონას მომღიმარი სახით -მარიანა-ხელი ფრთხილად ჩამოართვა -ავარიის გოგონა-გაეცინა თორნიკეს, და მის მუხლს დააკვირდა ლამპიონის განათებაზე,მარიანა ვერ მოხვდა და მუხლს დახედა -მე და გეჯახე მაშინ-აუხსნა მან -ესეიგი ისევ შენ, კარგია მანქანით რომ არ ხარ-გაეცინა მარიანას -უკაცრავად მაგრამ მაშინ ჩემი ბრალი არ იყო -კარგი არ იყო-გაეცინათ ორივეს -აქ ცხოვრობ?-კითხა სწრაფად როცა მიხვდა წასვლას აპირებდა -რა მნიშვნელობა აქვს?-მარიანამ თვალებში შეხედა დაღვრემილ ბიჭს -მაინც გავიგებ-დაემუქრა თორნიკე -აზრი?-მარიანა სერიოზულად არ მიიჩნევდა ამ პატარა ფლირტს -რომ დაგეჯახე დაიქ დაგტოვე ძალიან ვინანე, მას მერე სულ შენზე ვფიქრობდი -რამდენსაც დაეჯახები ასე ეფლირტავები? -გგონია ქუჩაში რომ დავდივარ ყველა შენსავით მიხტება გგზაზე? -შენ თუ ტარება არ იცი... -როცა უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს მერე განახებ ვიცი თუარა ტარება -საიდან მოიტანე რომ შენს უკეთ გაცნობას ვაპირებ? -მარიანამ მის ნერვებზე დაიწყო თამაში -შენ არ აპირებ მაგრამ მე ვაპირებ-მოიჭრა წარბ აწეულმა -კაი წავედი, მადლობა კიდევ ერთხელ -გაგაცილებ-თორნიკე გაეკიდა მიბრუნებულ გოგონას -რავიცი რომ შენც მათსავით გადარეული არ ხარ?- წინ მიდიოდა სწრაფი ნაბიჯით მარიანა და ერც შეუხედავს ისე კითხა -ამდენი ხანი დიალოგს არ გამიმართვდი ასე რომ ფიქრობდე -ყველაფერზე გაქ პასუხი-მარიანამ შეხედა და გაეცინა -სახლში მიდიხარ? -არ ეშვებოდა თორნიკე -არა მეგობართან -რატო მაწვალებ?-მისმა კითხვამ და კითხვის ტონმა მარიანა დააბნია ჯერ მერე გაჩერდა შეხედა დაგაეცინა -კარგი-და მოახსენა თავის მისამართი ზედმიწევნით-ახლა დაკმაყოფილდი? გგონია ამით რამე შეიცვლება? -ანუ სახლში მივდივართ-თორნიკეს გაეცინა -მივდივართ-მარიანამ სამარშუტო ტაქს ხელი დაუქნია და გაოცდა თორნიკეც რომ აყვა. როცა სდარბაზოსთან მივიდნენ თორნიკეს გაეცინა -ვისი მისამართი მითხარი წეღან?-კითხა ჩაფიქრებულ გოგონას -ჩემი ინგლისურის მასწავლებლის -სიმართლე რატომ არ მითხარი -მეგონა წახვიდოდი-მხრები აიჩეჩა-და სახლამდე არ მომაცილებდი -ახლა მეტყვი ნამდვილ მისამართს? -რა გინდა?-მარიანას ეცინებოდა უკვე -მინდა უკეთ გაგიცნო -და მე თუ არ მინდა -ჯერ გამიცანი და მერე გადაწყვიტე გინდა თუარა -აქ ვცხოვრობ მართლა-მარიანას გაეცინა და სადარბაზოში შევიდა,თორნიკე აღარ შეყვა თუმცა კარგახანს იდგა იქ და ჩუმად ადევნებდა თვალს იქაურობას იფიქრა, აქ შეიძლება გამოვიდეს აქედან და სახვა სადარბაზოში ან კორპისში შევიდესო, მაგრამ ტყუილად იცდიდა და ძალიან გაუხარდა რატომღაც. სახლის კარი გააღო თუარა მარიანამ მაშინვე მოესმა მამისის გინების, დედამისის კივილის და ლალის ტირილის ხმა, როგორცკი კარი დაკეტა და მისაღებში შეადგა ფეხი სამივე გაჩუმდა და მას მიაშტერდა გაბოროტებული, ამღვრეული, ცივინთვალებით, მარიანა ადგილზე გაიყინა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.