თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 6)
ჩემდა გასაკვირად დილით მარტივად და სწრაფად ვემზადები. ჩაფიქრიანებული მივუყვები ქუჩას, როდესაც მხარზე შეხებას ვგრძნობ. ოდნავ ვხტები შიშისგან და უკან ვიხედები. - როგორ ხარ? ძალიან ხომ არ შეგაშინე? - კითხულობს საბა და იღიმება. ასეა თუ ისე, მისი ნახვა მსიამოვნებს. - სიმართლე რომ გითხრა მართლა ძალიან შემაშინე. შენ როგორ ხარ? - ვამბობ და მეც ვიღიმი. საბას გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობ. რომ მახსენდება ნიკა როგორი სახით გვიყურებდა.... - რავი, აშკარად შენზე უკეთ. უბრალოდ გამოძინება ვერ მოვასწარი. - მის სიტყვებზე ვიღიმი. მეც ანალოგიურ სიტუაციაში ვარ ხოლმე. - უნივერსიტეტში მიდიხარ საბა? - კი, შენ სკოლაში? - კი. სხვაგან სად უნდა წავიდე? - ვამბობ და ვაცნობიერებ, რომ უკვე სკოლასთან მოვედით. სწრაფად მივდივარ წინ, საბას ვუსწრებ და შემდეგ უკან ვტრიალდები. თანდათანობით კი სკოლისკენ უკუსვლით მივდივარ. ის კი წინ მოდის. - აბა შეხვედრამდე. - ვამბობ და საბას ვუღიმი. მის თვალებს ვაკვირდები და ვერ ვხვდები ცისფერია თუ ნაცრისფერი. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ლამაზია. - შეხვედრამდე. - ამბობს და მიღიმის. მე კი სკოლაში შევდივარ. ელენეს გვერდით ადგილი დაკავებულია, ამიტომ გვანცას გვერდით ვჯდები. - გამარჯობა. - ამბობს უხასიათო ხმით. აშკარაა, გვანცას მალე მერხზე მიეძინება. - გამარჯობა, როგორ ხარ? - ვკითხულობ მხიარული ხმით. - კარგად, შენ? - მეკითხება, თავს მერხზე დებს და თვალებს ხუჭავს. - რა კარგად გვანცა რა გჭირს? - არაფერი, უბრალოდ ღამე არ მძინებია. ვფიქრობდი. - ტატოზე? - ვკითხულობ და ვიმედოვნებ პასუხი უარყოფითი იქნება. თუმცა მე ხომ, არასდროს არაფერში მიმართლებს. - კი, ტატოზე. - ამბობს და თვალებში მიყურებს. ჩემი ბრალია, ჩემს გამო გაიცნეს ერთმანეთი. ნეტავ ნიკას არასოდეს შევხვედროდი! შესაბამისად ვერც ტატოს. - რა მოხდა გვანც? - არაფერი ისეთი. უფროსწორად, მისთვის არაფერი და ჩემთვის ყველაფერი. - ამბობს და თვალები უცრემლიანდება. - მომიყევი გთხოვ. - მოსაყოლი არც არაფერია. სკოლის მერე სასეირნოდ უნდა წავსულიყავით და როდესაც ტატოს საძებნელად წავედი ვიღაც გოგოსთან ერთად დავინახე. - ამბობს გვანცა და ტირილს იწყებს. - გუშინ ამის გამო ჩხუბობდით სკოლის ეზოში? - ვამბობ და მხარზე ხელს ვადებ თანაგრძნობის ნიშნად. - ნუ ამას ჩხუბიც არ ქვია. უბრალოდ მითხრა აგიხსნიო. - და რა გითხრა? - თავი იმართლა. ჩემი ბრალი არ არისო. სხვას რას იტყოდა. ახლა კი არ ვიცი დავუჯერო თუ არა. - ამბობს გვანცა სევდიანი ხმით. - ცოტა ვრცლად რომ მომიყვე არ გინდა გვანც? შესაბამისად რჩევის მოცემაც არ გამიჭირდება. - ვამბობ, რადგან მისი მონაყოლიდან ვერაფერი გავიგე. "- გუშინ დილით ტატოს ვეძებდი, მის კლასში შევედი. ალბად უკვე იცი ის ნიკას კლასელია. მოკლედ, რომ ვთქვათ ვიღაც გოგოსთან ერთად იყო. ერთმანეთს ეხუტებოდნენ. როგორც კი შემამჩნიეს მაშინვე სწრაფი ნაბიჯით გავედი გარეთ, უკვე წასვლას ვაპირებდი, როდესაც ტატო დამეწია და გამაჩერა. მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ მიმატრიალა. ეს იმდენიად სწრაფად და გაუცნობიერებლად ხდება, რომ შიშისგან ხმამაღლა ვყვირი. - რა ჯანდაბა გინდოდა იმ გოგოსთან ერთად? - ტატოს მკერდზე მუშტებს ვუშენ. - შენ არასწორად გაიგე. გთხოვ მომისმინე. - ტატო ჩუმი და მშვიდი ხმით საუბრობს. - არა ტატო, შემეშვი! - ვამბობ და ეზოს გასასვლელისკენ მივდივარ. - არასწორად იქცევი. - ამბობს ტატო, მე კი გზას ვაგრძელებ თითქოს არც არაფერი გამიგონია. ტატო ჩემსკენ მოდის ძლიერად მკიდებს მკლავში ხელს და სადღაც მიმათრევს. მალე მანქანაშიც მტენის, ღვედს მიკეთებს და იქაურობას წამებში ვტოვებთ. დაახლოებით ათ წუთში მანქანას აჩერებს. იქაურობას ვერ ვცნობ, ვერც სახლებს ვხედავ, ვერც მაღაზიებს და ვერც ადამიანებს. თუმცა, უნდა ვაღიარო, ლამაზი ადგილია. - მომისმინე. - კარგი გისმენ, ოღონდ სწრაფად მეჩქარება. - ვპასუხობ კატეგორიული ხმით. - ჩემი ბრალი არ არის. ნეტავ არ შემოსულიყავი და არ დაგენახა ის რაც დაინახე. - ამბობს ნერვიული ხმით და თვალებში მიყურებს. მიკვირს თვალს, როგორ მისწორრბს ამ ყველაფრის მერე. - რატომ ტყუილში რომ მეცხოვრა? - თავს ვერ ვიკავებ და საუბარს ვაწყვეტინებ. - მე არ მომიტყუებიხარ და საერთოდ არაფერი გამიკეთებია. ის გოგონა ტიროდა, ძალიან ცუდად იყო და ამიტომ ჩამეხუტა. გთხოვ დამიჯერე. - მეუბნება სევდიანი ხმით. გული ოდნავ მილბება, მაგრამ იმ სანახაობის გახსენებისას კვლავ ვბრაზდები. - რატომ გინდა რომ დაგიჯერო? - ვერ ხვდები გვანცა? - თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად. ნუ თითქოს ვხვდები კიდეც, მაგრამ მინდა თავად მითხრას. - რადგან მინდა შენთან კარგი ურთიერთობა ავაწყო. - ამბობს ჩემსკენ იწევა. მაგრამ მე ხელით ვანიშნებ, რომ შეჩერდეს. - კარგი. ახლა წამიყვანე. - ვამბობ და მანქანაში ვჯდები. ტატომ სახლში დამტოვა. მე კი მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი. არ ვიცი ღირს კი მისი ნდობა? " - გვანც შენი გადასაწყვეტია რას იზამ, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება მისგან თავი შორს დაიჭირო. დრო ყველაფრის მკურნალია და დღითი დღე ყველაფერი მოგვარდება. - კარგი. - ამბობს გვანცა და მეხუტება. დასვენებაზე კლასიდან გავდივარ და კიბეებზე ჩასვლის მომენტში ვიღაც ხელს ძლიერად მკიდებს და ერთერთ ცარიელ კლასში შევყავარ. - გამიშვი იდიოტო მტკივა! - ვყვირი და ნიკას გაბრაზებულ სახეს ვაბყრობ. - რა დამიძახე? - კითხულობს გაბრაზებული ხმით და კედელზე მუშტს ძლერად ურტყამს. - რა დაგიძახე? - ოდნავ ვიბნევი მისი ქმედებით. მის ხელს ვუყურებ. დასისხლიანებულია. - მომისმინე მარიამ თუ კიდევ ერთხელ გაბედავ ჩემთვის მსგავსი რამის დაძახებას გპირდები, რომ დარჩენილი თვე ნახევარი, სამსახური კი არა, ჯოჯოხეთი იქნება შენთვის. - ვერ ვხვდები ასე ძალიან რატომ უჭირს სიმართლის მოსმენა. მართლა, რომ არ იყოს იდიოტი დავუძახებდი? - ნუ მემუქრები. გასაგებია?! შენი არ მეშინია ნიკა. არც ჩემი მოწყობილი ჯოჯოხეთი იქნება შენსაზე უკეთესი. - ვამბობ და ვიღიმი. მინდა რომ ნერვები მოეშალოს. ნიკა კლასიდან გადის და მარტო მტოვებს. ნეტავ რისი თქმა უნდოდა?! რა თქმა უნდა აქ საჩხუბრად არ მომიყვანდა. სამსახურში ცოტა ადრე მივედი. უკვე ვასკვნი, რომ რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს ჩემში, თორემ სხვა შემთხვევაში, ასე სწრაფად არ მივიდოდი ჯოჯოხეთში, რომლის უფროსიც ნიკაა. ცოტა ხანს ანას ვესაუბრე, შემდეგ კი "ნომერი 404"- ისკენ დავიძარი. კაბინეტის კარი შევაღე თუ არა საშინელი სანახაობა გადაიშალა ჩემს თვალწინ. აქაურობა საშინლად არეულია. წიგნები, ფორცლები, ავეჯი და სხვა ნივთები იატაკზეა მიმოფანტული. აქვე არის შუშის ნამსხვრევები და დაღვრილი სასმელი. ყველაზე გასაკვირი კი იცით რა არის? ნიკა აუღელვებლად ზის მაგიდასთან და საქმეს განაგრძობს. - შემოდი და მიალაგე აქაურობა. - ამბობ ჩვეული ტონით და ყურადღებასაც არ მაქცევს, ისე განაგრძობს საქმეს. მის ასეთ სიტყვებზე წარმოუდგენლად ვცოფთები. - წავალ დამლაგებელს დავუძახებ. - ვამბობ და კარისკენ მივდივარ. არ ვაპირებ მისი ბრძანება შევასრულო. საერთოდ ასეთი რამის თქმას როგორ მიბედავს? ვერ ვხვდები რა მაკავებს? ახლა წესით ჩხუბი უბდა დავუწყო. რას ქვია მისი დანაგვიანებული ოთახი უნდა მივალაგო? საერთოდ თავში ტვინი აქვს? ასე უნდა განაგრძობდეს ჩემთვის ჯოჯოხეთის მოწყობას? უფროსია და ამას სათავისოდ იყენებს, თუმცა ამას არ შევარჩენ. - მე შენ დაგავალე. - ყვირის ნიკა კატეგორიული ხმით. ფიქრს ვწყვეტ და ნიკას შევყურებ. ჩვეული გამომეტყველება აქვს და ისევ თვალს მარიდებს. გამბედაობას ვიკრებ, რადგან მისმა ყვირილმა მთლად წამართვა ხმა. - მაგრამ ეს ჩემი მოვალეობა არ არის. - ვერ ვხვდები მე რატომ უნდა ვალაგო მისი არეული ოთახი. ანუ ნიკამ დაიწყო აქაურობის ჯოჯოხრთად გადაქცევა?! არაუშავს. მაინც არ დავნებდები. ცოტა მაცადე და ნახავ თუ არ მოგარჯულებ. - ქალბატონო იზოლდა შენი საქმე ის არის რასაც მე დაგავალებ. ასე რომ, დაიწყე დალაგება. - მის სიტყვებზე ნერვები მეშლება და ლამისაა საჩხუბრად მივვარდე, მაგრამ ნერვებს ვთოკავ და ლაგებას ვიწყებ. ვკრეფ ფურცლებს, წიგნებს, სკამებს, საქაღალდეებს და მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობ თუ როგორ ვიძიო შური. ხანდახან ნიკასაც ზიზღის გამხატავი თვალებით ვუყურებ, თუმცა ის ყურადღებასაც არც ახლა მაქცევს. ვცოფდები მის ასეთ საქციელზე. კაბინეტში ცოცხი შემაქვს. ამ დროს ნიკას ვხედავ,რომელიც თავის დამცინავ მზერას მაბყრობს. დგება, ჩემსკენ მოდის და ხელში დაჭერილ წყლიან ჭიქას ძირს უგულოდ აგდებს. - ოუფს... შეგიძლია ესეც გაასუფთავო?! - ამბობს და ჩემსკენ იწყებს სვლას. მოახლოებისას გვერდს მივლის და გარეთ გადის. მე კი ლამისაა ავტირდე. გამუდმებით რატომ მამცირებს? შენ ნახავ რასაც გიზამ, ვირო! ******** მილაგების შემდეგ კაბინეტში შევდივარ. ბრჭყვიალებიც თან შემაქვს და საბუთებზე ვყრი. ისე მიეწება ბრჭყვიალები საბუთებს, რომ აშკარაა ნიკა ვეღარ ამოიკითხავს ასოებს. ესეც ასე, ნიკას ჩემს გარდა სხვა პრობლემაც აქვს. იქაურობას ბოლომდე ვაწესრიგებ და ჩუმად გავდივარ. ცოტა ხანში ფეხის ხმა ისმის. ახლა საჭიროა სამუშაო დღის დასრულებამდე ნიკამ ვერ ნახოს ჩემი ოინი. გარეთ გავდივარ და ნიკას ვეძებ. - ჰეი ნიკა. - ვამბობ და მასთან ახლოს მივდივარ. - გისმენ. - ამბობს მშვიდი კატეგორიული ხმით. მასთან ახლოს მივდივარ და მთელი ამ დროის განმავლობაში თვალებში ვუყურებ. - ხელს დაგიმუშავებ, კარგი? - ვეკითხები მას. იმედია დამთანხმდება. ორმაგად კარგია. თან დრო გავა და თან ამ ვირს მოურჩება ხელი. - არა. - ამბობს და წასვლას აპირებს, თუმცა ხელს ვკიდებ და ჩემს კაბინეტში შემყავს. " შე მატყუარა. ვითომ არ გინდოდა ხო? ასე, რომ ყოფილიყო აქ ვერ შემოგათრებდი შენი ძალის პატრონს. რომ მოინდომო ცალი ხელით მიფრიალებ აქეთ-იქეთ." ჩემთვის ვამბობ ამ სიტყვებს და ოდნავ მეღიმება. ნიკას სკამზე ვსვამ. ბამბას ვასველებ და ხელს ვუწვდი. ის კი საპასუხოდ თავის დასამუშავებელ ხელს მადებს ხელზე. "როგორი დამჯერი გახდი ნიკუშ." - ჩემს ფიქრებზე მეღიმება. ხელს ნაზად ვუმუშავებ და მასთან სიახლოვით თავბრუდახვეული დამთავრების შემდეგ ლოყაზე ნაზად ვკოცნი. როცა ვაცნობიერებ რა გავაკეთე გაკვირვებული მზერით ვუყურებ ნიკას. ისიც მსგავსი სახით მიყურებს. - ეს რატომ გააკეთე? - ამბობს და თან იღიმის. მის კითხვაზე ვიბნევი და ვწითლდები. თავს ვხრი. ვერც მე ვხვდები. ეს რატომ გავაკეთე?! - ბოდიში. უბრალოდ დედამ იცოდა ასე. როდესაც ჭრილობას მიმუშავებდა ლოყაზე მკოცნიდა და ინსტიქტურად მოხდა. - ვამბობ მორიგ, მოგონილ ტყუილს. ნიკა არაფერს ამბობს, უბრალოდ დგება და კაბინეტიდან უხამუროდ გადის. მე კი იმ სკამზე ვჯდები სადაც ის იჯდა ცოტა ხნის წინ. ვერ ვიჯერებ, რომ ლოყაზე ვაკოცე. ეს აზრად საიდან მომივიდა?! კაბინეტში ვზივარ და ვფიქრობ როდესაც ტელეფონის ზარის ხმა მესმის. იმედია ის არ მოხდა რასაც ვფიქრობ. ვითომ ნახა? - გისმენთ. - ვპასუხობ ხალისიანი ხმით. გახარებული ვარ ნიკას ჭკუა რომ ვასწავლე. უარეს იმსახურებდა . - შემოდი! - მესმის მისი გაბრაზებული ხმა. ხალისი მეკარგება და შეშინებული შევდივარ ნიკას კაბინეტში. - მოდი და ნახე შენი შედევრი. - ამბობს ის. "არა იყოს უკვე ვნახე" გავიფიქრე და ლამის სიცილი ამიტყდა. - რა ჩემი შედევრი? რა მოხდა? - ისე ვიქცევი თითქოს ვერ ვხვდები. მივდივარ და საბუთს გაკვირვებული სახით ვუყურებ. - ვაიმე, ეს რა არის ან ვინ გააკეთა? - ვკითხულობ გაოცებული ხმით. ნიკა ნელნელა ჩემსკენ მოდის, მე კი უკან უკან მივდივარ. ბოლოს კედელს ვეხები და ყოველგვარი გასაქცევი გზა მოჭრილი მაქვს. ნიკა მიახლოვდება და თავისი სახე ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს. - გამბედაობა მაინც გეყოს და აღიარე. - კარგი ვაღიარებ მე გავაკეთე. - ვყვირი და მას უკან ვწევ. - კარგია. - ამბობს და მაგიდასთან ახლოს ჯდება. მე კი მართლა ვერ ვხვდები რას აკეთებს. წესით აქაურობა თავზე უნდა დამამხოს და სამსახურიდან გამაგდოს. - მოდი დაჯექი, ბევრი საქმე გვაქვს, თავიდან უნდა შევადგინოთ ეს საბუთები. - გაოცებული მივდივარ დასაჯდომად, თუმცა ნიკას ხმა მაჩერებს. - გაჩერდი. აჯობებს ოფისის არქივში ჩახვიდე და ამ ადამიანების დოკუმენტები იპოვო. საბუთებისთვის დაგვჭირდება. - ამბობს და ფურცელს მაწვდის, რომელზეც ხუთი ადამიანის სახელი წერია. მარტივი საქმეა. ხუთი ადამიანის პოვნას არქივში რა დიდი ძალისხმევა დასჭირდება?! - კარგი. - ვამბობ და კარისკენ მივდივარ გახარებული. მარტივად გადავურჩი ნიკას "კლანჭებს." - შენს დაქალს უთხარი და ის მოგცემს არქივის გასაღებს. - ვის ვთხოვო? - გაკვირვებული ვუყურებ ნიკას. - ანას. - აჰ ახლა გავიგე. კაბინეტიდან გავდივარ და პირველ სართულზე ჩავდივარ. მაშინვე ანასკენ მივდივარ. - ანა, ნიკამ გამომიშვა არქივის გასაღები მჭირდება. - გისამძიმრებ. - ამბობს და გასაღებს მიწვდის. მის სიტყვებს ვაიგნორებ და არქივისკენ მივდივარ. კარს გასაღებს ვარგებ და ვაღებ. ჩემს თვალწინ დღეს უკვე მეორედ საშინელი სანახაობა იშლება. ეს არქივი კი არა სანაგვეა. ისეთი მტვერია შიგნით, რომ საბუთები კი არა ოთახი ძლივს ჩანს. შევდივარ თუ არა მაშინვე ხველა მეწყება. კარს ვკეტავ და გაავებული მივდივარ ნიკას კაბინეტისკენ. წამიერად ვიღაც მკლავში მკიდებს ხელს და თავისკენ მატრიალებს. - რა გჭირს, მარიამ? - ვაწყდები საბას უმშვენიერეს ცისფერ თუ ნაცრისფერ თვალებს. ჯერაც ვერ გამირკვევია ზუსტი ფერი. - ვერც კი წარმოიდგენ. იდიოტმა უფროსმა არქივში ჩასვლა და საბუთების მოძებნა მთხოვა. იცი საერთოდ რა ხდება იმ ოთახში? - კი ვიცი და თუ გინდა დაგეხმარები. არ ღირს ამის გამო ჩხუბი. - ამბობს და თვალს მიკრავს. ამის გამო თუ არ ვიჩხუბე, აბა რაღაზე უნდა ვიჩხუბო გამაგებინეთ?! - კარგი. მაგრამ შენ ხომ მუშაობ და... - ვამბობ და ვიღიმი. საბა მართლა ძალიან საყვარელია. - უკვე სამუშაო საათები დასრულდა. - უი მართლა. - ვამბობ საათის შემოწმების შემდეგ. - წამოდი, დაგეხმარები. - ხელზე თავის ხელს მკიდებს და ორივენი არქივის ოთახში ჩავდივართ. ერთად გავასუფთავეთ იქაურობა და ყველა საჭირო საბუთი შევაგროვეთ. უკვე ორ საათზე მეტია გასული. - მადლობა. - ვამბობ და ვიღიმი. - არაფრის, მეგობრები ამისთვის არიან. იცი რაღაც უნდა გითხრა. - მითხარი. - ვამბობ და ვიღიმი. - არ ვიცი როგორ დავიწყო. ანუ... იცი მინდა ანა სადმე დავპატიჟო, მაგრამ არ ვიცი თუ დამთანხმდება. - ამბობს და დაბნეული თავს იფხანს. მის ქცევაზე მეღიმება. - ანუ ანა მოგწონს? - ვამბობ გახარებული და ვეხუტები. - არა, არ მომწონს, ისე უბრალოდ მინდა დაპატიჟება. - მის სიტყვებზე სიცილს ვეღარ ვიკავებ. უნდა, რომ თავის გრძნობები დამალოს, ამიტომ არ ვცდილობ ვაღიარებინო სიმართლე. მე ხომ ისედაც ვიცი. - კარგი, მაშინ ანას დაველაპარაკები, გავიგებ სად ურჩევნია თავისუფალი დროის გატარება და გეტყვი. - კარგი, მადლობა საუკეთესო მეგობარი ხარ. - მის სიტყვებზე ისევ მეცინება. ვერ წარმოიდგენთ როგორი დაბნეულია და საყვარელიც. ერთად შევდივართ ფოიეში. აქ უკვე აღარავინაა. საბას აღარ ვალოდინებ და ვემშვიდობები. მე კი ნიკას კაბინეტისკენ მივდივარ. სახელურს ვწევ, მაგრამ კარი არ იღება. როგორც ჩანს უკვე წავიდა. ნაგავი! იდიოტი! ამდენი რისთვის მაწვალა? ნუთუ ეს საბუთები საერთოდ არ სჭირდებოდა?! ასე არა ნიკა. ახლა ნახავ რაც დაგემართება. მაცადე ცოტა ხნით! ნახავ რა დღეში ჩაგაგდებ. ***** - მარიამ ადექი დაგაგვიანდება. - ჩამესმის დედაჩემის ხმა. მეც ზანტად ვდგები და ნახევრად მძინარე ვიწყებ მომზადებას. ვიცმევ შავ ნაჭრის შარვალს, თეთრ ნაქსოვ ტოპს და აგრეთვე თეთრ ბათინკებს. ჩანთას ვალაგებ, სკოლაშიც ნახევრად მძინარე მივდივარ. ჯერ გზის ნახევარიც არ მაქვს გავლილი,რომ ქუჩის გადაჭრისას მანქანის დამაყრუებელი სიგნალის ხმა ჩამესმის. ვფხიზლდები და მძღოლისკენ ვიხედები. რა თქმა უნდა ისევ ნიკაა. საითაც არ უნდა გავიხედო ყველგან ის ჩნდება. - ჰეი გოგონი კარგად ხარ? - მეკითხება მძღოლი და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ ეს ნიკა არაა. უბრალოდ მომეჩვენა. ნუთუ ჰალუცინაციები დამეწყო? მძღოლი თანდათან მიახლოვდება. მე კი შეშინებული შევცქერი. ლამის მანქანამ გამიტანა, კარგად როგორ ვიქნები? - კი, კი კარგად ვარ. - ვამბობ და გზას დაბნეილი ვაგრძელებ. მთელი გზა ვფიქრობდი მომხდარ ინციდენტზე. გავგიჟდი? რატომ მომელანდა ნიკას სახე? რატომ? არა და ყველაზე ნაკლებად ვისურვებდი მის ნახვას. ძალიან გაბრაზებული ვარ მასზე. იდიოტმა ისე გამაცურა, რომ არ ვიცი რაღა ვთქვა. სანამ მე ლამის დავიხრჩვი იმ მტვერში მანამ წასულა. ჩემი წვალება არა და არ ბეზრდება. კლასში შევდივარ და ჩემს ადგილს ვიკავებ. ყველა გაკვეთილი უინტერესოდ მიდის. ხალისისც უკველოდ ქრება. სკოლაში ყოფნა და გაკვეთილებზე დასწრება საშინლად მფიტავს. ვერ ვხვდები ასეთი ერთფეროვანი ცხოვრება როდიდან მაქვს. ბოლო გაკვეთილის დასრულების შემდეგ კლასის გოგონები ერთად გავდივართ გარეთ. ნელა მივაბიჯებთ გასასვლელისკენ, თან ვიცინით. ძლივს დასრულდა სკოლა, მაგრამ რა მიხარია? ახლა სამსახურში უნდა წავიდე და ნიკას ჯოჯოხეთს გავუძლო. - შეხედეთ რა სიმპატიურია ის ბიჭი! - ამბობს ჩემი ერთერთი ტრიპაჩა კლასელი და ნიკაზე მიუთითებს. ელე გაოცებული მიყურებს. მგონი ფიქრობს, რომ ამ გოგოს თმით თრევას ვაპირებ. თავიდან მეც მართლა ასე ვიფიქრე, მაგრამ ნიკას გამო კლსელს რატომ უნდა ვეჩხუბო? თან ძალიან სულელური საქციელი იქნება ჩემი მხრიდან. - ხო და დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. - უდასტურებს ჩემი მეორე ტრიპაჩა კლასელი და ნიკას თვალებს არცერთი აშორებს. ლამის ორივე გალღვა ნიკას შემყურე. ის კი ჩვენსკენ არც კი იხედება. ძმაკაცებთან ერთად მშვუდად საუბრობს. უეცრად იხედება ჩემსკენ და თავის მწვანე თვალებს მანათებს. ტუჩს ოდნავად ილოკავს და მიღიმის. ვერ ვხვდები ეს ღიმილი დაცინვით და ცინიზმით არის გაჟღენთილი თუ გულწრფელია. - არ გირჩევთ მის გაცნობას. ადამიანი კი არა სუფთა ნაგავია. ნაგვის ყუთში არ ჩაეტევა თორემ გადავაგდები. - ვამბობ და სიცილით ვტოვებ მათ. აი ზუსტად ასეთი ქცევა შმეფერება. მით უმეტეს მომხდარის შემდეგ. ნიკა მართლაც, რომ ნაგავია. ყველაზე დიდი ნაგავი ვისაც კი ვიცნობ. სამსახურში მივდივარ ჩემი ახალი გეგმის განსახორციერებლად. სამწუხაროა, მაგრამ მოსაღამოებას უნდა დაველოდო. ნახევარ საათში უკვე ოფისში ვარ. მაშინვე ნიკას კაბინეტისკენ მივდივარ, კარს ძლიერად ვაჯახჯნებ და რასაც ქვია შიგნით შევრბივარ. - რას გავს შენი საქციელი? - მთელს ხმაზე ვყვირი და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ ამ ოთახში სამნი ვართ. მე, ნიკა და კიდევ ერთი ლამაზი გოგონა. ვეჭვიანობ, ძალიან ვეჭვიანობ და სახე მეჭიმება. ვინ არის ეს გოგო? აქ რა უნდა? ან რატომ აქვს ნიკას თვალები გაბრჭყინებული? საშინელ სიბრაზეს ვგრძნობ. ნიკა და მისი ქცევები საოცრად მაცოფებს და მაღიზიანებს. გამუდმებით! - უკაცრავად. - ვამბობ, იქიდან სწრაფად გამოვდივარ და ჩემს კაბინეტში შევდივარ. სკამზე ვჯდები და თვალებიდან ცრემლები გაუაზრებლად მცვივა. ვინ არის ეს გოგო და ნიკასთან რა უნდა? ღმერთო ნუთუ ერთად არიან? შეიძლება, ამიტომ თვლის, რომ მისი შეყვარება ჩემი მხრიდან დიდი შეცდომაა. მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. მან არა ერთხელ მაკოცა. ეს გოგო, რომ უყვარდეს და მისი შეყვარებული იყოს ამას არ იზამდა. ვფიქრობ, ამდენად ნაგავიც არაა. ტელეფონი რეკავს, ამ ხმით შეშინებული ოდნავ ვხტები. - გისმენთ. - ვპასუხობ ხალისიანი ხმით. - შეიძლება, რომ ნიკას კაბინეტში შემოხვიდეთ? - მესმის ქალის საოცრად ლამაზი ხმა. მისი გარეგნობა, მისი ხმა. მე მასთან ახლოსაც ვერ მივალ. რა თქმა უნდა ჩემნაირი გოგო ვერასოდეს დაიმსახურებს ნიკას ყურადღებას. - ახლავე. - ვამბობ კვლავ ხალისიანი ხმით, იმის მიუხედავად, რომ ასეთი განწყობა არ მაქვს. კაბინეტში შესულს ნიკა და ეს გოგო ჩახუტებულები მხვდებიან. ოდნავ ჩავახველე და ისინიც ერთმანეთს მოშორდნენ. - იზოლდა ჩვენ ცოტა ხნით გავალთ და საღამოს შემოვივლი. საბუთები გაამზადე და კაბინეტში შემომიტანე. - კარგით. - ვამბობ და მათ ვაკვირდები. ძალიან უხდებიან ერთმანეთს. ლამისაა ცრმლები წამომივიდეს. კაბინეტში გავდივარ და გაცოფებული ახალი გეგმის მოფიქრებას ვცდილობ, თუ როგორ გავამწარო ნიკა. ჯერ მის დავალებას ვასრულებ. საბუთებს ვაგროვებ და უკვე დაცარიელებულ კაბინეტში მაგიდაზე ვალაგებ. კარისკენ მივდივარ და თავში საოცარი იდეა მომდის. არქივში ჩემი ჩაშვება შენი მხრიდან ცუდი იდეა იყო. ახლა ჩემი ოინის ჯერია. ****** - კარგი მე წავალ. - ვამბობ და ახლახანს მოსულ ნიკას თვალებში ვუყურებ. შემდეგ კი კარისკენ მივდივარ. - არა. - ამბობს ნიკა და კარს კედავს, რომ ხელიდან არ დავუსლტე. ო, არა. ასე არ უნდა მომხდარიყო. ოთახში ჩვენ კი არა, მარტო ნიკა უნდა ჩაკეტილიყო. ასეთი იყო ჩემი გეგმა. სანამ წასული იყო კაბინეტის კარი გავაფუჭე, მიხურვის შემდეგ ვეღარ შეძლებდა გაღებას. მე უნდა გავსულიყავი კარი დამეკეტა და ნიკა შიგნით ჩამეკეტა. თუმცა მან ყველაფერი ჩაშალა. ოჰ, ბედი სულ მე როგორ დამცინის? სხვა ვერავინ იპოვა? - დღეს რატომ ტიროდი? - გაკვირვებული და თან გაბრაზებული ვუყურებ. ჩემი გეგმა ჩაშალა. - რა? - ვკითხულობ და ახლა ვხვდები რა თემაზეცაა საუბარი. -მე და ელენა, რომ მივდიოდით მაშინ თვალები ჩაწითლებული გქონდა. - ამბობს, ჩემთან ახლოს იწევა და თვალზე ხელს ნაზად მახებს. - აამ... არაფერი - ვამბობ და უკან ვიწევი. მისი ხელი კი ჰაერში რჩება. რონელსაც ნელ-ნელა დაბლა წევს. - რას ნიშნავს არაფერი? - როგორც ჩანს ძალიან დაინტერესებულია ჩემით. - არაფერია, უბრალოდ ხელი გავიჭერი და ცრემლები ვეღარ შევიკავე. - სხვა ვერანაირი ტყუილი მოვიფიქრე. იმედია არ გამომიჭერს. - ჭრილობა მანახე. - ამბობს კატეგორიული ხმით და ჩემი ცივი ხელისკენ მოაქვს თავისი თბილი ხელები. - არაა... - ვყვირი, თუმცა რეაქცია ნოლი. ხელს უკან ვწევ, თუმცა ბოლოს მაინც მიჭერს და ორივე ხელს კარგად ათვალიერებს. - რატომ მატყუებ? - ვერ ვხვდები რა უნდა ვუპასუხო. სიმართლეს ვერ ვეტყვი. როგორ ვუთხრა, რომ მასზე ვიეჭვიანე? ამას არასოდეს გავაკეთებ. - მომისმინე, არაა შენი საქმე გასაგებია? - ჩემს ნათქვამზე ბრაზდება და მშორდება, ჩვენს შორის დისტანციას იჭერს. - კარგი, შეგიძლია წახვიდე. - არ შემიძლია. - უცბად წამომცდა. "მარიამ საკუთარ თავს სამარეს რატომ უთხრი?" - რატომ? - ინტერესიანი სახით მეკითხება ნიკა და თავის მწვანე თვალებით მაშტერდება. - უბრალოდ ჯერ რაღაც უნდა გითხრათ. - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. მალე ჩემს ტყუილებში თუ ავიხლართები არ გაგიკვირდეთ. - გისმენ.- ახლა რა გავაკეთო? აზრადაც არაფერი მომდის, რა ვუთხრა? - ამ საბუთებზე სჯობს დღესვე მოაწეროთ ხელი, ხვალ არ დაგავიწყდეთ. - ნიკა თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად. " მარიამ ახლა უნდა გამოვცადოთ რამდენად გაქვს სამსახიობო ნიჭი." კარისკენ მივდივარ, სახელურს ვწევ და რა თქმა უნდა არ იღება. - ნიკა კარი რატომ არ იღება? - ვყვირი სასოწარკვეთილი ხმით. იმედია მოტყუვდება. ის ჩემსკენ ახლოს მოდის, სახელურს წევს, მაგრამ კარს ვერ აღებს. ამას თავი ჩემზე მაგარი გონია? მე თუ ვერ გავაღე ნეტა ეს რანაირად გააღებდა? - ეს შენი მორიგი ოინია?! - ამბობს და გაბრაზებული სახით მიყურებს. - რა? რას ამბობ ხომ არ გაგიჟდი? მე ჩავკეტე კარები? ეგ როგორ უნდა გამეკეთებინა? ვითომ ვინმემ გარედან ჩაგვკეტა? - თავს ნუ იტყუებ, შენ ჩაკეტე. - ის ძალიან თავდაჯერებულია. მიკვირს როგორ არ მოტყუვდა. ისე კარგად ვიმსახიობე ლამის მეც დავიჯერე ჩემი ნათქვამი. - რატომ უნდა გამეკეთებინა ეგ? რატომ უნდა ჩამეკეტე ოთახში? - ეგ შენ უნდა მითხრა. მარიამ, რატომ ჩამკეტე ოთახში შენთან ერთად? - დამცინი? ფიქრობ, რომ მინდოდა შენთან ერთად დავრჩენილიყავი ამ კაბინეტში? სასაცილოა. - მზერას ვაშორებ და ვიღიმი, მეტი დამაჯერებლობისთვის. - კარგი, კარგი. მჯერა. სიტყვაზე გენდობი. - თქვა თუ არა მაშინვე შვებით ამოვისუნთქე. კუთხეში დავჯექი და კედელს მივეყუდე. ნიკაც გვერდით მომიჯდა. - როდის გავალთ? ან როგორ? - ვამბობ სასოწარკვეთილი. - არ ვიცი. ვინმეს დავურეკოთ. ჩემი ტელეფონი გააფუჭე, ასე რომ შენი დაგვჭირდება. - ესეც გეგმის ნაწილი იყო. ნიკას ტელეფონი "შემთხვევით" წყალში ჩავაგდე, ვითომ შემთხვევით. - დამჯდარია. - ვამბობ და თვალებში ვუყურებ. მის მწვანე თვალებს ვაკვირდები, თანდათან მასში ვიძირები. ამ ორ მშვენიერებას ვერ ვატყობ, რომ სევდიანი ან ნაწყენია მომხდარი ფაქტით. საერთოდ არ უფუჭებს ხასიათს ის, რომ ახლა ჩვენ ორნი აქ ვართ ჩაკეტილი. - ელენე ძალიან ლამაზი გოგონაა. - ვამბობ ხმადაბლა და ნიკას თვალს ვაშორებ. არ მინდა მისი რეაქციის დანახვა, ამან შეიძლება გული ძალიან მატკინოს. - გშურს? - კეთილი შურით - ვიღიმი და ნიკას თვალებში ვუყურებ. მისი სახე ნელ-ნელა მიახლოვდება. ის ისაა უნდა მაკოცოს, რომ ოდნავ გვერდზე ვიწევი. - ასე ნუ იქცევი შენ ხომ შეყვარებული გყავს?! - ჩემს სიტყვებზე ნიკა სიცილს იწყებს. ვერ ვხვდები რა ვთქვი სასაცილო. გაბრაზებული და ნაწყენი ვუყურებ. ის მე დამცინის?! - იეჭვიანე? ნუთუ ამიტომ იტირე? - ამბობს და იცინის. ღმერთო ჩემო, როგორ შეუძლია ასე კარგად გამოიცნოს ჩემი ქმედებები? - სისულელეებს ამბობ. - ვყვირი და მისკენ ზურგით ვჯდები. - მაშინ რატომ ბრაზდები? - ამბობს და მხარზე ხელს მადებს, რომელსაც მალევე ვიშორებ. ის კი მაინც არ ნებდება და თავისკენ მატრიალებს. - კარგი ნუ ბრაზდები. - ამბობს ნიკა. მე კი თვალიდან ცრემლი მომდის. ნერვები მეშლება. ახლა უკვე მან იცის, რომ ვიეჭვიანე. - კარგი ნუ ტირი, პატარავ. ელენა ჩემი ბიძაშვილია.- ამბობს და მიხუტებს. თავს მის მკერდზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ. ხელებს ისე ვხვევ თითქოს ვინმე მართმევდეს. მის სუნს შევისუნთქავ და სიამოვნებას ვგრძნობ. მიხარია, რომ მასთან ასე ახლოს ვარ. უცბად მახსენდება, რომ პატარა დამიძახა. დიდი სიამოვნებით ავუშარდებოდი, მაგრამ ახლა ზედმეტად ბენიერად ვგრძნობ თავს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავაფუჭო. ნიკას ვეხუტები, მის სუნს შევიგრძნობ, ეს ყველაფერი ძალიან მამშვიდებს. მალე თანდათანობით ყველა ფიქრი და გრძნობა ქრება. ბურუსი ისადგურებს და ვხვდები, რომ სიზმრების სამყაროში აღმოვჩნდი. __ იმედია მოგეწონებათ. მაქსიმალურად ვეცდები ახალი თავი მალე იყო. ( იმდენი სამეცადინო მაქვს არ ვიცი რამდენად მოვახერხებ.) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.