შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის კაქტუსი 6


23-01-2020, 22:55
ავტორი კატერინკა
ნანახია 1 040

- მა , მოდი?
-ჰო , ჯერ არ გელოდით ასე ადრე დასრულდა შეკრება ?
- მე საქმეები მქონდადა ადრე მოსვლა მოგვიწია
- ეს რაა?
- ეს დედაშენმა გადმოაწყო , სახლს ალაგებდა და ...
- აჰ
-ჰო მართლა საბა როგორაა?
- მას რომ კითხო ცუდად !
- ?!
- მე რომ მკითხო ჩვეულებრივზე უკლეთაც კი არის , ორშაბათიდან გამოვა სკოლაში )))
- კარგია ....
- დედა სადაა მართლა?
- ხატიამ დაუძახა
- ელე , არ გშია შენ ?
- არაა , მაია დეიდა გამიმასპინძლდა
- კაი
- გავალ ჰო მე ვიმეცადინებ
- გადი ჰო .

დღეს ოთხშაბათია , მაგრამ მოდი ლევანზე დავწერ , მოშორებული ჭირი მირჩევნია...
კვლავ ფქრებში გადაისროლა ამ გადაწყვეტილებამ ელენე , რაო როგორ მითხრა ბავშვი ხარო ! ვითომ თავად იყოს 40 წლის ! უტვინო ღმერთო რა გაუძლბს ამას საბას მოსვლამდე !....
უი საბას მივწერ , გულს გადავაყოლებ ცოტას .
- საბ , სახლში მოვედი უკვე - გაგზავნის დრო - 19:47
- კეთილი, ახლა მეცადინეეობას აპირებ?
წაკითხვის დრო 19:50
- წესით კი , მარა გული ვერ დაუდე , თან ბევრი არაფერია - გაგზავნის დრო - 19:52
- აუ , მეც მოვოწყინე , ინდაურივით ვყლაპავ წამლებს ))) წაკითხვის დრო-19:53
- სულელო , მალე გამოდი რა , სკოლას ენატრება შენი გამოხტომები ???????? - გაგზავნის დრო 19 :55
- სკოლს ვენატრები შენ კიდე ?! შენ სულ არა ! წაკითხვის დრო - 19: 54
- ნუ ბჟუტურობ , შენ გულში ხარ გაგზავნის დრო - 19:56
- ზედმეტად ბანალურად გამოგივიდა ! მომშორდი ახლა -წაკითხვის დრო -19: 58
- მიშორებ კიდეც , განანებ -გაგზავნის დრო -19:59
- რა გინდა სახლში არ მომასვენე ახა აქაც არ მომასვენო , მიდი იმეცადინე , მე გავალ მუსიკებს მაიც მოვუსმენ - წაკითხვის დრო-20:00
*
მუსიკის გაკვეთილი ზოგადად მოსაწყენად ჩაივლიდა ხოლმე , ძირითადი დრო კომპოზიტორთა ბიოგრაფიების გაზუთხვასა და მასწავლებლის "გაწვალებაში" გადიოდა. თუმცა ეს დღე ,ისევე როგორც ბოლო ხანი , განსხვავებული აღმოჩნდა . ყველა ბეთჰოვენის უკვეგაზეპირბული ბიოგრაფიის მოსმენისთვის ემზადებოდა, იმეორებდნენ ვენის კლასიკოსთა შემოქმედებას, როდესაც მასწავლებელმა მოულოდნელად რაღაც ფირფიტების თვალიერება და ბუტბუტი დაიწყო .დიდი ჯაფის შემდეგ სახე მთლიანად გაებადრა თითქოს განძს მივაგენიო. მალევე მთელი ოთახი ბეთჰოვენის მთვარის სონატის გულშიჩამწვდომმა მელოდიამ მოიცვა... სამწუხაროდ ვერ დავიკვეხნით ყველამ იცნო გენიალური სიმფონია და გაიტრუნაო , აქაც ისევე როგორც საზოგადოების ყველა ნაწილში გამოჩნდა ჩოჩქოლა ბრბო რომლებმაც მხარი ერთმანეთს აუბეს და გამაყრუებელი შეძახილები არ დაიშურეს!... თუმცა მოსწავლეთა ნაწილს ყურადაც არ უგდიათ ეს ქცევა . ელენეც ამ ჯგუფს ეკუთვნოდა. პირველი ნოტიდანვე მოსწყდა იქაურობას . მისი ბრიალა თვალები დახუჭა და წარმოიდგინა რომ საკლასო ოთახიას ნაცვლად იყო ღია ცის ქვეშ , ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ბიბინა მინდორზე წამოსუპებული შესცქეროდა, საუცხოო კაბა ეცვა რაღაც ნაცრისფერი თუმცა ელვარე . გრილი სასიამოვნო ღამე იყო . სიოც ქროდა , მისი თმები , ისევე როგორც სხეული თამამად ყვებოდა ორკესტრის ცოცხალ შესრულებას . ფიქრებში გართული შეიპყრო გამარჯვების , რომანტიკის ჟინმა , მისი სხეული მთლიანად წარიტაცა მელოდიამ სადღაც შორს სადაც საუკუნოდ შეეძლო განმარტოება ... მაგრამ ამას ბევრი ვერ გაიგებდა ... მათ მხოლოდ ერთი რამ შეეძლოთ, ეცქირათ საკლაასო ოთახში მჯდომი თვალებდახუჭული გოგონასთვის რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებდა შიგა და შიგ კი მის სახეზე სევდის ზარი ჩამოჰკრავდა ხოლმე ! მათ არ ძალუძდათ შეეგრძნოთ იგივე რასაც ელენე განიცდიდა ... მათ შორის არც ლევანს , ის მისი გვერდით მჯდომით მოხიბლული იყო , უკვირდა როგორ გრძნობდა თითოეულ ნოტს ... ერთ ხანს იფიქრა ამას ყურადღების მისაქცევად ძალით აკეთებსო, მაგრამ დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ საკუთარი სიტყვების თავად შერცხვა.
ფიქრებში გაჭრილი ელენე კი სააქაოს, ზარის შემაძრწუნებელმა ხმამ დააბრუნა . ო როგორ ინატრა საბას ყოფნა იქ . სურდა გაენდო მისი ოცნებების შესაებ მაგრამ ხელთ ჯერ კიდევ შეუცნობი ლევანი შერჩა. რომელიც გაკვირვებული შეჰყურებდა მას . ელენე რათქმა უნდა გრძნობდა რომ ეს მისი ქცევიდან გამომდინარეობდა და თითქმის ბრძანებლური ტონით კითხა:
- ლევან , მოხდა რამე? რაღაც გაკვირვებული იყურები ?
- არა არაფერი , გეჩვენება.
- კარგი , როგორც იტყვი .
ლევანს საუბრის გაგრძელება სურდა ,თუმცა ელენე წამსვე მოსცილდა მის მერხს . მთელი დღე ყრუდ ჩაესმოდა ნაცნობი მელოდია სხვა ყველაფერმა კი რატომღაც იმ დღეს აზრი დაკარგა ... სკოლაში გაკვეთილების შემდეგ დარჩენა მისთვის უცხო არ იყო . ამ დღესაც მოუწია შემდგომი პროექტის გამო საათობით საკლასო ოთახში დარჩენა. ამჯერად "მე-19 საუკუნის მწერლების კვალდაკვალ" უნდა ევლო და მათ შესახებ , საკუთარი დამოკიდებულება გადმოეცა. სახლისკენ მიმავალ გზას კი საკმაოდ გვიან გაუდგა. სახლში შესვლისას საუცხოოო, მადის აღმძვრელი სურნელი იგრძნო . ხელში კი სასტიკად გაბრაზებული დედა შერჩა.
- მობრძანდი ?!
- როგორც ხედავთ ,მე გახლავართ დიდო ფაშავ;)
- გეყო მაიმუნობა , ბედი შენი რომ კარგ ხასიათზე ვარ თორემ განახებდი მაიმუნობის თავი თუ გექნებოდა . (სიმკაცრის გამოვლენა სურდა მეგის მაგრამ ეს არასდროს გამოდიოდა)
- როგორ გეჭყიტება ლოყები როცა გაბრაზებას ცდილობ, ჩემო დიდო ქალბატონო ???? ახლა კი მოდი ერთად შევესიოთ ! მგელივით მშია.
ვახშამზე შემწვარი წიწილისა და ბროეულის სოუსის მირთმევა მხოლოდ დედა-შვილმა შეძლო. ბატონი გოგა ( ელენეს მამა ) შინ მისვლას არ ჩქრობდა ! ...
- დე , თვალები გაგიშეშდა ჰომ ყველაფერი რიგზეა ?
- კი , ჩემო ფერია , უკვე დაასრულე ?
- აჰამ , მე ავალაგებ ,


შენ დარეცხე ძაან მეზარება ახლა ონკანთან დგომა ! ( თვალები საყვარლად მოჭუტა ელენემ )
- ჰომ იცი ამ გამოხედვას ვერ ვიტან ! რა თქმა უნდა ამოვრეცხავ , სამეცადინო ბევრი გაქვს ?
- არაა , არც ისე .... აუუ დე რა ვქნათ იცი? !
- ჰო, რა ?
- მომენატრა შენთან დროის გატარება , ???? ფილმს ჩავუჯდეთ ანდა ისე ვისაუბროთ რამეზე ! როგორც "გოგოშკებმა"... სულ ვეღარ იცლი ჩემთვის ...
- სულ ლაპარაკი გაკერია პირზე ! ჯერ კიდევ ვერ დაღვინდი . მაგრამ რა მიკვირს , მგავხარ ! ჩაეცინა მეგის , ის ხომ ამაყობდა მისი ერთადერთი ქალიშვილით , რომელშიც საკუთარი თავის ანარეკლს ხედავდა, ოღონდ 20 წლით ახალგაზრდას...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent