შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდათა მუზეუმი[დასასრული]


30-12-2019, 13:09
ავტორი jello
ნანახია 900

გზა უსასრულოდ გაიწელა. უსასრულოდ გათეთრდა და უსასრულოდ გაფერმკთალდა.გულის წასვლიდან გონის მოსვლამდე ერთი ნაბიჯია. უცებ გამოვფხიზლდი,ჯერ სოფლიდან ახალი გამოსულები ვიყავით,მაგრამ თითქოს ეს გზა უსასრულოდ გაიწელა.უცებ თითქოს გამოვცოცხლდი,საბას გადავედე და უცებ თიტქოს წამოვიყვირე,რომ გაეჩერებინა. თითქოს გონება გამინათდა,საბას მანქანა მოვატრიალებინე და ისევ სოფლის გზას დავუბრუნდით.
გზაში არაფერი მიტქვავს,არც საბას დაუსვავს ზედმეტი კითხვები.წერილი დავწერე,დავკეცე და სახლსაც მივუახლოვდით. მანქანიან გადავედით,საბას წერილი გავუწოდე.
-ჩემებს გადაეცი.-უემოციოდ მივუგე.საბა თიტქოს ელოდებოდაო,წამით გაჩერდა.
-მიდიხარ?
-მივივარ.
-მარტო?
-მარტო.
-დაბრუნდები?
-არ ვიცი.
-ერთი საათის უკან ბრუნდებოდი და ახლა რა შეიცვალა?
-არ ვიცი.
სინამდვილეში მართლა არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს,ერთი საათის წინ გადაწყვეტილი მქონდა ,რომ უკან დავბრუნდებოდი,მაგრამ ახლა ნამდვიალდ არ ვიცოდი.მანქანას ფანჯრები ოდნავ ჩავუწიე,ქარი შემოვიდა მანქანაში,თითქოს ეს ქარიც რაღაცას ბუტბუტებდა.
რამდენიმე საათი ვიმგზავრე,გზაში ბევრი ვიფიქრე,ავტობანიდან იმ ადგილისკენ გადავხვიე სადაც ყველაფერი დაიწყო.როგორი იყო ის დღე ან ის ემოციები აღარ მახსოდა,მაგრამ ერთი ზუსტად ვიცოდი ახლა ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი. თოვლი საახალწლო განწყობას ქმნიდა,ნაცნობ უბანში შევედი,ხალხი არ ჩანდა, გვერდით ჩავუხვიე და ახალ უბანში შევედი,ცოტა ხანში მივედი იქ სადაც 1 წლის წინ სამოთხე მეგონა.სამოთხე,რომელიც ჯოჯოხეთად მექცა. ჩემს წინ სევდათა მუზეუმი იდგა,მარტოსული და დაკეტილი,ჩემი თავი გამახსენდა...შევიპარე,თითქოს ცემი იქ ყოფნა ზედმეტი იყო,იმდენად ზედმეტი,რომ ვეღარ ვგრძნობდი ამას. ვდაგავრ ნახატების წინ და ვფიქრობ,ვფიქრობ და ბოლოს საბას ვურეკავ.
-საბა..
-ჩახვედი?
-საბა..
-გისმენ..ჩახვედი?რამე მოხდა?
-საბა..
-მაა..გისმენ..რა ხდება?
-სა..ბა... ბავშვი მინდა ავიყვანო.. -სიჩუმეა-საბაა..შენი დახმარება მჭირდება..გესმის?
-ხელი მოვაწეროთ?-გასიმა საბას ჩაფიქრებული ხმა
-კი,ფიქტიურად..ცოტა ხნით.. თანახმა ხარ?
-კი.. გოგო გინდა თუ ბიჭი?- იცინის
-სად უნდა ვიცხოროთ მე და ბავშვმა არ ვიცი..
-ჩემთან ავიდეთ გინდა?
-შენთან?
-აბა,მამობრივი მოვალეობები მეც ხომ მაკისრია...-ისევ იცინის..
-საბა..
-გისმენ,გისმენ..
-რა დავარქვათ?
-სემუ..სევდათა მუზეუმის აბრევიატურა..-იცინის და არ ცერდება..
-სემუ..და იცი რა?
-რა?
-უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება..თავი სტუდენტად და პატარდ მინდა ვიგრძნო..თან ბავშიც გვეყოლება და კარგი იქნება თუ ახალი პროფესია მექნება.. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარებ..
-კარგი,მაა,როგორც გინდა.. წავედი მე სახლს დავალაგებ..სემუსთვის და შენთვის..შენ როდის ჩამოხვალ?
-ჯერ აქ ვიქნები,რა იცი,იქნებ გამოიდაროს ჩემს ფიქრებშიც და ცხოვრებაშიც..
-ჩემთან გაზაფხულია.. სემუ და ჟურნალისტი ცოლი მეყოლება..
-ჟურნალისტი და ოდნავ დაბეული..-ვიცინი
-ოდნავ დაბნეული და სევდის მაძებარი..
-იქნებ გამოიდაროს..
-უკვე გამიდარა...
ამ ზამთრის სემდეგ სამი წელი გავიდა და ახლა ვხვდები,საბა მართალი იყო,გამოიდარა,გამოიდარა ისე როგორც არასდროს...
დასასრული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent