შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსის თაობა (თავი პირველი)


24-01-2020, 03:34
ავტორი anna_014
ნანახია 2 267

და კულულები ისევ მეცემა მხრებზე. იმისდამიუხედავად რომ ბოლო პერიოდი დეპრესია მქონდა ეს კულულები მაინც ძველებურ ფორმას ინარჩუნებს. მამაკაცებს იქნებ მხოლოდ ეს მოსწონდათ ჩემში? იქნებ ეს და ხო, კიდევ ჩემი ტუჩები იყო ყოველთვის უმთავრესი. იცით? როდესაც ამ ისტორიის წერა პირვლად დავიწყე ვცდილობდი რომ ურთიერთობები მომემრავლებინა ჩემს პირად ცხოვრებაში, მხოლოდ იმიტომ რომ ეს თითოეული გრძნობა სრულიად გადმომეცა თქვენთვის. შემესწავლა თითოეული არასწორად გადადგმული ნაბიჯის გემო. როდესაც ამას ჩემს მეგობრებს ვუყვებოდი მათგან მხოლოდ დამცინავი მზერა თუ მოსჩანდა. დამცინავი მზერა, რომელიც მეუბნებოდა რომ მე სულაც არ ვიყავი კარგი პიროვნება და ეს იყო მიზეზი, მიზეზი საკუთარი თავის თავისუფლებისათვის. მაგრამ ვის რად უნდა მიზეზი? თუ თავისუფლება სწყურია და ეს თავისუფლება გონებაში ფესვებგადგმული ბინადრობს?... პირველი ემოციის წყარო კი საკმაოდ მდიდარი, ჭკვიანი მამაკაცი გახლდათ. თუმცა ვცდილობდი ემოციებს არ ავყოლოდი და აქედან გამომდინარე ბოლომდე ვერც კი მივიყვანე დაწყებული საქმე. ალბათ ჩემი სიმხდალის კი არა ასაკის ბრალიც კი იყო. 16 წლის ასაკში მაინც ვფიქრობდი რომ არსებობდა პრინცი, რომელიც მოვიდოდა ხელს ჩამკიდებდა და აი, ასე ვიქნებოდით მთელი ცხოვრება, შეხმატკბილებული წყვილი. შემდეგ კი გავაცნობიერე რომ მას ჩემი სხეული უფრო ადარდებდა ვიდრე ჩემი გრძნობები. ასე გაგრძელდა მომდევნო ხუთი წელიც. და იცით? მართალია... რასაც ადამიანი თავს არიდებ, სწორედ ის არის შენი წილხვედრი. თავს ვარიდებდი ტკივილს, თავს ვარიდებდი მამაკაცების ლტოლვას, ვნებას, სექსიზმს და ახლა? ახლა ეს ერთადერთი საკითხია რომელიც გვერდით გადავდე და ვთქვი: გეყოს ვი... არ ღირს... უბრალოდ არა...
ოჯახისგან გარიყული პატარა გოგონა ვიყავი. შტაბეჭდილებებით აღსავსე. თითოეული ცხოვრების ახალი ეტაპი უბრალოდ მატკბობდა. ვწერდი კიდეც, დიახ ძალიან მიყვარდა წერა და ჩემს პატარა ქალაქში, პატარა თეატრის დიდი მომავალიც მერქვა. ყოველ შაბათ და კვირა დღეს ჩემს ჩანთაში ვალაგებდი რამდენიმე ნივთს და მივდიოდი თატრში. ხან ვწერდი, ხან კიდევ ვცდილობდი სხვადასხვა სახის როლები შემეთავსებინა. მაგრამ მაინც ვხვდებოდი რომ წერა ბევრად მსიამოვნებდა. საკმაოდ აღიარებაც მოვიპოვე ადრეულ ასაკში. როგორც ჩემი მასწავლებელი იტყოდა მე შემეძლო გრძნობების ზუსტად, ზედმიწევნით გადმოცემა. გჯერათ ზღაპრების? თუმცა ცუდი დასასრულით. მიწაზე დანარცხებული ადამიანით და სასოწარკვეთილი მშობელის აღბეჭდილი სახით? არა ხო... არც მე, რადგან ეს რეალობა იყო და ზღაპრის არცერთი ნიუანსი არ გააჩნდა. სამეგობრო წერა საკმაოდ დიდი მყავდა, ბავშვობიდან კომუნიკაბელური ვიყავი, ვცდილობდი რომ საუკეთესო ვყოფილიყავი, ჩემი ცხოვრების ძალიან მძიმე ფონიდან გამომდინარე. მამა ადრეულ ასაკში დავკარგე. კრიმინალური წარსულით დავიბადე და ეს კრიმინალი აღარც მომშორებია. მამის დაკარგვის შემდგომ ფაქტიურად დედაც დავკარგე რადგან რამდენიმე თვეში ერთხელ თუ ვხედავდი მას. როდესაც მშობლები მენატრებოდნენ ჩემს ბალიშს ვყნოსავდი და საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ მარტო არ ვიყავი. რომ მოვიდოდნენ და წამიყვანდნენ. მჯეროდა სასწაულების და მამის გაღვიძების, მჯეროდა დედის გამდიდრების და ჩემთან დაბრუნების. შემდეგ ბაბუამ აღმზარდა და იცით ტრაგედია რა იყო? 12წლის ასაკში ისიც ხელებში ჩამაკვდა. მაშინ მახსოვს გიჟად შემრაცხა საკუთარმა ოჯახმა, რადგან ბაბუას გარდაცვალება სწორედ მე ვიწინასწარმეტყველე. მქონდა უცნაური ჩვნებები, რომელიც ყოველ ღამე მახსენებდა თავს რამდენიმე თვის განმავლობაში. და აი ასე მეც გავიზარდე. გავიზარდე და 16 წლამდეც შედარებით მარტივი ფონით მივაღწიე.
მეგობრობა ყველაზე დიდი განძი იყო ყოველთვის ჩემთვის. პირველადაც მეგობარმა დამღუპა. მისი ხმა ახლაც ჩამესმის ყურში: მგონი უყვარხარ ვი. ნახე რა კარგი ბიჭია, ნახე როგორი მდიდარია. ჰა მიდი ახლა სანამ ვინმე კეკლუცმა გოგომ დაგასწრო. ამ საუბრის შემდეგ ნახევარსაათში გავითისე. მახსოვს მისი სხეული ჩემსას როგორ ეხეთქებოდა. მახსოვს როგორ ვკიოდი რომ მე ქალწული ვიყავი, მახსოვს როგორ უბრახუნებდა მეგობარი კარზე და რაც ყველაზე რთულია, მახსოვს ყველა ფრაგმენტი, რომელიც ჩემს ცოცხლად დამარხვაზე მიუთითებდა. ჩემი სახელოვანი მეგობარი ცოცხალმკვდარს სისხლში გასვრილს მადგა თავზე და ღრიალებდა: მოვკლათ, მოვკლათ, არ გვაპატიებს... მაგრამ ალბათ ღმერთს ძალიან ვუყვარდი. არ ვემეტებოდი სიკვდილისთვის. მე ეს გადავლახე მე გადავრჩი. გადიოდა დღეები და მე ისევ ცოცხალმკვდარი არსება ვიყავი. ისევ არანაირი ფერი დასთამაშებდა ჩემს სახეს. ისევ ამომდიოდა სული ვგრძნობდი და ვხედავდი საკუთარ თავს მამიკოსთან. მთლიანი სამყარო ჩემს ირგვლივ დაიშალა, გაქრნენ მეგობრები, გაქრა რწმენა, გაქრა იმედი. მე მარტოდმარტო დავრჩი უფერული სამყაროს წინაშე. საშველად ხელიც კი არ გამიწვდია, არც გადარჩენის სურვილი გამჩენია. მე საკუთარ თავს წარწყმენდილს ვუწოდებდი. და იცით რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ ვიცოდი ქალს მხოლოდ ქმართან შეეძლო ქალწულობის დატოვება. ასე გვიამბობდნენ წინაპრები. ასე ვიცოდი ოჯახისგანაც. ჩემი ერთადერთი იმედი კი ჩემი ბალიშის ქვეშ დატოვებული წერილი იყო, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: "დედი მაპატიე..." მხოლოდ ერთი საათიც და მე ცხოვრებას დავასრულებდი... რომ არა ის. დედა ჩემს საწოლთან, თვალცრემლიანი. რასაც ყოველთვის ვარიდებდი. და ჯადოსნური სიტყვები: ვი მე შენთან ვარ... მაშინ მივხვდი რომ მე ძლიერი ქალი ვიქნებოდი, მაშინ მივხვდი რომ მე ძლიერი ქალის შვილს არ მქონდა უფლება, საკუთარი თავი საიქიოსთვის მიმენიჭებინა. მივხვდი რომ მე იმაზე მეტი ძალა შემწევდა ვიდრე ეს საზოგადოებას წარმოედგინა. სოფელ სოფელ ჭორებიც გავრცელდა ჩემი წარწყმენდისა. ყვებოდნენ თუ რამდენად ბინძური არსება ვიოყავი. იმასაც გაიგებდით რომ მე მამაჩემის შვილი ვარ და სხვა რას უნდა ველოდეთ. დიახ მე მათი შვილი ვარ, მყარად მდგარი ქალბატონი, რომელსაც ვერც დრომ და ვერც ადამიანებმა ვერ დაადეს ტაბუ. მე ის ქალი ვარ რომლის თვალზეც ცრემლი არ შრება, ცრემლი რომელიც უფერულია და შეუმჩნეველი...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

თუ ქვეყანას დააკითხე რა უნდა თქვა, სალაპარაკოდ დრო არასდროს დაგრჩება..
მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი და საყვარელი ადამიანისთვის სუფთა..
ბევრისთვის იესოც თაღლითი, მატყუარა და ღვთისმგმობი იყო..

 


№2 სტუმარი ნეშომპალად ქცეული ფოთოლი

შენ არ ხარ წარწყმედილი... ბევრი წერე სტილი ოდნავ დახვეწე, ეცადე ბევრად მეტი ემოციების გამომწვევი იყოს, მითუმეტეს თუ შენ განიცადე...
ხო და კიდევ ბრბროს მსხვერპლი უყვარს, მაგრამ მსხვერპლი არ უნდა გახდე!

 


№3  offline წევრი amalia

ლაზარე 13
თუ ქვეყანას დააკითხე რა უნდა თქვა, სალაპარაკოდ დრო არასდროს დაგრჩება..
მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი და საყვარელი ადამიანისთვის სუფთა..
ბევრისთვის იესოც თაღლითი, მატყუარა და ღვთისმგმობი იყო..

მართალიხარ მე მომეწონა და კარგიც არის ვინც გათხოვილი არის იმან უნდა წაიკითხოს და ვიც არარის გათხოვილი იმანაც მაგალითად მე არვარ გათხოვილი ლოვე კი მყავს

[quote=amalia][quote=ლაზარე 13]თუ ქვეყანას დააკითხე რა უნდა თქვა, სალაპარაკოდ დრო არასდროს დაგრჩება..
მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი და საყვარელი ადამიანისთვის სუფთა..
ბევრისთვის იესოც თაღლითი, მატყუარა და ღვთისმგმობი იყო..[/quote]
მართალიხარ მე მომეწონა და კარგიც არის ვინც გათხოვილი არის იმან უნდა წაიკითხოს და ვიც არარის გათხოვილი იმანაც მაგალითად მე არვარ გათხოვილი ლოვე კი მყავს მელოდება როდის წავალ სახლში მე ბოდბეში ვარ ბიძაჩემთან

[quote=amalia][quote=ლაზარე 13]თუ ქვეყანას დააკითხე რა უნდა თქვა, სალაპარაკოდ დრო არასდროს დაგრჩება..
მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი და საყვარელი ადამიანისთვის სუფთა..
ბევრისთვის იესოც თაღლითი, მატყუარა და ღვთისმგმობი იყო..[/quote]
მართალიხარ მე მომეწონა და კარგიც არის ვინც გათხოვილი არის იმან უნდა წაიკითხოს და ვიც არარის გათხოვილი იმანაც მაგალითად მე არვარ გათხოვილი ლოვე კი მყავს

[quote=amalia][quote=ლაზარე 13]თუ ქვეყანას დააკითხე რა უნდა თქვა, სალაპარაკოდ დრო არასდროს დაგრჩება..
მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი და საყვარელი ადამიანისთვის სუფთა..
ბევრისთვის იესოც თაღლითი, მატყუარა და ღვთისმგმობი იყო..[/quote]
მართალიხარ მე მომეწონა და კარგიც არის ვინც გათხოვილი არის იმან უნდა წაიკითხოს და ვიც არარის გათხოვილი იმანაც მაგალითად მე არვარ გათხოვილი ლოვე კი მყავს მელოდება როდის წავალ სახლში მე ბოდბეში ვარ ბიძაჩემთან და ვარ 21 წლის და ვხდები 22 წლის აგვისტოს 31 ტში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent