შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 7)


26-01-2020, 01:10
ავტორი Smailiki
ნანახია 1 842

დილით ხმაური მაღვიძებს და სასიამოვნო სუნს ვგრძნობ, ნიკასთვის დამახასიათებელ საოცარ სურნელს. თვალებს ვახელ და მის მწვანე თვალებს ვაწყდები, რომელიც მე მიყურებს. ჯერ ისევ მასზე მაქვს ხელები შემოხვეული. მალევე ვუშვებ და ვშორდები. სწორედ ამ დროს კარები ჩხაკუნებს და საბოლოოდ იღება. კარის ზღურბლთან კი დარაჯის გაოგნებული სახე მოჩანს.
     ძლივს...  აქედან გავალთ!
    - რომელი საათია? - ვამბობ და თვალებს ვისრეს. ფანჯრიდან ვიხედები. ჯერ ისევ დაბურულია გარემო. შავი ფერშია ჩაძირული მთელი სამყარო, თითქოს სამარადისო წყვდიადმა მოიცვაო.
   - შვილო ჯერ ექვსი საათია. - ამბობს დარაჯი და მიღიმის. ალბათ ცდილობს ამით თანაგრძნობა გამოხატოს.
    - კარგით, შეგიძლიათ დამარეკინოთ? - ვამბობ ჩვეული ხმით. დარაჯი მაშინვე ტელეფონს იღებს, ჩემსკენ მოიწევს და მიწვდის. მეც დაუფიქრებლად ვართმვ და ლიზის ნომერ ვკრეფ.
    არ იღებს. ალბად სძინავს. მეორედაც ვცდილობ დარეკვას, მაგრამ არაფერი გამოდის. ბოლოჯერ, რიგით მესამედ ვურეკავ, ვნახოთ თუ მიპასუხებს.
   - I don't know who are you, but I will found you and I will kill you. - მისი სიტყვები ოდნავ მაშინებს, ამ დილა უთენია რამ გააგიჟა ვერ ვხვდები.
   - ლიზი. - მეტის თქმას ვერ ვბედავ. თვალწინ მიდგება ჩემი გაბრაზებული დაიკოს სახე და შემდგომ დედაჩემი, რომელიც ახსნა განმარტებებს მთხოვს.
    აი რა არის ნამდვილი ჯოჯოხეთი!
   - მარი შენ ხარ? სად ჯანდაბაში ხარ. დედამ კინაღამ გაიგო, რომ სახლში არ მოსულხარ. - დაიწყო ჩემი დატუქსვა მკაცრი ტონით. ესეც მყავდეს მეორე დედა, ან უფროსი და.
   - ლიზი მომისმინე. ტელეფონი დამიჯდა, ნახევარ საათში მოვალ, კარები ჩუმად უნდა გამიღო. არ ჩაგეძინოს იცოდე. - ვაფრთხილებ და ტრლეფონს მაშინვე ვთიშავ, შემდეგ კი დარაჯს ვუბრუნებ. მოსაცმელს ვიცვამ და კარისკენ მივდივარ.
    ნიკა წაყვანას მთავაზობს, მაგრამ უარს ვეუბნები და უმალვ ვტოვებ ოფისს.



  *****

    ძლივს გადავურჩი დედაჩემის დაკითხვას. ლიზიმ ჩუმად გამიღო კარი. ძილი ვეღარ შევიბრუნე და ნიკაზე ფიქრი დავიწყე.
    ელენა მისი ნათესავი ყოფილა. როგორ ვერ მივხვდი?! ან რატომ ვერ მივხვდი?! ჯერ უნდა გამეგო ყველაფერი და მერე დამეწყო ნერვიულობა. რა სულელი ვარ. რატომ ვიეჭვიანე?  რაც მოხდა, მოხდა, ვერაფერს შევცვლი.
     ახლა მხოლოდ ის მაინტერესებს თუ რას მოიმოქმედებს ნიკა. ვფიქრობ მობეზრდა ჩემთვის ჯოჯოხეთის მოწყობა. თუ ასე არ არის მაშინ ხრიკების მოფიქრება დამჭირდება.
    ნიკა... ვერ ვხვდები რას აკეთებს ან რაში ჭირდება ის რასაც აკეთებს?! რა ურთიერთობა გვაქვს?! ან საერთოდ ასე რატომ მექცევა? ვერაფერს ვერ ვხდები. რაც ნიკა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი აირია. ჩემი ფიქრები, ჩემი ცხოვრება, საერთოდ ყველაფერი. ვერ ვხვდები რა ხდება. შეიძლება მიყვარს? ნიკა მიყვარს?
   ჰაჰ, სისულელეა. როგორ მეყვარება ნიკა?! სასაცილოც კია. ისეთი ისტორია გვაქვს, ისეთ ოინებს ვუწყობთ ერთმანეთს და კიდევ ისეთებს მოვაწყობთ...
   " მაგრამ მარიამ შენ ხომ მოგწონს მისი მწვანე თვალები, მისი ხმა, მასთან ერთად ყოფნა, მისი დანახვაც კი გაბედნიერებს." - ჩემი მეორე მე იწყებს საუბარს, ისევ ისე აგრძელებს ჩემი ნერვების მოშლას, როგორც აქამდე.
   " მე ნიკა არ მომწონს. მარტო მისი კი არა სხვისი მწვანე თვალებიც მომწონს. ეგ არაფერ შუაშია. მისი ახლოს ყოფნა კი იმიტომ მსიამოვნებს, რომ უკვე მეგობრად ვთვლი." - ვუხსნი მას.
    " სისულელეებს მოეშვი და სიმართლე აღიარე. "- ლამისაა ჩემი მეორე მე ჩემივე ხელით მივახრჩო.
    ფიქრებს ვწყვეტ და მზადებას ვიწყებ. თეთრ სვიტერს, შავ ბათინკებს და აგრეთვე შავ მოტკეცილ შარვალს ვიცვამ, სუნამუს ვისხამ და სახლიდან გავდივარ.
    სკოლაში, რომ შევდივარ გაკვეთილების დაწყებამდე ათი წუთიღა რჩება. ვერ ვხვდები დრო ასე სწრაფად როგორ გაიპარა? მეოთხე სართულზე ავდივარ თუ არა მაშინვე ნიკას მწვანე თვალებს ვაწყდები, ის ჩემსკენ მოდის.
   - როგორ ხარ ჩემო ეჭვიანო გოგონავ? - ამბობს და იცინის.
   - ნიკა ილუზიას შეეშვი და რეალობაში დაბრუნდი, ჩემი დიდი თხოვნა იქნება. - ვაბობ და ვიღიმი დამცინავად. მაქსიმალურად შევეცდები დავმალო ის ფაქტი, რომ მე მართლა ვიეჭვიანე.
   - კარგი თუ არ გინდა აღიარება არ დაგაძალებ. - იცინის და მიდის.
   - ნერვებს რატომ მიშლი? - მას ვუყურებ და ვეკითხები. ამაზე კვლავ სიცილი უტყდება.
   - მომწონს, როდესაც ნერვებს გიშლი. - ამბობს ნიკა და მიახლოვდება. თმას ყურს უკან მიწევს, თავისი სახე ჩემთან ახლოს მოაქვს და ყურთან აჩერებს. ტანში ჟრუანტელი მივლის.
   - გიხდება გაბრაზება. - ჩურჩულებს ნიკა. მკერდზე ხელს ვადებ და უკან ვწევ. თვალებში მიყურებს, იცინის და მიდის. გაბრაზებული მივდივარ კლასისკენ.
     ნიკა კი არა ეშმაკია პირდაპირ.
    ელეს გვერდით ვიკავებ ადგილს.
    - მარი რა გჭირს? - მეკითხება ელე. ბრაზს ვერასოდეს ვმალავდი და ვერც ახლა ვმალავ.
    - არაფერი უბრალოდ ვიღაცას ჩემი ნერვების მოშლა უყვარს.- მოკლედ ვუყვები მომხდარს.
    - ვის? - მაცდური თვალებით მიყურებს, თითქოს ხვდება ვიზეც არის საუბარი და მთხოვს ყველაფერი დაწვრილებით მომიყევიო.
    - ელე ხვალ შაბათია მოდი გოგოები შევიკრიბოთ და ყველაფერს მოგიყვებით. მე, შენ გვანცა, ქეთო. ალბათ ლიზი და ანიც იქნებიან.
   - კარგი. - ამბობს ელე და მიღიმის.
   მთელი დღე ცდილობს ინფორნაცია გამომტყუოს, თუმცა არაფერი გამოსდის. ძალიან მიყვარს ადამიანების დაინტრიგება. ხვალამდე პირს ამოვიკერავ. დანარჩენებიც გავაფრთხილე. ჩემთან შევიკრიბებით.
    ბოლო გაკვეთილი, რომ დასრულდა დამეზარა დალოდება და მარტო გამოვედი სკოლის ეზოში. შორს ქეთოს და გიორგის მოვკარი თვალი და მათკენ წავედი.
    - აბა რა ხდება გვრიტებო? - ძლივს ვიქცევ მათ ყურადღრბას.
    - კარგად ვართ, შენ როგორ ხარ? - ამბობს ქეთო და ჩახუტებული წყვილი მაშტერდება.
    - მეც კარ... - უეცრად ვიღაც მკალვში ხელს მჭიდებს და მაიძულებს მისკენ მივტრიალდე. ეკას გაფსიხებულ სახეს ვაწყდები.
   - ჰეი, როგორ ხარ? - ვივიწყებ მის ველურ საქციელს და მხიარული ხმით ვესალმები.
   - ასე როგორ მომექეცი? ეს ძალით გააკეთე? - ვერ ვხვდები რაზე მესაუბრება. მარტო იმას ვხვდები,  რომ ეკა ძალიან გაბრაზებულია და ყველა ჩვენ გვიყურებს. ხომ შეიძლება ადამიანურად ჩუმად და გასაგებად ისაუბროს, მაგრამ არა.
   - წამოდი გავიდეთ, აქ არ გვინდა საუბარი. - მის მაგივრად მე მრცხვენია ამდენ ხალხში, რომ მიყვირის. მკლავში ხელს ვკიდებ და ჭიშკრისკენ ვუბიძგებ, ყველასგან მოშორებით აჯობებს საუბარი.
   - არა, აქ ვისაუბრებთ. რაიყო გრცხვენია ვინმემ არ გაიგოს შენი უნამუსო საქციელის შესახებ?
   - რას გულისხმობ? მართლა ვერ ვხვდები. - ჩემი სიტყვების გაგონებაზე ეკუნას სიცილი უტყდება.
   - ბიჭი ამახიე და ახლა ვითომ ვერაფერს ვერ ხვდები ხომ? - ამბობს გაბრაზებული, სწერვული სახით. ის რა ნიკას გულისხმობს? ნიკას გამო მეჩხუბება?
   - ვიზეა საუბარი? - ვამბობ დაბნეული ხმადაბლა. ყველა ჩვენ გვისმენს. საშინელი გრძნობაა ამ თემის ამდენ ხალხში გარჩევა.
   - ისევ თავს ისულელებ? ხომ ხვდები ვიზეც ვამბობ. ნიკაზე! გითხარი მომწონს თქო, მერე ერთადაც გვნახე. ჩემი შეგშურდა და ამიტომ დაიწყე მასთან ურთიერთობა. - მის სიტყვებზე ნერვები მეშლება. თან დამნაშავე მგონია ჩემი თავი, თან ვამართლებ კიდეც. ჯერ მას კი არა მე მომეწონა.
    " ანუ აღიარებ, რომ მოგწონს." - ჩამძახის ჩემი მეორე მე.
   " ახლა ამის დროა?" - ვპასუხობ  ჩემს ფიქრებში.
   - სისულელეებს ამბობ ეკუნა, დამშვიდდი, კარგად დაფიქრდი და მერე ვისაუბროთ კარგი? - ვიღიმი და ვცდილობ სიტუაცია განვმუხტო. ხელი ეკას მაჯისკენ მიმაქვს, მაგრამ ის ერთი ნაბიჯით უკან იხსვს. უკმაყოფილო სახით ვაბრუნებ ხწლს თავის ადგილზე.
   - არა მე ახლა მინდა საუბარი, ნუ ცდილობ თავი ამარიდო ან სიტუაცია განმუხტო. შენი დანაშაული ისევ შენს დანაშაულად დარჩება. - ყვირის ეკა.
   - მე არაფერი დამიშავებია, შეიგნე ბოლოს და ბოლოს. - ვყვირი ბოლო ხმაზე.
   - შენ არ იყავი დღეს ნიკა, რომ გეხვეოდა და გიღიმოდა.
   - აჰ... გასაგებია. იეჭვიანე. რაც დაინახე იქედან აპირებ დასკვნების გამოტანას. რომ დავფიქრდეთ მე არაფერი გამიკეთებია. თვითონ მოვიდა და მესაუბრა, გამიღიმა. ამიტომ არ შეგიძლია ჩემი დადანაშაულება. მე არც კი მოფიქრია შენთვის მისი ახევა.თუ ფიქრობ, რომ არ უნდა გამეცნო, რადგან შენ მოგეწონა ისიც გავითვალისწინე, რომ ჯერ მე გავიცანი და მერე შენ.
   - რას გულისხმობ? - ამბობს შედარებით მშვიდი ტონით. ამდენი ვილაპარაკე და ის ისევ ვერაფერს ხვდება? სწრაფად გავრბივარ სკოლის ეზოდან. სამსახურში მაგვიანდება. თან ნიკასაც უნდა ვესაუბრო ეკასთან დაკავშირებით.
     სწრაფად მივრბივარ, ეკა უკან მომსდევს, მაგრამ ვერ მეწევა. მეც დამშვიდებული ვაგრძელებ გზას და ნახევარ საათში უკვე ნიკას კაბინეტის წინ ვდგავარ. " ნომერ 404"-ის კარს ვაღებ და შიგნით დაუკაკუნებლად შევდივარ.
    - რატომ დააგვიანეთ? - ოსევ ეს საშინლად ცივი და დამცინახი ხმა ჩამესმის ყურში. ამ ადამიანს უკვე ვეღარ ვიტან. მის გამო მეგობარს ვკარგავ.
   - საინტერესო ისტორია გადამხდა. ახლავე მოგიყვები. - ვამბობ და მის წინ მდგარ სავარძელზე ვჯდები. ნიკა გაოცებული სახით მიყურებს. არ მოელოდა ჩემს ასეთ გათამამებულ ქცევას.
   - შენს გამო მეგობარს ვკარგავ და აბა გამოიცანი ვინ არის. - ვამბობ მშვიდი ტონით, თუმცა სინამდვილეში ძალიან გაცოფებული ვარ. ნიკაზსც და ეკაზეც, ორივეზე საშინლად ვბრაზდები ასეთ მდგომარეობაში რომ ჩამაგდეს.
   - ვინმეს ეჩხუბე ჩემს გამო? იმაზე სერიოზულად ყოფილა საქმე ვიდრე მდგონა. ასე ძალიან ეჭვიანობ. - ამბობს და იცინის. აშკარად მეღადავება.
   - მე სერიოზულად გელაპარეკები, მაგრამ როგორც ჩანს არ ხარ იმდდნად ცივილიზებული, როგორიც მეგონა. ევოლუციის დაბალ საფეხურზე დარჩენილხარ. - ვამბობ და სავარძლიდან ვდგები. მისკენ ვიხედები სიბრაზისგან სახე ეჭიმება, ცოტა ხნით თვალებს ხუჭავს, ღრმად ისუნთქავს პაერს და თვალებს ახელს, თითქოს დამშვიდებას ცდილობსო.
    - ამ სიტყვებს გაპატიებ, რადგან გეტყობა დაბნეული და განერვიულებული ხარ. აბა მომიყევი რაში მადანაშაულებ. - სრული სიმშვიდის განსახიერებაა, მე კი ლამისაა ავფეთქდე ისე ვნერვიულობ.
     - ჩემი მეგობარი ეკა ძალიან გაბრაზებულია ჩემზე. - დაბნეული ვიწყებ საუბარს.
     - მერე მე რა შუაში ვარ?
     - თავში ხარ, შენს გამოა ჩემზე გაბრაზებული. ფიქრობს, რომ მომწონხარ და მინდა შენი თავი მას წავართვა.
    - ეგ ვერ მოხდება. მისი არ ვარ. ვერ წაარევ იმას რაც მას არ ეკუთვნის, მათ შორის ჩემს თავსაც ვგულისხმობ.
    - მართლაია, მაგრამ როგორც ჩანს ის ასე არ ფიქრობს. მას ჰგონია, რომ მოგწონს და მე ვცდილობ თქვენი ურთიერთობა გავაფუჭო. ის მიფქრობს, რომ ჩვენს შორის რაღაც ხდება.
    - ასეც არის ჩვენ შორის ხომ რაღაც ხდება? - არ მოველოდი მისგან ამ სიტყვებს. ის აღიარებს, რომ ჩვენს შორის რაღაც ხდება?
   - რა?
   - ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობთ, ერთი სამეგობრო წრე გვაქვს და ერთად ვმუშაობთ. - ოდნავ მეწყინა მისი სიტყვები. მეგონა სულ სხვა თემას გულისხმობდა.
   - ხო და კარგია, რომ არ იცის უფრო გაბრაზდებოდა.
    - მე ვეტყვი.
    - რას ეტყვი?
    - რომ ერთი სამეგობრო წრე გვაქვს და ერთად ვმუშაობთ, იმასაც დავამატებ რომ ჩვენს შორის არაფერი არ ხდება.
    - კარგი. - ვამბობ და კაბინეტიდან გამოვდივარ. თავს საშინლად ვგრძნობ, გამოყენებულად, მიტოვებულად, არარაობად, სულელ ადამიანად.
    ჩემს კაბინეტში შევდივარ და მაშინვე გაუცნობიერებლად ცრემლები მცვივა. მინდა შევწყვიტო ტირილი, მაგრამ არ გამომდის. მტკივა, რაღაც მტკივა, თუმცა თავადაც ვერ ვაცნობიერებ, რა ან რატომ?
    ტელეფონი რეკავს. ყურმილს ვიღებ და ვპასუხობ.
   - გის...
   - ყავა შემომიტანე. - მისი მბრძანებლური ხმა, მაწყვეტინებს სიტყვას " გისმენთ." აჰჰ, ანუ უკვე ის დრო მოვიდა, რომ საუბარის საშუალებასაც აღარ მაძლევ ნიკა?
    " ჩვენს შორის არაფერი არ ხდება." ისევ ნიკას მტკიცედ წარმოთქმული ხმა ჩამესმის. თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ ღირსება არ მაძლევს ტირილის გაგრძელწბის უფლებას. თვას არასოდეს არავის წინაშე დავხრი და რამდენჯერაც დავეცემი, იმდენჯერ წამოვდგები და დავიწყებ ბრძოლას საკუთარი თავისთვის. ახლაც იგივეს ვაკეთებ და თავში საშინლად, მაგარი გეგმა მომდის. მართალია შეიძლება საშინელება დავმართო ნიკას, მაგრამ არამგონია იმაზე უარესი იყოს, რაც მე გამიკეთა.
   რამოდენიმე წუთში, ყავა ფინჯნით შემაქვს ნიკას კაბინეტში.
   - გემრიელად მიირთვით. - ვამბობ და ვიღიმის. ველი როდის დალევს. ერთ ....პს სვამს და მაშინვე ხველა უტყდება.
    - რა ჩაყარე? - ამბობს და ფეხზე დგება. ისეთი სახე აქვს თითქოს სუნთქვა უჭირს.
    - წიწაკა. - ვამბობ და ვიცინი. თუმცა სიცილი სახეზე მაშრება, როდესაც ნიკა ჯერ მუხლებით ეცემა იატაკზე, შემდეგ კი ძირს ეცემა. მასთან ახლოს მივდივარ. ვერ ვხვდები რა ემართება.
   - წიწაკაზე ალერგია მაქვს. - ამბობს დაბალი, სუსტი ხმით, რაც მას საერთოდ არ ახასიათებს. შემდეგ კი თვალებს ხუჭავს.
   - ნიკა, ნიკა. - ვყვირი და ვცდილობ წამოვაყენო. ხელებზე ვკიდებ ხელებს და ვცდილობ ავაწევინო, ამას, რომ ვაკეთებ ხელს ვუშვებ და ნიკას ხელი ისსვ თავის ადგილს უბრუნდება.
   - ნიკა გთხოვ ჩემთან დარჩი, ნიკა გთხოვ არ დამტოვო. - უკვე პანიკაში ვვარდები, ცრემლები მცვივა. საიდან მომივიდა ასეთი საშინელი იდეა. ჩამეყარა პილპილი წიწაკის ნაცვლად.
   - ნიკა გთხოვ.- ვამბობ და  მის გაშეშებულ სახეს ხელს ვკიდებ, ჩემი ცრემლები მის სხეულს ეცემა. თავს მისკენ ვხრი და ვეხუტები. საშინლად ცუდად ვგრძნობ თავს, რა სჭირს ან რით უნდა დავეხმარო ვერ ვხვდები.
   - ნიკა გთხოვ გაახილე თვალები, არ მინდა, რომ მოკვდე, მიყვარხარ. - ვამბობ და ლოყაზე ნაზად ვკოცნი, როდესაც მისი სიცილის ხმა მესმის. მგონი უკვე მოჩვენებები დამეწყო. ასეთ ცუდ მდგომარეობაში მყოფი სიცილს ხომ არ დაიწყებდა?!
     ნიკა დგება, მე კი მუხლებზე დამხობილი, გაოცებული სახით შევცქერი. მან რა მომატყუა, საშინელ ზიზღს ვგრძნობ მის მიმართ, ვგრძნობ, რომ მთელი არსებით მეზიზღება.
    - მოტყუვდი საყვარელო. - ამბობს და იღიმის, ცრემლებს ვიწმენდ და ფეხზე ვდგები.
    - და თურმე ჩემზე შეყვარებულიც დარჩი. - აგრძელებს საუბარს, ჩემსკენ მოდის, თმაზე მეხება და ცდილობს ყურს უკენ გადამიწიოს, მაგრამ ამის უფლებას არ ვაძლევ და ჩცენს შორის დისტანციას ვიცავ.
   - მთელი არსებით მეზიზღები. - მთელ ჩემს ზიზღს ამ სიტყვებში ვაქსოვ. საკმაოდ დამაჯერებელია. როცა მეგონა სიკვდილის პირას იყო ვგრძნობდი, რომ მიყვარდა. ახლაც სწორედ ისევე ვგრძნობ, რომ მეზიზღება.
   - აბა მიყვარხარო? - ამბობს ჩცეულებრივი სახით, თუმცა ბოლოს თავს ვერ იკავებს და ტუჩის კუთხეში ეღიმება. იდიოტი!
   - მეგობრულად რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ შეცდომით ვთქვი. შენს მიმართ ზიზღის გარდა ვეღარაფერს ვგრძნობ. - ამ სიტყვებს სიძულვილით ვამბობ და თანდათან ვუახლოვდები, უფრო მეტი ორიგინალობისთვის. როგორც კი საუბარს ვასრულულებ მაშინვე გამოვდივარ მისი კაბინეტიდან და ჩემსაში შევდივარ.
    ნიკა სიცოცხლეს გაგიმწარებ, მე მარიამი არ მერქვას სიკვდილი თუ არ მოგანდომო. იდიოტი! როგორ გამასულელა?!

*******



რამდენიმე ოინი უკვე მოვიფიქრე ახლა ასრულების დროა. ნიკას პირველ სართულზე უწევს ჩასვლა. წყვეტს, რომ ლიფტით ჩავიდეს. მეც დრო ვიხელთე და შიგნით ჩავკეტე. ლიფტის გაღებას მინიმუმ ათი წუთი დასჭირდება. მეც დრო მაქვს შემდეგი ოინები მოვამზადო.
ნიკას კაბინეტში შევდივარ, მის სკამზე წების ვასხამ. ერთი ოინი უკვე მზადაა. შემდეგ ბუშტს ვიღებ, წყლით ვავსებ და ისე ვკიდებ კარის ზემოთ, რომ ვინც შემოვა ნებისმიერს გაღებისთანავე კარზე, მაშინვე გადაესხას. დანარჩენ ოინებს მომზადება ჯერ არ ჭირდება.
კაბინეტიდან მალე გავდივარ, არ მინდა ნიკამ აქ დამინახოს. მართალია მაინც მიხვდება, მაგრამ ცოტა ხანი მაინც გავისულელებ თავს.
ჩემ კაბინეტში შევდივარ და ნიკას რეაქციას ველოდები.
- შემოდი.- გაისმის ნიკას ხმა ტელეფონში. მაშინვე ვდგები თავს ვამხნევებ და შევდივარ.
- ღმერთო, რას გავხარ, რა მოგივიდა?- ვამბობ შიგნით შესვლისთანავე. ნიკა სკამზე ზის, მთლიანად სველია, საღოლ ბუშტს. არ მეგონა ესე თავიდან ბოლომდე თუ შეალამაზებდა ამ იდიოტს.
- ვიღაცამ გამიჩალიჩა, ხომ არ გაქვს რაიმე იდეა ვინ შეიძლება ყოფილიყო? - ამბობს ჩვეული ტონით.
- არა მე საიდან უნდა ვიცოდე, ისე კი კარგად გაუჩალიჩებია. - ვამბობ და ოდნავ ვიღიმი.
- იცი? კაბინეტში ვიდეოა დამონტაჟებული და მე უკვე ვიცი ვინ ჩაიდინა ეს, თუ გინდა განახებ. ადგომა, რომ შემეძლოს მოვიდოდი და განახებდი, მაგრამ არ შემიძლია, ამიტომ შენ უნდა მოხვიდე. - თან მეცინება, თან შიში მიპყრობს. გაიგო, რომ მე ვარ და ეა ვარაუდი კი არა მტკიცებულებაა. მასთან ახლოს მივდივარ და ვუყურებ ჩემს თავს.
- ეს ვინ არის? - უცოდველი გამომეტყველებით ვიყურები და ბოლო დონემდე ვისულელებ თავს. ნიკა სიცილს ვიწყებ.
- რატომღაც შენ მეგონე.
- რამ გაფიქრებინა?! - ვყვირი ბოლო ხმაზე იდნავ მკაცრი და გაბრაზებული ტონით.
- ტანსაცმელმა.
- სასაცილოა და დღეს ზუსტად ასეთ ჩაცმულობაში დავინახე ვიღაც გოგო.
- მართლა? - ამბობს ნიკა და წამოდგომას ცდილობს, მაგრამ სკამი არ უშვებს და ისევ ადგილს იკავებს. ჯერ ოდნაც მეღიმება, მერე თავს ვეღარ ვიკავებ და სიცილით ვკვდები.
- შენი დანაშაული თავად უნდა გამოასწორო. ტანსაცმელი უნდა მომიტანო. - ამბობს ნიკა, როდესაც სიცილს ვასრულებ.
- მაგას არ ვიზამ, რადგან ეს გოგო მე არ ვარ, მე საერთოდ არაფერ შუაში ვარ.- ისევ ვაგრძელებ თავის გამოსულელებას. ნიკას აშკარად ეტყობა ბრაზი სახეზე.
- კარგი, კარგი ანას უთხარი ჩემი ტანსაცმელი მოატანინოს ვინმეს.
- კარგი.- ვპასუხობ და გამოვდივარ. იეს სუპერ შესრულება. ყოჩაღ მარიამ. ბადალი არ გყავს იონების მოფიქრებაში, თავის გასულელებასა
და ნიკასგან თავის დაძვრენაში.
ანასთან ჩავდივარ, ის ისევ ღიმილიანი სახით ესაუბრება კომპანიაში შემოსულ ადამიანებს.
- ანა, ნიკამ შენთან დამაბარა ვინმე ჩემი ტანსაცმლის მოსატანად გაუშვასო.
- რად უნდა?
- მიდი ვინმე გაუშვი მის სახლში და მოგიყვები. - ანას ყველაფერი მოვუყევი. ორივენი სიცილით გავიგუდეთ.
- კარგი რა. რამ გაგაგიჟა? რატომ გაუკეთე ეგ ყველაფერი? - ამ სიტყვებმა დამაბნია. ვეღარ მივხვდი რა მეპასუხა, თუმცა აშკარად მწირდებოდა ვინმესთვის გამეზიარებინა მომხდარი, ამიტომ ანის ესენიც მოვუყევი.
- ხო მართლა ანა რაიმე კარგი რესტორნის სახელი მითხარი, ან რავიცი რაიმე კარგი ადგილი. - ახლა გამახსენდა საბას ნათქვამი ანას დაპატიჟება, რომ უნდა სადღაც.
- რაში გინდა სიხარულო? - მეკითხება და ინტერესიანი, ღიმილიანი სახით მიყურებს. ერთად როცა ვართ ვარც ერთი ვიშორებთ ღიმილს სახიდან. ძალიან დავმეგობრდით, ჩემი დიდი დაიკოსავითაა.
- ნიკას ჭირდება და მითხრა რამე შემირჩიეო. - კიდსვ ერთი ტყუილი მოვიფიქრე. თავი ტყუილების გუდა მგონია. ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს ტყუილის თქმა.
- გამოგიგზავნი მერე სახელებს ახლა არ მახსენდება.
- კარგი. - ესეც ასე საქმე მოგვარებულია.
- ახლა რა ოინებს აპირებ? ვიცი ასე მარტივად არ შეეშვები. - ამბობს და სიცილს იწყებს.
- რა თქმა უნდა არ შევეშვები. შევალ და წყალს გადავასხამ, მერე ტელეფონს გავუტეხავ, თუ ზედმეტად გაბრაზდება მოვრჩები თუ არა და სპონტანურად რამეს გავუჩალიჩებ.
- კარგი აბა წარმატებები, შენსკენ ვარ ხომ იცი. - მალე მოიტანეს ნიკას ტანსაცმელი. მეც გამოვართვი და მას ავუტანე.
- კარგი, ახლა გადი. - იდიოტი უფროსი! მაგდებს? თავში ტვინი კი არა ქვა უდევს, ისევე როგორც გულში. "ჩლუნგი და უფრო გონებაჩლუნგი." ამ ფილმის სახელები ზუსტად ნიკასთვისაა ზედფამოჭრილი.
ჩემს კაბინეტში შევდივარ. დოქში თუ რაღაც დიდ საგანში წყალს ვასხამ და ნიკას ლოდინს ვიწყებ. ნეტა მალე ჩაიცვამს?
ნახევარ საათში უკვე "ნომერი 494ის" წინ ვდგავარ, მალე სამუშაო დრო დამთავრდება. ამიტომ შესვლის მომენტს ვეღარ ვწელავ. ღრმად ვისუნთქვა ჰაერს და შიგნით შევდივარ. ნიკა გაოცებული სახით მიყურებს," ნეტა აქ რა უნდა არაფერი დამივალებიაო."
მასთან ახლოს მივდივარ თუ არა მაშინვე დოქიდან წყალს ზედ ვასხამ. ნთლიანად ზედ ვაცლი, გალუმპულმა ნიკამ ახლახანს გამოიცვალა, მაგრამ სამწუხაროდ ისევ გაილუმპა.
- ვაიმე ბოდიშით. - ვამბობ, სალფეტკს ვიღებ და სველ პიჯაკზე ვადებ, თითქოს რაიმეს ვუშველი.
- ვაიმე ტელეფონი, ესეც ხომ არ გავაფუჭე. - დარწმუნებული ვარ ტელეფონს არაფერი ჭირს, მაგრამ მაინც ვიღებ და "ვამოწმებ." ესეც ჩემი გეგმის ნაწილია. ტელეფონს ხელს სწრაფად ვუშვებ, ის კი ორმაგად ნადგურდება, თან ტყდება და თან წყალში ვარდება. მაგარი ვარ. ზუსტად ასე მინდოდა მომხდარიყო.
- რა ჯანდაბას აკეთებ? - ყვირის ბოლო ხმაზე, დგება და ჩემსკენ მოდის. უკან უკან მივდივარ, ბოლოს კი კედელს ვეყუდები. მორჩა ამის იქით ვეღარ წავალ.
ნიკა თავის ხელებს აქეთ-იქიდან დებს კედელზე. მისი სუნთქვის ხმა მესმის, ისე ახლოს დგას ჩემთან.
- რატომ? - ამბობს და თავის მწვანე თვალებით მაშტერდება, რაც ცოტა მაბნევს.
- რა? - ვამბობ დაბნეული და არც მე ვწყვეტ თვალის კონტაქტს.
- რატომ შემოიტანე ეს ჭურჭელი ჩემს კაბინეტში? - ახლა ისევ მორიგი ტყუილის მოფიქრების დრო დგება.
- იცით ყვავილების მორწყვა მინდოდა. - უცბად რაღაც სისულელე წამოვროშე. მერე ოთახს თვალი მოვავლე, აქ მართლაც ყოფილა ყვავილი, ოღონდ ხელოვნური.
- ეს ყვავილი ხელოვნურია. - ტვინიკოსა, ვითომ არ ვიცოდი.
- ხო მაგრამ მე საიდან უნდა მცოდნოდა? უბრალოდ მორწყვა მინდოდა. არ გაბრაზდეთ რა? - ვემოდარები, იქნებ გაჭრას.
- კარგი, სამუშაო დღე დასრულდა შეგიძლია წახვიდე ოღონდ ეს რაღაც ჭურჭელი წაათრიე აქედან. - მითხრა ხმადაბალი ხმით და თავისი ხელები კედელს მოაშორე. ჭურჭლის ასაღებად, რომ წავედი შემთხვევით ჩემივე დაქცეულ წყალზე ავსრიალდი. ყოვთვის ჩემივე დაგებულ მახეში როგორ უბდა გავება?
ზურგით დავეხეთქე იატაკზე. განძრევაც აღარ შემიძლია და თანაც ძალიან მტკივა.
- მარიამ როგორ ხარ? - ნიკა სწრაფადვე მოვუდა ჩემთან და ახლოს ჩაიმუხლა. ეტყობა, რომ ნერვიულობს.
- ძალიან ცუდად, მთელი ზურგი მტკივა. - და კუდუსუნიც მაგრამ ამას ხომ ვერ ვეტყოდი არა? ნიკას ხელებში ავყავარ და ორივენი გარეთ გავფივართ. ოფისი უკვე დაცარიელებულია.
- სად მივდივართ? - ვკითხულობ სასოწარკვეთილი და გაოგნებული.
- სახლში. - კარგია მალე მივალ სახლში და დედიკო რაიმეს მოიფიქრებს, აუცილებლად მიშველის.


*******

ნიკამ მანქანა მალევე გააჩერა. ისევ ხელში ამიყვან და ისე გავემართეთ სახლისკენ. ეს ადგილი მეცნობოდა, თუმცა ჩემი სახლის გზას არ ჰგავდა.
- შენს სახლში მომიყვანე? - ვყვირი გაკვირვებული.
- ხო, აბა? შენი არ ვიცი სად არის. - სახლში შევედით თუ არა მაშინვე იმ ოთახში შემიყვანა, სადაც უკვე ვარ ნამყოფი. ალბათ თქვენც გახსოვთ ის საშინელი დღე სიმთვრალისგან ცუდად, რომ გავხდი და ამ ოთახში ამოვყავი თავი.
- მომისმინე აქ ვერ დავრჩები, დედაჩემი ინერვიულებს. - ვამბობ სწორედ მაშინ, როდესაც ნიკა საწოლზე ნაზად მსვამს.
- დაურეკე და გააფრთხილე. - ამბობს და ჩემს გვერდით ჯდება.
ტელეფონს ვიღებ და ვრეკავ.
- ალო დე, დღეს ელენესთან უნდა დავრჩე, პროექტი გვაქ გასაკეთებელი. - უცბად მოფიქრებული ტყუილი წამოვროშე.
- აქამდე რატომ არ გამაფრთხილე მარიამ?- მეკითხება გაბრაზებული ხმით. იმედია აფაფრრს ეჭვობს. არამგონი მიხვდეს, რომ ვატყუებ.
- დედა მეც სულ გადამავიწყდა. ჯერ სკოლა, მერე სამსახური, რაღა უნდა მახსოვდეს. თან პროექტის კეთება სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ, თორემ დღეს არ დავრჩებოდი. - გული გამალებით მიცემს, იმედია ვერაფერს მიხვდება.
- ელენე დამალაპარაკე, რაღაც მაქვს სათქმელი. - აუ ახლა რაღა მოვიფიქრო რა?
- იცი ელენე სახლში არაა, ჩიფსების საყიდლად გავიდა. - ვამბობ და ნიკას მზერას ვაწყდები, სულ დამავიწყდა, რომ ისიც აქ არის და ისმენს ჩემს მოგონილ ტყუილებს.
- კარგი. - თქვა დედამ და გამითიშა.
- რატომ მოატყუე? - მემის ნიკას ხმა. მის მზერას თვალს ვუსწორებ და მწვანე თვალებში ვიძირები.
- სხვა შემთხვევაში არ დამტოვებდა. მე კი არ მინდა ამ დროს, ასეთ მდგომარეობაში აქეთ-იქეთ წანწალი - ვამბობ დაჰიპნოზებულივით. თან ელენეს ვაფრთხილებ, რომ ჩემი ტყუილი არ გამოამჟღავნოს.
- თუ ჩემთან დარჩენა გინდა?- ამბობს დამატყვევებელი ხმით და მიღიმის. მე კი გაოცებული სახით ვუყურებ. ნუ ეგეც არის... მაგრამ უფრო იმიტომ მინდა დარჩენა, რომ მეძინება და მეზარება ამ მდგომარეობაში მგზავრობა.
- სისულელეებს ამბობ. - მეც ასევე ვუღიმი, ოღონდ ცინიკურად.
- ეს რატომ გააკეთე? მეც მავნე და საკუთარ თავსაც. - ამ დროს ვხვდები, რომ ჩემს ოინებს გულისხმობს. მან გული მატკინა, ამიტომ შური ვიძიე, რა რთული მისახვედრია? თუმცა ვხვდები. ყველა ბიჭი სულელია, ლოგიკა არ უმუშავებთ და მარტივ საკითცებსაც კი ვერ ხვდებიან.
- ღირსი იყავი, ეკასთან მაჩხუბე. - პირველი მიზეზი ეს მომაფიქრდა და მაშინვე პირში მივახალე. ამის გამოც ვარ გაბრაზებული, ასე რომ ტყუილი არ მითქვამს.
- ჩემი ბრალი არაა, უბრალოდ თქვენ არ გქონიათ მყარი მეგობრული ურთიერთობა. - ისე მარტივად გამომიყვანა დამნაშავედ, რომ ნერვები მეშლება.
- რას ამბობ? საერთოდ არ იცი მე და ეკუნას როგორი ურთიერთობა გვაქსვ.
- იმიტომ გეჩხუბა ეკა ბიჭია გამო, რომ კარგი მეგობრები ხართ და გენდობა არა?
- ჰეიი, მეც მეწყინებოდა მოს ადგილზე. უბრლოდ ის ცოტა განსხვავებულია და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩამაყენა, მთელი სკოლის წინ ჩხუბი, რომ დამიწყო, თან შენს გამო. - ბოლო სიტყვებს უფრო ხმამაღლა და გამოკვეთილად ვამბობ.
- მთელი სკოლის წინაშე გეჩხუბა ჩემა გამო? - ამბობს ნიკა და სიცილს იწყებს. ბოლოს, როდესაც ჩემს გამბრაზებულ მზერას ხედავს, თავმომწონე ღიმილს მაგებებს და თვალებში მაშტერდება. ცოტა ვიბნევი და ვერ ვხვდები რა ვუპასუხო.
- სანამ შენ გამოჩნდებოდი მანამდე ყველაფერი კარგად იყო. ასე ცუდად რატომ მოექეცი? - ჩემს სიტყვების გაგონებაზე მისი სახიდან ღიმილი გაქრა.
- როგორ მოვექეცი? - გაკვირვებული მეკითხება და გაბრაზებული ტონით აგრძელებს საუბარს.
- ეკას ჩემი შეყვარებულია?
- არა.
- ვუთხარი, რომ მიყვარს?
- არ ვიცი, ალბათ არა.
- საბაბი მივეცი იმის, რომ მოვწონებოდი ან ეფიქრა, რომ მომწონს.
- არ ვიცი. არ ვიცი. - ვყვირი ხმამაღლა. - თუმცა ვიცი. ერთხელ შენს კლასში დაგინახეთ, რამდენადაც მახსოვს ერთმანეთს ეხუტებოდით. - ჩემა სიტყვებზე სიცილი დაიწყო. ბოლოს დასერიოზულდა და საუბარი წამოიწყო.
- გოგოს თუ ჩაეხუტები ეს იმას ნიშნავს, რომ გიყვარს ან მოგწონს?! ეს ნამდვილად არ ვიცოდი. თანაც არ მახსოვს ეგ როდის იყო.- ახლა გამახსენდა, რომ ერთმანეთს არც ჩახუტებიან, მაგრამ მაგას ხომ არ ვიტყოდი. კამათში წაგება ნამდვილად არ მინდა.
- შენ რა გოგონებს არ იცნობ, ზოგი ისეთი გულჩვილია, რომ ასეთი სულელური რამის შემდეგ შეიძლება ფანტაზიებში გადაეშვას. ანუ ხომ ხვდები რა.
- და შენ ასეთი არ ხარ?
- არა, ჩემს გრძნობებზე მარტივად ვერავინ ითამაშებს. არავის მივცემ ჩემი წყენინებისს უფლებას და თუ მაინც მაწყენინებენ არასოდეს ვაჩვენებ მათ ამას.
- მაგრამ რატომ არ ჯობია პირშივე უთხრა და ყველაფერი გაარკვიო?
- ახლა ვისთან მიმართებაში მეკითხები ბიჭთან თუ ეკასთან? თუ ბიჭთან მიმართებაში ამბობ, მაშინ გიპასუხებ, რომ სხვანაირად ვერ მოვიქცევი. ჩემს სისუსტეს და წყენას არავის ვაჩვენებ, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ მოხდარს დავივიწყებ. არა, რა თქმა უნდა. "შურს ვიძიებ" და ჩემი ნერვების მოშლის გამო არ მოვასვენებ.
- ანუ ჩემგან რაღაც გეწყინა? - ნიკა მაწყვეტინებს საუბარს, მის სიტყვებს არაფრად ვაგდებ და საუბარს ვაგრძელებ. არ მინდა მის კითხვაზე პასუხის გაცემა, ამიტომ თავს ვარიდებ ამას.
- და თუ ეკასთან მიმართებაში ამბობ, როგორ შეიძლება მასთან გულახდილი ვყოფილიყავი. ის ჩემი მეგობარია და ვერ ვეტყოდი სიმართლეს. გულს ვერ ვატკენდი. მას მოსწონხარ და გულს ვერ დავუმსხვრევდი. ვერ ვეტყოდი, რომ იმ ბიჭს კიდია, რომელიც მოსწონს და მით უმეტეს ვერ ვეტყოდი, რომ მან რამდენიმეჯერ მაჩუქა და რომ მასთან ერთად ვმუშაობ, ამით მას სამუდამოდ დავკარგავდი. - ბოლო სიტყვებს ჩუმად ვამბობ და ტირილს ვიწყებ. როგორ უნდა მეთქვა ეკასთვის, რომ მისმა ქრაშმა სულელად ჩამთვალა და ჩემი გრძნობებით ითამაშა? ამას ხომ საკუთარ თავსაც ვუმალავ და ვცდილობ დავივიწყომ. ჩემს თავსაც ვერ ვუმხელ სიმართლეს და ეკას როგორ გავუმხელდი?
ნიკა ჩემსკენ მოდის ჩასახუტებლად, თუმცა ხელით ვანიშნებ, რომ გაჩერდეს და ცრემლებს ვიწმენდ.
- ყველაფერს მე ნუ მაბრალებ, ეკასთვის იმედი არ მიმიცია, მისი შეყვარებული არ ვარ, ამიტომ შემიძლია ნებისმიერ ადამიანს ვაკოცო. ეს ჩემი უფლებაა.
- არ გაქვს უფლება. სადაც შენი უფლებები სრულდება იქ ჩემი იწყება. არ გაქვს უფლება მაშინ მაკოცო, როდესაც მოგინდება, არ გაქვს უფლება ჩემი გრძნობებით ითამაშო და არც იმის უფლება გაქვს, რომ სათამაშსავით მომექცე.
- შენ მართლა ფიქრობ, რომ შენს გამოყენებას და შენთან გართობას ვცდილობ?
- აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი.
- აღარ გივინდა? პირიქით, სწორედ ახლა უნდა ვისაუბროთ.
- თან ნერვები მომიშალე. - ვპასუხობ ცოტაოდენი დუმილის შემდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში ფანჯარაში ვიხედები და არც ახლა ვწყვეტ ხედით ტკბობას.
- რა? - ვერ ხვდება რა თემასთან დაკავშირრბით ვსაუბრობ, ან საერთოდ რაზე.
- ნერვები მომიშალე და ის ოინებიც ამიტომ მოგიწყვე.- მზერა ფანჯრიდან ნიკას თვალებზე გადამაქვს და ეშმაკურად ვიღიმი.
- ხო ეგ მართალია, ძალიან ცუდი რაღაცები გითხარი. მაპატიე. - ამბობს ნიკა მე კი გაფართოებული თვალებუთ ვუყურებ. მან მე ბოდიში მომიხადა თუ მეჩვენება? აშკარად მძინასვ. ნამდვილად ასე იქმენება.
- უბრალოდ შენი რეაქცია მაინტერესებდა. - ფიქრებს მაწყვეტინებს და თვალებს მარიდებს. მართლა ვერ ვხვდები, ნეტა რაზე საუბრობს? რომ მიმანიშნა ჩვენს შორის საერთოდ არაფერი ხდებაო, იმაზე ხომ არა? იქნებ არ მთვის სათამაშოდ და ტყულად ვეჩხუბე?
" მარიამ, პირდაპირ ამაზე ფიქრი რატომ დაიწყე? ცხოვრებაში ყველაზე უარესისთვის უნდა იყო მზად მერე გული, რომ არ გეტკინოს" - ჩამძახის ჩემი მეორე მე, თავიდან ვბრაზდები, მაგრამ მერე ვხვდები, რომ სიმართლეა. ამიტომ პირდაპირ ნიკას ვუსვამ ამ კითხვას ტვინს, რომ მიფეთქებს.
- ჩემი რეაქცია რაზე? - დაინტერესებული ვეკითხები. სჯობს მითხრას, თორემ ფიქრით შეიძლება თავი ამიფეთქდეს.
- არ გვინდა ამზე საუბარი. - პასუხს მოკლეს მცემს და თავის მწვანე თვალებს ისევ მე მანათებს.
- კი მაგრამ...
- არ გვინდა. - ამბობს მკაცრი ტონით.
- სამაგიეროს მიხდი? წეღან მეც სწორედ ასე გაგაჩუმე.
- სწორედაც. მოდი მაზს წაგისვამ თორემ ხვალ დილით წელი უფრო გეტკინება. - ოთახიდან გავიდა და მალე მაზით ხელში უკან დაბრუნდა.
- მაისური გაიხადე. - ამბობს კატეგორიული ხმით? ამას, როგორ ბედავს ვერ ვხვდები. ან საწრთოდ, რატომ ფიქრობს, რომ დავუჯერებ?
- ჯერ ეს ერთი მაისური არაა, სვიტრია და მერე მეორე, არაფერსაც არ გავიხდი. - ვამბობ კატრგურიულად და მკაცრი გამომეტყველებით ვუყურებ. მაგრამ რად გინდა, მისი თვალებიდან ვკითხულობ, რომ დანებებას არ აპირებს.
- მარიამ, მაზი უნდა წაგისვა, თანაც აუცილებლად. მარტო, რომ ვერ წაისვამ ზურგზე ხვდები, არა?! - მეკითხება და თავის მწვანე თვალებს მანათებს. იცის, რომ სხვა გზა არ მაქვს და ეს ახელებს და აბედნიერებს.
- კარგი. - ვბუზღუნებ და ფრთხილად ვჯდები საწოლზე ნიკასკენ ზურგით და სვიტრს ზევით ვწევ, ჩემს ზურგს ვაშორებ, რომ ნიკას ხელი არ შეეშალოს წაშლაში.
" უკავრავად, მაგრამ შენს ჭკუაზე სიარულს არ ვაპირებ, ნიკა"- ვფიქრობ ჩემთვის და გამარჯვებულის ღიმილს ვიკრავ სახეზე. სამწუხაროა, რომ ნიკა ვერ ხედავს. მე ხომ მასთან ზურგით ვზივარ.
მალე ზურგზე ნაზ შეხებას ვგრძნობ. ტანში ჟრუანტელი მივლის, სიცხეს ვგრძნობ და სახეზე ოდნავ ვწითლდები. კიდევ კარგი ჩემს რეაქციას ნიკა ვერ ხედავს. ის ნელა აუჩქარებლად მისვამს მაზს, თითოეული მისი შეხება საშინლად მსიამოვმებს და ჩემი ეს გრძნობა მაშინებს.
- მორჩა. - ამბობს რამოდენიმე წუთში, მეც მაშინვე დაბლა სვიტრს ვისწორებ. მაშინვე ნიკას გავხედე, მაიკას იცვამდა. მისმა პრესმა და კუნთებმა დამატყვევა, წამიერად მის სხეულზე გამიშეშდა თვალები. შემდეგ მივხვდი, რომ ეს არასწოეი იყო და ყვირილი დავიწყე.
- რას აკეთებ, იდიოტო? - ვიყვირე ბოლო ხმაზე. ნიკას გაბრაზება დაეტყო.
- იდიოტო რისთვის დავიმსახურე? - ძალიან გასაკვირია, ნიკა მშვიდი ხმით, რომ მესაუბრება.
- ხო... ეს შემთხვევით წამომცდა. ინსტიქტურად. უბრალოდ იმას ვგულისხმობდი... კარგი დაივიწყე. - ვამბობ, რადგან უკვე ძილი მომერია და თან ახსნაც მეზარება.
- კარგი არ ჩაგაცივდები, მეძინება. - ამბობს და საწოლისკენ მოდის.
- არაა, აქ არ დაგაწვენ. ერთად არ დავიძინებთ! - ვამბობ, კი არა და ვყვირი.
- ჩემი საწოლიდან მაგდებ? - ამბობს და იცინის. თუმცა საწოლისკენ სვლას არ წყვეტს.
- ასე გამოდის.
- შეიძლება რამე დაგჭირდეს ღამით, მარტო ვერ დაგტოვებ. შენს თავს ვერ მიხედავ. რამე რომ დაგჭირდეს ზურგის გამო ვერ... ანუ ხომ ხვდები რა? - ამბობს მობეზრებულად და თავით ბალიშზე ეხსთქება. ისეთი ხმა აქვს მგონი უკვე ცოცხალი აღარაა.
- ახლა, რომ დავიძინებ ყურთან ბომბა რომც ამიფეთქო,დილამდე მაინც ვერ გამაღვიძებ. დარაჯი არ მჭირდება ღამით. - ისევ კატეგორიულად ვიცავ ჩემს აზრს.
- სანამ დაიძინებ აქ მანამდე ვიქნები, მერე წავალ.
- კარგი. - ვამბობ და თვალებს ვხუჭავ. ისე მეძინება კამათის თავიც კი აღარ მაქვს. ზედმეტად მეოციური დღე იყო.
- მარიამ.- ჩამესმის ნიკას ხმა რამოდენიმე წუთში. უკვე თითქმის მძინავს, ამიტომ მისი ხმა მაფხიზლებს. თუმცა პასუხის გაცემა მეზარება და ისევ გაუნძრევლად ვწევარ მის გვერდით.
მალე ნიკა ჩემ ხელს იღებს და თავის სახესთან ახლოს მიაქვს. ალბად, ფიქრობს, რომ მძინავს. უკვე გამოვფხიზლდი, მაგრამ თავს მაინც არ ვამჟღავნებ. მაინრერესებს რას გააკეთებს ნიკა მაშინ, როდესაც ფიქრობ, რომ მძინავს.
ჩემ ხელს თავის ლოყას ახებს, შემდეგ ტუჩებთან მიაქვს და ხელის გულზე რამოდენიმეჯერ ნაზად მკოცნის. ტანში ჟრუანტელი მივლის. ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებს. ბოლოს კი ჩემს ხელს იხუტებს და რამდენიმე წუთი ასეა, შემდეგ რას აკეთებს არ ვიცი, რადგან სიზმრების სამყაროში ვეშვები.

******


დილით მზის სხივები მაღვიძებენ. თბილად ვარ. სხეულის სითბოს ვგრძნობ. თვალებს ვახელ და პირველად ნიკას ოთახის კედელს ვხედავ. მალევე ვაცნობიერებ, რომ მის მკერდზე მიდევს თავი. ჩემი სახე მის გულთან ერთად შეთანხმებულად ადის და ჩადის ზევით-ქვევით. მაშინვე ვშორდები და საწოლის კუთხისკენ ვჩოჩდები, შემდეგ კი ნიკასკენ ვიხედები. თურმე მას ღვიძავს და თავისი მწვანე თვალებით მაკვირდება.
- მოხდა რამე? - მეკითხება თბილი ხმით.
- შენ არ თქვი, როცა დაიძინებ წავალ და სხვაგან დავწვებიო?
- ხო, მაგრამ ჩამეძინა. - ამბობს და საწოლიდან დგება.
- ზურგი როგორ გაქვს?
- მგონი ჯადოქარი ხარ საერთოდ აღარ მტიკვა. - ჩემს ნათქვამზე სიცილს იწყებს.
- გშია? - მეკითხება და მეც თავს ვუქნევ. ბოლოს როდის ვჭამე არც მახსოვს. უკვე ჩემმა კუჭმა სიმფონიების წერა დაიწყო.
მე და ნიკა სამზარეულოში გავდივართ.
- აბა რას ინებენთ ქალბატონო? - მეკითხება და პასუხს ელის.
- შენ უნდა მოამზადო? - ვეკითხები გაოცებული. ნიკა და საჭმლის კეთება? მგონი ჯობია ჭამა გადავიფიქრო.
- გადავიფიქრე აღარ მინდა. - ვამატებ სიცილით, ნიკა კი გაბრაზებული სახით მიყურებს. ბოლოს თავს ვერ იკავებს და ისიც ჩენთან ერთად სიცილს იწყებ.
- დამიჯერე შენზე უკეთ მოვამზადებ კერძებს .
- ჰმმ.. არამგონია მაჯობო. თუ გინდა შევეჯიბროთ. - ვამბობ ჩემს თავში დარწმუნებული.
- ჯერ გასინჯე და მერე თქვი. ბლინებზე რას იტყვი? - მეკითხება მაცდურად და მიღიმის.
- კარგი, იყოს ბლინები. ნამდვილად გემრიელი გამომდის.- მეც ვუღიმი. ახლა თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, იმის მიუხედავად, რომ ბლინების კეთება კარგად არ მეხერხება. არ მეგონა ნიკა ასეთი მზრუნველი თუ იყო. ჩვენი გაცნობის დღეს, რომ ვიხსენებ და შემდეგ დღევანდელ დღეს ვადარებ. ვხვდები, რომ ბევრი რამაა შეცვლილი. ნიკას ვაკვირდები. შეფ მზარეულის მანერებით ამზადებს საუზმეს. საშინლად მსიამოვნებს მისი ყურება. ნამდვილი ექსპერტივით მოძრაობს, მე კი არ მგავს. პირიქით, მოხერხებულია! მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემზე უკეთეს ბლინებს ვერ გამოაცხობს.
მალე ამზადებს ბლინებს და მაგიდაზე აწყობს. მე კი... ოჰ, არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან კარგები გამოვიდა პირველი პარტია. ისე მშიოდა შემთხვევით შემომეჭამა. მეორე პარტია კი ოდნავ დაიწვა. ნაკლებად დამწვარი ამოვარჩიე და თეფშზე ისე დავუდე, რომ შავი ვერ შეამჩნიოს. იმედია ვერ მიხვდება. გემოზეც არამგონია ცუდი იყოს. იმედია, თორემ საშინელება იქნენა მასთან წაგება.
ვსხდებით. ძალიან მაინტერესებს როგორი გამოუვიდა. ორივე ერთად ვიწყებთ ჭამას, მე ნიკასა, ის კი ჩემსას. ერთდროულად ვკბეჩთ ბლინებს და......


_______
დააკომენტარეთ და დალაიქეთ. გამიხატეთ თქვენი აზრი და რეაქცია.
მადლობა, რომ კიხულობთ. წინა თავზე ცოტათი მეტია სიდიდით. ვიმედოვნებ კომენტარებითაც ასე იქნება, წინაზე მხოლოდ ორ ადამიანს აქვს დაკომენატრებულიი.
იმედი მაქვს მოგწონთ, ძალიან მაგარი თავი გამოვიდა. არ მეგონა ადსეთი თუ გამომივიდოდაა.



№1 სტუმარი mariammmm

აუ როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენ რომ დადე,ახლა ავალ და წავიკითხავ :დ❤

 


№2  offline წევრი Smailiki

mariammmm
აუ როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენ რომ დადე,ახლა ავალ და წავიკითხავ :დ❤


მიხარია თუ გაგახარე სიხარულო❤❤❤ იმედია მოგეწონება❤

ახლახანს გადავიკითხე ეს თავი და საშინელებაა, ანუ ასოებში სულ შეცდომებია, ამის გამო ბოდიშს გიხდით❤❤❤
ამის შემდეგ მაქსიმალურად ვეცდები ატვირთამდე გავასწოროო.❤❤❤

 


№3 სტუმარი mariammmm

Smailiki
mariammmm
აუ როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენ რომ დადე,ახლა ავალ და წავიკითხავ :დ❤


მიხარია თუ გაგახარე სიხარულო❤❤❤ იმედია მოგეწონება❤

ახლახანს გადავიკითხე ეს თავი და საშინელებაა, ანუ ასოებში სულ შეცდომებია, ამის გამო ბოდიშს გიხდით❤❤❤
ამის შემდეგ მაქსიმალურად ვეცდები ატვირთამდე გავასწოროო.❤❤❤

ძალიან მომეწონა,ამ საიტზე მხოლოდ შენი ისტორიის გამო შემოვდივარ იმედია შემდეგსაც მალე დადებ,ასოებში შეცდომა არფერია❤

 


№4  offline წევრი Smailiki

mariammmm
Smailiki
mariammmm
აუ როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენ რომ დადე,ახლა ავალ და წავიკითხავ :დ❤


მიხარია თუ გაგახარე სიხარულო❤❤❤ იმედია მოგეწონება❤

ახლახანს გადავიკითხე ეს თავი და საშინელებაა, ანუ ასოებში სულ შეცდომებია, ამის გამო ბოდიშს გიხდით❤❤❤
ამის შემდეგ მაქსიმალურად ვეცდები ატვირთამდე გავასწოროო.❤❤❤

ძალიან მომეწონა,ამ საიტზე მხოლოდ შენი ისტორიის გამო შემოვდივარ იმედია შემდეგსაც მალე დადებ,ასოებში შეცდომა არფერია❤


ვინაიდან და რადგანაც, სამეცადინოს ძლივს ავუდივარ, არ ვიცი როდის მოვახერხებ ატვირთვას. ❤❤❤❤ ვეცდები მალე იყოს❤

 


№5  offline წევრი S.მეგი

ჰეიი რასშვები ? ❤
მომეწონა ეს თავი ჩვენი იზოლდა გამბედავიც ყოფილა მაგარია
იცოდე გელოდები

ვაიმე ნეტა როგორი ბლინები იქნება ?

ინტრიგა

❤❤❤

 


№6  offline წევრი Smailiki

S.მეგი
ჰეიი რასშვები ? ❤
მომეწონა ეს თავი ჩვენი იზოლდა გამბედავიც ყოფილა მაგარია
იცოდე გელოდები

ვაიმე ნეტა როგორი ბლინები იქნება ?

ინტრიგა

❤❤❤


ვეცდები ხვალ ავტვირთოოო.❤
აბა მოგწონს ინტრიგა?❤❤ :დდ

 


№7  offline წევრი S.მეგი

Smailiki
S.მეგი
ჰეიი რასშვები ? ❤
მომეწონა ეს თავი ჩვენი იზოლდა გამბედავიც ყოფილა მაგარია
იცოდე გელოდები

ვაიმე ნეტა როგორი ბლინები იქნება ?

ინტრიგა

❤❤❤


ვეცდები ხვალ ავტვირთოოო.❤
აბა მოგწონს ინტრიგა?❤❤ :დდ

❤❤რათქმაუნდა

 


№8 სტუმარი mariammmm

როდის დადებ შემდეგს?ვეღარ ვითმენ

 


№9  offline წევრი Smailiki

mariammmm
როდის დადებ შემდეგს?ვეღარ ვითმენ


გუშინ და გუშინ წინ ვეღარ დავდე. ისეთი დაღლილი ვიყავი, სულ გადამავიწყდა. დიდი ალბათობით ღამით გადამოწმდება ადმინისტრაციის მიერ და დღეს ღამე თუ ვერა ხვალ წაიკითხავთ❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent