შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესპანელი მაფიოზები◇◆9◇◆


28-01-2020, 22:26
ავტორი წერო:)
ნანახია 1 076

დღეს ჩემი დაბადების დღეა!წელს ნამდვილად ორიგინალურად შევხდი ჩემი ოცდახუთი წლის იუბილეს.ყოველდღე ხომ ვერ ნახავთ განგსტერის მოტაცებულ იუბილარს რომელიც მაგიდას მარტო უზის და თავისივე გაკეთებულ სალათს უგემურად ღეჭავს?ნამდვილად არა..
_მეგობრები გილოცავენ გულიით დღეს ხომ შენ დაბადების დღეეააა..._ლუკმას ვუმღერე და პირისკენ გავიქანე.
_რა ბზიკმა გიკბინა?_შევხტი.მატიასი შეუმჩნევლად მიყრდნობოდა კარის ჩარჩოს.ჩემს რეაქციაზე ჩაეცინა._სულ რატომ ხტები?
_იმიტომ რომ სულ მოულოდნელი ქცევები გახასიათებს._მივუგე მე და ჩანგლით პომიდორის აღება უშედეგოდ ვეცადე_წყნარად ხარ და უცებ ღრიალს იწყებ,არ ჩანხარ და უცებ ჩნდები.არ გიკვირს კიდევ სრულ ჭკუაზე რომ ვარ?
_დღეს გამორჩეულად ბევრს ლაპარაკობ._წარბაწევით შემათვალიერა მატიასმა_ხასიათზე რამ მოგიყვანა?
_ვცდილობ კარგ ხასიათზე ვიყო_გავუღიმე მას და კბილებიც გამოვაჩინე.სახეზე გაკვირვება გამოეხატა
_რა?_მხრები ავიჩეჩე და მატიასს მზერა გავუყარე_მივხვდი რომ პესიმიზმით ვერაფერს გავაწყობ_მიუხედავად იმისა რომ ოცდახუთი წლის გავხდი თანაც სადღაც გადაკარგულში,საშიშ განგსტერთან ერთად ვხვდებოდი,ჩემი დაბადების დღე მაინც ყოველთვის მიხაროდა.შეიძლება აღნიშვნა არ მდომოდა(რაც ბევრჯერ მომხდარა)მაგრამ მიხაროდა.
_არ მინდა ხასიათი გაგიფუჭო,_მატიასმა გველურად გაიღიმა_მაგრამ ვერც პოზიტივით გააწყობ რამეს.
_სხვა თუ არაფერი_სალათის დიდი ლუკმა პირში გადავაგორე_უკეთესად მაინც ვიგრძნობ თავს_თვალიც კი ჩავუკარი_და ჰო,როგორც არ უნდა ეცადო დღეს ხასიათს ვერ გამიფუჭებ ბატონო მატიას._თეფში გავრეცხე და კართან ღიმილშემშრალ მატიასს ჩავუქროლე.
***
მართალია, ჩემი დაბადების დღეა მაგრამ მე ის უფრო მახარებს რომ დღეს სავარაუდოდ დიეგო მოვა,აქედანაც გავაღწევ და ესეც შენი საჩუქარი.
ერთი კვირა გავიდა უკვე მისი მოსვლიდან,წესით დღეს უნდა მოვიდეს.
მატიასი და ენდრიუ კიდევ სადღაც წავიდნენ ასე რომ კართან უფრო მეტმა დაცვამ მოიყარა თავი რომ ჩემი გაქცევის შესაძლებლობა მაქსიმალურად შეეზღუდათ ამჯერად სამხილების ძიებით თავი აღარ შემიწუხებია,ფანჯრიდან ეზოს გადავყურებდი და გალავანივით შემორტყმულ ჭიშკარს უიმედოდ მივშტერებოდი.გადაძრომა შეუძლებელი იყო ჭიშკართან დაცვა იდგა.ოხ ეს დაცვა!რა ყველგან ეკვეხება.არა,არ ვინერვიულებ დიეგოს გეგმა ექნება.
დრო წარმოუდგენლად ნელა გადიოდა.დიეგო ჯერ არ მოსულიყო არადა ყველაზე კარგი დრო ახლა იყო.მატიასი და ენდრიუ სახლში არ იყვნენ რაც ჩუმად წასვლის შანსებს ზრდიდა."ჩემს" ოთახში ყოფნა არ მინდოდა ხმასაც ვერ გავიგონებდი რამისას,მატიასის კაბინეტში ჯდომას ნამდვილად არ ვაპირებდი,გასასვლელის კართან ვერ დავეყუდებოდი და ამიტომ მოცდა სამზარეულოში ვარჩიე.ბევრი არავინ შემოდიოდა და მატიასის კარამდეც წვდებოდა მზერა.ნახევარი საათი წინ და უკან ბოლთის ცემაში გავატარე და თითქმის ერთი ლიტრი წყალი დავლიე და უკვე საგრძნობლად ავნერვიულდი.სად იყო ამდენ ხანს?არადა ენდრიუ და მატიასი დილიდან იყვნენ წასულები და ალბათ მალე მოვიდოდნენ.კართან მდგომ დაცვასთან გავედი
_გამარჯობა ბიჭებო_ბუმბერაზივით კაცებმა უინტერესო მზერა მომაპყრეს და ბიჭები რომ ვუწოდე ცოტა არ იყოს შემრცხვა_შეიძლება რაღაც გკითხოთ?_პასუხი არ გაუციათ უბრალოდ მიყურებდნენ რაც თანხმობის ნიშნად ჩავთვალე_მატიასი და ენდრიუ მალე მოვლენ თუ იცით?
_რაში გაინტერესებს?_დაიბუბუნა ერთერთმა
_მე...რაღაც უნდა ვკითხო_უდარდელად გავუღიმე და მგონი ზედმეტად მოვინდომე.მათ ადგილას რომ ვყოფილიყავი აუცილებლად მივხვდებოდი რაღაცას მატყუებდნენ მაგრამ ამათ მემგონი რაც ტვინი უნდა გაზრდოდათ ისიც კუნთებს მიახარჯეს
_ბატონი მატიასი ჩვენ არ გვაბარებს ანგარიშებს_"ბატონზე" ღიმილი ძლივს შევიკავე
_ჰო მაგრამ რა დროს მოდის ხოლმე არ იცით?_ამ კითხვის პასუხი მეც ვიცოდი.ვიცოდი მატიასი დაახლოებით რა დროს მოდიოდა მაგრამ დაცვასთან ზუსტი პასუხის გაგების მიზნით მივედი
_არ ვიცი.მალე მოვა
_კარგი მადლობა_იმედგაცრუებული სახის მიღება არ გამჭირვებია,ისედაც ასე ვიყავი_კარგი ბიჭები ხართ_ერთი-ორი თბილი სიტყვაც გავიმეტე მატიასის ლეკვებისთვის.რა ვიცოდი რაში დამჭირდებოდა?
გამახსენდა სკოლაში კარისკაცის "ძმაკაცი" რომ ვიყავი და ხანდახან გაკვეთილებიდან მაპარებდა და გამეცინა.ერთხელ პირდაპირ მასწავლებლის წინ გამიშვა.ფურცლის ნაგლეჯი მივაწოდე თითქოს განცხადება იყო და მასწავლებელმა ვერაფერი გაიგო.
გამბედაობა მოვიკრებე და მატიასის ოთახში შევედი.ცდა აქ გავაგრძელე,დიეგო ხომ სწორედ აქ მოვიდოდა.სანამ ვიცდიდი ხელში ჩემი მოპოვებული იარაღი შევათამაშე რომელიც პოვნის წუთიდან გვერდიდან არ მომიცილებია.ის იარაღი იყო რომელიც გათიშულ ბიჭს ამოვუღე ქამრიდან გაქცევის პირველი მცდელობისას.
პატარა იყო თუმცა საკმაოდ მძიმე,ტყვიაც იდო.კარს დავუმიზნე ცალი თვალი მოვჭუტე და "ბახ" დავიჩურჩულე.იარაღებში ვერ ვერკვეოდი,ვერც გავიგე რა მოდელი იყო მაგრამ ჩემი დაცვა ნამდვილად შეეძლო.კარზე ჩუმი ჩხაკუნი გაისმა და მაშინვე წამოვხტი.დიეგო შემოვიდა და ისე ვიგრძენი თავი თითქოს ვინმემ ჯოჯოხეთის ცეცხლიდან გამომიტაცაო.
_მოხვედი!_თვალები გამიბრწყინდა_როგორ შემოაღწიე?
_მოვედი!ეგ რაში გაინტერესებს?_გამიღიმა მანაც_აბა რა დამახვედრე?_პირი გავაღე რომ ყველაფერი მეთქვა მაგრამ უცებ გადავიფიქრე
_მანამდე დამპირდი რომ აქედან ნამდვილად გამიყვან.დღესვე!
_გპირდები!
_დაამტკიცე!_დიეგომ შეწუხებული გამომეტყველება მიიღო
_ლიზა!დროს ვკარგავთ!რაც შეიძლება მალე მითხარი და მომეცი საბუთები და მალე გავალთ._დიეგო შევათვალიერე მერე ამოვიხვნეშე და თავი დავუქნიე
_კარგი_დიეგომ გაიღიმა_შუადღეს გადის სახლიდაან და საღამოს დაახლობით რვაზე ან ცხრაზე ხანდახან თერთმეტზეც ბრუნდება.სად მიდის არ ვიცი ეგ შენით გაიგე.იმ სურათის უკან_კედელზე ჩამოკიდებული ქალის პორტრეტისკენ მივათითე_სეიფია მაგრამ ვერ გავხსენი,წესით კომპიუტერშიც უნდა იყოს რამე მაგრამ პაროლი ადევს გახსნა ვცადე მაგრამ ვერ გავტეხე არც შენ სცადო.პაროლის წერისას კამერა ირთვება და გაიგო რომ ვცადე _დიეგოს თვალები გაუფართოვდა
_მერე რა უთხარი?
_არ იდარდო შენზე არაფერი მითქვამს.სანერვიულო არაფერია.დაივიწყე._უჯრა გამოვაღე_ აგერ ნარკოტიკები და იარაღიც_ზარზეიმით ვაცნობე დიეგოს._ხომ მაგარია?_იმ წუთას პატარა ბავსვს დავმსგავსე რომელმაც ნახატი დახატა და დედას აღფრთოვანებული უჩვენებს.დიეგოს სახეზე გამარჯვებულის ღიმილი დასთამაშებდა მაგრამ ისიც ეტყობოდა რომ ცოტა უფრო მეტს ელოდა.
_ამ უჯრაში კი_თითით ზედა უჯრაზე ვანიშნე_ეტყობა მართლა სერიოზული რამეა ჩაკე..._სიტყვა გამიწყდა რადგან კარი გაიღო და ოთახში წარბშეკრული მატიასი შემოვიდა.გაოცება და ბრაზი იკითხებოდა მის სახეზე მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ბრაზმა დაიკავა ადგილი.სახე წამეშალა და გული საშინლად ამიჩქარდა,ლამის ყელში მომაწვა,თავბრუც კი დამეხვა .არ ვიცოდი დიეგო რას ფიქრობდა,არ ვიცოდი რა გამომეტყველება ჰქონდა ,ვხვდებოდი რომ გაფითრწბული ვიყავი და ვფიქრობდი გაცეცხლებული მატიასი რას იზამდა
***
_აქ რა ჯანდაბა ხდება?
_მატიას_ზანტად თქვა დიეგომ _ჩემო ძველო მეგობარო.როგორ ხარ?
_ცეცხლს ეთამაშები დიეგო._მატიასის თვალებში ის ყინულოვანი ბრაზი იკითხებოდა მხოლოდ მასთან რომ მენახა
_და ვინ გითხრა რომ ცეცხლთან თამაში არ მიზიდავს_წარბი ასწია დიეგომ
_იცი გათიშული დაცვა რომ ვნახე ვიფიქრე რაღაც ცუდი ხდებოდა _მატიასმა კარი გადაკეტა და დიეგოს თვალში გაუყარა.ენით აღუწერელი სიცივე მოდიოდა მისგან და შურისგების სურვილი.მისი ასეთი მშვიდი,ცივი და ცინიკური ტონი მზაფრავდა და მის ყოველ ნათქვამ სიტყვაზე ჟრუანტელი მივლიდა.მატიასი ღამის კოშმარის ბოროტ მოლაპარაკე სულს გავდა რომელიც შენს მოსაკლავად მოვიდა ჯერ შენი შიშით იკვებება და სიამოვნებას იღებს,იმ ეშმაკისეულს გავდა ლაპარაკითაც ,სრულიად მშვიდად რომ კლავდნენ.
მატიასი ხორცშესხმულ ბოროტებად ქცეულიყო._მაგრამ ამდენად კარგ ამბავს არ ველოდი.დიეგო,რომელსაც ამდენი ხანია ვეძებ და არსად ჩანს ერთ დღეს თავად მოდის ჩემს სახლში,პირდაპირ ჩემს ოთახში მხვდება._მატიასმა გაიღიმა,მაგრამ ეს სულაც არ იყო მხიარული ღიმილი.საერთოდაც ღიმილთან არავითარი საერთო ჰქონდა
_აქ გაჩერებას არ ვაპირებ მატიას_ნიშნის მოგებით უპასუხა დიეგომ
_უი რას ამბობ_გაიკვირვა მატიასმა_ყავა მაინც დაგელია!ჩაიც არ გინდა?_დიეგომ ჩაიცინა
_არ გინდა ეს იაფფასიანი იუმორი მატიას იცი რისთვისაც მოვედი
_რისთვის მოხვედი?_მატიასი თითქოს დაინტერესდა და ხელები გადაიჭდო.
_შენი პასუხის გასაგებად_მატიასმა წარბები შეჭმუხნა
_ცოლად არ გამოგყვები დიეგო
_მატიას!
_არამეთქი გეი არ ვარ.
_შენს წინააღმდეგ სამხილები მაქვს!გირჩვნია დამითმო მატიას
_რა სულელი უსუსური ხარ დიეგო!_გადაიხარხარა მატიასმა და დიეგოს ისედაც შავი და ახლა უფრო ჩამუქებული თვალები მიაპყრო_იმაზე არ გიფიქრია რომ შეიძლება საჩივარი პოლიციაში მეც მქონდეს?ყველაზე იდიოტური გზა აირჩიე დიეგო ჩემს გადასაგდებლად.ორი წლის ბავშვიც არ იზამდა ამას მაგრამ იცი პრობლემა რაშია?ჩემთან პირისპირ ბრძოლას ვერ ბედავ რადგან მშიშარა ხარ!შენც იცი ეს და აღიარება არ გინდა!ნეტავ ეს ვითომ სამხილებიც საიდან გამოჩხრიკე?_მატიასმა გადმომხედა და ისეთი სახე მიიღო თითქოს რაღაც გაახსენდაო_აჰ,ჰო რა თქმა უნდა ასეც ვფიქრობდი.
საინტერესო იპოვე რამე ლიზა?იმედია შენს ოჯახზე უფრო საინტერესო იქნება თორემ ცოდო ასე ტყუილად რომ გარჯილიყავი
_არ გინდა...არ გააკეთო ეს..._სახე და ტუჩები მიტკალივით გამიფითრდა წინანდელი შიში ახლანდენლთან მონაგონიც არ იყო.გონებაში მამიდაჩემისა და ჩემი ძმის მკვდარი სხეულები წარმომიდგა და თვალებზე მაშინვე ცდემლები მომაწვა
_ისევ ზლუქუნს თუ აპირებ გირჩევ დაწყნარდე
თორემ ჩემი ხელით დაგახრჩობ _ხელი აიქნია მატიასმა ,დიეგოს მიუბრუნდა და იარაღი ამოიღო და დაუმიზნა
_აბა დიეგო მალე დავამთავროთ არ ჯობია?რამე ხომ არ გაქვს სათქმელი?_არნახული სიცივით შევინიღბე და გრძნობები სადღაც გულის ბნელ კუნჭულში გამოვკეტე.მე ცივი გონება მჭირდება!არ მივცემ მატიასს უფლებას ჩემი გრძნობებით ითამაშოს!არ მივცემ მატიასს უფლებას ხალხის დახოცვით გაერთოს და არ დავუშვებ ჩემი გადაეჩენის გზა მოკლას
_მატიას!_საკუთარი ხმა ვერ ვიცანი_იარაღი დაუშვი, ახლავე!
_თორემ რა პატარა ქალბატონო?
_თორემ გესვრი!_შემოტრიალდა და ჩემი დამიზნებული იარაღის დანახვაზე მზერა გაუშეშდა.



არ ვიც იმერემადენედ ვიხდი ბოდიშს მაგრამ კიდევ ერთხელ ბოდიში.
გადავწყვიტე თავები ყოველს შაბათ-კვირას დავდო.სხვანაირად ფეხები სულ რომ წელზე შევიდგა დრო ფიზიკურად არ მაქვს.რა ვქნა?გამიგეთ.
თქვენ კომენტარებს დაველოდები.



№1 სტუმარი Wero

პირველი,აგვიანებ!
მეორე,პატარა თავებს დებ!
მესამე,საინტერესო მომენტში წყვეტ! კაი რაააააა! გთხოვ შემდეგი თავი მალე
დადო!

აუ რა საინტერესო მომენტში გაწყვიტეე წერაააააა((( მალე დადეეეე ფლზ

 


№2  offline წევრი წერო:)

Wero
პირველი,აგვიანებ!
მეორე,პატარა თავებს დებ!
მესამე,საინტერესო მომენტში წყვეტ! კაი რაააააა! გთხოვ შემდეგი თავი მალე
დადო!

აუ რა საინტერესო მომენტში გაწყვიტეე წერაააააა((( მალე დადეეეე ფლზ


დიდი უნამუსო ვინმე ვარ დდ
ყოველ შაბათ-კვირას დავდებ.მადლობა რომ კითხულობ მიკვირს კიდევ ვინმე რომ შემორჩა:)))<3<3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ახალი თავის დადება ძალიან გამოხარდა. ასეთ ადგილზე გაწყვეტა შეიძლებოდა ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი წერო:)

ablabudaa
ახალი თავის დადება ძალიან გამოხარდა. ასეთ ადგილზე გაწყვეტა შეიძლებოდა ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს ❤️❤️❤️

მადლობაა relaxed

 


№5  offline წევრი cheryl blossom

აუუუუ მალე დადე რააა

 


№6  offline წევრი წერო:)

cheryl blossom
აუუუუ მალე დადე რააა

შაბათს ან კვირას იქნება grimacing

 


№7 სტუმარი maco maco

სად ხარ სად, ძალიან ნუ იკარგებიი აზარტს ვკარგავ მერე

 


№8  offline წევრი წერო:)

maco maco
სად ხარ სად, ძალიან ნუ იკარგებიი აზარტს ვკარგავ მერე

ამ სკოლას ცეკვას მათემატიკას ფიზიკას და რუსულს და სკოლის გაკვეთილებს რა ვუთხარი თორე ხო მექნებოდა ახლა დამთავრებული დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent