ესპანელი მაფიოზები ◇◆6◇◆
ჯანდაბა შენს თავს მატიას!ძუ*ნა როგორ დამიძახა ამ...ამ...ფუ შენი არც ვიცი რა ვუწოდო!მე?მე ვარ ძუკ*ა?!დადის მკაცრი სიფათით თითქოს რამე დამეშავებინოს და კიდევ აქეთ მიყვირის! ყურებიდან ლამის ბოლი გამოვუშვი და საწოლზე დავეხეთქე. ეს როგორი დღე იყო!ჯერ თავი ბარსელონაში ამოვყავი,მერე დიეგომ დამიწესა კიდევ წესები,ვინ ეკითხებოდა?ან მე ვინ რას მე კითხებოდა იმ ოთახში რომ შევპრუტუნდი?საწოლის გადასაფარებელი მუჭში მოვჭმუჭნე და ჭერს ისეთი მზერა მივაპყარი მგონი მასაც შერცხვა.მერე მატიასი! მორჩა! ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია რომ აქედან გავაღწიო.პოლიციის იმედზე ვერ ვიჯდები გულხელდაკრეფილი აღარ შემიძლია! დამთავრდა,დიეგოს ვეხმარები!ჩემი რა მიდის? მაქსიმალურად კომფორტულად დავწექი საწოლში და ძილს მივეცი.დიდი დღე იყო. *** _ენდრიუ!ენდრიუუ!რა ჯანდაბაა,სად ხარ?_ღრიალებდა მატიასი და ენდრიუს თავისთან იხმობდა.ოთახში შარვლის სწორებით,სწრაფად შემოვიდა ენდრიუ _რა ხდება? _სად ხარ,რამდენი ხანია გეძახი?_წარბი ასწია მატიასმა _ტუალეტში ვიყავი_მატიასმა ჩაიფხუკუნა _მერე ვერ თქვი?ეგეთი დესპოტიც კი არ ვარ მაგის გამო გაგაგდო_ენდრიუმ ჩაიცინა _რატომ მეძახდი? _ის ნახეთ ამ დილით რას შვება? _ვინ ის?_თვალები მოჭუტა ენდრიუმ _ლიზა _აა არ ვიცი ვნახო?საჭმელი შევუტანო? _საჭმელი ორი დღე არ აღირსოთ.დასჯილია_დაიღრინა მატიასმა _ცოდოა,რა დააშავა?_ლიზას დაცვა სცადა ენდრიუმ_ისედაც ლანდი გასდის კიდევ შიმშილი უნდა? _ამდენი ლაპარაკი როდის ისწავლე ენდრიუ?_მატიასი უკვე გაღიზიანებულიყო _შენ თავად მითხარი მატიას._ნიშნისმოგებით უპასუხა ენდრიუმ_ოფიციალობები არ გვინდაო და თანაც უკვე წლებია რაც ერთად ვმუშაობთ _ოო მიბრძანდი აქედან_ხელი აიქნია მატიასმა_"იმას" კიდე საღამოს ერთი ნაჭერი პური შეუგდეთ ისევ ცუდად არ გახდეს.არ მაქ მაგის ნერვები და დრო. _კარგი_ენდრიუმ თავი დაუქნია და ოთახიდან უნდა გასულიყო როცა მატიასმა შეაჩერა _დიეგოზე გავარკვიეთ რამე? _ვერაფერი.ისევ ის ვიცით რომ აქაა, ბარსელონაში. _მაგის დედაც!წესიერად იმუშავეთ თორემ სათითაოდ დაგცხოცავთ!ასე გადაეცი ბიჭებს სანამ მართლა მოთმინების ფიალა ამევსო!_ედნრიუ გავიდა.მატიასმა ოდნავ ამოსულ წვერზე ხელი ჩამოისვა და ისევ საბუთებში ჩაეფლო. *** მთელი დღე ისე გავიდა არაფერი მომხდარა.საღამოს ენდრიუ შემოვიდა .ხელში თეფში ეჭირა რომელზეც ერთი პურის ნაჭერი იდო.ჩამეცინა _რა გულმოწყალეები ხართ _ამაზეც ძლივს დავითანხმე_მოიბოდიშასავით ენდრიუმ და კარისენ შებრუნდა წასასვლელად _ენდრიუ_გაუბედავად დავუძახე მე და გაკვირვებული შემოტრიალდა _რა ხდება? _შეგიძლიათ ამ ოთახიდან რომ გამომიშვათ?დღეში ერთი-ორი საათი მაინც _დარწმუნებული ვარ მატიასი ამას არ დაეთანხმება_მკაცრად მიპასუხა მან _მაგრამ სულ ასე ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა არ შემიძლია.კლაუსტროფობია მჭირს_ვიცრუე.აქედან გასვლა მჭირდება სხვაგვარად დიეგოსთვის სამხილებს ვერ შევაგროვებ.ენდრიუმ ეჭვის თავლით შემათვალიერა. _არამგონია უფლება მოგცეს მაგრამ მაინც ვეტყვი._მითხრა და ოთახიდან გავიდა ესეც ასე.გეგმის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.ახლა მატიასის ხელახლა აფეთქებას დაველოდები ზუსტად ვიცი რომ სასტიკად გაბრაზდება მაგრამ მაინც დავითანხმებ.დამარცხების უფლება არ მაქვს. დაახლოებით ნახევარ საათში ჩემი წინასწარმეტყველებაც ახდა და კარი გაბრაზებულმა მატიასმა შემოაღო _რით შემიძლია გემსახუროთ თქვენო აღმატებულებავ?_დაიღრინა მან _ირონია საჭირო არ არის მატიას_მშვიდად ვუპასუხე მე და საწოლიდან წამოვიზლაზნე _რა გინდა? _ამ ოთახიდან გამომიშვი _კიდევ რამე ხომ არ გინდა?ფურცელზე ჩამომიწერე კარგი?_ირონიულად გაიღიმა მაფიოზმა _მგონი ვთქვი ირონიის გარეშეთქო_თვალები გადავატრიალე მე _მბძანებლობ კიდეც?_ხმას აუწია მან _არაფერსაც არ ვმბრძანებლობ!ადამიანურად გელაპარაკები!კლაუსტროფობია მჭირს სულ ჩაკეტილ სივრცეში ვერ ვიქნები!თანაც ორ საათს გთხოვ მარტო და სახლიდან არ გავდივარ.არ შეიძლება?_თვალები დავამრგვალე და მგონი ცრემლებიც კი მომადგა . _არამეთქი!ტყვე ხარ და არა სტუმარი!_კარიდან გასვლას აპირებდა მაგრამ ხელი მკლავში ჩავავლე.შეკრთა და ჩემს ხელს დახედა _მატიას..._ცრემლი ლოყაზე ჩამომიგორდა.ნეტავ ეს ცრემლები საიდან გავაჩინე?_გევედრები...არ შემიძლია...შეიძლება ჭკუიდან შევიშალო_სახეზე მაკვირდებოდა და ცოტა ხანში მითხრა _დავფიქრდები_მკლავი თითებიდან უხეშად გამომგლიჯა და კარი გაიხურა. ოსკარი!ოსკარი მიბოძეთ თუ შეიძლება.ცხოვრებაში ძალით ატირება არასდროს შემეძლო მაგრამ გაჭივრება მანახე და გაქცევას განახებო ხომ გაგიგიათ?ალბათ ახლა რომ ვცადო ატირება არ გამომივა მაგრამ რაში მაინტრესებს?როცა საწირო იყო ვიტირე უკვე.გავიღიმე და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გულამღმა დავწექი. *** შუაღამით ოთახს ბარსელონას მთვარე ანათებდა.ქერა გოგონა მოკუნტულო იწვა საწოლზე და თავზე მაღალი ფიგურა დაჰყურებდა. მატიასს ალკოჰოლის,სიგარეტისა და კაცის სუნამოს სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. მატიასი დაიხარა და სახიდან თმა გადაუწია გაახსენდა ლიზას გული რომ წაუვიდა მაშინაც ასე გადაუწია თმა,მაშინაც ასეთი სუსტი ჩანდა.განგსტერი მთვრალი იყო და არ იცოდა რას აკეთებდა.გაუაზრებლად ეფერებოდა ცერით ლოყაზე,ტუჩებზე.ხელი მხარზე გადაუსვა და გოგონა შეიშმუშნა.მატიასმა ხელი გაუშვა და უკან დაიხია.ნამდვილად არ უნდოდა ლიზა გაღვიძებულიყო და მასთან ასე დაყუდებული ენახა. მატიასი ფანჯრის რაფას მიეყრდნო და ხელები გადაიჯვარედინა.თავი ოდნავ გვედზე გადასწია და ლიზაზე მიშტერებულმა ფიქრი დაიწყო. იმდენად სულელი არ იყო რომ ლიზას ყალბი ცრემლები დაეჯერებინა.წინა დღით ლიზას გაგიჟება და გაღებული კარიც აეჭვებდა მაგრამ რა ხდებოდა არ იცოდა და ეს გულს უღრღნიდა. კლაუსტროფობია? რა თქმა უნდა ეს მიზეზი სრული აბსურდი იყო. ერთი-ორი საათი არაფერს შველის.თანაც მაშინ რომ კარი ღია იყო თუ კლაუსტროფობია ჭირს გარეთ რატომ არ დახვდა? _ოოხ ლიზააა რას მალავ?_ხმამაღლა მოუხდა ამოხვნეშა მატიასს და ლიზა ისევ შეიშმუშნა მაგრამ არ გაუღვიძია.ისე წრიალებდა ლიზა აშკარა იყო მატიასის ამოხვნეშა კი არა კოშმარი აწუხებდა.შიგადაშიგ წამოიკვნესებდა ხოლმე . "ჯანდაბა!ახლა უნდა გავაღვიძო?"გაიფიქრა მატიასმა "ფუ შენი.." ნელა მიუახლოვდა მხარზე ხელი ნაზად ჩაავლო და შეანჯღრია თან ცდილობდა მკაცრი გამომეტყველება მიეღო. _ლიზაა!_თქვა მატიასმა და უფრო ძლიერად შეანჯღრია რადგან გოგო არ ფხიზლდებოდა.ლიზამ თვალები გაახილა და საწოლთან რომ ბნელი სილუეტი აღიქვა ისედაც კოშმარიდან გამოფხიზლებულმა კივილი მორთო. _ეეიიი_იყვირა მატიასმა_გაჩუმდი ტვინი მეტკინა! _რა ჯანდაბა გინდა?_იკივლა ლიზამ და ფეხზე წამოხტა _შენმა კოშმარზე კივილმა შენ წარმოიდგინე ოთახიდან გამოაღწია და შემაწუხა!ასე რომ შენ გაღვიძებდი რომ მე მშვიდად დამეძინა _ვკიოდი?_თვალები გაუფართოვდა ლიზას _დიახ _ვააა...ახლა შეგიძლია გახვიდე და დაიძინო _რა გესიზმრა?_დაინტერესდა მატიასი _შენ მაწამებდი და ისე მკლავდი_მიუგო ლიზამ _წინასწარმეტყველი სიზმარი ყოფილა_ჩაიცინა მატიასმა და ოთახიდან ისე გავიდა ლიზას პასუხის თქმა არ დააცალა.ის უსიამოვნო შეგრძნება კი დააიგნორა რომელიც ლიზას წამების წარმოდგენაზე გაუჩნდა. ძალიაან დიიიდი ბოდიში დაგვიანებისთვის მე რომ მკითხველი ვიყო ალბათ მწერალს დავახრჩობდი ტუ მისი მოთხრობა მაინტერესებდა მაგრამ მართლა!ღმერთმა იცის როგორ გამეგრძელებინა მაგაზე ვფიქრობდი მთელი ეს დრო და თავში არაფერი მომდიოდ სიმართლე გითხრატ არც ახლა მომდის...იქნებ თქვენ მითხრათ მაგალითაფ თქვენ როგორ გააგრძელებდით.ანუ ზოგადად ვიცი როგორაც მინდა მაგრამ გპმაგ ზოგადამდე როგორ მივიყვანო ფანტაზია არ მყოფნის დდ ეს თავიც ზრდილობისთვის დავდე ასე ვთქვათ დდდ კიდევ ერთხელ ბოდიშიი და გილოცაავთ ყველაფერს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.