შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის კაქტუსი 7


28-01-2020, 23:33
ავტორი კატერინკა
ნანახია 958

რომანტიკა თუ დრამა? დღის მთავარი კითხვა სწორედ ეს არის ! მეგი დაბადებით მეოცნებე , რომანტიკოსი ადამიანია . მსგავსი თვისებები , ელენეს სწორედ დედისგან ერგო , მამამ კი მისი შარმი დაანათლა ...
- დე , აარჩიე რამე?
- აქბევრი ფილმია ელენე ,
- აუუ , სულაც არ არის ფილმი საჭირო .
-?!
- ჰოო , ვიფიქრე რაიმე გავიხსენოთ ვისაუბროთ უკეთესი არ იქნება ?
- ოღონდ ისევ შენი ბავშვობის ისტორიების მოყოლა არ მთხოვო
-კაი რა , ამ ერთხელაც გთხოოვ
- ელენე !
- ამ ერთხელ და მეტჯერ არა
ელენე სარწეველა სკამზე მჯდომ მეგის ისე ჩაუსკუპტა როგორც ბუდეში მოკალათებული ბარტყი????...
- კარგი , ოღონდ არ შემაწყვეტინო !
- როგორც ბრძანებ !
ელენე 2000 წლის 1 აგვისტოს მოევლინა ქვეყნიერებას, იმ დღეს ძალიან ცხელოდა , ქვეყნიერება იწვოდა , სიოც კი არ ქროდა . მეგიც უსაქმურობისგან დაღლილმა ,მაგრამ უჩვეულოდ აჟიტირებულმა გაისტუმრა ძვირფასი მეუღლე სამსახურში , მასთან კი დამხმარე ქალი -ნონა დარჩა .
მეგის რომ კითხოთ ის დღე არაფრის მომცემ , ჩვეულებრივ დღეს გავდა , იცოდა რომ მალე მისი ცხოვრება სრულიად შეიცვლებოდა მაგრამ არ ეგონა რომ, ეს სწორედ ის დღე იყო . დღე როდესაც "დედის სტატუსი" და ღვთის საჩუქარი ელოდა ???? ის ღრმად იყო დარწმუნებული რომ "დედა ყოველთვის წინასწარ გრძნობს ამ დღის მოახლოვებას"... სადილის შემდეგ ჯერ კიდევ დაუბადებელი გოგონას სამოსის შერჩევა დაიწყო ... ზოგს ქსოვილის სიუხეშე მოსდო ჩირქად , ზოგის ფერი ეჩვენა ზედმეტად უბრალო , ბოლოს კი მიაგნო იმ ერთადერთს.... ეს გახლდათ ცისფერი კოპწია კაბა შიგადაშიგ ოდნავ ზღვისფერი სიელვარე დაჰკრავდა , ხელითნაქარგი ყვითელი ფერის ყვავილებით მორთული , თან სალამანდრები და კოპწია ქუდით . ???????? -" ეს იქნება ჩემი ანგელოზის პირველი კაბა"- მსგავსს ფიქრებში იყო გართული მეგი როცა მუცლის მარჯვენა მხარეს ტკვილი იგრძნო , თავიდან ყურადრება არ მიუქცევია , ელენე იქაც კი ონავარი გახლდათ ????მაგრამ ტკივილებმა მალევე იმატა ..
- "ნონა , მგონი იწყება ! ... გოგას დაურეკე "....
იმის წარმოდგენა თუ რა დაემართებოდა გოგას არც ისე ძნელია , ცალცალი წინდით მისულ , თმაქოჩორა გოგას შინ არავინ დახვდა , პირდაპირ საავადმყოფოსაკენ გაეშურა გზად კი ელვისსისწრაფით მოასწრო მეუღლის საყვარელი ყვავილების -შროშანების ყიდვა ...
იურისტი კაცი ნამდვილ მასხარას გავდა ???? ... ბევრი ცდა არ მოუწია გოგას , მალევე სამშობიარო ბლოკიდან მამისგულისოდენა გოგონა გამოიყვანეს , ამ დღის შემდეგ გოგა ხშირად იხსენებს -" პატარა უმანკო არსება პირდაპირ გულზე დამაწვინეს , წუთის წინ მტირალე მხოლოდ შემდეგგაჩუმდა რაც ჩემს გულზე მოიკალათა , იმ წამს ჩემზე ამაყი და ბედნიერი არავინ მეგონა , მისი პაწაწინა თითებ რომ მომედო სწორედ მაშინ მივხვდი რომ მე "მამა" გავხდი . მეგონა ბიჭი დაიბადებოდა , ექთანმა რომ მითხრა გოგოაო , შემეშინდა განა ადვილია გერქვას გოგოს მამა? მაგრამ რომ ავიყვანე მივხვდი გოგოს მამობა მეტად კარგი ყოფილა ! იმ წამიდან მე გოგოს მამა ვარ ! მეგი ისედაც მიყვარდა მაგრამ ამ წუთების შემდეგ ასმაგად შემიყვარდა , ის სწორედ ის ქალია ვინც ეს არსება მაჩუქა , ახლა ორმაგად მეტი მმართებს მისი ????" მეგის ცრემლები მოადგა ...
- დე , და შენ, შენ რა იგრძენი ? მე ხომ ამხელა ტკივილი მოგანიჭე ?
- ჰმ , მაინც გამაწყვწტინე ... სულელო ,რა ტკივილი?! ...
იცი, ქალს მისი ცხოვრების სამი ფრაგმენტი არასდროს არ დაავიწყდება ...
1- ის დროა როცა ქალი მის ნაწილს, სიყვარულს იპოვის , როცა მასთან ერთად დაიწყებს ცხოვრების უღლის წევას.
2- ეს ის დროა როცა ნელ-ნელა " იბერები" , როცა შენს სხეულში 2 გული ფეთქავს, როცა ყველაფერი 2 გინდება... როცა შენი სიყვარულის ნაყოფის სურნელს შეიგრძნობ ... დღე როცა დედა ხდები????
3- ეჰჰ, ეს დღე ტკბილიც არის და მწარეც ... უეცრად ტირილიც კი წაგსკდება მაგრამ ვერ ხვდები ეს სიხარულის ცრემლებია თუ ტკივილის ... ეს ის დღეა როცა წლობით ნაზარდი ბარტყი ბუდეს ტოვებს და შენგან შორს საკუთარი ბუდის შენებას იწყებს ... ყველაზე ძნელი გასააზრებელი სწორედ ეს არის რომ ყველა ბარტყი ერთ დღესაც გახდება მშვენიერი ზრდასრული, ფრთაგრძელი მერცხალი ...
მე რომ ვიმშობიარე ერთადერთი რაც მახსოვს ესაა-ვიკითხე შენი სქესი, ვგრძნობდი რომ პატარა თოჯინა მეყოლებოდა , ექიმს თავისდროზე დავამალინე ეს ამბავი ისე გიყიდე ყველაფერი სქესი არ ვიცოდით ... მახსოვს მითხრეს გოგოაო . მერე გავითიშე , შენ ვერც შეგეხე ისე ...
რომ გამომეღვიძა უკვე პალატაში ვიყავი , ნომერიც მახსოვს , 22 პალატა იყო მე_2 სართული . გოგას დამჭკნარი შროშანებით ხელში ჩაძინებოდა შენ კი ცისფერ გადასაფარებელში გამოხვეული ჩემს გვერდით შენ პაწაწინა საწოლში იწექი . ოჰ ჩვენი პირველი შეხვედრა ! მთელი 9 თვე ამაზე ვფიქრობდი , ათასნაირი სცენარითწარმოვიდგინე ეს წამი , რეალობა კი უკეთესი აღმოჩნდა! მშვიდად გეძინა , რომ დაგინახე შემეშინდა ხელში აყვანის , იმდენად პაწაწუნა იყავი ! მაგრამ შიშს შენდამი იმ წამს დაბადებულმა სიყვარულმა სძლია ! ფრთხილად ამოგიყვანე და ჩაგიხუტე ! ისე ტკბილად გეძინა , უშფოთველად ძილში იღიმოდი ! ჩაგიკარი და შენი სურნელი შევიგრძენი ! ოჰ მასზე ტკბილი ახლაც არაფერია ! უკვე 17 წელია ამ სურნელით, ამ ღიმილით ვარსებობ !
ხელში რომ აგიყვანე ხელზე ვარდისფერი რაღაც გეკეთა , ნიშნულს გავდა . წარწერით:
თარიღი: 2000\08\01.
წონა :2 და 300
სიმაღლე: 52სმ
პაციენტი:მინდაძე...
მხოლოდ მინდაძე , სახელი კი ჩემს თოჯინას ჯერ კიდევ არ ქონდა , შენ დაბადებამდე მე და მამაშენი სახელებს ერთად ვარჩევდით , მამაშენიამბობდა ბიჭი თუ იქნება ცოტნეს დავარქმევთო , მე კი ვჯიუტობდი გოგოა , გოგო მეთქი . რა აღარ ვიფიქრეთ: ნათია ,ლილე, ლალი ...
იმ წამს ისევ შენ შეგხედე ! და ვთქვი: ელენე მინდაძე !.... სახელი მე შეგირჩიე . შეგხედე და ვიგრძენი ! ...
- ელენე , შენი სახელი ჰო მოგწონსდე ? ...
კითხვაზე პსსუხი არ მიუღია ! ელენეს დედის კალთაში ჩასძინებოდა , ისევ ისე როგორც 17 წლის წინ , ისევ ისეთი უშფოთველი წყნარი ძილი იცოდა . მეგიმ მისი პირმშო თავის ოთახში წააიყვანა და ნაზად აკოცა შუბლზე.
" ამბობ რომ გაიზარდე , რომ მალე დამოუკიდებელი იქნები, მაგრამ ჯერ კიდევ უმანკო ბავშვი ხარ , გამოუცდელი მეოცნებე ბარტყი , ჩემი ტკბილი თოჯინა "....

***
ოჰოო , ჩამძინებია , ძლიერ შეიშმუშნა ელენე დაა ტელეფონის საათს დახედა რომელიც კეთილ დედიკოს მისთვის მოეტანა .
,, 1 ის 20 წუთია , ნამდვილად არეული მაქვს დღე და ღამე , ალბათ ჩემებს უკვე ძინავთ , ქალბატონმა მეგიმ ისევ შეძლო თავის დაძვრენა " . გადატრიალდ - გადმოტრიალდა ელენე , მას მთელი ღამე ქონდა სამეცადინოთ ! თუმცა ამას არ ჩქარობდა. გაიზმორა დაა კვლავ მობილურს ჩააცქერდა საბას მოკითხვა და მისი ამბის გაგება სურდა , მაგრა არ დასცალდა ოჰო , 3 "friend request " თითქმის დარწმუნებული იყო მორიგი დეგრდირებული საძმაკაცო იქნებოდა , მორიგი ერთნაირი ტექსტებით და უაზრო კითხვებით . მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო და მაინც გადავიდა. 3 იყო მაგრამ მისი ყურადღება " levan dvali"-მ მიიქცია . ეს ხომ ახალი კლასელია ?! წაამოყო თავი ელენემ . დავიმატებ რატომაც არა . მოეწონა ის ფაქტი რომ მეგობრობა მან გამოუგზავნა . დახე , 1 შეტყობინებაც აქვს , ოღონდ ლევანისგან იყოს გულში იმეორებდა მაგრამ გადასვლას აჭიანურებდა გაწბილებული რომ არ დარჩენილიყო . ღონენმოიკრიბა და გადავიდა "messenger "ში , მკითხველო ისე აგსრულებოდეთ ყველაფერი როგორც მაას ეს თხოვნა ! სხვა ვინ თუ არა ლევანი ! ...
" privet elene , aq xar ? "მოწერის დრო - 20:35
სასწრაფოდ აიხედა მაღლა ისევ საიტზეიყო , ეს მწვანე რგოლი აქამდე ასე ძალიან არასდროს გახარებია !
სასწრაფოდ მიწერა :
" კი ლევან,ხდება რამე ?" გაგზავნის დრო 00:33 . ტელეფონი გვერდზე გადადო დაა ელოდა .
" მოუწერია მე კი მეძინა,ნეტა რა უნდოდა ? ახლა მომწერს ? ... მან პირველმა მომწერა!" ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა ელენეს . და ნაცნობი მელოდიაც გაისმა ...
" shentan gasaubreba rom momindeba wina dges shegatyobineb :) kitxva mindoda ragacis, vatyob dakavebuli iqnebodi" მოწერის დრო -00:40
ელენეს აღიზიანებს ლათინური შრიფტი ,ყველაზე მეტად კი ის ლურჯიგიგანტი ზომის ე.წ. "like" რომელიც ლევანმა ახლახან გამოაგზავნა .
" იმას ხომ არ ვეტყვი, დედასთან მკვდარისულივით ჩამეძინა ისიც ვერ გავიგე საწოლში როგორ მომიყვანეს , არაა ჯობს ოდნავ გავალამაზო ეს ამბავი "
" ჰოო , არ იკითხო სკოლიდან საშინლად დაღლილი მოვედი , ცოტა ვიმეცადინე , თავი ამტკივდა და ჩამძინებია " გაგზავნის დრო - 00: 42
" ah , axla uket xar ? :) " მოწერის დრო -00:43
ოჰოო სმაილებსაც მოუხშირა , მშვენიერი !
" თავის ტკივილმა გამიარა , მაგრამ სამეცადინო დამრჩა , მათემატიკა და ინგლისურის თემა :( " გაგზავნის დრო - 00:43
" da axla apireb magat daweras ? ????" მოწერის დრო 00:44
" მომიწევს !:)))" გაგზავნის დრო -00:45
" eg cudia, temas ar vici magram matematika mzad maqvs da tu gawyobs gamogihzavni ,ufro male morchebi :) "მოწერის დრო 00:45
ელენეს სწორედ ეგ უნდოდა მათემატიკის მოშორება მაგრამ არამც და არამც , ერჩივნა ჩაწითლებული თვალებით წასვლავიდრე მისგან გადაწერა
" არა იყოს , მირჩევნიაჩემით დავწერო თან დროც გავა და .. :) მადლობა მაინც " გაგზავნის დრო 00:46
" rogorc ginda :) ... "
მრავალწერტილი ?! ელენემ იცოდა მრავალწერტილი რაღაცის ნიშანი იყო . საბასგან გაეგო , მრავალწერტილის გამოგზავნას მხოლოდ 2 ახსნა ქონდა :
1- რაღაცის კითხვა სურდა ადრესატს
2- უბრალოდ საუბრის გარძელება უნდოდა მაგრამ რაზე გადაეტანა ყურადღება ვერ იგებდა ... ელენემ აწონ დაწონა სიტუაცია-" პრინციიპში მე ორივე მაწყობს " და კვლავ მიწერა.
" რაღაცის კითხვა გინდოდა და ? ... ;) " გაგზავნის დრო 00: 50
"aa , xo iseti mnishvnelovani araferi , sxva dros iyos , agar mogacden :)" მოწერის დრო 00:50
იმ წამსვე მოვიდა პასუხი , ელოდა! ლევანი ელოდა ელენეს მიწერას და ეს ელენეს არ გამოპარვია . მაგრამ მისმა ასეთმა მონაწერმა დააფიქრა . პასუხის მიწერა აუცილებლად არ ჩათვალა . კვლავ ნაცნობი მელოდია და "sms"ლევანისგან
" xvalamde ;) "მოწერის დრო 00:51
"ხვალამდე )))" დაუფიქრებლად მიწერა ელენემ . ტელეფონი კმაყოფილმა გადადო , საბა დიდი ხნის გასული იყო საიტიდან ამიტომ მას მათემატიკის ფორმულებთან ჭიდილი მოუწია ....

***
-სალამი , ქალბატონო მაკა . სოფიას მოვაკითხე .
- ახლავე გამოგიყვან ლევან , ისე დღეს კარგად იქცეოდა , სულ შენზე და მის ახალ ველოსიპედზე გველაპარაკა ! გაუხარდება შენი დანახვა . აი ისიც მოდის ...
-ძამიკოო , უკვე მოდი? აბა რას ვშვებით მივდივართ ველოსიპედის საყიდლად ?
-პატარა ქალბატონო ნუთუ არგრცხვენია , ასე უნდა შეეგებო ძმას ?!
- ჩემს ჩახუტებას ტყუილად ნუ ეცდები ! მხოლოდ ველოსიპედის შემდეგ
- პასუხი საბოლოოა ?
- ეჭვიც არ შეგეპაროს ! ...
- მაშინ რაღას ვუცდით წავედით ! იქნებ შენი წითელი ველოსიპედი უკვე სახლშია ვინ იცის ?!
- რაა ?!
-ნელა სოფია ,დამელოდეე ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent