Je t'aime (თავი 6)
ვფიქრობდი როგორ უნდა ამეხსნა და მეთქვა ყველაფერი, ვცდილობდი გონებაში სათქმელი დამელაგებინა. გარბაზებული და განერვიულებული ვიყავი. დათოს შესახებ იცოდა და საშინლად არმოსწონდა, მითხრა დაველაპარაკებიო თუმცა დავუშალე და ამის საშუალება მე არ მივეცი. რაც შეეხება ლევანს და ელენეს მათზე არმქონდა ნათქვამი და სწორედ ის დრო იყო, როდესაც ყველაფერი უნდა მეთქვა მისთვის. როგორც იქნა სახლში მივედით. -სანდრო -ხვალ ვილაპარაკოთ! -არა - უკვე გვიანია -შემოდი -კარგი, გისმენ შევეცადე მოკლედ მომეყოლა ყველაფრერი, ლევანზე და ელენეზე არმითქვამს, აქცენტი დათოზე გვქონდა.. -იციი.. მე არმინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო მაგრამ.. -რა მაგრამ?! საშუალება რომ მოგეცა ჩემთვის, ეგ ტიპი ამდენს ვერ გაგიბედავდა! მაგრამ არა..! მითხარი მეთვითონ მივხედავ და არმინდა ჩაერიოო. ბარბარე მე შენს აზრს პატივს ვცემ და შესაბამისად არაფერი მომიმოქმედებია.. მაგრამ უნდა გამეკეთებინა! ხომ ხედავ არაფერი იცვლება და უარესად იქცევა! გასაგებია არგინდოდა შენგამო ვინმე დაშავებულიყო, ჩხუბი ამტყდარიყო და ყვლა იქ მყოფი ბიჭი ამაში ჩარეულიყო, მაგრამ რატომ ვერხვდები რომ დათომ ამით ისარგებლა?! მოდიხარ და მეუბნები, რომ მოწონხარ, უყვარხარ, რომ შენსგარეშე არუნდა იყოს, შენსგარეშე არუნდა სახლში წავიდეს.. ამაზე როგორი რეაქცია უნდა მქონდეს? უნდა მესიამოვნოს? და თან ყველა მის ახირებას ასრულებ.. მომენტით რომ სარგებლობდა ვერმიხვდი? -რაუნდა მექნა?! არაფერი მომემოქმედებინა? ერთმანეთი უნდა დაეწყვიტათ და ასე ბედნიერად მეყურებინა? -არგინდა რომ შენს საქმეში ვინმე ჩარიო და გინდა ყველაფერი თავად მოაგვარო. -ამით რისი თქმა გინდა? -იმის რომ, უნდა მისცე ხალხს იმის საშუალება რომ ხანდახან დაგეხმარონ. არაა აუცლებელი რომ მუდამ თავად აგვარებდე ყველაფერს -და როცა შემიძლია თავად მოვაგვარო, სხვა რატომ უნდა ჩავრიო ჩემ საქმეში -ამას ეძახი მოგვარებას?!! -ყვირი! -ხო ბარბარე, ნამდვილად! მეგონა კურსელებთან ერთად იყავი, ერთობოდი და კარგ დროს ატარებდი.. და ამ დროს დეა მირეკავს და მეუბნება რას?? რომ დათოს სახლში აცილებ და რაუნდა ვიფიქრო ამდროს? გზაში ათას რამეზე ვფიქრობდი -და მაინც რას?? არ მენდობი? -შენ გენდობი, თუმცა მას არა! ჯანდაბა ბარბარე რატომ ვერხვდები?! -უბრალოდ .... -მგონია რომ ჩემი არსებობა გავიწყდება, რომ ვერ მამჩნევ და გაწუხებ ან თავს გაბეზრებ.. არვიცი რა ვიფიქრო რადგან, ხანდახან არმესმის შენი. სხვად მომიხსენიებ! როცა მგონია რომ ყველაფერი იდეალურადაა მოულოდნელად რაღაც ხდება და ყველაფერი უარესობისკენ იცვლება. ვგრძნობ რომ მუდმივად დაძაბული ხარ და რაღაც გაწუხებს. არვიცი რას ფიქრობ და რა ხდება შენს გონებაში, მაგრამ მგონია რომ საკმარისად არმენდობი! მისმა ამ სიტყვებმა გული მატკინა, თუმცა მართალს ამბობდა, მეგონა ყველაფერი გამომდიოდა, მაგრამ სულ ტყუილად. არვიცოდი რა მეთქვა, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი -.... -გასაგებია, რაც გითხარი იფიქრე ამაზე. ახლა კი ჯობს აქ შევჩერდეთ და ხვალ შედარებით დაწყნარებულ და დასვნებულ გონებაზე განვაგრძოთ საუბარი -კი სჯობს მოუსვენრად ვიყავი, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. დაღლილს, ნანერვიულებულს და გაბრაზებულს მალევე ჩამეძინა.. დილით გაღვიძებულს თავი მტკიოდა. ცოტა გამოვფხიზლდი და მაშინვე სანდროსთან წავედი, რადგან მინდოდა ყველაფერი დროულად მომეგვარებინა და ამ გაუგებრობას ვეღარ ავიტანდი. კარი როდესაც გამიღო ისეთი საყვარელი იყო წამით ყველაფერი დამავიწყა. აშკარად გავაღვიძე, თმები აჩეჩილი ჰქონდა და სასაცილოდ გამოიყურებოდა. -შემომიშვებ? -მოდი -სანამ რამეს მეტყვი მინდა ჯერ მე გითხრა.. (დაწვრილებით მოვუყევი ლევანის და ელენეს ამბავი, რადგან უნდა სცოდნოდა, თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი) არმინდა ვჩხუბობდეთ. მესმის შენი და მართალი ხარ, უნდა მივცე ხალხს უფლება, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვა. უნდა ვისწავლო ხალხის ნდობა! უნდა მივცე საშუალება, რომ დამეხმარნონ.. მართლა ვცდილობ, მაგრამ როგორც ჩანს არგამომდის. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალე და ჯერ კიდევ ვერ ვეგუები ამას. წარსული ჯერ კოდევ მოქმედებს ჩემზე. გამუდმებით ვფიქრობ რომ შეიძლება იგივე განმეორდეს. არმინდა ასე ვფიქრობდე მაგრამ არშემიძლია. საბაბი არანაირად მოგიცია რომ არ გენდო, პირიქით, მაგრამ ვერმოგატყუებ და ვერგეტყვი რომ ბოლომდე გენდობი და ამისთვის მაპატიე. ძალიან ვბრაზობ საკუთარ თავზე ამის გამო, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ. გამუდმებით მეშინია. გულისტკენის საშინლად მეშინია.. რადგან ვიცი, რომ ეს ძალიან დიდ ტკივილს მომაყენებს. (ცრემლები ჩემდაუნებურად სახეზე ჩამომგორდა) სანდრო მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა -მისმინე ჩემო პატარავ მინდა გჯეროდეს ჩემი, ნუთუ ვერ გრძნობ და ვერ ხედავ ჩემს თვალებში თუ რაოდენ ძლიერ მიყვარხარ! არასოდეს მოგატყუებ და არასოდეს მიგატოვებ. საოცრება ხარ! მოულოდნელად შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და საოცრად გამიფერადე. დაგისაკუთრე და არასოდეს გაგიშვებ! თავდაყირა დააყენე მთელი ჩემი ცხოვრება. არც კი ვიცი აქამდე შენს გარეშე როგორ ვარსებობდი. როგორ ვცხოვრობდი ან რა აზრი ჰქონდა ჩემს ცხოვრებას. ახლა კი ვხვდები, რომ მთელი ჩემი ცხოვრების აზრი იყო ამ შეხვედრის მოლოდინში! შენი წამით დანახვაც მაბედნიერებს და გამუდმებით მენატრები. მინდა მუდამ ჩემთან იყო და ჩემი თვალები მუდამ შენ გხედავდეს. მე არმინდა შენსგარეშე ვიარსებო და ეს არასოდეს მენდომება! მისმა სიტყვებმა გამაბედნიერა და გული გამითბო. მისი გამოხედვა, მისი ღიმილი და მისი თვალები.. როგორ შეიძლება მათი არ გჯეროდეს და როგორ შეიძლება ეს ყალბი იყოს! თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა, სიმსუბუქეს ვგრძნობდი. მუდამ ვფიქრობდი თუ რას ვიგრძნობდი როდესაც ვინმე შემიყვარდებოდა, თუმცა ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. სული მიფორიაქებდა, გული გამალებით ძგერდა და მუცელში პეპლებს ვგრძნობდი. სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ ჩემს ამ მდგომარეობას, სიტყვები არ ჰყოფნის. -მაბედნიერებ ალექსანდრე! -მეც ჩემო პატარავ დიდიხანი ვიყავი მასთან მიხუტებული გაუნძრევლად, მის გულისცემას ვისმენდი და ხარბად ვისუნთქავდი მის საოცარ სურნელს, რომელიც მაბრუებდა. მოსაღამოვდა და გადავწყვიტეთ სადმე გავსულიყავით. ძალიან მყუდრო, ლამაზ, კუსკუსა კაფეში დამპატიჟა და გამიმასპინძლდა გემრიელი ვახშმით და სიმბოლურად ერთი ჭიქა ღვინით. შემდეგ კი გავისეირნეთ და ბევრ სასიამოვნო ამბავზე ვისაუბრეთ. საღამომ მშვიდად და რომანტიულად ჩაიარა. გადიოდა დრო, ჩვენი სიყვარული კი ყოველდღიურად ძლიერდებოდა. უკვე დარწმუნებული ვიყავი მასში და მთელი გულით მჯეროდა მისი. ვიცი რომ ვუყვარდი და არასდროს გამიკეათებდა ისეთ რამეს რაც გულს მატკენდა. მოკლედ უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ასეთი საოცარი ადამიანი ვიპოვე! დღეს შესანიშნავი, ბედნიერი და აღმაფრთოვანებელი დღეა! როგორც იქნა დადგა ეს დღე. ცოტა ვნერვიულობთ გვინდა ყველაფერი იდეალურად იყოს, რადგან დღეს ხომ ლილეს და დემეს ქორწილია!!! ქორწილს ბათუმში იხდიან. განწობა კარგი, ამინდი შესანიშნავი.. გოგონები დილიდანვე ვემზადებით და ვლამაზდებით. ჯვრისწერა, ხელმოწერა, ფოტოსესია.. ყველაფერმა იდიალურად ჩაიარა..ახლა კი გზაში ვართ და დარბაზისკენ მივდივართ. ლილე პირდაპირი მნიშვნელობით ანათებდა, ულამაზესი იყო. დემე კი უსიმპატიურესი. ერთი სიტყვით საოცარი წყვილი იყო, უკვე კი ცოლ-ქმარი. ვღელავ რადგან დღეს ალექსანდრე უნდა გავაცნო ჩემს მშობლებს მანამდე, რა თქმა უნდა, მის შესახებ იცოდნენ თუმცა ნანახი არჰყავდათ. ასევე დღეს ლაშა აპირებდა დეასთვის ხელის თხოვნას. ამის შესახებ ყველამ ვიცოდით დეას გარდა, ლაშამ რა თქმა უნდა დეას მშობლებისგან აიღო თანხმობა, რომ ეს მათთვის მოულოდნელი არ ყოფილიყო. ლილე და დემე მთელი გზა მაწვალებდნენ ბარემ თქვენც დააყენეთ საშველი და დაოჯახდითო, თუმცა ეს პირადად ჩემთვის საკმაოდ ადრე იყო. ქორწილი შესანიშნავად მიმდინარეობდა. ძალიან ლამაზები იყვნენ სიძე-პატარძალი, მათი შემყურე მეც ვბედნიერდებოდი და მათ სიხარულს მეც მთელი გულით ვიზიარებდი. აი დადგა ის დროც, თაიგულის სროლა, მე და დეა კი რა თქმა უნდა, მზადყოფნაში ვიყავით. ჩემ როლს შესანიშნავად ვირგებდი და ვცდილობდი ყველასთვის სასურველი თაიგულის დაჭერას. მოულოდნელად კი პატარძალმა თაიგული დეას გადასცა -უკან გაიხედე (ლილე) -ცოლად გამომყვები? (ლაშა) ლაშა მომღიმარი სახით დაჩოქლი, ბეჭდით ხელში სულმოუთქმელად ელოდა დეას -კი ისეთი ბედნიერები იყვნენ ვერც კი აგიღწერთ..ყველა ულოცავდა, ადღეგრძელებდენ. ქორწილი მშვენივრად მიმდინარეობდა და ამ ფაქტმა კი ხალხი უფრო მეტად დამუხტა დადებითად. დეაკო კი ვერ გამოდიოდა შოკიდან, არასდროს მენახა ასეთი ბედნიერი. ჩემ მშობლებთანაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან მოეწონათ ალექსანდრე. კარგად აღზრდილი, ნიჭიერი ახალგაზრდააო. პატივს გცემს და უყვარხარ, ამას მის თვალებში ვხედავ და ჩვენთვის უმთავრესი ის არის, რომ შენ იყო ბედნიერი და ამით ჩვენც ბედნიერები ვიქნებითო. უბედნიერესი ვიყავი, რადგან ქორწილი შესანიშნავად მიმდინარეობდა, ხელის თხოვნამაც იდეალურად ჩაიარა და ასევე მშობლებსაც მოეწონათ სანდრო. ახლა ნამდვილად მშვიდად ვიყავი. -ბარბარე, პატივს დამდებთ და იცეკვებ ჩემთან ერთად? (სანდრო) -რა თქმა უნდა -დამშვიდდი ცოტა მაინც რომ ღელავდი? -კი, იციი ჩემებს ძალიან მოეწონე -შესანიშნავია! ერთი სული მაქვს ჩემებსაც პირადად როდის გაგაცნობ. თუმცა შორიდანაც ძალიან უყვარხარ ან შენ როგორ შეიძლება ვინმეს არუყვარდე -თავში ამივარდება -შენ ჩემი თავმდაბალი გოგო ხარ ქორწილი ულამაზესმა ფეიერვერკმა დააგვირგვინა. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, ზუსტად ისე როგორც გვინდოდა. მართალია ნანერვიულებულები, დაღლილები ვიყავით, თუმცა ასევე ძალიან დადებთად დამუხტულნი და ბედნიერები. ლილე და დემეტრე ხვალ პარიზში მიდიოდნენ, სიყვარულის ქალაქში! ბათუმი...ძალიან მომენატრა ჩემი ქალაქი მისი სიფერადით, სილაღით და სიჭრელით. უამრავი კარგი, ბედნიერი და ბავშვური მოგონება მაქვს.. მართალია ზღვას მთელი ცხოვრება ვუყურებ, მაგრამ მაინც არ მბეზრდება და უზომოდ მიყვარს! აქ სასტუმრო გვქონდა, რომელიც 2 წლის წინ გავხსენით, იდეალურ ადგილას, ზღვის ხედით. დილით აივანზე გასულს ცხვირზე ზღვის ცივი და სუფთა ჰაერი რომ მოგელამუნება. ყველანი აქ ვრჩებოდით, მინდიდა ერთად ვყოფილიყავით ამიტომ ჩემებს მოველაპარაკე, რომ ყველანი სასტუმროში დავრჩებოდით, ისინიც სიამოვნებით დამთანხმდნენ და აი ასე გამოვიჭიმეთ სრულ ფუფუნებაში. P.S დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ.. დამიკომენტარეთ.. გმადლობთ, რომ მომყვებით და კითხულობთ, თითოეული თქვენგანის კომენტარი ძალიან მახარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.