შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი! დასასრული


30-01-2020, 00:51
ავტორი n-strovet
ნანახია 10 293

-კარზე ზარია, გააღე რა..-სამზარეულოდან სებეს გავძახე და მანაც გაემართა კარების გასაღებად. მე ხელები გადავიბანე და გავიმშრალე, ცოტა მოვწესრიგდი და სტუმრებთან გავედი. მისაღებში ანა, დემეტრე, ლაშა და ლიზა იყო. მეც ფართოდ გავიღიმე და თითოეულს გადავეხვიე.
-გიორგი, სად არის ან ქრისტესია, შენი პატარა, ლიზ?
-ამჯერად ბავშვების გარეშე ვქეიფობთ-სიტუაციაში გამარკვია ანამ-დღეს უფროსების დღეა...ვსვამთ ბოლომდე-ჩემი მიმართულებით წამოვიდა ეს სიტყვები.
-კარგი-დავეთანხმე.-ძალიან ცხელა, ნაყინი ვის უნდა?
-ყველას გვინდა, წამოდი მოგეხმარები და მერე ის ამბები მოგვიყევი-ლიზა წამოდგა და ძალით წამიყვანა სამზარეულოში. ყველას ჩამოვურიგეთ ნაყინი და თვალგაციცებით მომჩერდნენ.-ყველა ვართ,ნისა ,შეგიძლია მოყვე.
ვიცოდი, რომ არ მომეშვებოდნენ, ამიტომაც მეც ჩემი წილი ნაყინი ავიღე, სებეს გვერდით მივუჯექი და ისტორიის თხობა დავიწყე.
-როდესაც სახლში დავბრუნდი, იქ მხოლოდ სარა დამხვდა. უკვე კარგად გავაცნობიერე, რომ სებე ჩემგან შორს იყო, ამიტომ მისი ადგილის გასარკვევად მხოლოდ ერთი გზა იყო..სარას გონებაში უნდა მეპოვნა პასუხი და ვიდრე, დამელაპარაკებოდა მეც ვიმარჯვე და პასუხიც მოვიპოვე. სარამ მითხრა, რომ აღარ ვჭირდებოდი, თავში ბლაგვი საგანი ჩამარტყა და გამთიშა. როდესაც გონს მოვედი ცეცხლმოკიდებული ოთახის შუაში ვიყავი, სკამზე ბაწრით მიბმული-როცა ის მომენტი გამახსენდა გაუზრებლად მოვიკიდე ხელი ჩემს დამწვარ ხელზე, რომელიც სამახსოვროდ დამრჩა ხანძრიდან. ხელიდან კი ყელზე გადავედი და შარფი გავისწორე, დამწვარი ყელი, რომ კარგად დამეფარა.-ჩემი ცოცხლად დაწვა მოინდომა. დიდი წვალების შემდეგ, თავი დავიხსენი ცეცხლში გადავხტი, რომ გასასვლელისკენ, ჰოლში ვასულიყავი და გამომივიდა, კიდეც, მაგრამ ჭერზე გადებული ხის მორები ჩამოიყარა ზემოდან და მეც იქ მოვყევი. უკვე ფარხმალი დაყრილ მქონდა, მაგრამ იქვე მოშორებით მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს დაუნახავთ ხანძრი და ბაბუმ გადამარჩინა. შემდეგ ლაშს დაურეკეს და მან წამიყვანა სავაადმყოფოში.
-რა საშინელებაა-თავი გააქნია ლიზამ-სებეს როგორ მიაგენი ან იმ შენობაში, როგორ შეიპარე?
-იქ შესაპარად ფარული ნიჭის გამოყენება დამჭირდა.-რთული იყო, თუმცა ერთდერთი შიში რასაც ვგრძნობდი სებეს დაკარგვის შიში იყო-მის თითებში ჩემი თითები ავხლართე და ჩემს კალთაზე დავიდე.
………
“GRSSC” ახალ ბაზაში მელიც თიანეთში ჰქონდათ გახსნილი გაჭირვებით შევიპარე, იმის მიუხედავად, რომ ადგილმდებარეობა შეიცვალეს დიზაინი და განყოფილებები იგივე დაუტოვებიათ, ამიტომ არ გამიჭირდა მიმეგნო, სად შეიძლება მეშოვნა თეთრი ხალათი და საშვი. ლიფტი გამოვიძახე, კარები გაიღო და იქედან იოანე გამოვიდა. ადმენი ხნის შემდეგ ერთმანეთს ისევ შევხვდით, კვლავ, ის სიბრაზე მომეძალა, რაც რამდენიმე თვის წინ დამეუფლა, იმ შემთხვევის შემდეგ, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ ეს როგორც სარა მათი ძაღლია და დიდი ალბათობით სებეს გვერდით ამოვყოფდი თავს.
-აქ რა გინდა?-გაკვირვებით შემომხედა
-უფრო იყვირე, ყველამ რომ გაიგონოს-დავიჩურჩულე და დავუბღვირე.
-წამოდი-ხელი მომკიდა, ლიფტში შევედით და მეხუთ სართულზე ამიყვანა. ლიფტი, როდესაც გაიღო პირველი მან გაყო თავი, რომ გაეკონტროლებინა სიტუაცია, შემდეგ კვლავ, ხელი ჩამკიდა და ოთახში შემიყვანა.
-სად მომიყვანე?
-ჩემს კაბინეტში, აქ არავინ შემოვა-კარები გადაკეტა და ფანჯარაში აწეული ჟალუზები ჩამოუშვა.
-ვაუ...როგორი ერთგული ძაღლი გახდი, რომ საკუთარი კაბინეტიც კი მოგცეს.
-შენ კი როროგრი ერთგული ყოფილხარ სებესი, რომ სიკვდილსაც არ შეუშინდა?
-სიტყვები შეარჩიე-თითი მუქარის ნიშნად დავუქნიე
-ვიცოდი, რომ მოხვიდოდი და ვემზადებოდი, კიდეც
-რას ბოდავ?-ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.
-რა და როგორც კი სებე დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ადრე თუ გვიან აქ მოხვიდოდი, მაგრამ ასე მალეც არ მეგონა. ვაღიარებ, გამაოცე.
-მისმინე, ნუ მეთამაშები. თუ ჩაშვება გინდა მიდი, მზდ ვარ თუ არდა გზიდან ჩამომშორდი, საქმეს მარტოდაც მშვენივრად გავაკეთებ
-აი, რა მაკლდა ამდენი ხნის განმავლობაში...რა მენატრებოდა, ნისა შენი თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა. არ ვაპირებ შენს ჩაშვებას, პირიქით დახმარება მინდა.
-კარგი რა, ნუ გამაცინებ-აგდებულად ვუთხარი
-სერიოზულად გეუბნები, ოღონდ ერთი პირობით.
-რა თქმა უნდა, ეგრე დაგეწყო ცოტა ავნერვიულდი, მეთქი უანგარობა როდის ისწავლა-თქო
-ირონიაც გვისწავლია, კარგია-თავი კმაყოფილმა დააქნია და მაგიდის კუთიხეში ჩამოჯდა-სებეს გადარჩენაში დაგეხმარები, მაგრამ შენ ჩემთან ერთდ წამოხვალ
-რა?
-კარგი, უფრო განვავრცოფ ამ თემას. მე და შენ სებეს გადავარჩენთ ისე, რომ თავი დააღწიოს აქედან. ამის სანაცვლოდ შენ ჩემთან ერთად წამოხვალ, ერთად დავტოვებთ საქართველოს და რამდენიმე ხანში დავქორწინდებით, კიდეც. ჰოო ,ნისა შემიყვარდი საუბედუროდ და არ ვაპირებ ჩემი საკუთრების ვინმესთან გაყოფას. ამიტომ ჩვენ ერთად სებე მისთვის და თუ არ დამთანხმდები, პირადად ვიზრუნებ ,რომ ყველამ გაიგოს შენი აქ ყოფნის ამბავი.
-როგორ ბედავ ამის შემოთავაზებას?-ისეთი მოულოდნელი იყო მისი სითამამე ვერც კი გავეცი შესაფერისი პასუხი.
-პირდაპირ გეტყვი, სებეზე ერთ-ორ ცდას ჩაათარებენ და შემდეგ მოკლავენ თუ მანამდე ცდებმა არ მოკლა. შენ კი აქვე გამოგასალმებენ სიცოცხლეს.
იმის მიუხედავად, რომ იოანე ჩემს თვალში იმაზე სულელი გამოჩნდა, ვიდრე მანამდე თუ დავფიქრდებოდი საკმაოდ ჭკვიანური სვლა გააკეთა, ჩემს ხელში ჩასაგდებლად. არ მაინტერესებდა, რა იქნებოდა ერთ საათში,ორ, სამ ,ან ,თუნდაც ხვალ. ჩემთვის ეს წუთი იყო მთავარი, სებეს გადსაარჩენად და ყველაზე სულელური და ამავდროულად ჭვიანური ნაბიჯი გადავდგი.
-თანახმა ვარ!
-ასე უცებ?-ეჭვის თვალიდ შემომხედა-ძლიე გყვარებია
-რა თქმა უნდა, უბრალოდ შენ მეცოდები
-მე რატო?-გულიანად გაიკვირვა
-ვერასოდეს მიიღებ სხვისგან ესეთს სიყვარულს, მითუმეტეს ჩემგან-ბოლოს წავკბინე და კარებისაკენ წავედი-დროა გავიდეთ!
არაფერი არ უთქვამს, უბრალოდ უჯრიდან რამდენიმე ნივთი ამოიღო, კარები გააღო და წავედით.
-მე გზას გაგიხსნი, დანარჩნენი შნზეა-იქვე კედლის კუთხეში პატარა მოწყობილება იყო მიმაგრებული, კოდი შეიყვანა. რამდენიმე წამში სიგნალიზაცია ჩაირთო-ხელ მარცხნივ კიბეს ხომ ხედავ? ჩაუყევი ბოლო სართულზწე არის ლაბორატორია, აი ,საშვი-საშვიანი ხელი გამომიწოდა-რამდენიმე კარის, შემდეგ შეხვალ მთავარ ლაბორატორიაში იქედან კი სებე, რომელ განყოფილებაშია. ეგ ნამდვილად, არ ვიცი. გამოხსვლისას ეს დაგჭირდება-მეორე საშვი გამომიწოდა-ჭიშკარო, რომ გააღო. ახლა კი წადი.
მეც ვიჩქარე და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე, სებეს მოსაძებნად. რამდნიმე კარის შემდეგ შევედი და ვიტრინებში დავიწყე სებეს ძებნა. ბოლოს მივაგენი, კიდეც, გული მომიკვდა, როდესაც უამრავი აპარატზე შეერთებული ვნახე. სწრაფად მივედი მასთან და ამ საშინელებიდან დახსნა დავიწყე. თვალები გაჭირვებით გაახილა და შემომხედა. აშკარად ვერ მიცნო და საერთოდ აზროვნებითად ვერ აძროვნებდა. მხრებზე გადავიდევი მისი ხელი და ვეცადე ჩემზე დაყრდნობით გამეყვანა აქედან, უკან როდესაც მივბრუნდი სარა დამხვდა, იარაღით. ეს უკვე ნაცნობი ქმედება იყო მისგან. არაერთხელ დამინახავს ჩემზე მომარჯვებული იარაღით.
-მაინც არ ისვნებ-თავი დანანებით გააქნია-კიდევ, რამდენი სიცოცხლე გაქვს-სერიოზულად იკითხა.
სებე საკაცეზე ჩამოვაჯინე და წინ გადავუდექი.
-რა არ გასვენებს?
-შურისძიება!
-მართლა? შემახსენე ერთი რისთვის ან ვისთვის უნდა იძიო შური, ერთადერთი ვინამაც თქვენზე შური უნდა იძიოს ეს მე ვარ, ბავშვობის წართმევისათვის.
-შენ ხარ, ის ვინც კარიერა, ამდენი წლის ნაშენები კარიერა დამინგრია და აქეთ მიტევ?
-მისმინე, გირჩევნია მშვიდად გამეცალო აქედან-გაღიზიანებულმა ვუთხარი.
-არა!-იარაღი გადატენა. დროა მემოქმედა. სწრაფად მივარდი და ხელი ვკარი, ინერქციით იატაკზე დავარდა და იარაღი ხელიდან გაუვარდა. სწრაფი რეაგირებით მე ავიღე და ხელებ აკნკალებულმა დავუმიზნე. იმდენად შეუპოვარი იყო არც შეეშინდა სწრაფად დამეტაკა და აპარატურებს შემახეთქა, შემდეგ კი შიშველი ხელებით ყელში მწვდა. დამწვვარი ყელი საშინლად მტკიოდა, მაქსიმალურად გავწელე ხელი, რომ იარაღისთვის მიმეწვდინა და საბოლოოდ ავიღე. არც დავფიქრდი ისე მივადევი და ვესროლე ფილტვში.
სებეს ხელი დავსტაცე და სასწრაფოდ გავეცალეთ იქაურობას. თითქმის მათ ტერიტორიას ვიყავით გამცდარი, როდესაც სებეს მიმართულებით ტყვია გაისროლეს და ხერხემალში მოარტყეს. იოანე, რომ არა ნამდვილად იქ დავრჩებოდით. მან მომეხმარა სებე სავაადმყოფოში, რომ მიმეყვანა. ხელი მომკიდა და მითხრა წავედითო მე კი კატეგურიულად განვუცხადე, რომ სანამ გონზე არ მოვიდოდა სებე ფეხსს არ გავადგამდი აქედან. ორ დღეში ხერხემალზე ოპერაციის, შემდეგ მოვიდა გონს დრო იყო იოანეს შევხედროდი.
აეროპორტთან მოშორებით მანქანაზე მიყრდნობილი მოლოდებოდა, რომ დამინახა გაიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ვიცოდი, რომ მოხვიდოდი-გადამეხვია და ლოყაზე მაკოცა-აბა, მზად ხარ ცხოვრების ახლიდან დასაწყებად?
-კი,მაგრამ არა შენთან-მოვცილდი და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი-ამას არ გავაკეთებდი, მაიძულე, სხვა გზა არ დამიტოვე, მაპატიე.
ვერ გაიგო რა ხდებოდა, მანამ სანამ პოლიციელები არ გადმოვიდნენ ჩემს მანქანიდან და რამდენიმე პოლიციელი მოშორებით მდგარი მანქანები არ მოაყენეს ჩვენთან. მისი მზერა არასდროს არ დამავიწყდება იქვე მომკლა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელი იყო არ მომეშვებოდა.
პირდაპირ სებესთან წავედი ექიმმა გვითხრა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ აუცილებლად გაივლიდა, თუმცა გერმანიაში გვირჩია გამგზავრება და იქ გავლა პროფესიონალების თვალყურს ქვეშ.
……
-საოცარია, ნისა, როგორი მამაცი ხარ. როგორ არ შეგეშინდა მარტო ამის გაკეთება?-აღფრთოვანებით თქვა ლიზამ
-თან მარტომ შეძლო-ჩემი ხელის აიღო სებემ და ნაზად მაკოცა. მისთვის არ მითქვამს იოანეს ამბები. უბრალოდ ზედმეტი პრობლემა ავიცილე თავიდა.
-ჰოო...ასე იყო და რამდენიმე თვის შემდეგ ჩამოვედით და შევიკრიბეთ. ამიტომ სანამ მე უნივერსიტეტი და ბატონ სებეს სამსახური დაეწყება, ჯობს დავტკბეთ და გავატაროთ კარგად დრო, რას იტყვით?
-მშვენიერი იდეაა-კვერი დამიკრა დემეტრემ.
კიდევ სებეს მშობლები და ძმაკაცები მოვიდნენ თავიანთი ცოლებითა და შეყვარებითურთ. საღამოსთვის კი მხოლოდ ახალგაზრდები დავრჩირთ. უამრავი სასაცილო ისტორიები მოყვენს, თავის ბავშვობიდან და თინეიჯერობის ასაკიდან
-ისედა, თქვენ არ აპირებთ დაოჯახებას?-დათამ, სებეს ძმკაცმა იკითხა და თავის ცოლს ხელი გადახვია.
-დავფიქრდებით ამაზე-ვითომდა სერიოზულად უპასუხა, მე კი მის სახეზე სიცილი ამივარდა.
ტრიუმფი იყო როდესაც დემეს ძმაკაცები მოვიდნენ. ადეგდოტების მამებად და მეფეებად წოდებული. ღამის სამი საათი იყო, როდესაც დავიშალეთ. იმდენად მქონდა ენერგია შემორჩენილი, რომ სებეს დახმარებით დავალაგე, კიდეც ,იქაურობა. იმის მიუხედავად, რომ კარგი შეზარხოშებულები ვიყავით. ორივეს დივანზე ერთმანეთზე “მისვენებულებ” დაგვეძინა და გამთენიას გამომეღვიძა.
ვიფიქრე, სებეს პლედს ჩამოვუტან-თქო, მაგრამ მზის ამოსვლას დაემთხვა ჩემი გაღვიძება და აივანზე დავდექი. ორ წუთში უკნიდან კი სებე მომიახლოვდა
-მარტო აპირებ მზის ამოსვლის ყურებას?
-ვიფიქრე, არ გავაღვიძებ-მეთქი.-ნაზად გავუღიმე და შარფი შევისწორე.
-მოიშორე ეს-ჩაკვანძული შარფი გახსნა და იქვე მიაგდო-ნუ იმალავ თითქის კატასროფა იყოს
-კარგი რა სებე, საშინელი შესახედივარ ისე-მისკენ მიმაბრუნა.
-მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი ხარ, გაიგე? შენ თუ ეგ გაკომპლექსებს დაგამშვიდებ და გეტყვიმ ექიმმა მალომოს საშუალებით დროთა განმავლობაში გაუქრებაო. ეს კვალი ისევე გაქრება, როგორც ”GRSSC”
-იმედია.-ამოვიხვნეშე. ახალი ოჯახი გადმოვიდა ჩვენთან...რა საყვარელი ბავშვები ჰყავთ. ნეტა მეც მყოლოდა, მშობლები-დანანებით წარმოვთქვი, ჩემთვის
-მაგას რატომ ამბობ, მეცნიერებისადმი შექმნილი, რომ ხარ?-ეს რომ თქვა თვალეგაფართოებული შევხედე მას-ვიცოდი, ნისა, შენზე ადრე გავიგე ეგ ყველაფერი, მაგრამ როგორც იტყვიან -ერთ ყურში შევუშვი მეორეში გამოვუშვი. იცი, რატო? იმიტომ რომ არ მაინტერესებს. ერთადერთი რამ, რაც ვიცი, ისაა, რომ შენ ჩემი საყვარელი ქალი ხარ. და ეს გული-ხელი მკერდთან დამადო-ისევე ფეთქავს ჩემს შეხებისას, როგორც ჩემი შენ, რომ მეხები.
-არანორმანულად მიყვარხარ-აღფრთოვანებულებულმა ნაზად დავეწაფე მის ბაგებს.
-მე კი არ გეტყვი, როგორ მიყვარხარ, რადგან ამის გადმოცემა შეუძლებელია.-აივნის მხარეს შემაბრუნა, ზურგიდან ამეკრო, ჩემს კისერში თავი ჩარგო და ისე შევეგებეთ ოქროსფერი დისკოს ამოსვლას, რომლის სხივები ნაზახად ეფერებოდა ჩვენს სახეს.
.........
ესეც დასასრულე მეგობრებო!! იმედია ისიამოვნებთ და შემიფასებს, გამიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს. მადლობა ყველას ვინც კითხულობდით ჩემს ისტორიას და ბოლომდე ჩემს გაყევით.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა საინტერესო წასაკითხია საოცარი ნაწარმოებია განსხვავებული კარგი დასასრულით მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent