შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გიყვარს (მეორე თავი)


30-01-2020, 21:22
ავტორი loglady99
ნანახია 1 199

****
ირაკლი დაძაბული აკვირდებოდა, მოკისკისე ნანიკოს და გეგას. იცოდა გეგას ამბავი, როგორი მექალთანე იყო. არ უნდოდა მის ნანიკოსაც დანარჩენებივით გული სტკენოდა.
გეგასთან თავს კარგად ვგრძნობდი, ჩვენ შემთხვევაში მე ირაკლი ვიყავი გეგა კი ნანიკო.ვგრძნობდი, რომ მოვწონდი და გული მწყდებოდა, რომ მეც ისევე უნდა მეტკინა მისთვის გული, როგორც ირაკლი მტკენდა გულს, ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობდა მისთვის მეგობრობაზე მეტის იმედი არ მიმეცა.
-ნანიკო წამო რა ვიცეკვოთ
-წამო
ვცეკვავდით, გეგა სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა და მეც ბოლო ხმაზე ვიცინოდი და ყველა ჩვენ გვიყურებდა. მთელი ცეკვის განმავლობაში ზურგს მიწვავდა დაჟინებული მზერა უკან მიბრუნებულს კი ირაკლის მოელვარე თვალები შემრჩა. ვერ ვხდებოდი ესე რა აბრაზებდა.სასმელი მომეკიდა და ამიტომაც აივანზე გავედი. ქარი ქროდა და ნელ-ნელა ვფხიზლდებოდი, აივნის კარები გაიღო და უკვე ვიცოდი, რომ დაძაბული საუბარი მელოდა წინ
-მოგწონს გეგა?
-იკა მე და გეგა უბრალოდ მეგობრები ვართ-თავის მართლებასავით გამომივიდა
-არამგონია გეგაც ესე ფიქრობდეს-ირონიულად გადმომხედა ირაკლიმ
-ირაკლი მართლა ვერ ვხდები რაგინდა?
-არაფერი პროსტა შენ მართლა უკეთეს იმსახურებ
-ხომ ხედავ, რომ არ გამოჩნდა ირაკლი ეს უკეთესი-კიდევ აპირებდა ნანიკო გაგრძელბას, როცა კარი გეგამ შემოაღო
-ნანიკო მივდივარ და წამოხვალ?-დაეჭვებულმა გადახედა გეგამ თვალებაცრემებულ ნანიკოს და საშინლად გაბრაზებულ ირაკლის
-ხო წამოვალ მეც
ეზოში გასვლისას აივნისკენ აიხედა ნანიკომ ირაკლი იქ იდგა და ირონიული ღიმილით უყურებდა წყვილს.
მანქანაში გამეფებული სიჩუმე გეგამ დაარღვია
-იჩხუბეთ?
-რაღაც მასეთი-ფანჯარაში იხედებოდა ნანიკო
-ირაკლი საეროდ ადვილად ბრაზდება
-ხო მისი გაბრაზება ძალიან მარტივია, თუმცა ეხლა მიზეზი არ ჰქონია
-რა მოხდა? ჭორიკანასავით იკითხა გეგამ
-არ მინდა ამაზე საუბარი
ორივე ჩუმად ისხდნენ მალევე მიუახლოვდნენ ნანიკოს კორპუს მადლობა გადაუხადა გეგას და სახლში ავიდა. ემოციებისგან დაღლილს მალევე ჩაეძინა.
დილით ტელეფონის ხმამ გააღვიძა, ირაკლი იყო და არ აპირებდა აღებას, თუმვა ბოლოს მაინც აიღო
-რა იყო?-ცივად უპასუხა ნანიკომ
-სად არის შენი ძმა?
-საძინებელში იქნება
-მიდი დაუძახე რა-ისე საყვარლად სთხოვა უარი ვერ უთხრა და საბას ოთახისკენ წავიდა. არავინ დახვდა
-არ არის საბა, ალბათ ლექციაზეა
-ლექციაზე კი არა სვანეთშია
-რა უნდა ირაკლი სვანეთში? გაოცებულმა კითხა ნანიკომ
-ცოლი მოიყვანა-მშვიდად უპასუხა ირაკლიმ
-ვინ მოიყვანა? გუშინ, რომ ამოიყვანა ის გოგო?
-ნინი მოიყვანა
-იმ ნაშასაც ნინი ერქვა?
-აუ ჩემი შენ რა მიუხვედრელი მყავხარ შენი დაქალი ნინი მოიყვანა, დამშვიდი?
-არ მჯერა ჩემი დაქალი ჩემი რძალია ყოჩაღ საბუკა
-მორჩი ტლიკინს?
-უიმე შენ ხო კაცს არაფერს არ დააცდი ყოველდღე კი არ მოყავს ჩემს ძმას ჩემი დაქალი ცოლად
-მოკლედ გამოგივლი და გავგაზოთ სვანეთში
-ვინები მივდივართ?
-ნუ გეშინია, გამრთობი გეყოლება, გეგაც მოდის-გაბრაზებულმა უპასუხა ირაკლიმ
-გეგა რა შუაშია?-ტირილამდე მისულმა ჰკითხა ნანიკომ
-15 წუთში გამოგივლი და მზად დამხვდი
ადგა თავი მოიწესრიგა, ოთახი მიალგა, წყალი გადაივლო, ჩაიცვა და ამასობაში ყოველ ხუთ წუთში ურეკავდა ირაკლი და აჩქარებდა. როგორც იქნა ჩააღწია ქვევით, სადაც მთელი შემადგენლობა დახვდა
-დიდება შენ გამოჩენას
-სად ხარ გოგო ამდენი ხანი?
-ან რა არის ამხელა ბარგი იქიდან კი არ წაგიყვანს გეგა?-წაუგველა ირაკლიმ და ნანიკოც გააწითლა
-არც ეგ არ არის გამორიცხული ამის გაგონებაზე წარბაწეულმა გადახედა გეგას ირაკლიმ
-კაი წავიდეთ, თორე დაგვიღამდება
ირაკლის დიდი ჯიპი ჰყავდა , ამიტომაც ყველა თავისუფლად ჩაეტია. გეგა და ნანიკო მთელი გზა ლაპარაკობდნენ, ირაკლი კი ირონიული ღიმილით გადახედავდა, ხოლმე წყვილს და კვლავ გზას მოუბრუნდებოდა.არასდროს არ ყოფილა ნანიკო სვანეთში, თუმცა ყოველთვის უნდოდა ნახვა. ბევრჯერ თხოვხა ნანიკომ ბიჭებს მთაში წასულიყვნენ, თუმცა მათ ზაფხულში ზღვა და გოგონენთან გართობა ერჩივნათ, ამიტომაც ყოველ ზაფხულს ბათუმში ატარებდნენ. ახლა კი ორმაგად უხაროდა სვანეთში წასვლა. როგორც იქნა, თავის დაქალს და ძმას საშველი დაადგათ, ამასთანავე ოცნებასაც აიხდენდა და სვანეთსაც ნახავდა. გეგა სვანი იყო და მთელი გზა სწორედ მისი ბუნების სილამაზეზე ესაუბრებოდა და ესეც დიდი სიმანოვნებით უსმენდა.არ უნდოდა რაიმე უმნიშველოც კი გამორჩენოდა. ირაკლის დაჟინებულ მზერასაც გრნობდა, თუმცა გამიზნულად არ იმჩნევდა, ეგონა რომ ირაკლის ესეთი მზერა ეჭვიანობის დამსახურება იყო თუმცა მიხვდა, რომ ამით მხოლოდ საკუთარ თავს აიმედებდა და სწორედ ეს არ უნდოდა.ხვდებოდა, რომ ამ ყველაფრის გამო გეგას დადებით მხარეებს აქცევდა დიდი ყურადღებას ოდნავ მაინც რომ მოსწონებოდა.ამდენ ლაპარაკში სვანეთშიც ჩავიდნენ. ხედავდა ნანიკო თუ როგორი ბედნიერები იყვნენ მისი უახლოესი ადამიანები და ისიც ბედნიერდებოდა.უკვე ფიქრობდა იმაზე თუ როგორ მხიარულ დროს გაატარებდნენ, თუმცა გვანცას გამოჩენამ ყველაფერი გააფუჭა. საღამოს ჩამოვიდა გვანცა და მაშინვე ირაკლის დაეკიდა ყელზე. დღის ბოლოს ყველანი ბუხართან ისხდნენ
-წამო გინდა გავისეირნოთ?
-ახლა? გვიანია, თანაც მარტო ხომ არ წავალთ.
-წამო რა ძალიან გთხოვ, იმედია ჩემთან მარტო დარჩენის არ გეშინია?-თვალებმოჭუტულმა გადმოხედა გეგამ
-შენთან მარტო დარჩენის რატო უნდა მეშინოდეს?-ნანიკო წამოდგა და ყველამ მას გადმოხედა
-რა ხდება ნანიკო?-მაშინვე წამოდგა საბა ამან ირაკლის ყურადღებაც მიიქცია
-არაფერი უბრალოდ მე და გეგა სასეირნოდ მივდივართ-დაბნეულმა გადახედა გეგას
-ამ შუაღამეს?
-ხო რა იყოგეგა უცხო ხომ არ არის?
-ვაა ძალიან საინტერსოა როდის დაახლოვდით ისე რომ უკვე კარგი მეგობრები ხართ?-ირონიულად ჟღერდა ირაკლის ნათქვამი
-რამე პრობლემაა?-საბას უყურებდა გეგა თითქოს თანხმობას ელოდა
-მალე დაბრუნდით და ნანიკო მოიცვი რამე ცივა გარეთ
ნანომ ჟაკეტი მოიცვა და სახლიდან გავიდნენ. სეირონობდნენ, როცა გეგამ ჰკითხა
-ირაკლი გიყვარს ხო?
ნანიკო დაიბნა ვერ მიხვდა რაუნდა ექნა. ეღიარებინა თუ თავი ისე დაეჭირა თითქოს ვერმიხვდა რაზე საუბრობდა გეგა. გაწითლდა, გაუმართლა, რომ სიბნელე იყო თორემ გეგა ყველაფერს მიხვდებოდა.
-საიდან მოიტანე?-ხმაწართმეულმა ჰკითხა ნანიკომ
-კარგი რა ნანიკო მაგას რა მიხვედრა უნდა. მასზე როცა საუბრობ თვალები გიბრწყინავს, როცა გვანცას ხედავ მის გვერდით საშინლად ბრაზდები.
-სახლში დავბრუნდეთ-ცოტაც და იტირებდა ნანიკო
-კარგი რა მე იმიტომ კი არ გითხარი, რომ გაბუტულიყავი, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, რომ ვხდები მეგობრობის გარდა, ჩვენი ურთიერთობა შორს, რომ ვერ წავა, თუმცა მე არ ვაპირებ დანებებას და შევეცდები მისი თავი დაგავიწყო.
ამის გაგონებაზე საშინელი ტირილი აუტყდა ნანიკოს. მიხვდა, რომ ესეთი ადამიანის სიყვარულს უბრალოდ არ იმსახურებდა. იცოდა, რომ ვერასდროს შეიყვარებდა და მასაც ისევე დატანჯავდა, როგორც თვითონ იტანჯებოდა
-რა გატირებს კაი რა
-შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ გეგა არ გიმსახურებ-სლუკუნით ამოთქვა ეს სიტყვები ნანიკომ
-არავინ და არაფერი შენი ცრემლების ღირსი-თავისი ხელით შეუმშრალა ორივე თვალზე ცრემლები და მიიხუტა და შინისკნენ წავიდნენ. სახლში ყველას ეძინა, ამიტომაც ესენიც საძინებლებში წავიდნენ. ნანო იწვა და ფიქრობდა, მის და გეგას ურთიერთობაზე და ირაკლიზეც.იცოდა ვერსადროს ვერ შეძლებდა ირაკლის დავიწყებას და ეს სტკენდა გულს. ამდენმა ფიქრმა დაღალა და სამზარეულოში ჩავიდა, სადაც ირაკლი დახვდა, წელს ზემოთ შიშველი, ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. უხმოდ შევიდა და წყალი დალი, უკან გამობრუნებას აპირებდა, როცა ირაკლის ხმამ შეჩერა.
-რატო არ გძინავს?-საოცრად დაბოხებოდა, ისედაც ბოხი ხმა
-არ მეძინება, შენ?
-მეც კარგად ისეირნეთ?-არ მოუშორებია ირაკლის მისთვის დამახასითებელი ირონია
-გააჩნია ვისთან ერთად სეირნობ, გეგასთან ერთად კი მომეწონა
-მოგწონს?-უკვე მეორედ ჰკითხა ირაკლიმ
-კი
-გიყვარს?
-არა-სწრაფად უპასუხა ნანომ
-ესეიგი მალე შეგიყვარდება
-ვნახოთ
-ადი მიდი დაიძინე, ხვალაც მიგიწევს სეირნობა და ძალა გამოცლილი როგორ ისეირნებ-კვლავ ირაკლის ირონია
-შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ-სწრაფად უპასუხა ნანომ და ოთახისკენ წავიდა და ეგრევე დაიძინა, არ ჰქონდა არც გეგაზე და მითუნეტეს არც ირაკლიზე ფიქრის თავი
მეორე დილით ყველაზე გვიან გაეღვიძა, ქვევით ჩასულს ყველა მაგიდასთან დახვდა, საუზმობდნენ
-ოჰ გამოჩნდა მძინარე მზეთუნახავი
-როგორ გეძინა?-მაგიდასთან დამსხდარს ჰკითხა გეგამ რასაც ირაკლის ჩაცინება მოჰყვა
-არაჩვეუკებრივად და შენ?-კარგ ხასითზე იყო ნანომ
-შენ დამესიზმრე
ამ ყველაფერს უსმენდა ირაკლიდა და ხვდებოდა, რომ მისი ნანოს და გეგას ურთიერთობა მეგობრობას ნელ-ნელა სცდებოდა, ყოველშემთხვევაში გეგა არ იყო ნანოს მიმართ გულგრილი. მას უყვარდა გვანცა და ხვდებოდა, რომ როგორც მას ჰქონდა ბედნიერების უფლება ისევე ჰქონდა ნანოსაც.
ყველანი ერთად წავიდნენ სვანეთიდან თბილისში. ნინი მათან გადავიდა, ქორწილს არ იხდიდნენ, ამიტომაც პირდაპირ ჯვარი დაიწერეს და ხელი მოაწერეს.ზაფხულში აპირებდნენ პარიზში წასვლას.რაც შეეხება გეგას და ნანოს უფრო დაახლოვდვნენ და თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, თითქოს ნანისაც გაუჩნდა გრძნობები გეგას მიმართ, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს უბრალოდ შეჩვევა იყო და გეგასთან იმ ყურადღებას ინაზღაურებდა რასაც ირაკლისგან ვერ იღებდა.
სკოლის მერე მიაკითხა გეგამ ნანოს. როგორც ყოველთვის გოგოებთან ერთად იდგა, როცა გეგა მიუახლოვდა
-როგორ ხართ გოგოებო?-ღიმილით მოიკითხა გოგოები გეგამ
-კარგად გეგა შენ?
-კარგად, ნანიკო წავიდეთ ხო სადმე?
-კაი აქვე ახლოს წავიდეთ რა
-ბაზარი არა ვიცი ერთი საკაუფი კაფე აქვე
მართლაც კარგი სიტუაცია იყო კაფეში, შეკვეთაც მალევე მოიტანეს. ნანო ლაპარაკობდა თუ როგორ იღლებოდა სკოლაში გეგაც სიამოვნებით უსმენდა, როცა უვბად შეაწყვეტინა
-ნანო როდემდე უნდა ვიაროთ ასე?
-ასე როგორ გეგა?-ძალიან კარგად მიხვდა საითკენაც მიჰყავდა გეგას საუბარი, ამიტომაც თავი გაისულელა.
-არეულებმა
-რა გინდა გეგა?-პირდაპირ ჰკითხა ნანომ
-მინდა, რომ ჩემი შეყვარებული იყო ვიცი რომ კვლავ ირაკლი გიყვარს, თუმცა მაინც გთხოვ რომ ერთი შანსი მომცე
-გეგა არ მინდა, რომ დაგაიმედო და იმავე მდგომარეობაში აღმოხნდე როგორშიც მე ვარ. არ მინდა რომ ჩემსავით უბედური იყო.
-როგორ შეიძლება შენს გვერდით ვინმე უბედური იყოს ნანო?-გეგას სიტყვები იმდენად ბუნებრივი და გულწრფელი ეჩვენა ნანოს რომ კიდევ ერთხელ შეზიზღდა საკუთარი თავი, მის გამო ესე რომ იტანჯებოდა გეგა.
-გეგა რა იქნება იმ შემთხვევაში თუ ვერ შეგიყვარებ, გიფიქრია საერთოდ ამაზე, ამ ურთიერთობის შენარჩუნებასაც ვეღარ შევძლებთ რაც ახლა გვაქ.
-ნანო რას გთხოვ შეუძლებელს მხოლოდ ერთი შანსი მინდა, რომ დაგიმტკიცი ამ ქვეყნად ირაკლის გარდა სხვა ბიჭებიც არ სებობენ.
-გეგა რატომ არ გესმის ვერ მივცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ დაგტანჯო
-ნანო გთხოვ
-მაპატიე გეგა
ნანომ კაფე უკანმოუხედავად დატოვა, მთელი გზა იკავებდა ცრემლებს, იტანჯებოდა გეგას ესეთს რომ ჰხედავს მის გამო, თავს იდანაშაულებდა.



№1  offline წევრი nigita

ეს წაკითხული მაქვს ბოლომდე არ დევს თუ არ ვცდები და იქ კოსტა ქვია აქ კიდევ ირაკლი....

 


№2  offline წევრი loglady99

nigita
ეს წაკითხული მაქვს ბოლომდე არ დევს თუ არ ვცდები და იქ კოსტა ქვია აქ კიდევ ირაკლი....

ამ ჯერად ბოლომდე დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent