შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და ყვითელი "მარშუტკა" (სრულად)


3-02-2020, 02:30
ავტორი Stranger things
ნანახია 10 439

10.06.2020
-შანსი არაა, არსადაც არ წამოვალ!-ვეძახი ვითომ გაღიზიანებული და საბანს თავზე ვიფარებ...არაა ასე გავიგუდები, არადა ხომ ზუსტად ვიცი არსადაც არ დავრჩები და ბოლოს მაინც წავყვები, მაშ რაღას ვისაწ....ბ თავს ან რას ვიგუდავ?! ჩვევა მაქვს თუ არ მეხვეწეს წამოდიო, ისე ვერსად წასვლა ვერ მისწორდება მთელი ჩემი მხიარულება ჩემი დის წუწუნით იწყება და მისივე თავის დაჭერით მთავრდება...კაი ვიტყუები, მეტი საქმე არ მაქვს ვინმეს თავი დაუჭირო ისიც ეყოფათ რომ ვერ ვსვამ და სახლში ყველა სათითაოდ მიმყავს, სამაგიეროდ პატივი მაქვს ჩემს მანქანაში ვიხილო მეგობრები. ისე არ მისხდებიან ჩემი დაქალი, სალომეს „ამაკაპოტებ“ აქვთ ატაცებული და ისევ იმ ამბავს მახსენებენ ლამის ველოსიპედით ბავშვი რომ გავიტანე, ბავშვი გადარჩა და გაიქცა, სამაგიეროდ მე ვტიროდი მთელი საღამო და გასართობად გასვლაზეც უარი ვთქვი იმის მიუხედავად რომ დასასვენებლად მხოლოდ სამი დღით მოვასწარით წასვლა...და, როგორც მიხვდით მაინც წამათრია ჩემმა დამ, სკუტერზეც დამითანხმეს და როგორც აღმოვაჩინე ის დღე ჩემი არ ყოფილა, რადგანაც ლამის ორ ჭორიკანა არსებას დავეჯახე, ამ დროს ,რა თქმა უნდა,ჩემი ძვირფასი და კიოდა „დაამუხრუჭეო“ ხო და მე იმის მაგივრად რომ ბოდიში მომეხადა მივაძახე.
-ჩემი ბრალი არ იყო!-თქო.
ნუ ჰო...იმ საღამოს გავიგე რომ თურმე სკუტერს მუხრუჭებიც ჰქონია.
ასე რომ ეს ამბავი გახდა მთელი უნდობლობის საფუძველი, ჩემი დაქალი კიდევ ენამოსაწყვეტი „ამაკაპოტებ“ რომ დაუმატა. და აი ახლაც, დაღლილ-დაქანცულ-მისვენებული ჩემს საყვარელ წუწუნს ვუსმენ, რა თქმა უნდა, უარს ვაგრძელებ და თან იმაზე ვფიქრობ ის შავი კაბა სად დავდე.
-კარგი მოვდივარ!-ვეძახი უკვე დანებებას რომ აპირებს.
მე და სასმელი შორს ვართ აი სამაგიეროდ მე და ცეკვა ვართ ახლოს, ამას ემატება ჩაბნელებული დარბაზი და გონების დამბინდველი შუქები ჰოდა ამ მწარე სითხის გარეშეც, იმაში დარწმუნებული რომ ჩემი ცეკვა ყველას ფეხებზე ჰკიდია უსასრულოდ ვერთობი, თან ბროწეულის წვენსაც დაქალივით ყველგან დავათრევ.
-დაჯდომას არ ვაპირებთ?!-ყურში ჩამძახის თეკლა და მოძრაობას ტემპს არ უგდებს.
-ლოთო!-ვხვდები რომ დალევა უნდა და იქამდე მარტო მისვლაც ესიკვდილება.
-წამოდი რაა...-ხელს მკიდებს და ბრბოში მიბიძგებს.
-უთხარი მორჩეს მეასედ მოყოლას.-ბართან მისულს მიკივის სალომე და ჩემს დაზე მანიშნებს, რომელსაც თვალებზე ეტყობა რომ დღეს უკვე ბარის გამდიდრებაც მოუსწვრია.
-აუუ მარ...-ხელზე ვექაჩები დას.-წავიდეთ რაა, ხვალ დილით ლექციები მაქვს და ვერ ავდგები.
-დამაცადე ჯერ თერთმეტიც არაა... შენ თუ მოგიყევი როგორ მთხოვა ბექამ ხელი?-კიდევ ერთ ჭიქას ამთავრებს და ახალს უკვეთავს.
-მომიყევი...თან ბევრჯერ.-მეცინება და აწითლებულს ზევიდან დავყურებ.
-აუ ძაან საყვარელია არაა?-მოგონებებში ეშვება და გაბრუებული მორჩილად მომყვება.- უნდა დავურეკო!
-დაურეკე.
-ნწნწნწ, შენ რანაირი და ხარ?! არ უნდა მეუბნებოდე მთვრალი ხარ და არ დაურეკოო?!- მანქანაში ჩემს გვერდით ჯდება.
-შენი ტელეფონი მე მაქვს.-უკანა სავარძლიდან ეპასუხება სალომე.
-მოიცა მე დავურეკავ.- მიამიტურად გამოხტა თეკლა.
-გადავიფიქრე, ესე რომანტიკულად ვერ დაველაპარაკები ამ ორის აურა მთრგუნავს.- ეუბნება ჩემი და თეკლას და ფანჯარას ქვევით უწევს გასაგრილებლად.-ხვალ სოფელში მივდივარ.- დუდღუნებს თვალებდახუჭული.- მამას გიგა უნდა გავაცნო.
-აუჰ.-მეცინება სიტუაციის სიმძიმეზე და საცობების ლომს, ყვითელ სამარშრუტო ტაქსს ვუსიგნალებ.
-შენც ჩემთან ერთად მოდიხარ.-მეუბნება კმაყოფილი.
-არ მცალია.-უცებვე ვპასუხობ, ჯერაც ერთი საერთოდ არ შემიძლია ეხლა იმის ყურება მზერით როგორ კლავს მამაჩემი გიგას და მეორეც ხვალ მართლა არ მცალია.
-ხო არ დაგავიწყდა შენთან სურვილი რომ მაქვს?-მეუბნება და მიღიმის.
-ეგ არ ითვლება.-უცებ ვიცხადებ.-ჯოკერი წლებია არ მითამაშია და მომიგებდი აბა რას იზამდი?! ხვალ ვერსადაც ვერ წამოვალ უნივერსიტეტში აუცილებლად უნდა მივიდე, პირველი იმ ტირანი დავითის ლექცია მაქვს და სისხლს გამიშრობს რომ გავუცდინო... სხვა რაც გინდა მთხოვე.
-კარგი.-იძახის თეკლა, რამდენიმე წამში.-რამე სიგიჟე გააკეთე აქვე და ახლავე.
-მარიამის სურვილია, შენი კი არა!-სარკეში ვუციმციმებ თვალებს.
-სიგიჟე!-აჟიტირებულია ჩემი დაც.
მეცინება და გონებას ვძაბავ სიგიჟის მოლოდინში.
-ჯანდაბა...-ვოხრავ და გაბრაზებული გავყურებ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს...უცებ აზრი ინთება თავში და შუქნიშანზე გაჩერებული ბოლო ხმაზე გავკივი.-ფანჯარას ჩაუწიეთ.-მეთქი.
იმის მიუხედავად რომ არ იციან რას ვაკეთებ გოგოებს სიცილი უტყდებათ.
-რა გინდა?-აშკარად არაა მძღოლი ჩემს ხასიათზე.
-ბოლო რომ ამოვიდა იმ ბიჭის გადახდილია.-წარმოდგენაც არ მაქვს ვის ვუხდი ისე ვაწოდებინებ ჩემს დას ხურდებს და თვალისმომჭრელად ვიღიმი.
სამარშუტო ტაქსის უკანა ფანჯარა სულ ცოტათი იღება და მწვანე თვალები პირდაპირ ჩემზე ჩერდება...ჯანდაბა, რა უნდა?! უცებ სიტუაციას ვეთიშები და იმასაც მოგვიანებით ვხვდები რომ ეს ისაა ვისაც ასე მონდომებით ვეპატიჟები მგზავრობაზე. დაჟინებით მიყურებს და თვალის კუთხის აწევით ვხვდები რომ ეცინება, დაბნეული ვყლაპავ მოზრდილ ნერწყვს და ვცდილობ სახეზეც დავაკვირდე. ვერ ვასწრებ, ფანჯარა იკეტება და მეც გამოვდივარ ეიფორიიდან...რატო მცხელა?
მძღოლი ჯერ ისე მიყურებს როგორც უცხოპლანეტელს მერე ეტყობა ჰქონია რომ მთვრალი ვარ და ჩემს დას ხურდას ართმევს. მწვანე ციმციმებს და მეც გაბრუებული ვუხვევ სალომეს სახლისკენ.
-გაგიჟდი!-სამივე ერთ ხმაში იცინის.
-დაინახეთ?-ისევ მგზავრზე ვფიქრობ, მარტო თვალები დავინახე, ყურები მიხურს... დავიჯერო მომეწონა?...ჰმ, არამგონია.
-რა?
აშკარად ვერ დაინახეს თორემ მაინდამაინც მე გავშტერდებოდი?! ესენიც შეამჩნევდნენ. სახლში დაბრუნებულს უნებურად დილამდე მეფიქრება მომხდარზე და უცნაური აფორიაქება მიპყრობს. სამაგიეროდ მეორე დღესვე მთლიანად ქრება დადებითი მუხტი ბატონი დავითი ლექციაზე დაგვიანების გამო უკან დერეფანშივე რომ მაბრძანებს, კულტურულად.
*****
8.09.2020
დღეს მამაჩემის ოფიციალური გაკოტრების დღეა...ჩემი და და ბექა როგორც იქნა ქორწინდებიან.
-ბეჭდები.-ვინ იცის მერამდენედ ვახსენებ ჩემს დას და საწოლის ქვეშ შემძვრალ ბიძაშვილს, ფეხზე ვექაჩები.
-სიძესთანაა.
მეუბნება მეიმდენჯერვე მერამდენედაც ვახსენებ, ნიშნობის შემდეგ ყოველ ღამე ის მესიზმრება როგორ ვეძებ ბეჭდებს... სხვათაშორის, საერთოდ არ მიკვირს. როგორც უფროს დას და ყველაზე პატარა ზრდასრულს ოჯახში ბეჭდები ნიშნობის საღამოს მე ჩამაბარეს, ისე გავერთე სტუმრების მიღებით ვისღა გაახსენდა ორი ოქროს რგოლი, ცერემონია რომ დაიწყო და ბეჭდები მომთხოვეს, აღმოჩნდა რომ ჯიბეში ჩადებული რგოლები ამომხტარან, უფრო სწორად თუ ვიტყვით ჩემს კაბას საერთოდ ჯიბეც არ ქონია...ცუდი რეაქცია არ ყოფილა, გასაჭირმა გაგვაერთიანა კიდეც და სტუმარ-მასპინძლიანად ყველა იმ ბეჭდებს ვეძებდით, მანამ სანამ სიძის ოჯახიდან დიდმა ბებიამ არ იკივლა, „ბეჭდის დაკარგვა სიკვდილის მომასწავლებელია დამეღუპა ბიჭიო!“ და ერთი რომ გადაქანდა ბეჭდები ვიღას ახსოვდა.. თურმე სარკის მაგიდაზე დამიდია. ბებია გადარჩა...მე ვერა... მთელმა სანათესაომ ჯერ-ჯერით გამლანძღა კინაღამ ქალი შეიწირეო,ჰოდა ეს ისეთი ისტორიაა ძაანაც რომ ვეცადო ოცი წლის შემდეგაც ვერ გამეცინება...არა რაა, ოჯახი ყველაზე ტკბილი ყოფილა ჩემი ბებიკო მაგას გამიკეთებდა?!
-მოვიდა გამოდით!-იძახის დედაჩემი და მანქანების სიგნალის ხმაც იმატებს.
-ვთხოვდები!-აღფრთოვანებას ვერ მალავს ჩემი და და საქმროს შესაგებებლად გარბის.
თხოვდება....თვლას ვაყოლებ და მეღიმება. უკვე გასვლას ვაპირებ ტელეფონი რომ რეკავს და მეც წამში ვპასუხობ ქორწილის ორგანიზატორის ზარს.
-გისმენთ ქალბატონო ლელა.
-მორჩა, მე მოვრჩი!-გაჰკივის ქალი და თან ისე მიდის ტელეფონში მესმის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი.- მთელი ჩემი კარიერის მანძილზე არ შევხვედრილვარ ასეთ უთავბოლო ჯგუფს! მე მივდივარ, არც თქვენი ჰონორარი მინდა და თუ გინდათ საზიზღარი დახასიათება დამიწერეთ, აქ აღარ გავჩერდები!-კივილს აგრძელებს ქალი.
ლელა, ქორწილის ორგანიზატორია, ან იყო მაინც... ჩვენი შორეული მამიდაა და სხვისი აყვანა არ გვაცადა, დიდის ამბით აიტეხა მე მივხედავო...აჰაა, მიხედავს!
-დაწყნარდით, თუ შეიძლება.- უცებ მეც პანიკა მიპყრობს და საწოლზე ვჯდები.- რას ქვია მიდიხართ?! ქორწილის დღეა! რა მოხდა ისეთი რომ რამდენიმე საათს ვეღარ გაძლებთ?
-რა და თქვენმა პერსონალმა საყინულის არსებობის შესახებ მგონი ეხლა გაიგო! დადნა! ყინულის ქანდაკებები აღარ არსებობს, წყალია! გესმის წყალი! რა ვქნა პატარძალი გავწუწო ეხლა თუ ყვავილები მოვრწყა!
-დამშვიდდით.-ჯანდაბა! მარიამი გაგიჟდება. მაგას კიდევ არაუშავს, მთავარია მამაჩემმა არ გაიგოს, ისედაც არ უნდოდა ქანდაკებებში ამდენის გადახდა.-ქანდაკებების გარეშე ვერ ჩაივლის ქორწილი?
-ქანდაკებების გარეშე ვერაფერიც ვერ იქნება, მთელი ჩემი კარიერის მანძილზე ვოცნებობდი აფროდიტეს და არესის სკულპტურები დამედგა ქორწილში და დამიდნეს! მისმენ?!
უჰჰ...აი რა იცის იმან ცხოვრებაში არესი კი არა ჯემალა რომ არ გღირსებია ქალს! ლელა 50 წლის გაუთხოვარი ნორჩი ყვავილია, გემოვნება და დიზაინი კი ესმის მაგრამ ურთიერთობებში მოიკოჭლებს.
-დიახ, გისმენთ ქალბატონო ლელა...არ გეწყინოთ მაგრამ ცუდად იქცევით, ახლა რა გავაკეთო? მითუმეტეს თქვენს გარეშე!-პანიკა მეწყება.
-არ ვიცი.-ცოტა მშვიდდება ქალი.-ჰოო... მართლა ხო არ დამიწერთ არაა საზიზღარ დახასიათებას..? მამაჩემი და ბებიათავენი...
-ვიცი ქალბატონო ლელა! მომისმინეთ, მანდ დარჩით კიდევ დავიქირავებთ ხალხს, ქანდაკებები დაივიწყეთ, უთხარით დანარჩენ დეკორაციას მიხედონ.
-ვერაფერს ვერ ვეტყვი.-ჯიუტობს პატარა ბავშვივით.-არ მიჯერებენ.
-რას ქვია არ გიჯერებენ?! ვინმეს გამოვუშვებ!
-მივდივარ-მეთქი!
ნეპოტიზმშიც რო არ გაგიმართლებს კაცს! რატოა მაინდამაინც ჩემი მამიდა არაპროფესიონალი დეკორატორი?! ხო გვაფრთხილებდა მამაჩემი ლელა ბავშვობაში წრეში ბურთს ვერ გეგმავდა ამან რა ქორწილი უნდა დაგეგმოსო. საერთოდ მე კიდე, ხო ღირსი ვარ მომტყდეს ენა უარი რომ ვერ ვუთხარი და თან ყველას ვუმტკიცებდი ყველაფერს მიხედავს თუ არადა მე გავაკეთებ-თქო.
-მე მოვალ ხუთ წუთში!-ბოლო იმედად ვკივი.
-კარგი...-უცებ მშვიდდება.-მოდი და მომეხმარე.
გავგიჟდები... აუცილებლად გავგიჟდები, მანამდე კიდევ ეჭვი მაქვს ჩემი და სიბრაზის მოტივით მკვლელი გახდება და ისტორიაში „წითელი პატარძლის“ ან რავიცი კიდევ სხვა შიზოფრენიკის სახელით შევა.
-ევა!-მეძახის დედა.-ყველა შენ გელოდება, ჩამოდი გოგო!
-დედაა...-ვეძახი და ოთახის კარს ვხურავ.-ლელას ქანდაკებები დადნა და ქორწილიდან მიგვირბის.
სინამდვილეში ლელას გაქცევას ჯობდა პატარძალი გაგვქცეოდა. მთელი ქორწილი ლელას უნდა ემართა , იმის აზრზეც არ ვარ თამადა ვინაა, ფოიერვერკზე და საქორწინო სიურპრიზებზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია.
-კარგი რაა ევა, არ იცი რა ქალია?! დაწყნარდება და გააგრძლებს, ჩამოდი მარიამი გკითხულობს.
-არაა დეე, უნდა გავიქცე და ვნახო.
-რა უნდა ნახო, ნახევარ საათში შენი დის ჯვრისწერაა, ეხლა არ გამაგიჟო რას იტვიან სტუმრები, ჩქარა აიღე ეგ თაიგული და ჩამოდი.
დედა ოთახიდან გადის და მეც ბოლო იმედად ვწერ ლელას.
„მოსვლას ვერ ვახერხებ“
„გელოდები“
ოჰ ლელა! კარგი დავმშვიდდეთ, მოუხერხებელ კაბას ვიხდი. სპორტულად ვიცვამ და უკანა კარისკენ მივიპარები...გზაში დავურეკავ მარიამს, შორიდან ვერ მომკლავს. მიდი ევა!-ვიმხნევებ თავს, ჯეიმს ბონდს ტყუილად უყურე?! ან დღეს გამოგადგება ან არასდროს! მანქანებს შორის მივიპარები, მერეღა მახსენდება რომ მანქანა მამაჩემმა წაიღო გასარეცხად და კიდევ ნახევარი საათი არ იქნება.
-ჯანდაბა!-ვოხრავ და სალომეს ბრაბუსისკენ მივიწევ.-ძმა ძმისთვისაო შავი დღისთვისაო... -ვიხსენებ და თავს ვიმხნევებ რომ სალომე და მე ამ „გატაცების“ შემდეგაც ისევ მეგობრები ვიქნებით. მანქანებს შორის ქერა თმას ვარჩევ.
-თეკლა.-ვეძახი ბონდისვე ხმით იქვე მდგარ დაქალს.
-რას აკეთებ გოგო?-სიტუაციის გაურკვევლობის მიუხედავად მეჩურჩულება და ჩუმად იპარება ჩემთან.
სწრაფად ვუხსნი სიტუაციას, ვეუბნები რომ თუ მოვასწარი ჯვრისწერაზე მივალ თუ არადა ეცდება მარიამის ფოტოსესიამდე არაფერი გააგებინოს, მეტი საქმე არ მაქვს ჩემს ისედაც ზედმეტად ემოციურ დას ქორწილი ლელას ქანდაკებების გამო ჩავაშხამო.
საქორწინო დარბაზში ელვის სისწრაფით მივაბიჯებ და მომსახურე პერსონალს შორის ლელას ვეძებ.
-ევაა!-მესმის აწ უკვე მხიარული ხმა.-აქეთ ვარ მამიდა!- ხელებს შლის და მეგებება.-ეს რა გაცვია გოგო?!-უცებ სახე უსერიოზულდება და გაკვირვებული დაჰყურებს ჩემს სპორტულებს.-ის ცისფერი კაბა არ უნდა გცმოდა?
-აბა ქანდაკებები დადნაო?!- დაბნეული ვანიშნებ აფროდიტეს სკულპტურისკენ.
-ნუ ერთი-ორი.-ხელს უდარდელად იქნევს.-წადი სახლში გამოიცვალე და მოდი.-არეულად საუბრობს.
-ქალბატონო ლელა, რა ხდება?-ვოხრავ და მოწყვეტით ვჯდები იქვე მდგარ სკამზე.
-ლელა დეიდა აბაა სადაა ის გოგო?-კითხულობს ვიღაც ბიჭი და გვიახლოვდება, მაღალია, გამხდარი და ისე მაკვირდება თითქოს ამ წამს გვერდით უცხოპლანეტელი მომიჯდა... მხოლოდ მაშინღა ვცნობ სახეს რომ ალაგებს, ეს ის ბიჭია? ხო ეგაა... ზუსტად ის ლელა წინა წელს ასე მონდომებით რომ მირიგებდა.
-ხო გახსოვს ევა, ჩემი მეზობლის ნინოს შვილია, ერეკლე, ბავშვობაში ერთადაც გითამაშიათ.- ბიჭს თვალებს უბრიალებს და ჩემზე ანიშნებს.-ის დაგეხმარება ქანდაკებების გადანაწილებაში.
თავიდან ვერ ვაანალიზებ რა ხდება...ნუ, ეგ თავიდან და მერე ელვის სისწრაფით ვხტები ფეხზე.
-იცით ახლა ჩემი და სადაა?-გავრბივარ და თან უკან ადევნებულ ლელას ვაფრქვევ მთელ ბრაზს.- ჯვარს იწერს!
-მერე რაა, ლამაზი გოგოა მეორედაც მოასწრებს.
ღმერთო...აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე რომ ეს ქალი გიჟია! ქორწილიდან იმიტო გამომაქცია რო ვიღაც ბიჭი გაერიგებინა ჩემთვის?! ხო, რა თქმა უნდა, იფიქრა რომანტიკულ მომენტს შეგვიქმნიდა. ჯობდა ის ქანდაკება თავში დამცემოდა, ვიდრე ამ ბიჭთან ერთად გადამედგა სადმე! დღემდე არ მავიწყდება წინა წელს ლელას ოთახიდან გასვლის შემდეგ, უბრალო კულტურული საუბრის შემდეგ როგორ შემომთავაზა „ხომ არ განმვმარტოვდეთო“.
-ლელა მამიდა!
-ხო გენაცვალე.
-გათავისუფლებული ხართ!
იმ წამს სულ არ მადარდებს რომ მთელი დანარჩენი ქორწილის მიხედვა მე მომიწევს და არც ის რომ მამიდაჩემია, ღმერთმა არ ქნას იმდენად ახლობელი აღმოჩნდეს რამე გენი გამომერიოს ამ ქალის! დღევანდელმა დღემ ჩაიაროს და ხვალ გამოვთვლი მაგას....გაბრაზებული სალომეს ბრაბუსში ვხტები და სახლისკენ ვიღებ გეზს.
****
ეკლესიის ეზოში ისე მივიპარები, მეშინია ამდენი „მიპარვისგან“ ფეხსაცმელს ქუსლი არ მოსტყდეს, უკვე მგონია მორჩა და გადავრჩი, ზარები რომ იწყებენ რეკვას და კარიდან ბექა და მარიამი გამოდიან. ჩემი და ეჭვით მიყურებს. ვარცხნილობადაშლილს და მაკიაჟჩამორეცხილს, ხლებეს მხვევს და მეჩურჩულება.
-სად იყავი? ყველგან შენ გეძებდი!
-რაღაც უნდა გითხრა...
-ცოლის დავ.-ახლა სიძე მეხუტება.
-დის ქურდო.-სიცილით ვუბღვერ და საპასუხოდ ძლიერად ვხვევ ხელებს.-გილოცავთ!
სტუმრები მანქანებში ნაწილდებიან, მეც დიდი დრო მაქვს ყველაფრის სათქმელად და იმის დიდი იმედი რომ ჩემი და ეკლესისს ეზოში მაინც არ მომკლავს.
-ლელა დავითხოვე.-პირდაპირ ვამბობ და რეაქციას ვაკვირდები.
ჯერ თვალები უფართოვდება, მერე ეჭვით მიყურებს და ბოლოს უდარდელად მპასუხობს.
-სხვათაშორის, რაც დღეს პატარძლობისას ვისწავლე ისაა რომ, პატარძალი ყველაზე ლამაზთან ერთად ყველაზე ეგოისტიცაა.-კაბის ბლოს იღებს და ქმარს ხელს კიდებს.- ლელას საქმე შენზეა, წამოდი ახლა ჩაჯექი მანქანაში და აღარსად აღარ გაბედო გაპარვა.
დას ინსტიქტურად უკან მივყვები და თან დიდი იმედს ვიტოვებ ფოიერვერკები თავისით გაისვრიან ან დიდი დიდი საქორწინო სიურპრიზების სია მაინც გაჩნდება ჩემს ჩანთაში.
****
ფოტოსესიაზე ვერ ვრჩები, სიძე-პატარძალთან ორ სურათს ვიღებ და ისევ საქორწინო დარბაზში ვბრუნდები, ერთ საათში ბოლომდე ვრწმუნდები იმაში რომ ჯობდა ლელაზე ჯავრი ხვალ მეყარა.ყველაფრის თავიდან გადახედვას ვაპირებ, თეკლა რომ მირეკავს.
-მოვდივართ.-მეუბნება და თან რაღაცაზე იცინის.
-მოდით.-ვოხრავ და იქვე სკამზე ვჯდები.-ასე მალე დაამთავრეს ?
-შენი აზრით?-კისკისებს.-სიძემ მშიაო ერთი დაიწუწუნა და შენი დაც გამოფრინდა „ამდენი ფოტო აღარ გვინდაო“.
-მერე იტყვის ოჯახში უფროსი მე ვარო.-მეცინება და მომსახურე პერსონალს ვანიშნებ იჩქარონ.
-ვარ კიდეც.-იცინის ჩემი და.
-სიძე!-ვეძახი იმის იმედიც რომ ისიც მისმენს.-მგონი შენ მაგრად გვაბოლებ და მაგ ხელოვნური კუნთების უკან ღიპს გვიმალავ, ჰაა?!-მეცინება ღიპიანი ბექას წარმოდგენაზე.
-ცოლისდავ, თაფლობისთვეში უშენოდ წავალთ იცოდე.
-ჩუმად ვარ!-სიცილს ვწყვეტ და უკვე დასრულებულ საქორწინო დარბაზს ვავლებ თვალს.- ვსო, გელოდებით ყველაფერი მზადაა.
ტელეფონს ვთიშავ და სტუმრებს ველოდები. საბედნიეროდ აქეთ-იქით სირბილი და მაგიდებთან სტუმრების გადანაწილება არ მიწევს, ყველას სახელი დახლზე აწყვია მაგიდის ნომრების მიხედვით და მეც მარტივ მითითებებსღა ვიძლევი.
-აიი ევა!-ჟღურტულებს რუსული აქცენტით მოხუცი ქალი და იმის მიუხედავად რომ გაცილებით დაბალია, ლოყებს მიწელავს.-Ты уже большая девочка!-ქალი ისევ ლოყებზე მექაჩება თეკლა რომ მიახლოვდება და თხელ მოსაცმელს მიწვდის.
-გეხვეწები გასახდელში შეიტანე რაა...მიმასწავლეს და ვერ ვიპოვე.
-მმმ...-ვცდილობ ქალის სახელი გავიხსენო და თან თავს უკან ვექაჩები რომ როგორმე ლოყა გადავირჩინო.-ამას გასახდელში შევიტან და გნახავთ.
ქალი ჩემს ლოყებს თავს ანებებს და მეც შვებით ვსუნთქავ. გასახდელისკენ მივიწევ და კმაყოფილს იმით რომ ყველამ დაიკავა საკუთარი ადგილი და თამადა ჩემი ბიძაშვილი...სხვა ვინ? მეღიმება. გასახდელის კარის სახელურს ვექაჩები და თან ვცდილობ ვარდისფერი მოსაცმელი იატაკს არ შევახო... დაკეტილია, კიდევ ერთხელ ვექაჩები და იქვე მდგარ მენეჯერს ვეძახი.
-ამ კარის გასაღები მინდა.
მენეჯერი უსიტყვოდ მიწვდის გასაღებს და მეც უპრობლემოდ ვაღებ კარს. შუქს ვანთებ და უკვე საკიდებისკენ ვაპირებ წასვლას, უცნაური სცენა რომ მეშლება თვალწინ: ქერა გოგო კედელს ეყრდნობა და თავი უკან აქვს გადაწეული, წინიდან კი ერთი თავით მაღალი ბიჭი უდგას და მონდომებით უკოცნის კისერს. გახევებული ვდგავარ და ხმას ვერ ვიღებ, მანამ სანამ ქერა შემამჩნევს და ისეთ კივილს იწყებს, კარს ინსტიქტურად ვკეტავ რომ ვინმე არ შემოვიდეს. ბიჭიც კადრულობს შემობრუნებას და სანამ რამის თქმას მოვიფიქრებდე, გოგო მე მეძახის.
-ევა!-ხელებს შლის და მეხვევა.-როგორ ხარ?! აქ რა გინდოდა?!
ქერა ჩემი შორეული ბიძაშვილი თაკოა, რომელიც ბავშვობის შემდეგ არ მინახავს მაგრამ ამბები კი მესმის ხოლმე. მეკაცთანე გოგოა და მამაჩემი თაკოს ძმის გამო ძალიან წუხს, სათითაოდ ყველა თაკოს შეყვარებულს რომ ეჩხუბება, რომელიც ღმერთმა იცის რამდენია. წინა წელს, თუ არ ვცდები, თაკო სახლიდანაც წამოვიდა და სანამ მე და მარიამი დასასვენებლად ვიყავით ჩვენთან რჩებოდა.
გაკვირვებული დავყურებ გოგოს რომელიც კარგი მეგობარივით მეხვევა და ახლაღა გადამაქვს მზერა ბიჭზე. პირველად რასაც ვამჩნევ, მაღალია, საშუალოდ გრძელი ქერა თქმა დაუდევრად აყრია, კლასიკურად აცვია, იმას თუ არ ჩავთვლით რომ პერანგი აჩეჩილი აქვს, ახლა სახეზეც ვაკვირდები...თვალებზე და სუნთქვა მეკვრის, მწვანე თვალები კარგად ჩანს განათების ფონზე და მეც მოულოდნელად კადრები მიტივტივდება გონებაში, ვერ ვინძრევი, ვერც იმას ვხვდები ასე რამ გამაშეშა, ბიჭის ბარიტონს რომ მოვყავარ გონს.
-ჩვენ გავალთ.-გოგოს ხელს კიდებს და ისიც ნებიერად მიშვებს ხელს.
-მოიცა!.-ვერკვევი სანამ გავლენ, მათკენ ვიხრები ხელებს სასწრაფოდ ვაშვებინებ, მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და ვცდილობ დალაგებულად ვისაუბრო.
-თაკო, შენი ძმა გარეთაა, ასე რომ დაგინახოთ სკანდალს ატეხს და ნამდვილად არ მინდა ჩემი დის ქორწილი თქვენ რომანს შეეწიროს.
-დღეს გავიცანი.-თმას უდარდელად იხვევს თითზე ქერა.
-მითუმეტეს.-კარს ვაღებ და დერეფანში გავდივარ...აქ ძალიან ცხელა, ვცდილობ ბიჭს თვალი მოვარიდო.
ახლა გახვალთ და ეცდებით ხვალისთვის გადადოთ გაგრძელება.
-იყოს, ჩვენ მივხედავთ.-ბიჭი მშვენიერ ხასიათზეა, აშკარად ერთობა სიტუაციით თვალებს მიციმციმებს, ისევ კიდებს ქერას ხელს და მოხერხებულად მიტოვებს უკან.
ჩემი გონება განგაშის ზარს ცემს და მეც გაუცნობიერებლად ვუდგები წყვილს შუაში, ხელებს ერთმანეთისთვის ვაშვებინებ და ახლა ორივეს მე ვკიდებ.
-რას აკეთებ?-იბნევა გოგო და ცდილობს დამისხლტეს.
ბიჭი კი უფრო ძლიერად იქცევს ჩემს თითებს თავისაში და ნელი ნაბიჯებით მიუყვება დერეფანს...ხელიდან ელექტრობაა მთელ სხეულში ვრცელდება და ახლა მე ვცდილობ გავუშვა ხელი, მაგრამ ვინ მაცდის, მშვიდად უჭირავს ჩემი ხელი...მე რა ჯანდაბა მჭირს ეგაა საკითხავი, როდის იყო ასე ვშტერდებოდი, განსაკუთრებით ორი წუთის წინანდელი სიტუაციის შემდეგ!
მაგიდასთან სამ ცარიელ ადგილს ვპოულობ, არ მადარდებს ესენი წესით სად უნდა ისხდნენ, არ მოსული სტუმრების ბარათებს თეფშიდან ვაშორებ და წყვილს სკამებზე ვუთითებ, თან კულტურულად არ ვიმჩნევ იმ უარყოფით ემოციებს ხელის გაშვებამ რომ გამოიწვია.
-ჩემი ადგილი აქ არაა...-იწყებს თაკო მაგრამ ისე ვუბრიალებ თვალებს, მგონი ეშინია და ჩუმდება.
-შენი ძმა გვიყურებს.-ვეუბნები და შორეულ ბიძაშვილს ვუღიმი რომელთანაც თაკოზე გაცილებით კარგი ურთიერთობა მაქვს.
-ნამდვილი ღრუზინია.-მიბღვერს გოგო და საჭმელს ნაზად უსვამს დანას.-ერთადერთი ნორმალური მე როგორ გამოვდექი.
აშკარად არანორმალურში მე მგულისხმობს, რატოა დღეს ყველა ნათესავი ესეთი გაუგებარი?! ვცდილობ დავწყნარდე და შეგნებულად არ ვიყურები გვერდით მჯდომისაკენ....საიდან მეცნობა?-ახლა უკვე წყნარად ვუსვამ ჩემს თავს კითხვას და მაქსიმალურად ვცდილობ არ გავწითლდე. ყურადღების გადასატანად დარბაზსს ვავლებ თვალს, ქორწილი იდეალურია.
-უფროსო...-აშკარად მე მეძახის.-რა გქვია გამახსენე..?
-ევა.-ეპასუხება ჩემს მაგივრად ქერა, მე მშვიდად მივირთმევ.
-ევა, აქ არ უნდა ვიჯდე, შენი ყურადღება დასაფასებელია მაგრამ მე...
-ხმა არ გავიგო!-ჩანგალს ხმაურიანად ვდებ და სტუმრების გაკვირვებულ მზერას ვაიგნორებ... ისე ამ მაგიდაზე არავის ვიცნობ...დიდი იმედი მაქვს არც ისინი მიცნობენ და ცხოვრებაში აღარ მომიწევს არც ერთის ნახვა, თორემ მერე აუცილებლად შემრცხვება.-ქორწილი რომ ჩაიშალოს, ჩემი ბრალი იქნება და დამიჯერე თაკოს ძმა თუ გაბრაზდა და ჩხუბი დაიწყო ჩაიშლება კიდეც!
დაახლოებით კიდევ ნახევარი საათი ვსხედვართ ასე, მე ბიჭის ყველა რეპლიკას ვაიგნორებ და ისე ვიქცევი თითქოს საერთოდ არ მესმის.
-მომისმინე პეპელა.-ახალ მიმართვაზე გადადის ბიჭი.-ზუსტად იქ მივდივარ სადაც შენ უნდა იყო ახლა, ჰოდა ჯობია ავდგეთ და გავიდეთ აქედან.-მაგიდას უყურებს.
-უზრდელო!-წამში ვიცხადებ და ბიჭს განრისხებული შევყურებ, თან ვჩურჩულებ რომ ვინმემ არ გაიგოს.- ჯერ შენ და ეს ქერა „გახვედით“, აღარ გამოდის და ჩემზე გადმოერთე ?! ახლა მე ავტეხ ჩხუბს!
-დაწყნარდი...-ბიჭს თვალები უფართოვდება და ხელებით ცდილობს დამამშვიდოს.- ეგ არ მითქვამს, მე...
-ევა.-მარიამი მოდის ჩემს მაგიდასთან, ბიჭს აწყვეტინებს, მე კი ისევ მთლიანად აწითლებული ვარ ბრაზისგან. -მთელი დღე შენ როგორ უნდა გეძებდე?!..და შენ ბატონო!- ჩემს გვერდით მჯდომს უცინის.
-ვიცნობთ არაა?!-გაბრაზებული, იმის იმედით რომ როგორც ყოველთვის ვერ ვიხსენებ, არადა ახლობელია, ჩემს დას ვანიშნებ გამახსენოს.
-მგონი ვერ გაგაცანი...-იბნევა.-ანდრო ბექას მეჯვარეა...არა აქ რა გინდა, არ იცი მეჯვარეები სად სხდებიან ხოლმე?-ახლა ბიჭს უბრუნდება.
-ზუსტად ნახევარი საათია მაგას ვხსნი მაგრამ ვინ მისმენს?!-მხრებს იჩეჩავს და მე მაშტერდება.-სმაგიეროდ, იდეალური წარმოსახვის უნარის მომსწრე გავხდი.
ბიჭის ირონიულ ტონზე და ჩემი დის სიტყვებზე მაშინვე ვხდები რის თქმასაც ცდილობდა აქამდე და... ჯანდაბა მე რა თქვი!
-წამოდით რაა, ჩვენ მაგიდასთან დასხედით, დავიღალე თქვენი ძებნით.- გვანიშნებს ადექითო და მეორე მხარეს მიდის.
ჯერ კიდევ დარცხვენილი, ფეხზე წამომხტარ თაკოს ხელით ვაკავებ და გარშემო ვიყურები, ყურში რუსული აქცენტი რომ ჩამესმის.
-სად დამეკარგე გენაცვალე?-ხელზე მექაჩება ქალი.
-ისე გამიხარდა თვენი ნახვა.-ქალს ვუცინი და თაკოზე ვანიშნებ, ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე და მთელ ჯავრს ქერაზე ვიყრი.-თხოვნა მაქვსს, თქვენ გარდა ვერავინ დამეხმარება... ეს გოგო ჩემი ნათესავია, საბრალო, ავადაა და ყველაფერს ერთმანეთში ურევს. ძალიან მეცოდება, იქნებ ამ საღამოს ყურადღება მიაქციოთ.- ვეუბნები რუსულად, იმაში სრულიად დარწმუნებული რომ თაკო ერთი სიტყვის გარტყმაშიც არაა.
-Конечно.-მეჟღურტულება ისევ ქალი და ღიმილით კიდებს თაკოს ხელს.-წამოდი ლამაზო...
უკანმოუხედავად მივდივარ საქორწინო მაგიდასთან და სალომეს გვერდით ვიკავებ ადგილს.
-შენი ცხოვრების სიყვარული გარეთ აყენია, ავტოსადგომზე.- თვალს ვაპარებ მეჯვარისკენ.
-ვიცი შევამოწმე და შენი დღევანდელი ამბებიც გავიგე.-ცოტა ხანს ჩუმდება და შემდეგ სიცილი უტყდება.-დამიჯერე იმდენი დაგცინე ნაპატიებელია.
-საიდან...-წამით ანდროს ვუყურებ და სირცხვილის ალმური მივლის... დავიჯერო ყველას უთხრა..?
-თეკლამ მითხრა.-მეუბნება სალომე და ჩემს დას ხელზე ექაჩება.-მარ, ეგ ლელა მაგარი ქალი ყოფილა, ასე შეკრულები რომ არ ვიყოთ, მაგის სადაქალოში მიღებაზეც დაფიქრდებოდა კაცი.
ახლა ორივე იცინის...ჯანდაბა! ისევ ჩემი აზრები, რა მინდა რას გადავეკიდე ადამიანს, აწითლებული წყალს ვიყუდებ.
მუხტის ასაწევად საქორწინო სიურპრიზების სიას ჩავყურებ. მალე დაქირავებული მოცეკვავეებიც იწყებენ ნომრების შესრულებას, მათი ცეკვის შემდეგ კი სტუმარებიც მოდიან ხალისზე და ვინ იცის მერამდენედ ვლოცულობ გულში, ჩემ დიდ ბებიას, რომელიც მთელი მონდომებით იქნევს ხელებს, არავინ დაეჯახოს.
-ცოლისდავ!-სიძე ხელს მხვევს და ლოცვას მაწყვეტინებს.-რას აკეთებ?
-ლილის ვიფარავ განსაცდელისგან.-ვეუბნები და მშვიდად ვაგრძელებ ლაპარაკს როცა ვხედავ რომ ბებია თავისი ადგილისაკენ მიდის.-თქვენ რას აკეთებთ?
-რავი მე და ჩემს ცოლს იდეალური თხოვნა გვაქვს შენთან.
-დავინტრიგდი.-მეცინება და მარიამს შევყურებ.
-ანუ შეგვისრულებ?
-კი რა ვიცი...თქვით ჯერ.
-უნდა დავწერო და შენი ბიძაშვილი იტყვის.
-კარგი...-ვერ ვხვდები რას მეთამაშებიან, მაგრამ ყველა იმდენად ბედნიერად გამოიყურება ცუდი რა უნდა იყოს.
-სალ, კალამი მომეცი.-ეუბნება ბექა სალომეს და იქვე მიგდებულ ხელსახოცზე რაღაცას წერს.
-საუკეთესო და ხარ.-ლოყაზე მკოცნის მარიამი.
ბექა ხელსახოცს თამადას უწვდის...ანუ ბიძაშვილი...
-ყურადღება!-იწყებს თამადა ლაპარაკს და ხელსახოცს აშტერდება.- პატარძლის დას სიურპრიზი აქვს, ევა დღეს შეასრულებს ცეკვას....შალახო?!-ბოლო სიტყვას გაკვირვებული კითხულობს და ყველას წყვილი თვალი ჩემზე ჩერდება. ხმის ამოღებას არ მაცლიან ისე ირთვება მუსიკა, დარბაზის შუაში როდის აღმოვჩნდი?! კუთხიდან თეკლა გამორბის თვალს მიკრავს და იატაკზე ჭიქას დებს...შანსი არაა! მეცინება, შემდეგ ჩემს დას ვუყურებ, რას არ გააკეთებს ადამიანი დისთვის, ცეკვას ვიწყებ. პატარაობაში უცნაური აკვიატებები მქონდა, შალახოც მაგ პერიოდს ეკუთვნის. დედა არ იყო წინააღმდეგი მანამ სანამ სამზარეულოდან მთელი ჭიქების მარაგი არ გავაქრე...სამაგიეროდ ცეკვა ვისწავლე.
ცეკვა დასრულდა და ჩემი მეგობრების აპლოდისმენტები და სტვენაც გავიგე, სიცილით შემომეხვივნენ და ტელეფონები მაჩვენეს, სადაც გადაღება და ატვირთვაც მოესწროთ უკვე.
-დაგლიჯე.-მეუბნება სიცილით ბექა და ცოლს ხვევს ხელს.
-რომელმა მოიფიქრა?
-ჩემი იდეა იყო.-იცინის სიძე.- ადრე მარიამმა ახსენა და ცდუნებას ვერ გავუძელი.
უცებ ჩემი დის უცნაური სურვილები მახსენდება და წყვილს ღიმილით ვუყურებ.
-თქვენ ხალხო სამუდამოდ ერთად იქნებით...
წინადადებას ვასრულებ და თვალში ანდრო მხვდება...უცებ გონება მინათდება, მწვანე თვალები, რომელზეც სუნთქვა მეკვრის... ღმერთო ისაა...შემიძლია დავიფიცო რომ ზუსტად ისაა... უცნობი ყვითელი სამარშრუტო ტაქსიდან. ცალყბად მიცინის და მეც კარგა ხანს ვეღარ ვახერხებ სხვაგან გახედვას...ნეტა თვითონ ვახსოვარ? არამგონია, ხომ მეტყოდა არაა?
ხალხი ცეკვას იწყებს მე კიდევ ეზოს კარში გამავალ ტასოს ვამჩნევ და გეზს პირდაპირ იქით ვიღებ, ტასო ჩემი 5 წლის ბიძაშვილია.
-ტასო!-ვიძახი როდესაც ვეღარ ვხედავ.-ტას! შემოდი, კაბა არ დაისვარო გეხვეწები რაა. თორემ, დედაშენი მეც მომკლავს და შენც. ტასო!
ხუთწუთიანი უშედეგო ძებნის შემდეგ მგონია რომ უკვე დარბაზში შევიდოდა, მაღალ განათებულ ხეს რომ ავყურებ და უცებ გონება მებინდება. ტასო ძალიან მაღლა დგას და შეშინებული იყურება.
-ტას!
ხმას ვერ იღებს.
-ტასო, მე მისმინე, არ გაინძრე ვინმეს მოვიყვან.
-მეშინია...-ჩურჩულებს ბავშვი.-არ წახვიდე...
-არ შეგეშინდეს, აქ ვარ მე ჩამოგიყვან!
მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიხდი, კაბას ვიჭერ და ხეზე მივცოცავ. ბავშვობის შემდეგ აღარ ამძვრალვარ მაგრამ ახლა იმაზე ვერ ვიფიქრებ რომ ჩამოვვარდები. ბავშვს ხელს ვკიდებ და ძლიერად ვიკრავ გულში.
-აქ როგორ ამოხვედი პატარავ?-ვეჩურჩულები და ვცდილობ ტოტიდან ფრთხილად გავუთავისუფლო კაბა.
-მანდ რა ხდება?!-უცებ მესმის კაცის ხმა და შვებისგან ვსუნთქავ.
-თქვენი დახმარება მჭირდება!- ვიძახი და პოტენციურ მხსნელს ვუყურებ, მაღალი სილუეტი ხეზე შემოვლებულ განათებაზე ნელ-ნელა იკვეთება და ბიჭში ანდროს ვცნობ.
-ევა?!
-მომისმინე! ანდრო! ბავშვი ამოძვრა, შეგიძლია ჩაყვანაში დამეხმარო?!
ბიჭი ხმაამოუღებლად ხეზე მოძვრება და ხელებს ჩემკენ იშვერს, როგორც ჩანს ძალიან შეშინებული ხმა მაქვს.
-ფეხები ქვევით ჩაუშვი პრინცესა და ეს ბიჭი დაგიჭერს კარგი?- ვეუბნები ტასოს და ხელით ვუბიძგებ.
ანდრო სწრაფად ავლებს ხელს და ხიდან ხტება, ორივე უსაფრთხოდაა. ბავშვი როგორც კი ერკვევა და ხვდება რომ მიწაზეა, ტირილს იწყებს და „დედას“ ძახილით უჩინარდება კარში.
ტასოს შემყურეს მოულოდნელად ფეხი ტოტებს შორის მივარდება და შიშისგან ვკივი.
-მოიცადე, ახლა შენ ჩამოგიყვან.
გონება განგაშს იწყებს, არა არა არა! არ უნდა შემეხოს! რატომ უნდა შემეხოს?! არ შეიძლება!
-არ მინდა, მე თვითონ.-ხმის კანკალით ვეუბნები და ხეზე ცოცვას ვიწყებ.
-მომისმინე,ევა.. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გავიცანით ერთმანეთი, მესმის არ მენდობი მაგრამ შეიძლება ჩამოვარდე.-მეუბნება ბიჭი.
-არ მინდა!-ვჯიუტობ იმის მიუხედავად რომ უკვე დარწმუნებული ვარ, ვერ ჩავალ.
-კარგი.-ბიჭი ხელებს აჯვარედინებს და ხეს ეყუდება.-მიდი ჩამოდი.
-წადი შენ.-ვჩერდები და ქვევით ვიყურები.
-იყოს, ვიქნები.-ვამბობ და ისევ ვკივი ხეს ტოტი რომ სტყდება.
-მომისმინე.-ისევ ხისკენ ტრიალდება.-ხელი მომეცი.
შეშინებული ვუყურებ და ხელს ვუწვდი, ბიჭი ძლიერად მექაჩება, თავისკენ მიზიდავს, უკვე მგინია გადავრჩი, ბოლო წამს კაბა ხეს რომ ედება, ფეხები მაღლა მრჩება და მთელი ტანით ბიჭისკენ ვარ გადახრილი...ჯანდაბა!
უკვე მგონია რომ ახლა, ტირილს დავიწყებ. მარტო მე თუ აღმოვჩნდებოდი ასეთ ტრაგიკულ სიტუაციაში, იმაზე ვფიქრობ რომ ამაზე უარესი აღარაფერი იქნება, კარი რომ იღება და ბექას დიდი ბებია გამოდის, ეს ქალი მას შემდეგ აღარ მინახავს რაც საავადმყოფოდან გამოწერეს, ბოლოს როგორც მახსოვს მე მლანძღავდა ბეჭდის დაკარგვის გამო...აი უარესი სიტუაცია. ქალი გაკვირვებული მიყურებს.
-ქალბატონო დალი.-ვჩურჩულებ შერცხვენილი.-ხომ არ დაგეხმაროთ.
-არ მინდა, მადლობა!...უიღბლო.-თავისთვის ამბობს ქალი...მგონი, ჰგონია რომ ყველა სიკეთესთან ერთად ყრუც ვარ.- ოჯახსს დამიღუპავს.- თავს აქნევს და კარში უჩინარდება.
უცებ ანდრო ძლიერად მექაჩება და მეც უკვე მიწაზე ვდგავარ, ძლიერად ვხვევ ხელებს ერთადერთ საყრდენს და შეშინებულ ბგერებს ვუშვებ პირიდან. ცხელ სურნელში ვეხვევი და ახლა კიდევ უფრო მეტად მეხვევა თავბრუ,მას იქვე მდგარი ეზოს გრძელი სკამისკენ მივყავარ. თავს უკეთ ვგრძნობ, თავბრუსხვევა მივლის, კაბას დავყურებ და მგონია რომ ახლა აქვე მოვკვდები... ცისფერი ქსოვილის ქვედა ნაწილი მთლიანად მოხეულია და ხის ტოტზე ფრიალებს.
-ჯანდაბა...
-რა მოხდა?
-კაბა!-სიბრაზისგან ვწითლდები და ბიჭს ვუყურებ.-შენი ბრალია, ცხოველივით ჩამომათრიე.
ანდრო გაკვირვებული მიყურებს და ვხვდები რომ ძალიან უხეშად გამომდის.
-მადლობა!-რაც შემიძლია მშვიდად ვამბობ მაგრამ აშკარად ისევ უხეშად გამომდის.
გაცეცხლებული ვდგები და დარბაზისკენ მივიწევ. უცებ ვჩერდები და ვხვდები რომ ასე ვერ შევალ.
-დაგეხმარო?-ისევ ის.
-არ მინდა.
არ ვიცი ასე რატომ ვიქცევი საერთოდ უმადური არ ვარ ხოლმე მაგრამ ახლა ისეთ დღეში ვარ, მასთან ახლოს ყოფნა სუნთქვას მიკრავს და ისედაც არეულს მირჩევნია მოვშორდე, რა მემართება?!
ბიჭი თავის პიჯაკს მიტოვებს და დარბაზში შედის...მშვენიერია, ახლა ცუდი გოგო ვარ! შავ მატერიაში კარგად ვეხვევი და ვცდილობ ისე გავიარო უკვე საკმაოდ შემთვრალ სტუმრებს შორის რომ არავინ გამაჩეროს. ჩანთას ხელს ვკიდებ, გასაღებს ვამოწმებ და ავტოსადგომისკენ ვიღებ გეზს.
****
ჩემი ოთახი სტუმრებს აქვთ დაკავებული და მეც ზედა სართულზე მიწევს ძილი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა თუ იმას არ ჩავთვლით რომ მხოლოდ სახლში მოსულს გამახსენდა ფოიერვერკი და ხო... სალომესთან რომ დავრეკე იმის სათხოვნელად ჩემს მაგივრად მიეხედა მაგ საქმისთვის, აღმოჩნდა რომ სიძე -პატარძალი დიდი ხნის წასული იყო. დანარჩენმა მშვენივრად ჩაიარა. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ მთელი დღე გავაქრო მეხსიერებიდან, რაც არამგონია დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მაინც შევძლო. იმის იმედით რომ ყველანაირმა უბედობამ დამტოვა, თვალებს ვხუჭავ და მორფეოსის სამფლობელოში ვეშვები...ხვალ ახალი დღე იქნება.
ვერ ვისვენებ, ნახევრად მძინავს, ნახევრად მღვიძავს, თვალებდახუჭული ვდგები საწოლიდან და სამზარეულოსკენ მივიწევ, წყალს ვსვამ, ისევ ოთახში ვბრუნდები, ჩემს ბალიშს ვეხუტები და ახლა ნამდვილად ტკბილად მეძინება.
დილას მზის სხივების ნაცვლად, კივილი მაღვიძებს. დაფეთებული ვახელ თვალებს და აკივლებულ ქალს შევყურებ... აი ხომ არსებობს ერთი ისეთი ადამიანი ყველაზე ცუდი სიტუაცია რომ გაქვს და ყოველთვის იქაა, ასეთი ადამიანი ჩემთვის ბექას ბებიაა. ქალის კივილის ფონზევე ვაანალიზებ რომ გუშინ ზედა სართულის მაგივრად ჩემს ოთახში დავბრუნდი, რომელიც როგორც აღმოჩნდა ბექას ბებიას ჰქონდა დაკავებული...და აი ისევ, ვოხრავ და კარში საღამურით გავარდნილ ქალს თვალს ვაყოლებ...დედა მომკლავს.
****
მე და მარიამს შორის ასაკი ერთი წელია, ყოველთვის გადაჯაჭვულები ვიყავით. შემდეგ, მეშვიდე კლასში თეკლას დავუმეგობრდით, მერვეში სალომეს. მეცხრე კლასში პირობა დავდეთ რომ ერთმანეთს არასდროს მოვშორდებოდით და თაფლობის თვეშიც კი, ერთს სამივე გავყვებოდით...ჩემა დამ დაპირებას მას შემდეგ წაუყრუა რაც ბექას შეხვდა, სიყვარული კაცს ყველაფერს გააკეთებინებსო მარიამზეა ნათქვამი.
მეორე კურსზე ვიყავით, რომ აიტეხა უნივერსიტეტს ახალი ლექტორის ლექციას უნდა დავესწროო, აუდიტორიაში ტევა არ იყო და საერთოდაც უკეთესი იქნება თუ ვიტყვით რომ გოგოების ტევა არ იყო. ლექტორი ზესიმპატიურ-მომნუსხველი ნიკოლოზი ისეთი მონდომებით ატარებდა ლექციას რომ არ მცოდნოდა დოქტორის ხარისხი ჰქონდა, ვიფიქრებდი რომ ისეთი სულელი იყო, მართლა ეგონა იქ ყველა ლექციის მოსასმენად მივიდა. რამდენიმე კვირაში გოგოების ამხელა ჯგუფს ბიჭი რომ შემოემატა და თან ეს ბიჭი ბატონ ნიკოლოზზე გაცილებით სიმპატიური და დახვეწილი იყო იფიქრეს გეიაო. საბედნიეროდ ჩემი დის „გეი რადარმა“ არანაირი გაფრთხილება არ გადმოსცა და მარიამიც ბოლომდე მოიხიბლა ახალი სტუდენტით. მერე აღმოჩნდა რომ ამ „გეიმ“ ჯოკერში წააგო ერთკვირიანი დასწრება ბატონი ნიკოლოზის ლექციაზე.
აპარატით ტელეფონის ანგარიშზე ვირიცხავდი, უფრო სწორად ჩარიცხვის არ ცოდნის გამო მარიამი მირიცხავდა და ღმერთმა იცის მერამდენედ მეწუწუნებოდა „ბიოქიმიას უმაღლეს ქულაზე სწავლობ და აპარატით ჩარიცხვა რით ვერ ისწავლეო.“
-ბოლოა გთხოვ და მერე თეკლას ჩავარიცხინებ.-შევეხვეწე და ფული გავუწოდე.- ხო იცი ვერ ვიტან ესეთი სისულელეების სწავლას.
-კიდევ მომეცი.-მანიშნა საფულე არ ჩადოო.-ის სხვისთვის ჩავრიცხე.
ფული უსიტყვოდ გავუწოდე და დაველოდე. საქმეს რომ მორჩა ტელეფონი ამოიღო და სადღაც გადარეკა.
-გამარჯობა.-ხმა დაიყენა და მხიარულად დაიწყო.-მაინტერესებს რამდენიმე წამის წინ თქვენს ანგარიშზე თანხა ხომ არ დაირიცხა...იცით კი ციფრები ამერია...მმმ, ბეიბიას ვურიცხავდი.-გამიკვირდა მაგრამ დავაცადე სამან ლაპარაკს მორჩებოდა.- დიახ მაგის სათქმელად ვრეკავდი, არა არ მინდა! ჯობია შევხვდეთ და ისე გამოგართმევთ ფულს...დიახ მადლობა.
-ლილის რატომ ურიცხავდი?-ვკითხე როგორც კი ტელეფონზე საუბარი დაამთავრა.
-არ ვურიცხავდი .-გაიცინა და ჩანთა გამომართვა.- სწრაფად იარე პაემანზე ვარ წასასვლელი.
დაბნეული მივყევი უკან.
-ხომ გახსოვს, ბიჭი რომ მომეწონა.-დავფიქრდი.-აიი ის...ბატონი ნიკოლოზის ლექციიდან.
-მახსოვს.-თავი დავუქნიე.
-ეგ იყო.
-მოიცა... სპეციალურად გააკეთე? რომ გენახა?!- შევიცხადე და სიცილი ამიტყდა.-ნომერი საიდან გქონდა?
-გაგებას რა უნდოდა.
-მარიამ!
-მერე რაა, ძალიან რომ შევუყვარდები ამ ამბავზე ერთად ვიცინებთ.-მხრები აიჩეჩა და თვითონაც აკისკისდა.
-გენიოსო.-სირბილით მივყვებოდი უკან.-ჯოჯოხეთში მოხვდები!
იმ საღამოს შეხვედრიდან გაბადრული დაბრუნდა.
-რა მოხდა?-ღიმილით მივყევი საძინებლამდე.
-ხვალ კიდევ უნდა შევხვდეთ.
-რაა?!-შევიცხადე და სკამზე ჩამოვჯექი.- ნერვებს ნუ მიშლი, მომიყევი!
-მოკლედ...მანქანიდან რომ გადმოვედი, დავიბენი და კარი ისე დავკეტე თმის კოსა შიგ ჩაყვა...
-მერე...-რომ გაჩუმდა ვეღარ მოვითმინე.-მასე მოიხიბლა?!
-არა გოგო! მოვიდა თმის გამოხსნაში დამეხმარა, მიცნო და მოკლედ ლაპარაკს შევყევით, წამოსვლისას ნომერი დამიტოვა.
-აუუუ....-მარიამის მაგივრად მე გავწითლდი.-უპასუხე დროზე შენი ტელეფონია და მომიყევი ნორმალურად, ანუ ახსოვდი?!
მარიამი ტელეფონს დასწვდა და სიცილი აუტყდა, თავიდან ვერ მივხვდი რა აცინებდა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე რა მოხდა, ტელეფონს რომ დავხედე.
ბექა ურეკავდა...მარიამის ტელეფონში თავისი ნომრისთვის „კიკინის მხსნელი“ დაუწერებია. მაშინ კარგად ვიცინე. აბა რა ვიცოდი დას თუ ამწაპნიდა რამდენიმე თვეში, ეგ მაიმუნი!
ქორწილიდან სამ დღეში, თვითმფრინავში ვზივარ და ჰავაის კუნძულებისკენ მივფრინავ. გაუმართლა ჩემს დას ისეთი სასტიკი მეგობრები რომ არ ჰყავს, პირველივე დღესვე უკან გაჰყოლოდნენ. მე, თეკლა, სალომე, ბექას რამდენიმე მეგობარი და ჩემი ძმა....ჰო მშობლებმა თან გამომაყოლეს, წაიყვანე ბავშვიცო. რაღა ბავშვი, რატი ცნობილი მოჭიდავეა და იმდენ ქვეყანაში მოგზაურობდა კარიერის გამო, ჯობდა აქეთ გამესეირნა ხოლმე მაგასთან ერთად.
სასტუმრომდე მარტივად მივდივართ, ბოლო-ბოლო მე დავუჯავშნე გვრიტებს ყველაფერი, ადმინისტრატორს ბექას გვარს ვკარნახობ და მშვიდად ველოდები როდის მიმასწავლის ოთახს. დანარჩენები ნომრებისაკენ მიდიან.
-დიახ...-სათვალეს ისწორებს ახალგაზრდა გოგო.-დაჯავშნილია, სამ დღეში იქნებიან.
-ახლა სად არიან?-მიკვირს და წინ ვიხრები, რომ კომპიუტერში ჩავიჭყიტო. იქნებ აერია.
-უკაცრავად...ეგ არ ვიცი.
მიმღების თეთრ სავარძელში ვჯდები და მარიამს ვურეკავ.
-დაო!-მპასუხობს ბედნიერი ხმით.-მე ვარ თაფლობისთვეში თუ შენ?! უფრო ხშირად რომ გაგახსენდე და მე არ მარეკინო დღეში სამჯერ არა..?
- ნუ ქოთქოთებ! ჯერ არ გათხოვილხარ და დედამთილობ უკვე?!.-დავცინი მის სტატუსს და ვცდილობ უდარდელი ხმა მივიღო.- შენ ის მითხარი, მანდ როგორი ამინდია?
-ჰავაიზე?
-ჰო აბა სად?
-მზეა.
-მზეა?-მოღრუბლულ ცას შევყურებ საიდანაც აშკარად ეცემა წვიმის წვეთები.
-ჰო ყველაფერი იწვის.
აი აქ ვხდები რომ თამაშს აზრი აღარ აქვს და პირდაპირ ვახლი.
-ჰავაიზე არ ხარ არა?!
-ჰავაიზე ხარ ხო?!-ამბობს ჩემთან ერთად და სიცილს იწყებს.-ვიცოდი!
-რას ამბობ გოგო! შენ სად ხარ?!
-მე და ჩემი ქმარი იტალიაში ვართ, შენი ჯავშანი ერთი კვირით გადავიტანე.- ბექას ეძახის და აგრძელებს.-ვიცოდი რომ დაგვადგებოდით და თავები გადავირჩინეთ.
-მე ამდენი ტყუილად ვიფრინე?-ვიწყებ წუწუნს.-აქ თქვენ გარეშე ვაკეთო ახლა?
-საერთოდ ხმა არ გაქვს ამოსაღები! ვის გაუგია წყვილს თაფლობისთვეზე დაადგე, ისვე შენ წუწუნებ! დაისვენე, გაირუჯე, სამ დღეში მანდ ვიქნებით დანარჩენებიც მომიკითხე...ვიცი რომ ყველა მანდ ხართ.
-კაი გაფიცებ, რა იცოდი რო ჩამოვიდოდით.-ვოხრავ და მეცინება.
-რა ცოდნა უნდოდა, მთელი ცხოვრებაა გიცნობთ! წავედი ახლა მე და საღამოს დაგირეკავთ.
კავშირი წყდება და მეც ჩემი ნომრისკენ ვიღებ გეზს.
ოთახი ჰავაის შესაბამისად ეგზოტიკურია, ხის ავეჯით, ზღვის სურნელითა და საწოლის მაგივრად ჰამაკით, მაგრამ ჰამაკი იმდენად მოსახერხებელია ეჭვი მაქს თბილისშიც იგივეს გავაკეთებ.
-მე იმ ჰამაკში არ ჩავწვები.-ოთახში შემოდის სალომე.
-ოო კარგი რაა.-უკან მოჰყვება თეკლა.-მაგაშია მთელი მუღამი.
-მარიამი სადაა?
-გვეგონა ვერ გაიგებდა და მაგან აქეთ მოგვატყუა ყველა...-მეცინება და გოგოებს ვუხსნი რომ ახალდაქორწინებული წყვილის ჩამოსვლამდე რამით უნდა გავირთოთ თავი.
-მიდი, ვჭამოთ წვიმაც გადაიღებს და სანაპიროზე გავიდეთ.- მუხტს არ აგდებს თეკლა და თავისი ოთახისკენ მიდის.
-წავალ, მე კიდევ ნომერს შეგიცვლი.-გასაღებს ვართმევ სალომეს და მიმღებისკენ მივიწევ.
სანაპიროზე საღამოს გავდივართ, უფრო სწორად გავდივარ და დანარჩენებს ველოდები.
-არ მოსულან?- მესმის მსუბუქი ბარიტონი და ანდროც მიახლოვდება. თეთრი მაისური და ნაცრისფერი შორტები აცვია, სათვალეები უკეთია და ჩამავალი მზის ფონზე საოცრად სიმპატიური ჩანს... ჩანს რა არის, მძიმე ნერწყვს ვყლაპავ და ვცდილობ დალაგებულად ვილაპარაკო.
-ველოდები.- ვამბობ და სუნთქვა მიჩქარდება.-აი მოვიდნენ!
თეკლას ვხედავ თუ არა მაშინვე მისკენ გავრბივარ.
-რა ხდება გოგო ესე მოგენატრე?-გაკვირვებული მიყურებს და თვალებს აწვრილებს.
ვცდილობ ანდროსკენ აღარ გავიხედო რაც ასე თუ ისე გამომდის, სამაგიეროდ მთელი სახე მეწვის მისი მზერისგან. იმ საღამოს კი ვახერხებ არ შევხედო მაგრამ მეორე დღეს მხოლოდ შორტებით რომ დატანტალებს სანაპიროზე, უნებურად მაინც გამირბის ხამი ქალივით თვალი, ვერ ვხდები რატომ მომწონს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ვნახე როგორ დორბლიდა თაკოს... ავადმყოფი რომ იქნები ადამიანი! სხვა ახსნას მე ვერ ვუძებნი. სახეზე ქუდს ვიფარებ და თვალებს ვხუჭავ ,წყლის წვეთები რომ მეცემა.
-რატომ ჩაჩუმდი?
მშვენიერია! მე აღარ ვუყურებ და ეს მომიცუცქდა ახლა.
-ისე ვტლიკინებ ხოლმე და ვერ შევამჩნიე?!- ძალაუნებურად ისევ ვეუხეშები და ქუდის მოხდასაც არ ვკადრულობ.
-დაგიშავე რამე?
-თუ არ გახსოვს, შეგახსენებ რომ არც ისე კარგი შთაბეჭდილება დამიტოვე პირველად და ახლა კულტურულად ვცდილობ აგიტანო.
-გასაგებია, ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდი. უბრალოდ ვცდილობ ურთიერთობა დავალაგო მითუმეტეს თაკოს მომენტი წამიერი იყო, დიდი ალბათობით მეორედ ვეღარც კი ვნახავ. აი ჩვენ კიდევ ხშირად მოგვიწევს ერად ყოფნა, ბექას მეჯვარე ვარ შენ კიდევ მარიამის და, ბოლოსდაბოლოს.
-თაკოს ნახვა გინდა მე გიშლი?! თუ მასეა უფლებას გაძლევ.
„უფლებას გაძლევ?“ რა ეჭვიანი შეყვარებულივით ვლაპარაკობ რა მჭირს?! საერთოდ მთელი წინადადებიდან მარტო ეგ რატო გავიგე?!
-მე რას ვამბობ და შენ რას მეუბნები!
-არ მინდა შენთან კარგი ურთიერთობა, საერთოდ არ მინდა რომ მელაპარაკებოდე. უკაცრავად მაგრამ მაღიზიანებ! რაც იყო ვეღარ შეცვლი.- ჩემ თავზე თუ თვითონ ანდროზე გაბრაზებულს საშინელი სიჯიუტე მიპყრობს, იმ წამს სამოთხეში რომ მაგზავნიდეს ჯინაზე არ წავიდოდი.
-მეგონა, შენი გადარჩენა სიტუაციას შემოაბრუნებდა.
მახსენებს ხის ინციდენტს.
-ჰო და მაგიტომაც გიტან კულტურულად.
-...სხვანაირი მეგონე.-მეჩვენება თუ ხმაში წყენა ერევა?
ქუდს ვიხდი და პასუხის გაცემას ვაპირებ, უკვე წასული რომ მხვდება. ერთს ვფიქრობ და მეორეს ვამბობ, მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებ თაკოს ინციდენტს და რა გვაკეთო?!
მეორე დღეს ჩემი და და სიძებატონიც ჩამოდიან. ახალი გართობის ეტაპი იწყება, ანდრო გამოლაპარაკებას აღარ ცდილობს მე კიდევ რაც დრო გადის კიდევ უფრო მეტად მეშლება ნერვები საკუთარ თავზე, უზრდელი გოგოსავით ვიქცევი მითუმეტეს ბოდიში მომიხადა და ურთიერთობის დალაგების ინიციატივაც თვითონ გამოთქვა.
სასაუზმოდ ჩასულს მხოლოდ ანდრო რომ მხვდება საბოლოოდ ვიღებ გადაწყვეტილებას რომ ახლა ჩემი ჯერია. ბიჭი ჩუმად მიირთმევს და მხოლოდ „გამარჯობით“ შემოიფარგლება.
-ბოდიში.-ვამბობ ჩუმად და მისკენ არც ვიყურები.- უზრდელურად გამომივიდა, გამიხარდება თუ ურთიერთობას დავალაგებთ.
არც ახლა მცემს ხმას, თავს ვწევ და თვალებში ვუყურებ. მიღიმის, მწვანე თვალებში ჭინკები უხტიან და ჩემი ჟრუანტელიც არ აყოვნებს. ვერაფრის თქმას ვეღარ ასწრებს რადგანაც მაგიდისკენ მარიამი მოდის და იმ დღის გეგმებს გვაცნობს.
***
საღამოს დაქალები მარიამის ოთახში ვართ, იტალიის ამბებს გვიყვება, სრულიად მოულოდნელად ქართული ჰანგები რომ ისმის შუა ჰავაიზე.
-ვისი ხმაა?-კითხულობს სალომე და ფანჯრისკენ მიიწევს.
-ბექაა!- კივის ჩემი და და ისე ეკიდება მეშინია არ გადავარდეს.
-ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთიაა...-აგრძელებს რომეო.- აუ ჩემი რა ცხელია.
- შუა ჰავაიზე ფიალები სად იშოვეს გამაგებინა?-კისკისებს მარიამი.-არ დაიწვა, მიყვარს ეგ ხელები!
ბექა სერენადას ასრულებს და ჩემი დაც თავ-პირის მტვრევით ჩარბის კიბეზე.
-მიყვარხარ.-ხელებს შლის ბექა და ცოლს ეხუტება-ქორწინების ერთ კვირას გილოცავ.
-ვაიმე ბექა, ძაან ყრუ ხარ.-მაგრად ეხვევა მარიამიც.
-დაიწყეს.- რომანტიკის მკვლელი იღვიძებს სალომეში და უკან ბრუნდება.- წამოდით ხალხო დააცადეთ.
ჩვენც გვიბიძგებს და წყვილს ვშორდებით.
-აუუ, ბიჭი არ მყავს, არ მყავს!- ხელებს შლის თეკლა.- წამოდი შოკოლადის ნამცხვარი მაინც ვჭამოთ!
-აუ კიი ნამცხვრები მეც მინდა.- ამბობს ბექას ერთ-ერთი მეგობართგანი, რეზი.
-კაი, გამოვიცვლით და ყველა წავიდეთ.
- წადით თქვენ და მე შევუკვეთავ ყველასთვის, შოკოლადის ჰო?-გვეკითხება ჩემი ძმა.
-მე არ მინდა.-თავს ვაქნევ.- სხვა რამე შეუკვეთე ჩემთვის.
-კაი.-რატი ბრუნდება და კაფისკენ მიდის.
სწრაფად ვიცვლი და ქვევით ჩავდივარ. ყველა იქ მხვდება ცარიელ ადგილას ვჯდები, თან ვცდილობ დავაიგნორე ის ფაქტი რომ ანდროს გვერდით მოვხვდი დაა კექსს ვაგემოვნებ.
-გემრიელია.- არ ველოდი.
-ყველაზე მეტად რომელიც მომეწონა ის ავიღე.-მიცინის ჩემი ძმა.
ნელ-ნელა ვჭამ პატარა კექსებს და თან რაღაცაზე ვიცინი.
-რატო გაოფლიანდი?- შეშინებული მიყურებს ანდრო და ყურში მეჩურჩულება.- ცუდად ხარ?
-არაა.-თავბრუ მეხვევა მაგრამ საერთოდ არ მაწუხებს.-პირიქით, ძალიან კარგად ვარ.
მაგიდასთან მიმტანი მოდის და ჩემს თეფშს შეშფოთებული დაჰყურებს.
-იცით არ მინდოდა შემეწუხებინეთ, მაგრამ ამ შეკვეთაზე დაკვირვება მევალება. რეკომენდირებული არაა ეს პორცია მხოლოდ ერთმა ადამიანმა ჭამოს, საშიში არაა მაგრამ....
მიმტანის ლაპარაკი უკვე ძალიან შორიდან მესმის, ოფლი მასხამს.
**“
მზის სხივები მაღვიძებენ, თავს მსუბუქად ვგრძნობ მაგრამ ცოტა თავი მტკივა, არ მახსოვს ნომრამდე როგორ მივედი, ბოლოს კაფეში ვიჯექი.
ტელეფონს ვიღებ და გოგოებს ჯგუფში შეტყობინებას ვუტოვებ, წამიც არაა გასული სამივე სიცილით რომ შემოდის.
-რა გაცინებთ?-ვდგები და ჩაცმას ვიწყებ.-არ მახსოვს გუშინ რა მოხდა, ცუდად გავხდი?
-დაახლოებით.-ფხუკუნებს ჩემი და.
-კაი ეხლა მითხარით რა მოხდა, ცუდად რომ ვყოფილიყავი არ იცინებდით მაინც.
-ჯობია ნახო.- აწითლებული მიწოდებს თეკლა ტელეფონს.
ეკრანზე ჩემს თავს ვუყურებ და ვიდეოს ვრთავ.
-გოგო ტელეფონი!-ისმის თეკლას კივილი.
-უკვე ვიღებ.-იცინის სალომე.
კადრში მე ვარ, აწითლებული რაღაცაზე უაზროდ ვიცინი კაფეში აღარ ვართ, სადღაც ხის სკამზე ვზივარ გვერდით მხოლოდ ანდრო და თეკლა არიან, როგორც ვხვდები სალომე კიდევ იღებს.
-ნუ იღებთ, ცოდოა.-ანდრო, სალომეს უბღვერს და ხელზე მექაჩება.- ევა მორჩი სიცილს და წამოდი რაა.
-ვაიმე, მთელი ცხოვრებაა ჩემი დაქალია და ასეთს კიდე როდის ვნახავ.
-აუუ მარტო ჩვენ ვართ და გეხვეწები, თან ხვალ არ ემახსოვრება და ვანახებთ.-ეთანხმება თეკლაც.
-მანახეთ კიი.- გაბრწყინებული ვეთანხმები გოგოებს.
-ევა ადექი და წამოდი.-ხმას იმკაცრებს ანდრო.
-არ მინდა.-უცებ ხასიათი მეცვლება და ტირილს ვიწყებ.-სად წამოვიდე? ვისთან? არავინ მყავს!
-რას ქვია არავინ გყავს, მიდი ადექი.
-შეყვარებული მინდა!
-აუუ მართლა რა იყო მაგ ნამცხვარში.- სიცილს ვერ იკავებს თეკლა.
-კაი გოგო გამორთე ეყო დანარჩენს გაიხსენებს, ანდრო გაუშვი ჩვენ წავიყვანთ.
-იყოს.-ეპასუხებათ ბიჭი.
-შენ ისეთი, ისეთი ლამაზი თვალები გაქვს, პირველად რომ დავინახე მაშინვე მივხდი რომ ჩემთვის იყო გაჩენილი...ანდრო...გეხვეწები რაა იყავი ჩემი შეყვარებული, ძალიან გთხოვ...
ბიჭი გაბრაზებული შემომყურებს, შემდეგ ხელს მხვევს და მხარზე მიკიდებს.
-ანუ კიი?!-ვიცინი ბედნიერი.
ბოლოს სალომეს და თეკლას შეშფოთებული ხმაღა მესმის და ვიდეო მთავრდება.
შოკირებული დავუყურებ ტელეფონს, შემდეგ გოგოებს რომლებიც ცდილობენ სიცილი შეიკავონ.
-რა ჯანდაბა დამემართა?!
-ს კექსი ჭამე.
-რა ვჭამე?!-ვიცხადებ და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ წუთის წინ ნანახს.
-ჩვენმა ბედოვლათმა ძმამ ხო ინგლისური ვერ ისწავლა...-იწყებს მარიამი და ჰამაკში ჯდება.- ჰოდა ვერ გაიგო რას უკვეთავდა შენთვის.
-ვაიმე...კიდე რა ვთქვი?ან რა მოხდა?
-არაფერი ისეთი.-გაფართოებული თვალებით უყურებს სალომე თეკლას.- რატის ვეჩხუბეთ, მე და თეკლამ სასტუმროში წამოგიყვანეთ, მერე ანდრო დაგვეწია და რომ არ მოგვყვებოდი მხარზე გადაკიდებული მოგიყვანა აქამდე.
-ღმერთო...-ვწითლდები და მარიამის გვერდით ვჯდები.
-დაწყნარდი, არაფერი ისეთი არ გაგიკეთებია.
-მეტი რაღა უნდა გამეკეთებინა?!
-კაი გოგო ძაან სასაცილო იყო... მაგარი გასახსენებელი გვექნება.- მეუბნება თეკლა.
-რატი სადაა?!- უცებ მახსენდება.- თავის დროზე უნდა დამეძალებინა მაგისთვის ინგლისურის სწავლა! იქნებ მოვეწამელე.
-არ მოიწამლებოდი, კაფეში ჭამე მიწისქვეშა კლუბში ხო არა.
-მაინც მოვკლავ!
-კაი გაუშვი, ისედაც დილას სამჯერ იყო შენ კართან მოსული, ნერვიულობს.- მეუბნება მარიამი და მეხუტება, თან ფხუკუნებს.- აუ რატო იქ არ ვიყავი.
-შენც ნუ დამცინი.-ვიბუსხები.
-მისმინე...-იწყებს სალომე.-ანდრო მოგწონს?
-არა!- შეშფოთებული ვუარყოფ და მგონი ცოტა ხელოვნურად გამომდის.
-მოსწონს.-ადასტურებს თეკლა.
-რას ამბობ, ნამცხვრის ზემოქმედების ბრალი იყო.
კი ვამტკიცებ, მაგრამ ისე ვწითლდები მგონია პომიდვრის ფერი დამედო. როგორღა შევხედო ანდროს თვალებში? საერთოდ ბოლომდე გათიშულსაც არ უნდა მეთქვა ის რაც ვილაპარაკე!
-კაი წამო სასაუზმოდ ჩავიდეთ.
გუშინდელზე არავინ იღებს ხმას და ვხვდები რომ ჩემმა გოგოებმა დილიდანვე იყოჩაღეს.
-ბოდიში.-მეჩურჩულება ჩემი ძმა.-გპირდები როგორც კი დრო გამითავისუფლდება ინგლისურს ვისწავლი.-ეცინება.
ხმას არ ვცემ. ჩვეულებრივ ვიქცევი, ერთი განსხვავებით ანდროს თვალს ვერ ვუსწორებ და თან ვცდილობ არ გავწითლდე.
საუზმის შემდეგ ნომრებში რომ ვბრუნდებით გზაში მოულოდნელად მიახლოვდება და მეჩურჩულება.
-იცოდი რომ საერთოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში სიმართლეს ლაპარაკობენ?
ვშტერდები და ნაბიჯს ვეღარ ვადგამ.
-ხო?!- ეს ხმა ჩემია თუ მიკიოტის?
-დაწყნარდი...ვიცი რომ შენ შენ არ იყავი.-იცინის.- გეხუმრე, სერიოზულად არ მიმიღია უბრალოდ შევამჩნიე როგორ მარიდებდი თვალს და არ მინდა რომ გრცხვენოდეს...
-არ მრცხვენია..
-შემომხედე...შენი ბრალი არაა გუშინდელი.
-მართალი ხარ...შენი ბრალია!-მოულოდნელად შეტევაზე გადავდივარ, ისე ვარ საკუთარ თავზე გაბრაზებული ვცდილობ დანაშაული ასე გადავფარო.- ჩემი მდგომარეობა გამოიყენე! სპეციალურად მოხვედი და თავს არ მანებებდი, ნამცხვრის გამო ღმერთმა იცის რა ვილაპარაკე, ახლა კი მოდიხარ და დამცინი კიდეც!
-ევა...მე ეგ არ...
-როგორ არა!-ვეღარ ვჩერდები, საკუთარი სიტყვებში უკვე ისე ვარ დარწმუნებული.- გგონია ასეთი თამაშებით კისერზე ჩამოგეკიდები?! თაკო მარტივად დაითანხმე და მე მომადექი?! არ ვარ ისეთი ახლო ნათესავი, რომ რამით მაინც ვგავდეთ! ის სხვაა მე სხვა! ახლა ვხვდები როგორი გაქნილი მექალთანეც ხარ! უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. ვიცი ამიტომ ალაგებდი ურთიერთობასაც, გეგონა დებილი გოგოსავით უკან აგედევნებოდი! მეც რომ ბოდიში მოგიხადე ენა მაქვს ამოსაძრობი!
-მაგას სერიოზულად ამბობ?!-ყბები ეჭიმება.
-ახსნა არ დაიწყო, მაინც სისულელე იქნება!
-მე რა ვთქვი და შენ როგორ თარგმნე! იცი რაა?! რაც გინდა ის იფიქრე, მე დავიღალე!- თვალებიდან ცეცხლს ისვრის და მეცლება, ახლა საპირისპირო მიმართულებით მიდის.
უცებ ისე ვბრაზდები რომ მინდა რაღაც საშინელება დავმართო, სამაგიერო გადავუხადო. ადმინისტრაციისკენ მივიწევ სასტიკი იდეით შეპყრობილი. გარეგნობით კი უსიმპატიურესია, მაგრამ ხასიათითაა_ცხენირემი. მე კიდევ დამავიწყდა რომ ხასიათი უფრო მნიშვნელოვანია ადამიანში და ასეთი დაშტერების გამო მეც ყველაფრის ღირსი ვარ.
თეთრ დახლთან ვჩერდები და სათვალიან გოგოს ხელოვნურად ვუღიმი.
-გამარჯობა, რაღაც უნდა გთხოვოთ...ჩვენი ერთ-ერთი ნომრის გასაღები დავკარგეთ, იქნებ დამატებითი მომცეთ..?
გოგო ოთახის ნომერს მეკითხება და ანდროს გასაღებს უპრობლემოდ მაძლევს, ეზოში კაფის მაგიდიდან საჭირო ნივთს ვიღებ და ჩემს ნომერში მივდივარ, იქ ვაპირებდით შეკრებას.
-რა ხდება?-მეკიტხება ოთახში შესულს ჩემი და.
-დილას რომ მკითხეთ, ანდრო ხომ არ მოგწონსო...
-ჰოო...-მიყურებენ თვალებგაბრწყინებულები.
-არ მომწონს!
პასუხს არ ველოდები და ანდროს ოთახისკენ მივდივარ.
-ეგ ხო გვითხარი...-მეუბნება უკან დაბრუნებულს ჩემი და, აშკარად დაბნეულია.
-ხო და ახლა გიმტკიცებთ.
-ეგ ტრუსებია?
შავ მატერიას აკვირდება და უცხოპლანეტელივით მიყურებს.
-ანდროსია...- კისკისებს თეკლა.
-ზუსტად.
კაფიდან აღებულ საპილპილეს ვიღებ და ისე ვაყრი თან რომ არაფერი დაემჩნეს, შემდეგ გოგოებთან ერთად უკან ვაბრუნებ და უჯრის ზედა ნაწილში ვდებ რომ პირველი ეს ჩაიცვას.
-არა, ასე ვერ გავრისკავ, იქნებ და სხვას იცვამს.
ახლა მთელ უჯრაში ვაფრქვევ პილპილს.
-გოგო...ცოდოა.-დაბნეული ამბობს ჩემი და.- ჩვენთვის რამის დამტკიცების გამო, ნუ მოკლავ.
-დღეს ისე მოიქცა...- სიბრაზეს ვერ ვიკავებ.-ყველაფრის ღირსია!
გაკვირვებულ რეპლიკებს აღარ ვუსმენ, გოგოებს გასვლისკენ ვუბიძგებ და ოთახის კარს ვკეტავ. იმედია ალერგია მოკლავს!
საღამოს ბიჭები სავახშმოდ გვეპატიჟებიან რესტორანში... იდეალურია, ამაზე უკეთეს ადგილს ვერ ვიპოვიდი, იმ დონჟუანის შესარცხვენად. გასვლისას იქვე მიგდებულ ანდროს ტრუსს ვამჩნევ და შეშინებული სამხილს საგულდაგულოდ ვმალავ...ეგ როგორ დამრჩა?! იმაში დარწმუნებული რომ ისე დავმალე თვითონაც ვეღარ ვიპოვი მშვიდად მივაბიჯებ დერეფანში. რესტორანი სასტუმროსგან არც ისე მოშორებითაა და ფეხით გავდივართ, ანდროს ვაკვირდები და ცვლილებას ვამჩნევ, აწითლებულია და იშმუშნება. მშვიდად მივირთმევ სალათს და ვცდილობ ბიჭისკენ ისე ხშირად არ გავიხედო თორემ რამეს იეჭვებს, გოგოები მკაცრად მყავს გაფრთხილებული და ხმას არ იღებენ. სამაგიეროდ ანდრო გვერდით მიზის და ზედმეტი გახედვა აღარც მჭირდება იმის დასანახად როგორ იწევს შარვალს, ხელებს ვერ აჩერებს.
-თუ გინდა ვეტყვი ვინმეს და შარვალს გაგიცვლის.-ვიწყებ უდარდელად.-გეტყობა გიჭერს.
-რამე გამიკეთე?-ჩემკენ ტრიალდება.
-მე არაფერი.-მხრებს ვიჩეჩავ და ისევ სალათს ვუბრუნდები.-ისე სახალხოდ ტანსაცმლის წვალება რომ უზრდელობაა არ გასწავლეს?-ვეკითხები ჩუმად.-ან მე რატომ მაბრალებ?
-აბა ვისი ბრალია?!-თვალებს აბრიალებს.
-შენი აზრით ეგ უნდა ვიცოდე?
-მე უნდა წავიდე!-ფეხზე უხერხულად ხტება ანდრო და უკანმოუხედავად მირბის.
როგორც ჩანს ვეღარ გაუძლო, გულში ბოროტულად მეცინება.
-რა დაემართა?-კითხულობს ბექა.
-ფაღარათს ჰგავს.- ვვარაუდობ გულუბრყვილოდ და ჭამას ვაგრძელებ.
***
სასტუმროში ისეთი ბედნიერი ვბრუნდები ჩემი თავის მიკვირს, უფრო ხშირად უნდა ვაკეთო ხოლმე ბოროტება. აუზისკენ მივდივარ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიხდი და შიშველ ფეხებს თბილ წყალში ვყოფ.
-ვიცი რომ შენ გააკეთე.-ანდრო თავზე მადგას.- შარვლის ბრალი არ იყო.
-მე არაფერი დამიშავებია.- ცოტა მეშინა მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო.-ბალახებით ხომ არ შეგილოცავდი?
-ტყუილად უარყოფ... მარიამმა გამაფრთხილა არც სხვები ჩაიცვაო.
-მოღალატე.-ვდუდღუნებ გაბრაზებული და ფეხზე ვდგები...ახლა ვიღაც ძალიან მეჩხუბება!
-მოიცა.-მაკავებს გაქცეულს და მიახლოვდება. მწვანე თვალები საშიშად უელავს და მეც ჟრუანტელი მივლის სხეულში.- გგონია ნერვებს მომიშლი?-ნიკაპზე მკიდებს ხელს.
მიახლოვდება და გააზრებას ვერ ვასწრებ ისე მეკვრის ტუჩებზე, მკოცნის, ქვედა ტუჩზე ძლიერად მკბენს და უკან იხევს.
-რას გააკეთე?!-კივილს ვერ ვიკავებ და პირში სისხლის გემოს ვგრძნობ.- მეტკინა უზრდელო!
-სამაგიეროდ ჩათვალე.-მიცინის და წამიერად ისევ მკოცნის.
-გაგიჟდი!-ვეღარ ვჩერდები და ხელიდან ვუსხლტები, გული ისე მიცემს მგონია მთელ სასტუმროს ესმის.
- გსჯი.-უკან მომყვება.
-თუ ყველას ვინც გაბრაზებს მასე „სჯი“, ჩათვალე ჰერპესი აიკიდე და ეგაა!- მაშინვე იმას ვეუბნები რაც თავში მომდის და სვლას არ ვანელებ.
-დაიმახსოვრე რამეს თუ კიდე მოაწყობ, მეც სიამოვნებით გავიმეორებ იმავეს.
არეული შევდივარ ოთახში და ჰამაკში ვწვები. მაკოცაა... არანორმალური! როგორ გაბედა? ვინ მისცა უფლება, ცხოველი! არაა, ნორმალურად მაინც ეკოცნა დამცალა სისხლისგან!
დასამშვიდებლად შხაპს ვიღებ მაგრამ არ მშველის, გაბრაზებული ჩემს კამფეტებს ვავლებ ხელს, ვჭამ და თან ვცდილობ ასე მაინც დავწყნარდე. ხელს პაკეტში ვაცურებ რომ კიდევ ამოვიღო და უცებ რაღაც უხეშად მედება, შეშინებული ვიხედები და ღმერთო... მთელი პაკეტი ჭიაყელებითაა სავსე, კამფეტებში ცოცავენ და ხელზე მედებიან. გაუაზრებლად ვხტები და ვცდილობ ხელიდან მოვიშორო, შიგთავსი ჰამაკში იყრება. ნელ-ნელაა ვმშვიდდები და ვხვდები ვისი ნამოქმედარიცაა. გაბრაზებული მივიწევ ანდროს ოთახისკენ და მთელი ძლით ვაბრახუნებ კარზე.
-მიიღე ჩემი საჩუქარი?-არც კი ცდილობს დამალვას.
-ხო მაკოცე არაა?!-ჩხუბით შევდივარ ნომერში.-ჭიაყელები რაღა საჭირო იყო, შემეშინდა! სულ ჰამაკში ჩაიფანტნენ!
-კიდევ მარტივად გამოძვერი.-ხშირ წარბებს კრავს და სველ თმას უკან იწევს, როგორც ჩანს ახლახან გამოვიდა აბაზანიდან.
-იცი რაა?-უცებ უფრო ბოროტული იდეა მომდის.-გადი და შენ დაიძინე იმ ჰამაკში! მე აქ ვიძინებ. ამ შუაღამისას მაინც არ შემიცვლიან ნომერს!
უცებ მივრბივარ ანდროს ჰამაკისკენ და შიგ ვხტები.
-ბავშვობ.-აშკარად უკმაყოფილოა.-თვითონ დაიწყე, ახლა გადი და სალომეს ან თეკლას შეუსახლდი ერთი ღამით.
-ნუ მასწავლი! შენ გამო გგონია დაქალებს შევავიწროვებ?! რაც გინდა ის გააკეთე მე აქ ვიძინებ. გადი ახლა აქედან! შეგიძლია ჩემს ჰამაკში დაიძინო შენიანებთან ერთად.
-იოცნებე.-შუქს აქრობს, ჰამაკისკენ მოიწევს და გვერდით მიწვება.
-რას აკეთებ?!-ფართხალს ვიწყებ.
-ვიძინებ.
სიბრაზისგან ისე ვიბერები მგონია ავფეთქდები, ანდროს მაგრად ვკრავ ხელს და ვცდილობ იატაკზე გადავაგდო, მაგრამ ვინ გაცდის?!
-ნუ მკრავ ხელებს, მაინც ვერ გადამაგდებ.-მეხუტება.
-რა ჯანდაბას აკეთებ.- მუშტს ვურტყამ მუცელზე, ძლიერად მომდის და კუნთზე დარტყმისგან ახლა მე მტკივა ხელი.
-მეტკინა.-საწყლად ვკვნესი და თითებს ვიზელ.-ქვა გაქვს თუ კუნთი.-მაინც არ ვნებდები და ახლა ხელზე ვჩქმეტ.
-აი!-ანდრო საპასუხოდ მჩქმეტს.- ახლა მორჩი.
-მოძალადე!- ვეჩხუბები და ვფართხალებ.-გამიშვი, ჩემს დას და სიძეს ჩავუწვები შუაში.
-არ გაგიშვებ.-იცინის.
შანსი არაა, ვერ დავიძინებ ანდროს სხეულის სითბო და საოცარი სურნელი ცუდად მხდის, აქ თუ დავრჩი ხვალამდე ცოცხალი ვერ მივაღწევ.
-ვერ გიტან...გაიწიე ცუდი სუნი გაქვს.-ვეუბნები და ისევ ვუბიძგებ.
-გერევა... შენია.- მეუბნება და ცხვირს უფრო ღრმად რგავს ჩემს კისერში.- ნაგვის სურნელზე დამზადებული გელი სად იშოვე?- იცინის.
-მთელ რომანტიკას აფუჭებ!-ვკივი გაუაზრებლად და რომ ვიაზრებ რა ვთქვი, ენას ვკბენ მაგრამ უკვე გვიანია.
-ვიცოდი.-ეცინება.- არ ვაფუჭებ, იდეალური სურნელი გაქვს... ისეთი საოცარი, რომ ცუდად მხდის.
-არ მაინტერესებს უზრდელო!-ვწითლდები და როგორ იქნა ვეხსნები ხელებიდან, მაგრამ ვაი მაგ დახსნას, ჯერ დაცემის ხმას ვიგებ და შემდეგ მივლის ტკივილი მთელ სხეულში.
-ხო გითხარი ნუ ფართხალებ-თქო?- ანდროც დგება და შუქს ანთებს. დახმარებას არ ვაცდი, უკვე ფეხზე ვდგავარ.- რატო ვერ ისვენებ?
-არ მოგცემ უფლებას ჩემით გაერთო!-თითს ვუფრიალებ ჰაერში.
-მართლა ვერაფერს ვერ ხვდები ჰო?- ნაწყენი თვალებით მიყურებს.
-ვერა!-ვამბობ ჯიუტად და ნომრიდან უკანმოუხედავად გავრბივარ.
არაფერზე აღარ ვფიქრობ, თეკლას კარზე ვაკაკუნებ და ველოდები როდის გამიღებს.
-რა სახე გაქვს?- ახალგაღვიძებული თმაზე ისვამს ხელს და თვალებს ჭუტავს რომ კარგად დამაკვირდეს.
-მატლებს და დიდ ტარაკანას გამოვექეცი!- ვამბობ ანდროზე გაბრაზებული და ჰამაკში ვჯდები.
-რა მატლებს?-იბნევა გოგო და გვერდით მიჯდება.
-არაფერი, ჩემ საწოლში მატლებია და აქ უნდა დავიძინო.
-კაი.-თავის მიქნევს და იატაკს ფეხს კრავს რომ ჰამაკი გაქანდეს.
-ბოდიში რომ გაგაღვიძე, მარიამს ხო ვერ შევუხტებოდი მართლა.
-ღადაობ?-უცებ ეცინება.-ისედაც ვერ ვითმენდი ხვალამდე, რაღაც უნდა გითხრა!
-რა ხდება?-წამში მავიწყდება ანდრო და ახალ ამბავზე ვერთვები.
-დღეს, ვიღაც გავიცანი.-თვალები ენთება და გაბრწყინებული შემომყურებს.
-ჰოო? მერე აქაურია?-კარგ ხასიათზე მოვდივარ.
-არა, გოგო ქართველია.
-გაფიცებ...-მეცინება.-აქ ქართველს მარტო შენ თუ იპოვიდი.
-ვაიმე იცი რა სიმპატიურიაა?!
-რა ქვია?
-ცოტნე.-ლოყები უწითლდება.-ხვალ პაემანი გვაქვს.
-მოგისწრია! ყველაფერი მაინტერესებს, როგორ გაიცანი?
-ეგ...-უცებ იბნევა და გვერდით იყურება.-რავი ჩვეულებრივ.
-თქვი!- ზუსტად ვხვდები როცა რაღაცას მიმალავს.
-ჰო კაი...-თვალს მარიდებს და იცინის.-მოკლედ ჩემი ბრალი არ იყო რაა... კაფეში ნამცხვრის საჭმელად შევედი და უცებ ვიღაც იდიოტი შემასკდა, წამაქცია არც ბოდიში მომიხადა, ხელზე ფეხი დამაბიჯა და წავიდა.
-ცოტნე?-ცოტა შეშფოთებული ვუყურებ.
-არა გოგო რა ცოტნე!-იცინის.-ჰოდა მოკლედ ისე წავიდა ეს ვიღაც, ბოდიშიც არ მომიხადა, ვიფიქრე ვინ გაიგებს აქ-თქო და გაბრაზებულმა ერთი მამა-პაპურად შევაგინე!
-კაი...-მეცინება.-მერე...
-უცებ ვიღაცამ სიცილი ატეხა და ქართულად მითხრა „ კიდევ კარგი ვერ გაიგო თორემ მეორედ გადაგივლიდაო“ , ადგომაში დამეხმარა...ჩემ ხელს უმკურნალა.-სახვევს მანახებს.-რათ მინდოდა სახვევები, ისეთი სიმპატიური იყო, რომ დავინახე უკვე აღარც მახსოვდა რამე თუ მტკიოდა. ცოტა ვილაპარაკეთ და წამოსვლისას ნომერი მომცა, ხვალ შვიდზე უნდა შევხვდე....ჰოდა კიდევ ნამცხვარიც მაჭამა.-აყოლებს ბოლოს და უკვე მთლიანად წითელია.
-ვაიმე.-სიცილს ვერ ვწყვეტ.-მერე?
-რაღა მერე... კაბა ამარჩევინე, ოღონდ ნორმალური არ ვიცი სად მივდივართ.
-შარვალს არ იცვამ?-ვუყურებ დაეჭვებული.
მთელი ცხოვრებაა თეკლას მეგობარი ვარ და კაბაში სულ სამჯერ მყავს ნანახი. ერთხელ ძალით რომ ჩავაცმევინე, მეორედ ძალით რომ ჩავაცმევინე, მესამედ მარიამის ქორწილში რომ ჩავაცმევინეთ...ძალით! მანდაც იძახდა „მეტი საქმე არ მაქვს შარვლის კომფორტი მოვიკლოო“.
-ნუ მიყურებ მასე, მართლა მომეწონა-თქო ხო გითხარი!
-შენ თუ იმდენად მოგეწონებოდა ვინმე კომფორტს მოიკლებდი, გეთქვა აქამდე და ჩემი ხელით გიპოვიდი მაგ ცოტნეს.-ვამბობ აჟიტირებული და ჩემი ოთახისკენ მივდივარ, ყველაზე ლამაზი კაბის გამოსატანად.
მეორე საღამოს თეკლა აჟიტირებული შემორბის ოთახში და ბოლო ხმაზე კივის.
-ვთხოვდები!
-კაი დაჯექი და მოყევი.-თავს ვაქნევ სიცილით.
-არა მართლა ვთხოვდები.-სიცილით შემოგვყურებს
-მგონი სერიოზულად იძახის.-ამბობს სალომე და თვალებგაფართოებული გვიყურებს.
-ხო, ჩქარა წამოდით, ხუთ წუთში უნდა მოვაწეროთ ხელი, თორემ მერე სხვაგან მიდის ის კაცი.
-რას ამბობ გოგო, სად გარბის?-კარში გავარდნილს სამივე ერთად მივყვებით.
სანაპირომდე მიდის, ბექა და ბიჭები იქ არიან, განათების შუქზე კი ვიღაც ძალიან სიმპატიური ბიჭი დგას და გვიცინის.
-ცოტნიკ!- ეძახის თეკლა.-ესენი ჩემი მეჯვარეები არიან!
-სამივე?
-ხო.-კმაყოფილი უკრავს თავს.-აბა ის ბიჭი, გუშინ რომ გადამიარა ესე მალე ვეღარ ვიპოვე.
-ტეხავს.-გაბრწყინებული იცინის.-კაი მაშინ დავიწყოთ.
-რა დავიწყოთ, გაგიჟდი გოგო?-ხელზე ვქაჩავ დაქალს.
-არა.-ორივე ხელს მკიდებს.- ზუსტად ვიცი რომ ისაა და საქართველოში დაბრუნებულმა, რომც მივხვდე არ უნდა გავთხოვილიყავი, არ ვინანებ. გეფიცები ზუსტად ვიცი რომ ისაა.
-სად მოასწარით? ან ხელი სად უნდა მოაწეროთ?! გეხვეწები არ გინდა რაა.
-დაწყნარდი, ყველაფერი ცოტნემ მოაგვარა.-ჩემ ნათხოვარ თეთრ კაბას დაჰყურებს.-კარგი არჩევანი იყო. არ დაიწყო გეხვეწები ხო იცი არაა ტყუილად არ გავაკეთებდი. გეფიცები მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური და გიჟი ბიჭია, ამდენ გოგოში მე დავითრიე და მიყვარს! ხვალ ჰავაიდან მივდივართ, არ მინდა რომ უბრალო დასვენებად დარჩეს. თავიდანვე ვიცოდი რომ ყველაზე განსაკუთრებული მოგზაურობა იქნებოდა და არის კიდეც.
ვუყურებ... ბედნიერი ჩანს.
-დედაშენი მოგკლავს!-ვეუბნები რამდენიმე წამის შემდეგ და ყვავილების თაღისკენ ვუბიძგებ.- ხო და აუცილებლად მეც მომკლავს.
-სხვანაირი ჩემი ქორწილი ვერ იქნებოდა!-უხარია და საქმროსკენ მიდის.
სხვანაირი თეკლას ქორწილი ვერ იქნებოდა.
მეორე დღე ბოლოა ჰავაიზე, საღამოს მივფრინავთ. თეკლა ცოტნეს გვაცნობს, ბიჭი მართლა ისეთია როგორსაც აღწერდა, ერთმანეთს ისე უყურებენ და უგებენ, მგონია ათი წელია ერთად არიან და ჩვენ ახლა გაგვაგებინეს.
-აუ ბოლო დღეა და გეხვეწები გავისეირნოთ რაა.-ამბობს მარიამი და ქმარს კი არა ჩვენ გვიყურებს.- გოგოების შუადღე მოვაწყოთ.
-კაი, სადმე კაფეში წავიდეთ.
****
სასტუმროს ეზოში შევრბივარ, გული ამოვარდნას მაქვს თვალებს კიდევ აქეთ-იქით ვაცეცებ და სუნთქვას ვერ ვირეგულირებ. გოგოებს ვუყურებ ისინიც ჩემ დღეში არიან, გაფართოებული თვალებით იყურებიან და ამდენი სირბილისგან ვეღარ სუნთქავენ.
-შემეშინდა.- უცებ ტირილს იწყებს ჩემი და.
-რა მოხდა?
ბიჭები გამოდიან და როგორც კი გვხედავენ რა დღეშიც ვართ, შეშფოთებულები გვეხვევიან, მტირალ მარიამს ბექა გულში იკრავს და თმაზე ეფერება.
-რა მოხდა, პატარავ?-ცოტნე თეკლას ეხვევა.
-არ თქვა...-წინადადება არ მაქვს დამთავრებული თეკლა მიამიტურად რომ ბუტბუტებს.
-ინდაურები გამოგვეკიდნენ.
-რაო?
ცოტა ხნით სიჩუმეა და შემდეგ ისეთი გამაყრუებელი სიცილი ისმის, მთელი სასტუმრო ყურის ექიმთან მისაყვანი ხდება. აქამდე ბევრ ასეთ სიტუაციაში ვყოფილვარ და ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, თუ რაღაც ისეთი ხდება, მთავარია გადარჩე. მერე ამაზე პირი არ უნდა მოაღო, თორემ ჩათვალე მეორედ მოსვლამდე მაგაზე დაგცინებენ.
-და ყველა ერთად მორბოდით?-სიცილს ვერ წყვეტს ცოტნე.
-რა გაცინებთ.-ახლა თეკლას ცვივა ცრემლები.- გული გაგვისკდა, აქ ხო ფერმა აქვს ვიღაცას, ალბათ შემთხვევით გამოვიდნენ და უცებ იმდენი გამოგვეკიდა ერთად...შეგვეშინდა.
-ჰავაიზე ინდაურებს მარტო თქვენ თუ იპოვიდით.-ისევ დაგვცინის ბექა.-მოდი კაი არაუშავს.-ისევ თავის შეშინებულ ცოლს ეხუტება.
-ახლა სად არიან?
-გამოვექეცით.
-თავისიანები იცნეს და უკან გამოგყვნენ.-დაგვცინის ჩემი ძმა.-ისეთები შემოვარდით, გული გამისკდა.- ამბობს და სასტუმროში ბრუნდება.
-კაი.-როგორც იქნა მშვიდდებიან.-რა ქენით, კარგად გაერთეთ?
-მაგას რაღა მნიშვნელობა აქვს.-ნომრისკენ მიიწევს მარიამი.-იდენი ვირბინე დაძინება მინდა.
ჩვენი ჰავაური მოგზაურობა ინდაურებით სრულდება, იმავე ღამეს უკვე თბილისში ვართ.
არდადეგებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით გადავწყვიტეთ თეკლას ოჯახისთვის ჯერ არაფერი გვეთქვა და სრული შემადგენლობით მეორე დილასვე სოფელში, ბებოსთან მივდივართ.
ლილი მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბებოა, ნახევარი წლის წინ ოჯახს გამოგვიცხადა ასე ცხოვრება აღარ მინდაო და სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. ვერასდროს რომ ვერ იფიქრებდა ისეთი ბოსტანი გააშენა და შინაურ ცხოველებსაც ზრდის. ადგილობრივ სკოლაში თავისუფალი აზროვნების კლუბი აქვს გახსნილი, საბოლოოდ კი ყველანაირ ტექნიკაზე თქვა უარი. ბაბუა და ის, როგორც მომიყვა, ყოველთვის ოცნებობდნენ სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი ასე გაეტარებინათ , მისი გარდაცვალების შემდეგ კი ამ ოცნებას მარტო მიჰყვება, არასდროს ნებდება, ჩემი კუმირია, ბებია რომ ვიქნები მინდა მას ვგავდე.
-ბავშვებო.-კარში გვეგებება და ნაცნობ-უცნობიანად ყველას სათითაოდ გვეხუტება.
ცოტნეს და ბიჭებს ვაცნობთ , შემდეგ კი ჩემს უსაყვარლეს ნაწილზე გადავდივართ, ლილის გამომცხვარ ხაჭაპურებს ვჭამთ.
-ბებოო.- პირველივე ლუკმაზე ვეძახი.- ზუსტად ისეთია მე რომ მიყვარს.
-წვენი.-სამზარეულოდან ჭიქები გამოაქვს და წინ გვიდგამს.
-ბებო დაჯექი რაა.-ეუბნება მარიამი და ეხუტება.
-მომიყევით აბა, კარგად გაერთეთ?
ჩვენც ვიწყებთ და ვეღარ ვჩერდებით. ლილი საღამოს მჭადებს აცხობს, სამზარეულოში შევდივარ და ყველს ვუჭამ, თან იმას ვუყვები როგორ გამლანძღა ბექას ბებომ შემთხვევით საწოლში რომ ჩავუხტი და პირობას ვადებინებ, რაც არ უნდა მოხდეს, ასე არავის მოექცევა.
-ბებო, ჩვენი ცხოველები როგორ არიან?-უცებ მახსენდება.
-კარგად.-ეცინება.- ღორმა რამდენიმე დღის წინ გოჭები დაყარა.
-მართლა?!აუ ბები ვნახავ რაა...- აჟიტირებული ვარ.
-მე არ მცალია, დაიწვება.-მჭადებზე მანიშნებს.-მარტო გახვალ?
-ააუ, ღორიც იქ იქნება?
-არა, ცოტა ხნის წინ საჭმელი წავუღე და ჭამს, გოჭები საღორეში არიან, მიდი და მალევე მოდი, ვერც შეამჩნევს.
-კარგი.-თავს ვუქნევ გაბრწყინებული და ეზოში გავრბივარ.
პატარა ცხოველები ჩემი სისუსტეა. უკვე საღორეში უნდა შევიდე, ზურგს უკან მსუბუქი ბარიტონი რომ მესმის.
-მანდ რას აკეთებ?-ანდროა.
-შენ რა გინდა აქ?!-მისკენ ვტრიალდები.
-ეზოში ვიდექი, დაგინახე და გამოგყევი.
-ნუ დამყვები, სახლში შედი!
-შენც წამოდი.
-არ მინდა, გოჭები უნდა ვნახო.
ანდროს ეღიმება.
-მეც მანახე.
-შენ არაფერს არ განახებ!- ორი დღის წინანდელი დაავიწყდა ამას, თუ ჰგონია ასე მარტივად გადამიარა ბრაზმა?!- ახლოს არ...
წინადადება არ მაქვს დამთავრებული, ანდროს უკან ღორს რომ ვხედავ, ამდენ ჩხუბში ჭამა დაუმთავრებია და სწრაფად მოდის ჩვენკენ. უცებ ისე მეშინია ინსტიქტურად კივილს ვიწყებ...ეგ არ უნდა მექნა, ღორს უფრო ვაბნევ, ჭყვიტინებს და ახლა კი არ მოდის, უკვე მორბის.
-ანდრო.-ხელს ვკიდებ, საღორეში შევდივარ და კარს მთელი ძალით ვხურავ.
-რა მოხდა?რა გაკივლებს?!
-ღორი...-შეშინებული კარს ვეყრდნობი.-შენს უკან ღორი იყო.
სიბნელეში ვართ ანდრო რამდენიმე წამს ჩუმად მიყურებს.
-შეგეშინდა?-მსუბუქად ეცინება.
-საერთოდ ჩემკენ გამოქანებული ცხოველების მეშინია...ჯანდაბა აქ საშინელი სუნია.-უცებ ცხვირზე ვიფარებ ხელს.
-ხოდა, კარი გახსენი.
კარის ფიცრებს შორის ვიყურები, ღორი ისევ იქაა.
-არა,მეშინია.
-ევა...მაშინ მე გამიშვი, გავაგდებ და გამოდი.
-კარს ვერ გავხსნი, უცებ რომ შემოვიდეს ალბათ ცუად გავხდები.
-კარგი.-ტელეფონს იღებს.-ბექას დავურეკავ...ჯანდაბა არ იჭერს.-ცისფერ განათებაზე ანდროს სახე იკვეთება.-მიდი ევა, გამიშვი და უცებ დაკეტე კარი.
-არა-მეთქი.-უფრო კარგად ვეყრდნობი.-ბებომ იცის აქ რომ ვარ და გამოგვაკითხავს.
-მანამდე აქ ვიყოთ?-თვალს ავლებს ჩაბნელებულ საღორეს.-ღორების თუ გეშინოდა აქ რაღა მოგარბენინებდა?
-გოჭების სანახავად მოვედი.-წარბებს ვკრავ და საღორის კუთხისკენ მივიწევ.-აქეთ მოანათე.
კედელთან პაწაწინა გოჭები არიან ერთმანეთზე დაწოლილები.
-ვაიმე რა საყვარლები არიან.-შეხების მეშინია მაგრამ ასე შორიდან ძალიან მომწონს.- ახლა მინდა რომ რომელიმე სახლში წავიყვანო.
-არ დაგავიწყდეს, გარეთ რომ დგას ეგეც ერთ-ერთი იყო ოდესღაც.
-ხმას ნუ იღებ, აქ რომ ჩავიკეტეთ შენი ბრალია!-ანდროსკენ არ ვიყურები.
-გეფიცები, ახლა უცებ ასტეროიდი რომ დაგვეცეს მაგასაც მე დამაბრალებ.
-აბა ვისი ბრალია?-თვალებანთებული ვბრუნდები მისკენ.-სანამ შენ მელაპარაკებოდი დაამთავრა ღორმა ჭამა, რომ არ მოსულიყავი აქ არ ვიქნებოდით.
-საშინელი სუნია.-ოხრავს და უცებ მეხუტება.
-რას აკეთებ?-ვიბნევი და ფართხალს ვიწყებ.
-საღორის სუნს ვაქრობ.-მეუბნება და ცხვირს კისერზე მიხახუნებს.
-მომშორდი.-ისევ ვფართხალებ.
თავს მიჭერს, მის სურნელს შევიგრძნობ და ვიტრუნები. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, ანდრო წელზე მიცურებს ხელებს, მისი თითებიდან ისეთი მუხტი მოდის მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის, მისი შეხება მაგიჟებს.
-დაუვიწყარი სურნელი გაქვს...
-მაინდამაინც აქ მოგინდა რომანტიკა?-მე ენას მაინც ვერ ვაჩერებ.
-სხვაგან შენი ნებით არ მიჩერდები.-მეუბნება მშვიდად და ტუჩებს კისერზე აცურებს.
-ახლა დაგარტყამ.-ვჩურჩულებ ხმაჩავარდნილი, მუხტი იმატებს.
უცებ კარი იღება, შიშისგან უკან ვხტები...ელექტრონები ქრება.
-ევა, სად ხარ აქამდე!-კარში ლილი დგას.
-მე...შემეშინდა ბებო.-ლილისკენ მივრბივარ და ვეხვევი, თან ყველაფერს ვუყვები.
უკან აღარ ვიყურები, ახლა ანდროს თვალები რომ დავინახო ვიცი რამე სისულელეს ვიტყვი...ჯანდაბა! ისევ ამირია გონება.
სახლში დაბრუნებულს თეკლა გადაფითრებული მხვდება. ჩემს ძმას თურმე იმ საღამოს ჩვენ მშობლებთან წამოსცდენია რომ თეკლა გათხოვდა, შესაბამისად, ჩვენმა მშობლებმა თეკლას დედას უთხრეს. ასე რომ დაბრუნება მეორე დილასვე მოგვიწია.
****
თბილისში დაბრუნებიდან ორი კვირა გადის, ანდრო აღარსად ჩანს, გავიგე როგორ თქვა ბექამ რომ საქმეებზე გაემგზავრა გერმანიაში. ჩემს თავს ვეღარ ვცნობ, მოწყენილი დავდივარ, უბედობამაც გადამიარა და ვერც ვერთობი. ცხოვრებაში რომ არ გამიკეთებია იმას ვაკეთებ და ანდროს სოციალურ გვერდს ვათვალიერებ. ძირითადად მოგზაურობის ფოტოები უდევს, იმდენ ქვეყანაშია ნამყოფი, მე ზოგის სახელიც რომ არ ვიცი. ერთ-ერთ ფოტოზე ვჩერდები. რაღაცაზე იცინის, გარუჯულია, ოქროსფერი თმები ისევ არეულად აყრია და მწვანე თვალები უელავს...ჯანდაბა, გავები!
მეორე დღეს მეორე უკიდურესობას ვაკეთებ და მარიამის ტელეფონიდან ჩუმად მის ნომერს ვიწერ. საღამოს მარტო რომ ვრჩები ვერ გადამიწყვეტია დავრეკო თუ არა. იქნებ ჩამოვიდა და ხვალ ვნახო? ანდა სულაც დიდი ხანია რაც აქაა...დროის გასაყვანად ტანსაცმლის კეცვას ვიწყებ, ნელ-ნელა ვალაგებ კარადაში, ხელში შავი მატერია რომ მხვდება...ჩემი არაა. ანდროს ტრუსია, სიცილი მიტყდება. ნიშანია, სამყარო იმის მომხრეა რომ დავურეკო. ტელეფონს ვიღებ, ბევრს აღარ ვფიქრობ და ვურეკავ.
-გისმენთ.-მესმის ანდროს ხმა და ვინაბები.-ვინ ბრძანდებით?
-მე ვარ.-უცებ ვფხიზლდები.-საქმე მაქვს.
-ევა...-ხმა უთბება თუ მეჩვენება?
-შენი ტრუსებია ჩემთან, მოდი და წაიღე თორემ გადაყრას ვუპირებ.
-ვერ წავიღებ.-ეცინება...ანუ ჯერ არ ჩამოსულა.-ჩემს ტრუსებს მანდ რა უნდა?
ხოო...ამ კითხვაზე პასუხი არ მომიმზადებია.
-შენი ტრუსებია, მე რატომ უნდა ვიცოდე?
-ანუ მაინც არ აღიარებ, იმ საღამოს შენ რომ შეაზავე.
-არ ვაღიარებ.
-ერთი ვარაუდიღა მრჩება.-ხმაზე ეტყობა რომ იღიმის, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ როგორ უტყდება ტუჩის კუთხე.-გენატრები და ღამე მაგასთან ერთად იძინებ ხოლმე.
-იდიოტო!-ყველა წარმოსახვა ქრება და გაბრაზებული ვხტები ფეხზე.- შეგიძლია აღარ მოხვიდე, ახლა მაგ შენ ტრუსებს დავჭრი და ვირთხებს კაბებს შევუკერავ!
სიცილი უტყდება.
-მოიცა...არ გათიშო.-მეუბნება და ხმა უსერიოზულდება.-...მომენატრე.
ვჩუმდები...სუნთქვა მეკვრის, ვეღარ ვეუხეშები.
-მეც მომენატრე.-უცებ იმას ვამბობ რასაც ვგრძნობ.
ახლა ისაა ჩუმად, აშკარად არ ელოდა. ვფიქრობ ჩხუბი გაგვიგრძელდა, ისე გავერთე ანდროს ნერვების აშლით საკუთარ თავს დავაჯერე რომ უნდა მეუხეშა, მაგრამ უკვე ზედმეტია. მთელი ჩემი სხეული, გონება და გული ერთ აზრზეა, ეს ბიჭი თავბრუს მახვევს.
-როდის ჩამოხვალ?-ისევ მე ვაგრძელებ.
-პირადად მოგენატრა ჩემთვის ნერვების დაწყვეტა?-ისევ იღიმის.
-შენი ნახვა მინდა.-ვეღარ ვჩერდები.
-რატომ არ შეგიძლია ასეთი რამეები მაშინ მითხრა როცა ახლოს ვარ?-ღრმად სუნთქვას.
-არ ვიცი...კამერა ჩართე, მინდა დაგინახო და რაღაც გითხრა.
ჩემს კამერას ვრთავ და მალე ანდროც ჩნდება ეკრანზე, როგორც წარმომედგინა ზუსტად ისე გამოიყურება, თავლები უელავს და მიღიმის, გულისცემა მიჩქარდება და მავიწყდება რისი თქმა მინდოდა.
-გისმენ.- მახსენებს.
-ანდრო, ბოდიში უნდა მოგიხადო...ბავშვურად ვიქცეოდი.-თვალებში ვუყურებ.-უბრალოდ ისე შემითრია ჩხუბმა ვერ მივხვდი რომ სხვას ვგრძნობდი და სვას ვამბობდი...ხო მაპატიებ?
ისევ ეღიმება, თავს მიქნევს და მიყურებს.
-იცი რომ აწითლებულო ლოყები საოცრად გიხდება?-ხმადაბლა მელაპარაკება.-აჩეჩილი თმა და კიდევ უფრო მეტად გიხდება ეგ მწვანე რაღაც შუბლზე რომ გისვია.
უცებ მახსნედება რომ ნახევარი საათის წინ, შუბლზე მწვანე სამკურნალო ნიღაბი გავიკეთე და სასწრაფოდ ვრთავ კამერას...ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!
-ევა!-ანდრო კოპეპს კრავს.-რატო გამორთე, გიხდება-თქო არ გითხარი..?
და აი, უბედობაც დამიბრუნდა.
მესამე დღეს ანდროს სიურპრიზს ვუწყობთ და აეროპორტში ვხვდებით, ღიმილით გვიახლოვდება, მე გული მიჩქარდება, ოფლი მასხამს და ვეღარც ვსუნთქავ, ყველა გრძნობა გაასმაგებულია. ყველას სათითაოდ ეხვევა, ბოლოს ჩემთან მოდის, იხრება და ისე მეხუტება მგონია გავიგუდები.
-სამი დღეა ამ მომენტს ველოდები, შეიძლება ახლა აეროპორტი დამამხო და ვიცი დამამხობ კიდეც, მაგრამ...-ტელეფონით ლამის გრძნობებში გამოვუტყდი და ახლა მაინც ჰგონია რომ ვეჩხუბები...აჰაა დავაშინე!_მაგარი ვარ რაა...- ეს რომ ახლავე არ გავაკეთო მოვკვდები.-უცებ მეუბნება და ტუჩებზე მეკვრის.
თვითკმაყოფილება მიქრება, ეგ კი არა ყველა დანარჩენი გრძნობა მიქრება. ანდრო მკოცნის, გული ისე მიცემს მგონია აფრენილ თვითმფრინავშიც ესმით მგზავრებს, მთელი სხეული მიკანკალებს, ხელები აღარ მემორჩილება. ახლა ისე ვარ, რომ მოვინდომო აეროპორტს კი არა გასარეცხების კალათას ვერ დავამხობ ვერავის.
-ანდრო...-ვეჩურჩულები როგორც კი ჩემს ტუჩებს შორდება.- ერთი პირობით არ დაგამხობ არაფერს თავზე.
-ევა...-ეღიმება.-რა გინდა?
-შენი ნეკნი.
-სულ შენი იყოს.
ღიმილით ამბობს და ისევ მეკვრის ტუჩებზე.
რა უცებ დამთანხმდა! იქნებ კი არ ვრომანტიკულობდი, ნეკნის დონორად გამოყენებას ვუპირებდი...ოჰ ეს კაცები რაა. მეცინება და კოცნაში ვყვები.

***
აეროპორტის ამბიდან რამდენიმე დღეში, გოგოები ჩემს ოთახში ვართ შეკრებილები და ყველაფერს განვიხილავთ.
-არა გეფიცებით, მე მართლა ბოლომდე მეგონა რომ ოთხივე შინაბერები დავრჩებოდით.- ამბობს თეკლა და ჩემს სუნამოს იღებს.
-შენზე ისევ გაბრაზებულები ვართ,ანდროზე არაფერი რომ არ გვითხარი.-მეუბნება სალომე.
-რა უნდა მეთქვა, მეც აეროპორტამდე ერთი დღით ადრე მივხვდი რას ვგრძნობდი.
-ანუ სალომეღა დარჩა?-კითხულობს მარიამი.
სამ წყვილ თვალს ვანათებთ დაქალს.
-რას მიყურებთ?! მე ჩემი ცხოვრების სიყვარული კარგა ხნის ნაპოვნი მყავს.
-რაა?! ვინაა?-უცებ ენთება თეკლა.
-თავის ბრაბუსზე ამბობს.-სალომეს თვალებმოჭუტული შევყურებ და მეცინება.
-ჟეშტის სიყვარული მაინც სულ სხვაა რაა.-ამბობს თვითკმაყოფილი სახით.
****************
1 წლის შემდეგ
****************
მივდივართ... თვალები ახვეული მაქვს ამიტომაც ვერ ვიგებ სად.
-მივედით?
-ჯერ არა.-მპასუხობს ანდრო და კისერზე მკოცნის.
-ახლა, მივედით?
-არა.-ეცინება.
-მივედით?-კიდევ ვკითხულობ პატარა ბავშვივით.
-არა.
-მივედით?
-თუ არ მორჩები, სახვევს მოგხსნი და მართლა განახებ სად მიმყავხარ.-მეხუმრება და მარჯვნივ უხვევს.- მოვედით.
ხელში ავყავარ და სადღაც ავდივართ.
-აქ დაჯექი.-მგონი სავარძელზე მსვამს.-შეგიძლია მოიხსნა.
სახვევს ვიხსნი და გარემოს ვათვალიერებ, მანქანაში ვართ... უფრო სწორად, მოძრავ, გრძელ მანქანაში.
-მოიცა...-ფანჯარაში ვიყურები და ყვითელ ფერს ვარჩევ.-გახსოვდა?
უცებ ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება, მარიამის დავალებით სიგიჟე რომ ჩავიდინე და შუა გზაზე ყვითელ „მარშუტკაში“ მგზავრობა გადავუხადე...მეგონა თვითონ აღარ ახსოვდა.
-შენი აზრით დამავიწყდებოდა პირველად როდის გნახე?
-რატომ არ მითხარი?!-ვიცინი და ვეხვევი.
-შენ რატომ არ მითხარი?-კითხვას მიბრუნებს.
-მეგონა ვერ დამინახე.
-მე კიდევ ვიცი რომ დამინახე.-მეუბნება და ლოყაზე მკოცნის.-ისიც ვიცი, რომ მაშინვე მოგეწონე.
-მაგას როგორღა მიხვდი?-მეცინება.
-რა მიხვედრა უნდოდა, ჯერ დაშტერებული მიყურებდი...მერე კიდევ, საპირისპირო ცალმხრივზე გადაუხვიე.- იცინის.
ეგ არ ვიცოდი.
-სახლში დაღლილი ვბრუნდებოდი, იმ დღეს გაფუჭდა მაინდამაინც მანქანა, სახელოსნოში დავტოვე. გზაზე გამოსვლა მინდოდა რომ სახლამდე ტაქსით წავსულიყავი და პირველივე სახალხო ტრანსპორტს გავყევი... უკვე უნდა ჩავსულიყავი.-იღიმის.-ვიღაც გოგოს ხმა რომ გავიგე, სიტყვებს ვერ ვარჩევდი. ფანჯრიდან გამოვიხედე და შენ დაგინახე... გაწითლებული იყავი და პირდაპირ თვალებში მიყურებდი...შემდეგ გავიგე რომ თურმე მგზავრობა შენ გადამიხადე.
-და იფიქრე როგორ მაკადრაო...ყეყეჩი!-ვაწყვეტინებ.
-ჰეი.-იცინის.-ახლა ერთად ვართ.-მახსენებს.
მეცინება, სულ მავიწყდება რომ აღარ უნდა ვეჩხუბო ყოველ სიტყვაზე, ვიხრები და კისერზე ვკოცნი.
-მარტო ჩვენ რატომ ვართ?-ახლაღა ვიყურები გარშემო.-დანარჩენი მგზავრები სად არიან?
-ერთი გაჩერება ეს ნომერი ჩვენია.-იცინის.-უნდა ვიჩქარო.
ჯიბიდან შავ კოლოფს იღებს და მიწვდის.
-ბავშვს რა დავარქვათ?-მეკითხება.-უცებ მითხარი! ბეჭდის გაკეთებამდე უნდა გადავწყვიტოთ.- ყურებამდე იღიმის.-იცოდე მერე ვეღარ შეცვლი.
ვწითლდები და კოლოფს დავყურებ ჩემს ხელში. იცის რომ ასეთ გადაწყვეტილებებს ძნელად ვიღებ და საქმეს წინასწარ იგვარებს...ეშმაკი!-მეცინება.
-მმმ...-უცებ გონება მერთვება.-ეს მძღოლი იყო მაშინაც?
ანდრო დაბნეული იყურება კაცისკენ.
-მგონი...კი.-მპასუხობს და წარბს წევს.
-ბატონო!-ვეძახი მძღოლს.-შეგიძლიათ მითხრათ, რა გქვიათ?
-კი გენაცვალე.-ეცინება კაცს.-გელა.
სახე მეღრიცება.
-გელას არქმევ?-მეუბნება ანდრო სიცილით.
-არა არ გამოვა.-ვეჩურჩულები აწითლებული.
-იცოდე მერე გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, იჩქარე თითქმის მივედით...გელა?
-არა გელა არა!
-ბატონო გელა, ჩვენი შვილის ნათლია იქნებით?-გამოსავალს უცებ პოულობს ანდრო და ხმამაღლა იძახის.- ისევ ჯობია, ბაბუაჩემის სახელი დავარქვათ.- კაცის პასუხი აღარ მესმის.
გაჩერებას ვუახლოვდებით.
-ბაბუაშენს რა ერქვა?
-ბაჩუკი.
-არა ეგ არაა..!
თქმას ვეღარ ვასწრებ, ანდრო თითზე ბეჭედს მიკეთებს და გამარჯვებული ბოლო ხმაზე იცინის.
ჩვენი "მარშუტკა" ჩერდება.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargi iyo, momewona

 


№2  offline წევრი ნანა73

ბევრი, ბევრი ვიცინეე smile კარგი გოგო ხარ! ❤️

 


№3  offline წევრი nankanan

ძალიან ვიხალისე :დდ კარგი გოგო ხარ :*

 


№4  offline წევრი Stranger things

სტუმარი Mariamimari
Kargi iyo, momewona

მიხარია რომ მოგეწონათ heart_eyes

ნანა73
ბევრი, ბევრი ვიცინეე smile კარგი გოგო ხარ! ❤️

მადლობა heart_eyes

nankanan
ძალიან ვიხალისე :დდ კარგი გოგო ხარ :*

ძალიან დიდი მადლობა blush

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან სახალისო ისტორია იყო.თბილი სიყვარულის სხივებით გაჯერებული.

 


№6  offline წევრი Stranger things

სტუმარი nancho
ძალიან სახალისო ისტორია იყო.თბილი სიყვარულის სხივებით გაჯერებული.

მადლობა რომ შეაფასეთ და მოგეწონათ heart_eyes

 


ვისიამოვნეეეეეეეე

 


№8  offline წევრი Stranger things

სიყვარული გულს გვტკენს
ვისიამოვნეეეეეეეე

blush heart_eyes

 


№9 სტუმარი მარიიი

ძალიან საყვარლობა იყო
მომეწონა

 


№10  offline წევრი Stranger things

მარიიი
ძალიან საყვარლობა იყო
მომეწონა

მადლობა blush

 


№11  offline წევრი Lu Miki

ძალიან მომეწონაააა
--------------------
θεόνα

 


№12  offline წევრი TamoTi

აუ ძალიან საყვარლობა იყოო❤️❤️

 


№13  offline წევრი Stranger things

Lu Miki
ძალიან მომეწონაააა

მადლობა blush

Tamuna Gogaladze
აუ ძალიან საყვარლობა იყოო❤️❤️

მიხარია რომ მოგეწონათ heart_eyes

 


№14 სტუმარი სტუმარი გურანდა

აუ რა კარგიაა <3

 


№15  offline წევრი Stranger things

სტუმარი გურანდა
აუ რა კარგიაა <3

მადლობა heart_eyes

 


№16 სტუმარი სტუმარი მარიამი

უსაყვარლესი და უმაგრესი ისტორიაა❤️

 


№17  offline წევრი Stranger things

სტუმარი მარიამი
უსაყვარლესი და უმაგრესი ისტორიაა❤️

ძალიან დიდი მადლობა blush heart_eyes

 


№18 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარიაა მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე კიდევ მინდა ახალი ნაწარმოებით დაგვიბრუნდეთ მადლობა დიდი ????????????????

 


№19  offline წევრი Stranger things

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარიაა მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე კიდევ მინდა ახალი ნაწარმოებით დაგვიბრუნდეთ მადლობა დიდი ????????????????

უდიდესი მადლობა თქვენ, ვეცდები მალე დავბრუნდე heart_eyes

 


№20 სტუმარი ცოტნიკ

ძალიაან მიყვარს ეს და შენი დანარჩენი მოტხრობებიც და რათქმა უნდა შენც ძალიან მიყვარხარ????????????

 


№21  offline წევრი Stranger things

ცოტნიკ
ძალიაან მიყვარს ეს და შენი დანარჩენი მოტხრობებიც და რათქმა უნდა შენც ძალიან მიყვარხარ????????????

ცოტნეს გოგო ხარ ხო? joy kissing_closed_eyes

 


№22 სტუმარი ცოტნიკ

ცოტნიკ დაუაძახე თუ შეიძლება ცოტნე ბევრია ცოტნიკ კი ერთი????????????❤

 


№23  offline წევრი Stranger things

ცოტნიკ
ცოტნიკ დაუაძახე თუ შეიძლება ცოტნე ბევრია ცოტნიკ კი ერთი????????????❤

smile

 


№24  offline წევრი veroo

რა კარგი იყო ვისიამოვნე ძალიან კარგად წერ ❤ინდაურების მომენტი რამ მოგაფიქრა????????????წარმოდგენაზეც კი ცუდათ გავხდი სიცილით ყოჩაღ შენ❤

 


№25  offline წევრი Stranger things

veroo
რა კარგი იყო ვისიამოვნე ძალიან კარგად წერ ❤ინდაურების მომენტი რამ მოგაფიქრა????????????წარმოდგენაზეც კი ცუდათ გავხდი სიცილით ყოჩაღ შენ❤

ისტორიაა ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია (ისევე როგორც პერსონაჟების უმეტესობაა ნამდვილი, ნამდვილი სახელითვე blush ) და საქმეც ეგაა რომ ეგ ნაწილი მართლა მოხდა. კუნძულის და დასვენების რა მოგახსენოთ მაგრამ ჩემს მთელ სადაქალოს ინდაურები გამოგვეკიდნენ sweat_smile მაშინ ასეთი სასაცილო არ იყო მაგრამ დამიჯერეთ. ახლა იმდენიც მოახერხა რომ ჩემს ისტორიაში მოხვდა, მადლობა თქვენ რომ შეაფასეთ და მოგეწონათ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent