ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა
ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა და იმის მერე ვაწყდებით ნაღმებს... სიჩუმე ხეთქავს ყურის ბარაბანს, მცდარი ვნებებით ვიგუდავ ნაღველს. ტონით მონურით, მონოტონურით, მე მასწავლიდნენ-რა შემერგება... ვუსმენდი, ვთმობდი, თუმცა ვერ ვგრძნობდი... ჯერ არ მყოფნიდა ალბათ შეგნება. ვიღაცა რწმენას იღებს იჯარით, სასუფეველში ადგილს "იბევრებს". გამოზუთხული, ხშირი პირჯვარით ცოდვა არ იკლებს, ცოდვა იბევრებს. ფარისეველი ტაძარს აშენებს, ოქროს ათეთრებს, ოქროს აშვიდებს, ეს, არ მგონია, მეც დამამშვენებს, ეს არ მგონია, მეც დამამშვიდებს. როცა ასაკი დამინთებს სანთელს, უსასრულობა გახსნის დარაბებს, ნეტავ, ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელს, ღმერთს, თუ ბარაბას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.