ბრძოლა (3)
- ადექი, წავიდეთ ექიმთან. - ხელზე დაექაჩა ნატალი. - კარგი რა, ტატალო, - გაეცინა ნინას, - არაფერია, სულ რამდენიმე დღით გადამიცდა, მომიწესრიგდება თავისით. - არაფრად აგდებდა მის ნერვიულობას. - ჯერ ერთი ეგ რამდენიმე დღე 2 კვირაა თითქმის, რაც ძალიან ბევრ დღეს უდრის და მეორეც, თავისით აქამდე მოწესრიგდებოდა. ადექი, ნინა!! - ყვირილზე გადავიდა გოგონა. - რამეს დამაცდი ოდესმე? - სიცილით წამოდგა ფეხზე. - მმმ, - საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიიდო და თვალები დაიწვრილა, - არასდროს! - ცერა თითი მოწონების ნიშნათ აუფრიალა ცხვირწინ. - ჯიგარი ხარ! თვითონაც ხვდება, რომ 2 კვირა არაა პატარა დრო, მაგრამ იმას ვერ ხვდება, რა საჭიროა ასეთი ფორიაქი. ალბათ, ნატალი გაგიჟდებოდა ნინას რომ ეთქვა ღამე ძალიან მტკივაო. ჩუმად ჩაიცინა და ტანსაცმელი სხეულზე მოირგო. ხანდახან ნერვიულობას აბრალებს ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი ნინამ უკვე გამოიარა, გადახარშა. არ ფიქრობს ამაზე, რა საჭიროა? დრო უკან არ დაბრუნდება. მაინც გონია, რომ ამ ყველაფრის უკან რაღაც იმალება და რა უშველის ამას? დრო, რომელიც თავისით სვამს ყველაფერს კალაპოტში. ნამდვილად! უბრალოდ, ელენე ძალიან ენატრება ხოლმე. რამდენჯერ აიღო ტელეფონი დასარეკად, მაგრამ რაღაც უკან ექაჩება. რაღაც არ უშვებს, გაიგოს, ჰკითხოს, რა მოხდა სინამდვილეში. ალბათ, პასუხის ეშინია. არ უნდა ისეთი რამ მოისმინოს, რაც ელენეს სამუდამოდ დააკარგვინებს. იმდენად დაზაფრა ნატალიმ თავისი ვერსიებით, რომელიც სავარაუდოდ უნდა ჰქონოდა, ბოლოს თვითონაც ლამის ფეხებაკანკალებულმა აიღო თავისი რიგის ნომერი. სამაგიეროდ, მერე იმდენი ელაპარაკა გოგონამ, საერთოდ დაავიწყდა სად და რისთვის იყო მისული. - გამარჯობა. - მშვიდად მიესალმა ოთახში შემოსულ ქალს სიმპათიური მამაკაცი და მაგიდაზე მიყრილი ფურცლები სწრაფად დაალაგა აკურატულად. - გამარჯობა. - ორივემ ერთხმად გასცეს პასუხი. - თქვენ ხართ პაციენტი? - თვალებით ნატალისკენ ანიშნა, გოგონამაც სწრაფად გააქნია თავი და სანამ რაღაცას იტყოდა, სწრაფად მოუჭრა ექიმმა, - მაშინ გაბრძანდით და მარტო დაგვტოვეთ. - კი, მაგრამ... - გაპროტესტება უნდა, თუმცა აქაც არ დასცალდა. - ნატალი! - ნინამ თვალებით ანიშნა ხმა არ ამოიღო ისე დაგვტოვეო და ისიც ბუზღუნით, მხრებჩამოყრილი გამოვიდა კაბინეტიდან. - საზიზღარი! - ჩურჩულით ჩაილაპარაკა და აელვარებული თვალები კარებს მიანათა. - რა მოხდებოდა მეც ვყოფილიყავი! ^^^ სოსომ რომ გაიღვიძა, ელენე უკვე სამზარეულოში დახვდა. თავისთვის ფილმი ჰქონდა ჩართული ტელეფონში, რომელსაც ღიმილით უყურებდა და თან საუზმეს მონდომებით ამზადებდა. - დილამშვიდობის. - გაუღიმა მამაკაცმა და სკამზე ჩამოჯდა. - დილამშვიდობის. - უბრალოდ გასცა პასუხი და წამით მის ძილისაგან დასიებულ სახეზე გაუშტერდა მზერა. - ვაა, სამზარეულოსაც მოვერგეთ უკვე და პლუს ამას საუზმეც უნდა მომართვა? - ჰო, აი, როგორ გამოიცანი? ზუსტად მაგას ვფიქრობდი სოსო რომ ადგება, ეშიება და უნდა დავაპურო-მეთქი - ირონიულად გაუღიმა, წარბები კი კუშტად შეკრა უცბად. - რას იძახი?! რა სჯობს მაგას. შენ ისეთი კარგი ცოლი მყავხარ ყავასაც მომიმზადებ. - თვალი ჩაუკრა და სააბაზანოსკენ წავიდა. თავიდან იფიქრა, ყავას არა შხამს მოგიმზადებო, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ზედმეტად ქაჯურ მოქმედებებზე არ უნდა გადასვლა. უბრალოდ ყავა რომ მოუმზადოს ,,ქმარს'' არაფერი დაშავდება. - შაქარიი? - მიაძახა და ჩაიდანი სასწრაფოდ დადგა. - უშაქრო. ,,უშაქრო" - გამოაჯავრა დამანჭული სახით და გაეღიმა. ვერასდროს ვერ იტანდა უშაქრო ყავას. თითქოს ჰქონდა სურვილი მიჩვეოდა და მცდელობაც, მაგრამ სულ ტყუილად. - რომ ვისაუზმებთ ცენტრში უნდა წავიდე ფული უნდა გადავრიცხო აპარატიდან და მაღაზიაშიც გავივლი. ჩამომიწერე ყველა პროდუქტი, გთხოვ, რაც დაგვჭირდება ამ 1 კვირის განმავლობაში, რომ კიდევ არ მომიწიოს მიბრუნება. - ცხელი ჭიქა თავის დიდ ხელებში მოიქცია. - ვიფიქრე, წამოგყვებოდი. ასე ზუსტად მეც არ ვიცი, შეიძლება არ გამახსენდეს და იქ რომ შევხედავ მივხვდები გვჭირდება თუ არა. - სერიოზული სახით მიუჯდა გვერდით და გაშლილ მაგიდას კმაყოფილმა შეხედა. - არ გეზარება? - არაა, მარტო არ მინდა დარჩენა. ამ ტყე-ღრეში სახლი რამ აგაშენებინათ? გუშინ იმხელა ხმაზე ისმოდა ყმუილი, მეგონა ჩვენ ეზოში იყო. ვერ დავიძინე, შემეშინდა. - სიცილით მოუყვა გუშინდელი თეთრად, სიმწრით გათენებული ღამის შესახებ. ჰო, ახლა შეიძლება ეცინება, მაგრამ გასული ღამე ნამდვილად არ იყო ის შემთხვევა, რომელიც კიდევ უნდა რომ განმეორდეს. ზოგადად, ბავშვობიდანვე ასეთი მშიშარა იყო. განსაკუთრებით, სიბნელის და აი, ზუსტად ასეთი ღვთისგან მივიწყებული ადგილების ეშინოდა. დაახლოებით იმას გავდა, საშიშ ფილმს რომ უყურებს ადამიანი და მერე ყველაფერთან იგივურ ასოციაციას რომ აკეთებს ინსტინქტურად, თუმცა ელენეს შემთხვევაში ეს მუდმივ ფორმატში მიდიოდა. - ღამე გაათენე? - გაოცებულმა შეხედა ქალს. - ჰო, შენ რომ ტკბილად გეძინა, კარგი იყო? - ძალიან. - სიცილით დაჰკრა საჩვენებელი თითი ცხვირის წვერზე და თეფში ნიჟარაში ჩადო. - გემრიელი იყო-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ წავა, რა. - გაეხუმრა ლაღად და სამზარეულოდან გავიდა. - გამოვიცვლი და წავიდეთ. - ხოდა, თუ არ მოგეწონა შემდეგში შენით გაიკეთე. მე დაგიშალე?! საზიზღარი! - ცხვირის წვერზე თითები გადაიტარა, სადაც წუთის წინ სოსო შეეხო. ,,არა, მაინც რა საჭიროა ასეთი ქცევები?“ - უხერხულად შეიშმუშნა ელენე. არ მოსწონს, საშინლად არ მოსწონს მისი შეხება, ან უბრალოდ არ უნდა რომ მოსწონდეს. თანაც, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რა პირობებშიც ისინი არიან, თავს უფლებას არ მისცემს ზედმეტად იფიქროს მასზე. ეს ძალიან ელენესეულია, ტაბუ დადებული. მერე რა რომ ცოლ-ქმარი ქვიათ? სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფუნქციები მათ შორის შეიცვლება ან რაიმე სხვა სახე მიეცემა. მაღაზიაში შესვლისთანავე ელენემ ჩართო თავისი მზარეულის ნიჭი და ლამის მთელი მაღაზია გადაპარსა. იმას თუ გავითვალისწინებთ, რამდენად პატარა ტერიტორიაც იყო, გადარჩენილია სოსო, თუმცა კაცი იმაზე უფრო წუწუნებდა ამდენი ხანი რომ ატარა. ვერასდროს ვერ იტანდა მაღაზიებში სირაულს. არ ჰქონდა მნიშვნელობა ტანსაცმელების იყო ეს ადგილი, საკვების, თუ სხვა ნივთების. - სამაგიეროდ გასვლა აღარაფერზე დაგვჭირდება... - თავის კანტურით შევიდა ელენე სახლში. - რას დაგვჭირდება, 60 პარკი მიჭირავს ხელში. - გამოაჯავრა საოცრად ენერგია გამოცლილმა სოსომ. - ჰო, მართალია, მეც ძალიან დავიღალე. დივანზე მიწვა ელენე და თვალები დახუჭა. უცბად მოუდუნდა სხეული და კმაყოფილმა ჩაიცინა. არა, კომფორტის ქალია, რა! ვერ იტანს ბევრ სიარულს და იმ აქტივობებს, რომელიც მას ენერგიას უნადგურებს. - ჰოდა, შეგვიძლია წითელი ღვინოთი დავასრულოთ ეს დღე! - წარბები ღიმილით აუთამაშა და ბოთლი უცბად გამოაძვრინა კარადიდან თავისი ჭიქებითურთ. - ჰო, მგონი, მაგრამ ძალიან გამაბრუებს და ვახშამს ვეღარ გავაკეთებ. - წამოჯდა და დანანებით გადააქნია თავი. - არაუშავს, მე ვიზავ ყველაფერს. - თვალი ჩაუკრა და სითხე ჭიქაში მოათავსა. - ნუთუ?! - დიახ. - რას გაუმარჯოს? - მე და შენს ახალ ცხოვრებას! - ჰმმ... - თავზე ხელი ანერვიულებულმა მოისვა. - არც კი ვიცი, როგორი იქნება ეს. - არაუშავს, ნელ-ნელა შეეჩვევი, შეეგუები. - უბრალოდ გასცა პასუხი და თვალებში წამით შეხედა. - ისე მეუბნები, თითქოს შენ უკვე შეეგუე და შეეჩვიე. - დავლიოთ! - სიტყვა ბანზე შეგნებულად აუგდო და სასმელი ყელში გადაუშვა. ერთ ჭიქას მეორე მოყვა, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და დაახლოებით მეშვიდე ჭიქაზე ელენე დანებდა. გამოაცხადა ძილი მინდაო, თუმცა ისეთი ნასვამი იყო, ფეხზე ნორმალურად ვერ იდგა. სოსო ღიმილით უყურებდა მობანცალე გოგონას, ბოლოს ხელებში ააფრიალა. ყელზე მისი ნაზი თითები როგორც კი დააწყო, მაშინვე იგრძნო ჟრუანტელი მთელს ტანში. თვალებდახუჭულ ელენეს დახედა და ისეთი ემოციები მოაწვა, როგორიც არასდროს არავისთან. რა იყო ეს? ნინა მისთვის ახლა მხოლოდ მისი შვილის დედაა. კი, ქალიც უყვარდა, მაგრამ ის აღმაფრენა, რომელსაც ელენეს გვერდით გრძნობდა, ვერაფრით ვერაფერს ვერ შეედრებოდა. ეს სულ სხვა იყო და არც ელენე გახლდათ ნინა. ლოგინზე დააწვინა, ფეხსაცმელები გახადა და ის იყო წამოდგომას აპირებდა ხელით რომ დაიჭირა. გაკვირვებულმა დახედა გოგონას ხელს. - დარჩი, რა! - ლოგინზე წამოჯდა და აჩეჩილ თმებზე ხელი დაისვა. - ცუდად ხო არ ხარ? - ეჭვისთვალით დააკვირდა. - არა. - აბა? - შენ ხომ ეს გინდოდა? ხო მე გინდოდი? - სხეულზე წამში აეკრო ელენე და ბრაზისგან, ღვარძლისგან აგიზგიზებული თვალები შეანათა. - ელენე, გეყოფა! - უკან იწეოდა, მაგრამ მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა ქალი. - რატომ გამიკეთე ეს სოსო? ან შენ თავს და ან მე? - უღონოთ დაუშვა ხელები პლედზე და ჩაწითლებული სფეროები, რომლებიც მხოლოდ ტკივილს ასახავდა თვალებთან გაუსწორა. - ასე იყო საჭირო. - ეს არ მყოფნის, გასაგებია? შენ მე ცხოვრება წამართვი, არჩევანის საშუალება არ დამიტოვე. - სასოწარკვეთილი ალუღლუღდა. - ასე იყო საჭირო. შენ ეს უნდა იცოდე მარტო. - რატომ? რატომ გააკეთე ეს? - იმიტომ რომ ვერ მივცემდი მას საშუალებას შენი ცხოვრება გაენადგურებინა. შენში ის ელენე ჩაეკლა, რომელიც... ელენე, არ მინდა ამაზე ლაპარაკი. დაიძინე, მე გავალ. - შენ გგონია არ მერჩივნა მას გავყოლოდი? შენი აზრით, მარტივია ნინა და ნატალი, რასაც ფიქრობენ ჩემზე? მე ორი ყველაზე ახლო ადამიანი დავკარგე, რომელთა გარეშეც არ ვიცი, რანაირად უნდა ვიყო. ნუ მეტყვი რომ ეს ჩემთვის უკეთესია. მშვიდი ღამე. - დაიჩურჩულა და თვალები დახუჭა. სწრაფად გამოვიდა სუნთქვაშეკრული მამაკაცი ოთახიდან. მთელი ტანი ბრაზისგან უხურდა. საკუთარ თავზე ბრაზდებოდა ასე რომ წვალობდა ელენე. არ შეეძლო მისი ტირილისგან ჩაწითლებული თვალების ყურება. იცოდა, რომ ცუდი იყო ეს, იმიტომ რომ უფრო ავნებდა გოგონას, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფრით ერეოდა. ყველაფერს იმ არაკაცს აბრალებდა, მაგრამ თვითონ ხომ იცის რომ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის. ელენეს მიმართ სულ სხვანაირ განცდებში იჭერს თავს. პატარა ბიჭს ემსგავსება. გოგონას გახსენებაზე მთელი სახე გაებადრა. მის ოთახში ჩუმად შევიდა და სახეზე ჩამოყრილი თმა ნაზად გადაუწია. ასე შეუძლია დიდხანს უყუროს, არ დაიღალოს და არ მობეზრდეს. აწითლებულ, გახურებულ ლოყებზე თითები დაუსვა და გვერდით მიუწვა. ^^^ - რაო, რა გითხრა? - კაბინეტიდან გამოსულს ეძგერა ნატალი მაშივენვე. - შემაშინე! - აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო და ბრაზით შეხედა, თუმცა მაშინვე გაეცინა მის ინტერესისგან დამრგვალებულ თვალებს რომ შეხედა - მეორე სართულზე გადამამისამართა, ანალიზებს ავიღებთ და მერე კიდევ უნდა შევიდე მასთან. რანაირი კაცია, კოპები ერთხელაც არ გაუხსნია. - ჯმუხი! - თავის კანტურით გამოაცხადა თავის თავში აბსოლუტურად დარწმუნებულმა გოგონამ. - აი, ზუსტად ეგეთი კაცი გინდა შენ! ცოტას გაგანეიტრალებს, თორემ მე ვერ გიმკლავდები. - დასცინა დაქალმა. - ვაიი?! თავსაც მოვიკლავდი, რას ამბობ, გოგო. ეგეთთან რა გამაჩერებს! - რა ვიცი, რა ვიცი. ორ საათზე მეტი ელოდებოდნენ პასუხს. ლოდინისგან დაღლილი ნინა მიბნედილი იჯდა სკამზე და მეორე მხრიდან ნატალის გაუჩერებელ ქაქანს ისმენდა. დრო ისე იწელებოდა ორი საათი ორ დღედ ექცა. - ნატალი, ლილეს გამოყვანამდე თუ ვერ წავედით აქედან, გეხვეწები შენ წაიყვანე, რა. - აბა, რას ვიზავ? შენ როგორ გრძნობ თავს? გინდა ყავა? - აუ, ძალიან. მომიტან? - გაბრწყინებული თვალები მიანათა და გოგონაც სწრაფად წამოხტა ფეხზე სიცილით. ღიმილით მივიდა აპარატთან და ქაფქაფა ყავა ხელებში მოიქცია. ის-ის იყო წასვლას აპირებდა, შემოტრიალდა და მთელი ძალით შეასკდა მასზე ერთი თავით მაღალ მამაკაცს. - ვაიმე, უკაცრავად, ვერ დაგინახეთ... - ამოიბლუყუნა და თეთრ ხალათს შეხედა, რომელიც სულ ყავისფრად იყო შეხებილი. - პირზე ხელი აიფარა, რომ არ გასცინებოდა. - ბოდიში უშველის ამას? - დაუბუბუნა ხმამ. გაოცებულმა ახედა იმ ექიმს, რომელმაც რამდენიმე საათის წინ თავისი კაბინეტიდან გამოაბუნძულა და ბოროტულად ჩაიღიმა. აბა რა ეგონა ნატალი რომ გამოუშვა?! იმხელა კმაყოფილება იგრძნო, სიამოვნებისგან გააკანკალა. - 1-1 ბატონო ილია! - თვალი ჩაუკრა და კისკისით გაშორდა იქაურობას. - ყავა? - გაკვირვებულმა შეხედა ნატალის ცარიელ ხელებს ნინამ. - ყავა ილია ექიმს დავალევინე. - ეშკამურად აუციმციმა თვალები და ფეხზე ხელი მოუთათუნა. - ვაიმე! - შუბლზე ხელი მიიდო ნინა. - რა ჩაიდინე? ეს ნამდვილად არ აუწყებდა კარგ ამბავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.