შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 9)


4-02-2020, 23:26
ავტორი Smailiki
ნანახია 1 686

   სამშაბათი დღის მშვენიერი დილა გათენდა. ფანჯარაში ვიყურები და გარემოს ვაკვირდები. უცოდველ ბუხებას ვხედავ, რომელსაც ადამიანი რაღაცის გამო სჯის. რას ერჩის? ეს არავინ იცის, თავად ადამიანმაც კი არ იცის. მას საერთოდ არაფერზე აქვს პასუხი. მეც ასეთი ვარ. უამრავი პასუხ გაუცემელი კითხვა მიტრიალებს თავში. საითაც გავიხედავ ყველ მხარეს კითხვების კორიანტელი მხვდება.
   პირველი რაზეც მეფიქრება, ჩემი ცხოვრებაა. ის შეიცვალა, ულამაზესმა მწვანე თვალებმა შეცვალეს. სწორედ ნიკამ მოიპარა ჩემი პირველი კოცნა და თან ჩემი გულიც გააყოლა. თან უამრავი კითხვა დამიტოვა.     
     თავში გამუდმებით სამი სიტყვა ჩამესმის. "ეცადე არ შეგიყვარდე". "ეცადე არ შეგიყვარდე". მისი ნათქვამი მოსვენებას მაკარგვინებს. ალბათ ფიქრობთ, რომ სულელურად ვიქცევი. ახლა წესით ნიკასთან უნდა მივდიოდე და ჩემს გრძნობებში ვუტყდებოდე. მაგრამ არ შემიძლია. ამისთვის ზედმეტად მშიშარა ვარ. არ მინდა გული მატკინოს. ვერცერთ ადამიანს მივცემ იმდენ ძალაუფლებას, რომ სულ რაღაც ერთი ქმედებით გამანადგუროს. სანამ არ დავრწმუნდები, რომ ნიკას მოვწონვარ, მანამდე ჩემს გრძნობებში არ გამოვუტყდები. რომ არ მოვწონდე? ეს ჩემი ილუზია, რომ იყოს? ვერ გადავიტან... ვერ გადავიტან, ვერა, გესმით?
  შიში. აი რა არის ის, რის გამოც ნიკას ვერაფერს ვეტყვი. იქნებ მატყუებს? იქნებ მეთამაშება? იქნებ სრულებით არ ვაღელვებ? სანამ არ დავრწმუნდები და ყველა კითხვაზე პასუხს არ ვიპოვი მანამდე ვერ მოვისვენებ.
    ჩემს თავში მოფუსფუსე კითხვები მხოლოდ ნიკას არ ეხება. გიორგისაც. ვერ ვხვდები რა ხდება ისეთი, რომ ამას არავის ეუბნება. არც მე. ზუსტად ვიცი ვერაფერს დავაცდენინებ, უკვე გადაწყვეტილი აქვს გაჩუმება, ისე თითქოს დუმილის ფიცი ჰქონდეს დადებული.  აშკარაა, რომ ორივე იტანჯება. ქეთოც და გიორგიც. ერთმანეთს ისე სჭირდებიან, როგორც ცა და დედამიწა. განუყრელები არიან. მათი დაშორებით საშინელება მოხდება. ქეთოს რაც გუშინ წინ მოუვიდა, უბრალოდ აღარც კი ვიცი რა ვთქვა. ვიცი, მაინც იპოვის გამოსავალს. პატარა ბავშვივით გაექცევა რეალობას და ცხოვრებას ისე გააგრძელებს თითქოს არც არაფერი მომხდარა. წუხილს გულში ჩაიკლავს და თანდათანობით სწორედ ეს ტკივილი გაანადგურებს.
  რაც შეეხება გიორგის. მასაც უყვარს ქეთო. სალომეს წინაც კი აღიარა ეს ფაქტი. რაღაც აბრკოლებს, მაგრამ რა? შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ჩემი საქმე არაა... მაგრამ თქვენ ხომ გყავთ საუკეთესო მეგობრები. მათ გასაჭირში დატოვებდით? როცა სირთულეს გადააწყდებოდა არ დაეხმარებოდით? მეც სწორედ ამას ვაკეთებ. გიორგის არ უნდა თავის პრობლემებში ჩამრიოს, მაგრამ არც მე შემიძლია მისი მარტო დატოვება. ადამიანს მხოლოდ მაშინ არ უნდა დაეხმარო, როდესაც გთხოვს, მაშინაც როცა თვლი, რომ ეს საჭიროა. მეგობარს ჭირშიც და ლხინშიც მხარში უნდა ედგე. მე კი საკმაოდ ძლიერი ვარ მეგობრული ვალდებულების შესასრულებლად. ვიცი გიორგი არ მეტყვის, მაგრამ მე თავად გავიგებ სიმართლეს.
   საწოლიდან ზანტად ვდგები. წყალს ვივლებ და თავს ვიწესრიგებ. მუქ ჯინსის კაბას და წითელ ზედას ვიცვამ, ფეხსაცმელი თეთრი ჩავიცვა თუ შავი? რომელიღაცას ხელს ვავლებ და წამში ვიცვამ. ამაზე ფიქრიღა მაკლია. ისედაც ლამისაა თავი გამისკდეს.
    სამზარეულოში შევდივარ და ტკბილეულის ჭამას ვიწყებ. ხომ გაგიგიათ, დეპრესიის დროს ადამიანი ტბილეულს ეძალებაო, ახლა სწორედ ასეთ სიტუაციაში ვარ.
    - შენ ისევ ჭამ? - მეკითხება დედა. მოულოდნელობისგან ლამის ლუკმა გადამცდა. ხველებას ვიწყებ, გულზე ხელს ვიდებ და ოდნავ ვიხრები.  ძლივს ვჩერდები, ალბათ ახლა პომიდორს ვგავარ...
   - დედა ჩემი მოკვლა თუ გინდოდა, ბარემ მუცელშივე მოგეკალი, ცხრა თვე აღარ გეყოლებოდი სათრევი. - ვამბობ და ვიღიმი. იმედია ამის გამო ჩხუბს არ დამიწყებს.
   - კარგი რა მარიამ!- მისმა წარმოთქმულმა ჩემმა სახელმა ნიკა გამახსენა. ისიც ასე იძახის ჩემს სახელს. მაშინვე ფეხზე ვდგები და ხალისიანი მივდივარ სკოლისკენ.     
   ვიცი დღეს უკეთესი დღე იქნება ვიდრე გუშინ იყო, უბრალოდ ვიცი და მორჩა.
    ისე ადრე მივდივარ სკოლაში, თავადაც მიკვირს. მისვლის შემდეგ მინიმუმ ოცი წუთი კლასში ლოდინი მომიწევს. თუმცა ისევ იქ ყოფნა მირჩევნია, ვიდრე სახლში.
   შორიდან გიორგი შევამჩნიე, ისიც სკოლაში მიდის. ოდნავ გამიხარდა. არასდროს მყვარებია მარტო სიარული. სჯობს გიორგის გვერდით ვიყო, იქნებ რაიმე წამოსცდეს...
   - ჰეი. - ნამდვილად ჩაფიქრებული იყო, რომ არ დამეძახა ვერც კი შემამჩნევდა.
   - ჰეი, როგორ ხარ? - მეკითხება და თან ძლიერად მეხუტება. ნეტავ რა ხდება მის თავს?!
   - კარგად, შენ როგორ ხარ?
   - რავი, ვარ რა. - სიარულს ერთად ვაგრძელებთ. მინდა სალომეზე წამოვიწყო საუბარი, მაგრამ არამგონია მითხრას. შეიძლება კითხვის დასმის გამო ამიშარდეს კიდეც. არ მაწყობს. ჯობს ისევ ჩემით გავარკვიო.
   სკოლამდე ისე მივედით, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. არ მეგონა ოდესმე ასეთი საშინელი ურთიერთობა თუ ჩამოგვიყალიბდებოდა. ჩემს კლასთან მალევე მივედით. უკვე წასვლას აპირებდა, როდესაც მაჯაში ხელი ჩავკიდე და წასვლის საშუალება არ მივეცი.
   - გთხოვ მითხარი, რა ხდება?! სალომე რით გაშანტაჟებს?- ვამბობ ხმადაბალა, იმის მიუხედავად, რომ სკოლაში არავინაა.
   - არაფერიც არ ხდება. - ამბობს გაბრაზებული ტონით. წამით თვალი სხვა მხარეს გაურბის. ჯერ იღიმება, შემდეგ კი სახე ეძაბება და ბრაზდება. მეც იქით ვიხედედები საითაც ის.
    სკოლაში ქეთო შემოდის. ამის გამო გაუბრწყინდა თვალები გიორგის, თუმცა შემდეგ რაც დავინახე.... ქეთოს ვიღაც მოსდევს უკან და მის სახელს ყვირის ბოლო ხმაზე. გოგონა კი ამ ხმას აიგნორებს და გაცხარებული თაველბით უყურებს გიორგის. მის სახეზე უმრავი გრძნობა ერთად იხატება: ბრაზი, წუხილი, გაოცება, წყენა სიხარულიც კი და ეს ყველა გრძნობა გიორგის მიმართ არის გამოხატული.
   ბიჭი ქეთოს ეწევა, მაჯაში ხელს ავლებს და თავისკენ ატრიალებს, თან რაღაცაზე საუბარს იწყებს.
   - ეს ბიჭი ვინ არის ქეთოს, რომ ესაუბრება? - მეკითხება გიორგი გაბრაზებული ხმით, ლამისაა ცოფები გადმოყაროს. ასეთ გაბრაზებულს პირველად ვხედავ.
   - არ ვიცი. - გულახდილად ვპასუხობ. მეც მართლა ძალიან მაინტერესებს ვინ არის ეს ბიჭი. მე, გიოს და ქეთოს შერიგებას ვცდილობ. ისინი კი მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შემიშალონ. აბსურდია არა?
   - ვიცი, რომ იცი. მითხარი! - გაბრაზებული და მომთხოვნი ტონი აქვს, ხმაც ოდნავ ამაღლებული. ამაზე კი მეც ვბრაზდები. აშკარად თავის თავში ვერევი, რომ ვიცოდე ხომ ვეტყოდი არა?
   - და შენ, რომ არ მიმხელ საიდუმლოს?! მე რატომ უნდა გაგიმხილო? - ვამბობ ნიშნისმოგებით, თუმცა მალევე ვნანობ. გიორგი კიდევ უფრო მეტად ბრაზდება.
   - ჯანდაბა. - ყვირის და მუშტს ძლიერად არტყავს კედელზე. ვხედავ მის დასისხლიანებულ ხელს, ლამისაა მოვკდე შიშისაგან. გიორგი მაშინვე სწრაფი ნაბიჯით მიდის. ყველა ჩვენ გვიყურევს, ვინც კი ამ დროს სკოლაშია. სულ რამოდენიმე ადამიანია. ის ბიჭი კვლავ ქეთოს ესაუბრება, თუმცა გოგონა არ უსმენს და მთელი ყურადღება გიორგიზე აქვს გადატანილი. საუკეთესო მეგობარს მარტო ვერ დავტოვებ, ამიტომ მას უკან მივყვები.
   გიორგი მალე შედის თავის კლასში, მეც მის ქმედებას ვიმეორებ. შიგნით არავინაა. მხოლოდ ჩვებ ორნი. უეცრად კლასში ქეთო შემოდის. გაოცებული სახე აქვს, აშკარაა გიორგიზე ღელავს. ის ყველასგან გამორჩეულია. მართალია ნაწყენია ყოფილზე, მაგრამ მასზე მაინც ზრუნავს.
   - გიორგი რა ხდება? ხელიდან სისხლი მოგდის. - განერვიულებული და შეშინებული სახით მიდის ბიჭისკენ. გიორგის დასისხლიანებულ ხელს თავისი ნაზი ხელით ეხება.
   - წადი და იმ შენს ბიჭს მიხედე. - ამბობს გიორგი გაღიზიანებული ხმით და ქეთოს ხელს აშვებინებს. გოგონა ჯერ გაოცებული სახით უყურებს და თანდათან ბრაზი ეტყობა.
   - ჩემს ბიჭში ვის გულისხმობ?
   - კარგად იცი ვისაც! - გიორგი ამ სიტყვებს კბილებში ცრის. დაძაბულობა და გაღიზიანება ორივეში თანდათან მატულობს. მე კი ვერ ვბედავ მათ საუბარში ჩარევას. ეს არც არის ჩემი საქმე. მათ ერთმანეთი უყვართ, როგორ შეუძლია ასეთი გაბრაზებული ხმის ტემბრით და დაძაბული სახეებით ესაუბრონ ერთმანეთს?!
   - ასე მალე როგორ შეძელი ჩემი დავიწყება, როგორც ჩანს შენთვის სულ ერთი ვყოფილვარ. - გიორგის ნაწყენი ხმა აქვს. სამაგიეროდ ქეთო ბრაზდება, იმაზე მეტად ვიდრე აქამდე იყო. მალე აფეთქდება და ყველა საშინელ აზრს ამოაფრქვევს, ისევე როგორც ვულკანი აფრქვევს ლავას.
    - ვერ გავიგე საერთოდ ამას რატომ მეუბნები. შენ  თვითონ დამშორდი მითხარი არ მიყვარხარო და რა უნდა მექნა? ისიც საკმარისი იყო შენს გამო ამდენი ცრემლი რომ დავღვარე და კიდე მე ვარ დამნაშავე?! - ამ სიტყვების წარმოთქმისას ტირილს იწყებს, თვალებს ხუჭავს ცრემლების შესაკავებლად, თუმცა არაფერი გამოსდის.
   ბოლოს კი უკან ტრიალდება და კლასიდან გარბის. გიორგის კიდევ ერთხელ ვუყურებ, განადგურებულია. თუმცა ქეთო უარესადაა, ჩემი აზრით. მეც მაშინვე უკან ვედევნები გოგონას.
   ქეთო კლასიდან გასვლისას ნიკას ეჯახება, რომელიც თურმე მთელი ამ დროის განმავლობაში კართან იდგა და ყველაფერს ისმენდა.
   - წინ იყურე! - ყვირის ქეთო გაბრაზებული და გარბის. ნიკას თვალებში გაბრაზება იკითხება და წამში უკან ტრიალდება. აშკარაა, რაღაცის თქმას აპირებს.
   - შეეშვი, ისედაც განერვიულებულია. - მაშინვე ჩუმი ხმით ვიწყებ საუბარს და ამავდროულად მაჯაში ხელს ნაზად ვკიდებ. კიდევ ერთხელ ვიხედები გიორგისკენ. განადგურებული ბიჭი კედელს ეყუდება და თანდათანობით იატაკისკენ მიიწევს. მის სახეზე მოელვარე ცრემლებს პირველად ვხედავ. შემდეგ წინ ვიხედები, ქეთოს ვაკვირდები. მირბის და თან ტირის. უეცრად მის წინ ის ბიჭი ჩნდება, რომლის გამოც ეს ჩხუბი ატყდა.
   - ანდრია, გაიწიე, შენი თავი არ მაქვს. - ყვირის ბოლო ხმაზე და ბიჭს გვერდით წევს.
   მაშინვე მისკენ მივრბივარ, ქეთო გოგონების საპირფარეშოში შედის, მეც მას ვბაძავ.
   გოგონა ტირილს თანდათანობით უმატებს და  კედელთან იკუზება. განადგურებულია. ნელა, დაბანალსებულად სუნთქავს, შემდეგ კი უხშირდება. ხმამაღლა იწყებს სუნთქვას. ისე ჩანს თითქოს ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდება გართულებულია. კედელს ვეყუდები და ჟანგბადს ხარბად ვისუნთქვა. ოღონს ის არ მოხდეს რასაც ვფიქრობ... ოღონდ ის არა!
    ქეთოს პანიკერი შეტევა ეწყება. ეს ზოტად ვიცი, მაგრამ ახლა რა უნდა გავაკეთო? რით დავეხმარო? ძალიან ვნერვიულობ, შიშმა ჩემი სხეულის თითუელი უჯრედი მოიცვა.
    - ამას რატომ აკეთებს? - ძლივს ამბობს ათრთოლებული ხმით. ისე, რომ სიტყვებს ძლივს ვარჩევ. გონებას კარგავს და იატაკზე მოწყვეტით ეცემა.
   გაოცებული ვდგავარ საპირფარეშოს წინ. ქეთოს ვუყურებ. უგონოდ წევს იატაკზე. ცრემლები გაუაზრებლად მცვივა. მეშინია რამე არ დაემართოს. ახლა რა უნდა გავაკეთო? ვეღარაფერს ვფიქრობ. პირველად ხდება, როდესაც თავში არანაირი იდეა მომდის.
   გაოგნებული გავრბივარ გიორგის კლასისკენ. ასეთი სისწრაფით არასოდეს მირბენია. გული საგულედან ამომვარდა. ქეთო... ის... როგორ მივიდა ამ დონემდე? ღმერთი თუ არაებობს, მაშინ ჩემი მეგობარი იქ რატომ წევს უგონო მდგომარეობაში? სად არის ახლა ყოვლისშემძლე უფალი? რატომ არ ცდილობს ამ ყველაფრის გამოსწორებას?
     კლასში შევრბივარ. გიორგი ისევ კედელთან ზის, თავი ხელებში აქვს ჩარგული. მის გვერდით ნიკაა და რაღაცაზე ესაუბრება. ისე ვარ განადგურებული, რომ მათი არც ერთი ასო-ბგერა აღწევს ჩემამდე, თითქოს ყურები დახშული მქონდეს. შესვლისას ორივე თვალებს მობყრობს.
   - ქეთო. - სხვა სიტყვის თქმას ვეღარ ვახერხებ. ძლივს ვსუნთქავ. წელში ვიხრები და ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო, თუმცა არ გამომდის. თან გულამოსკვნილი ვტირი. საკუთარ ცრემლებს ვერ ვიმორჩილებ.
   - რა მოუვიდა ქეთოს? - გიორგი მაშინვე ჩემთან მორბის. დარეგულირებულად ვერც ახლა ვსუნთქავ, ამიტომ ვცდილობ ხელებით ავუხსნა, თუმცა არაფერი გამომდის. გიორგი გაოგნებული მიყურებს პასუხის მოლოდინში.
   - საპირფარეშოშია. - ძლივს ვამბობ ამ ერთ სიტყვას და ისევ ტირილს ვიწყებ.
   გიორგი მაშინვე კლასიდან გარბის, ელვის სისწრაფით. ნიკა კი ძლიერად მიკრავს გულში. ხელებს გაუაზრებლად ვხვევ ყელზე, თავს მკერდზე ვადებ და ისე განვაგრძობ ტირილს.
   - მათთან წავიდეთ კარგი? - ამბობს თბილი ხმით, ოდნავ უკან მწევს და თავისი მწვანე თვალებით დამყურებს. თავს ვუქნევ და ორივენი ერთად მივდივართ. ნიკას ვეყრდნობი, რომ არ წავიქცე. ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ... მხოლოდ ქეთოზე. ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება, კარგად გახდება. აუცილებლად.
    საპირფარეშოში მალევე შევდივართ. გიორგის ქეთო სხეულზე ყავს მიხუტებული. ბიჭის მოძრაობები და სახის მიმიკები კიდევ უფრო მეტად მანადგურებს.
   - არ დამტოვო, გთხოვ, არ დამტოვო. - განუწყვეტლივ ამ სიტყვებს იმეორებს, ტირის და ქეთოს უფრო მეტად იკრავს გულში.
    მალე მოდის სასწრაფო. გიორგის ქეთო ხელში აჰყავს და საკაცეზე აწვენს. ერთ ადგილზე მიყინელი ვდგავარ და ვცდილობ მომხდარის გადახარშვას.
   - მე წავყვები. - ამბობს ჩახლეჩილი ხმით და სასწრაფოს მანქანისკენ მიიწევს.
   - მაპატიეთ, მაგრამ ჩვენთან ერთად ვერ წამოხვალთ. - ვიღაც ბიჭი ეღობება და სასწრაფოს მანქანაში შეშვლის უფლებას არ აძლევს. ამაზე გიორგი ბრაზდება და მისკენ იწევს, თუმცა მასთან ნიკა მიდის და ამ ქმედებაში ხელს უშლის.
   - წამოდი, მე წაგიყვან. - ამბობს და გიორგის თავისი მანქანისკენ უბიძგებს. მეც მათ მივყვები და მანქანაში დაუკითხავად ვჯდები. უეცრად ზარის ხმა მესმია, ნეტა ვის ურეკავს ტელეფონი? რომ უპასუხოს და გააჩუმოს არა? შემდეგ კარგად ვაკვირდები, თურმე ჩემი ტელეფონია. სხვა დროს სიცილით მოვკვდებოდი, მაგრამ ახლა უხასიათოდ ვპასუხობ.
   - გისმენთ.- ვამბობ ოდნავ გატეხილი ხმით და ჩემში დარჩენილ მთელ ენერგიას ამაში ვფლანგავ.
   - მარიამ, მოხდა რამე? - მის სიტყვებზე ისევ უგონოდ მწოლიარე ქეთო მახენდება და ისევ ტირილს ვიწყებ.
   - დედა, საშინელება მოხდა! ქეთო... მას... მას პანიკური შეტევა ჰქონდა, ახლა საავადმყოფოში მივდივართ.
  

  ******


  ქეთო ექიმებმა სადღაც შეიყვანეს, საოპერაციოში თუ სადღაც. მეშინია, მეშინია რამე არ მოუვიდეს.
   გიორგი კვლავ კედელთან ზის, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ. უკვე ისეა ტირილსაც ვეღარ ახერხებს. მიმიკები სახეზე აქვს მიყინული და ლედელს მიშტერებია.
   მე კი ნიკას სხეულს მჭიდროდ ვეკვრი და გულამოსკვნილი ვტირი.
პანიკური შეტევა ძალიან საშიშია? ამით ვინმე მომკვდარა? საერთოდ არაფერი ვიცი და ეს უმოქმედობა მაგიჟებს. ვინმემ რაიმე,  რომ გვითხრას მისი მდგომარეობის შესახებ არ შეიძლება? სად არიან ექიმები? ან რატომ არაფერს ამბობენ? ქეთოს რა სჭირს?
   - მარიამ.- მესმის წკრიალა, ლამაზი ხმა, რომელიც ქეთოს დედას, ნინო დეიდას ეკუთვნის. ალბათ მომეჩვენა. გავიფიქრე, თუმცა შემდეგ თვალები გავახილე და კლასიკურ სტილში გამოწყობილი ქეთოს დედა შევნიშნე.
   - ნინო დეიდა. - მისკენ მივრბივარ და ძლიერად ვეხუტები. თვალებს ვხუჭავ და ცრემლების კორიანტელი იწყებს დენას. 
   - ბატონო გია. - ვამბობ და ქეთოს მამსაც ძლიერად ვეხუტები. მის უკან, ცოტა მოშორებით დედაჩემის ლანდს ვხედავ და მისკენ გავრბივარ. ძლიერად ვიკრავ გულში და არ ვუშვებ.
   - საყავარელო დაწყნარდი. - მესმის მისი ოდნავ ნამტირალევი, თუმცა მაინც წკრიალა ხმა. დედა თმაზე ნაზად მეფერება. მას ვშორდები და ორივენი დანარჩენებისკენ მივიწევთ.
    ნიკა გიორგის გამხნევებას ცდილობს. ჩემს საუკეთესო მეგობარს პირველად ვხედავ ასეთ მდგომარეობაში. გიო ცრემლებად იღვრება. კედლელს მიყრდნობილს სახე ზეცისკენ აქვს მიმართული. თითქოს ღმერთს რაიმეს სთხოვდეს. მის თვალებში ყველა უარყოფითი ემოცია იკითხება: შიში, დანაშაულის გრძნობა, ზიზღი...
    სკამზე მძიმედ ვეშვები. თავს უკან ვწევ და კედელს ვახებ, თან თვალებს ვხუჭავ. ყელში გაჩხერილი ბურთულა მაიძულებს ცრემლები ბოლო წვეთამდე ვღვარო.
    ქეთო. ჩემი დიდი ხნის მეგობარი, საოცრად თბილი და მოსიყვარულე ადამიანი, რა დააშავა ამ საოცარმა არსებამ? რატომ ევლინება ყოველგვარი გასაჭირი მას? რა ცოდვა აწევს მის სულს? არც არაფერი! მაშ, რატომ ისჯება უცოდველი ადამიანი? სად არის სამართალი? სად?
    არა, ეს სიზმარია. მალე გავიღვიძებ და რეალობაში დავბრუნდები. ქეთო კარგადაა, სახლშია და ისვენებს. ყველანი კარგად ვართ, სანერვიულო არაფერია.
    ღმერთო გთხოვ ეს სიზმარი იყოს, გთხოვ... გამომაფხიზლე, აღარ მინდა ამ კოშმარის მონაწილე ვიყო. ახლა თვალებს გავახელ და რეალობაში დავბრუნდები, ეს კოშმარი დამთავრდება. თვალებს ვახელ და საავადმყოფოს უღიმღამო კედელს შევცქერი.
   ეს სიზმარი არ არის? მაგრამ რატომ? სიზმარი უნდა იყოს. გთხოვთ, ვინმემ გამომაფხიზლეთ! ვინმემ დამანრუნეთ რეალობაში! ვინმემ დამაბრუნეთ კეთილ სამყაროში.


-
მკითხველო რატომ აღარ აქტიუტობ, ისე როგორც ადრე? შემდეგი თავი დაიდება მინიმუმ 15 მოწონებაზე.
რაც შეეხება მოთხრობას, ვიცი პატარა გამოვიდა, მაგდამ მეტს ვერ ვახერხებ მძიმე გრაფიკის გამო.
მაინტერესებს თქვენი აზრი, ნებისმიერი პერსონაჟის მიმართ. ველი კომენტარებს.
უძალიანესად მიყვარხაააართ!



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძაან ბევრჯერ ნუ იმეორებ ერთი და იგივე წინადადებებს რა..

 


№2  offline წევრი Smailiki

ანი ანი
ძაან ბევრჯერ ნუ იმეორებ ერთი და იგივე წინადადებებს რა..


ყვრლანაირად ვეცდები გავითვალისწინო შემდეგ თავებში ❤❤

 


ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟები: ტატო, გიორგი, საბა, ანა და მარიამია, აქედან, ყველა ძალიან საყვარელია, იმდენად რომ გამოხატვა არ შემიძლია, ჰო ხშირად მხვდება ტავტალოგიები, თუმცა ეს არაფერი კაცო, მთავარია მე ძალიან მომწონს ეს ისტორია, ქეთო იმედია მალე გამოჯანმრთელდება და სალომეს შანტაჟს გამოარკვევს ჩვენი საყვარელი მარიამი, იცი? თავიდან რომ დავიწყე ვიფიქრე, ძაან ბანალური ხომ არ არის-თქო, თუმცა მერე ჩემს ისტოტიებს გადავხედე და შენი მშურს, თეთრი შუტით მშურს, რადგან მე ამ ისტორიის კითხვით დიდ სიამოვნებას ვიღებ, გააგრძელე, მე ველოდები შენს ახალ თავს, და ჩათვალე რომ მე დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ, არ გიცნობ თუმცა უკვე შენც მიყვარხარ და ეს ისტორიაც ^_^ ^_^

 


№4  offline წევრი Smailiki

სიყვარული გულს გვტკენს
ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟები: ტატო, გიორგი, საბა, ანა და მარიამია, აქედან, ყველა ძალიან საყვარელია, იმდენად რომ გამოხატვა არ შემიძლია, ჰო ხშირად მხვდება ტავტალოგიები, თუმცა ეს არაფერი კაცო, მთავარია მე ძალიან მომწონს ეს ისტორია, ქეთო იმედია მალე გამოჯანმრთელდება და სალომეს შანტაჟს გამოარკვევს ჩვენი საყვარელი მარიამი, იცი? თავიდან რომ დავიწყე ვიფიქრე, ძაან ბანალური ხომ არ არის-თქო, თუმცა მერე ჩემს ისტოტიებს გადავხედე და შენი მშურს, თეთრი შუტით მშურს, რადგან მე ამ ისტორიის კითხვით დიდ სიამოვნებას ვიღებ, გააგრძელე, მე ველოდები შენს ახალ თავს, და ჩათვალე რომ მე დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ, არ გიცნობ თუმცა უკვე შენც მიყვარხარ და ეს ისტორიაც ^_^ ^_^



იცი ყველაზე მეტად რა მახარებს ცხოვრებაში? თბილი ადამიანები. ჩემს მოთხრობაში არსებული ანი ერთ-ერთი არის ჩემი სამეგობროდან. ანუ ასეთი ადამიანი რა. ძალიან საყვარელია და როცა ერთად ვართ სულ ვიცინით, ამიტომ ამ მოთხრობაში მისი ხასიათის ადამიანი ჩავრთე, რადგან მას ვაფასებ. იმიტომ, რომ ძალიან საყვარელი და თბილია და ვიცი უპირობოდ ვუყვარვარ და სულ დამიჭერს მხარს აფსოლიტურად ყველაფერში.❤
შენი კომენტარი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. არც მე გიცნობ, მაგრამ უკვე ძალიან შემიყვარდი. მიყვარს თბილი ადამიანები. შენს კომენტარში კი სითბო დავინახე, ეს კი, როგორც უკვე ავღნიშნე ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ❤ამ მოთხრობით რამოდენიმე ადამიანი გავიცანი. ისინი ჩემი აქტიური მკითხველები და მეგობრები გახდნენ. შეიძლება ერთმანეთი ვერ გავიცნოთ მაგრამ უკვე ჩემს მეგობრად გთვლი. ( შეიძლება ბანალურია, მაგრამ ასეა) და იმედი მაქვს გავიცნობთ ერთმანეთს.
კეთილი შური თუ მკითხავ კარგიცაა. მეც მქონდა კეთილი შური, ახლა კი ის ადამიანი და მისი მოთხრობა ჩემთვის მაგალითია. სამაგალითოა და მეც ვცდილობ მას დავემსგავსო. შეიძლება ცოტა მაკლია, ან ბევრიც, მაგრამ რაც მთავარია მე მომწონს ჩემი მოთხრობა. ეს კი უპირველესიაა.❤❤
მიყვარხარრ საყვარელოო❤❤❤❤

 


№5 სტუმარი mariammmm

იმდენად შემიყვარდა თითოეული პერსონაჟი,რომ ვეღარ ვწყდები,მუდამ შენი მკითხველი ვიქნები

 


№6  offline წევრი Smailiki

mariammmm
იმდენად შემიყვარდა თითოეული პერსონაჟი,რომ ვეღარ ვწყდები,მუდამ შენი მკითხველი ვიქნები


მიხარია თუ ასეაა❤❤❤
მეც ძალიან შემიყვარდნენ პერსონაჟები, არ ვიცი ამ მოთხრობის დასრულების შემდეგ რაღა გამაძლებინებს :დდდდდდ ❤
მიხარია, რომ ასე აქტიურობ და ყოველ თავზე აკეთებ კომენტარებს, რითაც ძალიან მახარებ და თავდაჯერებულებას მმატებ. მადლობა შენ ამისათვის.❤❤❤

 


№7 სტუმარი mariammmm

Smailiki
mariammmm
იმდენად შემიყვარდა თითოეული პერსონაჟი,რომ ვეღარ ვწყდები,მუდამ შენი მკითხველი ვიქნები


მიხარია თუ ასეაა❤❤❤
მეც ძალიან შემიყვარდნენ პერსონაჟები, არ ვიცი ამ მოთხრობის დასრულების შემდეგ რაღა გამაძლებინებს :დდდდდდ ❤
მიხარია, რომ ასე აქტიურობ და ყოველ თავზე აკეთებ კომენტარებს, რითაც ძალიან მახარებ და თავდაჯერებულებას მმატებ. მადლობა შენ ამისათვის.❤❤❤

უი შეგიმჩნევივარ,ამ პატარა ისტორიით გაგიცანი და დარწმუნებული ვარ კარგი ადამიანი ხარ,ნეტავ გიცნობდე❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ

 


№9  offline წევრი Smailiki

mariammmm
Smailiki
mariammmm
იმდენად შემიყვარდა თითოეული პერსონაჟი,რომ ვეღარ ვწყდები,მუდამ შენი მკითხველი ვიქნები


მიხარია თუ ასეაა❤❤❤
მეც ძალიან შემიყვარდნენ პერსონაჟები, არ ვიცი ამ მოთხრობის დასრულების შემდეგ რაღა გამაძლებინებს :დდდდდდ ❤
მიხარია, რომ ასე აქტიურობ და ყოველ თავზე აკეთებ კომენტარებს, რითაც ძალიან მახარებ და თავდაჯერებულებას მმატებ. მადლობა შენ ამისათვის.❤❤❤

უი შეგიმჩნევივარ,ამ პატარა ისტორიით გაგიცანი და დარწმუნებული ვარ კარგი ადამიანი ხარ,ნეტავ გიცნობდე❤


მეც იგივეს თქმა შემიძლია შენთვის ❤ შეუმჩნეველი როგორ დარჩებოდა ჩემი მოთხრობის მუდმივი მკითხველი? მით უმეტეს ჩემთვის. :დდდდ ❤❤❤

ანი ანი
როდის დადებ


ალბათ ხვალ დაიდება ახალი თავი. არამგონია დღეს დაწერა მოვასწრო. :დდ❤

 


№10 სტუმარი mariammmm

როდის დაიდება შემდეგი?

 


№11  offline წევრი Smailiki

mariammmm
როდის დაიდება შემდეგი?


არ ვიცი. მე უკვე ავტვირთე. ადმინისტრაციამ უნდა გადაამოწმოს და მერე აიტვირთება. ეგ როდის მოხდება სამწუხაროდ არვიცი. ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent