შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცება ქართულად (3 თავი)


5-02-2020, 08:20
ავტორი მი რა
ნანახია 3 706

მარიანა შეშინებული და დაძაბული იდგა, თან მთელი ძალით უწევდა წინააღმდეგობას მოწოლილ ცრემლებს, თუმცა დიდხანს ვერ შეძლო გამკლავებოდა ამ საშინელ სიტუაციას და მაინც გადმოცვივდა შიშისგან ცრემლები
-იცოდი არა?-თამაზმა ისეთი დაიღრიალა სამივე შეხტნენ მოულოდნელობისგან- იცოდი!-დაასკვნა ბოლოს და მარიანასკენ წავიდა სახე ალეწილი
-თამაზ-ლალი მიყვა უკან გააფთრებულ შვილს მაგრამ ვერ მოასწრო მისთვის ხელის შეშლა, როცა მარიანას სახეში გაარტყა რამდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ მაკას კივილმა დაარღვია სიჩუმე
-გაგიჟდი?- სიგარეტი აკანკალებული ხელით საფერფლეში ჩააჭყლიტა და მარიანასკენ გაემართა, რომელიც ერთ ადგილას მიყინულივით იდგა და ერთწერტილს მიშტერებული მოწოლილი ემოციების ზღვასთან გამკლავებას ცდილობდა, თუმცა ვერ მოერია ამ დამცირებას და ატირდა, ლალიმ გულში ჩაიკრა და აყვირდა
-შეიშალე?-უყვირა შვილს
-ამნ ყველაფერი იცოდა-თავზე წამოადგათ თამაზი და დაჰყვირა დაფეთებულ ქალებს
-შენც იცოდი, მაგრამ ვერაფერი გააკეთე ვერ მოაშორე ჩვენს შვილებს ის არამზადა- მოთმინების ძაფი გაუწყდა მაკას და ამოიღო ხმა როგორციქნა-მაგრამ სად გეცალა ჩვენთვის ნატალია გყავდა მისახედი-უყვირა ქმარს
-გეყოფა ახლა-ლალიმ თვალები უბრიალა ნერვებ აყოლილ რძალს
-მე თქვენ მოგივლით-დაყვირა თამაზმა და მიტრიალდა, თუ რამ მსხვრევადი იყო მისაღებ ოთახში ყველაფერი დალეწა მერე მათკენ გამოემართა გაცოფებული და მარიანას წვდა თმაში, გოგონამ შეკივლა შიშისა და ტკივილისგან
-რატო გაყვა შენი და იმ ნაბიჭ-დაყვირა შვილს, და ხელი გაუშვა რადგან ლალი და მაკა ჩააფრინდნენ ხელში -მიზეზი მითხარი თორემ თუ ჩემით გავარკვიე სიმართლე დედას მოგიტყ.-დაუღრიალა შვილს და სკამს წიხლი დაარტყა
-რა მიზეზი უნდა ყოფილიყო?-შეიცხადა ლალიმ-გაატუტუცეთ ეგ სულელი გოგო და აჰა შედეგი
-ვიცი აქ სხვა ამბავია, ვერ გაბედავდა უმიზეზოთ ასე მოქცევას-მუშტი დაარტყა მაგიდას თამაზმა
-დაწყნარდი შვილო ასე ვერაფერს გადაწყვეტ და მოიფიქრებ
-რა დამაწყნარებს? ის ნაბიჭ. ამან აიკიდა-მარიანასკენ გაიშვირა ხელი-ამას სდია მთელი წელი და ახლა უცებ შეუყვარდა ანი? რაღაც მოხდა და მათ შორის ვიცი და ამანაც იცის-მარიანას დაექროლა მაგრამ მაკამ გადაუჭრა გზა
-გეყოფა სხვების დადანაშაულება, მარიანა რა შუაა? ჩვენი შვილი იყო და უნდა მიგვეხედა
-ხო და ვერ მიხედეთ, შენ ქმრის საყვარლებს დასდევვდი, ისკი რესტორნიდან რესტორანში დაეთრეოდა ქალებით-იყვირა ლალიმ -ახლა მარიანას გინდათ აგებინოთ პასუხი იმაზე რაც თავად დააშავეთ, თუნდაც იცოდეს რამე რა უნდა ექნა? თქვენ რომ დაგლაპარაკებოდათ აზრი ექნებოდა? მარტო ყვირილი და მუქარა შეგიძლიათ
-ესეიგი მე ვარ დამნაშავე იმაში რომ ასეთი კახპა შვილები გამეზარდნენ-თამაზის სიტყვებმა ყველა შოკში ჩააგდო, სამივე გაცოფებულ კაცს მიაშტერდა, მარიანას არ უკვირდა მსგავსი საშინელებები რომ ესმოდა ამ არეული კაცისგან მაგრამ მაინც გული ეტკინა, იმდენად ეტკინა რომ სული გაეყინა -ამიერიდნ მე გავაკონტროლებ ვინ სად და რამდენიხნით გავა ამ სახლიდან რამე ზედმეტს თუ გებედავთ მწარედ გაზღვევინებთ.
-მე -მარიანამ ხმა ამოიღო რადგან მამას შეურაცხყოფა ვერ გადახარშა -არაფერი დამიშავებია, არც დავაშავებ რადგან ჩემ თავს მაინც ვცემ პატივს, თქვენ თუ არ იმსახურებთ ამას...-მოთქვა და ხმა ჩაუწყდა, ცრემლები გადმოედინა და ოთახში შეიკეტა, კარგახანს და ძაბული იჯდა საწოლზე რადგან ესმოდა მტვრევა ლეწვის ხმა და ყვირილი...
ანი ძალიან ბედნიერი იყო, პირდაპირ შესციცინებდა თვალებში საყვარელ მამაკაცს, და ვსრ ხედავდა რამდენად უბედური იყო ის.
ძმაკაცის ბებიის აგარკზე მიიყვანა ანი, სახლში მარტო დატოვა იმ მიზეზით რომ საჭმელი უნდა ეყიდა მაღაზიაში და წავიდა, ანი ისე იყო ატაცებული რომ სახლის თვალიერებას შეუდაგა, იმდენი უცნაური ნივთი და სურათი ნახა რომ გაერთო მათ თვალიერებასა და შესწავლაში და ვერ მიხვდა როგორ შემოაღამდა, უკვე საათზე მეტი იყო გასული და ნიკა არ ჩანდა... ტელეფონის ჩართვის ეშინოდ და ვერც ურეკავდა, არადა უკვე შიში შეეპარა სხეულში, რადგან შუქი არ იყო სახლში, თან აგარაკები იყო მხოლოდ აქ და კაციშვილი არ ჭაჭანებდა გარშემო, პლედი მოისხა მხრებზე და აივანზე გავიდა, იქ უფრო მშვიდად იგრძნო თავი ვიდრე ამ დიდ ჩაბნელებულ უცხო სახლში, როცა დაინახა მანქანის ფარები, გულმა გამალებით დაიწყო ცემა, მოუთმენლად ელოდა ნიკას გამოჩენას და გახარებული კიბეებზე დაეშვა, მანქანა ეზოს კარს მიღმა გაჩერდა და ფარები ჩააქრეს, მთვარის შუქზე აშკარად გაარჩია რომ ეს ნიკას მანქანა არ იყო, ამიტომ დამფრთხალმა უკან დაიხია, და უკუსვლით იწყო სვლა როცა მანქანიდან ბიჭი გადმოვიდა ვერ გაარჩია ვინ იყო მკრთალ შუქზე და უკან დაიხია კიდევ
-ანი ხომ?-კითხა უცნობმა ხმამ
-ვინ ხარ ნიკა სადაა?-ანიმ კიდევ გადადგა უკან ნაბიჯები
-მალე მოვა, საქმე გამოუჩნდა-ბიჭი ეზოს კართან მივიდა
-შენ რატომ მოხვედი-ანი უნდობლად უყურებდა უცნობს
-სანამ მოვა მთხოვა მოვსულიყავი, საჭმელი მოგიტანე და თან სინათლეს ჩავრთავ თუ ნებას მომცემ
-შენი არ მჯერა-ანის ხმა გაებზარა და ლამის ატირდა
-აუ ჩემი, არ იტირო -ბიჭი დაიძაბა, მიხვდა რომ შეაშინა თავისი მოულოდნელი სტუმრობით
-წადი გთხოვ-ანის ცრემლები გადმოსცვივდა
-აქ მარტოს ვერ დაგტოვებ-ბიჭი ისე დაიძაბა რომ სიგარეტი ამოიღო და ნერვიულად მოუკიდა
-არ მჭირდება ზედამხედველი-გაღიზიანდა დამფრთხალი გოგონა
-კაი მოდი ასე მოვიქცეთ მე აქ ვიქნები ნიკას მოსვლამდე, შენ სახლში შედი ძაან ცივა არ გაცივდე
-რატომ არ დამანებებ თავს?-ანის თან უნდოდა წასულიყო თან არა, თან მისიც ეშინოდა თან მის გარეშე ამ უკაცრიელ ადგილას დარჩენის უფრო ეშინოდა
-ნიკას დაგალაპარაკებდი მაგრამ დამჯდარი აქვს
-შენი მაინც არ მჯერა
-იცი რომ კანკალებ უკვე?-ბიჭი მანქანის წინა ცხვირს დაეყრდნო და მეორე ღერს მოუკიდა
-სად წავიდა?
-საქმე გამოუჩნდა, მითხრა ვეცდები მალე მოვიდეო
-და შენ გამოგიშვა-ანის გაეცინა
-მისმინე, ძალიან ცივა, მე მანქანაში დავჯდები და გავთბები, შენ კი აქ დგომით გაიყინები და შენ თავს დააბრალე
-ჩემზე ნუ ღელავ-ანიმ პლედი მეტად მიიკრო სხეულზე და აქეთიქით სიარულს მოჰყვა
-რა გავაკეთო რომ დამიჯერო? მაგალითად ის თუ იცი ბავშვობაში რომ მამას ნასროლი სკამი მოხვდა შუბლში, სკამი რა ,სკამის ფეხი და ამიტომ აქ შუბლზე იარა?-ანიმ გაოცებულმა შეხედა ბიჭს -ის თუ იცი რომ საყვარელი ფერი არ აქვს და ისე შავს ანიჭებს უპირატესობას?-ანის გაეცინა, რადგან ბოლო სიტყვა ნიკასავით ზიზღით წარმოსთქვა
-მეგობრები ხართ?
-ბავშვობის
-მე არაფერი ვიცოდი
-ამიტომ რომ ასეთია... -დიალოგი შედგა და საბოლოოდ ანიმ იწამა მათი მეგობრობის...
ნიკა ამ დროს მანქანით კლდის პირას იდგა და ფიქრისგან დატანჯული თავს საჭეს ურტყავდა, ფიქრობდა ანი მიეტოვებინა წასულიყო, გასცლოდა ამ ჯოჯოხეთს, დაეტოვებინა ამ სახლში, საზღვარგარეთ გაქცეულიყო, დედა დაეხმარებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ ვერ ბედავდა ასე არაკაცულად მოქცეულიყო და ყველას თვალში ნაბიჭ. ყოფილიყო რომელმაც თექვსმეტი წლის გოგო შეაცდინა და მერე მიაგდო. მაგრამ ვერც იმას უშვებდა რომ ანისთან უნდა ეცხოვრა, გოგონასთან რომელიც მისი ოცნების გოგოს და იყო, ახლა მარიანა ზედაც აღარ შეხედავდა, არ აპატიებს რომ მის დას ასე მოექცა, გამოიყენა სულელი პატარა გოგოს გრძნობები იმისთვის რომ მასთან მისულიყო, ახლა სანაცვლოდ მიიღო ის რომ ანის სიყვარულმა დააბორკილა მისი სიყვარული მარიანასადმი...და სწორედ ამას ვერ ეგუება, ვერ პატიობს თავის თავს რომ ასე შეეშალა, ასეთი შეცდომა დაუშვა, დაკარგა სამუდამოდ მარიანა იმის გამო რომ მისი დის გრძნობებით ითანაშა, გაერთო და მარიანას ჯიბრით ამ დონემდე დაიყვანა მის დასთან საქმე... ფიქრისგან თავი ასტკივდა, ვერ წყვეტდა რა მოემოქმედებინა, როგორ დაეხსნა თავი ამ ჯოჯოხეთიდან, როგორ გამკლავებოდა ამ ტვირთს, როგორ დაეკარგა სამუდამოდ მარიანა, გაგიჟებული ყვიროდა ღრიალებდა ილანძღებოდა... ბოლოს იმ დონემდე მივიდა ემოციებისგან არეული რომ აიღო მანქანიდან ხელკეტი და ყველა მინა და ფარი ჩაამსხვრია.
ანიმ მანქანის ფარები რომ შეამჩნია ფეხზე წამოვარდა
-ნიკაა მგონი-და ეზოში დაეშვა, ლუკაც უკან მიყვა და ორივე გაოგნდა როცა დაინახეს ნიკას მანქანა მინებ და ფარებ ჩამსხვრეული, ანი გარეთ გავარდა
-ნიკა რამე მოხდა?- არ აცალა მანქანიდან გადმოსვლა
-არაფერი-დაუღრინა გოგონას და გადმოვიდა
-რას ქვია არაფერი?-შეიცხადა ანიმ
-რომ გეუბნები ერაფერი ესეიგი არაფერი- დაყვირა ანის და ეხეშად გვეტდი აუარა, ანი ადგილზე მიიყინა და ცრემლები მოერია
-რახან მოხვედი მე წავალ-ლუკა დაიძაბა
-სად წახვალ ცოლი მოვიყვანე წამო დავლიოთ -ლუკას ხელკავი გამოსდო და მიატრიალა
-ბიჭო წავალ რა და ხვალე დავლიოთ-ლიკა ისევე დაძაბული იყო როგორც ანი და ნიკა
-რაო რო დაგინახა გაჭედა?-ნიკას გაეცინა
-ძლივს დავაჯერე რომ ძმაკაცები ვართ
-პატარაა-ნიკამ უკან მიიხედა
-ხო ზედმეტად პატარაა-დაეთანხმა ლუკა
-ლამის მივატოვე-ნიკამ მეგობარს შეხედა
-მისმინე არახარ სწორე ხო ხვდები?
-მაგიტო ვერ დავტოვე აქ, მაგიტო ვერ მოვხიე
-მიდი მიხედე, ნუ აწამებ, ნუ სჯი შენი შეცდომებისთვის-ლუკამ ანისკენ შეატრიალა და გოგონასკენ წამოვიდნენ
-ვერ შევიყვარებ
-არაა სავალდებულო, პროსტა პატივი ეცი ხო ხვდები... ჯერ ისევ ბავშვია-ერთმანეთს თვალებში შეხედეს
-ფიქრობ რო მაგარი ნაბიჭ. ვარ?-ნიკა მეგობარს მიაჩერდა , უნდოდა მის თვალებში ამოეკითხა რასაც სინამდვილეში ფიქრობდა ის
-ვფიქრობ დიდი შეცდომა დაუშვი და ამ ყველაფერს გაქცევით ვერ გამოასწორებ, არცაა კაცური და ადამიანური ხო გესმის? ის თექვსმერისაა, პატარაა, ზედმეტად პატარაა, ხო გესმის რას ვგულისხმობ, მას ნუ დასჯი იმის გამო რომ რაღაც ვერ გათვალე, რაღაც შეგეშალა...
-არ მიყვარს, და რომ ვუყურებ სულ მახსენდება როგორ შემეშალა და მძულს ჩემი თავი
-შეცდომა შენ დაუშვი და არა მან, ხო ასეა?ის სიყვარულს გამოეკიდა, შენ შურისძიებას და შედეგზეც პასუხი უნდა აგო
-ვიცი მაგრამ თავს ვერ ვერევი
-მოდი ახლა მარტო დარჩით, ცოტა აზრზე მოდი და მერე მოიფიქრე რა ჯობია თქვენთვის.
ლუკა წავიდა, ანი სახლში შევიდა, ნიკა კარგახანს ვერ შედიოდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა მღელვარებისგან, ბოლოს ცოტა მიღებულმა ალკოჰოლმა და სიგარეტის წავამ დააშოშმინა და გაბედა სახლში შესვლა, ანის არ შეუხდდია მისთვის დანაღვლიამებული იჯდა სავარძელში, ნიკას ლაპარაკი უნდოდა მაგრამ ვერ გაბედა ხმის ამოღება, დივანზე დაწვა და ემოციებისგან გადამწვარს მალევე მიეძინა, ანიმ კი მთელი ღამე ტირილში გაატარა.
მარიანა დილით სკოლაში წასასვლელად რომ ემზადებოდა თამაზი თავზე წამოადგა და ფაქტიურად უყვირა
-თუ გაბედავ და გაააცდენ ან გამოიპარები გაკვეთილებიდან შენი დამრიგებელი მომახსენებს მაშინვე და სათანადოდ დაგსჯი გასაგებია?-მამამ დილა ისე ჩააშხამა რომ სკოლაშიც ასე მოუწია გაძლება მთელი ექვსი გაკვეთილი, მოშხამულს, მითუმეტეს რომ კლასელები გველურად აწვეთებდნენ დის გაბედნიერებას იმ ბიჭზე რომელსაც თავის დრეზე თავად მარიანა უყვარდა. ლიკუნა ცდილობდა მათი შხამისგან დაეცვა მეგობარი მაგრამ ვერ შეძლო და ბოლო გაკვეთილიდან აცრემლებული გამოვიდა სკოლიდან. თავდახრილი ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა და არაც შეუმჩნევი სკოლის ეზოსთან შავი იქს ხუთი როგორი მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა და ფაქტიურად ყველას ყურადღება მიიპყრო, არც ის შეუმჩნევია როგორ გრაციოზულას გადმოვიდა მძღოლი და ვერც ის გააცნობიერა მას რომ აეკიდა
-მარიანა-მოესმა თითქოს ნაცნობი ხმა, მაგრამ არ მიტრიალებულა, თითქოს ვერ გაიგო გზა განაგრძო -მარიანა-მოესმა საკმაოდ ახლოს და გვერძე მოიხედა, მომღიმარ ბიჭს წარბებშეჭმუხნული სდააკვირდა -თორნიკე ვარ-შეატყო მარიანას დაბნეულობაზე რომ ვერ იცნო
-თორნიკე?-თითქოს შეიცხადა და თან დაფიქრდა-ხოო დამჯახებელი და გამცილებელი ბიჭი-გაიხსენა მალევე
-მიხარია შენი ნახვა-თორნიკე თვალს არ აშორებდა დაღვრემილ გოგონას
-უნდა წავიდე-მარანას ლაპარაკის თავი არ ქონდა, ამოტომ მიბრუდა მაგრამ თორნიკე წინ გადაუდგა
-გთხოვ არ წახვდე-ისევ პირდაპირ თვალებში უყურებდა დაძაბულ გოგონას
-ახლა ლაპარაკის თავი მართლა არ მაქვს, ძალიან ცუდად ვარ-მარიანას ტონმა და მოწყენილმა სახემ დაარწმუნა ბიჭი რომ მართლა ცუდად გრძნობდა თავს გოგონა
-შემიძლია რამით დაგეხმარო?-იცოდა რომ ორი დღის გაცნობილ ბიჭს არც გულს გადაუშლიდა და მითუმეტეს დახმარებას არ თხოვდა მაგრამ ლაპარაკის დასრუება არ უნდოდა და ეს სულელური კითხვა მაინც დასვა, მარიანას გაეცინა
-პასუხი ხომ ისედაც იცი-გაბედა და შეხედა თვალებში
-ვიცი-თორნიკემ სახე დაბრიცა-მაგრამ არ მინდა რომ წახვიდე
-თუ დავაგვიანებ სახლში ძალიან დიდი პრობლემები მექნება-მარიანამ გვერდის ავლა სცადა, თორნიკემ ინსტიქტურად მაჯაში წაავლო ხელი, მარიანა დაფრთხა და ხელის გათავისუფლება სცადა, თორნიკე მიხვდა რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და იმის შიშით არ გაქცეულიყო მარიანა ხელს ვეღარ უშვებდა
-გამიშვი-მარიანა ხელზე დაყურებდა, და თან ცდილობდა დაეხსნა მისი ძლიერი ხელისგან მაჯა
-გაგიშვებ თუარ გამექცევი
-მტკივა-მარიანამ ამღვრეული თვალებით ახედა ბიჭს, რომელმაც უმალ გაუშვა ხელი და სახე დაებრიცა ბრაზისგან, გოგონამ გვერდი აუარა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას, თორნიკე წრიალებდა მოუსვენრად, აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, მიხვდა რომ თავის გამოხტომით შეაშინა მარიანა და ახლა მისი ნდობის მოპოვება უფრო გაუჭირდებოდა
-იმაზე იდიოტი ხარ ვიდრე მეგონე-ლევანის ხმამ გონს მოიყვანა
-წადი შენი
-მართლა მაგარი სირ. ხარ-ლევანს გაეცინა
-გეყოფა-თორნიკე ძალიან გააღიზიანა ამ ყველაფერმა და მანქანისკენ წავიდა, ლევანიც უკან მიყვა.
მარიანა შინ გაღიზიანებული დაბრუნდა, ხმა არავის გასცა ისე შეიკეტა ოთახში და საწოლზე დაემხო პირქვე, მალევე გადმოსცვივდა ცრემლებიც და იქამდე ტიროდა სანამ არ ჩაეძინა.
ანი საწოლში იწვა თავზე საბანგადაფარებული და ტიროდა კვლავ რომ ნიკა შევიდა ოთახში და უმალ გაჩუმდა
-ანი უნდა ვილაპარაკოთ-ნიკა საწოლის ბოლოში დაჯდა, ანიმ საბანი გადაიხადა და მას მიაჩერდა -მისმინე ბევრი ვიფიქრე ამ ყ ელაფერზე
-იფიქრე?-ანის ხმა გაებზარა -მე შენ გენდე, დაგიჯერე, შეგიყვარე...
-მისმინე-ნიკამ გააწყვეტინა-ისე ვერ მოვიქცევი თითქოს ძალიან ბედნიერი ვარ
-მე კი ვარ რადგან შენს გვერდით ვარ, იმ ადამიანის გვერდით ვარ ვინც უსაზღვროდ მიყვარს
-მე კი არ ვარ!-დაუყვირა მწყობრიდან გამოსულმა ნიკამ -რაც მოხდა შეცდომა იყო!
-მე არ ვნანობ იმას რაც მოხდა რადგან მიყვარხარ-ამოიტირა ანიმ
-ანი ჩემგან ნურაფერს დაელოდები, მითუმეტეს სიყვარულს და ქმრობის გაწევას-ამ სიტყვებზე ანი ხმამაღლა ატირდა -აქ მხოლოდ იმიტომ ვარ ვარ პასუხისმგებლობას ვერ გავექეცი მომხდარზე, რადგან მე შევცდი და შეცდომა დაგაშვებინე შენც ფაქტიურად განზრახ, ამიტომ შენს გვერდით ვარ, ცოლადაც მოგიყვან მაგრამ იცოდე რომ მედა შენ არასოდეს ვიქნებით ოჯახი
-გაეთრიე-იკივლა ანიმ-გაეთრიე-კვლავ უყვირა და აკანკალდა ბრაზისა და მრისხანებისგან, თუმცა იმედგაცრუება და ტკივილი მეტი იყო...
-მე შენ გენდე, დაგიჯერე, შემიყვარდი, მარწმუნებდი რომ გიყვარდი და დავიჯერე, ყველა სიტყვა ვიწამე, ყველა წამი შევიყვარე ერთად გატარებული-ამოიტირა და ხმა ჩაუწყდა -ნიკა კართან იდგა დაღვრემილი და მალევე მოშორდა ანი რომ გაჩუმდა და ტელეფონზე დარეკა
-დედა ჩამოდით და დაელაპარაკეთ რა
-და რა ვუთხრა ჩემს შვილს მარტო ერთი ღამით სჭირდებოდითქო? ისიც სასმლისა და წამლებისგან გაბრუებულსთქო?- ჩაყვირა ქალმა ტელეფონში შვილს
-ნუ წივიხარ, ისტერიკებშია და მინდა აზრზე მოიყვანო
-მგონი სულ გაგიჟდი, რა უთხარი?
-ავუხსენი რომ ჩემი ცოლი იმიტომ გახდება რომ პასუხისმგებლობა ავიღო იმ ერთი ღამის გამო
-ყოჩაღ, ასწრად მოიქეცი-ჩაყვირა თამუნამ
-დედა ხომ გითხარით რომ არ მოყვარს და თქვენ მაიძულეთ ეს ნაბიჯი გადამედგა-ნიკას მოთმინების ძაფი გაუწყდა
-თუ არ გიყვარდა რატომ დასდევდი? რატომ ითამაშე მისი გრძნობებით? რატომ ჩაიწვინე საწოლში? რატომ არ იფიქრე იმაზე რომ პატარაა და მის გრძნობებზე თამაში არაკაცობაა, მითუმეტეს მასთან დაწოლა-ჩაყვირა თამუნამ ტელეფონში-ახლა რას სთავაზობ? სამადლო ქორწინებას მისი ღირსების გადასარჩენად? ესაა შენი კაცობა?-ნიკამ ტელეფონი გაუთიშა დედას და ისროლა, კედელს შეასკდა და მთლიანად დაილეწა, ისედაც ნახევრად დამშხვრეულეკრანიანი ტელეფონი, წასვლა დააპირა მაგრამ რატომღაც გულმა არ გაუწია და ოთახში შევიდა, ანი ჩუმად იყო, აღარ ტიროდა, იფიქრა ელბათ ჩაეძინაო და მოტრიალებას აპირებდა რომ თვალი მოკრა გატეხილ სარკის ნამსხვრევებს საწოლის უკანა ფეხთან, მაშინვე შიშმა დაურბინა სხეულში
-ანი-ამოთქვა დაძაბულმა და ნელნელა მიუახლოვდა საწოლს, ნანახმა ისე დააბნია რომ კარგახანს გონს ვერ მოვიდა.
მარიანა დედას ხმამ გააღვიძა
-ინგლისურზე გაგვიანდება
-არ მინდა
-უკვე სამჯერ დარეკა ქალმა მოვიდეს ჩამოვრჩით ისედაც მასალასო
-არ მაქ მაგის თავი დღეს
-მარიანა გეყოფა ძალად დეპრესიაში ყოფნა, ადექი და თავი მოთოკე
-არ შემიძლია-მარიანას ხმა გაებზარა
-დროზე-მაკას სიმკაცრემ აიძულა დამორჩილებოდა და წამოდგა, მალე მოემზადა და სადილის გარეშე წავიდა.
-რა ვუშველო ამ გოგოს-მაკა სამზარეულოში შევიდა დაღვრემილი
-ცოტა აცადე შვილო გონს მოვიდეს, თამაზი ძლიან თრგუნავს
-დედა იცი რაზე ვფიქრობ? რატომ არ მეშვება ეს კაცი
-იმიტომ რომ უყვარხარ, მაგრამ სათანადოდ ვერ გაფასებს... ვერ ხვდება რა დიდი განძია ოჯახი, კარგი და ერთგული ცოლი და შვილები
-იდიოტია და იმიტომ
-იდიოტი კიარა თავისთავზე ზედმეტად შეყვარებულია
-ხო გართობას და დროსტარებას არ იკლებს
-ხო მამისიც ასეთი უვარგისი იყო და რასაც უყურებდა ის გამოვიდა
-მარიანას ძალიან ემკაცრება, იქნებ დაელაპარაკო? ჩემი არ ესმის მარტო მიყვირის
-თავი დაანებე ჯერ ეს გადახარშოს და მერე შეეშვება
-შენი აზრით მართლა რამე იცის მარიანამ?
-მგონია რომ იცის
-რომ დაველაპარაკო რამეს მეტყვის?
-ჯერ მარიანასაც შეეშვი, ხომ ხედავ როგორ იქცევა, გონია რომ ყველა მას ვადანაშაულებ ჩემი სულელი შვილივით
-მგონია რომ ასე ცუდად ჩვენ გამო კიარა ანისგამოა, ლალი მგონია რომ ანი...-მაკას ხმა ჩაუწყდა
-მე კი დარწმუნებული ვარ რომ ნაძირალამ...-ლალიც გაჩუმდა
-შენც ფიქრობ რომ...ესეიგი ფიქრობ რომ ანი შეაცდინა-მაკას ხმა გაებზარა და ცრემლები გადმოსცვივდა
-აბა რა მიზეზით უნდა გაყოლოდა თექვსმეტი წლის გოგო იმ ბიჭს რომელსაც მისი და უყვარს? გგონია ნიკას მისი ცოლად მოყვანა ენდომებოდა? გგონია ამას გააკეთებდა უმიზეზოდ?
-ძალიან ცუდად ვარ-მაკა სკამზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა, არც ლსლი ჩამორჩა რძალს და მანაც გააბოლა ერთი ღერი-ვინიცის ახლა რა დღეშია ჩემი შვილი, ვინიცის რისი გადატანა უწევს, იქნებ შეცდომა დავუშვით იმ ნაძირსლას რომ მივანდეთ მიდი ბედი?
-მისმინე მაკა სხვა გზა არ გვაქვს, თამაზი ხომ იცი თავზე ჩამოგვახობდა ყველაფერს ანი სახლში რომ მიგვეყვანა და მერე ეს ამბავი გაეგო, რომ ანი იმ ბიჭთან იწვა
-არვიცი რაარის სწორი და რა არა ის კი ვიცი რომ იმ ნაძირალასთან უბედური იქნება, ასე რომ მოექცა ესეიგი უყვარს კიარა საერთოდ კიდია ანიც და მისი გრძნობებიც, ნაბიჭ.
მარიანა ისეთი დაბნეული და არეული იყო მთელი გაკვეთილი რომ ინგლისურის რეპეტიტორი ძალიან გაღიზიანდა , მარიანას რვეული და წიგნი დაუხურა და ფაქტიურად უყვირა
-შენი ოჯახური დრამები შენთვის შეინახე გასაგებია? აქ რომ მოდიხარ ტვინი უნდა ამუშაო და არა ემოციები-ცოტა დაშოშმინდა ანას აწყლიანებულ თვალებს რომ გადააწყდა-კარგი წადი ახლა, არმაქ ლაპარაკის თავი, ხვალ თუ ისევ არ გექნება თავი მაშინ მოდი როცა აზრზე მოხვალ გასაგები? -მარიანამ ჩანთაში ჩააწყო წიგნები და წამოვიდა გაბრაზებული, ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა და ყურადღება არ მიაქცია წითელ კაბრიოლეტს რომელმაც ჩაუქროლა და შემდეგ უკუსვლით წამოვიდა იქამდე სანამ მარიანას არ გაუსწორდა
-მარიანა როგორც ყოველთვის ძაან მაგრად გამოიყურები-მარიანამ მძღოლს შეხედა და სახე დაებრიცა, ვერ იტანდა ამ თვითდაჯერებულ იდიოტს
-შემეშვი-დაუღრინა საჭესთან მჯდომს და გზა გააგრძელა ჩქარი ნაბიჯით, მანქანაც შესაბამისი სიჩქარით მიყვა გვერძე
-დაჯექი წაგიყვან-არ ეშვებოდა ქერა თმიანი მძღოლი
-თავი დამანებე-მარიანა გაჩერდა და ლამის უყვირა საჭესთან მჯდომს
-ძნელია, მითუმეტს როცა ეს გაცვია-ბიჭმა მზერა უტიფრად მის ფეხებზე შეჩერა რომელსაც ჭრელი თხელი სარაფანი უფარავდა, ისიც ზედმეტად მოკლე
-რა თავხედი ხარ-მარიანამ უკან დაიხია და მანქანას შემოუარა, ქუჩაში გაჩერებულ მანქანებს შორის გააგრძელა სიარული
-ამ საღამოსაც ეს კაბა ჩაიცვი- გამოსძახა მარიანას
-რას ბოდავ-გაბრაზდა მარიანა
-მხოლოდ შენს გამო ვიქნები იქ იცოდე-მარიანამ გახედა მომღიმარ ბიჭს და წამსვე თვალი აარიდა, მანკი მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა.
მარიანა საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან და სანამ ატირდებოდა თორნიკე ხმამ ისე გააღიზინა რომ მოწოლილი ცრემლები სადღაც გაქრა
-რა მკაცრი ყოფილხარ-მოესმა უკვე ნაცნობი ხმა ზურგიდან, მარიანამ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ამოიოხრა შემდეგ კი შეტრიალდა
-რა გინდა?
-მინდა შემირიგდე-თორნიკე მიუახლოვდა
-ყველა სულელს მე რატომ უნდა გადავეყარო-თავი მაღლა ასწია და მერე თორნიკეს შეანათა მწვანე თვალები თორნიკეს გაეღიმა მის საქციელზე
-მარიანა რატომ არ მაძლევ უფლებას უკეთ გაგიცნო
-იმიტომ რომ არ მინდა
-მეკი მინდა
-მაინც რა გინდა? -მარიანა თვალს არ აშორებდა მის ამღვრეულ თვალებს
-მინდა დაგიახლოვდე და უკეთ გაგიცნო, გუშინ რაც მოხდა...უბრალოდ არ მინდოდა შენი გაშვება
-და როცა არ გენდომება ძალით აპირებ ჩემს შეჩერებას?-გაბრაზდა მარიანა
-რა გავაკეთო რომ მაპატიო?-თორნიკეც პრინციპულად თვალს არ აშორებდა
-შემეშვი უბრალოდ
-არ შემიძლია, რადგან სულ შენზე ვფიქრობ
-ასე აბავ ყველას?
-ასე არა-თორნიკეს ღიმილი შეეპარა
-აბა როგორ?-გულწრფელად დაინტერესდა მარიანა
-ეს რომ გავაკეთო ახლა, ვფიქრობ, რომ საერთოდ ვეღარ შევძლებ შენთან მოკარებას
-უნდა წავიდე-მარიანა ააბნია მისმა ქმედებამ და სიტყვებმა,და მიხვდა რომ თორნიკე განზრახ იწვევდა, ამიტომ შსტრიალდა რომ წასულიყო
-ის ბიჭი მართალი იყო-მარიანა ისე გაღიზიანდა რომ მიბრუნდა მისკენ და მრისხანე მზერა ესროლა-ეს კაბა მართლა ზედმეტად გიხდება-თორნიკეს გაეღიმა მის გაცეცხლებულ სახეს რომ შეხედა
-მასავით თავხედი ხარ
-არ მასავით აღფრთოვანებული შენით, თუმცა მალე მარტო მე ვიქნები ის ვინც შენით აღფრთოვანდება, მოიხიბლება და იქნება შენს გვერდით
-რა თავდაჯერებული ხარ-მარიანას გაეცინა
-თავდაჯერებულობა არაფერ შუაშია მე ვამბობ იმას რაც იქნება და ვიღებ იმას რაც მსურს-ღიმილი მოიშორა სახიდან
-ყოველთვის ვერ მიიღებ იმას რაც გსურს
-მე ყოველთვის ვიღებ სასურველს
-ახლა მე ვარ სასურველი მისაღები?-მარისნა მწყობრიდან გამოვიდა
-არა შენ სასურველი არ ხარ, შენ ბევრად მეტი ხარ, ვიდრე სურვილი და ბევრად მეტს იმსახურებ
-სიტყვებით ნუ მეთამაშები
-უფლება მომეცი დაგიახლოვდე
-თავი დამანებე-მარიანა შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.



№1 სტუმარი სტუმარი ნენე

საწყალი გოგო ესეთი ცუდი მშობლები რომ ყავს და და(ანნა) ასეთი შტერი, ხომ აფრთხილებდა არ ქნა არ გააკეთო და ვირზე შეჯდა, ნიკას დედა სწორედ ეუბნება თუ როგორ არაკაცურად მოიქცა ნიკა.

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Sainteresoa, cota mal-male tu dadeb kaia.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგია მომეწონა მაგრამ ძაან გვიან დებთ ახალი თავი როდის იქნება

 


№4  offline წევრი Soft girl

ველოდები შემდეგ თავს ძალიან კარგია

 


№5  offline წევრი მი რა

სტუმარი ნენე
საწყალი გოგო ესეთი ცუდი მშობლები რომ ყავს და და(ანნა) ასეთი შტერი, ხომ აფრთხილებდა არ ქნა არ გააკეთო და ვირზე შეჯდა, ნიკას დედა სწორედ ეუბნება თუ როგორ არაკაცურად მოიქცა ნიკა.

მშობლები ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ რადგან ხალხი რას იტყვის ამ ფრაზით ცხოვრობენ

სტუმარი Mariamimari
Sainteresoa, cota mal-male tu dadeb kaia.

მადლობა, ვეცდები ხოლმე რომ უფრო ხშირად ავტვირთო

სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგია მომეწონა მაგრამ ძაან გვიან დებთ ახალი თავი როდის იქნება

მადლობა, ახალ თავებს რამდენიმე დღის ინტერვალით ვდებ ხოლმე

Soft girl
ველოდები შემდეგ თავს ძალიან კარგია

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent