მკვლელობა შავ წრეში (2 თავი)
ისტორიის კითხვა რომ დავამთავრე შევამჩნიე როგორ მაკვირდებოდა ნიკოლასი. რომ შევხედე პატარა ბავშვივით გაეღიმა (ისეთი ბავშვური და უცოდველი ღიმილი ქონდა ვერც კი შეამჩნევდით რომ ამ სფეროში მუშაობდა). ალბათ ჩემს გამომეტყველებაზე მიხვდა რომ მისმა მზერამ გამაკვირვა და მაშნვე ახსნა დაიწყო. -უბრალოდ უკვე დიდიხანია...-თვალი ისევ გაუშტერდა და მერე დენდარტყმულივით სახე შეათამაშა-უკვე დიდიხანია შენზე მიყვებიან, ბევრი რამ ვიცი შენზე და დიდი ხანი ველოდი შენთან მუშაობის დაწყებას-ისევ დაიმორცხვა, ისეთი სახე ჰქონდა სკოლის პირველ დღეს რომ მასწავლებელს ვარდს აჩუქებ და ის შეგაქებს-მოკლედ მიხარია რომ ერთად ვმუშაობთ. -მიხარია-მოკლე პასუხით შევეცადე ჩემი აღტაცება დამემალა. უბრალოდ ძალიან გამიკვირდა ის ფაქტი რომ ნიკოლასს ჩემთან მუშაობა მიღწევა ეგონა-ახლაკი მაინტერესებს, რადგან შენ უკვე გადახედე საქმეს, გაქვს რამე მოსაზრება? ჩემმა უინტერესობამ აშკარად გააკვირვა, სახე აელეწა ასე მალე რომ შევცვალე თემა. -იცით რა? მე ვფიქრობ მის შეყვარებულს უნდა გავესაუბროთ. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ხელი რაციას დავავლე. -მიმღები, "ქემრი გაამზადეთ"-რაცია დაგაქნიე-ვიმეორებ "ქემრი" გაამზადეთ. -მე დაკითხვის ფორმას, ლეპროპს და სანიშნ რვეულს გაგიმზადებთ-სწრაფად და ჩუმად მითხრა ნიკოლასმა. -გთხოვ, უბრალოდ ვერვიტან ასეთ ოფიციალურ მომართვებს- გულის ამრევი სახე მივიღე-უბრალოდ კასი, შევთანხმდით? -კარგი, კლაუსი და კასი, მომწონს. ამ უაზრო რითმას ყურადღება არ მივაქციე და ნიკოლასს ჩემი ლეპტოპის წამოღებაც ვთხოვე. -მე მიმღებში ორდერი უნდა ავიღო, მოსამართლემ საკუთარ დამხმარეს გამოატანა და იქ დატოვეს-სათვალე ისევ მაგიდაზე დავტოვე-5 წუთში გასასვლელთან იყავი, იცოდე არ დააგვიანო! მიმღებიდან რომ გამოვედი კოორდინატორს ვთხოვე რომ მისის დელივერის შეყვარებულის ნომერი ამოებეჭდათ 2 ეგზემპლიარად ყოველი შემთხვევისთვის და ნიკოლასისთვის მიეცათ მე კი გასასვლელთან მივედი და ტელეფონზე სწრაფი მოძრაობით დედაჩემის ნომერი ავკრიფე. -დედა -გისმენ საყვარელო. -დღეს ვშიშობ გვიანობამდე მომიწევს მუშაობა და არ ინერვიულო. -კარგი, ეცადე მალე დაბრუნდე, დღეს შენი დის დაბადების დღეა და ვფიქრობ ეწყინება. -ვეცდები. უკან გავიხედე და ნიკოლასი დავინახე მორბოდა. -კარგი დედა ახლა უნდა წავიდე საქმეებიმაქ, გკოცნი. ტელეფონი სწრაფადდ გავთიშე, ნიკოლასს შევხედე და კარგი დასანახი ნამდვილად არ იყო, მოკლედ: ორივე მხარზე ჩანთები ეკიდა, ცალ ხელში ჩემი პალტო ეჭირა მეორეში კი ორი კაპუჩინო,პირიც კი დაკავებული ჰქონდა, ორი ლამინირებული პატარა ბარათი ეჭირა. -დამაგვიანდა? იმედია არა იმიტომ რომ დროის უმეტესი ნაწილი ა... -შენ სულ ამდენს ლაპარაკობ?-არც კი ვაცადე საუბრის დასრულება, მის პასუხს დაველოდე მაგრამ ძალიან დაიბნა, მერე სახე მოვადუნე-კარგი კარგი, მანქანაში ჩაჯექი. მთელი გზა დაძაბული იჯდა, 30 წუთის სავალი გზა გვქონდა, და შევამჩნიე რომ რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მეუბნებოდა. კისერს გამალებით იზელდა, ყურის ბიბილოებს იწიწკნიდა და ბოლოს მაინც მკითხა. -იცი რაა...მინდა რაღაც გკითხო-ამოისუნთქა-შეიძლება? -კი რათქმაუნდა. -ასე ლამაზი ქალი ხარ და ჯერ კიდევ რატომ არ ხარ დაქორწინებული?-თვალები მოჭუტა. -უკაცრავად?-გულწრფელად გეტყვით და ნამდვილად არ მოველოდი ამ პასუხს. არაფერი მიპასუხია, მთელი გზა ჩუმად ვიმგზავრეთ, დელივერები ქალაქიდან ძალიან შრს ცხოვრობდნენ, იქ რომ ჩავედით ისეთი ამინდი და ბუნება იყო თითქოს დედამიწა გრძნობდა რომ ვიღაც დაიღუპა. დიდი და მდიდრული სახლი. თეთრი ფერის, ხის ფანჯრებით, უზარმაზარი კარი ჰქონდა თითქოს აქ გოლიაღები ცხოვრობდნენ. კარზე ნიკოლასმა დააკაკუნა, კარი კი ხმაურით და ძალიან ფართოდ გაგვიღო დაბალმა, თეთრ თმიანმა მოხუცმა. კანი მკვდრის ფერი ჰქონდა, თვალები ღია ცისფერი, და საკმაოდ ძვირადღირებული ტანსაცმელი ეცვა. რომ დაგვინახა არ ესიამოვნა, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ყველაფერს რასაც აკეთებდა ძალით აკეთებდა. -ჯონათან ვინ მოვიდა?-ვიღაცამ დაიყვირა სიბნელიდან ძალიან წვრილი ხმით. -რით შემიძლია დაგეხმაროთ?-ნაძალადევად გვკითხა ჯონათანმა. -გამარჯობა მე ნიკოლასი ვარ ნიუ-იორკის განყოფილებითან, ეს კი მისის კასი, მთავარი გამომძიებელი, მე მისი დამხმარევარ და თუ სწორად მოვედით მისის დელივერის საქმის გამოძებასთან დაკავშირებით გვინდა მისი საქმრო დავკითხოთ. -მე ვფიქრობ იგი გელოდებათ. მისაღებში შეგვიყვანა. მაღალ ჭერიანი სახლი, ყველაფერი თეთრ ფერში იყო გაწყობილი, იატაკი მარმარილოსი იყო, კელდები თეთრი ხის, მარცხენა კედელზე ადამიანზე 2-ჯერ მაღალი ბუხარი, ირგვლივ კი ყველგან კრემისფერი ტყავის სავარძლები და მდივნები. -მისტერ დერილი ახლავე მოვა. იგი სწრაფი ნაბიჯით იქვე პატარა ოთახში შევიდა, აშკარად ძალიან თხელი კედლები იყო რადგან მათი საუბარი კარგად გვესმოდა, მეც და ნიკოლასსაც. -ბატონო, პოლიციიდან არიან მოსულები, თქვენი დაკითხვა უნდათ მისის დელივერის საქმესთან დაკავშირებით. -ახლა?-აუღელვებელი ხმით უპასუხა მეორე ხმამ-რადროს ეგაა? -ისინი უკვე მისაღებშ გელოდებიან. სამი ნაბიჯის ხმა ისმის, მერე სიჩუმე, შემდეგ სკამის გაცურების და ისევ სიჩუმე, ბოლოს კი ოთახიდან მაღალი, სუსტი, სასიამოვნო გარეგნობის კაცი გამოდის, არცთუისე სასიამოვნო სახით, მან იმ ამბის მოყოლა დაიწყო რომელიც უკვე წაკითხული მქონდა და ვიფიქრე სახლისთვისაც შემევლო თვალი. -უკაცრავად საპირფარეშო საითაა?-დრო მაშინ ვიხელთე როდესაც ანერვიულებული მისტერ დერილი წყალს სვამდა. -შემოსასვლელში პირდაპირ და მარჯვნივ. საეჭვო ვერაფერი დავინახე, საპირფერეშოსთან კი დიდი შავი ყუთი იდო, ზედ ტალია დელივერი ეწერა,გახსნა ვცადე მაგრამ ბოქლომით იყო დალუქული, ვიფიქრე შემდეგ ვთხოვდი მისტერ დერილს ყუთის გახსნას და გზა გავაგრძელე, საპირფარეშოში რომ შევედი მაკიაჟი შევისწორე, კაბაზე პუდრა დამეყარა და გაწმენდას ვცდილობდი როდესაც 3 გასროლის ხმა გავიგე. პანიკაშ ჩავვარდი, ჩანთიდან იარაღი ამოვიღე, გადავტენე და ნელი ნაბიჯით გავეშრე მისაღებისკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.