ცუდი ბიჭი დანიელი
ცუდი ბიჭი დანიელი —————— ჩემს სასარგებლოდ არასდროს არაფერი არ მიდის... რატომ გადაწყვიტა კოლეჯის ადმინისტრაციამ ჩვენი ახალ საცხოვრებელში გადაყვანა? ნუთუ შეიძლება ესეთ ცივ ზამთარში ფეხით გადაადგილდებოდე და თან შენი ნივთები გადაგქონდეს? ხელში დიდი ყუთი მეჭირა, რომელიც სავსე იყო ჩემი პირადი ნივთებით. ცივი ქარი ჩემს თმებს მიჩეჩავს და ხელს მიშლის გზის დანახვაში. ჩვენ ძველ საცხოვრებელში ამჟამად რემონტი მიმდინარეობს და იძულებულნი გავხდით ახალ საცხოვრებელში, ერთ-ერთ მიყრუებულ შენობაში გადავსულიყავით. ჩემგან ოდნავ მოშორებით გეგა და არჩი მიდიან, რომლებმაც ივაჟკაცეს და მძიმე ნივთების წამოღება გადაწყვიტეს. მე და ჩემი ოთახის მეზობელი მართა კი გვერდი-გვერდ დავდივართ და ჩვენ ნივთებს თან “დავათრევთ” “კიდევ დიდ ხანს უნდა ვიაროთ?” მეკითხება მართა ჩემს ზურგს უკან მე კიდევ მხრებს ვიჩეჩ. ჩემი ყუთი კი უფრო და უფრო მძიმე ხდება “შენ გგონია მე ვიცი სად არის? უბრალოდ სხვებს მივყვები” ვუპასუხე მე “სერიოზულად?” მართამ შეიცხადა “აღარ შემიძლია ამ აღმართზე სიარული” “სამაგიეროდ ახლა ქალაქის ცენტრთან უფრო ახლოს ვართ” ვცდილობ რამე დადებითი ვიპოვო ამ სიტუაციაში “ქალაქის ცენტრს რაც შეეხება..” წამოიწყო მართამ “არ გინდა დღეს გასართობად წავიდეთ სადმე?” “იქით სამშაბათს რომ ლიტერატურის გამოცდა გვაქვს?” კითხვაზე კითხვით ვპასუხობ ჩვენი “გასართობად წასვლა” ყოველთვის იმით სრულდებოდა, რომ მე მიწევდა მართასთვის ყურადღების მიქცევა სიმთვრალეში რამე სისულელე, რომ არ ჩაიდინოს “ზუსტადაც რომ იქით სამშაბათს! კიდევ ბევრი დრო გვექნება სასწავლად” ყოველთვის ესეთ სიტუაციაში მიწევს ყოფნა. მართა ყოველ პარასკევს მეხვეწება კლუბში წასვლას, მე კი ხშირ შემთხვევაში უარით ვისტუმრებ. მერე კი მიწევს იმ ისტორიის მოსმენა თუ როგორ აღმოჩნდა ჩემი მეგობარი უცხო მამაკაცის მკლავებში მეორე დილით და თუ როგორი შეცდომა დაუშვა მან. “თანაც ბექაც ჩვენთან ერთად მოდის” თქვა მართამ და წარბების ათამაშება დაიწყო “ბექას შეყვარებული ყავს..” ვცდილობდი სევდა დამემალა ჩემ სიტყვებში, მაგრამ უშედეგოდ. ბექა პირველივე დღიდან მომწონს, რაც ამ კოლეჯში ფეხი შევდგი. თუმცა ის ყურადღებას არასდროს არ მაქცევს “დარწმუნებული ვარ იმ “შეყვარებულს” სერიოზულად არც კი უყურებს” თქვა მართამ “თანაც რა იცი, შეიძლება დღეს ბოლოს და ბოლოს შეგამჩნიოს და დაშორდეს იმ გოგოს” “აქ შეყვარებულის შესაძენად არ ჩამოვსულვარ, მინდა დიპლომით დავბრუნდე სახლში” ვუპასუხე მეც ამაყად, რასაც მართას თვალების გადატრიალება მოჰყვა “ჰო დიპლომი.. ეგრე განაგრძე ფიქრი და მამაკაცებთან ურთიერთობაში შორს წახვალ!” გადავწყვიტე არაფერი აღარ მეთქვა მართასთვის, მას სულ სხვანაირი წარმოდგენა გააჩნია ცხოვრებაზე. ჩვენს ახალ საცხოვრებელს ძლივს მივუახლოვდით და როცა ყველანი შევიკრიბეთ ოთახების განაწილება დავიწყეთ. ჯამში 37 კაცი ვიყავით, ამიტომ გოგოებს და ბიჭებს ცალკე სართულებზე დაბინავება მოგვიწია. გამიხარდა, როცა გავიგე მარტო, რომ ვიყავი. არა, მართასთან ოთახის გაყოფა არ იყო ცუდი, მაგრამ ბევრად მირჩევნია მარტო, სიწყნარეში ყოფნა. ჩემი ოთახი მეხუთე სართულზე იყო. მხოლოდ ერთი საწოლი და პატარა კარადა იყო ოთახში. სამწუხაროდ სააბაზანო მხოლოდ ერთი იყო ამ სართულზე და რამდენიმე გოგოს გვიწევდა მისი გაყოფა ოთახში საკეტი არ იყო რამაც ცოტა არ იყოს შემაშინა, არ მინდა ვინმე შემომივარდეს ძილის დროს. თანაც საკმაოდ სიცივე იყო აქ ჩემი ნივთები ძირს დავყარე და ნელ-ნელა ყველაფრის დალაგება დავიწყე. ფანჯრიდან მტვერი გადავწმინდე და ჩემი პატარა კაკტუსი დავდე, რომელიც კოლეჯში წამოსვლის წინ გამომატანა დედამ. ბევრი ნივთი არ მქონდა ამიტომ ოთახის მოწესრიგებას რამდენიმე წუთი მოვანდომე. წიგნის კითხვას ვაპირებდი, როდესაც კარზე კაკუნის ხმა გავიგე “შენ შესამოწმებლად შემოვიხედე” თქვა მომღიმარე ბექამ “დღეს მოდიხარ გასართობათ?” ბექა ჩემ ოთახში დაუპატიჟებლად შემოვიდა და საწოლზე ვითომც არაფერი ისე წამოჯდა “სად?” ვცდილობდი ჩემი ანერვიულებული ხმა დამემალა “ცენტრში რომ კლუბია, ყველა იქ ვიკრიბებით” არ მსიამოვნებდა, როცა ასეთ პატარა სივრცეში ერთად ვიყავით. დაუფიქრებლად თავი დავუქნიე იმ იმედით, რომ ეს უხერხული დიალოგი მალე დასრულდებოდა “კარგი მაშინ იქ შევხვდებით” ბექა გასასვლელისკენ წავიდა, გზად კი თვალი ჩამიკრა მან მე თვალი ჩამიკრა? *** უკვე რამდენიმე საათია კლუბში ვართ და წუთებს ვითვლი თუ როდის შევძლებ სახლში წასვლას. ბართან ვზივარ სასმლით ხელში, რომელიც ერთ-ერთმა მამაკაცმა მიყიდა. მას მადლობა მოვუხადე და როცა ვაგრძნობინე, რომ დაინტერესებული არ ვიყავი თავი გამანება. რა თქმა უნდა ალკოჰოლს არ ვსვამ, ამიტომ ჭიქას ვათამაშებდი ხელში და თან ვუყურებდი მართას, რომელიც ვიღაც უცხო ბიჭს ეცეკვებოდა “კარგ დროს ატარებ?” ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე ისე მომიახლოვდა ბექა “მჰმ” ვცდილობ გავაგონო ჩემი ხმა მუსიკის ფონზე. მის გვერდით ყოველთვის ნერვიულობას ვიწყებ “როგორც ვხედავ არა, წამოდი გავისერნოთ” თქვა ბექამ და ვერც მოვასწარი პასუხის გაცემა ისე ჩამკიდა ხელი ჩვენ უკვე გასასვლელთან ვიყავით და გამიკვირდა მისი შეყვარებული არსად, რომ არ ჩანდა “სად მივდივართ?” ვუთხარი ანერვიულებულმა, როდესაც მისი მანქანა დავინახე ბექა მანქანას მიეყრდნო და თან მის მკლავებში მომიქცია. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის 2 წელია მომწონს, მასთან ესეთი სიახლოვე საერთოდ არ მსიამოვნებდა “მგონი შიგნით შესვლა აჯობებს, მართა მეძებს” ვცდილობდი უკან შეტრიალებას, თუმცა მისი ძლიერი მკლავები არ მიშვებდნენ “კარგი რა ელი, დამშვიდდი” თქვა მან და ჩემი კოცნა დაიწყო მასთან კოცნა ბევრჯერ მქონდა წარმოდგენილი, თუმცა ეს სულაც არ ყოფილა ისეთი სასიამოვნო როგორიც მეგონა “გამიშვი! შენ შეყვარბული გყავს” ხელი ვკარი მას და მისი მკლავებიდან განთავისუბლებას ვცდილობდი “კარგი რა, მეგონა გევასებოდი” თქვა ბექამ და ისევ ჩემკენ წამოიწია. თუმცა ამჯერად მას ძლიერად ვკარი ხელი და მისგან ოდნავ მოშორებით დავდექი “ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი გამოყენება შეგიძლია... უბრალოდ ხელი გამიშვი” ბექა ისევ ცდილობდა ჩემთან ახლოს მოსვლას, თუმცა უცხო ხმამ შეაჩერა “მან გითხრა ხელი გამიშვიო” ბექა გაჩერდა და იმ ადამიანისკენ გაიხედა, მე კიდე ტირილის შეკავებას ვცდილობდი “შენს საქმეს მიხედე!” უპასუხა ბექამ უხეშად როცა უცხო ადამიანისკენ გავიხედე ნამდვილად გაშეშებული დავრჩი. ჩემ წინ შავებში ჩაცმული მამაკაცი იყო, ხელში კი სიგარეტი ეჭირა. სიბნელე იყო თუმცა მისი სილუეტი კარგად დავინახე. მიუხედავად იმისა, რომ ბექა სპორტსმენია ამ ადამიანთან ჩხუბში გამარჯვების შანსი არ ექნებოდა “ძნელია, როდესაც შენნაირები მხვდებიან გზად” თქვა მან საკმაოდ წყნარი ტონით მიუხედავად იმისა, რომ ეს უცხო ტიპი ნამდვილ კრიმინალს ჰგავდა, ჩემი ფეხები არ დამემორჩილნენ და მისკენ გაიქცნენ. მე მის უკან დავდექი და ვცდილობდი ბექასგან თავი დამეცვა “შენი იყოს, მაინც არ გამოდგებოდა არაფერში” თქვა ბექამ დამცინავი ტონით, მე კი ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია მისი სიტყვებისთვის რამდენიმე წამი ჩაფიქრებული ვიყავი, სანამ არ გავაანალიზე თუ როგორ ახლოს ვიდექი ამ უცხო ადამიანთან “იცი ჯობია თავი ჩემგან შორს დაიჭირო” არ ვიცი მისი ბოხი ხმა ასეთი მიმზიდველი რატომ არის “მ-მადლობა, და ბოდიში” ძლივს ამოვილაპარაკე და ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი მან პატარაზე გამიღიმა და ლაპარაკი გააგრძელა “დღეს გამომიშვეს” “გამოგიშვეს?” ვცდილობ არ ვაგრძნობინო, რომ მისი მეშინია, თუმცა არც ისე კარგად გამომდის “ციხიდან” შეშინებულმა ნერწყვი გადავყლაპე, იმის იმედით, რომ უბრალოდ მეხუმრება “ნუ გეშინია წითელ ლოყებიანო, ჩემი გაკვეთილი უკვე ვისწავლე.. თითქმის” მითხრა მან ღიმილით “ელი” მესმის მართას ყვირილი ჩემს უკან უცხო მამაკაცმა კი თვალი ჩამიკრა და სიარული განაგრძო. ესეთ საშიშ ადამიანს ჯერ არასდროს შევხვედრილვარ, არ მესმის მის გვერდით თავს დაცულად რატომ ვგრძნობდი “კიდევ ერთხელ მადლობა” დავუყვირე მას, რომელიც ჩემგან უკვე შორს იყო “ჯერ მადლობას ნუ გადამიხდი წითელ ლოყებიანო” —————— გამარჯობა, ეს არის ჩემი პირველი მოთხრობა და ძალიან მკაცრად ნუ შემიფასებთ :) გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.