შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ოთახი(თავი 1 )


11-03-2019, 22:20
ავტორი ქეთუნა
ნანახია 967

სუსხიანი ზამთარი იყო. მალე ბარშიც მოთოვდა.რატომღაც მომინდა, რომ სახლიდან გავქცეულიყავი და სადმე მიყრუებულ სოფელში წავსულიყავი მარტოდ-მარტო. მინდოდა მქონოდა ისეთ ადგილას სახლი,რომელიც არავის არ ეცოდინებოდა. ჩემი სახლი გარედან მიტოვებული ქოხის შთაბეჭდილებას დატოვებდა,მაგრამ შიგნით ბევრი ამოუცნობი კითხვის პასუხი დაიმალებოდა.ვინც ამ საცხოვრებელში შემოვიდოდა გარეთ დაბრუნება აღარავის მოუნდებოდა,რადგან ზუსტად ვიცოდი,რომ სახლიდან გაქცეულებს მოეწონებოდათ სიბნელე,ბუხარი,სანთლის მბჟუტავი შუქი,სადაც დახვდებოდათ ფურცლები და კალამი,რადგან თავისი ცხოვრების შესახებ დაეწერათ.
სახლიდან წამოვედი,მაგრამ სად მივდიოდი არ ვიცოდი.მხოლოდ ღმერთის ანაბარა დავხეტიალობდი.ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი,რომ უსასრულო ტყედი შევედი,რომელსაც გასასვლელი კარი არ უჩანდა. ვცდილობდი გზა მეპოვნა, მაგრამ უშედეგოდ. ჩემს თავს გაურკვეველ კითხვებს ვუსვამდი...პასუხები კიი არსად ჩანდა. უცნაური გრძნობა დამეუფლა,თითქოს ჩემს გულში სინათლის სხივმა შეანათა და გზა მანახა ფუ საით წავსულიყავი...სხივებს გავყევი და უცნაურ ქოხს მივადექი. შიგნიდან არაამქვეყნიური ხმები გამოდიოდა პატარა ფანჯრებიდან. შავი ცოტა ჭუჭყიანი და იდუმალებით მოცული კარი შევაღე. თავში სხვადასხვა აზრი ერთმანეთს ერწყმოდა და შინაგანად მანგრევდა.შესვლისთანავე მეგონა ,რომ საშინელი წყვდიადი ჩამოწვა.წამიერად ოთახიდან სინათლის შუქმა გამოანათა და უცებ ჩაქრა. ოთახიზკენ დავიწყე სიარული...ვკანკალებდი, ცოტათი ვნანობდი კიდევაც,რომ ესეთი გადაწყვეტილება მივიღე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ოთახში ყველაფერი შავი იყო:სკამები,კედლები,მაგიდები,ფარდები და ...მხოლოდ წითლად ანათებდა ბუხრიდან მოელვარე კოცონი. ირგვლივ ნახატები მოჩანდა და მაგიდებზე ერთმანეთში არეული ცურცლები.ოთახიდან გოგონები გამოვიდნებ
_ კეთილი იყოს შენი მობრძანება...
გაოცებული ვიყურებოდი გოგონები ნელ-ნელა მეცნობოდნენ...დადგა ჩემი დროც,რომელსაც მევალებოდა მოკლედ მეთქვა რა იყო გამოქცევის მიზეზი...და დავიწყე
_ჩემი სახელია ესმა,გვარი კი ...
ვფიქრობ რომ ის აუცილებელი არაა
_რათქმაუნდა
_ ასაკი 17წელი,გამოქცევის მიზეზი კი ბევრია: ვერ ვკონტაქტობ ხალხთან, თავს გამორიყულად ვგრძნობ, ჩემს აზრს არავინ ითვალისწინებს და ერთ ადგილზე ყოფნა მიწევდა ,რაც ჩემთვის მიუღებელი იყოო
_ ვფიქრობ შენზე საინტერესო ისტორია დაიწერება , ჩაილაპარაკა ჩუმად მიამ,რომლის ხმაც მარტო მე გავიგონე



№1 სტუმარი სტუმარი nutsa06

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ქეთუ♥️♥️????

 


№2  offline მოდერი მარტო სახლში

უცნაური ისტორიაა რაც მომწონს მაგრამ ბევრი მინუსიც აქვს მაგალითად ის რომ ძალიან პატარა თავია დაბევრი გრამატიკული შეცდომებიც გაქვს იმედია გამოასწორებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent