შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 11)


13-02-2020, 00:06
ავტორი Smailiki
ნანახია 9 964

კიდევ ერთხელ დავყურებ ტელეფონს და გაუაზრებლად ცრემლები მცვივა სათაურის წაკითხვაზე:
   "რა ხდება ცნობილი ბიზნესმენის შვილსა და მდაბიო გოგონას შორის?"
   მეტის წაკითხვას ვეღარც ვახერხებ, აცრემლიანებული თვალები არ მაძლევს ამის საშუალებას და სიმართლე, რომ ვთქვა არც მსურს წაკითხვა. სათაური და ფოტოც საკმარისია ყველაფრის გასაგებად.
ფოტოს ბოლოჯერ ვაკვირდები. ლამაზი ხედია. პარკში, სკამეიკაზე მჯდომარე ორი ადამიანი... კარგად ჩანს ბიჭის მწვანედ მოელვარე თვალები. ეს ფოტო თითქოს წარსულში მაბრუნებს და დღევანდელ დღეს მახსენებს.
ახლაც თუ ვერ მიხვდით პირდაპირ გეტყვით, ის ორი ბრბოს კლანჭებს ქვეშ მოქცეული მე და ნიკა ვართ. თუმცა არა.... აქ მარტო მე ვარ დამცირებული და მიწასთან გასწორებული.
   ნიკა და მე, ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი, სრულიად განსხვავებული სამყაროდან.
საერთოდ როგორ ვიფიქრე, რომ ერთმანეთს შევეფერებით?! ჩვენ უბრალოდ ნაცნობები ვართ, მეგობრობის დონემდეც კი ვერ მივაღწევთ.
   წარსულს თვალი გადავავლე. შეცდომა იყო... ნიკას გაცნობა შეცდომა იყო, მასთან კოცნაც შეცდომა იყო. ის გრძნობაც რომელსაც ახლა განვიცდი და რომელიც ალბათ სამუდამოდ დამტანჯავს, ესეც შეცდომაა.
ნიკასგან თავი შორს უნდა დავიჭირო. სანამ ტკივილი მშთანთქავს და გამანადგურებს, მანამდე უნდა ავიცილო თავიდან.
   ეს ყველაზე სწორი საქციელია, თუმცა რთული იქნება... ამას ჩემი ახლანდელი მდგომარეობა მოწმობს.
   თავი კედელზე ნაზად მაქვს მიდებული. უკვე იმდენად ვარ ემოციებისგან დაცლილი ცრემლიც კი აღარ გადმომდის თვალიდან. გაუნძრევლად ვზივარ, ვინმეს შეიძლება ქანდაკებაც ვეგონო.
ნიკაზე ვფიქრობ და იმ გრძნობაზე, რომელსაც მის მიმართ განვიცდი. თვალებს ვხუჭავ და მისი სახე მიდგება თვალწინ. ვაკვირდები, ვაკვირდები და ისევ ვაკვირდები...
თუმცა თანდათან ნიკას მშვენიერი სახის ნაკვთები უფერულდება და შავ, უგანზომილებო სამყაროში მთლიანად ვეშვები.
- ძილი ნებისა. - ვამბობ ჩემს ფიქრებში და ცხოველქმედებას ცოტა ხნით ვწყვეტ.

*****

- მარიამ, გაიღვიძე. - ჩამესმის დედაჩემის ბედნიერი ხმა. რას არ მივცემდი მეც მსგავს ხასიათზე, რომ ვიყო!
- დედა, მეზარება წასვლა. - ისე ვამბობ თვალსაც არ ვახელ და ბალიშს უფრო მჭიდროდ ვიხუტებ. მინდა დედას ეგონოს, რომ ძალიან მეძინება და სკოლაში აღარ გამიშვას.
   დარწმუნებული ვარ ის სტატია მთელმა სკოლამ წაიკითხა. ამ ყველაფრის შემდეგ არ შემიძლია ჩვეულებრივ ვიარო სკოლაში, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
- სწრაფად მოემზადე და წადი. მეორედ აღარ გამამეორებინო. თუ გააცდენ, ჩამორჩები კიდეც. - ამბობს და ოთახში მარტო მტოვებს. ზლაზვნით ვდგები და იმას ვიცვამ, რაც ხელში პირველი მხვდბა.

   ფიქრებში გაფანტული მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ სკოლის წინ ვდგავარ. აქამდე როგორ მოვედი არ მახსოვს. ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?!
   გაშეშებული ვდგავარ და სასწავლებელს შევყურებ. ეზო ბავშვებით არის "გატენილი". ძალას ვიკრებ და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ კლასისკენ. უამრავი სულელური ლეპრიკა მესმის, თუმცა ვაიგნორებ და გზას ისე ვაგრძელებ, თითქოს არც არაფერი გამიგონია.
- ეს ის გოგო არ არის?!
- ყოჩაღი გოგოა, ყველა კი ვერ ჩაიგდებს ხელში მდიდარ ბიჭს, მით უმეტეს ნიკას.
- როგორ გაბედა სახლიდან თავის გამოყოფა?! - ეს და სხვა უარესი რეპლიკები გამუდმებით ჩამესმის ყურებში. კლასში მისვლამდე თვალები გაუცნობიერებლად მიწყლიანდება. ძლივს ვახერხებ ცრემლების შეკავებას.
   ასეთ საშინელებას როგორ ფიქრობენ ჩემზე?
თუმცა მართალია შეცდომა დავუშვი და ახლა ამ შეცდომის საფასურს ვიხდი.
'ნიკასგან მაქსიმალურად შორს უნდა დავიჭირო თავი.'
   კლასში შევდივარ და ვხედავ როგორ ვიბყრობ ყველას ყურადღებას. ამდენი თვალი ჩემსკენ არის მომართული და ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად მანადგურებს.
ელესთან მივდივარ და მის გვერდით ვჯდები.
- აქ მოსვლას როგორ ბედავ?! მრცხვენია, რომ ჩემი კლასელი ხარ. არა და გუშინ თუ გუშინ წინ გვითხრა ნიკაზე ნაგავიაო, თურმე თვითონ რას გეგმავდა.... - ამბობს ჩემი ერთ-ერთი ტრიპაჩა კლასელი და სიცილს იწყებს. ადრე ხომ ვერ ვიტანდი და ახლა მთლად შემზიზღდა.
ლამისაა ცრემლები წამსკდეს.
"მარიამ, შენ ძლიერი ხარ!"- ვამშვიდებ საკუთარ თავს. თან ვფიქრობ რა ვუპასუხო, რომ კარგად დაიმახსოვროს, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ ვარგა.
თუმცა მას იმხელა ცხვირი აქვს, რომც არ უნდოდეს შემთხვევით მაინც ჩაეყოფინება.
- გოგონი გშურს ხომ? მარიამმა მოხიბლა ის ადამიანი ვინც შენ ასე ძალიან მოგეწონა. ჰაჰ, ისე კი ძალიან მეცოდები. - ჩემს მაგივრად ელე პასუხობს. მადლობა მას, რომ ასეთ რთულ მომენტში მიცავს. ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა.
   მის სიტყვებზე ვიღიმი და გაოგნებულ გოგონას შევცქერი, დანარჩენებიც მას დასცინიან. სწორედ ამ დროს კლასში მასწავლებელი შემოდის. ყველა მაშინვე ჩუმდება.
ამ ახალმა თაობამ მასწავლებლის შიში ვერა და ვერ დაძლია თუ რა ხდება?
   მასწავლებელი გაოგნებულ სახით მიყურებს. ისე ჩანს თითქოს თვალებით მაკრიტიკებს.
ნეტავ სკოლიდან ვინმე დარჩა ვისაც ჯერ არ უნახავს ის საშინელი სტატია?


******


გაკვეთილები ძლივს დასრულდა, სირცხვილისგან კლასის გარეთ თავს ვერ ვყოფდი. ბოლოს მაინც მომიწია გამოსვლა და სწრაფი ნაბიჯით დავიძარი გასასვლელისკენ. თავს ამაყად და ძლიერად ვიჭერ, ვერავინ მიხვდება ამ საშინელ სირცხვილის გრძნობას, რომ განვიცდი.
- მარიამ. - მესმის ნიკას ხმამაღალი ხმა, აშკარად მე მეძახის.
ღმერთო, რა გავაკეთო?! რა? არ შემიძლია მასთან საუბარი. მისგან თავი შორს უნდა დავიჭირო, მით უმეტეს სკოლაში. ისეთი ჭორები დადის ჩემზე... არ მინდა უარესები ილაპარაკონ. თუ რა თქმა უნდა არსებობს ამაზე უარესი!
   სწრაფად გავრბივარ გოგონების საპირფარეშოსკენ, შევდივარ და კარს გასაღებით ვკეტავ.
მარიამ, მისი ნახვა მაინც მოგიწევს. ახლა ხომ სამსახურში უნდა წახვიდე.
   რა გავაკეთო? იქნებ გავაცდინო? მაგრამ ხომ უნდა გავაფრთხილო ამის შესახებ? ნიკას დავურეკო? ჰაჰ, სასაცილოა! გამოვექეცი და ახლა დავურეკო?! "ვაი შენს პატრონს მარიამ"- ჩემს თავს ვლანძღავ ამ სისულელის გაფიქრებისთვის.
როგორ გავაფრთხილო ნიკა? ანას, რომ ვუთხრა?
   ტელეფონს ვიღებ და ანას ნომერს ვკრეფ.
- გისმენ მარიამ. - მპასუხობს ხალისიანი ხმით, რომელიც გასაოცრად მამშვიდებს. არ მესმის როგორ შეუძლია თავისი მხიარული ემოციები გადმომდოს?!
- ანა, დღეს სამსახურში ვერ მოვალ, ნიკა გააფრთხილე.
- საყვარელო, მეგონა ნიკა გაგაფრთხილებდა. დღეს ისედაც ისვენებ. - ისედაც ვისვენებ? რატომ ვისვენებ? ან რატომ არ მითხრა? იქნებ სწორედ ახლა აპირებდა ამის თქმას?
   ცნობისმოყვარეობას ვიხშობ და მხიარული ხმით ვემშვიდობები ანას. ვერ ვიტან, როდესაც სისუსტეს ვავლენ და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი სუსტი წერტილის დასამალად. ამიტომ ვიჭერ თავს ძლიერად და მხიარულად.
    მალევე გამოვდივარ საპირფარეშოდან. დაცარიელებულ სკოლას ვავლებ თვალს და კიბეებით ეზოში გავდივარ. შემდეგ კი გაჩერებისკენ მივუყვები გზას.
სახლში წავალ და დავიძინებ, უბრალოდ ყველაფერს დავივიწყებ. ძალებს მოვიკრებ და ყველას დავანახებ ჩემს ძლიერებას. ვერავინ შეძლებს გული მატკინოს. მაგრამ სახლში დედაჩემი იქნება და ჩხუბს დამიწყებს. ალბათ უკვე მანაც ნახა. რა მეშველება? რას მკითხავს ან რა ვუთხრა?
   იმდენად დაღლილი ვარ მომავალზე ფიქრსაც კი ვწყვეტ. წარსული, მომავალი, აწმყო. სისულელეა. ახლა უკვე ყველაფერი სისულელედ მიმაჩნია. ავდგები და ქეთოსთან წავალ.


******


ქეთოს ბინის კარის წინ ვდგავარ და კიდევ ერთხელ ვრეკავ ზარს.
- ნიკა, ისევ შენ ხარ? მეგონა წახვედი.
- კარი იღება და ვხედავ ქეთოს, რომელიც ამ სიტყვებს წარმოთქვამს. სახეზე ეტყობა ჩემს აქ დანახვას არ მოელოდა.
ალბათ, ფიქრობთ ვიეჭვიანე თუ არა. რა თქმა უნდა არა. ქეთოზე და ნიკაზე არასდროს ვიეჭვიანებ!
- ნიკა აქ იყო? - ვკითხულობ გაოგნებულ. ნეტავ რას აკეთებდა აქ?
- შემოდი და მოგიყვები. - ამბობს და ყურებამდე იცინის. აშკარად ძალიან გახარებულია.
   მის ოთახში შევდივარ და სკამზე ვჯდები, ისიც ჩემთან ახლოს იკავებს ადგილს.
- ჰეი, რა ლამაზი კულონია. - ვამბობ მის ყელზე არსებულ სამკაულზე და თან სათუთად ვეხები. ცეფზე ლამაზი ფორმის გულია დაკიდებული. საყვარლობაა!
- მოგწონს?
- ძალიან.
- გიორგის ნაჩუქარია.
- ანუ ბოლოს მაინც გახსენი არა? - ვეკითხები და თვალს ვუკრავ.
- ნიკამ გამახსნევინა. - მისი სახელის გაგონებაზე ისევ ცუდ ხასიათზე ვდგები. როგორც ჩანს, ქეთოს სტატია ჯერ არ წაუკითხავს.
- ცოტა ხნის წინ წავიდა. ამიტომ მეგონა ისევ ნიკა იყო, შენ, როცა მოხვედი. მომინახულა, მომიკითხა. მითხრა: გიორგის ძალიან უყვარხარ და შანსს თუ მისცემ ამას აუცილებლად დაგიმტკიცებსო. სიმართლე, რომ ვთქვა არ მჯერა. საჩუქარიც მან გამახსნევინა. საყვარელი, ლამაზი ზარდახშა და ეს კულონი ჩვენი ფოტოთი. - ამ სიყვების თქმისას ქეთო გულის ფორმის კულონს ხსნის და ფოტოს მაჩვენებს. გიორგი და ქეთო ძალიან საყვარლად გამოიყურებიან.
- რა საყვარლობაა. ვაიმე... ხომ ვიცოდი ეს ჩემი ძმაკაცი გენიოსი, რომ იყო. სხვა ვინ მოიფიქრებდა ამას. - ვამბობ და პატარა, საყვარელ ზარდახშას დავყურებ. მერე კულონს. ბოლოს ვაცნობიერებ რა ვთქვი და ჩემს თავს ვლანზღავ წამის მეასედი შესვენებებით.
    აშკარაა ქეთოს ძალიან მოეწონა, თუმცა ზუსტად ვიცი გიორგისთვის არ უპატიებია. ვერც აპატიებდა. ამაში არ ვამტყუნებ.
- ასე ნუ ლაპარაკობ! გენიოსი კი არა.... არ ვიცი რაღა ვუწოდო. საშინელი ადამიანია. ვერ ვიტან. საერთოდ როგორ ბედავს საჩუქრების გამოგზავნას? - აბობს გაბრაზებული ტონით.
   ერთი კითხვა მიჩნდება ყველას ასე ემართება? ყველას ურთიერთობა ფუჭდება ამა თუ იმ ეტაპზე? ჩემი და ნიკას ურთიერთობაც ისევე ნადგურდება, როგორც ქეთოსი და გიორგისი.
   - გიორგის უყვარხარ. შეიძლება ჩემი არ გჯერა, მაგრამ ოდესმე დაიჯერებ.
   - ნიკამაც ეს თქვა. ერთნაირად აზროვნებთ. რადგანაც თემა მასზე ჭამოიჭრა არ მომიყვები თქვენს შორის რა ხდება? - ამბობს შეპარვით და თვალს მარიდებს.
   - ძალიან გაინტერესებს? - ჩემს სიტყვებზე სახე უბრწყინდება. ალბათ, ელის რაიმე საოცარ ისტორიას მოვუყვები, მაგრამ სამწუხაროდ იმედები უნდა გავუცრუო.
   ტელეფონს ვიღებ და ელენეს გამოგზავნილ სტატიას ვაკითხებ, ჩემგან განსხვავებით გამბედაობა ჰყოფნის და ბოლომდე კითხულობს. თანდათან სახიდან სიხარული უქრება და რაღაც ჩემთვის ამოუცნობი გრძნობა ეუფლება.
   - მოსაყოლი არც არაფერია. ჩვენს შორის ვერასდროს ვერაფერი მოხდება. - ვამატებ ბოლოს და ველოდები როდის დაიწყებს საუბარს.
   - გიყვარს? - მესმის ქეთოს ათრთოლებული ხმა, ამ კითხვის დასმა მასაც უჭირს. თითქმის წამშივე ვწითლდები და ვხურდები. მიყვარს თუ არა ნიკა?
   - მე... არ ვიცი. - ვამბობ და თვალები მიცრემლიანდება, თუმცა ცრემლებს მაინც არ ვნებდები. არასოდეს ვყოფილვარ მტირალა გოგო და არც ახლა ვიქნები.
  - ეს სტატია ნიკას ბრალი არ არის, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. ის მართლა ძალიან კარგი ადამიანია. მომინახულა, როგორც მეგობარი ისე მიმიღო... მას ნუ დასჯი ამ სტატიის გამო. მის მიმართ რაღაცას გრძნობ, ეს აშკარაა. ნურც მას დატანჯავ, ნურც საკუთარ თავს.
   - მე არავის დავსჯი. უბრალოდ იმას გავაკთებ რაც საჭიროა. სიმართლე ყოველთვის მწარეა. ადამიანს უჭირს რეალობის აღქმა, მაგრამ მე ტყუილში ვერ ვიცხოვრებ. ნიკას არაფრად ვჭირდები. ერთი უბრალო გოგო ვარ მის ცხოვრებაში, ერთი "მდაბიო"გოგო. - ბოლო სიტყვების წარმოთქმისას თავს ვერ ვიკავებ და ცრემლების ნაკადი იწყებს დენას, თუმცა მაშინვე ვიწმენდ. ისევ გაუჩერებლად მოდის და მეც ისევ ვიწმენდ.
   - გირჩევ კარგად დაფიქრდე, ჩემი აზრით ნიკას უყვარხარ... - მისი სიტყვების გაგონებაზე თავიდან სიხარულს ვგრძნობ, შემდეგ კი უსაშველო ტკივილს.
   - ქეთო, მეც გითხარი გიორგის უყვარხარ-თქო, მაგრამ დამიჯერე და აპატიე? არა! ხო და ახლა ნურც მე მთხოვ იგივეს გაკეთებას. და საერთოდაც აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი. - ვამბობ გაბრაზებული ტონით და ცრემლებს საბოლოოდ ვიწმენდ.
    მე და ქეთო ბიჭებზე საუბარს ვწყვეტთ, დღეს მაინც.
   რამდენიმე ფილმს ვუყურეთ, ბევრი ვიცინეთ და ვჭამეთ კიდეც. მაგრამ რად გინდა?! ბოლოს მაინც არასასიამოვნი თემაზე ჩამოვარდა საუბარი.
    - ალბათ ეკამაც ნახა. შარში ხარ! ვერც კი წარმომიდგენია ახლა რას იზამს. - ამბობს დანაღვლიანებული ხმით და ფიქრების სამყაროში ეშვება.
  - იმედია არაფერს. ეკუნა ჩემი მეგობარია, იმედია ამას არ დაივიწყებს და ისტერიკაში არ ჩავარდება. ისედაც თავზესაყრელად მაქვს პრობლემები. წარმოიდგინე დედაჩემი, რომ ნახავს სტატიას რა მოხდება. - ვამბობ და დედის გაბრაზებულ სახეს წარმოვიდგენ. დღეს ჩხუბი არ ამცდება. რა ვქნა? რით ვუშველო თავს? დედაჩემი უეჭცელად მომკლავს. ამ შემთხევაში ერთი გამოსავალია, თუ კი არ მინდა მისი ხელით მოვკვდე. მე თვითონ უნდა მოვიკლა თავი. ჩემს ფიქრებზე ისტერიული სიცილი მიტყდება. მხოლოდ მაშინ ვწყევეტ, როდესაც ქეთოს გაკვირვებულ სახეს ვაწყდები. მას რა გიჟი ვგონივარ?
   - რა გაცინებს? დედაშენი კუჭ-ნაწლავ-ღვიძლიანად გითრევს. - ამბობს ქეთო. ამაზე ორივე სიცილისაგან ლამის ვხოხავთ.
   - კარგი, კარგი. წავედი მე. - ვდგები და ოთახიდან გასვლას ვაპირებ, მაგრამ ვინ გაცლის.
   - ვერ გაგიშვებ ჯოჯოხეთში! - ქეთო კარს ეფარება და მერე ისევ სიცილს იწყებს.
   - ჰაჰ... გამატარე, ჯოჯოხეთში მაგვიანდება. - ვიცინი, ქეთოს ლოყაზე ვკოცნი და მისი სახლიდან სწრაფად გამოვდივარ.
   ყველას თავისი ჯოჯოხეთი აქვს. მალე გაგაცნობთ ჩემს პირად ჯოჯოხეთსაც.
   ქეთოს პადიეზდიდან გამოვდივარ და ჩემი პადიეზდისკენ მივიწევ, როდესაც ნაცნობი ხმა იპყრობს ჩემს ყურადღებას.
   - ქეთო როგორ არის? - გიორგი ჩემგან ორი ნაბიჯის მოშორებით დგას და ჩემს პასუხს მოელის. მე კი გზას ვაგრძელებ და მის სიტყვებს ვაიგნორებ.
    გიორგის მართლა, რომ აინტერესებდეს ქეთოს მდგომარეობა აქამდე აუცილებლად მიაკითხავდა. თუმცა....
  - მარი. - მის ხმაში მუდარა იკვეთება. ჩემთან მოდის, წინ მიდგება და წასვლის საშუალებას არ მაძლევს.
   - გამატარე მეჩქარება. - ვამბობ პირქუშად და სიარულს ვაგრძელებ.
   - გთხოვ მითხარი. ჩვენი თხუთმეტ წლიანი მეგობრობის ხათრით. გთხოვ.... ხომ იცი რომ მასზე ვნერვიულობ?! -მის სიტყვებზე გული მილბება. ვერ ვხდები, როგორ შეუძლია ასე მარტივად დამიყოლიოს? 
მართლა თხუთმეტი წელია რაც ვიცნობ? უცებ ვთვლი გონებაში. ორი წლის ასაკში გავიცანი... ჩვიდმეტს მინუს ორი თხუთმეტია. მართალი ყოფილა...
  - მასზე, რომ ნერვიულობდე აქამდე მოინახულებდი. - ვამბობ მოჩვენებითი გაბრაზებით. მთლად მისი ბრალი არ არის რაც მოხდა, იმ უნამუსო გოგოს ბრალია. რა ქვია?! მგონი სალომე ხო?
   - ვიცი, ვიცი. ასე უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ შენ ხომ კარგად მიცნობ?! რაც ჩემს გამო დაემართა... მე მას გული ვატკინე, ძალიან ცუდი რაღაცები ვუთხარი. ჩემს გამო პანიკური შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოში მოხვდა. ამ ყველაფრის შემდეგ ვერ გავბედე მასთან მისვლა. ახლა გესმის ჩემი?
   - მესმის... ქეთო უკეთაა, მაგრამ კარგად არ არის და ეს აუცილებლად უნდა გამოასწორო. შენ ის გიყვარს, მას შენ უყვარხარ, ახლა მხოლოდ პატარა გაუგებრობაა გადასალახი, სალომეს სახით. მითხარი რა ჯანდაბა უნდა იმ გოგოს? რატომ გინადგურებს ცხოვრებას? - შეპარვით ვეკითხები. სალომეს გაგონებაზე სახე ეძაბება. მის თაფლისფერ თვალებს ვაკვირდები და მასში უდიდეს ტკივილს ვხედავ.
   - კარგი, მოგიყვები. მოდი დავსხდეთ. - ამბობს გიორგი და ეზოში მდგარ სკამეიკაზე მიმითითებს. მეც დანიშნულების ადგილზე ლამის სირბილით მივდივარ და სწრაფადვე ვჯდები. გიორგი ჩემს გვერდით იკავებს ადგილს და თხრობას იწყებს.
  - წინა ზაფხულს დასასვენებლად ბებიაჩემთან ვიყავი. იქ ერთი გოგო გავიცანი, სალომე,  მალევე დავმეგობრდით. ხშირად დროს ერთად ვატარებდით.   
  მე საბაბი არასდროს მიმიცია, თუმცა მას შევუყვერდი. სალომეს მხოლოდ მეგობრად ვთვლიდი და ეს ვუთხარი კიდეც. მეგობრებად დარჩენა შევთავაზე, ისიც დამთანხმდა. რამოდენიმე დღეში თავისი საუკეთესო მეგობარი ლანა გამაცნო. ნუ სიმართლე, რომ ვთქვათ მას არც უნდოდა ჩვენი ერთმანეთისთვის გაცნობა. უბრალოდ რაც შენი ბედია ის არ აგცდება, ასე იყო თუ ისე ლანა მაინც გავიცანი. მასაც დავუმეგობრდი, ძალიან კარგი ადამიანი იყო. - ცოტა ხნით შეჩერდა და სევდანარევი მზერა მომანათა. კარგი ადამიანი იყო? იყო? ანუ აღარ არის? მინდოდა ჩემს თავში გაჩენილი კითხვები გიორგისთვის დამესვა, თუმცა მან მძიმედ ამოიხვნეშა და მოყოლა განაგრძო.
   - მე და ლანა სალომეს დაბადების დღისთვის სიურპრიზს ვუწყობდით. ორჯერ შევხვდით ერთმანეთს, რომ ყველაფერი დაგვეგეგმა. ამ შეხვედრების შესახებ, რა თქმა უნდა სალოს ვუმალავდით. დაბადების დღის წინა დღეს საბოლოოდ უნდა გაგვერკვია და მოგვეგვარებინა ყველაფერი. საღამო საათები იყო სახლიდან, რომ გავედი და ქუჩას დავუყევი. მალე მივედი ლანას სახლამდე და შიგნით შევედი.
   კარები შევაღე თუ არა, ყვირილის ხმა შემომესმა. მეც ხმას მივყევი და ლანას ოთახის კარებთან ამოვყავი თავი. შიგნით ორნი იყვნენ. სალომე ბოლო ხმაზე ყვიროდა რაღაცას. ხმას კარი ახშობდა, რომელიც მალევე გავაღე და შიგნით შევედი. ჩემს თვალწინ ისეთი სანახაობა გადაიშალა... ვერც კი წარმოიდგენ.
   სალომე და ლანა ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. ლანას საშინელი სახე ჰქონდა. ვგრძნობდი, რომ ძალიან იტანჯებოდა. მალე სალომე მეგობარს მოშორდა. ლანას სხეულს კარგად დავაკვირდი. წითელი, ბლანტი სითხე იატაკზე წვეთ-წვეთად იღვრებოდა. შემდეგ სალომეს  შეღებილ ხელს დავაკვირდი, რომელშიც დანა ეჭირა და საშინლად აკანკალებდა. ყურადღება ისევ ლანაზე გადავიტანე, რომელიც წამიერად ძირს დაემხო. მასთან მიახლოებას ვაპირებდი, თუმცა სალომე წინ გადამეღობა და დანა ჩემსკენ მომართა.
   - არც კი გაბედო მიახლოება, სისხლისგან უნდა დაიცალოს. ახლა უნდა იგრძნოს ის ტანჯვა, რაც მე განვიცადე. გეგონათ გამომაპარებდით თქვენს შეხვედრებს? ვერ ვხვდები მასში რა ნახე ისეთი, რაც მე არ მაქვს...- ის გაუჩერებლად აგრძელებდა საუბარს, თუმცა მისი არც ერთი სიტყვა აღწევდა ჩემამდე.
ლანას გავხედე, ტკივილნარევი მზერა მოემართა ჩემსკენ და თვალებით შველს მთხოვდა. სალომეს ოდნავ ხელი ვკარი და გზიდან ჩამოვიშორე. ლანასთან მივედი და ჭრილობაზე ხელი ძლიერად დავაჭირე, სისხლის დანაკარგი, რომ შემემცირებინა. ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. როგორ შემოვიდნენ პოლიციელები, როგორ წაიყვანა სასწრაფომ ლანა. ფრაგმენტები მახსოვს იმ დღისა, თუმცა ტკივილი სულ ჩემთანაა. ჩემს გამო აღმოჩნდა ლანა ასეთ მდგომარეობაში.
   ის ღამე სავადმყოფოში ლოდინსა და შიშში გავატარე. დილით კარის ხმამ მიიბყრო ჩემი ყურადღება, საიდანაც თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი გამოვიდა. მაშინვე მასთან მივვარდი.
   - ვწუხვარ. - სევდანარევი სახით შემომხედა და სწორედ იმ წამს სამყაროს მთელი ეშხი და სილამაზე თავზე ჩამომენგრა.
   ლანა მოკვდა... მოკვდა. ჩემს გამო მოკვდა. მე მოვკალი. მე რომ არა, ის ცოცხალი იქნებოდა. მე მოვკალი. მე გესმის? ის აღარ არის. - აბობს გიორგი აკანკალებული ხმით და მის სიტყვებზე ცრემლების ახალი ნაკადი მოედინება ორივეს სახიდან.

     მე და გიორგი, რეალობისგან  განადგურებული ორი ადამიანი, დიდი ხნის განმავლობაში ვისხედით ჩუმად.
    ვცდილობდი გონებაში ყველაფერი გადამეხარშა. როგორც კი ხმას ამოვიღებდი გიორგის გასამხნევებლად, მაშინვე ხმა მიწყდებოდა. რა დრო გავიდა არ ვიცი... ერთი საათი? ორი? ან იქნებ მეტი?
    ბოლოს ძალა ძლივს მოვიკრიბე და ხმა ამოვიღე.
   - სალომე რატომ არ დააკავეს?
   - არ ვიცი. შეიძლება არასრულწლოვნობის გამო. მაშინ ეს ადამიანი შევიზიზღე და ყოველ დღე ვცდილობდი მისი და ლანას დავიწყებას. გამომივიდა კიდეც, მაგრამ... ის ჩვენს სკოლაში გადმოვიდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ქეთოთი დამემუქრა ის ფსიქოპატი. ვერ გადავიტანდი მასაც იგივე დამართნოდა, რაც ლანას. ის ხომ ხელებში ჩამაკვდა. ქეთოც, ამიტომ მოვატყუე. - ამბობს ძლივ-ძლივობით, ისეთ დაბალ ხმაზე, რომ ძლივს მესმის.
   - სალომე როგორ უნდა ჩამოვიცილოთ? იმ ფსიქოპატს არ აქვს უფლება ცხოვრება დაგინგრიოს. - ჩემს წარმოსთქმულ სიტყვებში მთელს ზიზღს ვაქსოვ, რაც კი შინაგანად გამაჩნია.
   - აღარაა საჭირო ნიკამ უკვე მოაგვარა. - ნიკამ მოაგვარა? ეს სახელი მომესმა, თუ... კი, მაგრამ როგორ მოაგვარა? რანაირად?
   მისთვის ამ კითხვების დასმას ვაპირებდი, როდესაც უცბად დედაჩემის წკრიალა ხმა შემომესმა. ძალიან კარგად გამოსდის ასეთი სერიოზული სიტვაციის დროს დიალოგებში "შეჭრა."
   - მარიამ, არ აპირებ სახლში ამოსვლას? გიორგი, როგორ ხარ საყვარელო? - დედა ფანჯრიდან გვიყურებდა, მისი ხმა სასიამოვნოდ ჩამესმა ყურში. კარგი მსახიობია. ყველას დასანახად ისე კარგად მექცევა და სახლში, რომ მივალ...
   გიორგის დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი. ახლა ყველაზე მეტად მისი დატოვება არ მინდოდა, მაგრამ... ჯოჯოხეთი მიხმობს.
  ზოგჯერ ადამიანს თავისი ცხოვრება ჰგონია ტრაგედია, რადგან სხვისას ჯერ არ გასცნობია. მეც სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიყავი იქამდე, სანამ გიორგის საიდუმლოს გავიგებდი...

  ______
შემდეგი თავი დაიდება არანაკლებ 15 მოწონებაზე.
   აბა რას ფიქრობთ? როგორია? რას ფიქრობთ? გიორგიზე, სალოზე, ლანაზე და საერთოდ ამ თავზე?
   იმედია მოგეწონებათ.
   მინდოდა აქმდე ამეტვურთა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე.



№1 სტუმარი Ana

შემდეგი თავი მესაჭიროება სასწრაფოდდდ <3 საოცრებაა❤ ასე გააგრძელეე❤

 


№2  offline წევრი Smailiki

Ana
შემდეგი თავი მესაჭიროება სასწრაფოდდდ <3 საოცრებაა❤ ასე გააგრძელეე❤


მადლობა სიხარულო, ვეცდები მალე ავტვირთოო ❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი თათა

ძალიან საინტერესოდ წერ და უზომოდ მსიამოვნებს შენი ისტორიის კითხვა მარა ძალიან გთხოვ ბევრს ნუ გვალოდინებ ხშირად ისე ხდება რომ იმდენად გვიან დებენ ახალ თავებს სად გავჩერდით ის ადგილი გვავიწყდება აქ შენზე არმაქვს საუბარი უბრალოდ არ დაემსგავსო მათ. ნუ მოკლედ სასწაული ისტორიაა და უზომოდ მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ასევე ძალიან კარგად წერ და უკვე უზომოდ შემიყვარდი

Kargia mara rac mtavaria mtavari personaji mariami rogoria eg arvicit raferis tma akvs ramsimaglea raferis tvalebit raferis kani akvs amas agwera schirdeba gtxov nu micruveb imedebs sxva mxriv dzalian momwons

 


№4  offline წევრი Smailiki

სტუმარი თათა
ძალიან საინტერესოდ წერ და უზომოდ მსიამოვნებს შენი ისტორიის კითხვა მარა ძალიან გთხოვ ბევრს ნუ გვალოდინებ ხშირად ისე ხდება რომ იმდენად გვიან დებენ ახალ თავებს სად გავჩერდით ის ადგილი გვავიწყდება აქ შენზე არმაქვს საუბარი უბრალოდ არ დაემსგავსო მათ. ნუ მოკლედ სასწაული ისტორიაა და უზომოდ მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ასევე ძალიან კარგად წერ და უკვე უზომოდ შემიყვარდი

Kargia mara rac mtavaria mtavari personaji mariami rogoria eg arvicit raferis tma akvs ramsimaglea raferis tvalebit raferis kani akvs amas agwera schirdeba gtxov nu micruveb imedebs sxva mxriv dzalian momwons


გავითვალისწინებ შენს შენიშვნას. ❤❤❤ მიხარია თუ მოგწონს და ყველანაირაე ვეცდები მალ მალე დავდო. ❤❤❤❤
კიდეკაი შემახსენე ეგ რომ არ მაქვს აღწერილი. სიმართლე, რომ ვთქვა ჩემი მოთხრობის პირველი რამოდენიმე თავი აღარც კი მახსოვს. მინდა წაკითხვა, მაგრამ დრო აქ მაქვს. :დდდდდ
მეც შემიყვარდი უკვე. არც კი გიცნობ, მაგრამ შენი კომებტარიდან გამომდინარე შემიძლია კარგი რაღაცები დავასკვნა. ❤❤❤
მიყვარს შენი მსგავსი ადამიანები, რომლებიც მამხნევებენ და მხარში მიდგანან მოთხრობის დადების დროს.❤❤❤❤

 


№5 სტუმარი nia

Dzalian magaria ❤

 


№6  offline წევრი Smailiki

nia
Dzalian magaria ❤


მადლობა შეფასებისთვის სიხარულოოო❤❤❤❤ მიხარია თუ მოგწონს ❤

 


№7 სტუმარი mariami

Dzalian kargia erti suli maq rodis dadeb ❤ mteli gulit gelodebi ❤

 


№8  offline წევრი Smailiki

mariami
Dzalian kargia erti suli maq rodis dadeb ❤ mteli gulit gelodebi ❤


დღეს დავდებ სიხარულოოო❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent