ნაჩუქარი გული (თავიI)
ბავშვობიდანვე ფსიქოლოგობას ვაპირებდი,თითქოს ყოველთვის მქონდა გამორჩეული ნიჭი ,ადამიანების დამშვიდებისა და გონზე მოყვანის ,გავიდა წლები ,ავირჩიე პროფესია და საკმაოდ წარმატებული ფსიქოლოგი გავხდი.ინფორმაციებს ვაგროვებდი საინტერესო ადამიანებზე ,ახლა მინდა ყველა ერთად შევკრიბო და ორიოდე სიტყვა გითხრათ,თითქოს რა კარგი პროფესიაა,ხალხს ეხმარები,ფეხზე აყენებ,მაგრამ რა რთულია, მათი დანახვა ისეთ მდგომარეობაში ,როცა ხედავ როგორ სურთ სიკვდილი და როგორ ცდილობენ არ გამოამჟღავნონ საკუთარი პიროვნული მისწრაფება სიცოცხლის დასრულებისკენ. *** ფიქრებში ვიყავი გართული ,როცა კარი 16წლის გოგონამ შემოაღო,წაბლისფერი თმა ,თაფლისფერი თვალები,მაშინვე მომჭრა თვალი მისმა გარეგნობამ.ბევრი ადამიანი მინახავს,მაგრამ მას რაღაც მეტისმეტად დასამახსოვრებელი თვალები ჰქონდა ,დიდი სევდა იკითხებოდა მასში.მივესალმე ,თავი დამიკრა და თვალებით დასაჯდომ ადგილზე მივანიშნე.ვთხოვე დაეწყო,ნერვიულობდა ,ვიცოდი აქ რაღაც სხვა დამჭირდებოდა ,ახლოს მივედი მისი მქრთალი ხელს შევახე ჩემი დაონაოჭებული ხელი,მაშინღა შევამჩნიე ,რომ ვბერდებოდი. -იცით მე ვერ ვსაუბრობ,მხოლოდ მეგობრებთან ან ისიც იშვიათად. -დამერწმუნე,მე შენი მეგობარი ვარ,შენ კი ჩემი.გამიღიმა. -შეძლებთ,მომიყვეთ თქვენი გატაცებების და ზოგადად თქვენი ცხოვრების შესახებ? -დიახ,მე შემიძლია.შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ? -რათქმაუნდა,თქვენობით ნუ მომმართავთ,ჩვენ უკვე მეგობრები ვართ. -ვინმე გიყვართ?ან გყვარებიათ? -დიახ ,მე მიყვარს ,ახლაც მიყვარს -მას?მას უყვარხართ? -რა საყვარელი ხარ.მასაც ვუყვარდი ,იღონდ ახლა სხვა ცოლი ყავს. -ისევ უყვარხართ? -რათქმაუნდა. -მე მჯერა ,რომ ცხოვრებაში ყველა ადამიანი ვიღაცისთვის იბადება ,სწორედ ასეთი ადამიანი ვიპოვე ,თუმცა ჩვენ ერთად აღარ ვართ. ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავე,ან რა კითხვა უნდა დამესვა,მსგავსი მდგომარეობა საკუთარ თავზე მქონდა განცდილი,ემი უფროდაუფრო მიყვარდებოდა,ვგრძნობდი ჩემს სიახლოვეს მის სულთან.ახალი იდეისგან აღტაცებულმა ვკითხე დალევდა თუ არა ჩემთან ერთად ფინჯან ჩაის,პასუხი დადებითი იყო.ჩვენ წავედით. ემი შეგიძლია მომიყვე,სად და როგორ გაიცანი შენი “მეორე მე”? -დიახ,შემიძლია.ეს ერთი არაფრით გამორჩეული დღე იყო,ბიძაშვილთან ჩამოვედი თბილისში.მანქანიდან გადაღლილი ,აბურძგნული თმითა და უმაკიაჟო სახით გადმოვედი.შინაგანად არ მინდოდა გადმოსვლა,მეზარებოდა და თითქოს გული მიგრძნობდა ,რომ რაღაც უჩვეულო უნდა მომხდარიყო.გავაღე კარი თუ არა,გასაღები დამივარდა ძირს ,ვიღაც უცნობი მაწვდის,რომელსაც არც კი ვიცნობ,მაგრამ იმდენად საყვარელი იყო,გულში მაშინვე ჩამივარდა.მადლობა გადავუხადე და გავუყევი სახლისკენ მიმავალ გზას.კიბეებზე ავდიოდი ,თითქოს თავბრუდამეხვა და უცებ ვიგრძენი ვიღაცის ხელებში ჩავარდი.თავი რომელიმე რომანტიკულ სერიალში მეგონა.შემდეგ იყო დიალოგი: -დიდი მადლობა ,არვიცი რა დამემართა .ალბათ მგზავრობისგან გადავიღალე . -არაუშავს,დღეს ორჯერ შევხვდით ,ერთმანეთს არც კი ვიცნობთ.დიდი ხანია აქ ცხოვრობ? -არ ვცხოვრობ აქ ,სტუმრად ვარ ჩამოსული . -იმედია ,კვლავ გნახავ.გამარჯობა,მე გეგა ვარ . -გამარჯობა,მე ემი. შემდეგ ერთმანეთს მალევე დავემშვიდობეთ.მივედი თუ არა ლოგინზე დავეცი და 3საათი გამუდმებით მეძინა.როცა გამეღვიძა ,რათქმაუნდა ტელეფონი ავიღე და სქროლვა დავიწყე.რაღაც ივენთი იდო ,ყოველთვის მიყვარდა სამეგობროსთან ერთად სიარული და გართობა,რადგან აქ ბევრი მეგიბარი არ მყავდა ,გადავწყვიტე დამეპოსტა .უმალვე დააკომენტარა ვიღაც ბიჭმა ,აშკარად მეცნლბიდა სახელი,უცებ დეჟავიუ და წამში გაჩერდა ყველაფერი.როგორც კი მის პროფილზე გადავედი ,მაშინვე მივხვდი ,ვინც იყო .ორ წუთში მესიჯმაც არ დააყოვნა: -ჩვენ მეგობრებიც ვყოფილვართ ,თურმე... -რა პატარაა ეს თბილისი ,უფროსწორად ეს სამყარო. -ხვალ წავიდეთ?გიყვარს ასეთი ადგილები? -კი,ძალიან.წავიდეთ თუ თავისუფალი ხარ. მოულოდნელობებით აღსავსე იყო ის დღე,არ ველოდი ამდენი ოცნების ერთად ასრულებას.თითქოს ვგრძნობდი ,რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე ,მინდოდა ჩავხუტებოდი ,მაგრამ სახელის გარდა არაფერი ვიცოდი მასზე.სულმოუთმენლად ველოდი მომდევნი დღეს,ახალი საფიქრალი მქონდა,რა ჩამეცვა .ყოველთვის ჩვეულებრივი და “მეზარებაჩაცმა “სტილი მქონდა .არ ვგავდი ისეთ გოგოებს ,რომლებიც საათობით არჩევენ სამოსს,სწრედ ეს დამემართა.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ხელი ლეოტოპისკენ გამექცა ,ავიღე და გადავწყვიტე უარი მიმეწერა. გამარჯობა,გამიაზიარეთ თქვენი რჩევები და შთაბეჭდილებები.ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.