მკვლელობა შავ წრეში (3 თავი)
იარაღის გასროლის ხმა ყველაზე მოულოდნელი რამ იყო ჩემთვის რაც კი შეიძლება დღეს მომხდარიყო, თავიდან საფრთხის სერიოზულობა ვერ გავიაზრე მაგრამ როდესაც პანიკიდან გამოვედი შევძელი ნორმალირი ადამიანივით აზროვნება, ჩანთიდან იარაღი ამოვიღე და სასწრაფოდ იარაღში ჩავალაგე. მისაღებისკენ, ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯებით წავედი, დავინახე გამოგლეჯილი შემოსასვლელი კარები, მისაღების კარებთან რომ მივედი ვეცადე რაც შეიძლება ნაკლებად გამოვჩენილიყავი და ისე შემეხედა ოთახში. რათქმაუნდა დამაგვიანდა, ოთახში ნიკოლასის, მისტერ დერილის და დელივერების მსახურის გარდა აღარავნი იყო. ამოვისუნთქე და უმალ ოთახში შევედი, ძალიან შემაძრწუნებელი მდგომარეობა დამხვდა. მისტერ დერილი და მსახური თითო ტყვიით მოკლულები დამხვდნენ, ნიკოლასი კი ფეხში იყო დაჭრილი -მოულოდნელად შემოვიდა-ნიკოლასმა შეშინებული და ტკივილ ნარევი ხმით მითხრა-ისინი თითო ტყვიით მოკლა მე კი ფეხში დამიმიზნა, აშკარა იყო რომ ჩემი მოკვლა გეგმაში არ ქონდა და ფეხში გამიზნულად მესროლა-ძლივს ლაპარაკობდა-პოლიცია და სამედიცინო ბრიგადა გზაშია უკვე დავრეკე. მე ვერაფერი ვთქვი, თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა. ჩვენი ეჭვმიტანილთა სიის ერთადერთი წევრი ჩემს წინ მკვდარი გდია, არ მყავს ეჭვმიტანილი, არცერთი სიახლე არ მაქვს საქმეში და არც კი ვიცი შემდეგში ვინ უნდა დავკითხო. როდესაც პოლიცია მოვიდა ირგვლივ ყველაფერი ქაოსმა მოიცვა, ნიკოლასი საკაცით წაიყვანეს, გვამები შავი ჩანთებით წაიღეს, მკვლელობის ადგილს ბევრი ფოტოები გადაუღეს, წაიღეს შემოსასვლელი კარი ექსპერტიზაზე და 1 საათში სახლი სრულიად დაცარიელდა. ისევ სიჩუმე, წყეული სიჩუმე. მისაღებში შევედი ისევ ყველაფერი ისეთი იყო, ბუხარზე ამოკვეთილი ლომები არ კარგადვნენ სასტიკ გამოხედვას. ყველაფერი ზედმეტად ნორმალურად იყო, თითქოს არავინ მოუკლავთ და სადაცაა კაბინეტიდან მისტერ დერილი გამოვაო. კაბინეტში შევედი, იმ უზარმაქარ სავარძელში მოვთავსდი სადაც მისტერ დერილი საათ-ნახევრის წინ იჯდა და სიგარას აბოლებდა, უჯრიდან "ხრუსტალის" წიწვებიანი ჭიქა ამოვიღე და ვისკი ჩამოვასხი. ყველაფერი ძალიან გართულდა, ახლა უკვე მეორე შავი ყუთი გაჩნდა მაგრამ უფრო დიდი ვიდრე წინა, ბევრად დიდი წყეული ყუთი! ვცადე გამოძიებისთვის რამე საინტერესო მეპოვა და ოთახს გადავხედე; არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ბიზნესმენის კაბინეტი, მაგრამ მაინც არის ერთი რამ: "მონა ლიზა" უზარმაზარი ნახატი რომელის სასმეკლების მაგიდის თავზე კიდია. თუკი მხოლოდ 1 ფილმი მაინც გინახავთ რომლის რომელიმე ეპიზოდი გადაღებულია კაბინეტში ეს იმას ნიშნავს რომ გეცოდინებათ: კაბინეტებში სურათების უკან ყოველთვის არის სეიფი და ვფიქრობ ეს დამეხმარება რამე ხელმოსაჭიდი ვიპოვო. სურათი გამოვწიე და ვუალა! რათქმაუნდა სეიფი ადგილზეა. მაშინვე ტელეფონი ამოვიღე და მამაჩემის ძველ მეგობარს დავურეკე და ის სეიფის გატეხვაში დამეხმარა. მეგობრებო გთხოვთ შემიფასეთ, რა მოგწონთ და რა არა. პ.ს ვიცი ძალიან პატარა თავებს ვდებ მაგრამ ბოდიში დრო არ მყოფნის რომ სრულად დავდო თავები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.