Royal Couple (თავი I)
ბარლონაში მზე თითქმის უკვე ჩასულიყო სასახლეში აჯანყება რომ მოხდა. ბარლონა ერთ-ერთი დიდი სამეფოა სხვა სამეფოებს შორის. მეფე დეივიდი ტახტზე უკვე 25 წელია ზის, მას ძალიან ხშირად უწევდა აჯანყების ჩახშობა რის გამოც ცოლი დაკარგა და ტახტის მემკვიდრედ 3 წლის ლეონარდი დარჩა. როცა მეორედ ცადა ბედი პირველზე უკეთ გაუმართლა ახლა ლეონარდთან ერთად ნიკოლასი და ელიზაბეტი ყავს და მათ დაკარგვასაც ვერ დაუშვებდა. აჯანყება სასახლეში საზოგადოების დაბალმა ფენამ მოაწყო, რომელთაც სძულთ მეფე-დედოფალი და მათი შვილები. აჯანყებულები აქაურობის დარბევას უვე 5 წელია ცდილობენ და სამეფო კარის წარმომადგენლებიც 5 წელია ცდილობენ დააწყნარონ აჯანყებულები, მაგრამ ეს არც ისე კარგად გამოსდით. ნიკოლასმა აურზაურის შესახებ პირველმა გაიგო რადგან დღეს 12 აგვისტოს ეს მის წინააღმდეგ ხდებოდა. როცა დასაწოლად ემზადებოდა ოთახში 5 შეიარაღებული მებრძოლი შეუვარდა, 5 კარებთან დარაჯობდა მათ, ათიც დერეფანს ყარაულობდა. - ოუუ, დღეს მთელი ამალით მოსულხართ-ჩაიღიმა ნიკოლასმა და ლოგინის ქვეშიდან ხმალი გამოაცურა -კარგი აბა ვნახოთ რამდენი დარჩებით ცოცხალი და რამდენი სახსალამათი. ნიკოლასმა ხმალი მოიქნია და იქვე მდგომს ხელი გაუკაწრა ისე რომ ხმლის დაჭერა ვერ შეძლებოდა, მეორე აჯანყებულიც წამოვიდა მისკენ და მასაც მზად დახვდა, ნიკოლასმა მაღალი ახალგაზრდა ბიჭის მოქნეული ხმალი აიცილა და ფეხში დაჭრა. მესამე პირველზე და მეორეზე უფრო სწრაფი და ჭკვიანი აღმოჩნდა, მისკენ პირდაპირ არ წასულა, უკნიდან მიესალმა და მხარში დაჭრა, უცებ სასახლეში ხმაური ატყდა ამ ხმაურზე მესამე აჯანყებული ოდნავ დაიბნა და ნიკოლასმაც ამით ისარგებლა ფეხი გამოუდო და იატაკზე დაანარცხა, ერთადერთი მესამე აჯანყებული დარჩა სხვები კი გაიქცნენ, მაგრამ იგი ბოლომდე იბრძოდა სანამ ნიკოლასმა კედელთან არ მიიმწყვდია. როცა დააპირა გაეგო ვინ იყო ოთახში მეფე და მისი უფროსი ძმა შემოვიდნენ. -რატომ არ დაგვიძახე?- გაბრაზებულმა ჰკითხა დევიდმა -დამეძახა და მთელი გართობა ჩამეშხამა? არააა, ამას არ ვიზამდი, მე მათ მოვერეოდი- უთხრა და იმ ნადავლით მოიწონა თავი რომელიც მას დარჩა. -სისხლი? ეს რა შენი სისხლია?- მეფეს და ლეონარდს დედოფალი შემოყვა- დაჭრილია, იპოვეთ ის ვირთხები და მე მომგვარეთ! -სიმართლე რომ გითხრათ ვინაც დაჭრა ის ვირთხა მე ვარ, აქ თქვენს წინაშე- აჯანყებულის ხმამ და ტონმა ყველა გააკვირვა. -გოგო? მოიცა შენ გოგო ხარ?-დაბნეულმა ჰკითხა ნიკოლასმა -გოგომ დაგჭრა ძმაო-გაიცინა ლეონარდმა -უბრალო გოგოც კი არ არის, ბლექჰუპერია, ბლექჰუპერების ქალიშვილი ვივიენი. -სიუპრიზი-გადაიხითხთა ვივიენმა და ეშმაკურად ჩაიცინა. - იცით სადაც უნდა წაიყვანოთ - დედოფალმა ვივიენი აათვალიერა და ოთახიდან გავიდა. ვივიენის გაყვანა და საპყრობილეში ჩაყვანა ბრძანეს მაგრამ 5 წუთში ნიკოლასმა ეს ბრძანება შეცვალა და ვივიენი მის ოთახში დააბრუნეს. - შენი გვარი, ბლექჰუპერი მეცნობა, მაგრამ შენს ოჯახის წევრებს არ ვიცნობ. - სამაგიეროდ დედაშენი იცნობს, პრინცო ნიკოლას- თავი გააქნია ვივენმა. - ვინ? - უკაცრავად? - კიდე ვინ გააკეთე ეს-კითხვა უფრო ხმამაღლა გაიმეორა ნიკოლსამა. - გგონია მათ ჩავუშვებ?- წარბებიმაღლა ასწია ვივიენმა. - გაიძულებ-უთხრა ნიკოლასმა და დანა ამოიღო - ამას არ იზამ - კუთხეში მიგიმწყვდიე, შენს დაჭრას და წამებას ვაპირებდი, იატაკზე დაგაგდე და კიდე რამეს არ ვიზამ? - შენ ერთი რამ არ იცი პრინცო-უკმაყოფილოდ თქვა ვივიენმა. - და რა არ ვიცი? - ის რომ შენი საცოლის მოკვლა არ შეგიძლია- ბუზღუნით უთხრა და ხელები გაინთავისუფლა - საცოლე? გიჟი ხარ, საცოლეს მე ვარჩევ. - არა საცოლეებს შორის მეც ვიქნებოდი ეს რომ არ ჩამედინა და გაიძულებდნენ მე აგერჩიე. მამაშენმა შეთანხმება დადო მამაჩემთან როცა პატარები ვიყავით, რატო ხართ შენი აზრით შენ და შენი ოჯახი ჯერ კიდევ ცოცხლები? ჩემი ოჯახის გამო, მე კი ეს არ მაწყობს რადგან ნამდვილად არ მინდა შენი ცოლობა და დანგრეული სამეფოს პრინცესობა. - რატომ უნდა დაგიჯერო?-ჩაიცინა ნიკოლასმა და დანა მოიმარჯვა - დედაშენს კითხე-მხრები აიჩეჩა ვივიენმა და ლოგინზე ჩამოჯდა. - მცველებო-ბოლო ხმაზე დაიყვირა ნიკოლასმა-ხელები კარგად შეუკარით და საპყრობილეში გამოკეტეთ. - იცი რომ მართალი ვარ ნიკოლას, შენ ეს იცი-დაიყვირა ვივიენმა ოთახიდან გამოსულმა ვივიენმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.