შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Mirkwood (თავი 1-2)


13-02-2020, 22:42
ავტორი Gellert Grindelwald
ნანახია 1 035

თავი 1

იმ საშინელმა და სისხლიანმა ომმა, რომელიც მრავალი წლის წინათ მოხდა, ასე თუ ისე მთელი შუა ხმელეთი შეცვალა, ყველა რასას ადამიანებს, ელფებს, ჯუჯებს თუ ორკებს ყველას დაადო დაღი.მრავალი წლების განმავლობაში შუა ხმელეთზე სისხლის მდინარეები დიოდა, არცერთი ადგილი არ იყო ისეთი,რომელიც რომელიმე რასის სისხლით არ შეღებილა.ამ ომმა, იმოქმედა მირკვუდზეც სამეფომ დედოფალი დაკარგა, მეფე თავისი საყვარელი ქალის სიკვდილს ვერ აღიარებდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა იძულებული იყო, ამისთვის თვალი გაესწორებინა, ხოლო თავისი სიყვარული ვაჟს მიუძღვნა. ასე რომ სასახლეში სამგლოვიარო სიმღერა შეწყდა, დედოფლის სხეული ზღვას გაატანეს და სამეფომ მწვერვალისკენ სვლა დაიწყო.
ტახტზე მეფე თრანდუილი იჯდა, ხელში გრძელი პერგამენტი ეჭირა და თავზე მინდვრის ყვავილების გვირგვინი ედგა. იმდენად ჩაფიქრებული იყო, რომ ოთახში ლეგოლასის შემოსვლა ვერც კი შენიშნა. ბიჭს ხელში ხის მშვილდი ეჭირა და ხის ისრებით სავსე კაპარჭი ქონდა გადაკიდებული. თრანდუილმა ბიჭს პერგამენტის ზემოდან გადმოხედა:
-აქ რა გინდა?-ბიჭიდან მზერა მშვილდზე და კაპარჭზე გადაიტანა-ეს რად გინდა?
-მე გავაკეთე-გაუღიმა ბიჭმა-არ მოგწონს?
-რათქმაუნდა მშვენიერია-თქვა და ისევ პერგამენტს მიუბრუნდა, ლეგოლასი მის გვერდით ჩამოჯდა:
-არ მასწავლი მშვილდის ხმარებას?
-ჯერ არა. ამისთვის დრო კიდევ გვექნება-თრანდუილმა შვილს გახედა და ბოლოს დათანხმდა, თავისი მშვილდი აიღო და კაპარჭი ისრებით გაავსო. ორივემ დატოვა სასახლე. სასახლეს და ტყეს ხიდი ყოფდა ერთმანეთისგან, შუა ტყეში წავიდნენ და სამიზნედ დიდი კლდე გამოიყენეს. პირველი თრანდუილმა დაუმიზნა და ისროლა,შემდეგ შვილს შეცდომები გაუსწორდა და სწავლებას შეუდგა. დიდი დრო გავიდა მანამ სანამ, ლეგოლასი მიზანში მოარტყამდა. როცა ეს მოხდა გახარებული მამამისს ჩაეხუტა.
ამასობაში ტყეში ბინდი ჩამოწვა, ციცინათელები რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სადღაც იყვნენ დამალულები სამალავიდან გამოვიდნენ და ტყე გაანათეს, ზემოთ თუ აიხედავდი ურიცხვი ვარსკვლავით მოჭედილ ცას დაინახავდი, მათგან შვიდი განსაკუთრებით ბრწყინავდა.ელფებს ვარსკვლავები განსაკუთრებით უყვარდათ, როცა პირველად მოვიდნენ შუახმელეთში და როცა თვალები გაახილეს, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაინახეს. ლეგოლასმა ზემოთ აიხედა და მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ხედავდა ამ სილამაზეს განცვიფრებულმა მამამისს თხოვა რამე მოეყოლა ვარსკვლავებზე. თრანდუილი იქვე ქვაზე ჩამოჯდა, შვილი კალთაში ჩაიჯინა ხელი ვარსკვლავებისკენ გაიშვირა და მოყოლისას თან ვარსკვლავებს ხელით ანიშნებდა. მისი მონაყოლი კი ასეთი იყო:
"როგორც ელდარნი გადმოგვცემენ, წლების წინ მორგოთი მძვინვარებდა შუა ხმელეთში. ამით შეწუხებულმა ვალარებმა, ბჭობა გამართეს შუა ბჭობისას იქაურობა ვარდამ ელენტარმა დატოვა და ტანიქუეტილიდან შუახმელეთს გადახედა. ვეება ჯამიდან ვერცხლისფერი ცვრის წვეთები ამოიღო და შექმნა ვარსკვლავები, რომ ელფებისთვის დაეხვედრებინა. ამის გამო შევარქვით ვარდას ელენტარი, ვარსკვლავთა დედოფალი. კარნილი და ლუინილი, ნენარი და ლუმბარი, ალკარინქუე და ელემირე და სხვა უამრავი ვარსკვლავი გამოჭედა მან ცაზე. ხოლო ჩრდილოეთით მორგოთის გამოსაწვევად და ბოლო ბრძოლის მაუწყებლად შვიდი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი".

თავი 2

ელენტარზე, ვარსკვლავთა დედოფლის შესახებ მოყოლილმა აღმაფრთოვანებელმა ისტორიამ ლეგოლასზე იმოქმედა და უფრო მეტის გაგება მოისურვა, ასე რომ თრანდუილის გვერდით მოხერხებულად მოიკალათა და სმენად იქცა. ვინ იცის რამდენი დრო გავიდა, მანამ სანამ თრანდუილი ფეხზე წამოდგებოდა:
-ლეგოლას, აქ დარჩი მალე მოვალ-ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. თრანდუილი ტყის სიღრმეში შევიდა და უკუნეთმა სიბნელე შთანთქა მისი სხეული, ციცინათელები ალაგ ალაგ ხვდებოდნენ, ბოლოს მთლად გაქრნენ თრანდუილი კი უფრო და უფრო ღრმად შედიოდა ტყის სიღრმეში. ცუდს გრძნობდა ხვდებოდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. უცებ მას გზა ცხენმა გადაჭრა, იქიდან კაცი ჩამოხტა თრანდუილმა მშვილდი მოიმარჯვა:
-თრანდუილ, ელრონდი ვარ-კაპიუშონი გადაიძრო ელფმა
-აქ რა გინდა? - მშვილდი დაბლა დაუშვა და ისარი კაპარჭში ჩააბრუნა
-მომისმინე, მეც არ ვიცოდი აქეთ რომ მოვიდოდი მაშინ გავიგე შემთხვევით. ორკები მირკვუდზე თავდასხმას აპირებენ, დაახლოებით სამიათასი ორკი მოემართება აქეთ.
-მე არაფერი ვიცოდი. მომისმინე სასახლეს მარტო ორასი ელფი იცავს, დრო დასაკარგი არაა, არ ვიცით როდის შემოგვიტევენ. ლეგოლასი ტყეში მარტოა უნდა წამოვიყვანო, შენ სასახლეში რომ მიხვალ კაცი გაგზავნე, სამეფოს რვაასიათასი ელფი იცავს რამდენიც გინდა გამოიძახე.
-კარგი, რივენდელშიც გავგზავნი კაცს. მაგრამ ვშიშობ ვერ მოგვისწრებენ.
-ორასი კაცით დროებით შევაკავებთ-ელრონდი ცხენს მოახტა და სასახლისკენ წავიდა, თრანდუილი კი ლეგოლასთან წავიდა. ის ტბის პირას იჯდა და ტბაში არეკლილი ხეების და მთვარის სურათით ერთობოდა, თრანდუილმა თავისკენ იხმო და ორივე სასახლისკენ წავიდა:
-ლეგოლასს, უნდა დამპირდე რომ როცა სასახლეში მივალთ, შენს ოთახში შეხვალ და იქიდან არ გამოხვალ.
-გპირდები-სასახლეში რომ შევიდნენ ლეგოლასი მსახურს გაყვა, თრანდუილმა კი კარების დაკეტვის ბრძანება გასცა, მასთან ელრონდი მივიდა:
-ორკები გვიახლოვდებიან.
-ინიალოს!-დაუძახა თრანდუილმა ერთ ერთ გენერალს-ასი კაცი გალავანზე დააყენე და შენ და ელრონდი იქნებით მათთან ერთად, მე და თანილი სასახლის გარშემო ვიქნებით დანარჩენ ასთან ერთად.
-არის-იანოლი დამორჩილდა მეფის ბრძანებას, ასი კაცი გალავანზე განთავსდა, ასი სასახლის გარშემო. ორკები გამოჩნდნენ თრანდუილმა და ელრონდმა სროლის ბრძანება გასცეს, ორკებს დიდი უპირატესობა ქონდათ, ელფების არმია შორს იყო, ისრებს წვიმა დაატყდათ თავს ორკებს, ხის კიბეები ისროლეს გალავანზე ასასვლელად.სასახლის გარშემო მყოფი ელფები ამოიხოცნენ,გადარჩენილებს ბრძოლა არ შეეძლოთ, თანილიც დაიჭრა თრანდუილი მის დასახმარებლად წავიდა, ორკი რომელიც კიბეზე ასვლას ლამობდა მოკლა და თანილი აუშვა, შემდეგ თვითონაც ავიდა, კიბის თოკები გადაჭრეს, ელრონდი მაშინვე მასთან მივიდა:
-თრანდუილ, ასი კაცით ვერაფერს იზამ, ვერ მოვიგებთ.
-მირკვუდს არ დავთმობ.ყოველშემთხვევაში ისე მაინც მოვკვდები როგორც მეომარი და არა როგორც ლაჩარი,მინდა წახვიდე და ლეგოლასიც წაიყვანო,სამეფოს შენ უფრო ჭირდები.
-ლეგოლასი უკვე გავუშვი.რაც შემეხება მე შენს გვერდით ვიბრძოდი და ახლაც ასე იქნება.არ მიგატოვებ.
გარედან ყვირილის და შეძახილების ხმა ისმოდა:
-რა ხმაა,არმია უკვე მოვიდა?-ორივე გარეთ გავიდა.ადამიანები იყვნენ,ორკებს გამეტებით ებრძოლებოდნენ,მეორე მხრიდან ელფების არმიაც მივიდა და მალე ელრონდის არმიაც შეუერთდა ომს.ზოგი ორკი გაიქცა,ზოგი მდინარეში გადავარდა,უმეტესობა მოკვდა და მათმა სისხლმა შეღება მდინარის ლურჯი წყალი.მირკვუდი გადარჩა,ბრძოლა დასრულდა.თრანდუილი გარინომთან ადამიანების გენერალთან მივიდა:
-მადლობას გიხდით თქვენ რომ არა მირკვუდი ნამდვილად მიწასთან გასწორდებოდა.
-რა საჭიროა მადლობა,ეს ჩვენი მოვალეობა იყო,ადამიანები და ელფები ორივე რასა ძმებივით ვართ,ორივე ილუვატარის შვილნი.
-რათქმაუნდა.
-ჩვენი წასვლის დროა,გაუხარდება მეფეს მირკვუდის გამარჯვების ამბავი-ჯარს რაღაც ანიშნა და ადამიანები ისეთი დიდებით წავიდნენ როგორითაც მოვიდნენ თრანდუილი ელრონდს მიუბრუნდა:
-მიუხედავად იმისა რომ არ გწამდა გამარჯვების,მაინც არ წახვედი.
-არ წავიდოდი,თუნდაც მარტო მე და შენ დავრჩენილიყავით-ელრონდმა თრანდუილს გაუღიმა,ცხენზე შეჯდა და რივენდელისკენ წავიდა.ამ დროს სასახლიდან ლეგოლასი გამოვიდა და მამამისს ჩაეხუტა:
-ჩემო საყვარელო,ხომ არ შეგეშინდა?
-არა,არ შემშინებია.
-ძალიან კარგი-თრანდუილი და ლეგოლასი სასახლეში შევიდნენ.დაღუპულები გმირულად დაკრძალეს,დაჭრილებს კი უმკურნალეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent