შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავ წრეში (4 თავი)


14-02-2020, 22:33
ავტორი ნი ჯეი
ნანახია 770

თუკი ოდესმე ვინმე მკითხავს თუ რა არის ჩემი ყველაზე დიდი განძი, რათქმაუნდა ვიტყვი რომ ეს მამაჩემია. მამაჩემი არის ადამიანი რომელმაც ცხოვრება ისე დაასრულა ვერც კი ვიგრძენით. ყველას ისევ ისე უყვარს როგორც აქამდე და ვერცერთი ნაცნობის ყოველდღიური ცხოვრებიდან ვერ ამოიშალა.
დღესაც მამაჩემი იმ ქვეყნიდან დამეხმარა, გამომიგზავნა თავისი ძველი მეგობარი ახლა კი ვდგავარ და ვუყურებ როგორ დიდი ინტერესით ცდილობს ბიძია კევინი სეიფის გატეხვას. იგი თავისი საქმის პროფესიონალია, ამიტომ მას ამ საქმისთვის 5 წუთიც კი არ დაჭირვებია.
სეიფმა დაიტკაცუნა
-მგონი მოვრჩი-დამცავი სათვალე მოიხსნა ბიძია კევინმა.
-რამმდენი გადაგიხადოთ?-ხელი ჩანთისკენ წაიღე.
-კას, კარგი რა!-წარბები აზიდა ბიძა კევინმა-სერიოზულად ფიქრობ რომ ფულს გამოგართმევ?-ჩალაგება დაიწყო-ჩათვალე რომ ეს მეგობრული დახმარება იყო.
თავი უხერხულად ვიგრძენი, არ უნდა შემეთავაზებინა. როდესაც ბიძა კევინმა ჩალაგება დაასრულა გავაცილე და ტაქსიც გამოვუძახე, მე კი მაშნვე სეიფს დავუბრუნდი. სეიფს გარედან ძალიან პატარა კარები ჰქონდა, როდესაც გავაღე არაფერი იყო ჭქის გარდა, აღება ვცადე მაგრამ როგორც აღმოჩნდა იგი დამაგრებული იყო ერთ ადგილზე, ვერ მივხვდი ეს რას უნდა ნიშნავდეს. შემდეგ ჭიქის გაცურება ვცადე და შემთხვევით მარჯვნივ მოვაბრუნე, ახლა კი მივხვდი ამ ჭიქის დანიშნულებას. როდესაც ჭიქა მოვაბრუნე სეიფის ძირი ამოიწია, მე კი ჭიქიანად გამოვიღე, სეიფის ქვეშ დიდი სათავსო იყო. ხელი ჩავყე, ფული იყო, ძალიან ბევრი ფული.
45 ცალი 500 დოლარიანების დასტა ამოვიღე, იქვე 3-4 კოკაინის შეკვრაც იდო, ბოლოში კი ხის შავი ყუთი.
გახსნა ვცადე მაგრამ ვერ გავხსენი, ამიტომ ის დანა მივიშველე რომელიც დერილის მაგიდახე იდო, ბევრი ვეწვალე და ბოლოს მაინც გავტეხე. შიგ სისხლიანი ბეჭედი, წერილების დასტა და გასაღები იდო. ეწ წერილები აუცილებლად უნდა წამეკითხა, მაგრამ ნიკოლასს და სხვებს არ უნდა გაეგოთ ამ ყუთის შესახებ ამიტომ ჩანთაში ჩავაგდე, ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ბიძია თომას დავურეკე.
-გისმენ კას.
-ბიძია თომა, ალბათ გაიგებდი რომ მისტერ დერილი მოკლეს, მე ისევ მის სახლშვარ, ახლა მისი საიდუმლო სეიფის წინ ვდგავარ და აქ ბევრი საინტერესო რამაა, შეგიძლია ნარკოტინული განყოფილებიდან რამოდენიმე თანამშრომელი გამოუშვა რომ აქაურობას მიხედონ?
-რათქმაუნდა, ახლავე ვეტყვი ელიზაბეტს.
-კარგი, მადლობა.
ფულის დასტებს გადავაბიჯე და გარეთ გამოვედი. გზად სათამაშოების მაღაზიაში გავიარე და ტაისის დაბადებისდღის საჩუქრად დიდი დათუნია ვაჩუქე (წინა დაბადებისდღეზე ტელეფონი ვაჩუქე და მითხრა რომ მას დათუნია ურჩევნოდა). სახლში რომ მივედი ძალიან დაღლილი ვიყავი, ტაისი კარებში შემომეგება, დათუნია რომ დაინახა ძალიან გაუხარდა, თვალები ცისარტყელას ფერებში უნათებდა. დედას ქათამი გამოეცხო მაგრამ ვერაფერი შევჭამე, დედას ვთხოვე დილით ჩემთვის შკოლადიანი ორცხობილები დაეხვედრებინა და მაშინვე დასაძინებლად წავედი.
დილით მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი ყავა ავადუღე და ბართან დავჯექი.
-გუშინ რაგჭირდა?-შაქარი მომაწოდა დედამ.
-არაფერი, უბრალოდ ძალიან დატვირთული დღე იყო, ზედმეტად ბევრი რამ მოხდა ერთი დღისთვის.
-თუ ძალიან იტვირთები, ბიძა თომას ელაპარაკე, გაგიგებს ხოიცი.
-დედა! ფიქრობ ჩემს პირველივე საქმეს მივატოვებ?
-მე უბრალოდ შემოგთავაზე.
-გუშინ რომ გთხოვე, გამომიცხე ორცხობილები?
-კი, შოკოლადით და კარაქის კრემით.
-ჩეგიძლია რამე ლამაზ კონტეინერში ჩამილაგო? თან წავიღებ.
-რათქმაუნდა საყვარელო.
სანამ სამსახურშ მივიდოდი ნიკოლასს გავუარე საავადმყოფოში. რომ მივედი აშკარად გაუხარდა და მზერაზე ეტყობოდა რომ უფრო ადრეც ელოდა რომ მოვინახულებდი. რომ შევედი ფართო ღიმილით დავაჯილდოვე და მისი საწოლის გვერდით მდგომ პატარა მაგიდაზე ორცხობილების კონტეინერი დავდე.
-როგორ ხარ ნიკოლას?
-კლაუსი გთხოვ.
-კარგი, როგორხარ კლაუს?
-მადლობა კას, კარგად ვარ. რეალურად არც არაფერი მჭირდა, ვერც კი ვხვდები რატომ გადაწყვიტა ექიმმა რომ საავადმყოფოშ დარჩენა მჭირდებოდა! ვფიქრობ ხვალ დაგიბრუნდები.
-გთხოვ არ იჩქარო, მარტოც გავართმევ თავს სანამ გამოკეთდები, მირჩევნია სრულიად გამოჯანმრთელებული დამიბრუნდე.
-კარგი.
საათზე დავიხედე, ჩემი წასვლის დრო იყო და სახე მომეშმუშნა, ღრმად ამოვისუნთქე და ჯიკოლასს ისევ გავუღიმე.
-ვფიქრობ ჩემი წასვლის დროა.
-კარგი არაა პრობლემა.
-გამოჯანმრთელებას გისურვებ.
-მადლობა რომ მომინახულე.
განყოფილებაში რომ მივედი, კარები ჩავკეტე და კითხვა დავიწყე, მგონი ეს ზუსტად ისაა რასაც ვეძებდი...


იმედია მოგეწონათ, რას ფიქრობთ?



№1 სტუმარი ნიცა

რათქმაუნდა მომეწონა❤️❤️❤️და გთხოვ თავები გაზარდე❤️❤️❤️დანარჩენი კაია❤️❤️უი ხო კიდე გთხოვ არ მალოდინო თორე მერე ინტერესი მეკარგება❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent