სხვა მხარეს ( თავი I )
ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ის 13 წლის იყო. მას ძალიან უყვარდა მეცნიერება და ხშირად აკვირდებოდა სხვადასხვა ვარსკვლავებსა და პლანეტებს. ერთ დღეს ვარსკვლავების ცვენის საყურებლად ის და მისი მეგობარი - კევინი, ტბასთან ხიდზე ჩამოჯდნენ და შიშველი ფეხები წყალში ჩაყვეს. ისინი დიდი მოლოდინით ელოდნენ ვარსკვლავთა ცვენას, თუმცა საიდანღაც კევინის უფროსი ძმა და მისი მეგობრები გამოჩნდნენ და ყველაფერი არიეს. ჯეფმა (კევინის ძმამ) ხელი სტაცა კევინს და ფულს თხოვდა. კევინი უსუსური აღმოჩნდა და წინააღმდეგობას ვერ უწევდა უფროს ძმას. ამის შემხედვარე ბიჭუნამ შიში დაძლია და ჯეფისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა ამის გამო ჯეფი განრისხდა და მას გაეკიდა. ბიჭი ტყეში გაიქცა. მას ძალიან ეშინოდა და თან გარბოდა როდესაც ხის მორს ფეხი წამოკრა და თავი ძირს დაარტყა... დაწერეთ კომენტარებში გავაგრძელო თუ არა ისტორიის წერა. ეს ჩემი პირველი ისტორიაა, ამიტომ გთხოვთ უაზრო კომენტარებისაგან თავი შევიკავოთ. მივიღებ შენიშვნებსაც და შეცდომებს გამოვასწორებ. კომენტარები არ დაიშუროთ !.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.