შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

She’s crazy but she’s mine (1)


15-02-2020, 00:52
ავტორი მმარიამმი
ნანახია 1 216

10 თებერვალი
ცხოვრება ძალიან რთული ხელოვნებაა.ერთი დიდი ნახატი,მრავალი ფერით.სამყარო ერთადერთი ყველაზე სასტიკი გარემოა.ერთდროულად ფერადი და უფერული.უამრავი ადამიანი კვდება.ყოველლდღიურად ძალიან ბევრ ადამიანს მიწას აბარებენ.მერე რა რჩება?ცივი კუბო,ცივი მიწა და ასეთივე გაყინული სამარე.იცით?!მტიკივა.შავ მიწას მიბარებული თოთოეული უსიცოცხლო სხეული ჩემში უსაზღვრო თანაგრძნობას და ტკივილს იწვევს.იყო დრო როცა ძალიან ბევრი უაზრობის გამო ვიღლიდი თავს,მაგრამ გავიდა წლები და მივხვდები რომ არ ღირს ამ ხანმოკლე ცხოვრების უზარო ფიქრებით დატვირთვა.აი ახლაც კვლავ სევდიანი ამბის თხრობა დავიწყე.არადა სულაც არ ვარ ასეთი.პირიქით ძალიან მიყვარს სიცოცხლე.
ვინ ვარ?-ელენა,ელენა ამირეჯიბი.
სად ვარ?-საავადმყოფოში.
რატომ?-ფსიქოლოგიის მეორეე კურსის სტუდენტი ვარ,მაკას მივაკითხე,დეიდაჩემს.
რა მაწუხებს?-საავადმყოფოს დერეფაში მიმავალს ყურადღება გამეფანტა და თვალებიც საპერაციოსთან მდგარი რამდენიმე ადმიანისკენ გამექცა.ყოველ უმნიშვნეოლო დეტალს ვაკვირდდები.აი ახლაც,ერთი დაახლოებით 45 წლის ქალს და ოდნავ უფროს მამაკაცს ვხედავ მარცხენა ხელზე წამოცმული ერთნაირი საქორწინო ბეჭდებით,აქვე ერთ წყვილია,ახალგაზრდა გოგო სავარაუდოდ ქმარს ეკვრის და ცრემლები ღაპაღუპით სდის.კიდევ ერთ ბიჭს ვხედავ,მაღალს,საოცარ თითებით,და ასეთივე უნიკალური გარეგნობით,მწვანე,ჭაობისფერი თვალები აქვს,მართლაც ჭაობის მსგავასად ჩამთრევი,აცრემლიანებული.ჰო მაკა ექიმიც აქვეა,დამწუხრებული სახით დგას და მხოლოედ ერთ სიტყვას ამბობს.“ვწუხვარ“.იცით მერამდენედ მესმის ეს გაცვეთილი სიტყვა?საშინელებაა.
..........
ნახევარ საათში მთელს საავადმყოფოს ედება ეს ამბავი.თურმე პატარა გოგო მოკვდა.ვინმე ლილე.უბრალოდ ლილე.უბრალო 12 წლის გოგგონა,ბავშვი რომელიც განუკურნებული სენის მქონე ადამიანთა რიცხვს კარგა ხნნის წინ მიემატა.გავიგე ბევრი ოპერაცია გაუკეთებიათ თანაც საზღვარგარეთ,მაგრამ ბოლოს სული მაინც თავის ქვეყანაში წამლებისა და ახლადდაღვრილი სისხლის სუნით გაჯღენთილ საოპერაციოში დალია.
კვირებს კვირები მიყვა და ის გრძნობაც განელდა,რომელიც იმ დღეს უცნობი გოგონას გარდაცველებისას განვიცადე.მერე რა რომ არ ვიცნობდი.

.............
იცით ახლა რა მოხდა?თქვენ 19 წლის ელენა ამირეჯიბის დღიურში შეიჭერით.იშვიათად წერს,მხოლოდ მაშინ როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.ზოგი იმასაც იტყვის განა რა მოხდა იმ დღეს ასეთიო.ჰო თქვენთვის ალბათ არაფერი,მაგრამ ჩემთვის და ჩვენი სიფრიფანა გოგოსთვის საკმაოდ ბევრი რამ.
არ იდარდოთ,მე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭორიკნა ამ ამბავსაც ამომწურავად მოგითხრობთ.

.........
ახალი დღეც გათენდა.კარგა ხნის წინ ეწვია თბილის სუსხიანი ზამთარი,ასულ რაღაც სამი დღე და დიდიდებული ახალი წელიც გვეწვევა.
„365 ახალი დღე
365 ახალი შანსი“
ვფიქრობ ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულზე მყოფ დიდ სახლში შეჭრის დროც დადგა.
დიახ,ისევ ჩვენს ელენას დავუბრუნდი.არა გიჟია ეს გოგოთქო ხომ ვამბობ.28 დეკემბერს,თხელი მოკლემკლავიანი ზედით,პიჟამას დათუნებიანი შარვლით და ფუმფულა ოთახის ჩუსტებით კარგად განათებულ ოთახში მაღალ ხმაზე ჩართულ სიმღერაზე მთელი ენერგიით ცეკვავს.ასეთია,საოცრად დამღლელ დღესსაც არ გადააგორებს ცეკვის გარეშე,მერე რა რომ სტუდენტია,მერე რა რომ დამღლელი გრაფიკი და უამრავი სამეცადინო აქვს,ცოტა დრო სიგიჟისთვისაც ხომ უნდა დარჩეს.თანაც დღეს სრულიად მარტოა.ძვირფასი ძმა კკლუბში გაისტუმრა.ოჰ მათე ამირეჯიბი სულ სხვა განზომილებაა.აი იცით რა მაგარი ბიჭია?ნუ თუ არ იცით მე რისთვის ვარ.აი ძალიან სიმპატიური,მაღალი,ტანადი,მუქი თაფლიფერი თვალებით,ლამაზი სწორი ცხვირით,დაკუნთული სხეულით,დაბალი წვერით და კარგად დაყენებული წაბლისფერი თმით.აი ისეთი ბიჭია,რომ მეც კი მომწონს,დიახ მე მსფლიოში ყველაზე წუნია ადამიანს.
რაც შეეხება ეკას და გიორგის,ოჯახის უფროს წევრებს ისინი რამდენიმე საათის წინ დააგნენ სოფლისაკენ მიმავალ გზას.ჰოდა ასე სრულად მარტო დარჩენილი თავის ნებაზე „უბერავს“.ნახევარი საათის შემდეგ ძალაგამოცლილი მიაკითხავს ფუმფულა ბალიშებით გავსებულ საწოლს და წამში გაითიშება,განა ყოვე დღე ასე არ ხდება?

............
14 თებერვალი
14 თებერვალი იყო,სიყვარულს დღე.ზოგისთვის მრავლის მეტყველი,ზოგისთვის კი სრულიად უხალისოდ გადაგორებული ჩვეულებრივი 24 საათი.იცით ამ დღეს რა მოხდა?ცოტნე გელოვანმა საკუთარი და,12 წლის ლილე მიწას მიაბარა.უამრავ ადამიანს მოეყარა თავი,ახლობელს,ნათესავსა,ნაცნობსა და უამრავ უცხოს.მაგრამ ამდენი ადამიანის ცრემლებით სავსე თვალები თქვენი აზრით გელოვანების ოჯახისთვის რამეს ნიშნავდა?მათვის მხოლოდ თებერვლის სუსხი,სახეს მიყინული მწუხარების ცრემლები და აწ უკვე მიწას მიბარებული ლილე არსებობდა.წვიმდა.თითქოს ცაც კი ტიროდა თავისი ქვეყნის დაკარგულ კიდევ ერთ პატარა სიცოცხლეს.

ცრემლით სავსე ჭაობისფერი თვალებიდან მიწაზე დამხობილ დედას და მასთან ერთად ჩამუხლულ უფროს გელოვანს უყურებდა.ყოველგვარ ფიზიკურ ტკივილს აჭარბებს ის სულიერი ტკივილი რასაც საყვარელი ადამიანის დაკარგა ქვია.
დიახ,14 თებერვალი იყო.სიყვარულის დღე.ზოგისთვის დასამახსოვრებელი,ზოგსთვის კი ძლივს გადაგორებული 24 საათი.


.............
ამავე წლის 31 დეკემბერი
ამირეჯიბების სახლის ყველაზე დიდ ოთახში ლამაზად მორთული ნაძვისხე თავს იწონებდა.დიდი სუფრაც გაიშალა,ნელ-ნელა ამატებდა ეკა კერძებს,ელენაც სახეჩამოტირებული ეხმარებოდა.30 დეკემბერს მთელი სამეგობრო ბაკურიანისკენ გაეშურა,მხოლოდ ელენაა დარჩა სახლში,უბრალო სურდოს გამო ეკუნამ არ გაუშვა,ასეთი გათხიპული სად გაგშვა,ხომ არ გაგიჯდიო.არა ეს 38 წლის ქალი 83 წლის მოხუცივით რომ ვიშვიშებდა შვილების ავადმყოფობისას ეგ ნამდვილად აღსანიშნავი ამბავია,იმდენად უყვარდა ნაბოლარა ქალიშვილი არცაა გასაკვირი მისი ასეთი დამოკიდებულება.ჰოდა ასე მწუხარე სახით დასდევდა დედას,თან ორივე ხელი ნაირნაირი კერძებით სავსე თეფშებით ჰქონდა დაკავებული.ამირეჯიბების ძველებური ტრადიციისამერ გოზინაყი ელენამ გაამზადა და ზუსტად 12 საათზე გაინატან უშველებელ სუფრასთან.გიორგი და ეკა ახალი წლის დაგომამდე 10 წუთით ადრე აივანზე გავიდნენ,ფოიერვერკების სასროლად,ელენა ჩვეულებისამებრ ლამაზად გამოწყობული სახლის ფანჯრიდან შესცქეროდა უამრავი ფერით განათებულ ცას,ბავშვობიდან ეშინოდა ასეფეთქებლების,მუდმივად ხელში დაჭერილი შუშხუნებით ხვდებოდა ახალეწელს,კულტურულად აიგნორებდა მათეს „დაცინვებს“ და თავისთვის წყნარად ხვდებოდა თითოეული ახალი წლის ღამეს.
ჩვეული მილოცვები დაიწყეს,მალევე გაივსო ამირეჯიბების დიდი ბინა გიორგისა და ეკას უამრავი მეგობრით.ევა მომღიმარი სახით შესცქეროდა ოჯახის ახლობლებს,მათგან მოშორებით უზარმაზარ ნაძვისხესთან იჯდა.კარგად შეზარხშებული გიორგი,ჩვეული მხნეობით წამოდგა,შვილს ჩასჩურჩულა ადე მა თბილად ჩაიცვიო,ეკუნას ბარგი გამოართვა და ჯერაც გაოცებულ,კარგად ჩაფუტნულ ელენას დაავლო ხელი.
-მა,სად მივდივართ?
-მე არსად პატარავ,არ იცოდე მაინც ჩემი სამდღიანი ქეიფის და ორდღიანი პახმელიის ამბავი,შენ მიბრძანდები ჩიტო ბაკურიანში.-ღიმილით უთხრა და ლიფტიდან დიდი ნაბიჯებით გამოვიდა.
მალევე მოეგო გონს ელენა,მამამის კისერზე ჩამოეკიდა და ღვინისაგან აწითლებული ლოყები დაუკოცნა.
-მა,იცი როგორ მიყვარხარ?
-ვიცი მა,ვიცი.-გიორგიმ თბილად გაუღიმა,ზურას ახალი წელი მიულოცა,შვილის ბარგი საბარგულში ჩადო,წინა კარი გამოუღო და თბილად დაემშვიდობა.
-რაო ზურიშ ბაკურიანში რატომ არ ვარო?
-ვიღაც ქალბატონის ჩამოსაყვანად გამომაბუნძულა პატივცემულმა ძმაკაცმა.
-ცემი ბუზღუ.ბიჭო რა გინდა,შენი ნათლულისთვის დრო არ უნდა გამოყო?
-არა რა რა ჭკუა ქონდა მამაშენს 5 წლის ასაკში რომ გამაუბედურა და შენი თავი მომანათლინა?
-აბა ბუზღუ,შენ რა უნდა დაგენათლებინა ჩემთვის,სიგიჟე ბუზღუნი და რავიცი,წესიერი გაქვს რამე?
-ვაიმე ელენაჩკა,გამიჩუმდი ნათლი თორე,ის საჩუქარიც უკან მიგრჩება ბაკურიანში რომ გიცდის და თვითონ ბაკურიანიც.
-ეე ნათლი რას მჩუქნი?-პატარა ბავშვივით აცქმუტუნდა.
-არაფერს.-გაუცინა ენა გამოუყო და გზა უხმოდ განაგრძო.
მთელი გზა ელენას უმიზეზო წუწუნს უსმენდა,ბოლოს მხოლოდ ის უთხრა რომ მისი ბაკურიანში ჩასვლის ამბავი არავინ არ იცოდა,სწორედ ამიტომ დანიშნულების ადგილას ჩასვლისთანავე მანქანიდან სწრაფად გადმოხტა,ჩანთა ზუკას მიაჩეჩა და მასთან ერთად ნელი სვლით განაგრძო გზა.
-ზუკა რომელი საათია?
-შუაღამეა.
-ქეიფობენ ალბათ.-გაიცინა და განაგრძო-იცოდე შენ რომ იცი ისე არ შეაბოტო,თავზე უნდა დავაცხრე იმ უსაქმურებს
-როგორც მიბრძანებთ ქალბატონო-გოგონას ნათქვამზე გაეცინა და ლოყები გაუწელა.
შუაღამეს ქეიფში გართულ მეგობრებთან უჩუმრად შეიპარნენ,ელენა ფეხზე მდგომ მათეს წელზე შეახტა,ფეხები მუცეზე შემოხვია
-გილოცავ ძმა.
-ეე,გოგო შენ აქ საიდან?
-საიდან მათიუშ და ზე’გადასარევი ძმაკაცი რომ გყავთ საზოგადოებავ და მე უსაყვარელესი და უსიმპატიურესი ნათლია იქედან,კი არ დაიზარა ჩემმა სიცოცხლის ტალკვესმა ჩემი წამოყვანა,ჩამოვიდა,მთელი გზა ჩემს წუწუნს უსმინა და თქვენთანაც მშვიდობით მომიყვანა.
-კაი ტო ასე ცხოვრებაში არ გიქივარ რა გეტაკა?-ზედმეტად სერიოზული სახით შეიცხადა ზურამ და მომღიმარ ელენას დააკვირდა.
-რავიცი ჩემო ზუკჩიტ ზოგჯერ ჩემნაირებსაც უსკდებათ სიყვარულის ბუშტი.აბა დებო,ძმებო გილოცავთ,მრავალს დაესწარით.-სათითაო ჩამოურა მათეს,ზუკას,ნინას,გვანცას და ვაჩეს,თითოეულს ხელში მიაჩეჩა წინასწარ გამზადებული კამფეტები.
ელენას სააჩუქარიც დახვდა,საოცრად პატარა,მოცუცქქნული და ულამაზესთვალება კნუტი.
დროა ცოტა რამ სამეგობროზეც მოგიყვეთ.ეს არის ექვსი ადამიანისაგან შემდგარი ოჯახი,ოჯახი სადაც ყველა ყველას იცნობს,ყველას ყველა უყვარს და რაც მთავარია ყველაზე წინ ერთმანეთის გრძნობებს აყენებენ.აქ ყველა განსხვავებულია,როგოც გარეგნულად ისე შინაგანად.მე ხომ მხოლოდ მათე გაგაცანით,დროა სხვებიც აგიღწეროთ.ნინა გამხდარი,წითური და თაფლისფერთვალებაა,გვანცა ქერაა,ცისფერი თვალებით,ვაჩე შავგვრემანია,მოკლე ხვეული თმით,ზუკა ქერაა მწვანე თვალებით და რაც შეეხება ჩვენს მთავარ გმირს,ელენას გრძელი,ხვეული წაბლისფერი თმა და თაფლისფერი თვალები ამშვენებს.

აღარ აგიღწერთ ახალი წლის პირველი დღის სიგიჟეებს და არც იმას როგორ გაატარეს დარჩენილი 10 დღე,უბრალოდ გეტყვით რომ ელენას გარდა ყველა ერთობოდა,როგორც თოვლის მიმართ არც თუ ისე კარგად განწყობილი არსება მთელ დროს პატარა კაფეში ატარებდა, ჩაის,ყავის ან ცხელი შოკოლადის უზრმაზარი ფინჯნით.პერიოდულად ორ ბიჭთან ერთად შემოსულ მწვანეთვალებას აკვირდებოდა,ბიჭს რომლის თვალებიც საშინლად ეცნობოდა,უყურებდა და ხვდებოდა მომღიმარი ნიღბის მიღმა დამალულ ტკივილს.
ზოგადად ჩემთვის ისევე როგორც ელენასთვის ადამიანის ყველაზე მეტყველი ორგანო თვალები და ტუჩებია.თვალები ტკივილს ინახავენ,ტუჩები კი...აი ტუჩები რას ინახავენ ამას მომავალში გაგიმხელთ.
19 იანვარი
ნთლისღებაც გათენდა.აწ უკვე თბილისში მყოფი სასტავი ნელ-ნელა ჩაწყნარდა,მხოლოდ ელენა იყო დილიდან აფორიაქებულ-აჟიტირებული.უთენია წამოხტა,შხაპითა და ყავით გამოფხიზლა,ლამაზად გამოეწყო და ახლადგაღვიძებულ ძმას გენიალური იდეით დააცხრა.სწორედ ამ იდეით უაღრესად მოხიბლულ მათესთან ერთად ზუსტად 9 საათზე ბაზარში თვალებგაფართოებული დადიოდა,მალევე მიაგნო სასურველ არსებას ცოტა წაივაჭრა და თავისი ნავაჭრით კმაყოფილი მიადგა ზუკას სახლს.მოკლედ საქმე რაშია იცით?ღრმა წარსულში ჩვენმა ელენამ სადღაც მოისმინა რომ ნათლისღებას ნათლიას ნათლული საჩუქრით უნდა მიადგეს და ეს საჩუქარი არც მეტი არც ნაკლები მამალი უნდა იყოს.მართალია ეს ინფორმაციაა გადაამოწმა და გაიგო რომ ეს უბრალოდ საჩუქარი უნდა იყოს და არა მამალი მაგრამ ელენა რის ელენაა თუ რაღაც სასწაული არ ჩაიდინა,ჰოდა ასე მამალს ფეხებში დაავლო ხელი და მეცხრე სართულზე განთავსებული სახლის რკინის კართან მიმაგრებულ ზარს საჩვენებელი თითი მიაჭირა.5 წუთიანი ზარის რეკვისა და ძლივს მოპოვებული მოთმინების შემდეგ სანატრელ სახესაც მოკრა თვალი,ეშმაკურად გაუცინა თმააწეწილ ზუკას და ხელში მამალი მიაჩეჩა.
-ნათლი გილოცაავ.-ამისთქმა და ზუკას „აბღავლება“ ერთი იყო.
-გოგო რა ნათლი,აი რა ნათლი,რა მომიყვანე ეს?
-ნუ ეს ინკუბატორში გამოზრდილი ბიჭები მაოცებთ რა,აი ჩემმა ქმარმა მინიმუმ შინაური ცხოველების ცნობა მაინც უნდა იცოდეს.-მოჩვენებითი უკმაყოფილებით ჩაილაპარაკა და სახე მომანჭა.-საზიზღარო არსებავ,რაარი და მამალია,მამალი.რაიყო ხოარ მიწუნებ?დიდის ამბით შემოვიარე მთელი ბაზარი და 40 ლარიანი გოჭივით მამალი მოგიყვანე შენ კიდე მიწუნებ ხო?
-ელენა ნუ გადამრევ ახლა,ჯერ ერთი ნუ ქაქანებ,მორეც სტუმარს მიფრთხობ და მერე აქეთ ნუ მეჩხუბები.
-აი ყოჩაღ ზურა რა სტუმარი გირჩევნია ნათლულს ხო?-ხელი მოკიდა და კარებიდან გაწია,სახლსი სიცილით შევიდა და დივანზე „გადაწოლილ“ მწვანეთვალებას დააკვირდა.
ეს იყო ზუსტად მეთორმეტე შეხვედრა.მეთორმეტე და ყველაზე უცნაური.ზუკას მეგობარი ყოფილა,ცოტნე.იმ დღეს პირველად ისაუბრეს,სულ ცოტა ხნით.

2 თებრევალი
2 თებერვალი იყო ზუკას დაბადების დღე.ზუკასთან იყვნენ.ელენა და მწვანეთვალება პირისპირ ისხდნენ.მხოლოდ სამეგობრო და როგორც აღმოჩნდა სამეგობროს ახალი წევრი დარჩნენ.და ეს „ახალი“ არც მეტი არც ნაკლები მწვანეთვალება იყო.ბევრ რაღაცაზე საუბრობდნენ.ბოლოს როგორც მომავალ ფსიქოლოს ელენას მიადგნენ და ყველასათვის მნიშვნელოვან საკითხზე სიყვარულზე დაიწყეს საუბარი.
-იცით?მე მჯერა სიტყვის მიყვარხარ,მაგრამ ვთვლი რომ საყვარელი ადამიანის მიერ ყოველდღიურად ნათქვამი ეს სიტყვა დროთა განმავობაში ფერს კარგავს,იცვითება.მჯერა ადამიანების რომელთაც წრფელი სიყვარულით უყვართ,მოკლედ რომ ვთქვა მჯერა სიყვარულის და ამსთან კავშირში მყოფი თითოეული არსების,ვთვლი რომ სიყვარული საჭიროა.ყველასთვის,უკლებლივ ყველა ადამიანისთვის.სიყვარული უკეთესობისაკენ გვცვლის.
-მაგრამ რა ვქნათ რომ ზოგჯერ სიყვარული გვანადგურებ?-აი ეს ცოტნა,თავის მწვანე თვალებს ელენას ანათაებ და ვფიწრობ თაფლისფერსა და მწვანეს შორის უწყვეტი ფერადი ქსელი იბმევა.
-დიახ,ზოგჯერ...ზოგჯერ გვანადგურებს,ყელზე სუროსავით გვეხვევა და იმდენად ღრმად გვითრევს რომ მის მიერ შექმნილი ჭაობიდან ვეღარ ვაღწევთ.მაგრამ სიყვარული მაინც ბევრს ამბობს ცოტნე,სიყვარული ისტორიებს წერს,შენი,ჩემი და კიდევ სხვა უამრავი ადამიანის შესახებ.სიყვარული კარგი რამე გელოვანო,ძალიან კარგი.მერე რა რომ გვანადგურებს და ძალიან გვცვლის მთავარი ისაა რომ ბოლოს სიყვარული შეუძლებელს შეძლებს.
-პატარა ხარ ელენა.-ჩაიცინა-ჯერ კიდევ ზღაპრების გჯერა.
-მართალი ხარ ცოტნე სიყვარული ყველაზე კარგო ზღაპარია,-აი ასეთია ელენა,არ ნებდება.-მე მჯერა რომ ოდესმე ამ ზღაპარს შენს შვილებსაც მოუყვები.
აი ამ წამს მათ შორის ის ფერადი ქსელი ჯაჭვივით ძლიერი გახდა,მათ ირგვლივ არც ის დანარჩენი 5 ადამიანი არსებობდა რომლებიც გაკვირვებული და ამავდროულად ჩაფიქრებილ მზერით უცქერდნენ ხანაც მწვანეს და ხანაც საოცრად გამუქებულ თაფლისფერს.
საუბრის დამთავრებისთანავე ბავშვებს დაემშვიდობა და სახლი აუჩქარებლად დატოვა.



№1 სტუმარი ნიცა

აუუ გააგრძელე რაა❤️საინტერესო ჩანს❤️❤️❤️❤️მალე დადე ახალი თავი❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი მმარიამმი

ნიცა
აუუ გააგრძელე რაა❤️საინტერესო ჩანს❤️❤️❤️❤️მალე დადე ახალი თავი❤️❤️❤️

შევეცდები რაც შეიძლება მალე დავდო ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე გაგრძელება იქნება მალე,შემეცოდა პატარა გოგო რომელიც მოკვდა დანარჩენი კარგი იყო წარმატებები

 


№4  offline წევრი მმარიამმი

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე გაგრძელება იქნება მალე,შემეცოდა პატარა გოგო რომელიც მოკვდა დანარჩენი კარგი იყო წარმატებები

მადლობა ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent