შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელი მოლოდინი


16-02-2020, 02:14
ავტორი თაკუნა86
ნანახია 1 591

კედლები თეთრი, სუნი მძაფრი, მიდი-მოდი, ხმაური,უჰაერობა, ეტყობა ახალი რემონტის ხელი, ნეტა სამ თვეში როგორ მდგომარეობაში იქნება აქაურობა?! აზრები გამიფრინდა და მეან-გინეკოლოგის წინ მჯდარი, ჩემი რიგის მოლოდინში რემონტის გამძლეობაზე გადავედი ფიქრებით. მოპირდაპირე მხარეს,5-6 თვის ფეხმძიმე ახალგაზრდა მიზის და ისიც ჩემსავით რიგს ელოდება და მალმალე გაჰყურებს მონიტორს და მასზე ციპრების მონაცვლეობას. ლამაზია! ზოგადად ამბობენ ქალი ფეხმძიმობაში ლამაზია... არ ვიცი დავეთანხმო თუ არა, ან სილამაზე რა მდგომარეობით და კრიტერიუმებით ფასდება ამ დროს?! მაგრამ როცა მე ფეხმძიმეს ვხედავ ვხედავ, უკვე დადებითი და სათნო დამოკიდებულება მიჩნდება და თუნდაც ის უზარმაზარი მუცლები, ძლივს რომ დადიან მართლაც რომ უცნაურ სილამაზეს ქმნის. გვერდით ასაკიანი ქალბატონი უზის; მას არ ეტყობა ფეხმძიმობა. "ნეტავ ამ ასაკში ორსულად არის?"- გამიელვა აზრმა. გოგონა წამოდგა და კაბინეტისკენ დაიძრა."მარტოა"-გავიფიქრე და ზუსტად ამ დროს,მოწინააღმდეგე მხრიდან მამაკაცი სეეგება და ერთად შევიდნენ ექიმის კაბინეტში. "რატომ მეგონა რომ მარტო იყო? ალბათ იმიტომ, მე რომ ვარ მარტო?!შემშურდა?არ ვიცი, ალბათ არა,,, ალბათ უმჯობესია ასეთ სიტუაციაში მარტო ვარ. პრობლემები როცაგაქვს ადამიანს თავადვე უნდა მოაგვარო!.... პრობლემა???.... ბავშვს შეიძლება უწოდო პრობლემა?... ალბათ ხანდახან კი... გააჩნია გარემოებებს, სიტუაციებს, შესაძლებლობებს.... თავს ვიმართლებ!... უბრალოდ საქციელის გამართლებას ვცდილობ!"- ამ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, როდესაც...
- უკაცრავად - გვერდიდან ხმა მომესმა, ის ასაკიანი ქალი ჩემს გვერდით გადმომჯდარა- ფეხმძიმედ ხართ თქვენც? - თქვენც? ანუ თავადაც....
-დიახ- მოკლედ ვუპასუხე, დიალოგის სურვილი არ გამაჩნდა
-მეც!- გახარებული და კმაყოპილი იყო- 15 წის ბიჭი მყავს და ამდენი ხნის შემდეგ ღმერთმა ისევ ინება შვილით დამასაჩუქროს- თავაზიანი ღიმილით ვცდილობდი მისი ბედნიერება აღმექვა- თქვენი პირველია? რა ხნის ხართ?-არ ვიცი ბედისწერა თუ გამართლება, პირადი კითხვებისთის არც მზად ვიყავი და არც სურვილი მქონდა საუბრის. გამიგია ადამიანები უცხო ადამიანებთან თამამი და გულახდილები ხდებიან ხოლმე (სილამაზის სალონებში,ტაქსიში), ალბათ უცხოსთან მარტივია პირდაპირი იყომაგრამ ეს გამონათქვამი მე არ მეხებოდა და როგორც ავღნიშნე გამართლება იყო თუ ბედი,მაგრამ ექიმის კაბინეტიდან ის გოგონა თანმხლებთან ერთად გამოვიდა, ჩემი რიგის ნომერი აინთო
-უკაცრავად, უნდა შევიდე.- ვითომ ვწუხდი რომ ვერ მოვასწარი "ჭორაობა". დავიძარი კაბინეტისკენ
-წარმატებები- გამამხნევებლად მომაძახა,არც მიმიხედავს ისე მივიხურე კაბინეტის კარი.



* * *


- 8 კვირა, იდეალური მდგომარეობაშია ნაყოფი, გულის ცემა კარგი, განვითარება კარგი...პირველია?
-არა- აქაც მოკლე პასუხი მაგრამ არ მიუხეშია. საკმაოდ პოზიტიური ენერგიული და ყურადღებიანი იყო ნინო ექიმი.
- ხოდა ძალიან კარგი, გამოცდილება ბევრს ნიშნავს,უფრო მარტივია ურთიერთობა ვიდრე გამოუცდელებთან, წამდაუწუმ რომ გირეკავენ- ძალიან ხალისიანი გამომეტყველებით მელაპარაკებოდა. საერთოდ არ ვიყავი "ღადავის" ხასიათზე და უბრალოდ ვუღიმოდი.თან ეკრანზე ჩემში არსებულ ბავშვს გულდასმით ათვალიერებდა.
-ეს მე დაგირეკეთ ნინო ექიმო ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებით- ვუთხარი როდესაც ხელსახოცი მომაწოდა მუცლიდან გელის მოსაცილებლად.
-ააა, ეს თქვენ,,,-თითქოს არ ესიამოვნა, არადა ყოველთვის მეგონა, რომ ექიმები რომლებიც აბორტს აკეთებენ,ზედაპირულები, ცივები და უხეშები იყვნენ, აბა სხვანაირმა როგორ უნდა გააკეთო ასეთი რამ?!- და შეიძლება ვიკითხო რატომ?!-თავის მაგიდას მიუჯდა მე კი უკვე მოწესრიგებული მის წინ დავჯექი.
-ასეა საჭირო,,, გარემოებებიდან გამომდინარე,,,უბრალოდ....
-არასასურველია?! -ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მინდოდა. როგორ მეთქვა შვილი და არა სასურველი არ შეიძლება ყოფილიყო, მითუმეტეს ეს "შვილი" და მითუმეტეს რაც მე და ამ "ლაწირაკმა"გადავიტანეთ ამ 4 კვირის მანძილზე რაც გავიგე ორსულობის შესახებ,თანაც დედობრივი შეგრძნება ჩემთვის უცხო არ იყო და ის რომ შვილია, ჩემია, მიყვარს და სასურველია,,,, და ამ ჩამონათვალის მერე,რაღა გარემოებები და მიზეზები უნდა ჩამომეთვალა რომ ორსულობის შეწყვეტა გადავწყვიტე?!უცებ გავიაზრე ეს ყველაფერი და მიუხედავად იმისა რომ გარემოებები მართლაც რთული და დაუჯერებელი იყო ორჭოფობა შემატყო აშკარად. იყო სურვილი ყოლის იყო გარემოებები.არც პასუხს დაელოდა არც ახალი კითხვა დაუსვამს -კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ,,,ეხლა შენ სახლში გაგიშვებ,ის რომ ფეხმძიმობა კარგად მიდის და ყველაფერი რიგზეა გავიგეთ, წყნარად მშვიდად დაფიქრდი,გააანალიზე,გადაწყვიტე და ერთ კვირაში ველი შენს ზარს. ან არ გადაიპიქრე, ან მოდიხარ და აღრიცხვაზე დგები. გასაგებია? - მომთხოვნი და მორჩილების თხოვნით იყო ნათქვამი.
-დიახ, მაგრამ,,
მაგრამ???- გაიკვირვა
- თქვენ რატომ ან რა მნიშვნელობა აქვს თქვენთის ჩემ გადაწყვეტილებას,,- არ დამამთავრებინა
- შეიძლება არანაირი, მაგრამ როდესაც ადამიანს ეტყობა რომ არარის დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში,თავის არჩევანში, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა რომ მივცე დრო, და შესაძლო წუთიერი სისუსტე იქნებ დაძლეული იყოს.
- და არიან ისეტები ვინც დარწმუნებულები არიან და ისე მოდიან?- აშკარად გამიკვირდა მისი ნათქვამი
-რა თქმა უნდა... ყველა ვინც მსგავსი გადაწყვეტილებით მოდის, ძალიან მიზანმიმარტული არიან თავიანთი აზრის, თავიანთ სწორ გადაწყვეტილებაში არიან დარწმუნებულები და არც კი, 1% კი რომ გადაიფიქრონ არ არსებობს...შეიძლება მასეც ჯობია, ვიდრე როგორც შენ, მერყეობა ყველაზე რთული მომენტია- საინტერესო იყო ნინო ექიმის, არ გავდა იმ ცივსისხლიან ექიმებს როგორიც მე წარმომედგინა, და მაინც რამ და რატო გადაწყვიტა "მკვლელობებისთვის" მიეყო ხელი? - მე რა? ალბათ ფიქრობ ხომ?!,,,- თითქოს მიმიხვდა აზრებს-ბევრი რა, მე ასე ვთქვათ "ჯალათ" ვარ, კი ვარ და ვიაზრებ რომ ვარ, მაგრამ იცით რითი ვინუგეშებ თავს? ყოველთვის ვიყენებ შანსს რომ ავარიდო და ავირიდო "ჯალათობა", როგორც შენს შემთხვევაში, ავირიდო და ავარიდო დანაშაული თუ ცოდვა.-- ნინო კიდევ საუბრობდა და მე აღარ მომისმენია, უბრალოდ ჩავფიქრდი სიტყვებზე "დანაშაული თუ ცოდვა". ალბათ ვინ რა კუთხით შეხედავ იქიდან გამომდინარე დაარქმევს ამ საქციელს სახელს, მაგრამ დღეს დღეისობით სიტყვა "ცოდვა" ნაკლებად აქტუალურია,"დანაშაული" უფრო ჟღერს, უფრო მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს და ხალხიც ამ შემთხვევაშ "დამნაშავეს" სახელის დარქმევას ერიდება ყველა. იცითრატომ? იმიტომ რომ "ცოდვილია" ასე არავინ იტყვის. მიუხედავად იმისა რომ ორივე სიტყვა ფაქტიურად ერთ საერთო აზრს ატარებს უბრალოდ ხალხს ურჩევნია საზოგადოებას დაუმალოს "დანაშაული" და ღმერთს აჩვენონ"ცოდვა".ცოდვა ჯობს მერე რა, მოძღვარი და ღმერთი ყოველთის გვაპატიებს, აი ხალხი, არასოდეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent