ცუდი ბიჭი დანიელი (მეორე თავი)
ცუდი ბიჭი დანიელი (მეორე თავი) ლექცია თითქმის მთავრდებოდა და ფიქრებში ვიყავი გართული. ისევ იმ უცხო ადამიანზე ფიქრი დავიწყე, რომელმაც 2 დღის წინ გადამარჩინა. და საერთოდ რატომ ვფიქრობ მასზე? მე ხომ მისი სახელიც არ ვიცი.. გადავწყვიტე, რომ მართასთან ერთად გასართობად აღარასდროს წავსულიყავი. მისთვის ჯერ არაფერი მითქვამს, არც ბექა არ მინახავს იმ დღის შემდეგ. ყველანაირად უნდა ვეცადო, რომ თავი ავარიდო მას ლექციის შემდეგ მართასთან ერთად კაფეში წავედი, რომელიც კოლეჯის გვერდით იყო. ამ ადგილას თითქმის ყოველდღე მოვდიოდით ხოლმე “ერთი ცივი კარამელის ლატე ნაყინით” უთხრა მართამ მიმტანს “მე ერთი ცხელი შოკოლადი თუ შეიძლება” მან ჩვენი შეკვეთა ჩაიწერა და ღიმილით სხვა მაგიდისკენ წავიდა ამ კაფეში არასდროს არაა ბევრი ხალხი, ამიტომ მშვიდად ვგრძნობ ხოლმე აქ თავს “უნდა მოგიყვე რაღაც” მართამ თავისი ტელეფონი გადადო და ჩემი მოსმენა დაიწყო “შაბათს გასართობათ კლუბში, რომ წავედით ბექა მოვიდა ჩემთან, თავიდან გამიხარდა.. მაგრამ შემდეგ მის კოცნას მაიძულებდა” მართამ დრამატულად შეიცახა “რა? რომ ვნახავ სახეში გავარტყამ! უფრო ადრე რატომ არ მითხარი?” “არაუშვას, ძალიან მთვრალი იყო და აწი მეცოდინება, რომ ეგეთი ტიპები აღარ უნდა მომეწონოს.. თანაც უნდა გენახა მისი სახე იმ უცხო ბიჭის დანახვისას, შიშისგან ალბათ აღარ მომიახლოვდება” აი, კიდევ დავიწყე იმ უცხო ბიჭზე ფიქრი, როგორმე თავიდან უნდა ამოვიგდო “მოიცა, მოიცა ვინ ბიჭი?” მართა თავისი ლატეს დალევას აპირებდა, რომელიც ამ წუთას მოგვიტანა მიმტანმა, თუმცა გაოცება ვერ შეიკავა ხმამაღლა მკითხა “ვიღაც ტიპი მოვიდა და ჩემი დაცვა სცადა, თუმცა უნდა გენახა როგორი იყო, ალბათ სერიული მკვლელი გეგონებოდა! თავის გამოხედვითაც შეუძლია ადამიანის მოკლა” მის გახსენებაზე ყოველთვის გული მიჩქარდება უკვე რამდენიმე საათია აქ ვართ და ერთად ვმეცადინეობთ გამოცდებისთვის, რომელიც მალე მოგვიახლოვდება. უკვე წასვლას ვაპირებდით, მაგრამ მართას ტელეფონმა დაურეკა და სალაპარაკოდ გარეთ გავიდა. მე ვცდილობდი დრო გამეყვანა და პატარა ტელევიზორს ავხედე, რომელიც კაფეში იყო ტელევიზორში ახალი ამბები იყო ჩართული და ლაპარაკობდნენ, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობაზე, რომელიც გუშინ მოხდა. პოლიციას, რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავდა, თუმცა არცერთი არ არის დაჭერილი. ჩვენი პატარა ქალაქი საკმაოდ საშიში იყო, განსაკუთრებით კი რამდენიმე ქუჩა, რომელიც არც თუ ისე შორს მდებარეობდა ჩვენი კოლეჯიდან. იმედია მალე დასრულდება რემონტი და შევძლებთ ჩვენ ძველ საცხოვრებელში გადასვლას უკვე სახლში ვიყავით და მართამ თავის მეგობარ ბიჭთან ერთად პაემანზე წასვლა გადაწყვიტა. არ მიყვარს ხოლმე ოთახში როცა მარტო ვარ, მაგრამ მეორესმხრივ მშვიდად მეცადინეობას შევძლებ. რამდენიმე წუთიანი მეცადინეობის შემდეგ გავაანალიზე, რომ ჩემი ისტორიის წიგნი ბიბლიოთეკაში მქონდა დატოვებული, რადგან იმ დღეს ბევრი წიგნი მედო ჩანთაში და ფიზიკურად ვერ ვერეოდი მათ, ამიტომ იქ დატოვება მომიწია თბილად ჩავიცვი და ბიბლიოთეკაში წასვლა გადავწყვიტე, საბედნიეროდ შუაღამემდე მუშაობდნენ და ჯერ კიდევ დიდი დრო მქონდა იქ მისასვლელად უკვე გარეთ ვიყავი გასული, როდესაც ბექა და მისი მეგობრები დავინახე, ვეცადე თავი ამერიდებინა და მისკენ არ გამეხედა, თუმცა მან შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა “შეიძლება ვილაპარაკოთ?” იძულებული ვიყავი გავჩერებულიყავი და მისთვის მომესმინა “მისმინე, ვიცი რაც კლუბში გავაკეთე სისულელე იყო” “არაუშავს” ჩუმად ამოვილაპარაკე და წასვლას ვაპირებდი, როდესაც ხელოთ გამაჩერა “შემპირდი, რომ არავის არ ეტყვი, არ მინდა ჩემმა შეყვარებულმა გაიგოს” თავში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებდა თუ რატომ მომწონდა ეს იდიოტი ამდენი ხანი “როგორც გინდა” ვუპასუხე და ჩემი გზა გავაგრძელე, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ არ დავაცდე რა სულელი ვარ, ვიფიქრე რომ მართლა ნანობდა მის საქციელს. მას კი მხოლოდ ის უნდოდა, რომ არავის არ გაეგო თუ როგორი საშინელი ადამიანია ბიბლიოთეკამდე ფეხით მივედი და ჩემი წიგნიც ავიღე, სახლში წასვლა ფეხით არ მინდოდა, რადგან უკვე დაღლილი ვიყავი და ძალიან ციოდა მეტროში ჩასვლა გადავწყვიტე, ამ დროს ცოტა საშიში იყო, რადგან თითქმის სულ ცარიელია ხოლმე, მაგრამ ფეხით სიარულს ჯობია ტელეფონს დავხედე და უკვე შუაღამეა, მე კი სახლში უამრავი წიგნი მელოდება, რომელიც უნდა დავიზეპირო, შესანიშნავია! მეტრო თითქმის ცარიელია, რამდენიმე ადამიანი გადის და შემოდის. აქეთ-იქით ვიყურებოდი, როდესაც ნაცნობი სილუეტი შევნიშნე. ოღონდ ეს არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის იყო! შანსი არაა სხვა ადამიანში შეგეშალოს ის. თავი დავხარე და ვლოცულობდი, რომ ვერ შემამჩნევდა რამდენიმე წუთში კი ვიგრძენი, როგორ მომიჯდა ვიღაც გვერდით. ამდენი ადგილი იყო თავისუფალი, მაგრამ მაინც და მაინც ჩემს გვერდით მოკალათდა! “წითელ ლოყებიანო” თქვა მან და ვგრძნობდი, როგორ მაშტერდებოდა ღრმად ამოვისუნთქე. უცხო, მაგრამ თან ნაცნობი სუნი ვიგრძენი, რომელიც 2 დღეა თავში დამტრიალებლს. ნელ-ნელა მისკენ ავიხედე და შევამჩნიე, როგორ ჰქონდა მთელი სხეული მოხატული ტატუებით. განათებაშიც მისი სახე, უფრო კარგად დავინახე.. რატომ იყო კრიმინალი ესეთი სიმპათიური? “ძალიან თამამი ყოფილხარ, სხვას რომ ასე აშტერდები” თქვა მან და პატარაზე ჩაიცინა მე კი სირცხვილისგან გავწითლდი და სხვა მხარეს გავიხედე “არაუშავს, წითელ ლოყებიანო. მე წინააღმდეგი არ ვარ” თქვა მან და თვალი ჩამიკრა ფეხი ფეხზე გადავიდე და ვცდილობდი მისგან რაც შეიძლება შორს ვყოფილიყავი, თუმცა ეს ძალიან რთული იყო, რადგან ჩემთან შედარებით ის უზარმაზარი იყო. მე ხომ მისი სახელიც არ ვიცი, თვითონ კი ამ საშინელ ზედმეტსახელს მეძახის, რომელიც საერთოდ არ მომწონს “ჩემი მანქანა გაფუჭდა” უცებ ამოილაპარაკა მან არ მესმის რატომ ცდილობს ჩემთან ლაპარაკს “მას უნდა მივაკითხო ეხლა” თქვა მან და ჩემკენ გამოიხედა. ჩვენი ფეხები კი ერთამენთს ეხებოდნენ არ ვიცი რა უნდა მეთქვა, ამიტომ მის თვალებს ვაშტერდებოდი. მეტრო უცებ გაჩერდა და ჩემ სახლამდე 1 გაჩერება იყო დარჩენილი უცნობი ადგა და შვებით ამოვისუნთქე, ახლა თავს გამანებებს! “რ-რას აკეთებ?” ანერვიულებულმა ხმამაღლა ვუთხარი, როდესაც მკლავში ხელი ჩამავლო და გასასვლელისკენ მივყავდი “მოიცადე” ვცდილობდი განთავისუფლებას, მაგრამ ის არ ჩერდებოდა “შენ მანქანასთან რა შუაში ვარ მე?” ძლივს გაჩერდა და ჩემკენ შემობრუნდა “კამპანია გამიწიე” მითხრა მან და სარკასტულად ჩაიცინა ————— მითხარით რას ფიქრობთ? პირველად ვწერ მოთხრობას და ძალიან მკაცრად ნუ შემიფასებთ.. პ.ს. პერსონაჟები სპეციალურად არ მყავს ღრმად აღწერილი, რადგან ხშირად აღარ გამიგრძელებია მოთხრობის კითხვა იმის გამო რომ პერსონაჟები ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდნენ.. განსაკუთრებით კი მათი ჩაცმულობდა :დ ამიტომ წარმოიდგინეთ როგორიც გინდათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.