სიყვარულის კაქტუსი 8
სახლში მისულს წითელი , თეთრ ბაფთიანი ველოსიპედი ნამდვილად დახვდა . 3 წლით ადრე ლევანისთვის რომგეკითხათ ვინიყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ საკუთარ თავზე მიგანიშნებდათ . მაგრამ იმ დღიდან რაც მას "ძმის " სტატუსი მიენიჭა ,ყველაფერი შეიცვალა . ახლა იგივე კითხვაზე შეცვლილ პასუხს გაგცემდათ- მთავარი სოფიას სახეზე ღიმილია !... დიახ , სწორედ ეს იყო უპირველესი მისთვის . ახლაც შორიდან უცქერდა მომღიმარ დაიკოს და ამაყად გრძნობდა თავს ,ის ხომ ძმის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა . დაპირებული ჩახუტება მიიღო და მისი დანაზოგი რომელიც მთლიანად ველოსიპედის შესყიდვას მიახარჯა სულ მთლად დაავიწყდა . მალევე თავი მის ოთახს შეაფარა. დიდი არაფერი, ჩვეულებრივი დღე იყო , სკოლა , მაღაზია , ბაღი და სახლი ... გამორჩეული არაფერი . მაგრამ კვლავ მუსიკის გაკვეთილი ამოუტივტივდა. ბეთჰოვენი არაფერ შუაში იყო , არც ის მელოდია, მთავარ ობიექტს თვალებდახუჭული , მომღიმარი ელენე წარმოადგენდა. ეს "ფოტო " წამიერად წარიტაცებდა ლევანს და აბნევდა . " მგონი დროა "fb"გვერდზე დავიმატო , კლასელია , ეგეც რომ არა გვერდიგვერდ ვსხედვართ"- სწორედ ამიტომ სასწრაფოდ აკრიბა მისი სახელი საძიებოში , დააინტერესა , უნდოდა მეტი გაეგო მასზე და ე.წ. "about "-ს მიმართა. ელენე საკმაოდ აქტიური გახლდათ. ეს აქაც ჩანდა არაერთი პროექტის წევრი და თანადამაარსებელი იყო :ქ. ქუთაისის N16საჯარო სკოლის თოჯინების თეატრ-" მტრედების" წევრი , ახალგაზრდული ბანაკის წევრი უკვე 3 წელია რომელსაც რაღაც ვეებერთელა სახელი ქონდა.... მოკლედ მოსაწყენი " პიროვნება არ ჩანს "- დაასკვნა ბოლოს ლევანმა . ეტყობა ხელოვნება და ბუნება უყვარს ! სპონტანურად მიწერაც გადაწყვიტა , ისე რომ ტექსტი წინასწარაც კი არ ქონდა მოფიქრებული : " privet elene , aq xar ? " იმედია პასუხს მომწერს ! .... პასუხი არ მოსვლია , 9 საათი ჯერ კიდევ არ იყო , როცა "sms" გაუგზავნა ელენეს , ის კი აგერ უკვე 2 საათია არც წერს და არც იმატებს ! ... გაკვეთილების მოლევა და გასეირნება ქონდაგეგმაში . მაგრამ რად გინდა წამდაუწუმ ტელეფონისკენ გაურბოდა თვალი . " იქნებ ხმა მაქვს გამორთული ,.. იქნებ მომწერა და ვერ გავიგონე ... იქნებ გასული ვიყავი .." მიზეზები არ მთავრდებოდა მაგრამ ფაქტი ერთი იყო , რეაგირება არ ჩანდა ! იმედგაცრუებულმა ლევანმა ბოლოს ტელეფონიც კი გათიშა ... მეცადინეობას მალე მორჩა მაგრამ გარეთ გასვლაზე გული აუცრუვდა მხოლოდ ღამის 12 ზე დახედა ტელეფონს , სიახლე კი არ ჩანდა. იმედ გადაწურულმა ფილმის არჩევა დაიწყო , მას მძაფრსიუჟეტიანი ფილმები იზიდავდა , ამასობაში ტელეფონმა რამდენჯერმე "დაიწკრიალა" ყურადღების ღირსად არ ჩათვალა ლევანმა ყოველივე, მაგრამ ბოლოს სულმა სძლია და როგორც იქნა ელენეს პასუხიც დაინახა .... როგორ უნდოდა მასთან მეტი ესაუბრა , აინტერესებდა რაზე ფიქრობდა, მაგრამ კითხვებს თავს ვერ აბამდა . .. " პირდაპირ ვერ ვკითხავ , თან გვიანია , სხვა დროისთვის გადავდებ " - განაჩენი საკუთარი თავს თვითონვე გამოუტანა . ახალი კვირაც დადგა . სკოლაში მისულ ლევანს , რომელსაც საკუთარი მერხი ელენეს გვერდით ეგულებოდა. ადგილი დაკავბული დახვდა . მიუხედავად ამისა შეურხევლად მიიზლაზნებოდა ჩვეული ადგილისკენ მანამ სანამ ვიღაცამ არ შეაჩერა.. -მოიცა ! - გისმენ - შენ ალბათ ლევანი ? -ნამდვილად ლევან დვალი -სასიამოვნოა მე საბა ზამთარაძე - ასევე - იმედი მაქვს არ გეწყინება ჩემს კუთვნილ ადგილს რომ დავუბრუნდი - ჩემამდე შენ გეკუთნოდა საწყენი არაფერია. -ძალიანკარგი ... ვა ბიჭებო ვხედავ უკვე ორივენი მოსულხართ - ელენემ ფაქტზე გამოიჭირა ისინი. საბ , როგორ ხარ ? გამოკეთდი ? - კი , საგრძნონლად -იმედი მაქვს ერთმანეთის გაცნობა მოასწარითჩემს მოსვლამდე - არ გაგვჭირვებია ელე ... საბა ვიკა გეძებს , არ ვიცი რა უნდა - აუუ მაკა დამელოდე მოვალ . როგორც ჩანს სკოლამ უცემოდ მართლაც მოიწყინა . - ეს სუ ასეთია ? -ასეთი როგორი ? - თითქოს კონტროლი უყვარს. - მე ვიტყოდი რომ უფრო ცნობისმოყვარე -ანუ ჭორიკანა? - მგონი ჩვენი ლექსიკონი განსხვავდება ! -ნამდვილად.. ლევან სულ მავიწყდებოდა კითხვა , იმ საღამოს რაღაცის კითხვას აპირებდი და მერე აღარ მოგიწერია. -ჰო ისეთი არაფერი, ბავშვებს ეხებოდა მაგრამ ახლა აღარაა საჭირო -კარგი ))... * * *ზამთრის პირველმა კვირამ მშრალად ჩაიარა. თეთრი ფარფატა თოვლით არემარე ვერ შეიმოსა. ირგვლივ მხოლოდ ქარბუქი იყო. მხოლოდ სიცივე, ისეთი ძლიერი რომ ამბობენ ძვლებში ატანსო. ფანჯრის ნასვრეტებიდან ქარის დაბერვისას გამოცემული ხმა სალამურის მსგავსად თავის სატკივარს ღიღინებდა... რატომღაც უმაღლესი ფიზიკის მოსმენის მაგივრად ყველა მას უკვირდებოდა. ქარიც თიტქოს გაორგულდა და სმენადქცეული აუდიტორია დაიპყრო მძლავრი შეძახილით... დრო სწრაფად გადიოდა, მნიშვნელოვანი კი არაფერი ხდებოდა, თუმცაუნდა აღვნიშნოთ, ელენეს გასაკვირად , საბა და ლევანი დამეგობრდნენ . არა მხოლოდ კი არ დამეგობრდნენ მეტიც ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. - ელე, მემგონი გვანცას ლევანი მოსწონს ! -ვინ გვანცა? -გვანცა პარალელი. ამას წინათ დავინახე როგორუყურებდა .ლამის შეჭამა - არა , არარსებობს სად გვანცა და სად ლევანი -რატო ,მშვენიერი წყვილი იქნებოდნენ -მემგონი სხვა საბა ხარ! სად გააქრე ჩემი ძმა ! -აღიარე , ერთად რომ გაიარონ მშვენიერი წყვილი იქნებოდნენ, არა ნამდვილად უხდებიან ერთმანეთს, -ჰოო, ლევანს კითხე აზრი? - არა ჯერ არ მიკითხავს - არამგონია , ლევანს მოსწონდეს ეგეთები -ეგეთები როგორები? - საყვარლად ჩაეჭყინტა ლოყა საბას ღიმილისას -როგორები და თეთრი ქათმები -რას ერჩი გვანცას ? - რაღაცნარად არ მომწონს , როდის იყო შავგრემანს ქერა უხებოდა , თანაც ხასიათით ვერ გაუგებენ , ორივე ზედმეტად უჟმურია !-გადაჭრით დაასკვნა ელენემ - კარგი რა , ლევანს ისედაც ქერები მოსწონს ! - თავად გითხრა? - მე ჰო არ მოვიგონებდი აბა ! - რა ჩემი საქმეა მაგრამ ეგენი წყვილი არ იქნებიან -მჩხიბავი ხომ არ ხარ ?! რა იცი? - დამიჯერე -როგორც გინდამაგრამ მგონი ლევანიც არ არი გულგრილი მის მიმართ. ბავშვებო აქ ხართ? აბა რაზე ჭორიკნობდით? -არაფერი ისეთი ლევან ! -საბა , რატო იტყუები ?! შენზე ვვსაუბრობდით -ჩემზე? -უფრო სწორედ საბა მიყვებოდა შენზე და გვანცაზე -გვანცა ვინ არის? - ჰო ვამბობდი , სახელიც კი არ იცის და როგორ შეიძლება მოწონდეს -ნიშნისმოგბით თქვა ელენემ -მოიცა გვანცა იმგოგოს ქვია , ქერა რომ არის , გამხდარი გუშინ რომ ბიბლიოთეკაში წიგნები ჩავატანინე -კი ეგაა , მასზე ვუყვებოდი ელენეს - ორივეს ჩაეღიმა , თითქოს ლევანმა საბას ფიქრები წაიკითხა და თამაშში აყვა . -მოიცა რა წიგნები ეგარ უთქვამს ! - აჰ , არაფერი -კარგი რა ლევან , ეს ჩვენიანია ჰოო იცი. რატო უმალავ ? - საბა რა ხდება , თუ ამბობთ თქვი თუ არადა გაიწიეთ. რა იყო ბოლო ბოლო განა რამე დავაშავე უნდობლობას რომ მიცხადებთ! - რას ამბობ საყვარელო , ლევან შენი ნებართვით ელენეს ყველაფერს მოვუყვები ... -როგორც გინდა - აჰ , არა , ნამდვილად ჯობს თავად მოყვეე - ელე, ჯობდა იქ ყოფილიყავი , ისეთი რომანტიული სიტუაცია იყო ... მოკლედმე და საბა იზოლდა მასწთან მივდიოდით , თავისთავად ბიბლიოთეკა უნდა გაგვევლო. ამან აიტეხა წიგნი უნდა ამოვიტანო ელენესთვის მემგონი ახლა მოტანილი ექნბათო.. შესვლა არ მინდოდა, მაგრამ ჩემდა ბედად შევყევი . კიდევ კარგი რომ შევყევი თორემ რამდენს დავკარგავდი . -პირდაპირ თქვით , დ ა ვ ი ტ ა ნ ჯ ე ! - აცალეგოგო, ემოციებშია ისევ - მართლაც რომმახსენდება ისევ ემოციით ვივსები , ეჰ , შევედით საბა წიგნის მოსაძებნად წავიდა მეკიდე იქაურობა შევათვალიერე , პირველად მომიწია შესვლა და თვალს შევაჩვევ თქო - მოიცა , 1 თვეზე მეტია აქ ხარ და 1_ლად შედი?! - რეებზე მაწყვწტინებ , მაცალე ! -აცალე გოგო ! -ჰოდა , რომანების სექციიდან გამოვდიოდი , მერხთან ატირებული გვანცა რომდამხვდა , გამიკვირდა რაატირებს მეთქი და რომდამინახა სწრაფად გაიქცა იმდენი წიგნი ეჭირა ისედაც დაბნეულს , ხელები აებლანდა და დაუცვივდა . მერე მეც როგორც ჯენტმენმა ავაკრებინე და თურმე შენ რომ წიგნს ეძებდი -კაცაძის-"საიდუმლო მარგალიტი"ეგ არ კავებია ? ! აი ამ წიგნის გამო ვტიროდიო. ისეთი ლამაზი იყო . ახლაც ჩამრჩა გონებაში მერე საბაც მოვიდა და ... - მოიცა და წიგნი ? - მე მაქვს - ლევან , საზიზღარო , იმდენი გეხვერწე წაიკითხე მეთქი და არა მეზარებაო -ჰო მაგრამ გვანცას რომ წანაკითხი აქვს ამან დამაიმედა მეც გადავწყვიტე წამეკითხა. - ჰო რა თქმა უნდა გვანცა , ერთხელ ნახე და იმას ენდობა მე კიდე ამდენი ხანია გიცნობ და არა , ყოჩაღ -კარგი რა , დავამთავრებ და მოგცემ წაიკითხე - მე წანაკითხი მაქვს, საყვარელი ადგილების ამოწერა მინდოდა! -მით უმეტეს! - და ახლა რა მოხდება ? - რა უნდა მოხდეს? -გვანცაზე ტვინიკოსა - ჰოო , მანდ შენ უნდა დამეხმარო -მეე?! მეტი საქმე არ მაქვს მაჭანკალი გაგიხდე , თან ვისთან გვანცასთან ?! - კაი რა შენ მგონი ეს ამბავი გეწყინა - მე ?! რა სისულელეა , არა საყვარელო უბრალოდ თქვენი წყვილი არ მომწონს - ანუ არ გწყენია - არა - აბა წარბები გახსენი , ლოყებიც რაღაცნარად აგწითლებია - ლოყების სიწითლე სიცხის ბრალია , გამათბობელთან ვდგავართ და მე ქურთუკიც არ გამოხდია ! წავალ -ელე! - ჰო ლევან -მქონდეს შენი იმედი? - იმედი კი ... -მადლობა -რისთვი მიხდი მადლობას მე ვამბობდი იმედი გქონდეს მაგრამ ამ საქმეში არა ! ახალი ამბით არც ისე აღტაცებულმა გოგონამ გასახდელს მიაშურა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.